შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება (ნაწილი 3)


26-09-2021, 21:32
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 1 031

თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა.
როგორც იქნა ჩამოვედი.
აეროპორტში ჩემი მეგობარი დამხვდა. მე და ადამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით 3 წლის წინ, მაგის მერე კავშირი არ გაგვიწყვეტია. როგორც კი თვითმფრინავში ჩავჯექი ადას მივწერე, სიხარულით ცას ეწია. მართალია თურქული არ ვიცოდი, მაგრამ ადამ იცოდა ინგლისური ძალიან კარგად.
ცოტას ადაზე მოგიყვებით...
ადა 23 წლისაა, 2 უმცროსი და და 3 უფროსი ძმა ჰყავს. უმცროსი დები დედასთან და მამასთან ცხოვრობენ, დანარჩენები კი ცალ-ცალკე, თუმცა ერთმანეთთან ახლოს. როგორც აღვნიშნე მე და ადამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, კერძოდ ინსტაგრამზე. ადა ძალიან თავისუფალი, უკომპლექსო და მხიარული გოგოა. ხშირად ვწერდით ერთმანეთს, ჩვენს

ძვირფას მოგონებებს ვუზიარებდით და ძალიან დავახლოვდით, ამიტომაც გადავწყვიტე ადასთან წასვლა, თან ქალაქიც არ ვიცოდი. მოგეხსენებათ უცხო ქალაქში, სადაც არც ენა გესმის და არც ადგილები იცი, ძალიან გაგიჭირდება.
ადა აეროპორტში დამხვდა, ხელში თაბახის ქაღალდი ეჭირა და ზედ ლამაზი ასოებით ეწერა ,,Anny, it's me - Ada!". (ენი, ეს მე ვარ - ადა!).
რომ დამინახა ჩემკენ გამოექანა და დაღლილს ისეთი ემოციურობით ჩამეხუტა რომ მთელი მისი დადებითი ენერგია გადმომდო.
ადას ზღვისფერი თვალები ჰქონდა. იმდენად ლამაზი ზღვისფერი თვალები რომ ჩახედავდი და იკარგებოდი მათში.
პატარა, კურნოსა ცხვირს მოკლედ შეჭრილი თმები კიდევ უფრო არამქვეყნიურს ხდიდა.
Hoş geldin Anny Adyaman (კეთილი იყოს შენი მობრძანება ენი ადიამან) - ისე დაიყვირა რომ აეროპორტში შეკრებილი ხალხის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით.
ადა ემოციებს ვერ მალავდაა. იმდენად ღიად გამოხატვდა რომ ძალაუნებურად მისი ემოცია შენზე გადმოდიოდა.
ამ მომენტს დიდხანს ველოდებოდი - დაიწყო ადამ - სულ ვფიქრობდი რომ არასოდეს იქნებოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა სოციალური ქსელის საზღვრებს ვერ გასცდებოდა, ენი ჩემთან ხარ და ეს ყველაზე მეტად მახარებს.
ერთ ჩემოდანს ხელი დაავლო და გარეთ გავედით.
ირგვლივ ვიხედებოდი, უცანური იყო იმ გარემოში ყოფნა, სადაც არაფერი იყო ჩემთვის ახლობელი, ვხვდებოდი რომ ეს ის ქალაქი იქნებოდა, სადაც უამრავ ახალ მოგონებას დავწერდი.
ადამ ტაქსი გააჩერა და მძღოლს ბეიოღლუში წასვლა ამცნო.
რაც უფრო სიღრმეში შევდიოდით ქალაქში მით უფრო დიდ აღფრთოვანებას და აღტაცებას იწვევდა. უამრავი შენობები, წვრილი და ფართო გზები, ხალხი რომელიც ხმაურობდა,

ყველაფერს რაღაცის თქმა სურდა, ოღონდ შენ მოგესმინა.
ტაბლოებზე თურქული ასოები მოძრაობდნენ, კაფეებში ხალხი ისხდა და ჩაის სვამდა, ფანჯრებიდან ბავშვები იყურებოდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ.
ტაქსის კი ბეიოღლუს ქუჩებში მედიდურად მივყავდით მე და ადა.
ადა ტიტინებდა, უზარმაზარი შენობებისკენ თითს იშვერდა, მეუბნებოდა თუ როგორი ზღაპრული დღეები გველოდა წინ, ისე აღტაცებით ყვებოდა რომ გაოცებული ვიყავი.
- იცი ენი ჩემებს ვუთხარი რომ ჩამოხვედი და სადილზე დაგვპატიჟეს.
- დიდი სიამოვნებით ადა, ძალიან მინდა შენი ოჯახის გაცნობა.
ეს იდეა ძალიან მომეწონა.
ჯერ ადას ბინაში მივედით. ლამაზ-ლამაზ კორპუსებს შორის ტაქსი გაჩერდა. ადამ ფული მიაწოდა მძღოლს, თურქულად მადლობა გადაუხადა და იოლი სამუშაო უსურვა ( როცა დაასრულა ვკითხე რა უთხარიმეთქი).
-ეს ჩვენი რაიონია ენ.
თვალი შევავლე ლამზად შეღებილ კორპუსებს, რომელთა შორისაც ბავშვები დარბოდნენ.

მესამე სართულზე ლიფტით ავედით. თეთრი კარები გააღო ადამ და პატარა, ნათელ ბინაში შევედით.
ბინა დამათვალიერებინა...
ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. კორპუსის პირველ სართულზე პატარა კაფე იყო. ადამ თქვა რომ იქ ერთ-ერთი უგემრიელესი ბორექი აქვთ. (როცა გავიგებ რაცაა თქვენც გეტყვით).
ცოტა ხანს დასვენება მინდოდა. ადამ ყავა გაამზადა და აივანზე შუშის მაგიდას მივუსხედით. ყავას ისეთი სასიამოვნო არომატი ჰქონდა რომ თავბრუ დამახვია.
ადა ისევ ტიტინებდა. მსიამოვნებდა მისი მოსმენა.
ამინდიც საოცრად მშვიდი და მზიანი იყო. სასიამოვნო სიო სახეზე მელამუნებოდა, ისე თითქოს ახალჩამოსულის გაცნობა უნდაო.
ცოტა ხანს წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა.
მოსაღამოვებულს ადამ გამაღვიძა.
-ენი, გაიღვიძე, გავემზადოთ და ჩემებთან წავიდეთ, ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ.
-რომელი საათია ადა? დიდხანს მეძინა?
-უკვე 7 საათია, დაღლილი იყავი და ისე გემრიელად გეძინა შენი გაღვიძება არ მინდოდა, თუმცა დედამ უკვე 7ჯერ დარეკა.
ჩემი მობილური ავიღე და დედასთან დავრეკე. ადა გავაცანი და ვანახე ყველაფერი. დედას ძალიან მოეწონა ადაც და ადგილიც. გაუხარდა ომ სანდო ხელში ვიყავი. თარჯიმნის როლს ვასრულებდი. ადას ნათქვამს დედას, დედას ნათქვამს კი ადას ვუთარგმნიდი.
აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებად.
დავიწყეთ გამზადება.
ადამ ჩემს ტანსაცმელებს შორის წითელი საღამოს კაბა ამოარჩია და დიდი ხვეწნით მთხოვა რომ ჩამეცვა. სიმართლე გითხრათ მინდოდა კომფორტულად ვყოფილიყავი, თუმცა ადას უარი ვერ ვუთხარი.
ადამაც მწვანე საღამოს კაბა ჩაიცვა.
ასე გამოწკეპილები გამოვედით ბინიდან.
იქვე ყვავილების მაღაზიაში ვარდების თაიგული ვიყიდე. მაღაზიაში შოკოლადებიც და უკვე მზად ვიყავი წასასვლელად. ტაქსი გველოდებოდა. დაახლოებით 20 წუთი მივდიოდით. ბეიოღლუს ქუჩებში უკვე ღამის ცხოვრება ყვაოდა. ქუჩები ისეთი განათებული იყო რომ თვალებს მჭრიდა.
სახლის წინ მანქანა გაჩერდა. სახლიც უჩვეულოდ განათებული იყო, ეტყობოდა რომ სტუმარს ელოდებოდნენ და ძალიან ეცადნენ.
ადას ვკითხე ოჯახში თუ საუბრობდნენ ინგლისურად. ადამაც მაშინვე დამამშვიდა
-ენ ნუ ღელავ, ყველა საუბრობს ინგლისურად, კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება - და ბოლოს წინადადებას canım (ჩემო სიცოცხლე) დააყოლა.
ავღელდი. ნეტავ თუ მოვეწონები იმ ხალხს, მეტავ როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებ? ფიქრებიდან ადამ გამომიყვანა, როცა კარზე დაყენებულ ზარს თითი მიაჭირა და ზარმაც მყისვე გაიხმაურა.
კარი სასიამოვნო გარეგონობის ქალბატონმა გაგვიღო. ადამ მთხოვა ჯერ მე შევსულიყავი და მასწავლა როცა მასპინძელი მეტყოდა - Hoş geldin - უნდა მეპასუხა Hoş bulduk. მეც ზუსტად ასე გავაკეთე.
ადამ ოჯახის წევრებთან წარმადგინა შემდეგ კი თითოეული სათითაოდ გამაცნო.
ადას მამა ჯანერი მაღალი და ადასავით ცისფერთვალება კაცი გახლდათ. დედა - აილინი კი ყავისფერთვალება ქალბატონი. ადასავით მასაც მოკლე თმები ჰქონდა.
ადას დები ასლი და ჰაზალი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ყველაზე უფროსი ძმა ჯანი 26 წლის გახლდათ. მეორე ძმა - ალპი 25-ის, ხოლო სელიმი 24ის. ასაკობრივად შემდეგი ადა იყო 23 წლის.
ცოტა ხანს სასტუმრო ოთახში ვისხედით. ვსაუბრობდით. მაინც მორიდებულად ვიყავი, რადგან უცხო ხალხთან თავიდან ადაპტაცია მიჭირდა.
ქალბატონმა აილინმა მთხოვა ჩემი და ადას გაცნობის ისტორია მომეყოლა. მეც მაშინვე დავიწყე მოყოლა. ისე მსიამოვნებდა რომ ყველა მისმენდა. ზოგადად მიყვარს როცა ვიღაც ლაპარაკობს და სხვები ყურადღებით უსმენენ.
შიგადაშიგ ქალბატონი აილინი კითხვებს მისვამდა.
ბიჭები არ საუბრობდნენ. გამიკვირდა როცა ჯანმა ხმა ამოიღო და თითი ჩემი კულონისკენ გაიშვირა
ჯანი: თქვენი ყელსაბამი რას წარმოადგენს?
მე: ეს ჩემი სამშობლოა, საქართველო.
ასლიმ მთხოვა ცოტა ჩემს ქვეყანაზე მომეყოლა.
მეც ყველაფერი მოვუყევი. მოვუყევი თუ როგორი ლამაზია ჩემი საქართველო, როგორი სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, როგორი ღირსშესანიშნაობებითაც გამოირჩევა ის. ცოტა ისტორიული კუთხითაც გავაცანი ჩემი ქვეყანა.
საუბარი რომ დავასრულე ასლი წამოხტა და და დაიყვირა ,,მე აუცილებლად ვნახავ საქართველოს“, დანარჩენები კი ჯერ კიდევ მოყოლილი ისტორიის გავლენის ქვეშ იყვნენ.
ნელ-ნელა თავს შინაურად ვგრძნობდი. ეს ხალხი, რომელიც თავიდან მეუცხოებოდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა.
მაგიდას მივუსხედით. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სავსე იყო მაგიდა. მთელი თურქეთის კულინარიული შედევრები იდო ზედ. ადა გვერდით მეჯდა და ყველა საკვებს სათითაო და დაუღლელად განმიმარტავდა. უგემრიელესი იყო ყველაფერი.
ვახშმობას რომ მოვრჩით ქალბატონი აილინი კვლავ სასტუმრო ოთახისაკენ გაგვიძღვა. ახლა უკვე ჩაის დრო იყო.
თურქული ჩაის ჭიქები მაგიდაზე გადმოალაგა ასლიმ, ხოლო ჰაზალმა ჩაი ჩამოასხა.
საუბარში სელიმი ჩაერთო.
სელიმი: -მე მაინტერესებს, თქვენი სახელი ენი, ქართულია?
- ქართულად ელენა მქვია - ვუპასუხე მე.
რა ლამაზი სახელია - წარმოთქვა ჰაზალმა.
ჯანი: ელენა, სწავლობთ სადმე?
არ ველოდი რომ ჩემი სრული სახელით მომმართავდა ამიტომ დავიბენი.
მე: მე... მე... მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავასრულე, ინგლისური ფილოლოგიის განხრით, თუმცა მხოლოდ ბაკალავრიატი. მაგისტრატურას ალბათ მომავლისთვის დავგეგმავ.
ბატონმა ჯანერმა მთხოვა ოჯახზეც მომეყოლა ცოტა.
დროს სასიამოვნოდ ვატარებდი.
მინდოდა ალპსაც ესაუბრა, თუმცა რატომღაც ჩემგან თავს შორს იჭერდა. იქნებ ბევრს ვლაპარაკობდი?
ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით. ჩაის ვსვამდით და თურქულ ტკბილეულს - ლოქუმს - მივირთმევდით.
საოცარი საღამო გამოვიდა.
წასვლისას ასლი და ჰაზალი ჩამეხუტნენ და მთხოვეს ისევ მოვსულიყავი.
ასლიმ ყურში ჩამჩურჩულა ,, მე მიყვარს შენი საქართველო“.
ზღვა, ზღვა ემოციის მოწოლას ვგეძნობდი. ყველა გრძნობა ერთად მქონდა აღტაცების, კმაყოფილების, სიამოვნების. თურმე როგორ მაკლდა ეს ემოციების ბუმი.
ჯანმა ჩვენი წაყვანის სურვილი გამოთქვა. ყველას დავემშვიდობე და მე და ადა შავ მერსედესში ჩავსხედით.
დაწოლისას ადამ მითხრა: ენი მოემზადე, შენი თავგადასავალი იწყება...
დიდხანს ვერ მოვხუჭე თვალი. ფანჯრიდან მთვარეს ვუყურებდი, სავსე მთვარეს და მეც მთავრესავით სავსე ვიყავი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

გამიხარდა ანუკის იმ დაბრუნდი.მეგინა შ წყვიტე. მეც მოუთმ ნლქდ ველი ახალ თქვგადასავლებებს

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

Qeti qimucadze
გამიხარდა ანუკის იმ დაბრუნდი.მეგინა შ წყვიტე. მეც მოუთმ ნლქდ ველი ახალ თქვგადასავლებებს

ქეთ არ შევწყვეტ წერას, უბრალოდ დრო მჭირდება რომ ყველაფერი დავწერო, მადლობა შენ რომ მომყვები და კითხულობ...

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

სასიამოვნო წასაკითხია მსუბუქი და ბევრის მთქმელი ამავდროულად.. ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 


№4  offline წევრი AnnyAdyaman

სტუმარი ანა
სასიამოვნო წასაკითხია მსუბუქი და ბევრის მთქმელი ამავდროულად.. ველი შემდეგ თავს ❤️❤️


ანა, გმადლობთ. აუცილებლად იქნება შემდეგი თავი ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent