ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 2)
**** ბავშვობის მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს და თუ ეს მეგობრობა გრძელდება, მაშინ საოცარი ჰარმონია იქმნება. როცა მასთან კავშირი გაქვს, თითქმის სულ ბავშვი ხარ, რადგან მან თუ შენ ერთად ბევრი მოგონება დააგროვეთ, მოგონება კი ეს ისაა, რაც ცხოვრებას აფერადებს. - თინაა, როგორ ხარ? - უპასუხა მესენჯერის ზარს ბაიამ. - მე კარგად და შენ? ნუ როგორც ყოველთვის, ან სათბურებში ხარ ან სამზარეულოში, სხვაგან არ გაგიცდეს ფეხი. - ნუ დაიწყე ახლა... - მწვანილების დაჭრა განაგრძო ბაიამ. - იცი ვინ ვნახეე? - ვიინ? - ჩვენი კლასელი ნინო. - რომელი? - რას ნიშნავს რომელი? ბევრი ნინო გვყავდა კლასში? - კი, სამი. - თითებით აჩვენა ბაიამ. - ეუფ, ანუ მე რომელი ვნახე? მოიცა ასე დავბერდი, რომ კლასლები არ მახსოვს? - ისე, მე და შენ ძველი კლასლების ნახვის კვირეული გვქონდა? - და შენ ვინ ნახე? - კამერასთან თავი ახლოს მიიტანა თინამ, თითქოს იქედან აპირებდა გადმოსვლას. - თედო, - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ბაიამ. - თედო? - იმხელა იყვირა თინამ, შიშისგან ბაიას დანა-ჩანგალი ძირს დაეყარა. - რა გაყვირებს? გადამიცივდა გული?! - ხელი გულზე მიიდო და სკამზე ჩამოჯდა. - აი, ეს მესმიის. ცოლ-შვილი ჰყავს? რატომ დაიკარგა? რატომ არ გვეკონტაქტებოდა? - არაფერი ვიცი, ის ვიცი რომ მამამისი და ჩემი მამამთილი ძველი მეგობრები და ახლა კი ბიზნესპარტნიორები არიან. - ვაა, ეჰ, როგორ იტანჯებოდა შენი სიყვარულით. - ნუ დაიწყე ახლა... - კოპები შეკრა ებრალიძემ. - რა დაწყე, ნათლი? - ზურგჩანთა იქვე დადო ახლადმოსულმა თომამ და მობილურში ჩაიჭყიტა. - რა და დედაშენს დღემდე არ სჯერა, რომ თედოს უყვარდა. - თინაა! - თვალები დააბრიალა გაბრაზებით ბაიამ, უკვე ზედმეტები მოგდისო, მუშტებს უღერდა, შვილის ზურგს უკან. - ვაა, და შენ არ იცოდი დედი? - საიდან ეცოდინებოდა, მამაშენს ყვარობდა და თედო ესე უპასუხო სიყვარულით მედგრად მეგობრობდა ჩვენთან. - კარგია, ბავშვობის ისტორიები. - თვალი ჩაუკრა ნათლიას. - წადი, ხელები დაიბანე, - წამოაგდო სკამიდან შვილი, - და ვივახშმოთ, შენ კი საქალბატონე თინა, როცა გნახავ მოგკლავ! - როდის მნახავ? თუ გინდა დღესვე დაგიჯავშნი ბილეთს და სამ საათში ჩემთან იქნები. - არა, ახლა არ მინდა ... - არც იცი, აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობას უფრო გაპატიებენ. - ვერ ხარ! - კამერას დაეჭყანა ებრალიძე. - მიდი, მიდი მიხედა შვილს და თედოს, რომ შეხვდები დამირეკე ცოტა წავეჭორავებო, ცოტა გავლანძღავ, იქეთ პატიკოს ჩავრთავ, ხოდა გავიხსნეოთ ბოლო ორი წელი, რაც ერთად გავატარეთ. - ხო, თუ ვნახე, ვეტყვი. - რას ნიშნავს თუ? მობილურის ნომრები არ გაგიცვლიათ? - არაა. - და კიდევ მე ვერ ვარ?! - ხელი საფეთქელთან აიფრიალა თინამ და გაბრაზებულმა მესენჯერი გათიშა. *** - Hello, Ada. How are you? - საუთაო ოთახში იო შევარდა. - Very well, and you? - უთაობისთვის თავი არ გაუნებებია ისე უპასუხა შემოსულს. - What? - ხელები გაშალა იომ. - რა „What”? - პერანგი საკიდზე შემოკიდა ადამ და შარვლის უთაობას შეუდგა, - რატომ დგახარ მასეთი სახით? - გახედა, - რადგან მოსამსახურე ვარ, უცხო ენა არ უნდა ვიცოდე? - არა, არაა. ეგ რა შუაშია, უბრალოდ კარგად გამოთქვამ, კარგი აქცენტი გაქვს. - მადლობა. - ასე კარგად სად ისწავლე? - სავარძელში ჩაჯდა შუათანა კალანდაძე. - სერიალებიდან, სიმღერებიდან... - Wow. ყოჩაღ, აი, ეგ არის ნიჭი. - თუმცა, შენ მაინც გაოცებული ხარ. - შეფარვითი მზერა იოსი არ გამოპარვია ადას, - არ ელოდი დამხმარედან ხომ? - რას ამბობ, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბატონ-ყმობა ხომ არ არის, რომ გაოცებული ვიყო და ვფიქრობდე ამან საიდან იცისთქო? - დემოკრატიული ქვეყანა? და შენ გჯერა ამის? - რისი? - რომ ბატონ-ყმობა აღარ არის? - რა სად არის? - იომ მიმოიხედა. - მდიდრები და ღარიბები, ეს დაყოფა იგივე ბატონ-ყმობაა. უბრალოდ, ყმებისგან განსხვავებით ახლანდელ მოსახლოებას ის უფლება გვაქვს, რომ თუ სამსახური არ მოგვწონს - მივდივართ და ახალს ვეძებთ. ნუ აქაც გამართლებაა, შეიძლება ყოფილმა უფროსმა კარგი დახასიათება არ მოგცეს და ნორმალური სამსახური წლები ვერ იშოვო... - ვაა, ნუ მაგ საკითხზე არასოდეს მიფიქრია. - იმიტომ, რომ არ გჭირდებოდა, შენ „ბატონი“ ხარ. - გაეღიმა ადას. - კი, ცოტა მიკლია. - გამარჯობა, - ღია კარებში გაჯგიმული გეგა იდგა. - გაგიმარჯოს, ბატონო გეგა. - ჩემი ცისფერი პერანგი მზად არის? - კი, ინებეთ. - საკიდით მიაწოდა. - მადლობა, - გამოართვა, - იო, საქმეები არ გაქვს? - კი, მაგრამ ვისვენებ. - კარგი, გნახავთ მოგვიანებით. - კარებში ცივი სახით გავიდა. - ვაა. - ამოისუნთქა ადამ, - ვერ წარმოიდგენ შენი ძმის როგორ მეშინია?! - გეგასი? - სულ ასეთი ცივი და მოჭიმული სახით რატომ დადის? - ჰმ, რომ არ დაბერდეს... - რომ არ დაბერდეს? - ე.ი თუ იცინი სახის 17 კუნთი მუშაობს მხოლოდ, ხოლო გაბრაზებისას 34 კუნთი. შესაბამისად, რაც მეტს იცინი უფრო მალე ნაოჭდები და თუ გაბრაზებული მიმიკა გაქვს ე.ი არა. - ვაა, სახემოღუშულების ყოფილა ეს ცხოვრება და მარადიული ახალგაზრდობა. - ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ადამ და უთაობა განაგრძო. - შენ რა მართლა დაიჯერე? - მოეწონა იოს ადას გასულელება. - ოხ, იოო. ისევ მომატყუე ხომ? - დოინჯები შემოირტყა ადამ, - და რომ გკითხოს ადამიანმა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთო, შენ კი მუდამ მატყუებ და მეღადავები. - როცა ბებიას ალცაიმერის დაავადება დაუდგინდა - იონამ სევდიანი ხმით იწყო თხრობა, - და ნელნელა მისი მდგომარეობა უარესდებოდა, მხოლოდ გეგას ნახვა უხაროდა, მას ცნობდა... გარდაცვალებამდე ბებიას გეგა არ მოსცილებია, ის უვლიდა, მისი ხელით აჭმევდა, ბანდა, უყურებდნენ ფილმებს, უსმენდნენ მუსიკებს, ცეკვავნდნენ და დრო ასე გადიოდა. საბოლოოდ, კი მის ხელებში დალია სული... ეს იმხელა სტრესი და შოკი იყო გეგასთვის, თუმცა ამ საკითხზე არ საუბრობდა, თითქოს ცდილობდა მარტო გამკლავებოდა შინაგან ტკივილს. ნელნელა მისი მდგომარეობა გართულდა, სტრესული ფონის გამო მარცხენა თვალში მხედველობა წაერთვა, ეს იყო საბოლოო პიკი, რომ მშობლებს გაუმხილა თუ როგორ ცუდად იყო. წლები მკურნალობდნენ თუ ნერვაპათალოგები თუ ფსიქლოგები... თითქოს გეგა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა, თითქოს გაიღიმა კიდეც, გულიანდაც გაიცინა და ისევ საყვარელი ადამიანის სიკვდილი დაგვატყდა თავს, ახალგაზრდა ბიძა, მოულოდნელად ფილტვის სარკომათი 10 დღეში ხელიდან, გამოგვეცალა. მას შემდეგ მე, გეგას, სახეზე ღიმილი, ოდნავიც კი არ დამინახავს... - ღმერთო ჩემო, - ადამ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, - ბოდიშს ვიხდი, არ ვიცოდი ეს ყველაფერი... - არაუშავს, - იოს სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგე, - იმედია აწინ მისი აღარ შეგეშინდება, სულ ვამბობ, გარეგნულად ცივი და უხეშია, მაგრამ შინაგანად ძალიან რბილი და თბილია. *** ხანდახან ისე ხდება, ხოლმე რომ ერთ დღეს ჩვენს ცხოვრებაში მზიანი დღეები წვიმიანი და ღრუბლიანი დღეებით იცვლება და იმედი ბედნიერების, სადღაც ქრება! თითქოს ცის ფერიც გვავიწყდება, გვავიწყდება კაშკაშა მზის ათინათები და ცხოვრების ნაცრისფერ ფერს ისე ვეჩვევით, ცისარტყელას ულამაზესი ფერები ჩვენი მეხსიერებიდან ქრებიან! უსასოობა გულს ყველაზე მეტად ვნებს, მაგრამ როცა ერთ დღეს ცას ახედავ, იქ დაინახავ, რომ წვიმას გადაუღია და ცისარტყელის რკალზე მზის ათინათები ბედნიერად დათამაშებენ, შენ კი აუცილებლად უნდა გაიღიმო და გული გაუღო ახალ ნათელ, ბედნიერ დღეს. - ქალბატონო ბაია, სად ხართ? - თენგო ძია აქ ვარ, მაგრამ რამდენჯერ უნდა გთხოვოთ ქალბატონოს ნუ მეძახით. - დასვრილი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა. - თქვენთან არიან, გარეთ გელოდებიან. - ჩემთან? კარგი გავხედავ და თქვენ სარწყავი სისტემა იქნებ გამორთოთ? - კარგი, შვილო. ბაიამ სათბური ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. - თედო? - მიუახლოვდა მანქანასთან მდგომს. - იმედია ცუდ დროს არ მოვედი. - უღიმოდა. - სათბურში ცუდ და კარგ დროს ვერ გაიგებ, როცა აქ ხარ სულ მუშაობაა და ფუსფუსი. - უხერხულად იყო ბაია. - აქაურობას ეტყობა შენი ხელი, როგორი მიზანდასახული და მშრომელი იყავი ბავშობაში, ისეთი დარჩი და პირიქით ძალიან გაძლიერდი, ეს ძალიან მიხარია. - მადლობა. - ლოყები აუწითლდა, - აქ როგორ მომაგენი? - აჰ, მოგაგენი რას ნიშნავს? შენ რა მემალებოდი? - გაეცინა თედოს. - არა, არა რას ამბობ. - ებრალიძემ, ხელები უარის ნიშნად გაშალა. - შენი მოგნება ასე მარტივი თუ იქნებოდა არ მეგონა, ე.ი შედიხარ სუპერმარკეტში, ყიდულობ ბაიას ან მარწყვს ან კიტრს ან მწვანილს, რომელსაც შეფუთვაზე მისამართი აწერია, მერე ჯდები მანქანაში და გზას მიყვები. აი, ასე აღმოვჩნდი შენს სამფლობელოში. იმედია არ მიბრაზდები. - არა, რატომ უნდა გაგიბრაზდე. - შეიძლება, რომ დავათვალიეროთ სათბურები და თან ვისაუბროთ, ქუთაისში არც თუ ისე ბევრი მეგობარი მყავს, შენ კი ჩემი ყველაზე ძველი და ახლო მეგობარი ხარ, ამიტომაც მოვედი აქ. - წავიდეთ. - წინ გაუძღვა ბაია თედოს, თუმცა შინაგან თრთოლვას ვერაფერს უხერხებდა, თითქოს დამალვა უნდოდა მისგან, მაგრამ რატომ? რატომ ჰქონდა ასე შეგრძნება? - Wow . - გაოცებისგან ამოხდა დიდიძეს, - როგორი დიდი და კარგად დაგეგმარებულია. ბუნების გაკვეთილები ძალიან გიყვარდა და აჰა, ალბათ გული გიგრძნობდა. - შეიძლება. - თინა სად არის? პაატა? მახსოვს ჩვენ ოთხეულის ერთად გატარებული ლამაზი დღეები სკოლაში. - თინა ახლა იტალიაშია, პატიკო კიდევ ვიცით? დღეს დილით შეიძლება მილანიდან დაგელაპარაკოს და საღამოს კი ეიფელის კოშკიდან ჩაგერთოს. - მართლა? ასე დამოგზაურობს? ისე სულ უნდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. - კი და ისრულებს კიდეც. - ანუ აქ მხოლოდ შენ დარჩი? რატომ არ წახვედი? - მე? მე სად უნდა წავსულიყავი? როცა აქ არის ყველაფერი, რაც ჩემია? - ალბათ ძალიან გიჭირდა ხომ? - მე ახლაც მიჭირს... - ცრემლები აუკიაფდა ბაიას. - მესმის... მე ხომ მოწმე ვიყავი თქვენი სიყვარულის... - თავი ჩახარა თედომ. - მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წელი გავიდა, ტკივილი ჩემში არ განელებულა... - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ებრალიძემ და პომიდვრების ნარგავების კვალს გაუყვა. - ნეტა თუ მაქვს უფლება, ეს ტკივილი შეგიმსუბუქო? - თავისთვის, ყრუდ ჩაილაპარაკა თედომ და მიმავალ ბაიას თვალი გააყოლა. *** შიშები, ღელვა, ფიქრების ქარბუქი და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი გონებიდან მოდის, გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემებარება. - ქეთინო დეიდა აქ ხართ? - ადამ სამზარეულოში შეიხედა. - კი კი, მოდი. - კექსი გამოიღო გაზქურიდან. - რამე გჭირდება? - იცით, ფული ვიპოვე მდივნის ქვეშ. - ფული? - კი, 80 თეთრია. - აჰ, ალბათ ვინმეს შეუვარდა, დადე მანდ და ავიღებ მერე. - კარგით. - მოიცა სად მიდიხარ, კექსი უნდა გაგასინჯო ჩემი გამომცხვარი, ყავაზე დამეწვიე. თამარა დეიდა, თქვენ ჩაი თუ ყავა? - გასძახა ეზოში მყოფს. - ჩაის დავლევ, ქეთი, შვილო. დილით ყავა დავლიე. - მოიცა, ყავა შეამცირე? - წნევას მიწევს ძალიან, თავს უნდა მივხედო, როგორ მშურს იმათი ვისაც შეუძლია იმდენჯერ დალიოს ყავა, რამდენჯერაც სურს. - მე კი მათი მშურს, თეთრი შურით, ვინც ბევრს ჭამს და არ იმატებს, - ქეთინომ თვალი ჩაუკრა სამზარეულოში შემოსულ თამარა დეიდას, - და შენ რისი გშურს? - მიუბრუნდა ადას. - იცით, ერთხელ შემშურდა და ეს გრძნობა ისეთი საშინელი იყო, გული ლამის ტკივილისგან გამეპო და მივხვდი, ეს საჩემო ემოცია თუ გრძნობა არ იყო... იცით, მაშინ მივხვდი თუ რამდენს რამეს კარგავს ის ადამიანი, რომელიც შურით და ბოღმით ცხოვრობს. ნუ ცუდად არ გამიგოთ, მე შავ შურზე ვამბობ, თქვენ არ გგულისხმობთ, - მორცხვად გაუღიმა უფროსს, - დავფიქრდი და ჩემს თავს ვკითხე, რატომ უნდა შემშურდეს სხვისი? ამით რას მოვიგებ? თუ შემშურდება მანქანის, სახლის ან ტანსაცმლის, რა? გამიჩნდება? უბრალოდ, გულს და ნერვებს დავიზიანებ და რისთვის? მივეჩვიე, რომ მივიღო ყველაფერი ისე, რომ გული არ მეტკინოს. თუ მინდა მეც მქონდეს წინსვლა, შესაბამისად უნდა ვიმოქმედო და რწმენით ვაკეთო, თუმცა შეიძლება მაქსიმუმი ჩადო, მაგრამ დამარცხდე. რადგან ყველაფერი რისიც გწამს არ ნიშნავს, რომ რეალობად იქცევა, რადგან ცხოვრებაა ასეთი! - ღმერთო, როგორი საოცარი გოგო ხარ. - ადას გულში ჩახუტება მოუნდა ქეთევანს, - წარმომიდგენია შენი მშობლები, როგორ ამაყობენ იქ, ახლა სადაც არიან. - მეც მაგის მჯერა, რომ ჩემი კეთილშობილური ცხოვრებით, იქნებ იმქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც ვიცხოვროთ ერთად. - ჯერ ახალგაზრდა ხარ, მჯერა შენს ცხოვრებაშიც გამოანათებს მზე, დაოჯახ... - არა, - შეაჩერა ადამ, - მე დაოჯახაებას არ ვაპირებ, არ გამოვა. - თავი გადააქნია. - რატომ? - მე ერთი ობოლო, მარტოსული გოგო ვარ. ვინ შემიყვარებს? ვინ მიმიღებს? არაა, ამიტომ ამაზე არც ვფიქრობ, ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია. - და რომ შეგიყვარდეს? - არაა, არავინ შემიყვარდება. - თავი გადააქნია. - წინასწარ მაგას ვერ იტყვი... - თვალი ჩაუკრა. - ნუ თუ შემიყვარდება, ჩემთვის იქნება გულში, ვერავინ გაიგებს... - ვნახოთ, ვნახოთ. შენ ისეთი კარგი გოგო ხარ, ნახე თუ არ გაბედნიერდე. მოხვალ მერე ჩემთან და მეტყვი, მართალი იყავიო. - ქეთინო დეიდა, როგორი საყვარელი ხართ. - შესცინა, - მაგრამ გთხოვთ, დამიჯეროთ. ჩემი გული სამუდამოდ ჩაკეტილია, ეს წლების წინ გადავწყვიტე, - მოიცა, - შეშფოთებით წამოხტა ქეთინო. - რა მოხდა? - ონკანი მოკეტა თამარა ბებომ. - იქნებ გეგამაც ეგ გადაწყვეტილება მიიღო? - რა გადაწყვეტილება? - რომ არ შეუყვარდეს, რომ არ დაქორწინდეს? - კარგი რაა, საიდან მოგაქვს ეგ აზრები? ამასწინ მითხრა, სანამ ცოლს არ მოვიყვან და არ ასწავლი გემრიელობებს, აქედან ფეხს ვერ გაადგამო. - მართლა ასე გითხრა? - ქეთინოს ხმაში იმედი გაისმა. - კი, კი ასე მითხრა. - იმდენად ჩაკეტილია, არავის ხვდება, არ ელაპარაკება და ამიტომ უცებ ვიფიქრე... ვინც უნდა ის მოიყვანოს, ოღონდ მინდა ბედნიერი იყოს... ის ტკივილი, რაც მის გულში იმალება, მინდა სამუდამოდ გაქრეს... *** - დილა მშვიდობისა, შვილო, ხომ არ გალოდინე? - ადას ღიმილით მიუახლოვდა მოხუცი ბაბუ. - არა, რას ამბობთ? რა მალოდინეთ? პირიქით, მადლობა, რომ ასე მიწყობთ ხელს და როცა აქ ვარ, ნებას მრთავთ ბოტანიკურ ბაღში ვისეირნო. - ადამ თავი მორიდებით დაუხარა. - ხომ შევთანხმდით, რომ ყოველ ჯერზე მადლობებს არ გადამიხდიდი? - ჭიშკარი გააღო და კიბეები ერთად ჩაიარეს. - ეჰ, ახალგაზრდობისას ამ დროს ბაღი სავსე იყო ტურისტებით, საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ და აგერ იმ შენობას ხომ ხედავ? ახლა აფხაზეთიდან დევნილები, რომ ცხოვრობენ, იქ იყო უდიდესი სასტუმრო „ტურბაზა“ და ყოველდღე სავსე იყო, ეჰ, ნეტა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ ოდესმე თუ შეიცვლება და მხოლოდ წარსულის ფრაგმენტული მოგონებებით არ ვიცხოვრებთ? - ალბათ, შეიცვლება... - შენობას თვალს არ აცილებდა ადა, - თუმცა ვისთვის როგორ, გააჩნია ცხოვრების ნავი მდინარის როგორ დინებას შეუერთდება, ზოგი მდორე წყალში დგას წლობით, ზოგი კი მთის მჩქეფარე ნაკადულებს დაჰყვება და ცხოვრება მისთვის ყოველწამიერად იცვლება... - მაგაში მართალი ხარ, ბაბუ. ცხოვრების სადავეები ჩვენს ხელშია, თუმცა სამწუხაროდ ან არ გვასწალეს ან როცა გვასწავლიდნენ ყური არ დავუგდეთ, თუ როგორ უნდა გვემართა, რომ ან მდორე წყალში არ შეგვეცურა ან ნიაგარასავით დიდ ჩანჩქერში არ ამოგვეყო თავი. - თუმცა იმედით ვცხოვრობთ, ხომ? - აბა რა, ბაბუ. იმედი არ უნდა მოგვიშალოს ღმერთმა. - კარგით, აღარ მოგაცდენთ, წავალ, გავისეირნებ. - კარგი, შვილო, აბა დროებით. ადა ნელ-ნელა გაუყვა ბოტანიკური ბაღის ბილიკებს, ჯერ ადრიანი გაზაფხული იყო და ისევ ციოდა, თუმცა გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა და ეს ძალას მატებდა. - დილა მშვიდობისა, ჯუბა ბაბუა, როგორ ხართ? - აჰ, მშვიდობიანი დღე გეგა, შვილო. - ცოცხს ჩამოეყრდნო მოხუცი და სინანულით თვალი გააყოლა ბიჭს, რომელიც სირბილით დაეშვა ბაღში. - ადა? - შეჩერდა. გოგონა გრძელ სკამზე ბუდას ფორმაში იჯდა, ყელი ამაყად ჰქონდა მოღერილი და თითქოს რაღაცას თავისით ბუტბუტებდა. გეგამ თავი გადააქნია და სირბილი განაგრძო. მეორე წრეზეც ადა ისევ იმ პოზაში იჯდა, ოღონდ ახლა აღარ ბუტბუტებდა, სახეზე ბედნიერების ღიმილი და მზის სხივები დასთამაშებდა. გეგას წამიერად სუნთქვა შეეკრა, თვალი გაუშტერდა, წამებშივე გამოფხიზლდა და გზა განაგრძო. მესამე წრეზე ადა იქ აღარ იჯდა. „ალბათ წავიდა“, გაიფიქრა გეგამ და სივრცეს გახედა. - რაო ბაყაყო? ასე, რატომ გიძგერს გული? ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ, - ადა ხელებში მომწყვდეულ პატარა ბაყაყს ელაპარაკებოდა, - მითხარი, რომ გაკოცო პრინცად ხომ არ გადაიქცევი? მაგრამ პრინცი, რომც იყო, მე არ ვარ პრინცესა და ჯადოს ვერ აგხსნი, ამიტომ აჰა, წადი, დაუბრუნდი შენს ოჯახს. - აუზში ფრთხილად ჩააუშვა პატარა ბაყაყი და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია. - რას აკეთებ? - გეგა წარბებშეკრული უყურებდა. - ბატონო გეგა. - შეშინებული წამოხტა ცხადაძე და ჯარისკაცივით გაიჯგიმა წელში. - სამუშაო 10 საათზე გეწყებათ და ასე ადრიანად აქ რატომ ხართ? - გულწრფელად გიპასუხოთ? - თავისთავად. - წარბი არც გაუხსნია კალანდაძეს. - „ღმერთო ჩემო, როგორი ცივი მზერა აქვს“ - შეაჟრჟოლა ადას გაფიქრებისას, - იცით, დილით 8-ის ნახევარზე ჩემს მეზობელს მოვყვები ჯაჭვის ხიდამდე და შემდეგ აქ ბოტანიკურ ბაღში გამყავს დრო. - და ასე ადრე რატომ მოყვებით? - იცით, ასე სამგაზვრო ფულს ვზოგავ და თან დილის ვარჯიშებიც გამომდის. - სამგზავრო ფულს? - დიახ. - წავედით. - სად? - თვალები გაუფართოვდა ადას. - სახლში, მერე რა, რომ 10 საათზე იწყებთ? - არა, - ხელები გაასავსავა გოგომ, - დანიშნულ დროს მოვალ, უხერხულია, გთხოვთ წადით, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, თითქოს არ გინახავხართ, კარგით? - კარგით. - საათს დახედა გეგამ და ჩქარი ნაბიჯებით გასცილდა ცხადაძეს. - დილა მშვიდობისა, მიესალმა მისაღებში მყოფ ოჯახის წევრებს გეგა. - ჩემო ბიჭო, მოხვედი? საუზმეზე არ შემოგვიერთდები? - არა, მოგვიანებით ვისაუზმებ. - კარგი, მაგრამ მარტო ჭამა, რომ არ გიყვარს... - თვალი გააყოლა ქეთიმ, კიბეებზე მიმავალ შვილს, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო აწუხებდა გეგას ჩაკეტილობა. - იოა სახლში და მერე ერთად ისაუზმებენ, - მიუხვდა წუხილს ლევანი მეუღლეს, თუმცა არანაკლებ აწუხებდა თვითონაც უფროსი ვაჟის ასეთი ჩაკეტილობა. - ძალიან მაღელვებს, რაც დრო გადის, უფრო და უფრო, - თვალზე ცრემლი აუკიაფდა, - როგორ მინდა მის სახზე ისევ დავინახო ღიმილი, რას არ მივცემდი, ოღონდ მართლა. - ყველაფერი გაივლის, აი, ნახავ. - ლევანიმ მეუღლეს ხელი მოხვია. - აჰ, არსად აღარ დადის, ან სამსახურშია კაბინეტში ან სახლში მის ოთახში, ეს დილით სირბილი, რომ დაიწყო მახარებს. - მესმის შენი, მეც ვღელავ, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ის ძველი, მხიარული და მოსიყვარულე გეგა ისევ დაგვიბრუნდება. - რაზე საუბრობთ? - იო მთქნარებით შემოვიდა. - მოვიდა ჩვენი ჭკუა-მხიარული შვილი. - მამამ მხარზე ხელი მოხვია ნაბოლარა შვილს. - აჰა, როცა გინდათ ზე-ჭკვიანი ვარ და როცა გინდათ ჭკუა-მხიარული ხომ? ეჰ, არ შემიძლია ეს დაუფასებლობა. - ღლაბუცობს, - გაეღიმა ქეთინოს. - Hello, Tamara grandma. How are you? - Good, good. - თქვენ აღარც ხუმრობთ, ხომ? - ჩაი დაისხა ლევანმა. - არ მომეშვა, სანამ არ მასწავლა და მეც დავიმახსოვრე. - შენ არ ჭამო, - თეფში ააცალა იოს ქეთინომ. - რატოომ? - ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა იომ. - შენს ძმას დაელოდე, ხომ იცი მარტო ჭამა არ უყვარს. - აუუ, - სკამის საზურგეზე გულშეწუხებული გადაწვა შუათანა კალანდაძე, - როდემდე უნდა ვიტანჯო მაგის ხუშტურების გამოო? გადაწყდა, - მუშტი დაარტყა, - ცოლი უნდა მოვუყვანო! - იოს ყველამ ალმაცერად გახედა, - არ გამოვა ხო? - მიხვდა სისულელე, რომ წამოროშა და გარგარის ჩირი ზლზავნით ჩაღეჭა. - ზარია, ალბათ ადა მოვიდა, ადექი გაუღე. - დამხმარეს მე რატომ უნდა გავუღო კარები? - იო, ღამით თავი საწოლს ხომ არ ჩამოარტყი? - ქეთინომ ცალი წარბი ასწია. - ე.ი საჭელი არ ჭამოო, კარებიი გააღეო და კიდევ მე ჩამოვარტყი თავი საწოლს? - იონა უღიმღამოდ წალასლასდა, - დედაა, რა პიროვნება მოსულა, როგორ ხარ ადაა? რატომ გაქვს ცხვირი გაწითლებული? გარეთ ციოდა? - გამარჯობა, იო. - ადამ ფეხსაცმელები კარადაში შეაწყო, - მიხარია, დილიდან მხიარულ განწყობაზე ხარ, ეს მახარებს. - წამოდი. - სად? – „დღეს ორივე ძმებს, სულ სადღაც რატომ მივყავარ?“ გაიფიქრა ადამ და მორჩლი ბავშვივით გაჰყვა შუთანა კალანდაძეს. - ადა მოხვედი? შემოგვიერთდები? - დილა მშვიდობისა, არა მადლობა, ისაუზმეთ თქვენ. მადლობა შემოთავაზებითვის. - კარგი, მაშინ ჩვენს საძინებლებში თეთრეული დაცვალე, დანარჩენი კი იცი რაც უნდა გააკეთო. - კარგით, დაგტოვებთ. - „უჟმურობის და დახმარების მეფე“ მოვიდა, გთხოვთ წამოდექით და მიესალმეთ. - თავი დახარა იომ უფროსი ძმის დანახვისას, ადამ კი ვერ გაიგო რა ექნა. - თამარა ბებო, გთხოვ, მოართვათ საუზმე მეფეს და მეც. - როდის უნდა გაიზარდო? - გვერდულად გახედა ძმას, - თქვენ არ დაგვეწვევით? - მიუბრუნდა კართან ატუზულ ადას. - არა, მადლობა. - არა, არ მიიღება, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ. - სკამზე მიუთითა, ადამ კი უხერხულად მოავლო თვალი ოჯახის წევრებს, თითქოს სახეზეც წამოახურა. - მოდი, ადა, გვერდით დამიჯექი, ნუ გერიდება, - იომ სკამზე ხელი დაატყაპუნა. - მიდით ისაუზმეთ, ბავშვებო, - მშობლები წასასვლელად მოემზადნენ, - საღამოს გნახავთ. - ადა, არ იჩქარო, ისაუზმე და მერე მიხედე საქმეს. - თბილად გაუღიმა ქეთინომ და სამზარეულოდან გავიდა, ადას ცრემლების ბურთი გაეჩხირა ყელში, უცნაურ სითბოს გრძნობდა ამ ოჯახში და უფრო და უფრო იძაბებოდა, ეშინოდა რამე არ შეშლოდა. მორიდებით ჩამოჯდა სკამზე. - რა დასჯილი ბავშვივით ზიხარ, - სიცილი აუტყდა იოს, - თითქოს, ვინმემ დაგსაჯა. ნუ გეშინია არ ვიკბინებით, ნუ ახლა ჩემი ძმის უხეში და ცივი სახის ნუ შეგეშინდება, ერთი დადებითი აქვს, კანიბალიზმი სძულს. - გეგას საერთოდ არ ეცვლებოდა სახის მიმიკები, არც ბრაზდებოდა, არც იღიმოდა, თითქოს სახე ცვილის სანთლისგან ჰქონდა გამოყვანილი. - ადა. - ბატონო. - როცა ჩვენთან არ ხარ, სხვაგან მუშაობ? - დიახ, ოღონდ იქ კვირაში ორი დღე. - თავისუფალ დროს რას აკეთებ? - თავისუფალი დროს წიგნებს ვკითხულობ ან ფილმებს ვუყურებ. - მზარეულობა არ გიყვარს? - მოულოდნელად იკითხა გეგამ. - კი, თუმცა ამის დრო და საშუალება არ მაქვს. - რატომ? - ძირითადად სულ სახლიდან ვარ გასული, დრო არ მრჩება, თან სხვა მიზეზებიც არის, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ! - რატომღაც ადა გაღიზიანდა. - მაგალითად, რა მიზეზი? - გარემო პირობები! - ცივად მოუჭრა. გეგამ მომენტალურად შეწყვიტა ჭამა. - უკაცრავად, მე უნდა დაგტოვოთ, - წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სასადილო ოთახიდან. - რამე ეწყინა? - ადამ შეშინებული თვალებით იოს შეხედა. - რას გაუგებ? ემოციებს არ გამოხატავს და ეწყინა, გაუხარდა, ეტკინა თუ სხვა ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, - თვალი ჩაუკრა და გემრიელად ჭამა განაგრძო შუათანა კალანდაძემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.