ერთი ნახვით სიყვარული?! VIII
*** ალექსანდრე მალევე მოვიდა გონს და ნუცას მოშორდა. -რა ჯანდაბას აკეთებ.-დაუღრიალა და ნუცაც მაშინვე შეხტა მის ხმაზე.-ჩვენ ყველაფერი თაიას გამოჩენამდე გავარკვიეთ.არც არანაირი ურთიერთობ არ გვქონია უბრალოდ იმ ღამეს ორივენი ძალიან მთვრალები ვიყავით და ვერ ვაზროვნებდით და ასე მოხდა.მას შემდეგ შენც კარგად იცი,რომ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.ასე,რომ ცირკებს ნუ დგამ და არ გაბედო ჩემსა და თაიას შორის ჩადგომა და ურთიერთობის გაფუჭება თორემ,დავივიწყებ ჩემი მეგობარი,რომ ხარ და ძალიან მწარედ გაზღვევინებ.-დაუღრინა და თავიანთ მაგიდისკენ წავიდა.როდესაც თვალი მოავლო მეგობრებს და თავია ვერსად ვერ ნახა,მაშინვე შიშის გრძნობა დაეუფლა. -თაია სად არის?-დაიჩურჩულა და მეგობრებს გახედა. -ჩვენც არ ვიცით საპირფარეშოსკენ წავიდა და მალევე უკან დაბრუნდა გაგიჟებული,თავისი ნივთები აიღო და გავარდა.- ჩაურაკრაკა ყველაფერი ჯუბამ.ამის გაგონებაზე ალექსანდრეს ფერი გადაუვიდა და მაშინვე მზერა ახლადმოსულ ნუცას შეაგება. მაშინვე მას მივარდა და ძლიერად შეაჯანჯღარა. -იცოდი ხო?იცოდი ჩემს უკან,რომ იდგა და სპეციალურად მაკოცე. თქვი.-დაუღრიალა ნუცას.ხოლო მის ირონიულ გამოხედვაზე უარესად შეიშალა. -აბა რა ეგონა მაგას,რომ შენს თავს დავუთმობდი?-ირონია და ზიზღი გაურია ნათქვამში. -მე არ ვიყო ალექსანდრე კანდელაკი თუ შენ ეს მწარედ არ გაგებინო.გირჩევ თვალში ზედმეტად არ გამეჩხირო,თორე ძალიან გაგამწარებ.-როდესაც ეს უთხრა მაშინვე ფერი დაკარგა ნუცამ. -ხელი გამიშვი მტკივა.-დაიკნავლა და ხელზე დაეჯაჯგურა. -ჯერ სად ხარ თუ ზედმეტად თვალში გამეჩხირები უარესად გეტკინება.-დაუღრინა დამაშინვე გაუშვა.შემდეგ კი დანარჩენებს მიუბრუნდა და სრული სერიოზულობით უთხრა მათ.-სადაც ეს იქნება იცოდე არსად არ დამიძახოთ არ ვაპირებ კიდევ ერთხელ გამინადგუროს ეს ურთიერთობა.-დაასრულა და მაშინვე გარეთ გავარდა.მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე თაიას სახლისკენ წავიდა. მალევე მივიდა მასტან და ტელეფონი მოიმარჯვა და დაურეკა.ის კი ჯიუტად არცერთ მის ზარს არ პასუხობდა. *** ტირილ-ტირილით მივედი სახლში და უჩუმრად შევედი შიგნით მარინას,რომ ვერ დავენახე,თორემ ვიცოდი არ მომასვენებდა და მასთან ლაპრაკის თავი არ მქონდა.ოთახში როდესაც შევედი მაშინვე ტანსაცმლიანად მივწექი ლოგინზე.თითქოს ერთიანად მოვწყდი იმ ამბის გაგების შემდეგ.ფიქრები თავს არ მანებებდნენ და არ ვიცოდი რა მექნა.არ მეგონა ალექსანდრე თუ ასე მომატყუებდა და ჩემს გამოყენებას შეეცდებოდა.ვიცი ნუცამ სპეციალურად აკოცა მე,რომ დამინახა თუმცა მისგან იმავე წამს რიაგირებას ველოდი,თუმცა რადგან ალექსანედრე მას აყვა ამით თითქოს გული ნაწილებად დამეშალა.მალევე ტელეფონის ხმა გავიგე და მას შევხედე.როდესაც ალექსანდრეს ნომერი დაეწერა მაშინვე შინაგანად ტკივილი ვიგრძენი.არ მინდოდა მასთან ამ ეტაპზე ლაპარაკი და არც ვაპირებდი ტელეფონის აღებას,მაგრამ არადა არ ჩერდებოდა და ბოლოს ნერვებ მოშლილმა ვუპასუხე. -თაია.-მაშნვე გავიგე ალექსანდრეს ჩურჩული. -რა გინდა?რო არ გპასუხობ ვერ უნდა მიხვდე,რომ არ მინდა შენთან ლაპარაკი?-მკაცრად ვუპასუხე. -ძალიან გთხოვ ჩამოდი და დამელაპარაკე.-მომესმა მისი ტკივილნარევი ხმა. -რა მოხდა ნუცა მოგბეზრდა და ახლა ისევ ჩემთან მოდი?-ვუთხარი ირონიულად. -თაია ისეთ რამეს ნუ იტყვი,რომ მერე ინანო.-მითხრა გაბრაზებულმა.-ახლა კი ჩამოდი უნდა დაგელაპარაკო. -არსადაც არ ვაპირებ ჩამოსვლას და გირჩევნია შენც წახვიდე ტყუილად ნუ დამელოდები.-ვუთხარი გაღიზიანებულმა. -თუ არ ჩამოხვალ მე ამოვალ და დამიჯერე ეს უფრო უარესი იქნება. ხუთ წუთში თუ არ ჩამოხვალ შენს კართან ვიქნები.-მითხა და გამითიშა.ძალიან გავღიზიანდი,მაგრამ ვიცოდი რო ამოვიდოდა და მე ვამჯობინე ჩასვლა.მალევე ჩავედი და მანქანასთან მიყუდებული დავინახე.ღმერთო არადა როგორი სიმპატიურია სიგარეტით ხელში.ჩემი ფიქრები უკუვაგდე და მაშინვე მასთან მივედი. -რა ხდება?-ვუთხარი მაშნვე. -დაჯექი მანქანაში ასე გელაპარაკო?-მითხრა და მანქანის კარი გამომიღო. -არაა საჭირო აქვე მითხარი და წადი.-მაშინვე ვუთხარი და თვალებში შევხედე. -შენი ნებით დაჯექი ან მე დაგსვამ აირჩიე.ძალიან ბევრი რამ მაქ მოსაყოლი და აქ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ.-ამის თქმის შემდეგ მაინც ვყოყმანობდი მანქანაში ცაჯდომაზე,მაგრამ მერე მაინც გავყევი.მალევე ძალიან ლამაზ ადგილას მიმიყვანა. ხელისგულივით ჩანდა მთელი ქალაქი და გაოგნებული ვუყურებდი ამ ულამაზეს ხედს. -ღმერთო რა ლამაზია.-გაოგნებულმა დავიჩურჩულე. -მოგწონს?-მის კითხვაზე შევხედე და ჩუმად დავუქნიე თავი.-მინდა გითხრა,რომ ყველაფერი არასწორად გაიგე ჩემსა და ნუცას შორის მართლა არაფერი არ ყოფილა სერიოზული და ის რაც ბარში დაინახე ნუცამ სპეციალურად გააკეთა.-მისი სიტყვების დასრულებისთანავე მწარედ გამეცინა. -ვიცი შენ გგონია არ ვიცი?როდესაც მე შემომხედა მაშინ გაკოცა მანაც.-ალექსანდრემ გაოცებულმა გამომხედა და დაიწყო. -თუ იცოდი სპეციალურად,რომ გააკეთა მაშ.. -მაშინ რატომ გავბრაზდი?-დავასრულე მისი კითხვა.მანაც მაშინვე თავი დამიქნია.-პირველად ის მეწყინა,რომ შენს მეგობართან გქონდა ურთიერთობა ,მეორე ის მეწყინა,რომ მიუხედავად თქვენი წარსულის ურთიერთობისა მაინც წამიყვანე მის გასაცნობად,და მესამე და მთავარი რაზეც სასტიკად გავბრაზდი იყო ის,რომ იმ კოცნის შეწყვეტის მაგივრად აყევი და საერთოდ დაივიწყე ჩემი არსებობა.-დავასრულე თქმა და მაშინვე წინ გავიხედე.ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიყავით და შემდეგ ალექსანდრემაც ხმა ამოიღო. -ბოდიში.უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანები გაგეცნო.მართლა არ ვიცოდი ნიცაც თუ აპირებდა მოსვლას რადგან მას შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა იმ ერთ უპატიებელ ღამეს.ჩვენ შორის მართლა არაფერი არ ხდება და არც ხდებოდა.უბრალოდ ერთ საღამოს ყველამ ძალიან ბევრი დავლიეთ და არაფერი არ მახსოვს იმ ღამიდან ერთი რაც ვიცი არის ის,რომ ერთ ლოგინში გავიღვიძეთ ორივემ.მას შემდეგ კი თავს ვარიდებ და მაგის გამო ხშირად მეგობრებთან ერთად არსად არ მივდიოდი.რაც შეეხება კოცნას,მართლა მოულოედნელი იყო და თავიდან მართლა ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,მაგრამ გეფიცები მალევე მოვიშორე და ყველაფერი ვუთხარი,რასაც კი ვფიქრობდი არ მინდა რომ ჩვენს ურთიერთობაში ჩადგეს.ხოლო როდესაც გავიგე,რომ სპეციალურად გააკეთა ეს ყველაფერი შენ,რომ გაგეგო ძალიან გავმწარდი არ იცი რა დონეზე შევიკავე თავი,რომ რამე არასწორად არ მექნა.ძალიან გთხოვ ჩვენს ურთიერთობას ნუცას ნუ დაანგრევინებ.მართლა ძალიან მომწონხარ და არ მინდა,რომ მისი ახირების და სიბოროტის გამო დავანგრიოთ ეს ყველაფერი.-როდესაც მოყოლა დაასრულა მაშინ ვიგრძენი სახეზე ცრემლები. ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი შემდეგ კი მის მზერას შევეჩეხე. -ალექსანდრე მას უყვარხარ,თანაც ძალიან და რამდენჯერაც მეგობრებთან ერთად იქნები ისიც იქ იქნება.ყოველთვის შეხვდები მას.მეგობრებსაც ვერ აიძულებ,რომ მასთან ურთიერთობა გაწყვიტონ.მეც,რომ წამიყვან მათთან ყოველთვის უნდა ვიგრძნო მისგან ზიზღიანი მზერა.ამის ატანა კი მე არ შემიძლია თან როდესაც ვიცი,რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს და ყოველთვის ეჭვები შემჭამს.-ვუთხარი და ვიგრძენი,როგორ გადმომცვივდა ისევ ცრემლები.მალევე ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. -ძალიან გთხოვ რა არ იტირო და მაპატიე გთხოვ არ მინდა შენი დაკარგვა.შევეცდები მაქსიმალურად აგარიდო ამ სიტუაციას.-მითხრა ხმადაბლა.-შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ შენთან ძალიან სხვანაირად ვარ.თითქოს ჩემ თავს არ ვგავარ თითქოს ჩემში სხვა ადამიანი არის.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ წარმოუდგენლად გავბედნიერდი და თან ეგოისტურად გამიხარდა,რომ მე გავხადე ასეთი ეს ადამიანი.წინ დავუდექი,კისერზე ხელები შემოვხვიე და ძალიან ნაზად ვაკოცე.მალევე გავჩერდი და ეშმაკურად შევხედე. -ესეიგი მხოლოდ ჩემთან ხარ ასეთი საყვარელი და მხოლოდ ჩემთვსი იქნები ხო?-ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე.ჩემს სიყვებზე ძალიან საყვარლად გაიცინა და ცხვირზე მაკოცა. -მხოლოდ შენთვის ვიქნები.ესეიგი გაგიხარდა მხოლოდ შენთვის, რომ ვარ ასე ხო?-ეშმაკურად გამიცინა. -რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემთვის უნდა იყო.-გავუცინე მეც. -ღმერთო როგორ მომწონს შენი ეგოისტობა.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-კარგი ახლა წაგიყვან სახლში თორე აგრილდა და გაცივდები.მეც თავი დავუქნიე და მალევე წამოვედით.მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და შემომხედა. -ხვალ ისევ გამოგივლი და ერთად წავიდეთ ხო?-ჩემი ხელი აიღო და ნაზად აკოცა.ამაზე თვალები მივნაბე და გავიღიმე. -რა თქმა უნდა.-ვუთხარი.შემდეგ მისკენ გადავიწიე და ნაზად ვაკოცე.ალექსანდრემ კოცნა გააღრმავა და წელზე შემიცურა ხელი. მალევე მოვშორდით და მანქანიდან გადავედი.ხელი დავუქნიე და სადარბაზოსკენ წავედი როდესაც გაღიზიანებული და მკაცრი ხმა შემომესმა. -თაია რა ხდება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.