შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო (2თავი)


26-06-2021, 01:11
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 999

- ღმერთო ამათ აქ რა უნდათ?- საცოდავი სახით გავხედე ანის.
- მე რა ჩემი ფეხები ვიცი. რაო რა თქვა იმ ქალმა ახალგაზრდა ბიზნესმენებიო? ესენი აფინანსებენ ჩემს უნივერსიტეტს??
- მაგრად გაგიმართლა ძმაო.- სიცილი ამიტყდა. ამ სიცილიზე ყველამ ჩვენ გამოგვხედა, მათ შორის სცენიდანაც. სახეზე მათაც აღფრთოვანება ემჩნეოდათ, არ მოგველოდნენ აქ. ბოდიშითქო ჩავიჩურჩულე ისე, რომ კიტასთვის თვალი არ მომიშორებია. ცოტახნით სხვადასხვა თემაზე ილაპარაკეს, რომლის გარტყმაში კი არა როგორ გამოითქმის ისიც კი არ ვიცი. ცოტახანში კი... რაცარუნდა გასაკვირი არუნდა იყოს სროლა ატყდა და ვიღაცამ დაიყვირა „დაწექით ისვრიან.“
მე და ანი მაშინვე ძირს დავწექით და ხელები თავებზე დავიწყეთ. ანის ცრემლები ცვიოდა და ბოლოს გავაანალიზე, რომ სახე მეც ცხელი სითხისგან მქონდა დასველებული. ხალხი აქეთ-იქით დარბოდა და შველას ითხოვდნენ.... ხოოო ალბათ ასე წარმოიდგინეთ თქვენს გონებაში ჩვენი მდგომარეობა. სინამდვილეში კი ასე იყო. ხალხი აქეთ-იქით დარბოდა მე ჩანთიდან და ანიმ კი შარვლის უკანა მხრიდან იარაღები ამოვიღეთ და პოტენციური მკვლელებისკენ მივიშვირეთ. ხოო ალბათ ჯობდა ჩვენი ცხოვრების ის ბნელი მომენტებიც მომეყოლა.
ნუ სადღაც 5 წლის წინ მე და ანი შევედით თავდაცვითი ბრძოლის კურსებზე, მაგრამ შემდეგ ქეთამ, ჩვენმა ინსტრუქტორმა ერთ-ერთ ძლიერ მებრძოლთა ჯგუფში გადაგვიყვანა. ძალიან კარგად ვჩხუბობთ, ასევე იარაღებთანაც გვაქვს წვდომა და ამიტომაც კარგადაც ვისვრით. სულ მარტო ვიყავით მე და ანი, ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ დავის დაცვა უნდა გვცოდნოდა. ქეთას დახმარებით კი 20 წლის ასაკში იარაღის ტარების უფლება გვქონდა. კარგიტ ახლა დავუბრუნდეთ სააქტო დარბაზს. ალბათ ის უფრო არ გამიკვირდებოდა ანჯელინა ჯოლის, რომ შემოენგრია ოთახის კარი თავის დიდი იარაღით, ვიდრე ის რომ კიტა და ნიკუშა გვერდით ამოგვიდგნენ იარაღებით. კარგად ვიხალისებთ. უცბათ დაიწყეს სროლა, ჩვენ კი კედელს ამოვეფარეთ.
- რას რას და თქვენ ხელში იარაღს ვერ წარმოვიდგენდი.- სიცილით წამოიძახა ნიკუშამ.
- რატომ რა გოგოებს იარაღის ხმარება არ შეუძლიათ?- ანი წაეყინჩა.
- არა უბ...
- კარგი გაჩუმდი ბევრს ლაპარაკობ. თინი ტყვიები სად გაქვს?- მე მომიტრიალდა.
- ჩანთაში... ჯანდაბა ჩანთა.- სკამებთან დაგდებულ ჩემს ჩანთას დავხედე.- კარგი ანი შენ მარცხნიდან დამფარავ, ნიკა შენ მარჯვნიდან.
- მოიცა შენ აპირებ იქამდე მისვლას ტვიების წვიმაში? იყავი აქ და მე მოვიტან.- უცბათ წამოიწია კიტა. ოჰ ჯელტმენიი.
- გააკეთე ის რაც გითხარი.- წინ გავიქეცი და თან ვისროდი, წინ წამოსული ბიჭისთვის უნდა მესროლა, რომ ტვიები გამითავდა. აი დატენე რა ბოლომდე ვინიცობაა და რაში უნდა გამოგადგეს. იარაღი უკან ჩავიდე, ერთი ხელის მოსმევით ბიჭს იარაღი გადავაგდებინე, ფეხი მუცელში დავარტყი, მუხლებზე დაცემულს ზედ გადავაფრინდი და კისერში მუშტი ჩავარტყი. გაითიშა. თვალი მოვკარი როგორ მიყურებდნენ ბიჭები პირდაღებულები. ჩანთას ხელი დავავლე და მათკენ გავიქეცი.
- აი აიღე 50 და 25 კალიბრიანებია. 30 ტყვიის მეტი არ არის და იც...- მკლავში რაღაცის წვა ვიგრძენი, მკლავი ავიწიე და ნატყვიარევი მქონდა. ეს როდისღა მომხვდა ან რატომ ვერ ვიგრძენი.
- თინი დაჭრილი ხარ?- კიტა მოვიდა და ხელი ჩამავლო.- ნა****ები.
- ჯანდაბა მტკივა. არასდროს დავჭრილვარ, თურმე ზედმეტად მტკივნეული ყოფილა.- ამოვიგმინე.
- აქ დაჯექი შენ ჩვენ მივხედავთ საქმეს.- ნიკუშამ მზრუნველად გამიღიმა.
- არა იყოს მეც შემიძლია.- უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი და ცრემლი გადმომვარდა სიმწრისგან.
- თინი დაჯექი მანდ ჩვენ ვიზამთ.- მკაცრი სახით გამომხედა ანიმ. სახეზე ეტყობოდა რომ ჩემზე მეტად ის ნერვიულობდა. თავი დავუქნიე და კედელთან ჩავსრიალდი. თვალს ვადევნებდი მათ მოქმედებებს. მხარი ძალიან მტკიოდა, ალბათ წეღან ადრენალინის მოზღვავების გამო ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ძალიან მტკივაა. ხელი მოვისვი მხარზე და რაღაც მაგარი ვიგრძენი, ჯანდაბა ტვია შიგნითაა. რაც არის არის უნდა ამოვიღო. ჭრილობაში ორი თითი ჩავიყავი და ტყვიის ამოღება შევეცადე. ამაზე მტკინეული არაფერი განმიცდია. ძლივს ამოვიღე ტვია და მაგიდებისკენ ვისროლე. დანარჩენი ფრაგმენტულად მახსოვს, გავითიშე. მალე უწონობა ვიგრძენი და ვიღაცის სასიამოვნო სურნელი. თვალები ერთმანეთს ძლივს დავაშორე, მაგრამ ორ წუთში ისევ უკუნეთმა მოიცვა გარემო.
თვალები რომ გავახილე პალატაში ვიწექი. ანი სკამზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. ფანჯარასთან ნიკუშა იდგა, ხოლო მდივანში კიტა იჯდა თვალებდახუჭული.
- მოვკვდი თუ ჯერ არა?- გახუმრება ვცადე.
- ნუ სულელობ, გული გამიხეთქე სვანო.- ანიმ გამიღიმა ნერვიულად. ბიჭებიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდნენ. წამოვიწიე, მაგრამ ტიკივილმა შემახსენა თავი.
- უიმეე რამხელაზე შეუხვევიათ გაკაწრულია თუ მოჭრილი რა უბედურებაა.
- ნახე რა გაკაწრულიო, გოგო ტყვია შენთვითონ რატომ ამოიძრე, სისხლი მდინარესავით მოგდიოდა.- თვალები დამიბრიალა კიტამ.
- უიმე ნეტა არ გაჟრიალებდეთ, აბა იქ დამეტო...- დერეფნიდან გავიგე დედაჩემის ტირილნარევი ქოთქოთი.- გთხოვ არ მითხრა, რომ დედას დაურეკე.
- მე ნუ მაბრალებ ექიმმა დარეკა. საკონტაქტო პირად რატომ გყავს, რამდენჯერ გითხარი ჩემი ნომერი დაწერთქო.
- აუ სულ მეზარებოდა აქ მოსვლა, რახან უკვე აქ ვარ გადავაკეთებ.- საყვარლად გავიღიმე.
- დედა მოგიკვდეს, ჩემი ყველაფერიი. როგორ ხარ დედი. მოგკლეს კინაღამ ხო იმ საძაგლებმა.- ქოთქოთით შემოვიდა დედაჩემი რომელსაც უკან ლინდა მოყვა(ანის დედა).
- კარგი რა დედა მომკლეს არა კვახი უბრალოდ ნაკაწრია და ემოციურ ფონზე გავითიშე, ხომ იცი იარაღები და სროლები ჩემთვის არაა.- გავუღიმე და მოხითხითე ნიკუშას თვალი ცავუკარი.- ლინდა დეიდა რატო წამოიყვანეთ?
- აბა ფეხით აპირებდა წამოსვლას.- გაიცინა და ანის სახე დააიგნორა და ჩაეხუტა. ანი ვერ იტანს ჩახუტებებს.
- დედა გაიცანი ესენი არიან ჩვენი... ჰმ... მეგობრები. ნიკუშა ბენდელიანი და კიტა მენაბდე.- ანიმ გააცნო ბიჭები. ლიამ და ლინდამ იმდენი ლოცეს ბიჭები ჩვენი გადარჩენისთვის, რომ მადლობას ვეღარ აკვეტებდნენ. ეჰ არადა იქით გადავარჩინეთ. დიდი ჩხუბის და დავის მერე დედა მაინც გავუშვი უკან წყნეთში.
- ანი აქ როდემდე უნდა გამაჩერონ? დავიღალე უკვე წოლით თან 9ზე ცეკვა მაქვს.- ჰო ასევე ქართულ ცეკვებზე დავდივარ.
- მალე გაგიშვებენ ნუ ღელავ.- გამიღიმა კიტამ.- ყველა ხარჯს მე დავფარავ და უარს არ მივიღებ ისედაც ყველაფერი ჩვენი ბრალია.
- მგონი ერთხელ ვთქვი რო შენი მოწყალება არ მჭრიდება და მეორეც თქვენ რა შუაში ხართ?
- ჩვენმა მოწინააღმდეგემ, დავით ალეიშვილმა მოგვიგზავნა. ჩვენი კომპანიის ხელში ჩაგდება უნდა.- ღრმად ამოიხვნეშა და ლოგინის გვერდით სკამში ჩაჯდა.
- და რა კომპანია გაქვთ ამისთანა, თქვენც არ იყოთ ახლა დიდი ბიზმესმენები.
- ღვინის ერთერთი ყველაზე გავრცელებული კომპანია გვაქვს. ასე რომ, კი ვართ დიდი ბიზმესმენები.- ნიკუშამ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
- ოჰ რა თავდაჯერებული ხარ. მე კი ვერ ვიტან შენაირებს იცი.
- მაგრამ მე მოგწონვარ.- ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო და გაიღიმა. მე კი ფხუკუნი ამივარდა.
- იცი ასეთი გამოთქმაა, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და ასე რომ ნუ გეშინია არც შენ მოკვდები.- კმაყოფილმა ჩაიცინა.
- ოჰ მაგ გრძელ ენას მოგაჭრი.
- რითი დანით?- გაიცინა.
- არა შენივე ბასრი ენის წვერით.
- მე შენ ახლა იცი რას გიზ...- დაბარებულივით გამოჩნდა ექიმი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent