შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის თამაში (პირველი თავი)


9-08-2021, 16:43
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 217

–არ მჯერა ნეა,რომ ეს საქმე დასრულდა ჩვენს სასიკეთოდ.გახარებული ქერა ბიჭი ქუჩაში ბოლო ხმაზე ყვიროდა და აქეთ იქით დადიოდა.
–არც მე,ბოლო წუთამდე კი გვაწვალა ამ კაცმა და რავიცი...სიცილით მიუგო შავგვრემანმა გოგომ
–ხო მაგრამ სანამ სასამართლოს ფურცელი არ მეჭირება ხელში,რომელიც მაუწყებს რომ დეპორტს აღარ ჩამირტყავენ,აქ ბიჭი შეჩერდა ნეას მიუახლოვდა თავის ხელებში მისი ნაზი თლილი თითები მოაქცია და განაგრძო,მანამდე ვერ დავიჯერებ,რომ ამ ფიქტიური ქორწინების წყალობით გადავრჩი.
გოგონას არაფერი უპასუხია,გაუღიმა და თავი დაბლა ჩახარა,გული გამალებით უცემდა,ფიქრობდა დღეს ის დღე იყო როცა მისი და გიორგის თამაში რეალობად გადაიქცეოდა.მართალია ეს ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო მაშინ კი აზრადაც არ მოუვიდოდა,რომ ამ ბიჭის მიმართ რაიმე გრძნობა გაუჩნდებოდა მომავალში,თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგარადაა.გიორგისთან ერთად გატარებული ყოველი წამი ნეასთვის საყვარელია,მისი ყოველი შეხება ათას ემოციას იწვევს მასში.ნეას უყვარს გიორგი,მაგრამ გიორგის თუ უყვარს ნეა? მისი საქციელიდან გამომდინარე გოგონა ასე ფიქრობს,მაგრამ იქნებ ეს იმიტომ რომ მას სურს ისეთი იყოს სამყარო რომელსაც ის თავის გონებაში წარმოიდგენს?
–ახლა სამსახურში გავიქცევი,დღის ბოლოს კი ერთად ავღნიშნოთ ეს ამბავი კარგი? ბედნიერმა მიახალა გიორგიმ ცოლს.
–კარგი,მე დღეს გავენთავისუფლე ამიტომ სახლში წავალ
–მიდი ნეა,რომ მიხვალ მომწერე არ მანერვიულო.
–აუცილებლად
გოგონა აღფრთოვანებული გამობრუნდა უკან,გზად მარკეტში შეიარა და გიორგის საყვარელი საჭმლისთვის პროდუქტიც იყიდა.მთელი დღე აჟიტირებული იყო,ერთი სული ქონდა როდის მოსაღამოვდებოდა,საყვარელი ადამინის სახე ისევ რომ ენახა.მაგიდა ორისთვის ლამაზად გაწყო,სანთელიც აანთო,კერძები გამოიტანა და საყვარელი ღვინის გახსნისას თითქმის მთელი სამზარეულოს დანებიც გააფუჭა.გიორგის ფავორიტი კაბა გადაიცვა,გრძელი შავი კულულები ყურს უკან გადაიყარა,ბოლოს კი დევაჟონის ის სუნამო დაისხა,რომელიც მაშინ ესხა,როდესაც პირველად გიორგის შეხვდა.ნეა,ნეა ბაქრაძე მართალი,კეთილი და საყვარელი გოგო,რომელსაც ცხოვრება იმაზე ფერადი გონია ვიდრე ის რეალურად არის.იმაზე უფრო ტკბილი ამ წუთამდე ვიდრე მომავალში იქნება,იმაზე უფრო ნათელი ვიდრე წარსულში იყო.
–ნეაა,სახლში შემოსულმა ბიჭმა ბოლო ხმაზე დაიძახა ჯერ კიდევ მისი ცოლის სახელი
–აქ ვარ,სასადილო ოთახიდან პასუხი დაუბრუნა საყვარელ ადამიანს
–რა გემრიელი სუნებია,ბიჭმა გულის წასვლა გაითამაშა,რამაც ნეა უფრო მეტად გაამხიარულა
–აიღე,თეფშზე გადმოუღო ვახშამი,შემდეგ კი მის გვერდით ადგილი დაიკავა
–უგემრიელესია,მპუა სამი თითი შეკრა გიორგიმ აკოცა და იტალიურად ჩულოო მიაძახა
მომენტალურად ყველაფერი შეიცვალა,ნეას ფერადი სამყარო განაცრისფერდა,მისი ოცნებები წამში ჩამოინგრა,საყვარელი კაცი რომელსაც აღმერთებდა წამში გაუფასურდა.
–ნეა,რა მოხდა? ოდნავ შეშფოთებულმა კითხა ბიჭმა.
გოგონამ სიტყვის უთქმელად ტელეფონი შეაბრუნა მისი მიმართულებით და ფოტო ანახა სადაც გიორგი უცხო გოგოს კოცნიდა
–გიღირდა კი ასეთი კაცისთვის საყვარელი ადამიანების დათმობა? ხმამაღლა წაიკითხა ფოტოსთან ერთად თანდართული მესიჯი,რამაც ბიჭის გაცხარება გამოიწვია
–ეს ვინ მოგწერა?რა უფლებით გწერს ამ სიტყვებს? შუბლი შეკლა ქერამ
–ვინაა ეს გოგო? უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ნეამ ამ სიტყვების სათქმელად
–მარიამია,გოგო რომელიც მიყვარს,ეს სიტყვები ჩვეულებრივად წარმოთქვა გიორგიმ,მაგრამ ნეასთვის იმაზე მძიმე მოსასმენი აღმოჩდა ეს ყოველივე ვიდრე ვინმე იფიქრებდა.გულში რაღაც ტკივილი იგრძნო,ხელი მოიჭირა იმ ადგილას სადაც სტკიოდა,ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ კი აცრემლებული თვაელბი შეანათა ბიჭს.ნეა დუმდა,ხმას არ იღებდა,აზრებს ვერ ალაგებდა.
–ასე როგორ მომექეცი? ძლივს აღმოხდა ეს სიტყვები გოგოს
–ასე როგორ ნეა?მე შენ როგორც საკუთარ დას ისე გიყურებ,ამ ორი წლის მანძილზე შენ გახდი ჩემი ოჯახი,საუკეთესო მეგობარი თუ პატარა და,არც კი მიფიქრია სხვანაირად შემომეხედა შენთვის.რაიმე თუ არასწორედ გაფიქრებინე გთხოვ მაპატიე.
–მასში არის ის თვისებები რაც ჩემში ვერ დაინახე? ჩემზე უკეთესია? გონება დაბინდული რას კითხულობდა აღარ იცოდა
–ნეა,გთხოვ არ გინდა
–მიპასუხე,დაუყვირა გოგონამ
–კი არის,შენზე ბევრად ლამაზია,შენზე მეტად პერსპექტიული და მიზან დასახული,იგივე ტონით უპასუხა გიორგიმაც
–მე შენს გამო...
–ჩემს გამო რა? აა მაყვედრი ნეა? არავინ გეხვეწებოდა რამე დაგეთმო ჩემს გამო მასე არ იყო?
შენით გამოიჩინე ინიციატივა და დახმარება შემომთავაზე. ამრეზად გადახედა ბიჭმა
–ვერ გიტან,ბოლო სიტყვები ნეამ ხმამაღლა წარმოთქვა,შემდეგ კი ნელი ნაბიჯით სახლი დატოვა.
გონება არეული გზას მიუყვებოდა,თვალები ამდენი ტირილისგან ჩაწითლებული ქონდა,თურმე რა ხდებოდა მის ზურგს უკან,თურმე გიორგი მას იყენებდა,თურმე მისი ოცნებები ამაო და ფუჭი ყოფილა.თვითონ კი ბრამად სჯეროდა ბიჭის,ენდობოდა და ფიქრობდა,რომ პატივს სცემდა,თუმცა ეს ყოველივე ერთი დიდი ტყუილი ყოფილა.ლისის ტბამდე ავიდა,გაბრუებული მოგონებებში ახლართული,ბედნიერი მომენტების გახსენებით,წყალს გაჰყურებდა და თავს უკანასკნელ იდიოტად თვლიდა.მომენტალურად სუნთქვა გაუჭირდა,გულზე ხელი უფრო ძლიერ მოიკიდა,თუმცა ამაოდ.ფეხებქვეშ მიწა გამოეცალა თვალები მიელულა და სანამ ბოლომდე გონებას დაკარგავდა მთელს სხეულზე ცივი წყლის შეხება იგრძნო.

–პულსი იკარგება,გულის მასაჟი დაიწყეთ,ყვიროდა ბოლო ხმაზე გამწარებული ექიმი.
ამ დაძაბულობის ფონზე კალიდორში,აღშფოთებული ბიჭები დადიოდნენ,ერთი შავგვრემანი,ასაკით აშკარად ყველაზე დიდი მაღალი,თმები გადაპარსული ქონდა.ორი ქერა ეტყობოდათ ძმები იყვნენ თუმცა ერთი მეტად ახალგზრდა ჩანდა.
–სანდრო გადარჩება? შეშინებულმა კითხა უმცროსმა ქერა ბიჭმა
–იმედი მაქვს ბექა იმედი მაქვს,აღელვებულმა ბიჭმა სიარული განაგრძო.ღელავდა,სანდრო ბურდული ვერ იტანდა აცრემლებული გოგონების დანახვას,ეს უცნობი კი თვალებჩაწითლებული რომელიც მოულონდელად ტბაში ჩავარდა გონებიდან არ ამოსდიოდა.ნერვები ეშლებოდა იმ ადამიანზე ვინც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.სულმოუთქმელად ელოდა ექიმის გამოსვლას,თუმცა ოპერაციამ კიდევ დიდხანს გასტანა.როგორც იქნა გამოვიდა ექთანი და წამიც კი არ აცადეს ბიჭებმა მაშინვე მივარდნენ ქალს
–უკაცრავად როგორ არის პაციენტი? ინტერესით იკითხა ბექამ
–თქვენ ვინ ბრძანდებით მისი? უცხო პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს
–მე მისი შეყვარებული ვარ,საუბარში სანდრო ჩაერთო
–მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,დანარჩენს ექიმი გეტყვით აი მოდის,მოხუცი მამაკაცისკენ მიანიშნა ექთანმა
–თქვენ გოგონას ახლობლები ხართ?
–მე მისი შეყვარებული ვარ,კვლავ იცრუა სანდრომ
–პაციენტს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს,მედიცინის ენაზე რომ გითხრათ მას ექიაპია ჭირს,ეს დაავადება საკმაოდ ვერაგია,თანდაყოლილია როგორც უკვე გითხარით მაგრამ თავს მაშნ იჩენს როდესაც ადამიანი ძალიან ნერვიულობს.მოკლედ და გასაგებად რომ გითხრათ პაციენტს ახალი გული ესაჭიროება,ჯერ ჯერობით სტენდი ჩავუდგით რაც მას დროს მოაგებინებს,ვიზრუნებ რომ სიაში მალე ჩასვან.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,კაცმა გაუღიმა და იქაურობა დატოვა
–საწყალი გოგო ტოო,ასეთი ახალგაზრდა და ასეთი პრობლემით?შეშფოთებულმა წარმოთქვა ბექამ
–ბექა,სახლში გაიყვანე ნიკა,ხვალ სკოლა აქვს და უკვე ძალიან გვიანია.მე აქ ვიქნები გავიგებ ამ გოგოს ახლობლებს ვინ არიან,ჩავაბარებ და გავფრინდები შემდეგ მეც გერმანიაში.
–კარგი ძმაო,თუ რამე დაგჭირდება დამირეკე
–კარგი
ნეა პალატაში გადაიყვანეს,გონს შემდეგი რვა საათი კიდევ არ მოსულა,სანდრო მის საწოლთან იჯდა მთელი ეს დრო,გული შესტკიოდა,თითქოს საიდანღაც იცნობდა მას მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.დრო ბევრი ქონდა ნეას სახის შეასწავლად,გრძელი წამწამები,შავი ოდნავ ტალღოვანი თმა,დიდი ტუჩები რომელსაც ფერი არ ქონდა.რაღცნაირად ლამაზი მოეჩვენა ამ მომენტშიც კი ეს უცხო გოგონა.დიდხანს ელოდა ბურდული სანამ ნეა გაიღვიძებდა,ინტერესიც კლავდა აინტერესბდა რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე.
–ჰეი,ჰეი გამარჯობა,თბილად მიუგო ბიჭმა როგორც კი ნეამ თვალები გაახილა.
აშკარად დაბნეული იყო,ჯერ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,სად იყო ან ეს უცხო ბიჭი მის გვერდით რას აკეთებდა.
–გამარჯობა,ნელა ამოიულუღლუღა გოგონამ.ნეას რამდენიმე საათი დასჭირდა გონზე მოსასვლელად,სანდრომ ამ დროის მანძილზე ყველაფერი აუხსნა,როგორ მოიყვანა აქამდე,თავის გასაღება მის შეყვარებულად რომ მოუწია და კიდევ სხვა დეტალები.
–დიდი მადლობა სანდრო,არც კი მეგონა უკვე შენნაირი ადამიანები კიდევ თუ არსებობდნენ,არვიცი რით შემიძლია გამოვხატო მადლიერება შენს მიმართ.
–კარგი რა ნეა,ასეთ მდგომარეობაში ხომ ვერ დაგტოვებდი? გთხოვ ამაზე აღარ გვინდა საუბარი.შენ ის მითხარი ახლობლები თუ გყავს ან როგორ შემიძლია დავუკავშირდე მათ.ღიმილით,გულწრფელად მიუგო ბიჭმა.
–არავინ მყავს,დანანებით ამოილუღლუღა გოგომ და თავი მეორე მხარეს გადააბრუნა,რათან ბურდულისთვის წამოსული ცრემლები არ ეჩვენებინა
–საერთოდ არავინ? ოდნავ შეშფოთებულმა იკითხა ბიჭმა
–ხო საერთოდ აღარავინ მყავს

ნეასთვის არც ისეთი რთული გადასატანი აღმოჩნდა ის ფაქტი,რომ ახალი გული სჭირდებოდა.პირიქით თვლიდა რომ დამსახურებულად მიიღო ცხოვრებისგან ის რასაც იმსახურებდა.მან ხომ ეგოისტურად იმოქმედა,არავის მოსუმინა და გიორგის გამო ოჯახიც და მეგობრებიც დაკარგა.ოცი წლის იყო როდესაც გათხოვდა,ბუნებრივია ამან მშობლების აღშფოთება გამოიწვია.მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული და დაფასებული იყო თბილისში,სადაც სწავლას და მომავალ კარიერას უდიდესი ყურადღება ექცეოდა.ნეა კი ეგოისტურად მოიქცა და იმდენად დააბრმავა შურისძიების წყურვილმა რომ მშობლების გასაბრაზებლად გიორგის ცოლად გაყვა.მათი ბრალი იყო ახლა ნეა სამხატვრო აკადემიის ნაცვლად სამართალზე რომ სწავლობდა.ნეას ყველა ოცნება და სურვილი სწორედ მათ დაანგრიეს,მაგრამ ისე მოხდა,რომ ვერც მომავალმა აჩუქა ბედნიერება ახალგაზრდა გოგოს.მისი საყვარელი მეგობრები,რომლებსაც ასევე გაუთავებელი კამათის გამო დაშორდა ახლა ყველაზე მეტად მოენატრა.ნეამ დაუფიქრებლად ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგა.ის ყოველთვის უყურებდა ერთად შეკრებილ სამეგობროს შორიდან და უხაროდა ყველაფრის მიუხედავად მისი გამოკლებით,რომ ისევ ერთად იყვნენ.ცხოვრებაში ორი რამ არის მნიშვნელოვანი ოჯახი,რომელსაც უნდა გაუფრთხილდე ყველაფრის ფასად და არ ჩაუდგე ჯიბრში,რადგან არ ღირს უბრალოდ ამ ურთიერთობების დაკარგვა არაფრად,მეორე კი მეგობრობაა გასაჭირში იმ ადამიანების შენს გვერდით დგომა ვისაც უკეთ ესმის სიტუაცია.სიყვარულიც მნიშველოვანია,მაგრამ ნეასთვის პირველი სიყვარული დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა,საყვარელი ადამიანისგან იმედგაცრუების მეტი ვერაფერი იგრძნო.გასაჭირში მისგან მხარში დგომაც კი არ ახსოვს,არადა როგორ ამართლებდა ნეა გიორგის ქმედებსბს მაშინ როდესაც გულის ერთ კუნჭული იცოდა,რომ არასწორი იყო.ახლა კი რა ხდება?ამდენი ხანი გავიდა და არც მოუკითხავს როგორაა, სრულიად უცხო ადამიანები ზრუნავენ ნეაზე,ეს კი ნამდვილად დასაფასებელია.ყველაფერის გამოსწორებას ეცდება,რადგან არ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს.
–ნეა სად წაგიყვანო? ღიმილით ჰკითხა ბურდულმა
–საბურთალოზე,აგიხსნი გზადაგზა,მადლიერი თვალებით გადახედა გოგონამ
–ბექას და ნიკუშასაც უნდოდათ მოსვლა,მაგრამ საზღვარგარეთ მოუწიათ გაფრენა,მოკითხვა დამავალეს
–მეც მომიკითხე და თუ ძალიან არ შეგაწუხებ მადლობაც გადაუხადე ჩემს ნაცვლად,ასე რომ შეწუხდნენ
–კარგი რა ნეა რამდენჯერ შეიძლება მადლობა გადაგვიხადო?
–არა სანდრო,მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს მადლობელი ვარ ჩემთვის რაც გააკეთეთ მაგრამ მეტს ვერ შეგაწუხებთ.ჩემს თავს მივხედავ,ვალდებული ვარ მივხედო,დანანებით ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი ჩახარა
–ნეა,მარტო არ ხარ ხომ იცი არა? მე შენს გვერდით ვარ რაც არ უნდა მოხდეს,ბიჭმა გაუღიმა და გოგონას ჭრელ თვალებში მომენტალურად ჩაიძირა.
–ანალოგიურის თქმა შემიძია შენთვისაც,ღიმილითვე უპასუხა ნეამ
–ნეა,დაბოხებული ხმით მიუგო სანდრომ
–ხო?
–მიხარია რომ გაგიცანი,ცალი ხელით მის თმას შეეხო და წაეთამაშა
–მეც სანდრო,მეც,ანუ ყველაფერს აქვს არათავისი დადებითი მხარე,სიცილით მიუგო გოგონამ და ფანჯრიდან გაიხედა.

მანქანაში ორი ადამიანი იჯდა,ორივე სავსე ემოციებით.გოგონა რომელსაც ცხოვრებამ დიდი იმედგაცრუება არგუნა და მომავლის გაურკვევლობა აჩუქა და ბიჭი რომელსაც პირველად შეუყვარდა,პირველად იგრძნო იმ თბილი ემოციის ჩაღვრა გულში რაც სხვისი მონათხრობიდან იცოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Asia

მომწონს იდეა ვნახოთ როგორ განავითარებ წარმატებები

 


№2 სტუმარი mariami

ძალიან კარგიაა heart_eyes იმედია მეორე თავის დადებას არ დააგვიანებ heart_eyes მომწონს ნეას პერსონაჟი

 


№3 სტუმარი რეიესი

იმედია სხვა ისტორიებივით არ დატოვებ დაუმთავრებელს. ძალიან კარგია. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent