შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.7

28-05-2021, 23:42
ავტორი guroo
ნანახია 1 133

- მია, შვილო, სად იყავი დაკარგული? - ჩაეხუტა და გადაკოცნა. ისე, როგორც გულითადმა მეგობრებმა იციან; - ცუდად ხომ არ ხარ? თვალებზე რა გჭირს, ეს რა დღეში ხარ, შვილო?!
- არ მძინებია. კარგად ვარ... ან იქნებ არც.
- ჩემთან წავიდეთ. ყავა დავლიოთ, ვილაპარაკოთ. იცი, როგორ მომენატრე? დილით ბლინები გამოვაცხვე, მოგეწონება. ჩვენი ბეღურა ბიჭი როგორ არის, ხომ არ გაბრაზებს? - ხელი ხელზე მოუჭირა, სახესთან ახლოს მიიწია და ყურებთან ჩასჩურჩულა: - დაბადების დღის ღამემ როგორ ჩაიარა? მაპატიე, თინეიჯერი გოგონასავით ცნობისმოყვარე რომ ვარ, მაგრამ რა უნდა ვქნა, როცა ძალიან მაინტერესებს? აბა, ერთი მითხარი! აი, რა უნდა ვქნა?!
- მეც მომენატრეთ. ბევრი მაქვს მოსაყოლი და ხომ იცით, ბოლო ხანებში მხოლოდ თქვენ გიზიარებთ ჩემი გულის ნადებს. ბლინებიც ძალიან მინდა. მშია. არ მიჭამია.
- გშია?
- ჰო, აქაც საჭმელების საყიდლად ჩამოვედი, მაგრამ რაკი თქვენ მეპატიჟებით, სხვა დროისთვის გადავდებ ამ საქმეს. არ მეხერხება სამზარეულოში ფუსფუსი.
- მაშინ დღეს გასწავლი რამე გემრიელის მომზადებას. აბა რას იტყვი?
- კარგი... და ბლინების ხათრით ჩაი რომ დავლიოთ?
- ლიმონით, არა?
ერთმანეთს გაუღიმეს. ეს იყო თანხმობის უხმო, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი გამოხატულება. უფრო მეტად კი თბილი და მზრუნველი. მეზობელთან სტუმრობა მყუდრო, უსაფრთხო, სანუკვარ ოჯახში დაბრუნებას ჰგავდა მიასთვის. დედამისს არ შეეძლო თავისი კალთის ქვეშ შეეფარებინა, როცა ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდა, რადგან თვითონაც სხვებში ეძებდა ნუგეშს, ქმარს უთავბოლოდ მისტიროდა მიტოვების გამო. მიას კი მშობლები ენატრებოდა, რომელთაგან ერთმა ფიზიკურად დატოვა, მეორემ - ემოციურად. მანანა დეიდაში მათ ჩამნაცვლებელს ხედავდა. ამ ქალს შეეძლო, არნახული ყურადღება გამოეჩინა, თავს მოვლებოდა, შვილივით მოფერებოდა, ეზრუნა მასზე, მისი ცხოვრება საკუთარ ტანზე მძიმე ქურქივით შემოეცვა, დახმარებოდა, გაემხნევებინა... უბრალოდ გაეღიმა და ამ ძალიან მარტივი ხერხით ემკურნალა ყველა წყლულისთვის. ის იყო ყველაზე ახლობელი, ვინც კი ოდესმე გამოეგზავნა სამყაროს კეთილ ძალებს მიასთან შესახვედრად და ის იყო მანანა დეიდა, ქალი, რომელიც ერთდროულად ამხიარულებდა და ასევდიანებდა და ძლიერ დასაყრდენს აძლევდა ცხოვრების გამოუცნობ, ქარიშხლებიან ორომტრიალში.
იღიმოდა მანანა დეიდა. მთელი გულითა და სულით იღიმოდა. ფიქრობდა ლიმონიან ჩაიზე, მიას ამბავზე, მათ კომბინაციაზე, ცხელი სითხის ხმაურიანად შეხვრეპის ხმებზე - ლაპარაკის დროს ჩამოწოლილ უხმო პაუზებს რომ დაუზარელად ამოავსებდა - და სხეულში ჩუმად, ძალიან ფრთხილად უძვრებოდა უცნაური შეგრძნება, თითქოს უზარმაზარი ჭურჭელი იყო, შიგ წყალი ესხა და მას აქეთ-იქით ატორტმანებდნენ, რა დროსაც დამდგარი წყლის ტალღები ჭურჭლის კიდეებს ეხეთქებოდა სინქრონულად და ეს ძალიან ჰგავდა სიხარულის, ბედნიერების, დადებითი ემოციების ცეკვას სხეულს შიგნით. უხაროდა, რომ რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ მია გამოჩნდა, მისი მონატრებული პატარა მეგობარი.
- ნაგავია. ნამდვილი არაკაცი.
- მოიცა, რას ამბობ; - ქალი ისე დაიბნა, ტუჩები დაეწვა და სიმწრისგან თუ გაგონილის გამო გაოგნებისგან, მჟავე არომატით გაჯერებული და კეთილსურნელოვანი ჩაი ძირს დააქცია; - ვაი, რა მოუხერხებელი ვარ. მე მოვუვლი... არა, არა შენ არ შეწუხდე. მე მოვიტან ტილოს. არა მე... კარგი რა, მია. მე მოვიტანდი და მე ავწმენდდი, რატომ არ მიგონებ? რაო, რა მითხარი? მიზეზი რა არის, შვილო?
- უმიზეზოდ. არაფრის გამო დავშორდით.
- ეგრე ჰაერზე მარტო ბავშვები იბუტებიან. გაწყენინა?
- ზუსტადაც ჰაერიდან მოტანილი, მოგონილი ცილისწამების გამო დავშორდით.
- უყურე შენ! არ ჩანდა ეგეთი ბიჭი.
- დაგინახე, სხვას რომ კოცნიდიო. არადა, არავისთვის მიკოცნია. ბოლო დროს ისე თბილად აღარ მექცეოდა. გაღიზიანებას ვამჩნევდი. ჯერ იყო და ის საზარელი ნახატი მაჩვენა. მერე სხვისი კოცნა დამაბრალა. ბოლოს შემომაფურთხა...
- ვაიმე, რას მეუბნები, შვილო?
- დაბადების დღეზე. იქ მოხდა ყველაფერი.
- მაინც არ ვიტყვი იმას, რომ ყველა კაცი ერთნაირია. ნოეში შევცდი. ბოდიში, რომ ვერ დაგიცავი. არა, როგორ დავიჯერეთ, რომ ანგელოზი იყო? გეფიცები, მია, მართლა ანგელოზი მეგონა. მოდი, ჩამეხუტე. - მკლავები გაშალა და მკერდზე მიიკრა მია.
მცირე პაუზის შემდეგ მიამ თქვა:
- მე ვიტყვი. ერთანირია ყველა კაცი. გამონაკლისების გარეშე.
მანან დეიდამ კომოდს გახედა, რომელზეც პატარა ჩარჩოებში ჩასმული ოჯახური ფოტოები ეწყო. ხმა არ ამოუღია. არ უფიქრია ემტკიცებინა, ჩემი ბიჭები ღირსეული ადამიანები არიანო.
- რაღაც უნდა გითხრათ და არ გეწყინოთ, რა - ქალის სხეულს მოშორდა მია და დამნაშავის გამომეყველება მიიღო.
- მითხარი. რა უნდა მეწყინოს.
- ჩემთან რომ მოდიოდით, მეძახდით და აკაკუნებდით, მესმოდა ხოლმე - ბოლო სიტყვებზე გამბედაობამ უმტყუნა, ძლივს გასაგონად დაასრულა წინადადება.
- და არცერთხელ გამომხედე; - სივრცეს მიჩერებული მზერა ჰქონდა მანანა დეიდას, გაყინული და გაშეშებული. თუმცა, კვლავ სიკეთით სავსე ღიმილი გამოჩნდა მის სახეზე და ამან საუბრის გასაგრძელებლად ძალა მოაკრებინა მიას.
- ცუდად ვიყავი; - თვალები ძირს დახარა. ხვდებოდა, რომ თავის გამართლებას ცდილობდა. რას მოელოდა? გულის სიღრმეში ძლიერ ეწადა, დარწმუნებულიყო, რომ მანანა დეიდას სულ ოდნვადაც არ სწყინდა, თითქოს ამით მოიხსიდა დანაშაულის სიმძიმეს. მაგრამ წვრილმანი შეცდომებიც ისევე მომაბეზრებელი და შემაწუხებელია, როგორც ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ქინქლები და უმჯობესია სერიოზული დამოკიდებულებით მიუდგე მათ.
- ვინერვიულე, ვერ გხედავდი, მენატრებოდი. არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა წასულიყავი. ვფიქრობდი, როგორ არ გამაფრთხილა-მეთქი. წასული მეგონე და მწყინდა, რომ არ დამემშვიდობე. თურმე იქ იყავი, იმ დამპალი კარის უკან, ამდენი სადარდებელითა და განსაცდელით დამძიმებული და მე ვერ გეხმარებოდი. მაპატიე. თავიდანვე შენს გვერდით ვერ დავდექი. იცი, რამდენს ნიშნავს, როცა გულს გტკენენ და ამაზე ვიღაცას ელაპარაკები? თუ არ ილაპარაკებ, გაბოროტდები, შვილო, წყენას გულში ჩაიხვევ. მერე მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს ბრაზი. შენ ხო გულღრძო არა ხარ?
- სამაგიეროს გადავუხდი, - რა წამს ინდულგენცია უსაჩუქრა მანანა დეიდამ, მაშინვე გამოიხურა სინდისთან მოლაპარაკებების ოთახის კარი და ნება დართო დაგროვილ ბოღმას, თავისუფლად ედინა.
- არა, მია, დაივიწყე. მაგის ღირსიც არ არის.
- დავიწყება რომ შემეძლოს, ამდენი ხანი ტირილსა და უძილობაში კი არ გავატარებდი.
ისეთი მყარი იყო და შეუდრეკელი მია, წამით მთელი არსებით შეცბუნდა ქალი.
- მომისმინე, შურისძიება გაბოროტების ნიშანია, შვილო. არავის გამო არ ღირს კეთილშობილების დათმობა.
- მართალია. არ ღირს. უბრალოდ მე არც არასდროს ვყოფილვარ კეთილი გოგო, როგორც თქვენ ამბობთ და ამტკიცებთ ჯიუტად; - აგრესია ვერ დამალა.
- მაინც რის გაკეთებას აპირებ? უნდა აცემინო? - ქალმა იფიქრა, ვერ ხვდება რა კომიკური გადაწყვეტილება მიიღო და რა ბავშვურად იქცევაო.
- საჭირო ხალხს ვერ ვიცნობ. თორემ ვაცემინებდი კიდეც.
- აბა, რა უნდა ქნა? საქვეყნოდ გამოლანძღავ და ისტერიკებს მოუწყობ? თავი არ დაიმცირო, მია. აქამდე არ დაეცე.
- მსგავსი არაფერი. ახალი კოლექცია უნდა გავუნადგურო.
- ჰიიი! - პირზე ხელი აიფარა გაოგნეისგან - როგორ შეგიძლია ადამიანს მომავალი დაუნგრიო? შენ არ მითხარი, დიდ იმედებს ამყარებს მაგ კოლექციაზეო?
- მინდა, რომ ეს გავაკეთო. უკვე გადავწყვიტე და მორალის კითხვას აზრი არა აქვს. ბოდიში, ასე რომ გელაპარაკებით. ძალიან მიყვარხართ, მანანა დეიდა. დედაჩემზე უფრო მეტად.
- ასე ნუ ამბობ; - უთქმელადაც იცოდა, გრძნობდა, როგორ უყვარდა მიას. აი, დედამისთან შედარებას კი ნამდვილად ვერ აიტანდა. არ უნდოდა, დედა-შვილს შორის ჩამდგარიყო, მაგრამ ფაქტია,დგებოდა და რაკი რეალობას ვერსად გაექცეოდა, ერჩივნა სიტყვებს მაინც არ დაედასტურებინათ მისთვის დაუძლეველი, გაუვალსწინებლად შექმნილი ვითარება და უხერხული სიმართლე.
ერთხელ, როცა ამაზე ფიქრობდა და საკუთარ თავს უღმერთოდ ლანძღავდა, ვეღარ გაუძლო სინდისის ქენჯნას, სარკის წინ დადგა და სახლის აჩრდილებს მოუყვა, როგორ წუხდა იმის გამო, რომ ორი ადამიანის კავშირში უცერემონიოდ შეიჭრა და ყვლაფერი ყირაზე დასცა, მეტიც - დედისთვის განკუთვნილი სიყვარული უსულგულდ მოიპარა და მიითვისა და ახლა არ იცოდა, რა ექნა. აჩრდილებმა კი, რომელთა ხმა მხოლოდ მანანას ესმოდა და რომლებსაც მარტოოდენ მანანა ხედავდა, ურჩიეს, ყველაფერი თავის ნებაზე მიეშვა, რადგან სიტუაცია მალე გამოსწორდებოდა და მანამდე არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემას ხაზი არ უნდა გასმოდა და გაჟღერებულიყო, თუარადა ვიდრე დასასრულს მიაღწევდა ინერციით მართული პროცესები, იქამდე ათასჯერ შეებმებოდა მორალი და უზნეობა ერთმანეთს და ყოველ ჯერზე მანანა წააგებდა ხელჩართულ ბრძოლას. ისიც უსიტყვოდ დამორჩილდა აჩრდილების ბრძნულ შეგონებას, მაგრამ დრო და დრო იმაშიც რწმუნდებოდა, რომ რაღაც არ მუშაობდა ამ რჩევების მიდევნებისას.
- კიდევ გამოგივლით. ყველაფერი გემრიელი იყო; - წასასვლელად მოემზადა მია.
- იცი რა? - საჩვენებელი თითის ქნევა დაიწყო; - მე მაინც უნდა გითხრა. ღმერთს ნუ გაანაწყენებ!
- სინამდვილეში ძალიან მეშინია. მგონი, ვერ შევძლებ. ღმერთიც მშვიდად იყოს. დიდი ალბათობით არ გამომივა. ვერ გავბედაბ შეპარვას და სახელოსნოს არევას.
- ჰო, შვილო, აბა რა. თავს რამხელა განსაცდელში იგდებ. ნუ დაიმატებ მწუხარე ამბებს. ცოდვები მარტივი მოსანელებელი ხომ არ გგონია?
- მართალი ხართ. ეჰ... - სისუსტე იგრძნო მიამ და ცრემლები წასკდა.
- იტირე. ბოროტებას ცრემლები გერჩივნოს. ჩემი უსუსური გოგონა, მოდი, ჩამეხუტე.
- უბრალოდ მივალ და ვეტყვი, რომ მეზიზღება. ვეტყვი, რა ამაზრზენია და არაკაცი.
- ცხელ გულზე ნურაფერს გააკეთებ.
- რაღა დროს ცხელი გულია. ოთხი თუ ხუთი დღე გავიდა. ვეღარც ვითვლი. დღე-ღამე ერთმანეთში ამერია.
- ოჰ, მია, კარგი, კარგი, რა არ გასვენებს? თუ სხვანაირად არ შეგიძლია, მაშინ წადი და უთხარი, როგორ გატკინა გული. ოღონდ, კეთილშობილება არ დათმო, რა, სხვა ადამიანის გამო.
მიამ თავი დაუქნია და წავიდა.
მთლიანად ინსტიქტებს იყო მინდობილი. ცივი გონებით რომ გადაეწყვიტა რამე, იცოდა რომ ცოტახანში საკუთარ ძალებში დაეჭვდებოდა და შიშისგან აცახცახდებოდა, ისე უსუსურად იგრძნობდა თავს. ამიტომაც არ უნდა ეფიქრა, არაფერი გადაეწყვიტა. მხოლოდ მისვლა ევალა, მერე ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც უხილავი ძალები, უჩვეულო ბოროტება და სიზმრისეული ბინდით შესუდრული გონება მოინდომებდა.
როცა სახელოსნოს მიუახლოვდა და მისი ჩაბნელებული ფანჯრები დაინახა, შვებით ამოისუნთქა. სიჩუმეში გარინდული, ბნელით მოცული და საოცრად მშვიდი ჩანდა სახელოსნო. თითქოს არაკეთილმოსურნე განზრახვებით მისულ მიას ამცნობდა, აქ შენი მღელვარება დაუპატიჟებელი სტუმარია, რომლის შემოშვება არავის უნდაო. მართლაც ისე შეუსაბამოდ წყანრი აურა, პედანტური წესრიგი და უშფოთველობა სუფევდა სახელოსნოსთან, რომ მიამ სრულიად ზედმეტ დეტალად იგრძნო თავი, თითქოს ის ქუჩა და ის შენობა უზარმაზარი არქიტექტურული კომპოზიცია იყო, ერთადერთი ნაკლით წარმოდგენილი და ეს ნაკლი მიას უადგილოობა გახლდათ. იქ არაფრი ესაქმბოდა. უნიჭო კონტრასტი და ქაოსი შეჰქონდა ჰარმონიულ სიმშვიდეში, მაგრამ ეს უმძაფრედა დანაშაულის გრძნობას, მთელი სიცხადით შეაგრძნებინებდა, რომ მასში წარმოუდგენელი ამორალურობა ბუდობდა და ამით გათამამებულმა, გულმოსულმა და კიდევ უფრო განრისხებულმა წიხლით შეამტვრია ფანჯარა, შიგნით შეიპარა, მოლბერტები და მათზე განთავსებული ტილოები ძირს წამოყარა, ნახატებზე ზედ იხტუნავა, დახია, ჩარჩოებს აახია გადაჭიმული ტილოები. ბოლოს შურისძიების დამაგვირგვინებელი აკორდიც გაჟღერდა. შარდვის ხმა იყო. კოლექციის კულმინაციურ ნახატზე შედგა მია და იმ ადგილას, სადაც მისი სახე ეხატა, კმაყოფილებით სავსე სახით მოშარდა.
მერე ძალიან მშვიდად მოწესრგიდა. შარვალი შეისწორა, თმა ახლიდან შეიკრა და ჩამომსხვრეულ ფანჯარაში გაძვრა, საიდანაც ისევ საპირისპირო განწყობით დამუხტულ გარემოს შეერწყა, მაგრამ ამჯერად თვითონ იყო გაწონასწორებული და ქედმაღალი, ღირსეული და მედიდური და დამამცირებლად მშვიდი. მიხვდა, რომ ბინძური წესებით თამაში მარტივად ამარჯვებინებს ადამიანს და რატომაც არ უნდა გაემარჯვა ყველაფერსა და ყველაზე? როცა იმედგაცრუებებით დაიღლები, გამარჯვება შეიძლება ერთადერთ გამოსავლად გჩვენებოდეს ცხოვრების ღრმულებიდან ამოსაძრომად. მიასაც ასე ეგონა.

№1  offline მოდერი guroo

სიახლეს რვა ლაიქი აქვს, მაგრამ კომენტარები, შენც არ მომიკვდე, ჩიტმა წაიღო? სად არის?
წერის დროს კლავიატურამ ძალიან გამაწვალა. მეგონა ყველა შეცდომა გავასწორე, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩეინია. ბოდიში უზუსტობებისთვის.

№2 სტუმარი სტუმარი მარიამ

სხვა თავები არ მაქვს წაკითხული. ვიფიქრე ამას წავიკითხავ და თუ მომეწონებოდა სულ თავიდან დავიწყებდი. რავი ცუდი არ არის. ლაიქი დავწერე. მაგრამ არ დამაინტერესა და აღარ წავიკითხავ. სხვაც ბევრი იქნება ჩემნაირი. ასე, რომ დამშვიდდი გუროო.

№3  offline მოდერი guroo

სტუმარი მარიამ
სხვა თავები არ მაქვს წაკითხული. ვიფიქრე ამას წავიკითხავ და თუ მომეწონებოდა სულ თავიდან დავიწყებდი. რავი ცუდი არ არის. ლაიქი დავწერე. მაგრამ არ დამაინტერესა და აღარ წავიკითხავ. სხვაც ბევრი იქნება ჩემნაირი. ასე, რომ დამშვიდდი გუროო.

როგორც ჩანს, კომენტარი მხოლოდ დადებითი შეფასება გგონიათ. შეგეძლოთ თავიდანვე გაგეზიარებინათ თქვენი სათქმელი და არა ჩემი საყვედურის შემდეგ. მერე აღარ მოგიწევდათ, რომ დამშვიდდიო - გეთქვათ.

№4  offline წევრი EllaTriss

კლავიატურა, ყველას გვაწვალებს მგონი. ეგ არაფერი, დიდი და საგანგაშო შეცდომები არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ამ თავს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის მომწონს. რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულად.
ვიცი, როგორი სტიმულია კომენტარები ავტორისთვის. შეძლებისდაგვარად მოგყვები. მე მაპატიე, თუ ზოგჯერ ვერ ვახერხებ კომენტარის დატოვებას.
ყველას შეხედულება განსხვავებულია და იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ყველას მოსაწონი ვერ იქნები - თქო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს.
გელი.
როგორც ყოველთვის.
დიდი ინტერესით .

№5  offline მოდერი guroo

EllaTriss

ელლატრისს, როგორ გამახარე. ატვირთვისთანავე ველოდები ხოლმე კომენტარებს. შეიძლება მთელი დღე უსაქმურად გავატარო, სულ ფორთხაჯზე ვიყო შემოსული და უსასრულოდ ველოდო, რას მეტყვის მკითხველი. მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელია გამოხმაურება. მით უფრო მაშინ, როცა ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გაქვს, როცა წაიკითხე და დაალაიქე. რა უნდა კომენტარის დაწერას?
ნუთუ გვრცხვენია საკუთარი აზრის დაფიქსირების? ამის ნაკლებად მჯერა. რაღაც სხვა მიზეზი უნდა ჰქონდეს ამ უცნაურობას. არ ვიცი როგორ მივაგნო სიმართლეს და სანამ გაურკვევლობაში ვარ, ვიტანჯები, ნერვები მაწყდება.
მადლობა, რომ წაიკითხე და კომენტარიც დატოვე <3

№6 სტუმარი გაურკვეველი

შეცდომებზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რახან შენითაც იცი. არ მინდოდა ასეთი შურისძიება, მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ, რა იქნება შემდეგი. ნოე ის ტიპი არ არის, ვინმეს ასე მარტივად შეარჩინოს დამცირება. მაგრამ... არის ერთი მაგრამ... ქმედება იწვევს უკუქმედებას და თუ სურს მია გააქროს თავისი ცხოვრებიდან, ალბათ უკვალოდ გაქრება შურისძიების ფაქტი მისი ცხოვრებიდან.(გონებიდან არასდროს) გაურკვევლობაში ვარ. : დ მოკლედ ველოდები შემდეგ თავს, სულმოუთქმელად.
კარგი გამოვიდა, არაფერს ვერჩი. ♡♡

№7  offline მოდერი guroo

გაურკვეველი

რაღაც დაემართა კომპიუტერს და კლავიატურა მაგრად ურევს ხოლმე. ორმაგად და სამმაგად მეტ დროს ვანდომებ ერთი პატარა თავის ბეჭდვას. ამდენი ნებისყოფა სად მაქვს, ღმერთმანი.
მადლობა, რომ ნაწარმოებში შექმნილი ვითარების მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილე ყურადღება. ეს იმაში დამეხმარება, რომ სიუჟეტი ადაკვატურად და ლოგიკასთან გახახუნებით გავაგრძელო :)
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. არც ჩემი პერსონაჟების მესმის. ზოგი ავტორი, ალბათ, ძალიან ბედნიერია, სიზმარში რომ ხედავენ მოქმედ გმირებს ან სამყაროს სხვა მინიშნებებს რომ გამოსტყუებენ ხოლმე.
დავწერ და ვეცდები არ ჩავაფლავო.
მიხარია, რომ ყველაფერი რიგზე იყო, კარგი გამომივიდა და არაფერს ერჩი, სასწორო. <3 <3 <3
მად-ლო-ბა!

№8 სტუმარი არაუშავს

guroo

დაახლოებით რამდენ თავში დაასრულებ? ვფიქრობ, დასასრულს დაველოდო და ერთად წავიკითხო ხელახლა, თუ, ასე ნაწილ-ნაწილ განვაგრძო. შინაარსში ჩამორჩენილობა მაქვს მეხსიერების დდდ ხანდახან რაღაც მაკლია. სიუჟეტს ვერ ვკრავ.უფრო მეტი მიაზე და ნოეზეა და ზოი დამეკარგა. აღარ მახსოვს რომ აქ იყო, სათაური მახსენებს ხოლმე, თორე სხვა ისტორიის პერსონაჟი მგონია .

№9  offline მოდერი guroo

მე რომ მკითხო, ეს თავიც არ არის დასრულებული და შეკრული. ასე თუ გავაგრძელებ წერას, დასასრული ბევრი თავის შემდეგ იქნება. წესით, ოთხზე მეტი თავი აღარ დაიწერება მესამე ნაწილისთვის.
ზოი მეც დამეკარგა. საერთოდ ვეღარ შევიგრძნობ. აზრთან ახლოს არ მოდის, როგორი პერსონაჟია.
რაც არ უნდა ვიწუწუნო, ვერაფერს გავხდები.
ერთი რამ მტკიცედ გადავწყვიტე: ამხელა აბდაუბდის დაწერას მეტჯერ აღარ შევეცდები.
:) :) :)

№10 სტუმარი არაუშავს

იმიტომ, რომ დრო აღარ ეთმობა საერთოდ. პარალელურ რეჟიმში რომ შემოიყვანო ზოიც, ანუ თანამედროვეობა და წარსული, თუ რავი სად ვართ და რას ვაკეთებთ საერთოდ დდდ ძალიან ავირიე ხომ?

№11  offline მოდერი guroo

არაუშავს

მეც შენსავით არეული ვარ :დდ გიკვირს, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება? მე არა.

№12 სტუმარი არაუშავს

ხელიდან რა გეცლება? მე არაფერი შემინიშნავს ჯერ :პ

№13  offline მოდერი guroo

მთლიანი "ზოი" იშლება ჩემს თვალწინ. ფაფფუუუ. მალე რაღაც სხვა ჩაანაცვლებს. ხუთი წლის წინ რასაც ვწერდი, იმავეს გაგრძელება, რთული ყოფილა. :დდ

№14 სტუმარი გაოგნებული

guroo
მთლიანი "ზოი" იშლება ჩემს თვალწინ. ფაფფუუუ. მალე რაღაც სხვა ჩაანაცვლებს. ხუთი წლის წინ რასაც ვწერდი, იმავეს გაგრძელება, რთული ყოფილა. :დდ

5 წლის წინ წერდი? ღადაობ? 1 წლის წინ წავიკითხე და შინაარსს ვეღარ ვიხსენებ უკვე (( ახალ თავს რომ წერ, წინა თავებს კითხულობ ხოლმე?

№15  offline მოდერი guroo

გაოგნებული

რომ ვკითხულობდე, ასე კი არ ავაცდენდი სიუჟეტებს ერთმანეთს :დდდ

№16 სტუმარი გაოგნებული

არ მეჩვენება აცდენილად, უბრალოდ, მია მოვივიდა ბევრი დდდ

№17  offline წევრი Life is beautiful

დავაგვიანე..
ისევ დავაგვიანე..
მაგრამ " სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!"
იცი რა მომწონს? ზოგადად ნაწარმოებებში, როცა პერშონაჟებზე მიდგება საქმე?
"შემდგარი" პერსონაჟი, ყველა თავისი სისუსტით და სიძლიერით, აკინძული როგორც მძივების აცმა, შემდეგში ყელაბამი ან "სარტყელი". იკვრება წრედი და ამ პატარ-პატარა შემდგარი წრედებით, მთლიანი ჯაჭვი იკვრება.
მია მართლა შემდგარია, ალბათობას თუ გადავხედავთ... ალბათ უფრო მეტადაც შეიძლება და საერთოდ, არ მომწონს შესაძლებლობების ჩარჩოებში ჩასმა, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
ამ თავს კი გაგრძელა აქვს, არ დასრულებულა, არც ნოეს ამბავია გარკვეული და საერთოდ რთულია ამათი ერთ ხაზზე დაყენება, ისე რომ, ერთმანეთს გადაეყარონ.
ზოი მართლა მიმავიწყდა. აღარც მახდოვს დიდად მისი პერსონაჟი.
და ზევით მიაზე რომ გავილექსე, იმის თქმა მინდიდა რომ არამთავარი, მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სრულიად კომფორტში მოდის ისტორიასთან, ისე რომ, არ იყოფა აზრი.

"მიას კი მშობლები ენატრებოდა, რომელთაგან ერთმა ფიზიკურად დატოვა, მეორემ - ემოციურად. მანანა დეიდაში მათ ჩამნაცვლებელს ხედავდა. ამ ქალს შეეძლო, არნახული ყურადღება გამოეჩინა, თავს მოვლებოდა, შვილივით მოფერებოდა, ეზრუნა მასზე, მისი ცხოვრება საკუთარ ტანზე მძიმე ქურქივით შემოეცვა, ''
და აი ყველაზე სათუთი რაც კი რამ არსებობს.

ესაა ჩემთვის..
და ალბათ, ყველა იმ ადამიანისთვის. ვისაც აკლდა და აკლია ესეთი ადამიანი.
"ჩანაცვლება" როგორი სიტყვაა.
ხანდახან მაღეზიანებს. მაგრამ ზოგჯერ ზუსტად ემთხვევა იმ შინაარსს, რასაც ტექსტი მოითხოვს. ალბათ მე უფრო "ამოვსებას" ვიტუოდი რადგან ვთვლი, რომ ყოველი ადამიანი თავისი უარყოფითით და დადებითით მოვლენილი, ჩვენს ცხოვრებაში, თვის კალაპოტს ან ნაკვალევს ტოვებს და შეუძლებელია მეორე ადამიანი, ზუსტად მოერგოს, ბოლოსდა ბოლოს ჭანჭიკი ხომ არაა გაიცვითა და გამოცვალო.

მოკლედ, დასასრულს იმას ვიტყვი რომ ჯერ შენ გაიხსენე ზოი და მერე ჩვენც გაგვახსენე,

წარმატებები...
ყველასა და ყველაფერში.
აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე...

№18  offline მოდერი guroo

Life is beautiful

ბოლო ფრაზებზე გამეცინა. არა ისე, როგორც სხვა დროს ვიცინი ხოლმე ბედნიერებისგან და სიხარულისგან, არამედ ისე, როგორც კარგ ხუმრობებზე იციანიან.
მიას პერსონაჟი რომ შემდგარი და ნაწარმოებთან ჰარმონიაში მყოფი გეჩვენება, ეს ძალიან მახარებს. მასზე წერამ ჩამომაყალიბა სხვა ავტორად. მანამდე წინადადებებსაც სხვანაირად ვწერდი. მიას შინაგანი სამყაროს აღწერები იმაზე გაცილებით მეტს მოითხოვდა ჩემგან, ვიდრე შემეძლო, რომ გამეკეთებინა. ამიტომ მეც მასთან ერთად დავძლიე სირთულეები და სულ სხვა ვიღაც გავხდი. მია ამას უჩვეულო, ძალიან უცნაური გზებით ახერხებს. რეალობას აცდენილი, ალოგიკური გოგოა, მაგრამ თუკი ეშმაკი იოცნებბებდა, რომ ვინმე მისი ჩლიქი ყოფილიყო, ეს აუცილებლად მია იქნებოდა. თითქოს სუსტია, მაგრამ იმდენად გაიძვერა და სულმდაბალი, რომ მისი ყველას უნდა ეშინოდეს.
ჩანაცვლება.
ნაწარმოების განმავლობაში მიას ცხოვრებაშI ბევრი ცვლილება მოხდა. ჯერ მეგობრები, მერე მათე, მერე ნოე, ახლა მანანა, მერე ვინ იცის კიდევ ვინ... მთლიანი წრე ჩანაცვლებათა ციკლია. შენ თქვი ყველა თავის კვალს ტოვებსო. მიასთან კი მხოლოდ კვალის დატოვება კი არა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ბორბალი ტრიალებს და მიდის ცხოვრება ჯაბახანა ეტლივით. მისთვის კოკრეტული სარგებელი კი არა, ზოგადად სარგებლიანობაა უმთავრესი. მიას უნდა, რომ ჭამდეს და უმნიშვნელოა რას შეჭამს. მთავარია, რაღაც გამოსძალოს ადამიანებს, ვისთანაც საქმეს დაიჭერს და თვითონაც კარგად იცის, რომ თუ ყველაფერი თავისით არ დამთავრდება, ის დააჩქარებს წერტილების დასმას. მობეზრდება, თავს შეაზიზღებს და მიატოვებენ. მობეზრდება, თავს ვერ შეაზიზღებს და თვითონ გამოიქცევა. ახლა ის უფრო საინტერესოა, მანანა როდის მობეზრდება და თავიდან როგორ მოიშორებს. სულ არ ადარდებს პირველი ვინ აყენებს ტკივილს, შურისძიების ტკბილი გემო ურჩევნია. ოღონდ თვითონ გააზრებული არ აქვს ამდენად ბოროტი რომ არის. მაგას ჰგონია, მსხვერპლია და სხვები ჩაგრავენ. განა ცდება, განა მართლა ცუდად არ ექცევიან, მაგრამ ყველაერს თვითონ აიძულებს იმ მჩაგვრელ ხალხს. მას მიჰყავს უველა იმ კონდინციამდე, რომ მიატოვონ, აწყენინო, ატკინონ. ძალიან ბევრს ტირის ამაზე, მაგრამ რომ არ იტიროს მოკვდება. ეს გოგო ტანჯვით ცოცხლობს. ზოისგან განსხვავებით, ბედნიერება მისთვის დამღუპველი, მომწამვლელი და მომშხამველია. გველის გესლივით მომაკვდინებელი.
არ გაინტერესებს ის და ზოი სად და როგორ გადაიკვეთებიან? ან მიას ამხელა სიბნელე ბოლოს რა ნაყოფს მოისხამს? შეგახსენებ შურისძიება მათეზეც ისევე სურს, როგორც მხატვარზე. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ მთავრდება და არც ბოროტება რჩება პასუხგაუცემელი. მთავრია, სწორად მიუდგე და გამოზომილი, ფრთხილად შერჩეული ტაქტიკით დაუპირისპირდე მიას მსგავს ცბიერ და ფსიქიკამოწამლულ ადამიანებს. თორემ ისევ ისინი გაიმარჯვებენ მათი წესებით როცა ითამაშებ.
დღეს ვფიქრობდი. სინამდვილეში ზოი არსად დაკარგულა. უბრალოდ დროის დიდი ინტერვალებით ვწერ ახალ თავებს. პატარებია, დაუსრულებელი შინაარსითა და სიუჟეტებით. წესით მეშვიდეზე კი არა, მეოთხეზე უნდა ვიყო ჯერ. მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე და მაინც ვაქვეყნებ.
შენ ძალიან დიდი მადლობა!
დაგვიანება არ არსებობს. მთავარია გამოჩნდე. დრო დასაცინი ქიმერაა. ოღონდ ბოლოს მაინც ის დაგცინებს.

№19 სტუმარი ისევ აგვიანებ

"და აი, ჩამოჰკრა უბედურების ზარმა..." ახალი თავის მოლოდინში შემეპარა სიბერე, მომიახლოვდა სიკვდილი, სიახლე კი ისევ არ სჩანს... გელოდები♡♡♡

№20  offline მოდერი guroo

ისევ აგვიანებ
"და აი, ჩამოჰკრა უბედურების ზარმა..." ახალი თავის მოლოდინში შემეპარა სიბერე, მომიახლოვდა სიკვდილი, სიახლე კი ისევ არ სჩანს... გელოდები♡♡♡

მუშაობა დავიწყე. საერთოდ ვერ ვიცლი დასაწერად.
შენ ხარ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ჩემს ნაწერებს ღირსებიათ❤❤

№21 სტუმარი ისევ აგვიანებ

შენ♡♡♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent