შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /2/


21-09-2021, 09:37
ავტორი Harry wolf
ნანახია 1 172

შუაღამე კარგა ხნის დამდგარი იყო, მამაჩემს ჯერ კიდევ სტანჯავდა დაკარგული ხელის გამო გამოწვეული ტკივილები და მთელს სახლშიც მისი უშვერი სიტყვების კორიანტელი იდგა, ჩემს ორივე ძმას მშბიდად ეძინა მე კი ძილი არ მეკარებოდა და გაფაციცებით ვუსმენდი მშობლების მორიგ კამათს იმასთან დაკავშირებით რომ ცხოვრება ელიკოს გარდაცვალების შემდეგ იმაზე რთული და აუტანელი გახდა ვიდრე ოდესმე. ამაში მართლები იყვნენ, მამას კანონდარღვეული ისტორიის გამო სამსახურებში არ სწყალობდნენ დედა კი კვირაში სამი დღე მდიდარი ბურჟუების სახლს ალაგებდა და სულ ეს იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალი. ჩემი უფროსი ძმა გენო ოცი წლის იყო მაგრამ ათი წლის ბავშის ქცევები და ჰაბიტუსი ჰქონდა, იმას არ ვამბობ რომ ჭკუანაკლული იყო მაგრამ არც დიდი ჭკუით გამოირჩეოდა, მეორე ძმა დემეტრე თვრამეტი წლის იყო დიდი ამბიციებით სავსე, დარმწუნებული იყო რომ ერთხელაც ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, რომ გეკითხათ ეს რისთვის სჭირდებოდათ პასუხი ნამდვილად გაგაოცებდათ. „მინდა რომ ქალები ჩემზე გიჟდებოდენენ“ რა იდიოტო უნდა იყო ადამიანი რომ ქვეყნის სათავეში მოსვლა ქალების გულის მოგების გამო გსურდეს. ალბათ ჩემს შესახებაც გაინტერესებთ არა? მე ოჯახში ყველაზე პატარა, ყველაზე უნიათო და ყველაზე უსარგებლო გახლდით. რატომ? იმიტომ რომ არ შემეძლო ნაჯახის ხელში აღება და იმიტომ რომ შემეძლო დღე და ღამ წიგნებში ვყოფილიყავი თავით გადავარდნილი. ასე იყო თუ ისე დიდი მომავლის პერსპექტივით არ გამოვირჩეოდი ჩემი მშობლების თვალში, ვუყვარდი თუ არა ჩემს მშობლებს? დედას ალბათ უფრო ვეცოდებოდი ვიდრე ვუყვარდი მამას კი ჭირის დღესავით ვძულდი. სკოლა ისე დავასრულე ჩემი ძმის გამონაცვალი ტანსაცმლის გარდა არაფერი მღირსებია, არც მქონია ახლის ამბიცია, ისედაც ვხედავდი როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს სამი ვაჟის რჩენა. ერთი ორი სიტყვით სკოლის შესახებაც მოვყვები და შემდეგ უკვე გადავალ მთავარ სათქმელზე რამაც ამ ისტორიის დაწერა გადამაწყვეტინა. ბულინგი „მოდაში“ იყო ჩვენს სკოლაში მე კი ძალიან ცნობილი ვიყავი ამ მხრივ. მჩაგვრელთა მხარეს არასდროს ვყოფილვარ თუმცა ჩაგრულთა სათავეში თითქმის ყოველთვის. დამცინოდენენ გრძელი თმის გამო, დამცინოდნენ, დახეული ფეხსაცმლის გამო, დამცინოდნენ კითხვის სიყვარული გამო, დამცინოდნენ იმის გამოც კი რომ ვარსებობდი. მოქმედებდა თუ არა? არასდროს! გულსაც კი არ მტკენდა ეს ფაქტი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეზოში შესვლისთანავე სახეში მოხვედრილი ჩანთა, ასევე არ მაკვირვებდა სკამზე დადებული ჭიკარტი და არც მასწავლებლის მხრიდან დასმული კითხვა „ეს რომელმა გააკეთა“ ჩემსკენ გამოშვერილი ოცდასამი თანაკლასელის ხელი. გამოსაშვებ საღამოზე დირექტორის სკამს დაჟინებული მზერის დახმარებით ცეცხლი რომ წავუკიდე... გადარჩა არ მომკვდარა მაგრამ უკანალის ისეთი დამწვრობა მიიღო ერთიანად შური ვიძიე დაუმსახურებელი ყოველი ალიყურის გამო... სკოლას რომ მოვრჩი და სახლში მკითხეს რას აპირებო? არც ერთს დასწყვეტია გული წავალ-თქო რომ განვაცხადე, არც კითხვა დასმულა „სად მიდიხარო“ მთავარი იყო მივდიოდი, სად რატომ რისთვის ეს უკვე მეასეხარისხოვანი გახლდათ.
არ ყოფილა ცრემლები, არც ბარგის ჩალაგებაში მოხმარება, არც საგზალი და არც ჯიბის ფული, იყო მხოლოდ დედისგან ხელის დაქნევა, მამის „ორღობეში მოკვდები უდღეურო“ და ძმების „ბიჭო, უკან დაბრუნებამდე ერთხელ მაინც გა/იმე ქალი“ ირონიული შეძახილი. ორღობეში არ მომკვდარვარ, არც ქალები დამკლებია და არც უკან დაბრუნება მდომებია ოდესმე.
/////
- ჰარი. - აუტანლად წვრილი და სუსხიანი ხმა აქვს ჩემი სახლის ზედამხედველს. - ჰარიკუნა. - მაცოფებს ჩემი სახელის ამგვარი კნინობითობა. - ჰარიკუკუნა. - ჩაბნელებული ოთახი ფარდის გადაწევით და ოთახში მზის სხივების შემოშვებით რომ გაანათა ბრაზით ავატრიალე თვალები და უკვე საწოლზე მჯდომმა მოჭუტული მზერა გავუსწორე მომლოდინე ქალს.
- რატომ არ მაძინებ?
- ჰარი დაგავიწყდა დღეს რა დღეა?
- ორშაბათი, მძიმე ორშაბათი უფრო მძიმე კვირის შემდეგ. - უკვე საწოლიდან წამომდგარს მზერა მაშინვე ამარიდა როგორც კი შიშველი სხეული აღიქვა და ზურგშექცევით მდგომმა დაბალი ხმით ამოიჩურჩულა.
- სანადიროდ იყავი?
- ვიყავი. - სააბაზანოს კარი ხმაურით გავიჯახუნე და გრილი წ/ლის ქვეშ შესულმა თვალები დავხუჭე. ჩემში არსებულ მაგიის მრავლფეროვნების და ძალის შეგრძნების, მათი სწორად მართვის და გამოყენების სრულყოფას ორი საუკუნე მოვანდომე, არ მოგესმათ რამდენიმე საუკუნეს ვითვლი უკვე. როდესაც ქუჩაში ავტოკატასტროფის შედეგად ახალგაზრდა გოგონას გაჩერებული გული ჩემს თითებს მოწყვეტილი ცისფერი სხივებით ავამუშავე ჩემს სიამაყეს საზღვრები დაერღვა, ახლა ის გოგონა ოთხმოცი წლის არის და ჩემი სახლის ზედამხედველია მე კი ამოუხსნელი გენეტიკური თუ უბრალოდ ალქაჯური სისხლის წყალობით ისევ ოცდახუთი წლის ბიჭს ვგავარ, არადა 475 წლის უნდა ვიყო.
საკუთარ სამუშაო მაგიდასთან მჯდომი ზედმეტი ყურადღებით ვინ იცის მერამდენედ ვწავლობდი საკუთარი უკვდავების წარმომავლობას, იმას არ ვამბობ რომ ტყვია არ მეკარებოდა, ანაც სისხლი არ მდიოდა მაგრამ სულ რომ ტანკით დაგეფლითეთ რამდენიმე თვეში ისევ საღსალამათი და ოცდახუთი წლის სახით ვუბრუნდებოდი ცხოვრების რეჟიმს, რამდენჯერმე ვცადე , იმიტომ არა რომ სიცოცხლე არ მიყვარდა ანაც დეპრესიისგან ვერ ვსუნთქავდი, არა, უბრალოდ ერთგვარ ექსპერიმენტს ვატარებდი საკუთარი სხეულის ამტანობაზე, სიკვდილთან შერკინებას კი თავი მაშინ ვანებე ასაფეთქებლებით სავსე კასრი რომ წავათრიე უღრან ტყეში, მოვუკიდე და ზედ დავჯექი... ნაწილებად დავიფლითე, თუმცა ყველა კიდური ისევ გაიზარდა, ისევ პირვანდელი სახე მიიღო და ისევ განვაგრძე ცხოვრება. კედელეზე დაკიდებული საათი ჯიუტად მამცნობდა დღის თორმეტ საათს, ჰარვარდიდან პროფესორს და მის ქალიშვილს ველოდებოდი, პროფესორი ცოცხლად დარჩენილ ჩემს ნაცნობთა შორის ის ერთერთი ადამიანი იყო ჩემი სახლის ზედამხედველ სოფის თუ არ ჩავთვლით ვინც ჩემი ზუსტი ასაკი და ამას დამატებული მრავალსახიანობის შესახებ იცოდა. პროფესორი ლოურენსი მაში გავიცანი ჩემი მორიგი უკან მოტოვებული საუკუნის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე რომ ჩავირიცხე. სად ჯადოქარი და სად ბიზნესი ხომ? როცა უკვდავი ხარ შეგიძლია გემის კაპიტანიც იყო, ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტიც, დამკრძალავი ბიუროს მმართველიც და სექსოლოგიის ლექტორიც. პროფესორი ლოურენსი იმ ადამიანთა სიაში აღმოჩნდა ჩემი უნარების დახმარებით მიქელგაბრიელი რომ გააცურა და ჩემს შესახებაც იმაზე მეტი შეიტყო ვიდრე სხვა ყველა მოკვდავმა. ლოურენს ქალიშვილი ჰყავდა, დედამისი მასზე მშობიარობას გადაჰყვა და ამიტომაც მარტოს მოუწია მისი აღზრდა, არასდროს მოუყვანია სხვა ცოლი. ბოლო დროს სიბერემ იმაზე მეტად რომ შეაწუხა ვიდრე აქამდე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი, ბოლოს და ბოლოს ძველი მეგობრები ვიყავით.
- ჰარიკო. - სოფიმ რომ შემოაღო ოთახის კარი დაღლილი მზერა გავუსწორე და ფურცლებს თავი ვანებე.
- ჰარი სოფ, ჰარი.
- კაი რა შვილო. - მობერებული მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, ყოველთვის ხალისობდა იმ ფაქტზე რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ჩემზე პატარა იყო ახლა კი შვილიშვილად ვერგებოდი. - პროფესორი და მისი ქალიშვილი ჩამოვიდა.
- სად არიან. - ფეხზე ისე წამოვხტი თავადაც გამაკვირვა გულის უცნაურმა ფრთხიალმა.
- მისაღებში არიან.
- როგორ გამოვიყურები?
- ისე თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ქალი უნდა ნახო და მთელი ბოთლი ადეკოლონიც ამის გამო დაიცალე თავზე.
- აფრენ ხო? - არა მის წარმოსახვით უნარებს საზღვრები რომ არ ჰქონდა ვიცოდი მაგრამ ასე შორს შეტოპვასაც არ ველოდი, თუ პროფესორ ედვარდ ლოურენს გულისხმობდა ამ ფაქტში აშკარად დაავიწყდა რომ მამაკაცები არ მიზიდავნენ და თუ მის ქალიშვილის გულისხმობდა ისიც დაავიწყდა რომ როცა ბოლოს ვნახე ათი წლის იყო, ლოყებწითელა, ჟღალთმიანი თავნება ბავშვი, შესაბამისად არც პედოფილი ვიყავი... - სჯობს ჩაი მოგვიმზადო და დიდან დამავალებ პროფესორთან კნინობითი ფორმით თუ არ დაამახინჯებ ჩემს სახელს.
- ზოგჯერ მგონია რომ შენ ხარ ბუზღუნა ბებერი და მე ახლაგაზრდა.
- სოფ. - უკვე კართან ვიდექი ღიმილით რომ გავხედე სოფის და მშვიდად ვუჩურჩულე. - მე 475 წლის ვარ, შენ ოთხმოცის, ნამდვილად შენზე ბებერი ვარ. - სახლი, რომელშიც მე, სოფი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვცხოვრობდით სოფის დაჟინებული მოთხოვნით შევიძინე, სოფის ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამდე ორ თვეზე მეტ ხანს არც ერთ სახლში არ ვჩერდებოდი მან კი მაიძულა საკუთარი სახლის სიყვარული მესწავლა, ბოლომდე დღემდე ვერ გავიაზრე ეს სახლი ჩემთვის ვიყიდე თუ მისთვის თუმცა არ მინანია, სოფი ყველაფერს შესანიშნავად უძღვებოდა და იმის წარმოდგენაც არ მსურდა რომ ერთხელაც მისი სიკვდილის დრო კარზე მოაკაკუნებდა და მე ვერაფერს შევცვლიდი, მიყვარდა, უცნაურად მიყვარდა, არასდროს გამომიხატავს მაგრამ მშვენივრად იცოდა რომ მიყვარდა.
- ჰარი. - უკვე მისაღებში ვიდექი სავარძლიდან ფრთხილად რომ წამოდგა ედვარდ ლოურენსი და მასთან მისულს ხელი შეძლებისდაგვარად ძლიერად ჩამომართვა, ღიმილით შემათვალიერა და ცბიერი ღიმილით ჩაიქირქილა. - ისევ ახალშობილის ტრ/კივით კანი გაქვს. - გამეღიმა და მოხუცის სხეული მკერდში ჩავიკარი. - ანა გახსოვს? - ქალიშვილისკენ მიმითითა, ქალისკენ რომელიც არც კი გვიყურებდა, მისი ინტერესი სახლის ინტერიერის თვალიერებით დაკავებულიყო. ზურგით იდგა, უბრალო ჯინსის შარვალი, თხელი თეთრი მაისური და ამავე ფერის კედები ეცვა. - ანა. - მამის ხმაზე ღიმილით შემობრუნდა და მზერა ისე ურცხვად გამისწორა ყელში გაჩხერილი ემოციისგან სუნთქვა შემეკრა.
- გამარჯობა ჰარი.
- გა, გა. - იდიოტირად რომ გამოვიყურებოდი ეს ზუსტად ვიცოდი და საკუთარ თავზე ბრაზი მომერია. - გაგიმარჯოს. - მოვუყარე სრულ სიტყვას თავი და ჩვენთან მოსულს ხელზე ვეამბორე.
- სერიოზულად. - გაეღიმა ჟღალს და მზერა გამისწორა. - მეთექვსმეტე საუკუნე ოთხასი წლის წინ მოვიტოვეთ უკან.
- მეთექსვსმეტე საუკუნეში დავიბადე. - საკუთარ თავს დავცინე და ანას ინტერესით ჩავეკითხე. - მგონი ეს იცით არა?
- მაქვს პატივი. - მხრები უდარდელად აიჩეჩა და ისევ ინტერიერის თვალიერებას შეუდგა.
- ლამაზია არა?
- ლამაზია.
- დამეგობრდებით. - მხარზე ხელი მომითათუნა პროფესორმა და ფრთხილად მოთავსდა სავარძელში. - დავბერდი ჰარი.
- კარგად გამოიყურები.
- ტყუილები არასდროს გეხერხებოდა. - გაეცინა მოხუცს და ამ დრომდე ღიმილიანი სახე დაუსერიოზულდა. - რაღაც ხდება ჰარი.
- რა ხდება?
- მის თავს. - შეთქმულივით დაუწია მოხუცმა ხმას და ქალიშვილისკენ გააპარა მზერა.
- მაინც რა?
- ის ჩვეულებრივი არ არის.
- ედვარდ, შენი შვილი ლამაზი, მომხიბვლელი, გამჭრიახი ქალია ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ.
- ბოლო ერთი წლის მანძილზე ყოველ მეოთხე კვირას სახლიდან უჩინარდება დილით კი ერთიანად სისხლში ამოსვრილს ვპოულობ თავის საძინებელში.
- და თავად რას ამბობს?
- არაფერი ახსოვს.
- მამა თვლის რომ მაქცია ვარ, ღამღამობით გარდავისახები ხოლმე, ბეწვიანი ბალნით შემკობილი დავრბივარ ტყეში და ცხოველებს ან უარეს შემთხვევაში ადამიანებს ვგლეჯ და გამთენიისას სახლში ვბრუნდები. - ღიმილით ჩაეშვა ანა მამის გვერდით თავისუფალ სავარძელში, საკუთარ მუხლის თავებს იდაყვებით დაეყრდნო და ნახევარი ტანით ჩემსკენ დახრილმა ქვემოდან შემომანათა უცნაურად მოელვარე თვალები, ეს თვალები ადრეც მინახავს მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ცბიერი. - თქვენ რას ფიქრობთ ჰარი?
- უკეთ უნდა გაგიცნოთ დასვკვნა რომ გამოვიტანო.
- ჩემზე დისერტაციის დაწერას აპირებთ? - გაეცინა მოულოდნელად და მამას გახედა. - მაქცია არ ვარ მამა.
- ჰარის შეუძლია დაგეხმაროს ანა.
- აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ მოხუც მამას სურვილს ვუსრულებ ეს კარგად დაიმახსოვრეთ. - თითი ნიშნისმოგებით დამიქნია და ფეხზე წამოდგა. - ჩემს ოთახს მაჩვენებთ ჰარი?
- რა თქმა უნდა. - უკვე მეორე სართულზე მიმავალს თვალი გავაყოლე და მივხვდი რომ ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
- ჰარი. - მოხუცის ხმამ რეალობაში დამაბრუნა და დანაშაულზე წასწრებულივით ამემღვრა თვალები. - მის გარდა არავინ მყავს.
- ნუ ღელავ ედვარდ, აუცილებლად გავარკვევ რა სჭირს ანას.
- სერიოზულად? ვარდისფერი? - კიბის მოაჯირს დაყრდნობილმა ანამ ზემოდან დამხედა და სიცილით დაამატა. - თქვენ რა ისევ ათი წლის ბავშვს ელოდით?
- გადავღებავ თქვენს საძინებელს.
- თითის გატკაცუნებით? ნიშნისმოგებით სავსე ღიმილით გამისწორა მზერა და სავსე ბაგეებს ისე მაცდურად შეეხო ენის წვერით მეგონა არც კი ახსოვდა ჩვენს გარდა ოთახში მამამისიც რომ იმყოფებოდა.
- თქვენ უბრალოდ ფერი მითხარით ანა.
- იყოს ვარდისფერი, ჩემთვის სულერთია. - მხრები აიჩეჩა და უკან დაბრუნებული ისევ მამის გვერდით მოთავსდა. პირველად რომ ვიყავი ქალთან კარგად მახსოვს კრახი არ განმიცდია, არც დაუკმაყოფილოებლობის განცდა დამრჩენია და არც პარტნიორისთვის მომიკლია სიამოვნება, რაც დრო გადიოდა ქალების ჩემს ცხოვრებაში არსებობამ აზრი დაკარგა, იმას არ ვამბობ რომ მათი სხეულები არ მიზიდავდა, არც იმას რომ მათ მიმართ ინტერესი არ მქონდა მაგრამ იყო რაღაც რასაც შეგნებულად გავურბოდი... იყო უკვდავი და თავს უფლება მისცე შეიყვარო მოკვდავი ადამიანი ამაზე დიდი მაზოხიზმი რა უნდა არსებობდეს. 475 წლის მანძილზე არასდროს მყვარებია და თუ რომელიმე მორიგ ქალთან რაიმე მოწონებაზე მეტი მიგრძვნია მისი ცხოვრებიდან მაშინვე ვქრებოდი, ლაჩარი ვარ? არამგოია სილაჩრე იყოს იმის შიში რომ შესაძლოა საყვარელი ადამიანი დაკარგო შენ კი საუკუნოდ იტანჯო. - ჰარი კარგად ხართ? - ჟღალთმიანის უცნაურ ღიმილს რომ მოვკარი მზერა ვიგრძენი რა უცნაურად შემაჟროლა და თვალები წამიერად დავხუჭე.
- გუშინ რთული ღამე მქონდა. - მშვიდად ამოვიჩურჩულე და ვისკი გამოვიღე კარადიდან.
- ცოტა ხანს უნდა დავისვენო ჰარი, მგზავრობამ დამღალა.
- რა თქმა უნდა ედვართ. - ოთახში შემოსულ სოფის ედვარდის დაბინავება ვთხოვე და მათი გასვლის შემდეგ ანას გავხედე, მშვიდად იჯდა სავარძელში, მობილურის ეკრანს ღიმილით უცქერდა და თითებსაც საოცარი სისხარტით აკაკუნებდა მის ეკრანზე.
- შეყვარებული ხართ!
- რა სისულელეა. - ტელეფონიდან თავი არ აუწევია ისე მიპასუხა თუმცა ღიმილიანი სახე წამებში დაუსერიოზულდა, ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩააცურა და ინტერესით ამომხედა. - ეს მაგიის წყალობით დაასკვენით?
- იმის გასაგებად ადამიანი შეყვარებულია თუ არა მაგია არ მჭირდება, ოთხი საუკუნე ვიცხოვრე, ადამიანებს მაგიის გარეშეც მშვენივრად ვცნობ.
- და მე როგორი ვარ?
- თავხედი. - გამეღიმა და ვისკი მოვსვი.
- მხოლოდ თავხედი? - სავარძლიდან წამოდგა, ფრთხილად მომიახლოვდა, მზერა ურცხვად გამისწორა, ხელიდან ვისკის ჭიქა ამართვა, მოსვა და უკან დამიბრუნა.
- ჭკვიაინი, ლამაზი, საინტერესო.
- მოგწონვარ!
- უბრალოდ კომპლიმენტი გითხარით.
- სახალისო ცხოვრება გაქვთ ჰარი. - ოსტატურად შეცვალა თემა ანამ.
- ასე არ ვიტყოდი.
- კარგით რა. უკვდავი ხართ, განა ეს საინტერესო და სახალისო არ არის?
- საინტერესოა მაგრამ არა სახალისო. - გავუღიმე და ცარიელი ჭიქა მინის მაგიდაზე მოვათავსე. - მომიტევეთ უნდა დაგტოვოთ.
- რამე მოხდა?
- ამ საღამოს ჩემთან ერთად წვეულებაზე წამოხვალთ? - უკვე კართან ვიდექი ჩემდაუნებურად რომ ვიკითხე და პასუხის მოლოდინში საკუთარი გულის ცემის მელოდია ფაქტიურად დავიზუთხე.
- ვამპირების და მაქციების თავშეყრა გაქვთ? - გაეღიმა ანას.
- დაახლოებით.
- და არ გეშინიათ რომ რომელიმე ვამპირმა მიმსხვერპლოს?
- ჩემს გვერდით თუ იქნებით არა. - გავუღიმე და შედარებით მოდუნებულმა საოცარი შვება ვიგრძენი.
- საღამოს კაბა დამჭირდება.
- თქვენ უბრალოდ ფერი მითხარით.
- იყოს შავი.
- შავი. - გამეღიმა და ღრმად ამოვისუნთქე. - თქვენს ოთახში ადით საწოლზე რამდენიმე შავი კაბა დაგხვდებათ, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი.
- უკვე? - ბავშური სიანცით აინთო მისი თვალები.
- თითის გატკაცუნება მარტივი საქმეა. - გამეღიმა და ოთახში მარტო დავტოვე...



№1 სტუმარი ანუ

როგორც ვვარაუდობდი- გაგრძელებაც ძალიან კარგია ^-^
ველი ახალ თავს..

 


№2  offline წევრი Harry wolf

ანუ
როგორც ვვარაუდობდი- გაგრძელებაც ძალიან კარგია ^-^
ველი ახალ თავს..


ძალიან დიდი მადლობა <3 ახალიც მალე იქნება <3

 


№3  offline წევრი ვიპნი

თქვენი პოსტი ვნახე ფბ-ს ჯგუფში ,ამიტომაც გადავწყვიტე წამეკითხა.სულ სხვა ჟანრს და ისტორიას ველოდი რატომღაც და გასაოცარი სიურპრიზი შემომრჩა ხელთ. ძალიან საინტერესოა და წარმატებებს გისურვებთ.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️

 


№4  offline წევრი Harry wolf

ვიპნი
თქვენი პოსტი ვნახე ფბ-ს ჯგუფში ,ამიტომაც გადავწყვიტე წამეკითხა.სულ სხვა ჟანრს და ისტორიას ველოდი რატომღაც და გასაოცარი სიურპრიზი შემომრჩა ხელთ. ძალიან საინტერესოა და წარმატებებს გისურვებთ.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️


როგორი სასიამოვნოა ამის მოსმენა <3 უზომოდ გამახარეთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent