შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება (ნაწილი 4)


29-09-2021, 00:05
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 9 481

სახეზე მოლამუნე მზის სხივებმა ძილის ღრმა ფაზიდან გამომიყვანეს. ძლივს გავახილე თვალები. დილით ადრე ადგომა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
ადას საძინებელში ფარდები გადაეწია და მზეც ურცხვად იჭრებოდა. დიდი ხანია ასე სასიამოვნოდ არ გამიღვიძია. ძალის მოზღვავებას ვგრძნობდი. სამზარეულოში ადა ხმაურობდა. გაზზე ჩაიდანი სტვენდა, გაზქურა წკაპუნებდა.
წამოვხტი. ფანჯარასთან მივედი. გამოვაღე. ღრმად ჩავისუნთქე... ხალხს უკვე დაეწყო ქუჩაში ჩვეული ხმაურობა.
ადას მაგიდა გაეშალა. პატარა მრგვალ მაგიდას ნაირ-ნაირი საჭმელი ამშვენებდა.
-Günaydın Anny hahım ( დილა მშვიდობისა ქალბატონო ენი)
-Günaydın Ada hanım - არ დავაყოვნე პასუხი და გაუკვირდა როცა თურქულადვე ვუპასუხე.
გუგლის გავლენა იგრძნობოდა აშკარად, თუმცა ადასგანაც ნელ-ნელა ვსწავლობდი რაღაც-რაღაცებს.
მობილურს დავხედე. 7 საათი იყო. ვინმეს რომ ეთქვა 7საათზე ადგებიო ალბათ სიცილისგან გავიგუდებოდი, რადგან ვერასდროს ვდგებოდი ასე ადრე. რაღაცნაირი კმაყოფილება დაეუფლა და ეს ადას არ გამორჩენია.
-რაო ენ, რაღაც ეშმაკურმა ღიმილმა გადაგირბინა სახეზე.
-ხოო, ასე ადრე ვერასოდეს ვიღვიძებდი და ცოტა მიკვირს.
-და რამ გაგაღვიძა ასე ადრე?
-მზემ და საოცარმა სურნელმა სამზარეულოდან.
მაგიდას მივუსხედით. ადამ ჩაი ჩამოასხა. მაგიდაზე ნამდვილი ფერების ორთაბრძოლა იყო გამართული. პატარა პომიდვრები, რომლებიც ისედაც პატარები იყო ადას კიდევ უფრო დაეპატარავებინა, გვერდით მწვანე და შავი ზეთისხილი იწონებდა თავს, იქვე თაფლი, ლამაზად დაჭრილი პური , ნაირ-ნაირი ყველი, თხილეული, ზოგი ვერც ვიცანი რა იყო.
-ადა ეს რა არის?
თითი მრგვალი ფუნთუშისკენ გავიშვრე, რომელსაც სეზამის მარცვლები ამშვენებდა.
-ეს სიმიტია, თურქული ბლითი, გასინჯე ენ აუცილებლად შეგიყვარდება.
მაგიდის ცენტრში ტაფა იდო, ტაფაზე მარტო კვერცხი ვიცანი.
-ადა, ტაფაზე რა არის?
-ოოოო - ჰაერი შეისუნთქა ადამ და სიამოვნებისაგან თვალები გადაატრიალა- ეს მენემენია, თურქული ქაჰვალტის განუყოფელი ნაწილი
- ქაჰვალტი? ანუ?
- ქაჰვალტი საუზმეს ნიშნავს ენ.
იმის ნიშნად რომ ყველაფერი გასაგები იყო თავი დავუქნიე.
როგორც შემდგომ ამიხსნა მენემენი შედგება ზეითუნის ზეთში მოთუშული მწვანე წიწაკის, პომიდვრის, წითელი წიწაკის, ყველისა და კვერცხისაგან.
ტაფისკენ გავიწიე თეფშით, რათა მენემენი გადმომეტანა და იმ წამსვე წამოხტა ადა.
-არა, არა, კერძი ტაფაზე უნდა იყოს.
-ადა, ისედაც ტაფაზეა - ეშმაკურად ჩავიცინე.
-არა ქალბატონო, პური აიღე და ტაფიდანვე ჭამე.
თავიდან გიჟურად კი მომეჩვენა, მაგრამ როცა ადამ ეს გააკეთა ძალიან სასაიმოვნო საყურებელი აღმოჩნდა.
პური ჯერ კიდევ ცხელი იყო, ალბათ ტოსტერში გაათბომეთქი გავიფიქრე გულში. ამომავლე პური მენემენიში. უგემრიელესი იყო. დილას ამაზე იდეალურად ვერც დაიწყებდი.
გემრიელად მივირთმევდით საჭმლებს და თან ჩაის ვაყოლებდით, დიახ სწორედ იმ ყელიანი ჭიქით სერიალებში რომ ვხედავთ ხოლმე.
ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნო იყო რომ თვაი სერიალის პერსონაჟი მეგონა და მეშინოდა კულისებიდან ვინმე არ გამოვარდნილიყო და გადაღებულიაო არ დაეყვირა. ხოო მეც მეცინება, მაგრამ როდესაც რაღაც კარგი ხდება შენს ცხოვრებაში გინდა რომ ის მანამ გაგრძელდეს სანამ არ მოგბეზრდება, სანამ არ დაიღლები.
ენი: ადა ალპი და ჯანი რატომ იყვნენ გუშინ ჩუმად?
ადა: ალპი მორცხვია, მაგრამ როგორც კი შეგეჩვევა პირს ვეღარ გააჩერებინებ, აი ჯანი ცოტა რთული პიროვნებაა, თუმცა მასაც აუცილებლად გაუგებ.
ადამ ტელევიზორი ჩართო. იუთუბზე გადაიყვანა და მთხოვა რომელიმე ქართული სიმღერა ჩამერთო. ბევრი არ მიფიქრია რა ჩამერთო - შენზე ფიქრებში მათენდება თავზე - მოვძებნე ეგრევე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული სიმღერა იყო.
იმ წამს ყველაფრის მჯეროდა. მჯეროდა რომ ბედნიერება არსებობს და მე მას ვიმსახურებ, მჯეროდა რომ სასწაულები ხდება, იმ ბავშვის მჯეროდა ჩემში რომ ჯერ კიდევ იყო, რაც მთავარია საკუთარი თავის დავიჯრე და ვირწმუნე.
ხედვა დამებინდა. თვალები ცრემლით გამვსებოდა. ადამ თითქოს ჩემი სევდის განაწილება უნდაო ხელი ჩამკიდა.
-ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება ენი, ყოველი წვიმიანი დღის შემდეგ გამოდარების იმედი გვაქვს, ცხოვრებაშიც ასეა, სულ წვიმა ვერ იქნება.
იცით როგორც არ უნდა ფიქრობდეთ ქვეყნიდან გაქცევას და ოცნებობდეთ სხვა ქვეყანაზე, შეუძლებელია ქართულმა ხმამ გული სხვგვარად არ აგიძგეროთ.
საუზმე დავასრულეთ და მაგიდაც ავალაგეთ. ტელევიზორში ისევ ქართული ჰანგები ისმოდა. კარზე ზარი იყო. ადამ იუთუბი დააპაუზა.
მე საძინებელში ვემზადებოდი, როცა ადას ხმა გავიგე.
-სელიმ? მოდი ძმაო, რა კარგია რომ მოხვედი, დღევანდელი დღის დაგეგმვაში დაგვეხმარები.
-Günaydın Selim - მივესალმე და ხელი გავიწვდინე.
-ოჰ, უკვე იგრძნობა შენში ადას გავლენა, შენც დილა მშვიდობისა ენი - ხელი ჩამომართვა.
სელიმი: აბა, რას ვაპირებთ დღეს?
ენი: ჯერ ყავა, შემდეგ სხვა დანარჩენი სელიმ
სელიმი: ოჰ, ენი შენც ჯანივით ყავის გარეშე სახლიდან არ გადიხარ?
ენი: კარგი დღის დასაწყისი ყოველთვის ყავაა, სელიმ.
სელიმს გაეცინა.
სელიმი: მაშინ მოდი ჩვენი დღეც კარგი იყოს და ყავა კაფეში დავლიოთ, ერთად.
ტელეფონმა დარეკა. ჩემები იყვნენ. გავაფრთხილე რომ დღის განმავლობაში გასული ვიქნებოდი და საღამომდე ვერ შევეხმიანებოდი მათ.
გავემზადეთ და გავედით. რაიონი ისეთი ლამაზი იყო რომ ირგვლივ ყურებით ვერ ვძღებოდი, მინდოდა ყველაფერი მენახა და არც ერთი დეტალი არ დამრჩენოდა ყურადღების მიღმა.
ცოტა რომ ვიარეთ იქვე კაფეში შევედით. კაფე მყუდრო იყო. შესვლისთანავე ვიგრძენი ყავის სურნელი.
სელიმმა გვკითხა თუ როგორ ყავას დავლევდით, მე რა თქმა უნდა ნალექიანი ყავის მონა ვიყავი და წამითაც არ მიფიქრია, ადამ კი ვერაფრით გადაწყვიტა კაპუჩინო უნოდა თუ ისიც ნალექიანს დალევდა.
სელიმი: დაო, იქნებ მაგიდა შეარჩიოთ სანამ მე ყავას შევუკვეთავ.
ადამ იქაურობას თვალი მოავლო და უცებ წამოიყვირა.
ადა: ჯაააან
ინსტიქტურად იქეთკენ გავიხედე, საითაც ადა იყურებოდა და ჩემი და ჯანის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
მომერიდა და თვალები დავხარე. სიმართლე გითხრათ ჯანის ნახვის სურვილი დიდად არ მქონდა, თან მას შემდეგ რაც ადამ მითხრა ჯანი რთული პიროვნებააო ცოტათი მეშინოდა კიდეც.
ჯანი მარტო იჯდა მაგიდასთან. წინ ნალექიანი ყავის ფინჯანი ედო, გვერდზე კი გაზეთი.
სელიმი: ჯაან, რა კარგია რომ აქ ხარ, ახლა ოთხივე ერთად მივუსხდებით მაგიდას.
ჯანი: სხვა გზა არცაა - ეს წარმოთქვა და ნაძალადევად გამიღიმა.
მივხვდი რომ უხეშად იყო ნათქვამი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ხალხისგან უხეშობას მიჩვეული ვიყავი და იმუნიტეტიც გამომიმუშავდა.
მაგიდას მივუსხედით. ჯანი ჩემს გვერდით იჯდა.
არ ვიცი რატომ ვნერვიულობდი ასე ძალიან.
ყავაც მოიტანეს, საოცარი სურნელი ჰქონდა, წამით დაძაბულობაც გაიფანტა ან იქნებ მე მომეჩვენა ასე. ყავის სურნელი შევიყნოსე. ადას ჩაეღიმა
ადა: ენი ყოველთვის ცდილობს ხოლმე რომ ჭამამდე დაყნოსოს საჭმელიც და სასმელიც.
ნუთუ დილით ადა მაკვირდებოდა და ჩემი ერთ-ერთი ჩვევა შეამჩნია. ეს აქამდე არავის შეუმჩნევია.
ჯანმა მიმტანს დაუძახა და თურქული ბაქლავის მოტანა სთხოვა.
ადა: ბაქლავა ჯანს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ყავასთან.
ჩემს გასაგონად წამოიძახა ადამ, მეც თავი დავუქნიე ნიშნად იმისა რომ გავგე.
-ელენა - დამიძახა ჯანმა და ჩემი სრული სახელის გაგონებაზე გული ამიჩქარდა
-დიახ,
-აქ რამდენ ხანს დარჩებით? - ნუთუ მობეზრდა ჩემი ყურება და აინტერესებს როდის მომიშორებს თავიდან?
-არ ვიცი, კიდევ ცოტა ხანს ვაპირებ დარჩენას.
მგონი მიხვდა რომ ეს კითხვა უადგილო იყო და მისი მკაცრი მზერა ყავაზე გადაიტანა.
ბაქალვისკენ ხელი წავიღე რომ თეფშზე გადმომეტანა და ამ დროს ჯანმაც იგივე გააკეთა.
ჩვენი ხელები ერთმანეთს შეხვდნენ, შეხებისთანავე ხელი გამოვწიე, თითქოს დენმა დამარტყაო. ჯანს თითები თბილი ჰქონდა, ამავდროულად ძალიან ნაზი და რბილი. შემშურდა კიდეც, ალბათ კარგად უვლიდა თავს.
ჩემი ცივი თითების შეხებაზე თვალებში შემომხედა.
ჰოო, ზამთარ-ზაფხულ თითები გაყინული მქონდა.
თეფში აიღო და მთხოვა გადამეტანა.
მეც გადმოვიტანე, ისე შემრცხვა რომ გავწითლდი კიდეც ალბათ.
უგემრიელესი იყო. ყავა ნამდვილი სასწაული. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მთელი ცხოვრება ამ ყავას დავლევდი.
სელიმი: აბაა სად მივიდვართ გოგონებო?
ადა: სასეირნოდ, ყველაფერი უნდა ვნახოთ, ჯერ თაქსიმის მოედანი შემდეგ ბაზრები, ბოლოს კი გალათას კოშკს ვნახავთ.
ჯანი: მანქანით ვარ და წაგიყვანთ
ადა: დღეს არ მუსაობ ჯან?
ჯანი: რადგან ვთქვი რომ შემიძლია თქვენი წაყვანა, ანუ თავისუფალი დრო მაქვს ადა.
მაგიდიდან ავდექით. გარეთ ძალიან ცხელოდა.
მანქანაში ჩავსხედით.
გზად სელიმი სხვადასხვა ადგილებს მანახებდა.
სელიმი: ნახე ენი ეს სასტუმრო პერა პალასია.
ჯანი: სელიმ, ვფიქრობ ადგილის შეურაცხყოფაა როდესაც მის ისტორიუ მნიშვნელობას არ უსვამ ხაზს. - ჯანი მანქანის შუა სარკიდან მიყურებდა და ეს მაღზიანებდა.
ჯანი: ელენა, მწერალ აგათა კრისტიზე თუ გსმენიათ რამე? - არ შეეძლო რომ ენი დაეძახა? რატომ აიჩემა ასე ჩემი სრული სახელი.
ენი: რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი დეტექტივების ავტორია
ჯანი: მაშ, მისი ნაწარმოები ,,მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ მან სწორედ რომ ამ სასტუმროში დაწერა. თუ სწორად მახსოვს 411-ე ნომერი იყო, დღეს იმ ნომერში აგათას მუზეუმია.
აგათა კრისტის დეტექტივები მართლაც ძალიან მიყვარდა და ,, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. წარმოვიდგინე ავტორი როგორ იჯდა სასტუმროს ნომერში და ამ საოცარ წიგნს წერდა, ნეტავ მაშინ თუ ფიქრობდა იმ პოპულარობაზე ეს წიგნი რომ მოუტანდა?
ტაქსიმის მოედანზე ვიყავით. ჯანმა მანქანა დააპარკინგა და ფეხით განვაგრძეთ სიარული.
ირგვლივ ისეთი სიმწვანე იყო. ხალხის ირეოდა. როგორც ჩანდა ამ ადგილას ტურისტები იყრიდნენ თავს, რადგან სხვადასხვა ენები მესმოდა. ნეტავ ქართულად რომ დამეძახა ვინმე თუ მიპასუხებდა?
სმენა დავძაბე იმ იმედით რომ ნაცნობ ხმას გავიგონებდი, თუმცა არა.
მოედანზე მტრედები დაფრინავდნენ.
ბევრი ვიარეთ. მე და ადა ყველა მაღაზიაში შევდიოდით და უკან დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ გამოვდიოდით.
ამასობაში დაგვაღამდა. მანქანის საბარგული კი ჩვენი ნავაჭრებით იყო სავსე. ჯანს გაღიზიანება ეტყობოდა, თუმცა ისეთი აღტაცებული ვიყავი გარემოთი რომ ჯანს ყურადღებასაც არ ვაქცევდი.
ადა: ახლა გალათას კოშკი უნდა ვნახოთ.
ჯანი: ჩასხედით
გალათას კოშკი ფოტოებიდან კარგად ვიცოდი როგორიც იყო. ისიც ვიცოდი რომ მომავალში აუცილებლად დავდგებოდი მის წინ და სურვილს ჩავიფიქრებდი. ეს ჩემი ოცნება გახლდათ. სურვილიც მოფიქრებული მქონდა თანაც დიდი ხნის წინ.
ახლა უკვე მის წინ ვიდექი.
ისეთი დიდი იყო. მის ფონზე კიდევ უფრო ერთი ციდა ვიყავი. ჩემს წინ უზარმაზარი,კონუსისებური შენობა მედიდურად იდგა. ეტყობოდა რომ ირგვლივ არსებული ხალხის ჩოჩქოლი მის სიმაღლეს ვერ მისწვდენოდა. თითქოს მხოლოდ მას არ ჰქონდა პრობლემები, მხოლოდ გალათას კოშკი იყო ის ერთადერთი რომელმაც მიწიერი დაივიწყა და ცას შეაფარა თავი.
წამით დროც გაჩერდა. აი ახლა მივხვდი როგორი გრძნობაცაა შენს ოცნებას რომ მიყვები.
მონუსხული ვიდექი. შემამცივნა. მოსაღამოვებულიყო.
სელიმი: იქნებ ზემოთ ავსულიყავით?
ჯანი: წავედით.
ავდიოდით მაღლა და მაღლა. მოაჯირთან მივირბინე და ხედს გადავხედე. ირგვლივ ყველაფერი უბრალოდ საოცარი იყო. შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე, ის რასაც იმ წამს ჩემი თვალები ხედავდა.
ხელის გულზე გქონდა ყველაფერი.
ვიდექი, ვიდექი, ალბათ უსასრულოდ ვიდგებოდი ასე.
ჯანმა ქურთუკი გაიხადა და მხრებზე გადამაფარა, ამ დროს ყურთან მოვიდა და ჩამჩურჩულა ,,სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს ენი“.
ჟრუანტელმა დამიარა. გალათას კოშკის მოაჯირთან მე და ჯანი გვერდიგვერდ ვიდექით და წამით ორივეს დაგვვიწყნოდა ყველაფერი, არსებულით ვტკბებოდით.
ყველაფერი წარმავალიაო... მენანებოდა ეს მომენტი ისტორიისათვის. არ მემეტებოდა ის წარსულისთვის.
სურვილი ჩავიფიქრე...
ადა: წასვლის დროა ბავშვებო, ჯან სახლში წაგვიყვანე.
ჯანი: წავიდეთ
ძველმა ჯანმა სახლისაკენ წაგვიყვანა. იცით მომეწონა ის პიროვნება, რომელიც ხედით ჩემთან ერთად ტკბებოდა და სურვილის ჩაფიქრება შემახსენა (არავინ იცოდა ეს ჩემი ოცნება რომ იყო).
თითქოს ჯანში ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს.
მთელი გზა ვფიქრობდი.
ფიქრებისგან შიმშილის შეგრძნებამ მიხსნა.
ენი: ადააა -წამოვიყვირე.
ადა; რა მოხდა ენ?
ენი: ჭამა დაგვავიწყდა
ადას გაეცინა.
ადა: სახლში მისულს კარგად ვჭამოთ.
მართლაც კარგად ვჭამეთ. შემდეგ შხაპი მივიღე და დაღლილ- დაქანცულები დავწექით.
კარგი დღე გამოვიდა.
მთვარე ჩვეულ ადგილას იყო...
ვიწექი და ვგრძნობდი ჩემი დაცარიელებული სული როგორ პაზლივით ფრაგმენტ-ფრაგმენტ ივსებოდა.



№1 სტუმარი Елка

Далиан саинтересоа да каргад церт енис емоциебс. Царматебеби. Гулискурит велодеби шемдег тавс

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

Елка
Далиан саинтересоа да каргад церт енис емоциебс. Царматебеби. Гулискурит велодеби шемдег тавс

დიდი მადლობა რომ თქვენს აზრს აფიქსირებთ, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საინტერესოა და ზუსტად გადმოცემ გრძნობებს. მომწონსს. ველოდები შემდეგს
მადლობააა

 


№4  offline წევრი AnnyAdyaman

Qeti qimucadze
ძალიან საინტერესოა და ზუსტად გადმოცემ გრძნობებს. მომწონსს. ველოდები შემდეგს
მადლობააა

მადლობა შეენ ქეთი

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

უკარგესია ????????

 


№6  offline წევრი AnnyAdyaman

სტუმარი ანა
უკარგესია ????????

დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent