ოვალური ფსიქოზი II
II სამარადჟამო სიბრძნე შემატოვა დემეტრემ და მესამე დღის სწორსაც არ გამოჩნდა არსად. ზაფხულის პირველი თვის ბოლო იყო გამოცდებმოხდილმა რომ ჩავალაგე ჩემი ჩემოდნები და საქართველოში ისევ სტამბოლის გავლით დავბრუნდი. ზაფხულის საქართველოს,თავისი ყველაზე ხასხასა მწვანე ფერებით არც მაშინ და არც ახლა არაფერი არ მირჩევნია. ჩემი ბათუმი,ერთი წლის უკან რომ მქონდა მობეზრებული ყველაზე ტკბილად შემხვდა და დედური სითბოთი მიმახვედრა არც ერთი ქალაქი რომ არ შეედრებოდა ამ სინაზის სამშობლოს. პირველი ერთი კვირა ოჯახობით რომ ვიჯერე გული მერე სახლში იშვიათად თუ მიპოვიდით. ძველ ხელობას მივყე ხელი და ჩოგბურთის თამაში განვაგრძე კორტებზე. ჰობიც იყო და ჰობიც,სიცოცხლეს რომ მერჩივნა. შუა ივლისი გუგუნებდა აჭარაში რომ ადგილი არ დავტოვე უნახავად და რუჯითაც კარგად რომ ვიწონებდი თავს. 9 ივლისის დილას ჩემმა მეგობარმა დამირეკა ნინომ. -გურული,შეიფხიზლე აწი!-ჩამყვიროდა ტელეფონში დიდი აღტკინებით. -აბა,რა ხდება ნინ?-ოდნავ წამოვდექი და ახალგაღვიძებულმა ვუპასუხე. -ძლივს,ძლივს! კიდევ ვიმეორებ, ძლივს ვიშოვე ორი ბილეთი დღეს თამაშზე... -ცოტა ხანს ჩავფიქრდი,დიდად კი ვერ ვიხსენებდი რა თამაში იყო,მაგრამ ნინოსთვის ამის კითხვას ყველაფერი მერჩივნა... მერე ცოტა კიდევ დავფიქრდი და უროსავით ჩამარტყა იმ ერთმა გაელვებულმა აზრმა თავში. დღეს დემე თამაშობდა. -ნინ.. ნი.. ვაიმე, არც კი მახსოვდა,შენ რა მაგარი ხარ!-ვეუბნები მეგობარს და ტელეფონს გაოცებული დავყურებ რომ გავარკვიო რომელი საათია. -ხოდა,ლეა გურული,კეთილი ინებე და ერთ საათში მოწესრიგდი! გოგო შუადგის ოთხ საათზე იღვიძებდეს,ერთი შენ გნახე- მომაყარა ჩემზე უფრო უარესმა გურულ-მეგრელმა და ტელეფონი თვალისდახამხამებაში დაკიდა. გამეცინა,ნინო ასეთი იყო,ნახევრად მეგრელი ნახევრად გურული,ქარიზმის და ბრაზის მფრქვეველი,სადაც არ უნდა მივსულიყავით ის უმალვ ხვდებოდა ყურადღების ცენტრში,აბსოლუტური ეგოცენტრიკობის გამო უაზროდ კარგად ირგებდა ამ როლს და ამიტომაც უყვარდა ყველას ის! სასწაულებრივად გადავურჩი ნინოს რისხვას,დემეტრეს მაისურით რომ გამოვუცხადდი შუა ბათუმის არენაზე და თავიდან ბოლომდე მოვუყევი ჩემი უაზროდ გაწელილი სიტუაციის შესახებ,ფსიქოლოგიურად. -შენ რა ნამუსით ლაპარაკობ ფსიქოლოგიის ზოგად საფუძვლებზე,ოღონდ მაცოდინა და მეტი არ მინდა არაფერი. მალევე შევედით უშუალოდ სტადიონზე,საუცხოო ადგილებიც დავიკავეთ და დაველოდეთ როდის დაიწყებოდა ის მატჩი,წესით მე რომ გაშტერებული უნდა დავლოდებოდი. ბიჭები გამოდიან,დღეს საქართველო უპირისპირდება რუსეთს და იმდენად პრინციპული მატჩია,აბსოლუტურად წონის ახალი სტადიონის გახსნისადმი მიძღვნილ ულამაზეს რიტუალს. გულზე ჯიღებს ირტყამენ და ისე მღერიან საქართველოს ჰიმნს,მთელს ემოციას დებენ ყველა სიტყვაში და უკვე ვფიქრობ რომ სულ ტყუილად გამოვიდა რუსეთის ნაკრები ჩვენს წინააღმდეგ. მატჩის დაწყებიდან პირველივე წუთებზე ინიშნება შერკინება,რასაც ჩვენი პირველი ხაზის საუცხოო თამაში მოჰყვება და ჯარიმის დარტყმის საშუალებას ვიღებთ. ჩვენი ათი ნომერი საუცხოოდ ურტყამს და ორძელსშუა აძვრენს ოვალურ ბურთს. ესეც პირველი ქულები და საქართველო 3:0 რუსეთი. მაგრამ დიდი ბედნიერება არ გვცალდება,რადგან ბურთს ჩვენს ნახხევარზე კიდებს რუსთა ცხრა ნომერი,გაისინი და პეტრე ხუსკივაძის წყალობით უსაფრთხოდ ვარიდებთ ჩვენს სარისკო ზონას.შეტევას იწყებენ ბიჭები,ხაზზე იშლებიან და მთელი მონდომებით იგერიებენ ბოჭვას ბოჭვაზე,მერე დემეტრეს უვარდება ბურთ ხელში,ერთი ცრუ მოძრაობა,ერთიც გაცუდებული ბოჭვა,ორი ტრიალი და რუსეთის ნაკრებს გიორგობიანი ალელოვებს რვა ნომრიანი მაისურით. ემოციების ზღვა ცოტა რბილი ნათქვამია,ჩვეულებრივი ცუნამი და ყველაფერი სხვა რაც მძიმედ და მძაფრად წარმოაჩენს ამ გრძნობას,მემართება. პირველ ტაიმს საუცხოოდ ამთავრებენ ქართველები. 21;3 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ათი წუთი საუკუნეს ემსგავსება,მაგრამ საბოლოოდ გამოდიან მოედანზე და მეორე ტაიმშიც ბოლოს უღებენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს. უამრავი მძაფრი სიტუაციის შემდეგ კიდევ ვიხილე დემეტრეს მიერ დადებული ლელო და სიამაყისგან ვიტირე. მატჩის შემდეგ ემოციაგამოცლილი დავუბრუნდით სახლებს მეც და ნინოც. სახლში მისვლისთანავე ტელეფონი მოვიმარჯვე სიახლეების შესამოწმებლად ერთი ახალი შეტყობინება რომ დამხვდა. Demetre Giorgobiani has messaged you მატყობინებდა ინსტაგრამი,არც ბევრი მიფიქრია არც ცოტა და მაშინვე გავხსენი წერილი. “რატომ მგონია,რომ მეორე სექტორში წითელმაისურიანი გოგონა შენ იყავი?” გავოცდი,ანუ,შეიძლება შემამჩნია,მაგრამ იმის შანსიც რომ სხვა ვგონებოდი უზარმაზარზე უფრო დიდი იყო,რადგან ნახევარ სექტორს წითელი მაისურები ეცვათ,მაგრამ დემეტრესი-მხოლოდ მე! “ალბათ იმიტომ,რომ მე ვიყავი“ -ვაგზავნი ხელაკანკალებული. „არაადა,ვიფიქრე რა სირცხვილი იქნება,ისევ საფრანგეთში თუა და,ფაქტობრივად,მომეჩვენე უნდა ვუთხრა მეთქი“ -აშკარად ენთუზიაზმით სავსეა დღეს,ნაკრების ორი ლელო სხვას ნიშნავს. „ან უბრალოდ საკუთარი მაისური იცანი“ -მეცინება და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო,ოდნავ დავიწყნარო გონება. „თილისმის კვალობაზე,რაღაც ენაძუნწი გამხდარხარ“-უცნაურ ემოჯის აყოლებს წერილს. „აჰ,მოლოცვა დამავიწყდა ალბათ“ -ვწერ და მეორე მესიჯსაც წამსვე ვაყოლებ. „გილოცავ,იმსახურებდი მატჩის საუკეთესოდ დასახელებას“ „მადლობა,ლეა,შენ ნამდვილად კარგი თილისმა ხარ,ნეტავ ყველგან იყო.“ -და ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე ლამაზი ხუთი თვე ჩემს ცხოვრებაში. მე ჩემს დიდ ზაფხულს ვირგებდი,პარალელურად ტელეფონი რომ უნდა მქონოდა ხელში და არ გამომრჩენოდა რას მომწერდა დემეტრე,ყოველ დღე საათობით ვლაპარაკობდით,ხან ტელეფონით,ხან მესენჯერით,როცა დეპრესია შემომიტევდა მეშინ ვაიბერით და საკუთარი თავის პოვნაში ყველაზე დიდ როლს მისი თითოეული სიტყვა თამაშობდა. ყველა მატჩის წინ ვუსურვებდი ხოლმე წარმატებას,მე თუ ვერ ვახერხებდი დასწრებას, მატჩის ბოლოს მოგებას ვულოცავდი. მიყვებოდა ყველაფერს რისი მოყოლაც გოგო მეგობრისთვის შეიძლებოდა,მეკითხებოდა ჩემს აზრს და აუცილებლად დიდ ყურადღებას აქცევდა მას. მოკლედ ასე მოხდა თუ ისე,მე და დემეტრე გიორგობიანი საუცხოო მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ჩემი საფრანგეთში დაბრუნდებით კი ყველაფერი საერთოდ დავაგვირგვინე. პირველად როცა ვნახე ძალიან შემეცოდა ჩემი თავი,მეგობრად რომ ამირჩია,მაგრამ ამითაც დავკმაყოფილდები მეთქი ვფიქრობდი,ჩემს ფენიმისტ მეს-თუ არ უნდა წავიდესო რომ გაჰკიოდა უკუვაგდებდი და მისი ურთიერთობების პრობლემებს ერთად ვაგვარებდით. თავისუფალ დროს ან ის მორბოდა ჩემთან ან მე მივრბოდი მასთან,ერთადერთი იყო,ვისთანაც სულს ვიწყნარებდი და შემეძლო ყველაფერზე მელაპარაკა,მასზეც კი,ცოტა შეფარვით,ისე,რომ ვერ გაეგო. მისმენდა და აბსოლუტური თვითდაჯერებით მეხმარებოდა. გამაცნო მისი ოჯახის ყველა წევრი ვიდეოზარის მეშვეობით,ქართველი მორაგბე მეგობრები,ყველა რომ დასავით მიყურებდა და სასწაულად შემაყვარეს თავი. შუაგულ პარიზში მჭადებს მაცხობინებდნენ და ღომს მაკეთებინებდნენ,მეც რომ ჩემი თავხედობით და დიდი სიამოვნებით ვაკეთებდიი ამას,მერე მოვიგე მათი გული და ეგ იყო,კუჭზე გავიყვანე ჩვენი მეგობრობის გზა. ზამთრის არდადეგები მოდიოდა და საქართველოში ჩამოსვლა მინდოდა ყველაფერზე მეტად. ოცდასამი დეკემბერი იყო გამოცდები რომ დავამთავრე და დემეტრეს დავურეკე,იქნებ გავიდეთ სადმე მეთქი. -დემე,თუ გცალია,სადმე დავსხდეთ,მშია!-ბოლო სიტყვა წავუკნავლე და ვიცოდი შევეცოდებოდი. -რაღა სადმე,შენი ქუჩის კაფეში მიდი და მოვალ მეც. -მითხრა და აშკარად მივხვდი რაღაც ძალიან გულით რომ გაიცინა. მივედი მე და დამხვდა ის,ჩემი ცხოვრების სიყვარული. -შევუკვეთე უკვე,საქონლის სტეიკი ბურღულის გარნირით,შენ რომ გიყვარს. -მითხრა და მზრუნველი მზერით გადმომხედა. -შენ ხარ სასწაული!-ბოლო სიტყვა და სტეიკიც მოიტანეს ორივესთვის. ათი წუთიც არ ინებოდა გასული ვიღაცამ დაურეკა მესენჯერში და გარეთ გავიდა საპასუხოდ. პირველად აქ მივხვდი,რომ მე ვერც ვერასდროს ვიქნებოდი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი,როგორც სხვა მეგობრები ჰყავს. უკან დაბრუნებული ბედნიერად რომ იღიმოდა,მივხვდი ისევ ძველი ფრთები ააშრიალა და ძველ შეყვარებულს შეურიგდა. დუღარე წყალი გადამასხეს გულზე და თავისით მანამ არ გაგრილდა,ცივი წყალი არავის მიუშველებია. -აბა,ლეა,მოყევი რა ხდება უნიში..-მეუბნება გაფანტულად,და სტეიკს არც უყურებს ისეა ჩამძვრალი ტელეფონში. -არაფერი.-ვუბრუნებ მკვახე პასუხს და ჭამისმადადაკარგული ვითხოვ ანგარიშს. ყურადღების ნატამალსაც არ მაქცევს ისე გამალებით მესიჯობს ტელეფონში. მე თანხას ვიხდი,ჩემს ჩანთას ხელს ვკიდებ და მივდივარ. მთელი გზა იმას ვფიქრობ,მიღირს თუ არა ამ ტკივილად მასთან მეგობრობა. ყველა მათ ჩხუბზე და შერიგებაზე ერთნაირად რომ მწვავს გულ-ღვიძლს ეს სიტუაცია. სახლში მისულს კიდევ ერთი სიურპრიზი მხვდება და დემეს ყოფილ/ახალ შეყვარებულს მათი რამდენიმე ფოტო აქვს გამოქვეყნებული ინსტაგრამზე,წარწერით „we are back together” ყველანაირი სსიმპოზიუმების გარეშე ვხვდები რომ მის ცხოვრებაში აღარაა ჩემი ისედაც დროებითი ადგილი,ბილეთს ვყიდულობ და მეორე დღეს ვბრუნდები საქართველოში,წინ მთელი თვე მაქვს რომ ვიფიქრო. ტელეფონს საერთოდ ვთიშავ და ოჯახურ განცხრომებს ვაძლევ ნებას სრულიად დამიპყროს. დამავიწყდება თუ არა,მერე რაღაც ამიწრიალდება მუცელში და იმ წამსვე გამახსენებს მის უანგაროდ კეთილ თვალებს და სასტიკად ლამაზ სახეს. ყველა წამს ვფიქრობ რომ მიყვარს,რომ მინდა,რომ მჭირდება,მაგრამ აუცილებლად უნდა გავწყვიტო მასთან ყველა სახის ურთიერთობა თუ მინდა მე ჩემთვის,ის კი მისთის იყოს ბედნიერი. მთელი თხუთმეტი დღე რომ გავძელი ტელეფონის და ყველა სოციალური ქსელის გარეშე,ძველითახალიწლის ღამეს მოვიმარჯვე და ჩავრთე პირვეად. ჩართვიდან ორი წუთს განმავლობაში ტელეეფონში შეტყობინებები არ წყვეტდნენ მოსვლას და მანდ ცოტა ვინანე,იქაურ ვინმეს მაინც რომ არ ვუთხარი წამოსვლაზე. დემეტრემდე სანამ მივაღწევდი ყველა მეკითხებოდა ვისაც კი ვიცნობდი პარიზში,სად გაქრიო. „ლეაკო“ 23.12.20 „სად წახვედი ლეა“23.12.20 „ლე,რამე თუ გაწყენინე მითხარი გთხოვ“23.12.20 „ლე სად ხარ“ 24.12.20 „ლეა,სადმე მიპასუხე იცოდე,გავგიჟდები!“ 24.12.20 „თუ რამე გიჭირს ლეა,მითხარი გთხოვ ერთად ვიზამთ რამეს.“-24.12.20 „საქართველოში წახვედი?“25.12.20 „დაკიდების დიდოსტაი ყოფილხარ და არ მცოდნია“ 26.12.20 „მეგობრობას ასე წიხლისკვრით არ ასრულებენ“27.12.20 „გილოცავ,როცა არ უნდა ნახო,სულ მენდომება ბედნიერ იყო!“01.01.21 მეწყინა,მაგრამ მეც არ ვიცი,რა. რა მეწყინა კონკრეტულად,დანარჩენი თხუთმეტი დღე რომ არ მეხვეწა სად ვიყავი მეთქვა ის,თუ მის გარეშე ბედნიერებას რომ მთავაზობდა თავხედურად. მეგობრებო,გამიზიარეთ თქვენი აზრი,ძალიან გამიხარდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.