შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო (3თავი)


28-06-2021, 18:44
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 1 002

- აბა პაციენტი როგორ გრძნობს თავს?
- გადასარევად, როდის გამწერთ. უკვე ძალიან დავიღალე აქ ყოფნით. თანაც დღეისთვის სულ სხვა გეგმები მქონდა.
- კარგი მაშინ ამ საბუთზე ხელი მოაწერე და თავისუფალი ხარ. შენს ნივთებში, შენი გატეხილი სათვალე ვიპოვეთ და გავაკეთეთ.
- უი მართლა მადლობა?! მაგრამ არ იყო საჭირო. ბიჭებო გადით უნდა ჩავიცვა და მერე ვილაპარაკებთ.- საბუთებზე ხელი მოვაწერე და გარეთ გავედი. კიტა და ნიკოლოზი მანქანასთან გველოდებოდა. მათთან მივედით.
- მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენი გზები აქ იყრება.- ანიმ თქვა უცბათ. ბიჭებმა დაფეთებულებმა გამოგვხედეს.
- რას ქვია აქ იყრება ჩვენი გზები?- ნიკამ თქვა და ანის მიაშტერდა.
- ჰო ისე ვიქნებით როგორც აქამდე, არ მგონია ჩვენი ნახვის სურვილით კვდებოდეთ. რომ არა დღევანდელი ინციდენტი არამგონია რაიმე საერთო გვქონდეს.- მტკიცედ განაცხადა ანიმ.
- შენც ასე ფიქრობ თინი?- კიტამ გამომხედა.
- კი.- ჩავიჩურჩულე და თავი დავხარე.
- კარგი მაშინ რა გაეწყობა, ნახვამდის.- უცბათ წამოიძახა ნიკამ.
- კარგად.- ანიმ თქვა.
ჩვენც ანის ბიჭში ჩავჯექით და სახლის გზას დავადექით. სახლში როგორც კი მივედით მაშინვე აბაზანაში შევვარდი, მინდოდა როგორმე ეს საავადმყოფოს სუნი მომეშორებინა. ცხელი ჭავლის ქვეშ მანამდე ვიდექი სანამ ხელები არ დამინაოჭდა. ოთახში შევედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ნაჭრის კომბინიზონი შარვალი და მაღალყელიანი ბათინკები. პატარა ჩანთაში ცეკვისთვის საჭირო ნივთები ავიღე, მძინარე ანის თავზე ვაკოცე და სუხიშვილების დარბაზისკენ წავედი.
რადგანაც ანი მანქანას არ მანდობს, გეგონება დავმტვრევ არადა 16 წლიდან ვატარებ, მომიწია ფეხით წავსულიყავი, არც ისე შორს იყო. ყურსასმენები გავიკეთე და საყვარელი მუსიკა ჩავრთე. ბოლო დღეებში მომხდარ ამბებზე დავფიქრდი, რა სასაცილოა ერთი დღის გაცნობილი ადამიანის გამო ხელზე უზარმაზარი ჭრილობა მაქვს. სადღაც 15 წუთში დარბაზშიც მივედი, უცბათ გამოვიცვალე და მწკრივში ჩავდექი. ჯერ გავხურდით შემდეგ კი ცეკვებზე გადავედით.
-თინი და ლუკა, ქართული იცეკვეთ.- წამოიძახა ქორეოგრაფმა.
- ამ ქალმა ხო შეგვჭამა თავის ქართულით.- ჩუმათ ჩამჩურჩულა ლუკამ. გამეცინა, მე და ლუკა თითქმის 10 წელია წყვილში ვცეკვავთ, ამავდროულად ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ანიც ძალიან კარგად იცნობს და ხშირად დავდივართ მე ანი ლუკა და ქეთა(ლუკას რჩეული) ერთად გასართობად. 3 საათი ვარჯიშის და ცეკვის შემდეგ დადგა სანატრელი დრო, სახლში წასვლის დრო. მე და ლუკა ერთად გამოვედით ლაპარაკით.
- თინი რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენ.- ინტერესით მივაშტერდი.
- ხომ იცი რომ მე და ქეთა უკვე ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ, ხოდა გუშინ ვიყავი მასთან სახლში ასული და მის მშობლებს მისი ხელი ვთხოვე.
- ჰაააა? არარსებობსს, აუუუ რა მაგარიააა.- წამოვიკივლე და ზედ შევახტი, ისე ვეხუტებოდი კინაღამ გავჭყლიტე.- ვაიმე ძააან გამიხარდა.
- ჰოდა 2 კვირაში ჩემი და ქეთას გრანდიოზულ ქორწილში გეპატიჟებით შენ და ანის.
- აააააააა აუ ძაან მაგარიაა. აუცილებლად მოვალ, მაგ დღეს არ გამოვაკლდები.
- ძააან კაი. ისე შენსკენ რა ხდება ახალი და კაი.- მხიარულად დაიწყო საუბარი.
- რა ხდება და რაღაც უნდა გთხოვო...- საუბარი აღარ დამცალდა, იმიტომ რომ ეზოში ჩემთვის ზედმეტად ნაცნობი მანქანა ზმუილით შემოვარდა.
- ჩემი გიჟი ძმაკაციც მოსულა.- მხიარულად წამოიძახა ლუკამ. მანქანიდან კიტა გადმოვიდა და ორ ნაბიჯში ჩვენთან გაჩნდა.
- რა სიურპრიზია, აქ არ მოგელოდი.- კიტამ მითხრა ირონიული ტონით.
- ვერ წარმოიდგენ და არც მე მოგელოდი აქ, თან მითუმეტეს ლუკას ძმაკაცის ამპლუაში.- იგივე ტონით გავუმეორე. ვაა ყოჩაღ თინი ეს რაღაც ახალია.
- მოიცა ტო, თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
- სამწუხაროდ კი.- ორივემ ერთად წამოვიძახეთ.
- ბოდიშით მე უნდა დაგტოვოთ, მელოდებიან.- თავაზიანი ღიმილით წარმოვთქვი.
- მოიცა ერთ წამს რაღაცის თხოვნას აპირებდი.
- აა არაფერი მერე გეტყვი.- და თვალით კიტაზე ვანიშნე, რომელიც ძალიან დაინტერესებული გვისმენდა.
- ჩვენიანია თქვი.- ერთხანს ვდუმდი, მერე ამოვისუნთქე და დავიწყე.
- შეგიძლია შენ უბნელ თაზოს უთხრა რო თავი დამანებოს? შენთან რო ვიყავით მე და ანი, მის მერეა აკიდებული მყავს. არ მსიამოვნებს კუდში, რო დამდევს და ყველგანაა სადაც მე, იმ საქმეში ერევა სადაც არაა საჭირო. ჩემი კურსელი ბექა ხომ იცი.
- ჰო მერე.
- ეგ ცემა მხოლოდ იმის გამო რო ბევრი წიგნები მქონდა და სახლამდე მომატანინა. მის მერეა ბიჭი ზედაც არ მიყურებს. გასაგებია მოვწონვარ თუ ვუყვარვარ ცამდე, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ეს დაპადიეზდება და თვალთვალი უკვე ძალიან მაშინებს და არასასიამოვნოა. იცი შენ, რომ ეგეთების ძალიან მეშინია. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უკვე ძალიან მავიწროვებს და თუ თავს არ დამანებებს ვუჩივლებ.- ამოვთქვი ჩემი გულის ტკივილი და თავი დავხარე გაწითლებულმა. არასდროს მიყვარდა, როდესაც ჩემს პრობლემებს სხვას ვახვევდი თავს.
- თინი აქამდდე რატო არ მითხარი? მო****ნავ კეთილებს მაგ საცოდავს. კაი შენ მაგაზე არ იდარდო ახლოს ვეღარ გაგეკარება.
- ბერიშვილზე ამბობს შე*ემა?- კიტა ჩაერთო საუბარში. რატომაა ეს ადამიანი ასეთი სიმპატოური ამიხსნის ვინმე?
- ჰოო, ბიჭო ნახევარ საბურთალოს ყავს გაგდებული წიხლქვეშ.
- კაი მადლობა და ბოდიში შენი საქმე გაქვს ქორწილი და რაღაც და მე კიდე თაზოს ამბები მოგახვიე.
- აუუ თინიი ნუ იცი ეს დებილობები, თორე ხმას არ გაგცემ.
- ვერ გაძლებ ჩემს გარეშე ხო იცი არა.- საყვარლად გავიცინე ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი, კიტას მხოლოდ თავის დაკვრით დავემშვიდობე. ნელი სიარულით გავემართე სახლისკენ, მაგრამ გზაში ერთი მყუდრ კაფე დავინახე. სულ მინდოდა შევსულიყავი, მაგრამ არასდროს მქონდა დრო. ახლა ზედმეტად მოცლილიც, კი ვარ ხვალ შაბათია უნივერსიტეტი არაა.
კაფე ძალიან კარგი იყო თბილოდა და ძალიან მყუდრო იყო. მაშინვე ანის მივწერე რო მოსულიყო, რადგან ძალიან გვიყვარს ასეთი ადგილები. ორ ადგილიან მაგიდაზე დავჯექი და ოფიციანტს ორი კაპუჩინო შევუკვეთე. 5 წუთში კაფეში ანი შემოვიდა და წინ დამიჯდა.
- რა ხდება? რას მომათრიე აქ?- ეგრევე ჯუჯგუნი დაიწყო.
- გოგო ნახე რა კაი მყუდრო კაფეა, სულ მინდოდა შემოსვლა, მაგრამ დრო არ მქონდა ხოლმე.
- შენც ახლა პარლამენტის შეხვედრაზე არ მიგეჩქარებოდა.
- ტარანტულავ.- ამოვთქვი და ენა გამოვუყვავი.- ვაიმე ქალო რა კაი ამბავი მაქვს შენ ხომ აზრზე არ ხარ, უფრო სწორედ ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მაქვს, რომელით დავიწყო?- უცბათ გავმხიარულდი.
- კარგი იქნება და მოვიდე ხასიათზე.
- ანუუუ ჩვენი ლუკა და ქეთა ხომ იცი.
- ჰო მერე?
- გოგოო გუშინ ხელი სთხოვა და 2 კვირაში ქორწილი აქვთ. ხოდა მე და შენ დაპატიჟებულები ვართ.- გახარებულმა წამოვიძახე
- ვაიმე მართლა?? რა კაია, ძაან გამიხარდა.
- ჰოო ქალო მეც.- ვთქვი და ოფიციანტის მოტანილი ყავა მოვსი.
- და ცუდი ამბავი რაღაა?
- რა და კიტა ხო იცი?
- ვინ კიტა?- გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა გამომხედა.
- ვაიმე ანი რამდენ კიტას ვიცნობ?
- მერე?
- თურმე ეგ ლუკას ძმაკაცი ყოფილა და დღეს დაგვადგა დარბაზთან, თან მაშინ როცა ლუკას ვეუბნევდი რო თაზო მომაშორეთქო.
- ღადაობ ხომ? მითხარი რომ ხუმრობ.- წარბაწეულმა მითხრა.
- შენ მომიკვდე. თან ქალო თურმე თაზოს ეგეც იცნობს. იცი როგორ შემრცხვა რო ჩამოვუდექი და ვუყვებოდი.
- ანუ თინი თუ კიტა და ლუკა ძმაკაცები არიან ანუ რა გამოდის რომ ნიკუშა და ლუკაც ძმაკაცები არიან?
- დიდი ალბათობით.- თვალი ჩავუკარი და სათვალე გავისწორე.
- მაგარი დისტანციის დაცვა გამოგვდის შენთავს გეფიცები.- ანიმ გაიცინა ხმამაღლა.
- ისე ეს კიტა რაღაცნაირია. ჩუმი მაგრამ ამავდროულად ძაან რაღაცნაირი.- ვთქვი და ფანჯრიდან გავიხედე. ანიმ კი ისე უეცრად მომკიდა ყბაზე ხელი და სახე შემატრიალებინა, რო კინაღამ მიკრო ინფაქტი მივიღე.
- თინიი, შენ რა კიტა მოგწონს? არ გადამრიო.- ცოტა აკლდა სიცილის დასაწყებად.
- არა კაცო რა მომწონს, უბრალოდ რაღაცნაირი კაცია და ავღნიშნე ეს.- და სახე ავარიდე.
- მატყუებ, თვალი ამარიდე. ამას კი მაშინ აკეთებ როცა იტყუები. ჰაა ახლა გამოტყდი, მე რას გამომაპარებ ქალო. მოხარშულს გიცნობ.- სიცილი დაიწყო და მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა. ბოდიშის მოხდის მიზნით თავი დავუქნიე და ანის მივუტრიალდი.
- ჰო კაი გაჩუმდი, ცოტა მომწონს მარა მთლად გადარევაზე არ ვარ.
- თუ მოგწონდა ქალო რას დამეთანხმე წეღან ჯობს დისტანცია დავიცვათო. ნორმალური ხარ?
- ოოო რავი მე ინსტიქტურად დაგეთანხმე. კაი წავიდეთ რა სახლში. ისე შენ 5 წუთში როგორ გაჩნდი აქ მოფრინდი? მანქანაც არ გყავს?
- არა ქალო შენთან მოვდიოდი მეთქი, ერთად წამოვალთქო და ბარემ შენც დამირეკე. შენ ხომ გცალია?
- კი დღეს თავისუფალი ვარ.
- ხოდა წამო მთაწმინდაზე, გავიხსენოთ ბავშვობა.
- წამო.- ასე სპონტანური გადწყვეტილებები ჩვენთვის ახალი არაა. ბავშვობაში შატალოზე რო გამოვიპარებოდით, მთაწმინდაზე ავდიოდით და ყველა ატრაქციონს დავლაშქრავდით, შემდეგი ბრძოლის ველი მაკდონალდსი იყო შემდეგ კი სახლში ისე მივიდოდი როგორც უცოდველი კრავები. მერე კი მთელი ღამე ამაზე ვიცინოდით. არც დღეანდელი დღე იყო რაიმეთი გასხვავებული. ისე გავერთეთ აღარც დღევანდელი ინციდენტი აღარც კიტა აღაც ნიკუშა და არავინ აღარ გვახსოვდა. ჩემი საყვარელი ადგილი შიშის ოთახია, ყოველჯერზე ყვირლით ვაშინებ ანის, ის კი არც კი იმჩნევს. დღის ბოლოს ისევ მაგდონალდსი დ სახლში ისეთი გადაქანცულები მივედით, რო მდივანზე ერთმანეთზე მიწყობილებს დაგვეძინა.



№1  offline წევრი ნაამა

4 თავი არ იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent