ანგელოზი (თავი 4)
სრულიად მოულოდნელი იყო ეს დარტყმა, სიტუაცია თითქოს ბავშვურად, ბედნიერად მიდიოდა, იმდენად სასიამოვნოდ, რომ არც კი მოველოდი, მაგრამ უცებ ყველაფერი ერთმანეთს მიეყარა და თითქოს წერტილი დაესვა, ვერ ვიაზრებ რა მოხდა, მგონია შეცდომა დავუშვი რითაც საყვარელი ადამიანი საფრთხეში ჩავაგდე, თუმცა ახლა როგორ ვაპირებდი ამის გამოსწორებას, უნდა შევჩერებულიყავი, თუ პირიქით მისი ძებნა უნდა დამეწყო? მაგრამ რომ გამეგრძელებინა, რომ მებრძოლა და უფრო დიდი შეცდომა დამეშვა? იქნებ საკუთარ ოჯახთან ყოფნა უღირდა და არ სურდა პატარა ბავშვთან მობრუნება, რომელმაც მისი სრულყოფილი ცხოვრება რამდენიმე დღეში ისეთივე პრობლემატური გავხადე, როგორიც ჩემი საკუთარი. ასეთ სიტუაციაში ვერავინ დამეხმარება მეგობრების გარდა, სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს, ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე და თითების კანკალით ავკრიფე შეტყობინება, გავაგზავნე და ძალა გამოცლილი დივანზე ზურგით გადავეშვი. უტა და გაგა თხუთმეტ წუთში ჩემი სახლის კართან ათასი უაზრო სასმლით და ტკბილეულით ხელში აღმოჩნდნენ, აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა როცა მათი განწყობა ჩემსას უკეთესისკენ არ ცვლიდა, მაგრამ ახლა მგონი სწორედ ეგ სიტუაცია იყო. კარი გავაღე და უსიტყვოდ შევბრუნდი მისაღებში, ინტერესით სავსე თვალებით მჭამდნენ, მეტს მეც ვერ გავძლებდი და სიტუაციის დეტალებში ახსნა დავიწყე. -ევა მიწერე დაურეკე დაელაპარაკე კითხე გაგა ყოველ სიტყვას უფრო მეტ ხმასა და ემოციას მატებდა, თან ნერვიულად თმას ისწორებდა და აქეთ იქით იხედებოდა, უტა მისმენდა და ფიქრობდა რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ამდენი ფიქრისგან თავი ისე მტკიოდა, ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებდი, ავდექი სააბაზანოში გავედი და მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ზარის დაიგნორების შემდეგ მივხვდი, მხოლოდ მესიჯით თუ დავუკავშირდებოდი. -მართლა არ ვიცი რა უნდა ვქნა რო ისევ არასწორი არ ვიყო ან პრობლემა არ შეგიქმნა მარა იმედი მაქ ყველაფერს დაალაგებ და ვილაპარაკებთ იმდენად არეული ვიყავი, ვერ დავალაგე აზრი რა მიმეწერა და სრულიად არაფრის მომცემი წინადადება გავუგზავნე, ვეჭვობ არ მიპასუხებს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ველოდები. ბევრი ფიქრის, ვარიანტების განხილვის და რამდენიმე უაზრო გადაცემის ყურების შემდეგ უტა და გაგა სახლში გავაცილე, უკვე საღამო იყო და ერთადერთი რაც მჭირდებოდა ძილი იყო, ამიტომ ცხელი შხაპი ისევ მივიღე, ფიქრებმა ისევ გამიტაცა, ყველაზე მეტად ის მძაბავდა, რომ არ ვიცოდი მამამისი რეალურად რას წარმოადგენდა და თან ლილი ყოველთვის მალავდა ყველანაირ ინფორმაციას საკუთარ ოჯახზე, ვაღიარებ ლილის მიმართ დიდი ხანია გრძნობები მაქვს, მაგრამ პირველად დავეჭვდი, გამიჩნდა კითხვა, ვინ არის ლილი? მეორე დილით სამსახურში წავედი, მერე ისევ სახლში, ისევ ცხელი წყალი, შემდეგ ძილი და ასე ერთფეროვნად, უცვლელად გავიდა ერთი კვირა, ერთადერთი საფიქრალი ლილი იყო, რომელიც თან მენატრებოდა, თან მანერვიულებდა და ამავდროულად მძაბავდა. ერთი კვირის შემდეგ, სამსახურში მისულს შესასვლელში ლილი დამხვდა, რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ აქ რა ხდებოდა, დავიბენი, ავფორიაქდი, გამარჯობის თქმასაც ვერ ვაბამდი თავს -გამარჯობა ევა, როგორ ხარ? თმა მხარზე გადაიწია, თაფლისფერი თვალები შემომანათა, აწითლებული ლოყები, გაბრწყინებული სახე, ისე გამოიყურებოდა თითქოს უკეთ არც არასდროს ყოფილიყო. _____________________________________________ გამარჯობა, გარკვეული მიზეზების გამო იმდენი ხანი შევყოვნდი, არ ვიცი გაგრძელებას აზრი ჰქონდა თუ არა, ბოდიშს ვიხდი ვიცი რომ ძალიან პატარა თავია (ერთი ლუკმა), თუმცა საცდელად დავდე რადგან ამდენი ხანი არ დამიდია, ამიტომ ჯერ თქვენ აზრს ველოდები, თუ სურვილი გექნებათ გავაგრძელებ და შევეცდები დიდი და უფრო საინტერესოდ გავრცობილი სიუჟეტი სისტემატიურად შემოგთავაზოთ მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.