უსათაურო (4თავი)
გადიოდა დღეეები, მე ანი ვსწავლობდით და ვიყავით ისევ ისე, როგორც ადრე სანამ კიტა გამოჩნდებოდა. ეჰ კიტაა. უკვე 1 კვირა გავიდა იმ ინციდენტის მერე და აღარც ქუჩაში შემხვედრია და აღარც ლუკასთან მოსულა ცეკვაზე. ერთ დღესაც სადღაც საღამოს 9 საათი იქნებოდა სახლში მარტო ვიყავი და ნაყინთან ერთად სპანჯიბობს ვუყურებდი, ანი დედამისთან და მამამისთან იყო კიკეთში რაღაც საქმის გამო ასული და ისიც მალე მოვიდოდა რომ... რომ კარებზე უეცრად ძლიერი რახა-რუხი ატყდა. გამიკვირდა ანის გასაღები აქვს და რომც არ ქონოდა ასეთ ბრახუნს არ ატეხავდა. გავედი და სათვალთვალოდან გავიხედე და რას ვხედავ. თაზო დგას, აშკარად მთვრალი. შემეშინდა, მართლა ძალიან შემეშინდა. ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრებ იარაღით დავაშინებთქო, მაგრამ შემდეგ გამახსენდა რო ანის აქვს მანქანში. -ვიცი რომ აქ ხარ თინი შენს აჩქარებულ სუნთქვას ვგრძობ პატარავ.- ამაზრზენად თქვა და მეც მაშინვე პირზე ავიფარე ხელი.- გამიღე კარები და დავილაპარაკოთ. - შენთან არანაირი სალაპარაკო არმაქვს. - ჰოო? აბა კიტა მენაბდემ რატო მითხრა თავი დაანებეო?- კიტამ უთხრა?ვიცოდი რომ თაზო ჩემს გამო ცემეს, მეგონა ლუკამ ცემა მაგრამ კიტა...- თინი გამიღე კარები თორემ შემოვამტვრევ და ჩვენი საუბარი კარგად არ დასრულდება. - მთვრალი ხარ, წადი თორე პოლიციას გამოვიძახებ.- დავუყვირე და ლუკასთან დავრეკე. - სულ ყ**ზე შენი პოლიცია. ბოლოჯერ გაფრთხილებ კარები გააღე.- დაიღრიალა. - არაა.- და ტელეფონზე ლუკას ვუპასუხე.- ლუკაა სად ხარ? - კლუბში ვარ კიტასთან და ნიკუშასთან ერთად. რა ხმა გაქვს რა ხდება? - აუ მიშველეე რა გთხოვ, ტაზოა აქ და კარების შემოვტვრევას ცდილობს. - მოვდივართ თინი. ხაზზე დარჩი და არ გამითი...- ბოლოს ვეღარ გავიგე რა მითხრა. ტელეფონი იქვე მაგიდაზე დავაგდე, როცა ოთახში სახე წაშლილი თაზო შემოვარდა. - თაზო არ მომიახლოვდე არ მინდა რამე გატკინო.- მგონი დადგა ის დრო რომ ჩემი ვარჯიშების შედეგი გამოვავლინო. როგორც ზემოთ ვახსენე თავდაცვით ვარჯიშებზე დავდიოდი. - შეენ?- გაიცინა.- შენ რა უნდა მატკინო. მოდი აქ.- თმისკენ წამოიღო ხელი, მაგრამ მოვუგრიხე და უკნიდან დავუჭირე, ფეხი სახრელში ჩავარტყი და მთელი ინერციით წინ გადავაგდე. - უხ შე პატარა .- მომვარდა და თმით დამქაჩა და შუბლი მაგიდის კუტხეს ჩამოვარტყი. თავბრუ დამეხვა, სახეზე მასაც შეეშინდა მაგრამ მაინც წამავლო ხელი მკლავში და ამაყენა, კედელზე ამაყუდა და ყელზე ხელი მომიჭირა. მეც არ დავნებდი და იდაყვი ცხვირში ჩავარტყი, აშკარად გაუტყდა იმხელა ხმაზე დაიიგმინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დავიხსენი თავი. ყელში წამიჭირა ხელი, იმ დონეზე რომ უკვე სუნთქვას ვეღარც ვახერხებდი. უკვე უნდა გავთიშულიყავი, რომ ვიღაცამ მომაშორა. თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და დავინახე როგორ ურტყამდა კიტა თაზოს, ლუკა კი აჩერებდა და უძახდა ამათ არ ღირსო. ბოლოს კიტა მოშორდა და ლუკა კი მე მომვარდა, თმა უკან გადამიწია და ხელში როგორც ბუმბული ისე ამაფრიალა და დივანზე მიმაწვინა. ძლივს მოვედი აზრზე, ჯერ კიდევ ვკანკალები. - თინი კარგად ხარ?- განერვიულებულმა მკითხა და სახეზე ხელი მომისვა. - კი კი, კარგად ვარ. უბრალოდ თავბრუ მეხვევა. - შენი შუბლი... სისხლი მოგდის თინი.- ნიკუშამ მითხრა ანერვიულებულმა.- მითხარი სად გიდევს აფთიაქის ყუთი და მოვიტან. - არა... იყოს მეთვითონ.- ფეხზე წამოვდექი, მაგრამ თავბრუ დამეხვა და რომ არა კიტას ხელები, უთუოდ იატაკზე დავეცემოდი. - თინი... კარგად ხარ? თინ...- ვერ დაასრულა სათქმელი, რადგანაც ოთახში გაკვირვებული ანი შემოვიდა. - აქ რა ხდება?- ჩაიჩურჩულა. - რა ხდება და...- ნიკუშამ დაიწყო მაგრამ უცბათ გააჩერა. - რატომ აგდია ეს არსება აქ ნაცემი და გათიშული ან თქვენ რატომ ხართ აქ, ან ჩემ დაქალს შუბლიდან რატომ მოსდის სისხლი და რატომ არის კიტაზე მისვენებული? რა ხდება ლუკა?- საკმაოდ გაღიზიანებულმა ამოიჩურჩულა და წარბი აწია. - ეს არსება თინის შემოუვარდა სახლში, ჩვენ დაგვირეკა და აქ მაგიტომ ვართ, რომ მოვედით თაზო თინის ახრჩობდა.- ნიკუშამ თქვა და ამოისუნთქა. - რაღაც არ მახსენდება ნიკუშა მეთქვას, როდიდან გახდი ლუკა?- გაღიზიანებულმა შეეპასუხა. - შენ ენა ძალიან შემაჩვიე და არ მინდა გავბრაზდე. - დედაა როგორ შემეშინდაა. მუხლები ამიკანკალდა. შენ კიდევ ბიჭო ეგ გოგო მიასვენე დივანზე, რომ მივხედო. - რახდება ანი რა ხასიათზე ხარ.- ლუკამ კითხა და ჩაიცინა. - ძაან მაინტერესებს სახლში მოსულს მზგავსი სიტვაცია რომ დაგხვდეს, ზეიმს მოაწყობ? ზოგჯერ რამდენ სიდებილეს ავლენ ლუკაა, არ შეიძლება ასე.- თქვა და სპირტიანი ბამბა შუბლზე მომადო. - ფრთხილად გოგო მეწვება, ნორმალური ხარ?- ამოვიბუზღუნე. - კი მარა იარაღი სად გაქვს გოგო, ერთი დანახება იყო და ისე გაქრებოდა შენი ცხოვრებიდან, თითქოს არც უარსებია. - შენი მანქანის სათავსოში დევს. გავიბრძოლე მარა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. - ეგრეც ვიფიქრე შენ ვერც მე მერევი და ახმახ თაზოს მოერეოდი?- გაიცინა ანიმ. - უკაცრავად რაა? აბა შენ თავზე დაიხედე კუნთი გაქვს ჩემზელა და მერე მე შემომხედე. - ისა იცით ხომ, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ და ჩვენი სტუმარიც ფხიზლდებაა.- ლუკამ წამოაგდო ფეხზე თაზო. - ლუკაა. აქ რა გინდა ტო? ან სად ვარ? - ახლა აღარ გახსოვს ხომ სად ხარ? მე შენ არ გაგფრთხილე თინის არ გაეკაროთქო? არ ვთქვი ერთხელ გასაგონათ თუ ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი?- მისკენ წავიდა კიტა, მაგრამ ხელზე მოვეჭიდე და თვალებით ვთხოვე, რომ თავი დაენებებინათ. მისი შეხებისგან ისე გამჟრჟოლა კინაღამ ცუდად გავხდი. გავწითლდი? ხო აშკარად გავწითლდი, კიტასაც არ გამორჩენია ეს და ცალყბათ ჩაიცინა. - მე მიყვარს თინი.- მტკიცედ განაცხადა. - და სიყვარულით ახრჩობდი ხომ? შე*ემა სიყვარულზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონია.- ირონიულად ჩაიცინა ნიკუშამ და კიტას მხარი გაკრა. - მე რაშუაში ვარ თვითონ დამირეკა და მოდი გთხოვ, სახლში მარტო ვარ და ანიც გვიანობამდეც არ მოვაო- თვალი ჩამიკრა და ისეთი თავდაჯერებულობით თქვა, რო ერთი გაფიქრება გავიფიქრე მართლა ხო არ დავურეკეთქო. სწორედ ამ დროს ეცა ანი თაზოს და ისეთი მუშტი მოუქნია, რო კიტასგან გატეხილი ცხვირი მეორე ადგილას გაუტეხა. ნიკუშამ ძლივს მოწიწკნა. - წესიერად ილაპარაკე ნა*****რო, ვინმეში ხო არ გეშლები ან მე ან თინი? ვის დაქალზე ლაპარაკობ ეგრე აბა გამოიხედე თვალებიდან. ანი გელოვანს ელაპარაკები.- იმხელა ხმაზე ყვიროდა ანი, მგონი ხმის იოგები გაუწყდა. მოკლედ რა, რა ძაან ვუყვარვარ. ჩემს გამო რას არიზამს. - მომაშორეს ეს ქაჯი გოგო...- ჩუმათ ამოიხრიალა თაზომ. აი ახლა უკვე მე გავმწარდი. - ახლა მე შენ იცი რას გიზამ...- ხოოო მერე იყო წივილი კივილი, მეზობლისგან გამოძახებული პოლიცია ხმაურის გამო და ყველანი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ოხ თაზო ჯერ აქედან გამოვიდე. - ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ? კაცი დამესხა, კინაღამ მიმგუდა, თავი შუაზე გადამიხსნა და კიდე მე ვზივარ იზოლატორში???- გაავებული ვყვიროდი. - თინიიი, შენი ხმა მაინც არავის არ ესმის და მოდი ცოტახანს მორჩი წიკვინს.- ნიკუშამ გამომხედა მუდარით. - უიმეე, რას წარმოვიდგენდი 23 წლის ასაკში...- ანიმ გამაწყვეტინა. - დაიწყოოო.- ამოიზმუვლა. ხანდახან რო დავიქოქები,ზედმეტად ბევრის ლაპარაკი ვიცი ხოლმე. -მაცა ქალო, რას წარმოვიდგენდი 23 წლის ასაკში ციხეში თუ მოვხვდებოდი. ისე თქვენ რაღას წამოყევით ლუკას? ახლა თქვენც გაგიფუჭდებათ საქმე, ბოლო ბოლო დიდი ბიზნესმენები ხართ და ჩემს გამო არ უნდა გაიფუჭოთ საქმე. ისე თქვენი აზრით ჟურნალისტებს უკვე ეცოდინებათ, რო დიდუბე-სამგორის N3 სამართველოს ერთ-ერთ იზოლატორში თვით კიტა მენაბდე და ნიკუშა ბენდელიანი იმყოფება? რა საინტერესოა მაგათ ოდესმე ძინავთ? ღმერთო ანი კიდევ კაი თავის დროზე გადავიფიქრე ჟურნალისტობა. რასამბობ არქეოლოგია ხომ რამეში მადგება, ახლა შეიძლება კაიროს რომელიმე აკლდამაში ვყოფილიყავი რომ ...- უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე. - მოიცა რაა?- კიტამ გაახილა უცბათ თვალები და მე გამომხედა.- კაიროში რა გინდოდა? - ხოო არქეოლოგიის ერთ-ერთმა დიდმა ფილიალმა მიმიწვია კაიროში გათხრებზე, მაგრამ ვერ წავედი.- თავი დავხარე. - რატო კი მარა? ეს ხომ შენი ოცნება იყო? - იყო არა, არის. უბრალოდ ანის ქვიშა და პირამიდები არ ევასება და არ გამომყვა. მე და ის კი ცალცალკე არსად არასდროს ვართ. ცალცალკე ანი და თინი ვეღარ ვიქნებოდით, ამიტომაც მერჩივნა აქ ვყოფილიყავი, ვიდრე ანის გარეშე იქ.- ამოვთქვი და ღიმილით გავხედე კიტას, რომელიც გაღიმებული მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ცოტა უხერხულობა ვიგრძენი და გისოსებთან ჩავიცუცქე. - სულ ამდენს ლაპარაკობ ხოლმე?- ნიკუშამ ამოთქვა. - მოიცა ჯერ შეგეჩვიოს და შეიძლება ღამის 3ზე დაგირეკოს პროსტო იმის გამო რო ვერ იძინებს და იქნებ ელაპარაკო.- ანიმ თქვა.- თავიდან აი მაგის გამო ვერ ვიტანდი, იმენა გამარჯობასაც არ ვეუბნევოდი. სულ მხიარული და ყველას მიმართ თბილი იყო, იყო რა არის და ალბათ სულ იქნება. მერე რაღაც მოხდა და ასე შემოვრჩით ერთმანეთს. ახლა კი ისე ვართ რომ ერთმანეთის გამო ოცნებებსაც აღარ ვისრულებთ. - ოო ეგ შენი ბრალია რო ვერ მიტანდი, თორე მე შენ მაშინაც ძაან მიყვარდი.- გავხედე. - თინი ნუ იტყუები ანი ყოველთვის იმის გამო გიყვარდა რო ლამაზი და ფერად ფერადი კალმები ქონდა ხოლმე.- ლუკამ თქვა სიცილით და ყველა ავყევი. მაგრამ ვააააიიი.... სიცილი სახეზე შემაშრა და წივილ-კივილით წამოვვარდი ფეხზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.