შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები


14-07-2021, 12:03
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 192

რესტორანი „მადა“
– გამარჯობა, ზაზა! – როსტომს გაუმარჯოს, – როსტომმა ჯერ მაგრად ჩამომართვა ხელი, მე რე ის ხელი ლოყაზე მომითათუნა.
– როგორ ხარ? – ისე რა. შენ როგორ ხარ? – ვკითხე მე და საათზე დავიხედე.
– გეჩქარება? – კიროვის ბაღში „სიცილიის ცის ქვეშ“ გადის, ხომ არ წამოხვალ, კარგი ფილმია.
– ვუთხარი მე და ისევ საათზე დავიხედე.
– კარგი, თუ ძმა ხარ, ერთი წელია არ მინახიხარ! წამო, თითო დავლიოთ. – მთხოვა როსტომ მა.
– არა, ფილმი უნდა ვნახო! – ხომ ვიცი, მეასედ ნახულობ, წამო! უსაშველოდ ღონიერია როს ტომი. ისე მომიჭირა მკლავზე ხელი, პატიჟი აღარ დამჭირვებია, ჩემით ჩავირბინე რესტორ ნის კიბე და იქვე თევზების აუზთან, ცარიელ მაგიდას მივუჯექი, როსტომი დახლთან მივიდა. არა მგონია, რესტორან „მადაზე“ ბინძური, უგემური, ბნელი, ძვირი და მადის წამრთმევი რესტორანი არსებობდეს ქვეყანაზე, და თუ მუშტარი ჰყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ღიაა, დილის 7 საათიდან მეორე დილის 7 საათამდე, წინა კვირის ორშაბათიდან მეორე კვირის ორშაბათამდე და ასე მთელი წლის განმავლობაში. „მადას“ ოფიციანტები ისეთი ჭუჭყიანი ხალათებით დადიან, რომ უბნის სანინსპექციის ექიმს შიგ შესვლა არ ჭირდება, დახლიდარი პირდაპირ კიბეზე აძლევს ანტისანიტარიისათვის გადადებულ ქრთამს. „მადას“ დახლი დარს, არქიფოს, მთელი თბილისი იცნობს და, რა თქმა უნდა, მეც ვიცნობ.
– რაა, არქიფო, ასე ბინძური რესტორანი, არ გრცხვენიათ? – ვკითხე ერთხელ.
– რესტორანი არ გახლავთ, ეს, ჩემო ბატონო, მუშათა სასადილოა! – მომიჭრა სიტყვა არქიფომ. იმ დღიდან მე, როგორც მომხმარებელი, „მადას“ ისეთ მაღალ მოთხოვნილებებს აღარ ვუყენებდი, როგორც წინათ, როდესაც იგი რესტორანი მეგონა. დღეს რაღაც მეჩხრად ჰყავს მუშტარი „მადას“. ბნელი დარბაზის ბოლოში რვა-ცხრა კაცი ქეიფობს, შეზარხოშებულები ჩანან, უკვე ყაყანებენ და ისე ხშირად მიმართავენ ერთმანეთს: „თქვენი სახელი მაჩუქეთ, პატივცემულოო“, ეტყობა, ადრე ცალ-ცალკე ქეიფობდნენ და შემდეგ შეაერთეს მაგიდები. როსტომი მოვიდა, ათი ხინკალი, ნახევარი ლიტრი არაყი თავისი ხელით მოიტანა და მაგიდაზე დადგა.
– მგონი, კონსერვიდან არის გაკეთებული, ისეთი სუნი აქვს! – თქვა როსტომმა, ცხვირი აიბ ზუა და ხინკალს, რაც შეიძლებოდა, ბევრი შავი წიწაკა მოაყარა, – მე გამითავდა, დამატება რომ დაგვჭირდეს, შენ რამდენი გაქვს? – მკითხა როსტომმა.
– სამი მანეთი! – უხერხულად გავიღიმე, გულის ჯიბეში ხელი ჩავაცურე, ფული ამოვიღე და მაგიდაზე დავდე. როსტომმა ფულს ხინკლიანი თეფში ისე დაადგა ზემოდან, ყური რომ გამოსჩენოდა, თან არაყი დაასხა.
- გინდა გასწავლო, როგორ უნდა დალიო ასი გრამი არაყი უფასოდ? - მკითხა როსტომმა. წინსაწარ ვიცოდი, რასაც მომიყვებოდა, მაგრამ არ გავაწბილე.
– მიდი! – ვუთხარი.– გუშინ მასწავლეს. – თქვა როსტომმა და გაიღიმა. – ესე იგი, უნდა მიხვი დე დახლთან და მოითხოვო არაყი, მერე ხინკალი, ხინკალი კი არა, ჯერ უნდა ჰკითხო დახლიდარს, რა ღირს არაყიო, მერე უნდა ამოიღო ფული და... დამავიწყდა! – თქვა მან, – ისე კი ძალიან სასაცილოა, თუ გამახსენდა, მერე მოგიყვები, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! – როსტომმა ჭიქა მომიჯახუნა. არაყი გადაჰკრა და, ვიდრე სულს მოითქვამდა, ხინკალი მიაყოლა.
– არ ჯობია ახლა ეს კინოს? – მკითხა, სული რომ მოითქვა. მეც გადავკარი და ძარღვებში რომ სითბო ვიგრძენი, მგონი კი ჯობია- მეთქი, გავიფიქრე.
– გინდა, გასწავლო? – ვკითხე ახლა მე როსტომს.
– რა? – მკითხა როსტომმა და ისევ დაასხა.
– აი, ის, წეღან რომ არაყის უფასოდ დალევას მასწავლიდი.
– მოდი რა, თუ ძმა ხარ! – შემევედრა როსტომი.
– უნდა მიხვიდე დახლთან, – დავიწყე მე, – და ჰკითხო დახლიდარს: – რა ღირსხუთი ხინკა ლი? – ათი შაური! – გიპასუხებს ის.
– მოიტა! – ეტყვი შენ. ის მოგცემს.
– არაყი რა ღირს ასი გრამი? – ჰკითხავ ისევ შენ.
– ათი შაური! – გიპასუხებს ის.
– არ მინდა ხინკალი, მოიტა არაყი! – ეტყვი შენ და ხინკალს დაუბრუნებ. ის წაიღებს ხინკალს და დაგისხამს ას გრამ არაყს. თრუხ! გადაჰკრავ შენ და წამოხვალ! – ეე! სად მიდიხარ! – გამო გეკიდება დახლიდარი.
– სახლში! – ეტყვი შენ.
– ფული? – გკითხავს ის.
– რისი ფული? – ჰკითხავ შენ.
– არყის ფული! – გეტყვის ის.
– ხომ მოგეცი ხუთი ხინკალი? – ეტყვი შენ.
– ხინკლის ფული? – გკითხავს ის.
– ხინკალი ხომ არ მიჭამია? – ეტყვი შენ.– არა! – გეტყვის ის.
– მაშ, რა გინდა? – ჰკითხავ შენ.
– არაფერი, ბატონო, ბოდიში, ბატონო! – გეტყვის ის, გაწითლდება და წავა.
– ვა, გენიალურია! – თქვა როსტომმა. – ვინ გასწავლა? – ციცკამ.
– რა ტიპია, მეც იმან მასწავლა, ოღონდ შენთვის უკეთესად უსწავლებია.
– ეგრე იცის იმან, ამოიჩემებს ხოლმე კაცს, – დავამშვიდე როსტომი. როსტომმა გულიანად გაიცინა. მე და როსტომი ერთად ვსწავლობდით მეთხუთმეტე სკოლაში, მესამე კლასამდე, მერე როს ტომის მშობლები სხვა უბანში გადასახლდნენ და როსტომი რვა თუ ცხრა წელიწადი იყო აღარ მენახა. უნივერსიტეტში შევხვდი, მისაღებ გამოცდებზე, ფიზიკურზე აბარებდა. მე ვერ ვიცანი, ძალიან დასრულებულიყო, დავაჟკაცებულიყო და გალამაზებუ ლიყო. თვითონ მიცნო. როგორ მიცანი მეთქი, რომ ვკითხე, – რა ცნობა გინდა, სულ არ გამოცვლილხარო. გაეცინა. მეორე კურსზე კვლავ დამეკარგა.სტადიონზე ვნახე ერთი წლის შემდეგ, ჩვენი „დინამო“ და მოსკოვის „ტორპედო“ თამაშობდა. ცოტა დამაგვიანდა, რომ მივედი, ჩემს ადგილზე იჯდა. არ ავაყენე, ჩაიჩოჩა.
წავაგეთ. თამაშიდან ერთად წამოვედით, არ ვიცოდით, რაზე გველაპარაკა. ჩვენი სალაპარაკო მესამე კლასს არ სცილდებოდა.
– სად დაიკარგე? – მაინც ვკითხე ზრდილობისათვის.
- ეკონომიურად მიჭირს, მუშაობა დავიწყე და დაუსწრებელზე გადავედი. - მიპასუხა მაშინ. აი, ახლაც არ ვიცი, რა ვკითხო და ისევ იმას ვეკითხები, რაც შარშან ვკითხე.
– სად დამეკარგე, ბიჭო? – ვმუშაობ, ზაზა, აკი გითხარი? – სად მუშაობ? – რა მნიშვნელობა აქვს, პურის ფულს ვაკეთებ.
– რაღაც არ გეტყობა! – გავუღიმე მე და სასოებით გავხედე თეფშის ქვეშ ამოდებულ ჩემ სამმა ნეთიანს.
– სახლში მიმაქვს, დედა სულ დაბრმავდა, ნემსში ძაფს ვეღარ უყრის, ლიანდაგი ვეღარ გაჰ ყავს სწორად. – იმართლა თავი როსტომმა.– ღირდა მაგისთვის დაუსწრებელზე გადასვლა?
– ვკითხე მე და მივხვდი, რა სისულელეც ჩავიდინე.
– ღირდა... – მიპასუხა დუმილის შემდეგ როსტომმა. – ღირდა... ერთ დღეს სახლში მივედი, დედაჩემი თავჩაღუნული იჯდა ლოგინზე, ვიღაც გავაგასიებული დედაკაცი ცხვირწინ კა ბას უფრიალებდა და უყვიროდა: ქალო, ბრმა თუ ხარ, ჭრა და კერვა თუ არ იცი, ვინ გაძალებს? მათხოვარი თუ ხარ, მითხარი და დაგეხმარები!.. სად ვიშოვო მე ახლა ასეთი ნაჭერი?! მიწა გახეთქე და სადაც გინდა მიშოვე... – დედაჩემს ეუბნებოდა ამას. – როსტომმა არაყი გადაჰკრა, მე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.
– მერე? – ვკითხე მაინც.
– გახსოვს ჩვენი სკოლა, ვარაზის ხევიდან რომ ავდიოდით? – სიტყვა ბანზე ამიგდო როსტომმა.
– მახსოვს! – ვუპასუხე და გულზე მომეშვა.
– მე დედა თხუთმეტ კაპიკს მატანდა საუზმისათვის სკოლაში, შენ? – მე – ოცდაათს.
– დოქების და ქოთნების ქარხანა იყოსკოლის გადმოღმა.
– აგურის ქარხანა. – გავუსწორე მე.
– ჰო, აგურის, ოღონდ ქოთნებსაც აკეთებდნენ, იმ უბნელ ბიჭებს „Кирпичная шайка“-ს ეძახდნენ.
– დილით გვხვდებოდნენ და ფულს გვართმევდნენ, გახსოვს? – როგორ არ მახსოვს, არადა, მა შინ თხუთმეტ კაპიკად ერთი ფრანგული ფუნთუშა და ორი სოსისკი იყო თავის მდოგვიანად.
– მაგათი დედა ვატირე! – დამენანა ბავშვობისდროინდელი თხუთმეტი კაპიკი.
– იცი, დილით რატომ გვხვდებოდნენ? – მკითხა როსტომმა.
– რატომ? – იცოდნენ, თუ სკოლაში შევასწრებდით, იმ ფულს ბუფეტში დავხარჯავდით.
– მაგაზე სულ არ მიფიქრია. – გამიკვირდა მე, თან გამეღიმა იმ ბიჭების ეშმაკობაზე.
– მაშინ არც მე მიფიქრია, ახლა მივხვდი, მუშაობა რომ დავიწყე, ჩვენი პროფკავშირის თავმჯდომარე ეგრე გვართმევს საწევროს, ჯამაგირის დროს სალაროსთან გვხვდება.
– მაინც სად მუშაობ? – ვკითხე როსტომს.
– გარაჟში, მანქანების მრეცხავად, – უხერხულად გაეღიმა, – ერთი სამმანეთიანიც დაგვხატავ და. – თქვა როსტომმა და ძირში მისულ ბოთლს გახედა, მერე მზერა თეფშის ქვეშ ამოდებულ სამმანეთიანის ყურზე გადაიტანა, ისე შეხედა, თითქოს იმ თეფშის ქვეშ გაქონილი სამ მანეთიანი კი არა, ნატვრისთვალი დებულიყოს. უცებ ჩვენს მაგიდას უზარმაზარი, ულვაშებად ქცეული, გალეშილი კაცი მოადგა. მარცხენა ხელში ერთი ბოთლი საფერავი ეჭირა, მარჯვენაში – სკამი.
– საქართველოს ძლიერების, აღორძინებისა და შემართების ვაჟკაცური გაგების იმაში... გაუმარჯოს! – გვესროლა ლოზუნგი.
– გაუმარჯოს! – ავიტაცეთ ლოზუნგი ჩვენ.
– თქვენი სახელი მაჩუქეთ! – მიმართა სლოკინით როსტომს.
– როსტომი! – აუჰ! თქვენი? – მომიბრუნდა ახლა მე.– ზაზა! – ხო, ხო, ხო, ამირან-დევი შეიბნენ, არა? მიწას გაჰქონდა გრიალი, არა?.. თქვენ გენაცვალეთ საქართველოს კეკლუც ბუნებაში და თქვენს სუფრას ვკოცნი ტუჩებში...
– დაბრძანდით, ბატონო! – შევაშველე მე ხელი.
– ჩემი სკამით და ღვინით ვარ მოსული, ხომ მიმიღებთ? – მკითხა მან, და, ვიდრე თანხმობას ვეტყოდით, ჩვენი უკანასკნელი ხინკალი დააყოლა სლოკინს.
– დაბრძანდით! – გაუმეორა თხოვნა როსტომმა.
– ჩვენ იქ ვქეიფობთ, მე და ჩემი მეგობრები: ერთი, ორი, სამი, მე მეოთხე ვარ. – დაირტყა მჯიღი გულზე ჩვენმა სტუმარმა.
– რა გნებავთ, ბატონო? – ჰკითხა როსტომმა.
– მე მნებავს თქვენთან ერთად „საფლავშიაც, აქაც, იქაც...“ – წაუღიღინა სტუმარმა.
– ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა, ბატონო! – წამოვდექი მე.– რაო? – მკითხა სტუმარმა და ისე მაგ
რად დაჰკრა ფსკერით ბოთლი მაგიდას, რომ ნახევარი ბოთლი ღვინო შიგ ცხირ-პირში შეეს ხა როსტომს.
როსტომი გაფითრდა, ფეხზე წამოდგა, ერთხანს მონუსხული- ვით უყურა სტუმარს, მერე ხე ლის მოსმით ჩამოიწმინდა სახე და სისხლისფრად შეღებილ ხელისგულზე დაიხედა.
– თქვენი სახელი მაჩუქეთ, პატივცემულო, – ძალიან წყნარად ჰკითხა როსტომმა სტუმარს.
– აკაკი, კაკო, კაკი! – ჩამოთვალა მან და დაჯდა. ახლა იგი იჯდა და ჩვენ ვიდექით ფეხზე, – დაბრძანდით! – გვთხოვა მან. ჩვენ დავსხედით.
– თუ შეიძლება, გვითხარით, რა გნებავთ, ბატონო, აკაკი კაკო კაკი! – ისე ჩაუკაკანა როსტომმა, რომ მე მარტო კი არა, თვითონაც გაეცინა.
– ყველაფერს მართმევენ, გენაცვალე, ყველაფერს! – ჩურჩულით გვითხრა აკაკიკაკოკაკიმ და აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა შეთქმულივით.
– ვინ? – ვკითხე მეც ჩურჩულით. – ისინი, – თქვა აკაკი კაკო კაკიმ და თავი გაიქნია გაურკვეველი მიმართულებით, – მგლეჯენ, მბწკვნიან, საკუთარ სახლში ლაპარაკს მიკრძალავენ, საკუ თარი ხარჯით, ვიღუპები! – რაშია საქმე, ბატონო, აღარ გვეტყვით? – ჰკითხა როსტომმა და ღვინო დაისხა აკაკიკაკოკაკის ბოთლიდან.
– სისხლს სვამენ ჩემსას! – იყვირა აკაკი კაკო კაკიმ. როსტომმა ცივად დადგა ჭიქა, – სისხლს სვა მენ და ყველაფერს მართმევენ, მბწკვნიან... ლოგოს, – დააყოლა ლათინური კილოთი.
– ვინ? – ვკითხე ისევ მე.
– ისინი, ლაპარაკს არ მაცლიან, სიტყვას არ მაძლევენ, ღვინო ჩემი, პური ჩემი, ხარჯი ჩემი. შევერთდეთო, გავერთიანდეთო, ძმობაო, სიცრუე, სიყალბე, მაგიდა მაგიდას მივადგით, იქ მე ვიყავი თამადა, აქ კი ეს ჩიფლახი, ეს ქოსა, ეს დაკოდილი, ცვედანი სიტყვას არ მაძლევს ჩემს სუფრაზე. გიორგი სააკაძის, თამარა გიორგევნას და დიდი დავითის ნაგრამს შეხედეთ, რას გავს, უჰ, მაგის დედა კი ავატირე!! – აკაკი კაკო კაკიმ იქითკენ გაიქნია თავი, საიდანაც მოვიდა. იქიდან უკვე ისეთი ხვევნა- კოცნა, ღრიანცელი და სიმღერა ისმოდა და ისე იყვნენ მთვრალე ბი, ერთმანეთში არეულები, შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავით, ვისზე იყო კერძოდნაწყენი აკაკი კაკო კაკი.
– თქვენს მეგობრებზე ამბობთ? – ვკითხე მე.
თამადაო, ბალერინა, ღვინო არ დაგვალევინა, ეს თამადა პლისეცკაია, ასეც კაია, ისეც კაია, – ისმოდა შეზარხოშებული სუფრიდან.
– გესმის? არა, შენ გეკითხები, გესმის? თამადაო ბალერინაო. ვინ არის მაგათი მეგობარი? – გაუკვირდა აკაკი კაკო კაკის.
– მე, მე ვარ მაგათი მეგობარი? – Фямхйо, дямюху! – Батальон, смирно! Равнение на середину! Прямой наводкой огонь!.. ხელში ცემა ვერ მოვასწარი, ბოთლმა საფეთქელთან ჩამიქროლა, ჩაბნელებული დარბაზის ბოლოში მოქეი ფეთა სუფრის თავზე იფეთქა ყუმბარასავით და დამსხვრეული შუშები მაგიდაზე დაიბნა.
– ჰეი, ჰეი! – მომესმა არაადამიანური ბღავილი დარბაზის ბოლოდან და პირველი ბოთლის აფეთქებას მეორე მოჰ ყვა. ეს უკვე ჩვენი არყის ბოთლი იყო. და უცებ რვა მხეცად ქცეული, არ ვიცი, სისხლითა თუ ღვინით მოთხვრილი, ხელში სკამ შემართული შემზარავი სხეული დაიძრაჩვენი მაგიდისაკენ.
* * *
მე მახსოვს, როგორ გაარტყა როსტომმა ყბაში აკაკი კაკო კაკის თავისი უზომოდ დიდი მუშტი, როგორ მინაბა უკანას კნელმა თვალები და როგორ გადაესვენა მუცლით მაგიდაზე, მერე რო გორ დაეშვა ჩემს თავზე სკამი, როგორ წამოწვა გაღიმებული როსტომი აკაკიკაკოკაკის გვერდით, როგორ ატრიალდა მაგიდა, როგორ გასკდა დარბაზის ჭერზე მბჟუტავი ოცდათხუთმეტ ვოლტიანი ნათურა, როგორ ჩამესმა მილიციელის სასტვენის შორეული გალობა და როგორ მოიცვა წყვდიადმა სამყარო... და იმ წყვდიადში ჩემთან მოვიდა კაცი, შემახო ხელი მხარზე და მითხრა:
– ადექ შენ! – რა ბრძანეთ?
– ვკითხე მე და ცხვრის ქურქში გახვეულ წვერგაუპარსავ კაცს მივაშტერდი.
– ადექ შენ და წამოდი ჩემთან! – რომ ვერ ვდგები, ჩემო ბატონო? – შევღაღადე მე. მაშინ იგი შე მიდგა მხარში, ფეხზეწამომაყენა და წინ გამიძღვა. მე მთვრალივით გავყევი უკან, ძალიან დიდხანს, დიდხანს ვიარეთ, ვეღარ მივდიოდი, ფეხები მეკეცებოდა, იყო საშინელი უკუნი ღამე და მხოლოდ იმ კაცის ნათელი თავი მინათებდა გზას. ბოლოს შედგა იგი რკინის სარკმელდატანე- ბული შავი და ბნელი სახლის წინ და მიბრძანა: – შევედ შენ კიდობნად! – მეშინია! – ვთქვი მე და უკან დავიხიე.
– შევედ შენ კიდობნად, რამეთუ მოჰხადოს ღმერთმა წყლით რღუნა ქუეყანასა ზედა ორმეოც თა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა და აღხოცოს ყოველი აღდგომი რომელი შეჰქმნა პირისაგან ყოვლისა ქუეყნისა.
– რაშია საქმე, ბატონო, რატომ, რისთვის, რა დავაშავეთ ასეთი? – გამიკვირდა მე.
– თქუა უფალმან ღმერთმან ჩემს მიმართ: ჟამი ყოვლისა ხორციელისა მიიწია წინაშე ჩემსა: რა მეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლობითა მათგან და აჰა მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
– ასე გითხრათ? – ასე თქვა უფალმან ღმერთმან ჩემს მიმართ.
– კი მაგრამ, თქვენ ვინ ბრძანდებით? – ვკითხე მოხუცს.
– მე ნოე ვარ.
– რომელი ნოე? – ნოე! – გამიმეორა მან და კვლავ დამადო მხარზე ხელი.
– ააა! – ვთქვი მე და მაშინღა მივხვდი, ვის ველაპარაკებოდი. ჩემს წინ წარღვნის შემდგომი კა ცობრიობის მამა, ნოე იდგა, იქნებოდა ასე, 595-600 წლის, მაგრამ საოცრად მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
– სად არიან, ბატონო ნოე, თქვენი შვილები: სემ, ქამ და იაფეტ? – შენ ხარ ძე ჩემი, ზაზა! – სად არიან ცხოველები? – ჩვენა ვართ ცხოველნი და პირუტყვნი და მხეცნი! – სად არიან ფრინველები? – ჩვენ ვართ ფრინველნი და ქვეწარმავალნი; ნუღა აყოვნებ, შევედ შენ კიდობნად! – მაშინ გაიღო ბნელი და შავი სახლის დახშული რკინის კარი და მე შევედ კიდობნად... და იქნა რღუნა, ხოლო წყალი ამაღლდა ფრიად, ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყუეს ქუეშე ცისა და მოკუდა ყოველი ხორცი მოძრავი ქუეყანასა ზედა.



№1 სტუმარი სტუმარი eni

Sxvis nawarmoebebs ratom tbirtavt?

 


№2 სტუმარი ცირა

და დუმბაძე რა შუაშია თქვენთან?

 


№3 სტუმარი სტუმარი eni

Chemtan ra shuashi unda iyos? ubralod yvela utitebs avtors da gushin dumbadzis dabadebis dge iyo, es mainc migetitebinat.

 


№4 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მე

სტუმარი eni
Sxvis nawarmoebebs ratom tbirtavt?


ატვირთოს, რა პრობლემაა? დღეს 100დან 99-ს წიგნს ვერ ააღებინებ ხელში და აქ მაინც წაიკითხონ:)

 


№5  offline წევრი ცირაკო

სტუმარი eni
Sxvis nawarmoebebs ratom tbirtavt?

ჩემს გვერდზე რასაც მინდა იმას ავტვირთავ არ გინდა ნუ წაიკითხავ რა თქვენი საქმეა

 


№6  offline წევრი ცირაკო

ცირა
და დუმბაძე რა შუაშია თქვენთან?

რა თქვენი საქმე მე ჩემს გვერდზე რას ავტვირთავ ვერ გავიგე არ გინდა ნუ შემოდიხარ ასქროლე რა პრობლემაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent