შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბავშვობის სიყვარული 1


28-08-2021, 04:26
ავტორი gabi du
ნანახია 11 441

მერვე კლასში ვიყავი ლევანი, რომ გავიცანი. ის, მეათეში იყო მაშინ...
ჩემს მშობლებს, როგორც ყოველთვის აურზაური ჰქონდათ ურთიერთობაში და ვინ იცის მერამდენედ, ერთმანეთს დაშორდნენ. მამა, სახლიდან წავიდა. დედაჩემი ჩემს ძმებთან ერთად დარჩა. მე, მამიდამ წამიყვანა თავისთან. დედაჩემი, არც მანამდე გამოირჩეოდა ყურადრებით. ახლა ხომ საერთოდ აიღო ხელი ჩემზე და აღარც მკითხულობდა. რა თქმა უნდა განვიცდიდი, დანგრეულ ოჯახს, არაჯანსარ ურთიერთობას მშობლებთან, პატარა ძმებისგან შორს ყოფნას, ახალ გარემოს სკოლაში. მითუმეტეს, რომ აქ არავის ვიცნობდი. მაგრამ ამასთანავე ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი იმით, რომ დაღამების არ მეშინოდა. რომ მამა ისევ მთვრალი მოვიდოდა, დედა წყევლა-კრულვით დახვდებოდა და ჭურჭლის ომი გამოცხადდებოდა. ამ, ომში, სამწუხაროდ, ხშირად დანა და თოფიც მონაწილეობდა. ერთმანეთს ესროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ჩვენს სახლში არფერი იყო მთელი, ყიდვასაც აზრი არ ჰქონდა. მაინც, რამდენიმე დღე ძლებდა მხოლოდ. რა მწარედ მახსოვს, ახალი ტელევიზორი გვქონდა. არავის ჰქონდა ჩვენს ქუჩაზე ასეთი. მორიგი სკანდალის სუნს, რომ ვიგრძნობდით მე და ჩემი შუათანა ძმა ხელს დავავლებდით და ტელევიზორიანად სახთან ახლოს, დიდ თხრილში ვიმალებოდით საცვლების ამარა. ხშირად ჩაცმასაც ვერ ვასწრებით. მაშინ მამას ვაბრალებდი ყველაფერს. ახლა, გავიზარდე და მივხვდი, რომ დედაჩემი იყო ცუდი ცოლი და ცუდი დედა. მერე რა, რომ არ ბდა, არ ლოთობდა. სამაგიეროდ მთელი დღე იწვა და არფერს აკეთებდა. ჩვენი სახლი ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა, ვიდრე საცხოვრისს. რამდენჯერ, ზამთარში შიშველ ფეხებზე ამომიცვამს მამიდაჩემის ნაყიდი ჩექმები და ისე წავსულვარ სკოლაში. მამა დილაადრიან მიდიოდა სამუშაოდ. მე კი, არასდროს გავუცილებივარ დედას სკოლაში, არასდროს დაუძალებია, დაუძალებია რა არც არასდროს შემოუთავაზებია დილას საუზმე. არც სკოლიდან მოსულს მხვდებოდა რამე, განსაკუთრებით თუ, ზამთარი იყო. ფეჩში ცეცხლის დანთების დაზარების გამო, თითქმის არც დგებოდა საწოლიდან. როგორღაც ვახერხებდით მე და ჩემი ძმა ერთმანეთი გაგვეტანა. პატარა, მაშინ მხოლოდ 2 წლის იყო და რას არ ვაკეთებდით, ოღონდ მას არ სტკენოდა რამე, არ შიებოდა. მამაჩემი ამ ყველაფერს სიფხიზლეში, რატომღაც იტანდა აი, ნამთვრალევზე კი... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როგორც კი, ერთმანეთს დასცილებოდნენ, ორივე კალაპოტში დგებოდა. მამა აღარ სვამდა. დედა, დაბანილ-ავარცხნილი აიოდა. ის კი არადა მაკიაჟსაც კი იკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ რიგებოდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ერთ დღეს, მაშინ 2 თვის გადასული ვიყავი ახალ სკოლაში. ქუჩაში, შეურაცხადი მამაკაცი გადამეკიდა. დაახლოებით 35-40 წლის იქნებოდა და მანამდეც ხშირად მინახავს ის. შიშისგან, რატომღაც აზროვნება დამიქვეითდა. ვერაფერი მოვახერხე და ერთ ადგილას ავიწურე. ძალიან ახლოს მოვიდა, დარტყმის მოლოდინში, ძლიერად დავაჭირე თვალები ერთმანეთს . სწორედ ამ, დროს გავიგონე ვიღაცის ღრიალი.
- არ გაბედო და ხელი არ დააკარო. - ხმა არ მეცნო. თუმცა ვის ვიცნობდი, რომ ხმა მცნობოდა? თვალები არ გამიხელია. კანკალს ვყავდი ატანილი. უცნობი მომიახლოვდა და ზურგსუკან დამმალა. წინ დაუდგა იმ ნადირს და კბილებში გამოცრა. - კარგად დააკვირდი ამ გოგოს სერგო. იცოდე, ახლოს რომ გაეკარო, ხომ იცი რასაც გიზამ? - ეტყობა იცნობდნენ ერთმანეთს.
- შენი ვინ არის? - ჰკითხა მან. - მომეწონა და ცოლად უნდა მომეყვნა.
- დაახვიე აქედან. ეს ჩემი ცოლია. მეტი დამაჯერებლობისთვის გულზე მიმიკრა.
- ლამაზია. - უცნაურად გაიცინა სერგოდ წოდებულმა და გაგვეცალა. დიდის შეხედულება მქონდა სულ, მაგრამ იმდენიც არა, რომ ვინმეს ცოლად კი არა საცოლედაც გამოვდგომოდი. თუმცა, რას გაუგებ გიჟებს.
- ღმერთო, გიჟთან ერთად მანიაკიც ყოფილა. - აღმომხდა შეძრწუნებულს.
- ნუ გეშინია, აწი აღარ მოგეკარება. - თვალებში შემომხედა და გამეცალა. ჯობდა არც შემოეხედა. მსგავსი უძირო და კამკამა ლურჯი თვალები არასდროს მენახა. მაშინ კი არა ახლა, უკვე წლები გავიდა და არც არავინ შემხვედრია მსგავსი ფერის თვალებით და ღრმა მზერით. ვერ მივხვდი რა დამემართა. თითქოს, მის მზერაში ჩავიკარგე და იქვე დავრჩი. რეტდასხმულივით მივეი იმ დღეს სკოლაში. დასვენებამდე ძლივს გავძელი. შემდეგ, ჩემს ახლადშეძენილ მეგობარს - სოფოს დავანახე ჩემი მხსნელი და ვინაობა ვკითხე.
- არ გინდა სალ, არც იფიქრო. - ვერ მივხვდი, რა იგულისხმა? ჩემს გაოცებულ სახეზე დაამატა. - ეს ლევან ადამაშვილია, მაღალკლასელია, პოპულარული, ,,შავი“ და ცოტა, თავშიავარდნილიც. არ შემოგხედავს, მას, ჩამოყალიბებული ქალები მოსწონს. შენ ჯერ ბავშვი ხარ. - გაკვირვებულმა შევხედე.
- რა სისულელეა. უბრალოდ, დღეს გადამარჩინა და იმიტომ დავინტერესდი.
- გდაგარჩინა? - გაუკვირდა მას. მე, კი აწვრილებით მოვუყევი დილანდელი ინციდენტი. - ვერ შეგედავები არის მასში რარაც. შენ კი, ნამდვილად შეყვარებული ხარ პატარავ. - მაშინ, შეყვარებულის კი არა, სიტყვა - ,,სიყვარულის’ მნიშვნელობაც არ ვიცოდი. სოფო, ჩემზე დიდიც და გამოცდილიც იყო - ეგრევე ,,მოწვა“ რაც მჭირდა.
ის დღე იყო და სააც დაინახავდა ეგრევე გამახედებდა. შენი პრინცი მოდისო მეტყოდა. ვწითლდებოდი. ნამდვილად არ იყო ისე, როგორც სოფო ფიქრობდა მაგრამ... მაგრამ ეს, თავიდან. მერე, როგორც იტყვიან შეძახილმა ხე გაახმოო ისე დამემართა. ვერ ვსუნთქავდი ერთხელ მაინც, რომ არ მენახა ადამაშვილი. ვნახავდი და... ამ ქვეყანას ვეთიშებოდი. იმ დრის მერე, სკოლა ისე დაამთავრა არც კი, გამომლაპარაკებია. საერთოდ არ მიმჩნევდა. ან, ვერ მამჩნევდა. მთელი სკოლის საუკეთესო გოგონები ეტრფოდნენ მე რას შემამჩნევდა. მაგრამ არც მათგან სწყალობდა რომელიმეს. ყურადღებით განებივრებული ამაყადდ ჩაგვივლიდა-ხოლმე ,,ფანებს“. სკოლის კუთხეში ერთი ადგილი ჰქონდათ ამოჩემებული მას და მის საძმოს. არა, ბევრნი არ იყვნენ სულ რამდენიმე. მაგრამ მათ, შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულ ურთიერთობაში იყო მასთან. მისივე კლასელი დიმა მეტრეველი. დავიფიცებ, ერთადერთ ძმაზე მეტააც უყვარდა და პატივს სცემდა მას. ჰოდა რას ვამბობდი, კედელთან ჩამწკრივდებოდნენ. ზურგით მიყრდნობილები. ცალ მუხლს მოკეცავდნენ და ფეხით კედელს ეყრდნობონენ. სხვადასხვა მელოდიას ღიღინებდნენ. ,,შავი პრინცის“ მელოდია ჰქონდათ ამოჩემებული - ,,მუღამი მაქვს შენი“. ყოველშემთხვევაში მე, რომ ჩავივლიდი სულ ამას ღირინებდა და ლურჟ თვალებს, თავისი ღრმა მზერით არ მაცილებდა. თვალს თვალში გამიყრიდა და რაღაცნაირად მიყურებდა... მიღიმოდა ირონიულად. დავიფიცებ მარტო მე მიყურებდა იმ მზერით. არ ვიცი, რას გამოხატავდა, მაგრამ ,,ასე“ მხოლოდ მე მიყურებდა. ყოველთვის შუაში იდგა, ხელში ე.წ. ,,ბაბოჩკას“ ათამაშებდა და აქეთ-იქიდან ,,დამქაშებით“ გარშემორტყმულნი შემფასებლურ მზერას აატარებდნენ ირგვლივ და თავისთვის ხითხითებდნენ. არა, მას არ უყვარდა დაცინვა. პირიქით, ვერ იტანდა მჩაგვრელებს, სულ სუსტის დაცვაში იყო. უბრალოდ... უბრალოდ გოგოებს არ გვწყალობდა... იქ წარმოდგენილ გოგოებს, თორემ სხვა სკოლაში კი ჰყოლია გულისწორი. ერთი გოგო ჰყვარებია. ლამაზი, ქერა და ცისფერთვალება. თუმცა ის გოგოც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და იგივე გრძნობით არ პასუხობდა ჩემს თვალისჩინს. ეს, რომ გავიგე მეცხრე კლასში ვიყავი. ყველა იმედი ერთიანად ჩამიკვდა ორგანიმში. ,,ქერები მოსწონს“ დამცინა გონებამ და მე, იმ დღეს პირველად დამჭირდა დამამშვიდებელი. ისტერიკა მქონდა, თუმცა მიზეზს ვერ ვამბობდი. ან, ვის ვეტყოდი. მამიდაჩემმა ჩემი ისტერიკა, ჩემს აბურდულ ოჯახს მიაწერდა.
- როგორ გაუფუჭეს ბავშვს ნერვები-ო - ქოთქოთებდა. ნეტავ მართლა მშობლების ყოფილიყვნენ მიზეზი...
სამი წელი ვიწვოდი შორიდან, მაგრამ მას ყოველდღე ვხეავდი. ერთხელ, მისმა კლასელმა ფოტო მაჩუქა. სადაც მეექვსე კლასელი ლევანი იყო გამოსახული. სიხარულისგან ლამის ინფარქტი მივიღე. მრცხვენოდა, ვწითლდებოდი ჩემს უგუნურ საქციელზე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. სერიოგას ვამსგავსებდი ვიზუალურად. უბრალოდ, უფრო მუქი ფერის თმები ჰქონდა ჩემს ლევანს. კედელზე ტევა აღარ იყო მისი პლაკატების. სწორედ, მათ გამო მიყვარდა ჩემს ოთახში ყოფნა. ვუყურებდი და ... ვოცნებობდი.
29 მაისი იყო იმ დღეს. საშინლად ციოდა და წვიმდა. მაღალყელიანი ტყავის ჩექმები და დუტის ქურთუკი მეცვა. ეს სხვა დროს, სხვა წელიწადს არასოდეს განმეორებულა. იმ დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ. გარეგნულად ვცდილობდი, არაფერი შემტყობოდა. შინაგანად კი, მკვდარი ვიყავი. ის მიდიოდა. არამარტო სკოლიდან - ქალაქიდანაც. უნივერსიტეტში აბარება და დედაქალაქში გადადიოდა. ვიცოდი უეჭველი ჩაირიცხებოდა. ნაკითხი და ერუდირებული ბიჭი იყო. თუმცა, ,,შავობა“ სზალავდა და... ღონისძიებამ ჩაიარა. თეთრი პერანგები ხელიდან-ხელში გადადიოდა. მეც დავუტოვე სამახსოვრო წარწერა რამდენიმეს, ვისთანაც ვმეგობრობდი. წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მას შევეჩეხე... პირისპირ... დამსწრეების გარეშე.
- დამიწერ რამეს? - თავისი ლურჯებით მომაშტერდა და დამარეტიანა. არ ველოდი. ერთიანად ამიტანა ბედნიერებამ. ვეღარ ვსუნთქავდი, ტირილი მინდოდა. მაგრამ, დავშოშმინდი. სხვა დრო აღარ მექნებოდა. გულთან დატოვებულ ადგილზე მიმითითა.
- დაამთავრე თუ ჩააძაღლე? - ვკითხე ღიმილით. იმ წელს მოდაში იყო ,, გილოცავ სკოლის ჩაძეღლრბას“
- ვითომ არ იცი, რომ ჩავაძაღლე. - მიპასუხა სიცილით.
,,გილოცავ სკოლის ჩაძაღლებას. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. ,,ოდეს წარსულზე ფიქრები იწყო მეც, მომიგონე არ დამივიწყო“ - დავუწერე სხეულზედვე. პერანგი არ გაუხდია. საიდან მომაფიქრდა. ახლაც ვწითლდები, რომ მახსენდება. ღმერთო ჩემო, რა სულელი ვიყავი.



თქვენს გამოხმაურებაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა.



№1 სტუმარი nino

gaagrdzele sainteresod vitardeba movlenebi

 


№2  offline წევრი gabi du

nino
gaagrdzele sainteresod vitardeba movlenebi

მადლობა ჩემო კარგო. ეს ისტორია, ,,სხვანაირად" საყვარელია ჩემთვის და გამიხარდება თუ მოგეწონებათ.

 


№3 სტუმარი ანუ

რაღაც ძალიან მომეწონა ველი გაგრძელებას, იმედია არ დააგვიანებ ^-^

 


№4  offline წევრი gabi du

ანუ
რაღაც ძალიან მომეწონა ველი გაგრძელებას, იმედია არ დააგვიანებ ^-^

ვფიქრობ, ეს იქნება ისტორია, რომელსაც ყველაზე ჩქარა დავამთავრებ. ნუ გააჩნია, თუ ვნახავ, რომ მოგწონთ და გაგრზელებად ღირს.

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

იმედია არმიატოვებ და დაასრულებთ. საინტერესო დასაწყისია

 


№6  offline წევრი gabi du

Qeti qimucadze
იმედია არმიატოვებ და დაასრულებთ. საინტერესო დასაწყისია

იცით, ეს ისტორია ისედაც ვიცი. ჩემს ლეპტოპში წერია და გულში მაქვს. აქ, იმიტომ ვწერ, რომ თქვენამდე მოვიტანო. თქვენი ემოცია დავინახო. გავბედნიერდე. თუ არავინ არაფერს დამიწერს, ბუნებრივია წერას შევწყვეტ. სწორად გამიგეთ.

 


№7  offline წევრი Maia G.

აუცილებლად გააგრძელე❤❤ძალიან დამაინტერესა მათმა ამბავმა❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნენე

გავგიჟდები რომ არ განაგროთ

 


№9  offline წევრი Lokeba

"ოდეს წარსულზე ფიქრები იწყო მეც, მომიგონე არ დამივიწყო" - თქვენია თუ რომელიმე ლექსიდან/პოემიდანაა?

 


№10 სტუმარი Marimari

Gaagrdzelet, saintereso dasawyisia martlac. Imedia dzaan ar daigvianeb xolme

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

საინტერესო ჩანს,გააგრძელეთ

 


№12 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს?

 


№13 სტუმარი სტუმარი თათო

გააგრძელეთ,საინტერესოა ძალიან????

 


№14 სტუმარი სტუმარი ბაბი

გააგრძელე საინტერესო ჩანს❤

 


№15  offline წევრი gabi du

Maia G.
აუცილებლად გააგრძელე❤❤ძალიან დამაინტერესა მათმა ამბავმა❤❤❤

მიხარია, რომ მოგეწონათ. მათი ამბავი ნამდვილა საინტერესოა.

სტუმარი ნენე
გავგიჟდები რომ არ განაგროთ

სანამ მელოდებით წერას არ შევწყვეტ.

Lokeba
"ოდეს წარსულზე ფიქრები იწყო მეც, მომიგონე არ დამივიწყო" - თქვენია თუ რომელიმე ლექსიდან/პოემიდანაა?

ჩემი არ არის. სადღაც ამოვიკითხე ბავშვობაში და ყველა დრიურს, რომელიც მქონდა ამ ფრაზას ვაწერდი რატომღაც.

Marimari
Gaagrdzelet, saintereso dasawyisia martlac. Imedia dzaan ar daigvianeb xolme

თუკი მომიხდა დავაგვიანო. ე.ი. რაღაც სერიოზული მიჭირს. სხვა შემთხვევაში არ გალოდინებთ.

სტუმარი ელენე
საინტერესო ჩანს,გააგრძელეთ

აუცილებლად გავავგრძელებ. იმედია, თქვენ მიგულშემატკივრებთ დდა თქვენს აზრს გამიზიარებთ.

ატბ
როდის დადებ შემდეგს?

24 საათი არა მაქვს ატვირთვის უფლება. შემდეგ დავდებ.

სტუმარი თათო
გააგრძელეთ,საინტერესოა ძალიან????

მადლობა. გავაგრძელებ აუცილებლად.

 


№16  offline წევრი duchi_duchi

კარგია მომწონხარ ძალიან და გააგრძელე.უბრალოდ ჩვენზე ნუ იქნები დამოკიდებული გააგრძელო
თუ არა ეს შენ უნდა გინდოდეს ჯერ და მერე ჩვენ.ჩვენ უბრალოდ სტიმულს მოგცემთ და გეხვეწები რა ყველა თავში გავაგრძელო არ გვკითხო და არ გვახვეწო თუ დაიწყე დაამთავრე რადგან დაწყება კარგია.წარმატებები..

 


№17  offline წევრი gabi du

duchi_duchi
კარგია მომწონხარ ძალიან და გააგრძელე.უბრალოდ ჩვენზე ნუ იქნები დამოკიდებული გააგრძელო
თუ არა ეს შენ უნდა გინდოდეს ჯერ და მერე ჩვენ.ჩვენ უბრალოდ სტიმულს მოგცემთ და გეხვეწები რა ყველა თავში გავაგრძელო არ გვკითხო და არ გვახვეწო თუ დაიწყე დაამთავრე რადგან დაწყება კარგია.წარმატებები..

შენი კომენტარები განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევს საყვარელო. :*

 


№18  offline წევრი 《Sunshine》

ოჰო ძალიან საინტერესო და კარგია ველით გაგრძელებას წარმატებები საყვარელო <3

 


№19  offline წევრი isterichka123

გაგრძელე აუცილებლად????????

 


№20 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიის დასაწყისია.

 


№21  offline წევრი gabi du

《Sunshine》
ოჰო ძალიან საინტერესო და კარგია ველით გაგრძელებას წარმატებები საყვარელო <3

მადლობა ძვირფასო.

isterichka123
გაგრძელე აუცილებლად????????

საღამოს ახალ თავ დავდებ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.

სტუმარი ლია
კარგი ისტორიის დასაწყისია.

ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა.

 


№22 სტუმარი სტუმარი ქეთა

პირველივე ისტორიიდან მოგყვები. ყველა ისტორიაში მომწონს შენი წერის სტილი, ზომიერი იუმორი და რეალური სიუჟეტი. მხოლოდ ისაა, რომ სწრაფად ასრულებ ისტორიებს, თითქოს ვიღაც გაჩქარებს.
ეს ისტორია ისე საყვარლად დაიწყე, დარწმუნებული ვარ უფრო კარგი თავები იქნება და ბოლოსაც არ მიასწრაფებ:დდდ
მე გელი სულმოუთქმელად❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი nancho

უნდა გააგრძელო აბა რა,საინტერესო დასაწყისია.

 


№24 სტუმარი სტუმარი Mmm

არ ვიცი რა ქვია თქვენი წერის სტილს.საოცრად წერთ,არ ვიცი საიდან მოგდით ეს ემოცია,ან როგორ ახერხებთ ამის ასე გადმოცემას.
ნუ შეწყვიტავთ წერა,თუნდაც მცირე მკითხველი გყავდეთ.
საიცრად მხვდება გულზე თქვენი ისტორიები....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent