ოვალური ფსიქოზი I
გუშინ იუთუბში გსერჩავდი,და აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინე შენი ფლეილისთი,რომელსაც მეორე დღეა შეუწყვეტლივ ვუსმენ. არ ვიცი რაიმე სახის დამთხვევასთან თუ შეიძლება იყოს კავშირში ჩემი შენდამი უზომოდ თბილი დამოკიდებულება,აუხსნელი გრძნობაა. მიყვარხარ,ამას ახლავე ვამბობ,რომ არც დაიბნე და არც გაგიკვირდეს ნებისმიერი რამ. ერთი წელი ორი თვის უკან შესრულდა. არც კი მინდა მოყოლა რა სულელურად აღმოგაჩინე... აღმოგაჩინე და ჩემში ჩახარშული მეორე მე უკუვადე რომ ჩემი თავიც აღმომეჩინა. ახლა ვგრძნობ როგორ მანადგურებს ჩემი გრძნობა თავად მე. მაგრამ რთულია... უიმედობაზე რთული თითქმის არაფერია.დიახ,არაფერი! მხოლოდ ღმერთმა და სამყაროს ბუმერანგულმა პრინციპმა იცის,რატომ მაქვს დამოკიდებულება,რომ როცა გნახავ, აუცილებლად შემიყვარებ. არც ვინმესგან რამეთი გამოვირჩევი და არც დიდად წარმოვადგენ არაფერს,მაგრამ გრძნობა,რომ ჩემი ხარ, მახრჩობს. ახლა შეყვარებული გყავს და მხოლოდ ჩემი უტიფრობის გამო ვერ ვიტან მას. ვგრძნობ რომ თქვენი ურთერთობა და ჩემი ინტერესები შენს მიმართ ერთად წამოიშალა... შენ მასთან ხარ,მე დავაგვიანე... ეს გრძნობა მაგიჟებს... მოკლედ ასე. დღეს სამი ივლისია,2019 წელი. ვიწყებთ. ზაფხულმა იმაზე უინტერესოდ ჩაიარა ვიდრე ამას ვეელოდი. ბათუმის გახურებული შენობების ყურება ყელში მქონდა ამოსული,როცა ეროვნული გამოცდების შედეგები დაიდო და მამცნო,რომ 100%-იანი გრანტი ავიღე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე.რაღაც პერიოდი დამთავრდა ჩემთან. დემეტრეს ზაფხულის ტესტ-მატჩები უკვე დამთავრებული ჰქონდა,მიუხედავად იმისა რომ გამარჯვებით მხოლოდ ერთი დაასრულა საქართველოს რაგბის ეროვუნლმა ნაკრებმა,დილარა ჭყონიასა და ვეკო ერისთავთან ერთად დემეტრე გიორგობიანის სახელიც ჟღერდებოდა. მხოლოდ მე შემიძლია ვთქვა,რა გრძნობით ვტიროდი თითო გარღვევაზე, რომელსაც დემეტრე იწყებდა,მის მიერ დადებულ ყველა ლელოზე და უბრალოდ კადრში გამოჩენაზეც კი. არ მასვენებდა შეფრთხიალებული ანგელოზი და გაურკვევლობაში მყოფი მაინც ვეჭიდებოდი ხავსს,რომ ჩემი დროც აუცილებლად მოვიდოდა,მაგრამ ვის ვაშინებდი ამით ჩემი თავის გარდა,თავიდადვე არ ვიცოდი... მოკლედ,სექტემბერი დაიწყო. დაიწყო ახალი ცხოვრებაც და უზარმაზარი კიბე მქონდა დასაძლევი,რომლის პირველი საფეხური პირველი კურსის პირველი სემესტრი იყო უნივერსიტეტში. ჩემი კიბის პირველი საფეხურის წარმატებით დაძლევის შემდეგ დაუფიქრებლად დავაგზავნე საფრანგეთის უამრავ უნივერსიტეტში ჩემი მობილობის მოთხოვნები. ზოგს მოვეწონე და ონლაინ გასაუბრებას მთხოვდა,ზოგმაც მცირე ზომის ნაშრომი ითხოვა,ზოგი კი ფიქრობდა,თუ ფულს გადავიხდიდი პრობლემა არაფერი იქნებოდა. მაგრამ ჩემი მხრიდან ფულის გადახდა ყველაზე დიდ პრიორიტეტულ პრობლემად რჩებოდა,დიდი ხანი. ასე იყო თუ ისე ყველაზე მოხერხებული ვარიანტი ჩემთვის ნაშრომის დაწერა და ონლაინ წარდგენა გამოდგა. დედლაინი ზუსტად ოცდაოთ საათში მქონდა. რა არ ვქენი,რომელ ბიბლიოთეკაში არ ვიყავი,მთელი ბათუმი თავზე დავიმხე იღლიაში კომპიუტერამოჩრილმა და ზუსტად დილით დავამთავრე ნაშრომის წერა,34 ფურცლიან ნაშრომს გადავავლე თუ არა თვალი ცოტა თავხედურად შემიპყრო თვითკმაყოფილებამ. ნაშრომის წარდგენაზე გამოუძინებელი,ადამიანის ნახევარი ვიჯექი და ისე დაპროგრამებულივით ვლაპარაკობდი,რომ დიდი ხანი მქონდა განცდა,ნამდვილად არ ენდომებათ ჩემნაირი სტუდენტი მეთქი. ამის შემდეგ სამი დღე ვარაუდით დავდიოდი,სულ ტელეფონს ჩავჩიჩინებდი იქნებ რამე გავიგო მეთქი,მაგრამ არაფერი მომხდარა. ზუსტად ფილმებში როგორც ხდება,ბოლო იმედიც რომ გადამეწურა თებერვლის თვის შუა რიცხვები იყო და დემეტრეს მიერ ატვირთულ ფოტოს ვუყურებდი,ვგრძნობდი მთელი არსებით მის ემოციას ამ ფოტოს გადაღებისას და მიხაროდა რომ ის ვიპოვე.. ვმეორდები,ვერ ავხსნი რა მიზეზით მქონდა ეს უცნაური განცდა. გათენდა თუ არა შემდეგი იმედიანი დღე,ტელეფონზე დახედვისთანავე დამხვდა ერთი გაუხსნელი მეილი პარიზის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. „Bienvenue à l'Université des Arts de Paris“(კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის ხელოვნების უნივერსიტეტში) შესავალი სიტყვა უკვე ყველაფერზე მოწმობდა და მეც გაგიჟებას მიღწეულმა კივილი მოვრთე სახლში. ფორმალური მხარე ისე სწრაფად მოგვარდა მე რომ ვერც კი წარმოვიდგენდი და მარტის პირველში ბათუმისა და სტამბოლის გავლის შემდეგ პარიზში ამოვყე თავი. ვინაიდან უნივერსიტეტს კამპუსი არ ჰქონდა ძველ ნაშენ 6 საართულიან ბინაში გამამწესეს მეოთხე სართულზე,უნივერსიტეტთან ახლოს. ტიპური ფრანგული ბინა იყო,ძველი ავეჯით ტექნიკითა და ჭურჭლით. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,რომ სწორედ ასეთ სახლებში წერდნენ დიდი მწერლები უფრო დიდ ნაწარმოებებს,რომლებმაც ეპოქები შექმნეს. წარმოუდგენელზე უფრო უკეთ წარიმართა ჩემი ფრანგული ვოიაჟი და ამას პირველ რიგში ჩემი ფრანგულის ძალიან კარგად ცოდნა განაპირობებდა. აქ ხომ ერთი ორად გაფასებენ თუ ორ,თუნდაც დამახინჯებულ სიტყვას ფრანგულად ეტყვი. ხოდა,მეც ვიყენებდი ჩემს მოხერხებულობას ამ ენის მიმართ და ნელ-ნელა უფრო ვხვეწავდი. გაზაფხულის მეორე თვე უკვე მთავრდებოდა პირველი შუალედური გამოცდები რომ დაიწყო უნივერსიტეტში,ზედმეტი შოკი მქონდა ასე რომ წარადგინეს შუალედურები,რომელსაც მე ვაქართულებ,ისე კი პრეგამოცდას ეძახდნენ თვითონ ფრანგები. ვინაიდან მათი სიმპატია თავიდანვე დავიმსახურე,მეც ეს გამოვიყენე და კარგად ნასწავლ მასალას ზედ დავურთე,საუცხოო ნიშნებმა საპრეგამოცდოდ განაპირობა ჩემი პირველი სტიპენდია უცხო ქვეყანაში. ამ ამბებით გახარებულ-აჟტირებულმა ჩემს თავს პირველი საჩუქარი გავუკეთე ამ ხნის განმავლობაში და ხელი ჩავჭიდე,რომ რაგბის თამაშზე წამეყვანა. რომელ მონაკვეთში გაგაკვირვებთ,თუ გეტყვით ამ თამაშის მთავარი გმირი თავად დემეტრე გიორგობიანი რომ უნდა ყოფილიყო. (სხვათა შორის,ეს ინფორმაცია უშუალოდ თამაშის მსვლელობისას გახდა ჩემთვის ცნობილი.) მიყვარდა ჩემი ბედი,რომ სადღაც,აბსოლუტურად დაუგეგმავად მომეცა შანსი დემეტრეს ლამაზი ღაწვებისა და სწორი ცხვირისთვის შემევლო თვალი,ამჯერად რეალურად. აშკარად გულშემატკივრების არასწორ მხარეს მოვხვდი. ყველა გარღვევასა და მოგებულ მეტრებზე ქომაგების არასასიამოვნო შეძახილები ჭკუას მაკარგვინებდა და ფაქტი,რომ მე ერთი ვერაფერს შევცვლიდი ამდენი ადამიანის საწინააღმდეგოდ გულს მირევდა. აი თავად გიორგობიანი ბრწყინვალე თამაშს ატარებდა,განცდა განუზომლად დიდი მქონდა,ყვირილს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ბოჭვაზე,წარმოდგენაც კი მიჭირდა თავად რას ფიქრობდა ამ დროს. პირველი ტაიმი დამთავრდა და „ვიგებდით“ აბსოლუტურად დაუფიქრებლად რომ წამოვხტი ფეხზე და დაცვასთან მივედი,ვერ გეტყვით,რომელი ძალა მამოძრავებდა ან რისი იმედი მქონდა წესრიგების ქვეყანაში. ვთხოვე,არასწორად მიყიდია ბილეთი და იქნებ მოპირდაპირე მხარეს გამიშვათ მეთქი,არა,კი არ ვთხოვე,ლამის იქვე გავწექი,ისე შევეხვეწე... ჩემს გულწრფელობაში რომ დარწმუნდა დაცვის წევრი,მაჯაში მომკიდა ხელი და მეორე დაცვასთან მიმიყვანა,რომელმაც თავისთავადად მოძებნა რუკაზე ერთი თავისუფალი ადგილი,პირდაპირ გასახდელიდან გამოსასთვლელთან და საწყალი კნუტივით წამაწიალა იქეთ მხარეს. მოსვენება მქონდა დაკარგული როცა წარმოვიდგენდი რამდენად ახლოს დავინახავდი... მოსვენებაც და თავიც სადღაც დავკარგე,გიჟს სახე მქონდა... ახლა რომ ვიხსენებ ძალიან სასაცილოა. ის ათი წუთი როგორ გაიწელა,მხოლოდ მე ვიცი ალბათ,როგორც კი გუნდები წამოვიდნენ სტადიონისკენ,მეც ფეხზე წამოვიჭერი და ჩემს ქართველს დაველოდე. -დემე!-ვიკივლე გასასვლელიდან გამოსული დემეტრეს სახელი.ვფიცავ შეცბა თავისი სახელის გაგონებისას,არც მიკვირს,ზედმეტი მომივიდა. -აბა შენ იცი,დემე! აჩვენე ამათ კლასი...-გაიცინა და აბა რას ვიზამო ამომძახა... ვერ ვიჯერებდი,ოღონდ მართლა,ჩემსავე თავს რამდენჯერმე ვუჩქმიტე რეალობაში მოსაყვანად,მაგრამ,აშკარად უკვე რეალობაში ვიყავი. მატჩი დასრულდა და მოიგეს,მოიგეს თან არაჩვეულებრივი ექვს კომპლექტიანი უპირატესობით. მათ შორის დემეტრე გიორგობიანის ორი ლელო იყო,რომელიც იქაურმა 15-მა ნომერმა გარდასახა. გასახდელისკენ რომ მოდიოდნენ დემეტრემ მაისური გადადაიძრო,გაიცინა და როგორც კი ჩემს ტრიბუნას მოუახლოვდა ამომიგდო,თან ამომძახა,ქართველო,შენ რა კარგი ფეხი გქონია,აწი სულ მოდიო. ახლა მართლა მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა რაც მქონდა,მატჩი კარგახნის დამთავრებული იყო,თითქმის უკვე მთელი სტადიონი დაცარიელდა მე რომ გიორგობიანის 8 ნომერი მაისური ხელში მეჭირა,ჩახუტებული მქონდა და გაყინული,უაზროდ გაშეშებული ვიდექი,მერე ვიღაცამ შემომძახა,ხომ კარგად ხართო და ის ეული ცრემლი,რომელიც მუჭში მქონდა მოქცეული გადმომიგორდა თვალიდან,გამოვფხიზლდი,რა თქმა უნდა მეთქი უვთხარი და დავტოვე იქაურობა. ახლაც ვერ ვიხსენებ სახლში როგორ მივედი,ალბათ მივფრინდი,ასე გგონიათ,მაგრამ არა! მთელი საღამო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი,ლამის გული წამივიდა სახლში მისულს და წნევა დამივარდა 18 წლის გოგოს. ამ ამბავს კიდევ კარგი ლამაზ ფონად ის გასდევდა,რომ ერთი კვირა სახლში თავისუფლად უნდა ვმჯდარიყავი,უნივერსიტეტისგან დასვენებული და ჩემს უადგილო დეპრესიულ წამებს დემეტრეს მაისურზე ჩახუტებული გავატარებდი. იმავე საღამოს დემეტრემ სთორი დადო ინსტაგრამზე,მანამ სანამ გავხსნიდი და შემდეგ აღწერას წავიკითხავდი ჩემი დაკარგული თავის პოვნა ერთ სიამოვნებად დამიჯდა. „to the Georgian girl with great aura” (ქართველ გოგონას,სასწაული აურით) გადავხარშე თუ არა,ვის ეკუთვნოდა პოსტი,კიდევ ნახევარი საათი დამჭირდა მისაწერად... რაღაც სასწაულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი,ვფიქრობდი ახლა მაისურის დაბრუნება თუ მთხოვა,რაღა ვქნა მეთქი.. კურიოზი ვარ,ვიცი.. “its that girl” -მივწერე მე. „იმედია გასარეცხმა მაისურმა არ შეგაწუხა“ -მიპასუხა სიცილის ემოჯით. „სამწუხაროდ,არა,არ შემაწუხა“ -მივწერე და იმავე წამს მივაყოლე მეორე შეტყობინებაც -„სასწაული მატჩი ჩაატარე,გილოცავ!“-პასუხმაც არ დააყოვნა. „ქართველის დამსახურება იყო... ანუ შენი!“-მეუბნება მე და გაშეშებული ვუყურებ ამ წინადადებას,ცოტა ხანში მეორესაც მწერს. „იმედი მქონდა სადმე გავივლიდით,მიხარია ქართველების ნახვა ამ უცხო ქვეყანაში.“ გამაჟრჟოლა. მეორედ გავშრი და გავშეშდი. ….. მეგობრებო,გამარჯობა,ეს ისტორია ძალიან პაწკუაა და ალბათ კიდევ ორი თავი და დამთავრდება,მაგრამ მთავარი კითხვა ის არის მოგეწონებათ თუ არა,ძალიან გასართობად დავუწერე მეგობარს და დიდად აკადემიურიც არ არის,გთხოვთ გამოზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში ???????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.