შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები გთხოვთ, ადგეთ, სასამართლო მოდის!


24-07-2021, 20:36
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 085

დარბაზში მხოლოდ ერთი კაცი ადგა. ისიც ბრალდებული. თავმჯდომარემ სევდიანი თვალე ბი მოავლო ცარიელ დარბაზს, მჯიღში ჩაახველა და თავის დაქნევით ანიშნა ბრალდებულს – დაბრძანდითო. ბრალდებული დაჯდა.
– სასამართლო წინასწარ უაღრესად დიდ ბოდიშს იხდის დამსწრე საზოგადოებისა და ბრალ დებულის წინაშე, რადგან სერიოზული და ფრიად საპატიო, მისგან დამოუკიდებელი მიზე ზების გამო, არ აქვს საშუალება მთლიანად დაიცვას სისხლის სამართლის საპროცესო კო
დექსით გათვალისწინებული მისი ყველა მუხლის ყველა პუნქტი და, აქედან გამომდინარე,
– სამსჯავრო სხდომის ნორმალური მსვლელობის სრული ეტიკეტი. – თავმჯდომარემ შუბ ლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა სახელოთი.
დარბაზში თავიდანვე დუმილი იყო.
– დღეს, – დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ მან, – ამა წლის 12 აგვისტოს, განიხილება საქმე სის ხლის სამართლის ბრალდებისა გამო ისიდორე იოსების ძე სალარიძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სა მართლის კოდექსის 104 მუხლით. – ისევ დუმილი. თავმჯდომარე დაჯდა.
– ბრალდებულო, ადექით ფეხზე! – მიმართა მან სალარიძეს. სალარიძე ადგა.
– რა გვარი ხართ?
– სალარიძე!
– სახელი, მამის სახელი!
– ისიდორე იოსების ძე.
– ასაკი?
– 1910 წლის 11 მაისს დაბადებული ქალაქ ხაშურში, დილის ექვს საათზე. განათლება მაქვს უმაღლესი. ვიცი ორი უცხოენა – ფრანგული და გერმანული. პროფესიით ვარ ეკონომისტი, ვმუშაობდი სტატისტიკურ სამმართვე ლოში. ვიყავი ცოლშვილიანი, მეუღლე გარდა მეცვალა 1960 წელს, დამრჩა ქალიშვილი და შვილიშვილი. ვცხოვრობდი ვაშლოვანის ქუჩა მ 151-ში. ვარ პარტიის წევრი 1930 წლიდან. – მიაყარა ბრალდებულმა, რათა რაც შეიძლება მალე მოღებოდა ბოლო ფორმალურობას.
– იყავით პარტიის წევრი! – შეაწყვეტინა თავმჯდომარემ, ეტყობა მას არსად არ ეჩქარებოდა.
- ვარ! ჯიუტად გაიმეორა ბრალდებულმა. თავმჯდომარემ არაფერი არ უპასუხა. სამართალში მიცემულო
სალარიძე, ჩაგბარდათ თუ არა საბრალდებო დასკვნა და როდის?
– ჰკითხა თავმჯდომარემ.
– დიახ, ჩამბარდა, გასულ კვირას.
– სამართალში მიცემულო სალარიძე, სასამართლო სამარჩიელო ბიურო არ გახლავთ, დააზუს ტეთ რიცხვი! – გააფრთხილა თავმჯდომარემ. სამართალში მიცემულმა ჭერს მიაპყრო თვალები და ტუჩები აამოძრავა, ეტყობოდა, 12 აგვის ტოდან შვიდ დღეს ითვლიდა უკან გუნებაში.
– ხუთ აგვისტოს! – დააზუსტა სალარიძემ.
– გაეცანით თუ არა საბრალდებო დასკვნას?
– დიახ, გავეცანი!
– სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ თქვენდამი რწმუნებულ ბრალდებაში?
– არა!
– ეტყობა ასეთი პასუხი მოულოდნელი იყო თავმჯდომარისათვის, მან დაბნეული სახით გადახედა მაუდ გადაუფარებელ ხის გრძელ მაგიდასთან, მის გვერდით მსხდომთ და რაღაც ჰკითხა თვალებით, მათ თანხმობის ნიშნად თავები დაუქნიეს თავმჯდომარეს. თავმჯდომარე ცარიელ დარბაზს მიუბრუნდა:
– ვიწყებთ საქმის განხილვას. საქმეს განიხილავს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო შემდეგი შემადგენლობით:
1. ნაკაშიძე – თავმჯდომა რე
2. დევდარიანი – სახელმწიფო ბრალმდებელი
3. გულოიანი – სახალხო მსაჯული
4. გოგოლაძე – სახალხო მსაჯული ყველაფერ ამას თავმჯდომარე, რატომღაც, თავჩაღუნული ამ ბობდა. სასამართლოს შემადგენლობის ჩამოთვლას რომ მორჩა, დადუმდა. ისევ მოავლო სევდიანი თვალები ცარიელ დარბაზს, დიდხანს უცქირა უზურგო ხის სკამზე (ტაბურეტზე) შეციებულ ბეღურასავით მობუზულ ქუთუთოებ- დასიებულ და უპეებჩამოცვენილ, ხანში შესულ სამართალში მიცემულს, ნელ-ნელა მზერა სასამართლოს შემადგენლობაზე გადაიტანა, ისევ ჩაახველა მჯიღში და განაგრძო: – სამართალში მიცემულო სალარიძე, აცილე ბა ხომ არა გაქვთ სასამართლოს ზემოთ მოხსენებული შემადგენლობის რომელიმე წევრის მიმართ? – არა! – წამოდგა სამართალში მიცემული.– სხვა რამ პრეტენზიები ხომ არ გაგაჩნი ათ სასამართლოს მიმართ? – არა! – როგორც სასამართლოსათვის ცნობილია, საქმის წინასწა რი გამოძიების დროს თქვენი უარი განაცხადეთ დაცვაზე! – დიახ! – ხომ არ გნებავთ სასამარ თლომ სახელმწიფოს ხარჯზე ახლა დაგინიშნოთ დამცველი? – არა! – ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, მისცეთ სასამართლოს ჩვენება წაყენებული ბრალდებისა და საქმის იმ გარემოება თა შესახებ, რომელნიც თქვენთვის ცნობილია. – თავმჯდომარე იდაყვებით მაგიდას დაეყ
რდნო, თავი ხელებში ჩარგო, თვალები მოჭუტა და მოსასმენად მოემზადა. მოსასმენად მო ემზადნენ სახელმწიფო ბრალმდებელი და სახალხო მსაჯულებიც.
სამართალში მიცემულმა დაიწყო: – ღამის პირველი საათი იქნებოდა. ზარის გაბმულმა ხმამ გამაღვიძა. მივხვდი, ჩემი სიძე იყო და ყურადღება არ მივაქციე, თუმცა დაველოდე, როდის ადგებოდა ჩემი ქალიშვილი, ეტყობა ეძინა. სიძე ელექტროზარიდან თითს არ იღებდა. ბო ლოს ფეხის ხმა გავიგე.
კარი ჩემმა ქალიშვილმა გაუღო. ღიღინით შემოვიდა.
-გძინავს, არა?.. არ მელოდებით? – თქვა სიძემ გამომწვევი ხმაურით და რაღაც ნივთი დააგდო.
– ნუ ხმაურობ, ხალხს სძინავს, გვიანიაახლა, დაწექი და დაიძინე! – უპასუხა წყნარად ჩემმა ქალიშვილმა.
– ვინ ხალხს? მამაშენ ეკონომისტს? ისვენებს, სძინავს და ნუ გააღვიძებ არა? – ჰკითხა სიძემ ჩემს ქალიშვილს.
– ბავშვსაც სძინავს! – უპასუხა ჩემმა ქალიშვილმა.
– ბავშვი ჩემია, მინდა გავაღვიძებ, მინდა არა! – ისევ გამომწვევად თქვა ჩემმა სიძემ და ხმაურით გაიარ-გამოიარა კარის წინ. მივხვდი, ნასვამი იყო... შემდეგ ისინი თავიანთ ოთახ ში შევიდნენ, კვლავ დიდხანს მესმოდა იქიდან ხმამაღალი ლაპარაკი, სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ჩემი ქალიშვილი რაღაცას ეხვეწებოდა, ბოლოს მუდარაზე გადავიდა, იგი არ ცხრებო და, რაღაცას ამტვრევდა, რამდენჯერმე ჩემი ქალიშვილის შეკივლება მომესმა, ბოლოს ბავ შვის ტირილიც გავიგონე. მივხვდი, სცემდა. ვეღარ მოვითმინე. ავდექი, დერეფანში სინათ ლე ავანთე და ქალიშვილისა და სიძის ოთახში შევედი. ჩემი ქალიშვილი საწოლზე იჯდა, გამსკდარ ტუჩიდან გამოდენილ სისხლს იწმენდდა ცალი ხელით, მეორეთი კი ბავშვს აწყნა რებდა.
– დაგხოცავთ, თქვენი უმადური დედაც ვატირე! – ყვიროდა იგი აღელვებული, ტახტზე იჯდა პერანგის ამარა,
– გაეთრიე გარეთ! – მიღრიალა მან, როდესაც დამინახა და ფეხზე წამოდგა.
– გაეთრიე გარეთ, შენი ბებერი ოხერი დედა ვატირე! – გაიმეორა. მე სილა გავაწანი. იგი უცებ გაშრა მოულოდნე ლობისაგან. მერე, როდესაც გონს მოეგო, რაც ძალი და ღონე ჰქონ და, დამარტყა და იატაკზე დამაგდო. ჩემმა ქალიშვილმა შეკივლა და საწოლიდან წამოხტა. მე უცებ წამოვდექი, თავბრუ მეხვეოდა.
– მხეცო, ნადირო, პირუტყვო! – ქვითინებდა ჩემი ქალიშვილი.
– ბაბუ, არ წახვიდე! – წიოდა ჩემი შვილიშვილი. მე ბარბაცით გავედი ჩემი ქალიშვილისა და სიძის ოთახიდან, ჩემს ოთახში შევედი და კედლიდან ორლულიანი 12 ყალიბრის სანადირო თოფი ჩამოვხსენი. – სამართალში მიცემულმა ცოტა ხნით სული მოითქვა და ისევ განაგრძო.
– თოფი ჩამოვხსენი და სიძესთან შევედი... თოფით რომ დამინახა, გაშტერდა.
– გაეთრიე ჩემი სახლიდან! – ვუთხარი მე.
– დააგდე თოფი! – თქვა ჩემმა სიძემ.
– გაეთრიე ჩემი სახლიდან! – გავიმეორე მე.
– დააგდე თოფი, ბებერო იდიოტო!!! – ისევ თქვა მან და ჩემკენ წამოვიდა.
სახალხო მსაჯულ გულოიანს კისერზე და შუბლზე ძარღვები დაებერა, მერე უცებ მიტკალი ვით გაფითრდა და ფეხზე წამოდგა. სახელმწიფო ბრალმდებელმა დევდარიანმა მხარზე ხე ლი დაადო და ძალით დასვა, თავმჯდომარე ათრთოლებულ თითებზე ფრჩხილებს იკვნეტ და.
– მე თოფი მუცელზე მივიბჯინე და ორთავე ჩახმახი ფეხზე შევაყენე! – განაგრძო სამართალ ში მიცემულმა. სახალხო მსაჯული ისევ ადგა ფეხზე, ამჟამად სახელმწიფო ბრალმდებელმა დევდარიანმა ვეღარ დასვა.
– იგი ორთავე ხელით ჩააფრინდა ლულას და ჯაჯგური დამიწყო და მაშინ მე ორთავე ჩახმა ხის სასხლეტი დავუშვი... – სახალხო მსაჯული გულოიანი დაჯდა. – მე თოფის ხმა არ გამი გონია, დავინახე მხოლოდ, როგორ გადავარდა გულშეღონებული ჩემი ქალიშვილი და რო გორ იფეთქა სისხლმა ჩემი სიძის პირიდან. სულ ბოლოს დავინახე ჩემი პატარა შვილიშვი ლის გადარეული თვალები და ყოველივე ეს სიზმარი მეგონა, არ იყო კაცი დედამიწაზე, რო მელიც იმ წუთში დამაჯერებდა, რომ ეს ყველაფერი ცხადად მოხდა...
– რატომ? – ჰკითხა აკანკალებული ხმით თავმჯდომარემ.
– საქმე იმაშია, რომ თოფი ცარიელი იყო!.. – სამართალში მიცემულმა ისე შვებით ამოისუნ თქა, თითქოს დედამიწა იმ წუთამდე მის მხრებზე ესვენა და ახლა ვიღაც შეეშველაო.
განცვიფრებული სასამართლო კრინტს ვერ ძრავდა!
– როგორ თუ თოფი ცარიელი იყო?! – ჰკითხა ბოლოს ჩურჩულით თავმჯდომარემ.
– თოფი ცარიელი იყო, ორი დღის წინ მე გავწმინდე, ჩემი ხელით, თოფი ცარიელი იყო.
– მერედა, ვინ ჩააწყო შიგ ტყვიები? – ჩემმა სიძემ.
– ვინ გითხრათ? – თვითონ მითხრა, სიკვდილის წინ, მკლავზე რომ მეწვა, თვალებით მით ხრა, მე მივხვდი, რომ მითხრა, სხვა ვერავინ მიხვდებოდა, სხვა ვერავინ...
– ვინ დაადასტურებს ამას? – ჰკითხა თავმჯდომარემ.
– არავინ! – უპასუხა სამართალში მიცე მულმა და მწარედ გაიღიმა.
– შემდეგ?
– შემდეგ ყველაფერი უჩემოდ მოხდა, მე მეტი არაფერი არ ვიცი!
– არაფერი არ გაქვთ დასამატებელი?
– არაფერი!
– სულ არაფერი?
– სულ არაფერი! – დაუდასტურა სამართალში მიცემულმა. მოსამართლემ მხრები აიჩეჩა და სახელმწიფო ბრალმ დებელს გადახე და. იმანაც მხრები აიჩეჩა.
– იქნებ მაინც გაიხსენოთ რაიმე დეტალი, ბრალდებულო? – თხოვა თავმჯდომარემ.
– რა დეტალი? – გაუკვირდა ბრალდებულს.
– თავის გასამართლებელი დეტალი, ბრალდებულო!
– არ არსებობს ასეთი დეტალი! – გაიღი მა ბრალდებულმა მწარედ.
– ასეთ შემთხვევაში, ნება მომეცით, სიტყვა სამართალში მიცემულის დასაკითხავად სახელმწიფო ბრალმდე ბელს, იუსტიციის უფროს მრჩეველს, პროკურორ დევდარიანს გადავცე!
– მიმართა ცარიელ დარბაზს თავმჯდომარემ. – გთხოვთ! – მიუბრუნდა იგი პროკურორს, შემ დეგ წინანდელი მდგომარეობა მიიღოდა კვლავ მოსასმენად მოემზადა. პროკურორი სამარ თალში მიცემულის დაკითხვას შეუდგა: – სამართალში მიცემულო სალარიძე, თქვენ ბრძანეთ, რომ არ იცოდით, იყო თუ არა თოფში ვაზნები, თქვენ თოფი ცარიელი გეგულებოდათ.
– დიახ.
– მაშინ ხომ არ აგვიხსნით, რატომ გახვედით თქვენი ქალიშვილის და სიძის ოთახიდან თო ფის მოსატანად? – სიძის შესაშინებლად! – დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ სიძეს ცა რიელი თოფით შეაშინებდით? – არა, ჩემ სიძეს ცარიელი თოფით ვერ შეაშინებდა კაცი.
– მაშ, რაღად მოიტანეთ თოფი? – ჩემმა სიძემ არ იცოდა, რომ თოფი ცარიელი იყო.
– მაშინ ის უნდა ცოდნოდა, რომ თოფი დატენილი იყო.
– არც ეს უნდა ცოდნოდა! – სალარიძე, დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ, ჯერ ისეთი თოფი არ გამოუგონებიათ, რომ ერთდროულად დატენილიც იყოს და დაუტენელიც. – გააფრთხილა სახელმწიფო ბრალმდებელმა. სალარიძე დაფიქრდა.
– მართალი ბრძანდებით, ჩემი სიძე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომთოფში ტყვიები ელაგა.
– რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას თქვენთვის, სალარიძე, თუ თქვენ იცოდით, რომ თოფი ცარიელია? – ჰკითხა პროკურორმა.
– მე მეგონა, რომ იგი შეშინდებოდა და პატიებას ითხოვდა.
– მაგრამ ეს არ მოხდა?!
– არ მოხდა!
– და რომ მომხდარიყო, თქვენ აპატიებდით ქალიშვილი სა და საკუთარ შეურაცხყოფას? – სალარიძე დაფიქრდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თავი დააქნია.
– ვაპატიებდი, ვაპატიებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავ- დი მუხლებზე დაცე მულს...
– სალარიძე, როგორც თქვენი ჩვენებიდან ირკვევა, სიძეს არ შეეშინდა და თქვენზე წამოვიდა, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი დარწმუნდა, რომ თოფი ცარიელი იყო? – დიახ! – მაშ რაღად
შეაყენეთ ჩახმახები ფეხზე, რა აზრი ჰქონდა ამას, თუ თქვენც და თქვენი სიძეც ორთავე დარ წმუნებული იყავით, რომ თოფი ცარიელი იყო? – მე, მე უკანასკნელი ცდა გავაკეთე, შეიძლე ბა უაზრო, მაგრამ მაინც.
– რატომ გაგაფრთხილათ სიძემ, რომ დაგეგდოთ თოფი, თუ მას თოფის არ ეშინოდა?
– არ ვი ცი.
– როდესაც სასხლეტი დაუშვით, დარწმუნებული იყავით, რომ თოფი არ გავარდებოდა?
– დი ახ...
– მაშ, რაღად დაუშვით სასხლეტი?
– მექანიკურად!
– რომ არ გავარდნილიყო თოფი, რას აპი რებდით?
– არ ვიცი.
– ხომ დარწმუნებული იყავით, რომ სიძე წაგართმევდათ თოფს?
– სალარიძე დაფიქრდა.
– დიახ! – თქვა მან ბოლოს.
– სალარიძე, დაუშვებდით თუ არა სასხლეტს, თოფში ტყვიები რომ ყოფილიყო?
– სალარიძემ წყალი მოითხოვა, ერთ-ერთმა მსაჯულმა დაუსხა, სალარიძემ გამშრალი ხახა გაისველა და უარყო ფის ნიშნად თავი გაიქნია.
– არ ვიცი! – სიტყვით კი ასე თქვა.
– სალარიძე, ადრე თუ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ ადამიანის მოკვლა შეგეძლოთ?
– არ არის კაცი, რომელსაც ამაზე არ ეფიქროს! – თქვა სალარიძემ.
– რა დასკვნამდე მისულხართ?
– შედეგი თუ გაინტერესებთ, ფაქტი სასაფლაოზეა, ჩემი სიძე მკვდარია! – მწარედ გაიღიმა სალარიძემ.
– ფაქტი სასაფლაოზეა, სალარიძე, მაგრამ ჩვენ ის გვაინტერესებს, განზრახ მოხდა ეს თუ უნებლიეთ. – თქვა პროკურორმა თავისთვის. სალარიძემ არაფერი უპასუხა.
– კიდევ ერთი კითხვა, სალარიძე, ხმარობდა თუ არა თქვენი სიძე თქვენს თოფს?
– დიახ, ხმარობდა!
– რადგან ასეა, ერთ შეკითხვასაც მოგცემთ, ხომ არ გაუფრთხილებიხართ თქვენს სიძეს სულ ბოლო წუთში, თუნდაც სულ ბოლო წამში, რომ თოფში ტყვიებია?
– არა, არა! – იყვირა სალარიძემ,
– ეს ყველაფერი მითხრა შემდეგ, ისიც თვალებით, გესმით თუ არა თქვენ? თვალებით... მით ხრა და მე მივხვდი, სხვა ვერავინ მიხვდებოდა, რადგან იგი ჩემს მკლავზე იწვა და ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში.
– სალარიძეს თავი ჩაუვარდა მხრებში და სახეზე ორთავე ხელი აიფარა.
– ბატონო თავმჯდომარე, მე დაკითხვა დავამთავრე, მეტი შეკითხვა აღარ მაქვს. – მიუბრუნდა თავმჯდომარეს სახელმწიფო ბრალმდებელი. თავმჯდომარემ თავი დაუქნია და თავის მხრივ მსაჯულებს მიუბრუნდა.
– თქვენ ხომ არ გექნებათ, ბატონებო, შეკითხვები?!
– გაფითრებულმა გულოიანმა თავი გაუქნია უარყოფის ნიშნად, სახალხო მსაჯულმა გოგოლაძემ კი – თანხმობის ნიშნად.
– ბრძანეთ!
– დართო ნება თავმჯდომარემ.
– სამართალში მიცემულო სალარიძე, მიპასუხეთ, მოსულა თუ არა შინ თქვენი სიძე მთვრალი ისე გვიან, როგორც შემთხვევის დღეს?
– დიახ, მოსულა.
– თქვენ როგორღაც თქვით, „მივხვდი, ჩემს ქალიშვილს სცემდაო“, ხომ არ გნებავდათ ამით ის გეთქვათ, რომ ადრეც ხშირად უცემია თქვენი ქალიშვილი თქვენს სიძეს?
– სალარიძე უხერხულად შეიშმუშნა.
– ცემის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბოლო დროს ცუდი სიმთვრალე დასჩემდა, ხშირად ჩხუბობ და.
– დააზუსტეთ, ხშირად სვამდა, ხშირად ჩხუბობდა, თუ სცემდა?
– ვაზუსტებ, ბოლო დროს ხშირად სვამდა და ხშირად ჩხუბობდა, – ნერვიულად თქვა სალარიძემ.
– სამართალში მიცემულო სალარიძე, ტყუილად ნერვიულობთ, ჩვენ ვეძებთ თქვენი დანა შაულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასე რომ, ნუ გვიჯავრდებით, როდესაც ასეთი წვრილმანი შეკითხვებით გაწუხებთ, ყველაფერი თქვენსსასარგებლოდ კეთდება. – გააფ რთხილა სახალხო მსაჯულმა გოგოლაძემ.
– გმადლობთ! – უფრო ნერვიულად უპასუხა სალარიძემ.
– დიახაც, მადლობელი უნდა იყოთ, – დააყვედრა ამაგი სახალხო მსაჯულმა.
– ახლა მიბრძანეთ, რას ნიშნავს ბოლო დროს ხშირად სვამდა და ხშირად ჩხუბობდა?
– კარგად ვერ გავიგე!
– ჯიუტად თქვა სალარიძემ.
– სალარიძე, რომ ამბობთ „ბოლო დროსო“, როდის დაიწყო ეს „ბოლო დრო“?
– შარშან, შარშან წინ, იმის წინ თუ გუშინ? – გაუმარტივა კითხვა გოგოლაძემ.
– შარშან, ერთი წლის წინ! – დააზუსტა სალარიძემ.
– როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ერთი წლის წინ, რა უნდა ყოფილიყო თქვენი სიძის შეცვლის მიზეზი?
– სალარიძე თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.
– მოახსენეთ, სალარიძე, სასამართლოს, რა უნდა ყოფილიყო, თქვენი აზრით, ამის მიზეზი? – არ ვიცი! – აი, თქვენ როგორღაც ხაზგასმით აღნიშნავთ ხოლმე, ჩვენების მოცემის დროს, ჩე მი ქალიშვილისა და სიძის ოთახიო, მეგაკვირდებით, თქვენ ყოველთვის ჯერ თქვენს ქალიშ ვილს ამბობთ, შემდეგ სიძეს.
– დიახ, სიძეს შემდეგ ვამბობ.
– რატომ? – იგი ჩემთან ზედსიძედ იყო შემოსული.
– გასაგებია! – თქვა მსაჯულმა.
– რა არის გასაგები? – იფეთქა სამართალში მიცემულმა,
– მაშ, როგორ უნდა მეთქვა,
– ჩემი სი ძის და ჩემი ქალიშვილის ოთახში? და, თქვენი აზრით, ეს უფრო სწორი იქნებოდა?
– არა, უფრო სწორი იქნებოდა, ასე რომ გეთქვათ „მათი ოთახი“.
– სალარიძემ ამოიოხრა.
– ახლა ეს მითხარით, როდესაც პატივცემული სახელმწიფო ბრალმდებელი გეკითხებოდათ, თქვენ ბრძანეთ, რომ სიძეს ასე მიმართეთ: „გაეთრიე ჩემი სახლიდან“-ო, მართალია?
– დიახ, ვუთხარი!
– სამართალში მიცემულო სალარიძე, ადრეც ხომ არ გიგრძნობინებიათ სიძისათვის, რომ იგი სხვის სახლშია, უცხოა და სტუმარია?
– ეს მან უჩემოდაც იცოდა, რომ სხვის სახლში ცხოვრობდა.
– სხვის სახლში, არა?
– ვიდრე მეცოცხალი ვარ, ის სახლი ჩემია და როდესაც მოვკვდები... – სალარიძე მიხვდა, რომ რაღაც საოცრად ურიგოს, უაზროს და სულელურს ამბობდა და გაჩუმდა... მსაჯული მიხვდა, რომ ეს სისულელე მან ათქმევინა და ახალი კითხვა შეაგება გამარჯვებული იერით:
– ხომ არ ფიქრობთ, სალარიძე, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი ბოლო დროს თქვენი სიძის ხშირი სიმთვრალისა და უხასიათობისა?
– არა, არა მგონია! – ჯიუტად თქვა სალარიძემ.
– მაშ, რა, მეგობრები?
– არა!
– ღვინო?
– არა!
– ქალები?
– არა!
– ოჯახზე გული აიცრუა!
– არა.
– საყვარელი გაიჩინა!
– უარესი.
– რა?
– ფული!
– სახალხო მსაჯულს სახე მოეღრიცა.
– ფული?
– დიახ, ფული! – დაუდასტურა სამართალში მიცემულმა.
– არ მესმის! – დაბნეულად თქვა მსაჯულმა.
– ერთი წლის წინ, – დაიწყო სალარიძემ, – ჩემი სიძე აბრეშუმის ჭიასავით თვინიერი, უხმო და უწყინარი ბიჭი იყო, ერთი წლის წინ. – გაიმეორა მან. – ერთ დღეს იგი ნასვამი მოვიდა, შუა ოთახში დადგა, ოდნავშემცბარი, გაფითრებული, მაგრამ მაინც ამაყი იმით, რომ ეს დღეც დადგა მის ცხოვრებაში და მაგიდაზე 25 მანეთიანების დასტა ისროლა.
– რა არის ეს? – ჰკითხა ჩემმა ქალიშვილმა.
– ჩემი წილია! – უპასუხა მოკლედ ჩემმა სიძემ. ჩემმა ქალიშვილმა ფული აიღო და თავის ოთახში გაიტანა.
– საიდან? – ვკითხე მე.
– ვეფხვის უკანალიდან – ასე მიპასუხა მან, პატივცემულო სახალხო მსაჯულო. – მიუბრუნდა იგი გოგოლაძეს. გოგოლაძეს ხმა არ ამოუღია...
– იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ოჯახის ნგრევა. ერთი კვირის თავზე მან შეამჩნია, რომ სადილად ხაშლამა არ იყო, შემდეგ მან, როგორღაც, თქვა, რომ ის ოჯახი რა ოჯახია, სადაც სარდაფში ერთი ტონა ღვინო, ათი ყუთი ბორჯომი და ოცი ყუთი პილზენის ლუდი, ათი აცმავობლა და ტარანი არ აგდიაო. შემდეგ ფულის მოტანაზე, როდესაც ვკითხე საიდან-მეთქი, მან კვლავ ვეფხვის უკანალში მიმასწავლა, თან დაუმატა, რომ მე სამსახურში ადგილს ვაცდენ და რომ ჩემმა თაობამ ცხოვრება არ იცის...
– უკაცრავად! – შეაჩერა იგი მოსამართლემ. – სამართალში მიცემულო, თქვენი ქალიშვილი თუ ეკითხებოდა თქვენს სიძეს, ფული საიდან მოგაქვსო?
– საუბედუროდ, ცოლები არ ეკითხებიან მაგას ქმრებს! – თქვა სამართალში მიცემულმა.
– სახალხო მსაჯულმა გოგოლაძემ ბრალდებულს თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ცალყბად გაიღიმა.
– შემდეგ? – ჰკითხა თავმჯდომარემ.
– შემდეგ მე გავაფრთხილე იგი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას დაიჭერენ. ყველაფერ ამას უკ ლებლივ მოკითხავენ. ამაზე მან მიპასუხა, რომ ჩვენ ყველანი უკვე დიდი ხანია დაჭერილები ვართ და სასჯელს ვიხდით, ოღონდ, ვერ ვგრძნობთო, როდესაც ვუთხარი, რომ მე არავი თარ სასჯელს არ ვიხდი, და რომ ჩემი პატიოსნება მაძლევს იმის უფლებას, ღამით მშვიდად ვიძინო-მეთქი, იგი სიცილით მოკვდა.
– რატომ? – ჰკითხა თავმჯდომარემ.
– წნევა 180-100-ზე, მძაფრი სტენოკარდია, მარილების დაგროვება, ბრონქიალური ასთმა, ემ ფიზემა, მთელი ღამე ხროტინი, რომელ წუთში გაგძვრება სული, არ ვიცით მე და შენმა ქალიშვილმა,ეს არის მშვიდი ძილი? ამას ეძახი შენ მშვიდ ძილსო? – ასე მიპასუხა, – თქვა სამართალში მიცემულმა. მოსამართლეს გაეღიმა უნებურად და სამართალში მიცემულს რომ არ შეემჩნია, თავი ჩაღუნა და მაგიდის ქვეშ დაიწყო განგებ რაღაცის ძებნა. – შემდეგ... – განაგრძო სამართალში მიცემულმა, – ერთ დღეს მან ისიც შეამჩნია, რომ თურმე ჩემს ქალიშ ვილს დაბალი წელი, ოდნავ მეჩხერი კბილები და სასაცილოდ პატარა ცხვირი აქვს და, რო გორც ზოგიერთი ქალი, ისიც ჭორიკანა და კაროჟნაა, წიგნებს დღედაღამე იმიტომ კითხულობს, რომ საზოგადოებაში კამათში ჩაებას და ნაკითხი ქალის შთაბეჭდილება დატოვოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც მე, არც ჩემს ქალიშვილს მისთვის ერთჯერაც არ შეგვიხ სენებია, რომ იგი ჩვენს ოჯახში დაკერებული შარვლით, დახეული ფეხსაცმელითა და გა
დაბრუნებული პიჯაკით მოვიდა და არც ის, რომ იმ სამსახურში, საიდანაც ახლა მისი სიკ ვდილის ფასად ღირებული ფული მოჰქონდა, ჩემი გამონაცვალი შარვლით მივიდა.
– ადამიანებს ცუდი მახსოვრობა აქვთ! – ჩაურთო სიტყვა თავმჯდომარემ.
– პირიქით, ადამიანებს იმდენად კარგი მეხსიერება აქვთ, რომ არ ავიწყდებათ ყველაფრის და ვიწყება, აბსოლუ ტურად ყველაფრის.
– უკან მოხედვა არავის არ უყვარს, რადგან ეშინია წინ რამეს არ შეასკდეს, ან ორმოში ფეხი არ ჩაუვარდეს. – თქვა სახელმწიფო ბრალმდებელმა.
– ამიტომ უნდა გაჩერდე და ისე მოიხედო, თან წინ სირბილი და თან უკან ცქერა არ გამოდის, უნდა გაჩერდე და ისე მოიხედო უკან, მით უმეტეს, თუ წინ გზა აღარ არის, ხრამია; ჭაა, ორმოა, უფსკრულია... გასაგებია? – იკითხა სამართალში მიცემულმა.
– სამართალში მიცემულო სალარიძე, შეკითხვებს აქ თქვენ კი არა, ჩვენ ვიძლევით! – შეახსენა თავმჯდომარემ და უხერხულად შეიშმუშნა.
– ბოდიშს ვიხდი! – თქვა სამართალში მიცემულმა.
– განაგრძეთ! – უთხრა თავმჯდომარემ. სამართალში მიცემულმა თავი დაუქნია, ცოტა ხანს ფიქრობდა, ალბათ, იმას იხსენებდა, სად გავჩერდიო და რომ გაიხსენა, განაგრძო: – ერთ დღეს ისიც თქვა სინანულით, რომ ჩემი ქალიშვილი სულ მე მგავს. იგი კატასტროფული სიჩქარით იცვლებოდა ცუდისაკენ და ხელიდან გვეცლებოდა. მოჰქონდა სახლში უამრავი საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მარტო ნახევარ წელიწადში უყიდა ჩემსქა ლიშვილს სამი ქურქი, ათი წყვილი ჩექმა და ფეხსაცმელი და ოცი კაბა, ძალიან ძვირფას თვლიანი ბეჭდები და საყურეები. ყველაფერი ეს მოჰქონდა მთვრალს, დგებოდა ბარბაცით შუა ოთახში და ნანადირევივით ყრიდა იატაკზე. მე სერიოზულად შევშინდი. ერთ დღეს შე შინდა ჩემი ქალიშვილიც და მაშინ... გაილახა ის პირველად. ერთ ღამეს სიძემ მოულოდნე ლად დაჭრა მაკრატლით ცოლისათვის მისი მოტანილი ყველა კაბა და ქურქი, დაჩეხა ნაჯა ხით მისი მოტანილი ყველა ფეხსაცმელი და ჩექმა და სახლიდან წავიდა. ერთი თვის თავზე დაბრუნდა ამხანაგებით, ბევრი ფულითა და ტირილით. ჩემი ქალიშვილი დადნა, ლანდად იქცა, უზარმაზარი თვალები გაუხდა, თვალს მარიდებდა შეხვედრისას და თუ უნებურად შემხვდებოდა, განგებ მიღიმოდა, თავს იყოჩაღებდა და ასეთ დროს მე ტირილი და მინდოდა, რადგან იგი საკუთარ უბედურებას შეგუებულ და საკუთარი ბედით კმა ყოფილ, გამოთაყვანებულ, უსაშველოდ უიმედო გიჟს ჰგავდა. ეს შემდეგ ორჯერ განმეორ და და ორივეჯერ ცემით დასრულდა. ყველა ასეთ შემთხვევაში მე ვიჯექი ჩემს ოთახში თავ ლაფდასხმული, კაცობაშეგინებული, სულში ჩაფურთხებული, მიწასთან გასწორებული, ტალახში ამოსვრილისაკუთარი ქალიშვილის თხოვნით, ხელებს ვიჭამდი, გულში მყავდა ჩაკრული შვილიშვილი და ვცდილობდი, ბავშვს არაფერი გაეგონა... მაგრამ მას ყველაფერი ესმოდა და ესმოდა ჩემზე კარგად, რადგან მას უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა იქ – დედისა და მამის ოთახში... და ეს ასე გრძელდებოდა იმ დღემდე... ის დღე მესამე შემთხვევა იყო და იმ ღამეს დამთავრდა ყველაფერი... მეტი მე არაფერი არ ვიცი.
– თქვა სამართალში მიცემულმა, დაჯდა და ამის შემდეგ, ვიდრე საბოლოო სიტყვა არ მისცეს, იგი არ ამდგარა.
სხდომის მონაწილენი თავჩაღუნული ისხდნენ და შეთქმულებივით დუმდნენ. სამართალში მიცემულმა, რაც იცოდა ბრალდების გამო, თქვა და ახლა მისგან დამატებით რაიმეს გაგება უაზრო მოქმედებას ნიშნავდა. ერთი შეხედვით, თითქოს კიდევ და კიდევ უამრავი საკითხი იყო გასარკვევი, კიდევ და კიდევ უამრავი გამოუცნობი საკითხი ტივტივებდა ამ საოცარი და ნაშაულის ზედაპირზე, მაგრამ ყოველივე ეს ერთი შეხედვით გამოიყურებოდა ასე, ფაქ ტიურად საკითხი მთლიანად ამოწურული იყო.
– პატივცემულ სახელმწიფო ბრალმდებელს ან სახალხო მსაჯულებს ხომ არ სურთ, შეავსონ სამსჯავრო გამოძიება და, თუ სურთ, სახელდობრ, რითი? – ისეიკითხა თავმჯდომარემ,
რომ თავი არ აუწევია.
– არა!
– არა!
– არა! – თქვეს ცალ-ცალკე ბრალმდებელმაც და მსაჯულებმაც.
– ასეთ შემთხვევაში ნება მიბოძეთ, სამსჯავრო გამოძიება დამთავრებულად ჩავთვალო და სიტყვა კამათისა თვის მივცე სახელმწიფო ბრალმდებელს, იუსტიციის უფროს მრჩეველს, პროკურორ დევდარიანს. გთხოვთ!
– მიუბრუნდა იგი დევდარიანს. დევდარიანი ადგა.
– დიდად პატივცემულო საზოგადოებავ, პატივცემულო მოსამართლევ, პატივცემულო მსაჯულებო! უხსოვარ დროში, როდესაც ადამიანი კანიბალი იყო, ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლას საზოგადოების თვალში რაღაც გამართლება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ ერთმანეთის ხორცს აღარ ვჭამთ, ადამიანის მიერ ადამიანის მოკვდინება ყოვლად გაუმარ თლებელ და ყოვლად შეუწყნარებელ ცოდვად მიმაჩნია. ცივილიზაციის ისეთ მაღალ საფე ხურზე, როგორზედაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც შექმნილია არათუ ადამიანთა, არა მედ კატათა, ძაღლთა, თაგვთა, თევზთა, ზღარბთა, მაჩვთა, ფრინველთა, ხოჭოთა, ბუზთა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეწარმავალთა დაცვის კომიტეტები დასაზოგადოებები, ადა მიანის მკვლელსთამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კანიბალი – კაციჭამია! პრეისტორიულ ხანაში, კაცის მოკვლის სამიოდე ხერხი თუ არსებობდა – მუშტი, კეტი და ქვა. შემდეგ ცივილი ზაციის უსაშველო განვითარებასთან ერთად კაცის კვლის საშუალებათა ფანტასტიკური ზრდა, ევოლუცია და მოდერნიზაცია მოხდა, კერძოდ: პატეფონის ნემსიდან ვიდრე წყალბა დის ბომბის რადიაქტიულ წვიმამდე. ყველაფერი ეს ამ თითქოს სასწრაფო და გადაუდებე ლი საქმის სამსახურში ჩადგა. დღეისათვის უკვე კაცის მოკვდინების იმდენი ხერხი არსე ბობს, რამდენი კაციც ცხოვრობს და დადის ამ ცოდვილი დედამიწის ზურგზე. ამ ხერხებს შორის ისეთი პარადოქსული ხერხიც არსებობს, როგორიც დღევანდელი სამსჯავროს მსჯე ლობის საგანი გახლავთ, კერძოდ, – ადამიანის მოკვლა ცარიელი თოფით!!. – პროკურორმა ცარიელ დარბაზს მოავლო თვალი, თითქოს მსმენელთა რეაქციას ელისო, მაგრამ, მხოლოდ გაკვირვებული ბრალდებულის თვალებს რომ შეხვდა, თავი ჩაღუნა და ისე განაგრძო. – გუ ლუბრყვილოა ფაქტი იმისა, თითქოს ელექტრონის სკამი, სახრჩობელა ან ტყვია სავსებით მოსპობს მკვლელობებს, მკვლელობა ძალადობის ისეთი კატეგორიაა, რომელიც თვით სიკვდილსაც კი არ ექვემდებარება. რაც შეეხება ადამიანის მიერ ადამიანის უნებლიეთ მოკვდი ნებას, ამაზე ლაპარაკიცზედმეტია, ეს მოვლენა ისეთივე მარადიულია, როგორც ბუნებრივი კვდომა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანის უნებლიეთ მკვლელის მი მართ სასჯელის ზომა განკიცხვით, საზოგადოებისაგან მოკვეთით ან სხვა წმინდა ზნეობრი ვი ფაქტორით უნდა განისაზღვროს. მაგრამ, და კიდევ მაგრამ, ვაითუ ადამიანმა ისწავლა ყველა მკვლელობის, განსაკუთრებით კი განზრახ მკვლელობის, უნებლიე მკვლელობად კვალიფიცირება და ეს ფაქტი ბოროტად იქნეს გამოყენებული პროფესიონალი მკვლელის მიერ.
მე ვერ ვიტყვი, თითქოს დღევანდელ სამსჯავროზე განხილული მკვლელობის ფაქტი უპრეცე დენტო იყოს, მაგრამ იგი საკმაოდ ორიგინალურია და, მართლაც უნებლიე მკვლელობის ილუზიას გვიქმნის. მკვლელობის ეს ფორმა იმდენად ორიგინალურია, რომ მკვლელობის სა ყოველთაოდ ცნობილი ფორმულის „შემომაკვდას“ ყალიბშიაც კი არ ეტევა. მკვლელობის ეს შემთხვევა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე დამნაშავის მიერ აღიარებული განზრახ მკვლე ლობა. რადგან აღიარებული განზრახ მკვლელობის დროს სამსჯავროს მიერ უსამართლო განა ჩენის გამოტანის შესაძლებელი კოეფიციენტი თითქმის ნულზეა დაყვანილი. უნებლიე მკვლელობის დროს კი ასი გამოტანილი განაჩენიდან ორმოცდაათი საეჭვოა და პატიმრისათ ვის უმართებულო, დამღუპველი და საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. დაშვებული შეცდო მა ადვილი შესაძლებელია, ასევე დამღუპველი აღმოჩნდეს საზოგადოებისათვისაც.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? როგორი უნდა იყოს არჩევანი? საზოგადოება თუ პიროვნება? თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, ძნელია არჩევანის გაკეთება, რადგან ბალანსი დაახლოებით ერთნაირია. ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირე ბოდნენ საზოგადოების ინტერესებს მზესავით ნათელი ინტელექტები, ღმერთის ბადალი პი როვნებები, სწორუპოვარი გენიოსები და სათაყვანებელი კერპები, არანაკლები მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირებოდნენ ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, ერები და ცივილიზაციებიც კი პიროვნებათა ვნებებს, სიბრიყვესა და ამღვრეული გონების ნება-სურვილს. აქ ძნელია არჩე ვანის გაკეთება. მე მთელი არსებით მეზიზღება მკვლელი თუნდაც იმ უპირატესობის გამო,
რომ მას შეუძლია კაცი მოკლას, მე კი არ შემიძლია. პირადად მე იმდენად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სისხლიანი ძალადობისა და იმდენად დიდ დანაშაულად და ცოდვად მიმაჩნია ადამიანის მიერ ადამიანის მოკვდინება,მისთვის ღვთის მიერ მინიჭებული და ნაბოძარი სი ცოცხლიდან თუნდაც ერთი მზიანი დღის წართმევა, რომ ჩემთვის მხოლოდ ერთი არჩევანია და სხვა არჩევანიარ არსებობს: მე, კაკო დევდარიანი, პირველ რიგში, როგორც მოქალაქე, ხო ლო შემდეგ, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მოვითხოვ: სამართალში მიცემული სალა რიძე მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რეს პუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა! – პროკურორი დაჯდა და დადუმდა. იგი გაფითრებული იყო. ხელები უკანკალებდა და ამიტომ სიგარეტს დიდხანს ვერ მოუკიდა ცეცხლი. ბოლოს, რო გორც იქნა, გააბოლა. არანაკლებ გაფითრებულმა და აღელვებულმა თავმჯდომარემ მსაჯულებს გადახედა, გულოიანი ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს, გოგოლაძეს კი პირი დაეღო და შეშინებული თვალებით უცქერდა სახელმწიფო ბრალმდებელს, მხოლოდ ბრალდებული სალარიძე იჯდა თავჩაქინდრული, მას თვალები დაეხუჭა და ისე იყო საკუთარ ფიქრებში ჩაფ ლული, ისე ირხეოდა სკამზე, თითქოს პატარა ნავით ზღვაში იყო გასული ძალიან შორს, შორს და, რაც ამ ქვეყანაზე ხდებოდა, სრულებითაც არ ეხებოდა მას.– სამართალში მიცემუ ლო სალარიძე! – თქვა თავმჯდომარემ.
სამართალში მიცემულს არ ესმოდა.
– სამართალში მიცემულო სალარიძე!
– ახლა უფრო ხმამაღლა გაიმეორა თავმჯდომარემ. სალარიძემ თავი ასწია და დაბნეულმა შეხედა თავმჯდო მარეს.
– სამართალში მიცემულო სალარიძე, თქვენ გეძლევათ საბოლოო სიტყვა! სალარიძე ერთხანს გაშტერებული უცქერდა თავმჯდომარეს, მერე უცებ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, და თითქოს მადლობას ეუბნება თავმჯდომარესო, გაუღიმა და სწრაფად წამოდგა.
– მე საბოლოო სიტყვა არ მაქვს! – თქვა მან ჩაწყვეტილი ხმით.
– მე მაქვს თხოვნა, ხუთი თვის წინ ვაშლოვანის ქუჩაზე მ 151-ში მე დავტოვე კუბოზე დამხო ბილი ორი ადამიანი – ჩემი ქალიშვილი ნათელა და შვილიშვილი მეგი. ბიჭებო, დედას გა ფიცებთ, გაფიცებთ ყველაფერს, რა საფიცარიც გაქვთ ამ ქვეყანაზე, თუ გეღირსათ აქედან
გასვლა, მიმიხედოთ იმ ორ ადამიანს! – სამართალში მიცემულმა ისევ გაიღიმა უხერხულო ბისა და მადლობის ნიშნად, ისევ დაჯდა და ისევ ძველებურად დაიწყო რწევა, თით ქოსკვლავ ნავში ჩაჯდა და ნაპირიდან შორს, შორს გასცურა. თავმჯდომარემ თვალები მოის რისა და ყელში მობჯენილი ცრემლნარევი ნერწყვი გადაყლაპა.
– სასამართლო გადის სათათბირო ოთახში განაჩენის დასადგენად! – თქვა მან და ადგა.
– მოიცა, ნაკაშიძე! – შეაჩერა იგი ტიგრანა გულოიანმა, – მოიცა, განაჩენი არ იქნება! – იგი უცებ დევდარიანს მიუბრუნდა. – ეგ რა ჰქენი, ლიმონ? მაშ, ქვეყნად სამართალი აღარ არსე ბობს, მაშ, გული აღარ გაქვს, ეგ არის შენი კაცობა, ეგ არის შენი კარგი ბიჭობა, ეგ არის შენი მართალი სიტყვა? ლიმონას განთქმული ოქროს სიტყვა? ეს 368
– რა ჰქენი, ლიმონ? – ლიმონა დევდარიანი განცვიფრებული უცქერდა ტიგრანას.
– ტიგრან, ეგ ყველაფერი ფარსია, წარმოდგენა, სპექტაკლი. – უთხრა შეწუხებულმა დევდარი ანმა.
– რა არის ფარსი და სპექტაკლი, მაშ,შენ ნამდვილ სასამართლოს რაღას ეძახი, ერთი წუთის წინ ჩემს თვალწინ კაცი მოკალი. – თქვა გულოიანმა და სალარიძეზე მიუთითა. – შეხედე! – მორჩი ახლა ბაზარს, გეყოფა მაიმუნობა! – გააფრთხილა დევდარიანმა.
– არა, განაჩენი არ იქნება! – თქვა გულოიანმა ჯიუტად, მერე ადგა, მაგიდას შემოუარა, თავჩაღუნულ სალარი ძესთან მივიდა, წინ ჩაუცუცქდა და აღელვებული ხმით დამშვიდება დაუწ ყო.
– ნუ გეშინია, ძია ისიდორე, არაფერიც არ მოხდება. შენ ლიმონას რას უყურებ, ლიმონა გიჟია, სასამართლოც გიჟი ხომ არ იქნება? ა, ძია ისიდორე, ნუ გეშინია, არადა, მე დამაბრალე იმ შე ნი სიძის მკვლელობა, მე დამაბრალე, მე ვკისრულობ მაგის სიკვდილს, მაგის ოხერი დედაც ვატირე, მე დამაბრალე, ძია ისიდორე, შენი ჭირიმე, ჩემთვის სულ ერთია, გინდა ერთი მომიკლავს და გინდა ორი, გესმის, ძია ისიდორე, მე დამაბრალე, მე ვკისრუ ლობ შენი სიძის მკვლელობას. ოღონდ შენ თქვი სასამართლოზე, რომ მე მოვკალი, გესმის, ძია ისიდორე, ოღონდ შენ თქვი! – ბავშვივით ეხვეწებოდა მის წინ დაჩოქილი გულაჩუყებუ ლი ტიგრანა გულოიანი ისიდორე ბიძიას. ბიძია ისიდორე თავზე ხელს უსვამდა მის მუხ ლებში თავჩარგულ და ატირებულ ტიგრანას, თვითონ ისიდორე ტიროდა. ტიროდა სასამართლოს მთელი შემადგენლობა: სამართალში მიცემული – სალარიძე. სასამართლოს თავმჯდომარე – ნაკაშიძე. სახელმწიფო ბრალმდებელი – დევდარიანი. და სახალხო მსაჯულები – გულოიანი და გოგოლაძე.
* * *

– ადექით, ადექით!!! – ჩამესმა ძილში. ჯერ სიზმარი მეგონა და წავუყრუე.
– ნაკაშიძე, ადექი, დევდარიანო, გულოიანო, გოგოლაძე, ადექით!!! – დაჟინებით იმეორებდა ხმა.
მივხვდი, რომ სიზმარი არ იყო, და სწრაფად წამოვჯექი ნარზე. დევდარიანი, გულოიანი და გოგოლაძე უკვე წამომსხდარიყვნენ და თვალებს ისრესდნენ გაკვირვებულები, შუა საკანში საცვლების ამარა მოჩვენებასავით სიფრიფანა და გამჭვირვალე ბატონი ისიდორე იდგა.– გაიღ ვიძეთ? – გვკითხა მან.

– რაშია საქმე, ძია ისიდორე? – ვკითხე მე განცვიფრებულმა. ბატონმა ისიდორემ თავი დახა რა, ასე თავდახრილი იდგა დაახლოებით 5 წუთს, რომელიც მაშინ 5 საათად მომეჩვენა, ასე თი საშინელი შემაძრწუნებელი და შემზარავი დუმილი ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენია და საოცარმა შიშმა ამიტანა. ბიჭებს გადავხედე, ისინი ჩემზე უფრო შეშინებულები და გა
ფითრებულები იყვნენ. ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ვბედავდით. უცებ ისიდორე ბატონმა თავი ასწია და სრულიად გამოცვლილი, ჟრუანტელის მომგვრელი, სუფთა, დაწყნარე- ბუ ლი, მშვიდი ღვთაებრივი ხმით დაიწყო: – დასაბამიდან ყველა დროშა თეთრი იყო, თეთრი, სპეტაკი. თეთრი ფერი უკეთილშობილესი ფერია დედამიწაზე, ხოლო თეთრი ბაირაღი უკე თილშობილესი ფერის ბაირაღი. იგი თავიდან, თავისი სისპეტაკით მშვიდობას, სიყვა
რულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა. ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ თეთ რი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, თეთრი დროშები თეთრი თოვლიანი მწვერ ვალების მსგავსად სამყაროს თავზე უნდა იყვნენ აღმართულნი. ერთი დიდი, თეთრი ბაირა ღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა,ერთი თეთრი დროშა, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი! ახლა დაწექით და დაიძინეთ, ჩემო მეგობრებო! – თქვა მან პატარა პაუზის შემდეგ. თითქოს მისი ბოლო სიტ ყვები არ გაგვეგონოს, ისე პირდაღებული ვუცქერდით ბატონ ისიდორეს. ხმა რომ არ გავე
ცით, მან თავისთვის დაიქნია თავი, არ ვიცი კმაყოფილების, თანხმობისა თუ უკმაყოფილე ბის ნიშნად. მერე უცებ შეტრიალდა, თავის ნართან მივიდა და დაწვა. ძილი დიდხანს, დიდ ხანს არ მოდიოდა. არ მახსოვს, რომელმა როდის დავიძინეთ, ის კი მახსოვს, ასე ცარიელი, ასე ყველაფრისაგან დაცლილი და უსიზმრო ძილი ჩემს სიცოცხლეში არ მქონია.
დილით კვლავ ყვირილმა გამაღვიძა, მაგრამ ეს უკვე შოშია იყო: – ბანდიტებო, გათახსირებუ ლებო, ვირიშვილებო, შობელძაღლებო, სულთამხუთავებო, მკვლელებო, ადექით ადექით, შე ხედეთ!!! – კიოდა იგი ქანდარიდან. გიჟებივით წამოვცვივდით.
ბატონი ისიდორე თავის ნარზე იწვა მიტკლისფერი და ძალიან მშვიდი სახით. მკლავები აქეთ-იქით გადაეყარა, ორთავე მაჯა გადახსნილი ჰქონდა, ტიგრანას სამართებელი მარჯვენა ხელის ქვეშ ედო, იატაკზე კი შედედებული სისხლის გუბე იდგა. ცივმა ოფლმა გამომჟონა და მთელი სხეული სველი ჩვარივით გამიხდა.– ჩვენი ბრალია! – თქვა შოშიამ.
– ჩემი ბრალია! – თქვა ტიგრანამ.
– მაგის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი! – თქვა დევდარიანმა, მერე მივიდა და კარზე მუშტე ბის ბრახუნს მოჰყვა მთელი ძალითა და ღონით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent