შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება (ნაწილი 5)


6-10-2021, 02:18
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 930

კიდევ ერთი დღე ჩემი სამშობლოსგან შორს...
  დილას ადრე გამეღვიძა. ადას ჯერ კიდევ ეძინა. მზეც კი არ იყო ამოსული.
  ვიწრიალე, თუმცა ვერაფრით შემოვიბრუნე ძილიი.
  გადავწყვიტე სოციალური ქსელისთვის გადამევლო თვალი. ვიღაცებისათვის ნამიოკად ჩაგდებული პოსტების თვალიერებას რომ მოვრჩი გადავწყვიტე ახალი ფეისბუქ ექაუნთი შემექმნა.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ძლივს ჩამოვყალიბდი.
  მოგეხსენებათ, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიამ განვითარების პიკს მიაღწია და ფეისბუქ ექაუნთმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა პირადობის მოწმობა, ვინაიდან ექაუნთზე უფრო მეტი ინფორმაციაა ვიდრე პირადობაზე.
  თუ ექაუნთი არ გაქვს ნიშნავს რომ არც კი არსებობ.
ამიტომ გადავწყვიტე ენი ადიამანისათვის ფეისბუქ ექაუნთი შემექმნა.
  იმაზეც ბევრი ვიფიქრე თუ რა მიმართულებით იფუნქციონირებდა ჩემი ექაუნთი.
შემდეგ გადავწყვიტე ფრაგმენტები დამედო ჩემი ნაწერებიდან.
   მზე ნელ-ნელა ამოდიოდა. მზის ამოსვლას პირველად ვუყურებდი. მართლაც ულამაზესი სანახაობა იყო.
ამობრწყინდა მზე და კუთვნილი ადგილი დაიკავა ცის კამარაზე...
-ადაა, გაიღვიძეე, გათენდაა
-ცოტაც რაა ენ, ჯერ ადრეა.
ძილი განაგრძო ადამ.
საწოლში ვეღარ გავჩერდი და ავდექი.
-იქნებ დღეს ქართულად გვესაუზმა- გავიფიქრე.
  გეზი მაცივრისკენ ავიღე.
რა გავაკეთო?? ვიფიქრე ვიფიქრე და კვერცხიანი პური ე.წ ყიყლიყო მომაფიქრდააა. მზადების პროცესში ვფიქრობდი როგორ მოუხდებოდა ცოოოტა წითელი სუნელი, იშოვება კი აქ ეგეთი?
ჩაი დავდგი. აბაზანაში გავედი. ადას გაღვიძების დროც დადგაა.
ეს ძილისგუდააა. პირველ დღეს რომ ადრე ადგა ალბათ როგორ გაუჭირდებოდაა.
-ადაა, ადექიი უნდა ვისაუზმოთ, თორემ მალე სადილი მოგვიწევს.
თურქულად რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
ფარდა გადავწიე და მზე ოთახში შემოვუშვი.
-ადააააააა
ძლიიივს, წამოდგაა და პირდაპირ მაგიდისკენ გაექანა.
-ენიი, ეს რა არის?
- რა და დღეს ქართულად ვსაუზმობთ ქალბატონოოო...
-ოოო, სურნელი კარგი აქვს.
მადიანად ჩაკბიჩა ჩემი ყიყლიყო ადამ დაა ჩვეულებისამებრ თვალები გადაატრიალა.
-რააა გემრიელია ენიიი.
-იდეაც სწორედ ისაა რომ გემო სიმარტივეში უნდა ვეძებოთ.
ადას ჯერ კიდევ ეძინა, ვერ გამოფხიზლებულიყო.


დღეები ურცხვად გადიოდნენ. უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა რაც აქ ვარ. ამ ერთი თვის განმავლობაში ისე გავშინაურდი რომ თურქულად მარტივ დიალოგებსაც ვაწყობ. ასე ვთქვათ თურქული ცხოვრების სტილს ავუწყვე ფეხი.
ახლა გვიანია... ღამეა...
მხოლოდ ღამემ უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ იცის ჩემი საიდუმლო... დიახ იცის ამ ღამემ როგორ მიჭირს სხვა ცის ქვეშ.
სტამბულში ცხოვრებამ ერთი რაღაც მასწავლა, აქ როგორც არ უნდა გამოიყურებოდე ყურადღებას არავინ გაქცევს და ეს მეტ თავდაჯერებულობას გმატებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კრიტიკის გეშინია.
კრიტიკის შიშმა საუბარი შემაწყვეტინა, მოზომილი და დაფიქრებული ლაპარაკი მასწავლა, თუმცა ამავდროულად საკუთარი თავი დამაკარგვინა.
იმაზე საშინელი არაფერია, როცა ახლო ადამიანებთან როლების მორგება გიწევს და მეც საკუთარ პერსონაჟებში ჩავიკარგე.
  ენი, რომელიც ახლა უცხოეთშია ბევრად თავისუფალი, ლაღი და ბედნიერია. ბედნიერია, რადგან ის არის ვინც სინამდვილეშია, რადგან მის გარშემო არ არის სიყალბე.
  ადამ და ადას ოჯახმა მასწავლა ადამიანური ურთიერთობების ფასი. მათ მასწავლეს რომ დაცემასაც აქვს თავისი ხიბლი, რათა წამოდგომა უფრო ღირსეული გახდეს.


ენი: ადაა გძინავს?
ადა: ჯერ არა ენი, გისმენ.
ენი: იცი ადამიანის ყველა ქცევას გარკვეული მიზეზი განაპირობებს, მაინტერესებს ჯანი სულ ასეთი იყო თუ რამემ გამოიწვია მისი შეცვლა?
ადა: მართალი ხარ ენი, ადრე ჯანი აქტიური, მშვიდი და სასიამოვნო პიროვნება იყო, ახლა კი ცივი და უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე მგონია ადამიანში ყოველთვის ორი პიროვნება ცხოვრობს ენ. ხომ ამბობენ რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს. დაფიქრებულხარ რომ ადამიანსაც შეიხლება ჰქონდეს ორი მხარე.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თუმცა არ ვიცი დამინახა თუ არა, რადგან ოთახში ბნელოდა.
რამდენიმე წამით გაჩუმდა ადა და შემდეგ ისევ განაგრძო.
ადა: ჯანი... ჯანი ისეთი პიროვნება იყო თუ სიყვარულს შეგპირდებიან მთელს თავიანთ ცხოვრებას რომ მოგიძღვნიან. მისთვის არ არსებობდა ტყუილი. მახსოვს მაშინ სულ ამბობდა ხოლმე ადამიანი მაშინ გიყვარს  როცა მის დაკარგვას სიკვდილს ამჯობინებო, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ეს სიყვარული არააო. ახლა მასში სიცოცხლე ჩამქრალია.
ენი: ასეთი რა მოხდა ადა?
ადა: ჯანი მისმა საცოლემ ხელისმოწერის დღეს მიატოვა. იმ დღეს საკუთარი თვალით ვნახე როგორ ჩქარა მასში რაღაც, ცხოვრებაზე გაბრაზდა, იმედები გაუცრუვდა. იცი ენი, ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, ადამიანებს იმედებს არ უნდა ვაძლევდეთ და შემდეგ უკანმოუხედავად გავრბოდეთ.
ეს სიტყვები ისეთი მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის. თვალები ამიცრემლიანდა...
ადა: იმ დღეს, იმ წყეულ დღეს ჯანში ბევრი რამ შეიცვალა, ყველაზე მეტად რისიც მეშინიდა ისიც კი მოხდა. ჯანმა ადამიანების რწმენა დაკარგა.
დადუმდა ადა, მემგონი ჩაეძინა ან გაგრძელების ძალა ვეღარ იპოვნა საკუთარ თავში...

წარმოვიდგინე ბიუროში მღელვარედ მოსიარულე ჯანი, რომელიც თავის სიყვარულს ელოდება, რათა ცხოვრება კანონიერად დაუკავშიროს. ღელავს, ბოლთას სცემს და რაც მეტი დრო გადის მით მეტად შფოთავს. აი უკვე დროა  მაგრამ გოგონა არ ჩანს. ჯანს სჯერა, სჯერა რომ ის მოვა, იქნებ შეყოვნდა, იქნებ საცობია. ცდილობს მიზეზების ზღვაში უფრო რეალური გამოძებნოს რათა გულისხმა დაიკმაყოფილოს. 15 წუთის შემდეგ რეკავს და მობილური გამორთულია.
ოხერია ადამიანი, ბოლო წამამდე იმედს არ კარგავს.
გოგონა არ მოვიდა.
ჯანი... ჯანი ხვდება რომ მიატოვეს...

ჯანი შემეცოდა, შემეცოდა არა იმიტომ რომ მისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მიატოვეს, არამედ იმიტომ რომ არასწორი ადამიანი შეარჩია.


დაფიქრებულხართ რომ სიკვდილსაც კი აქცს ორი მხარე, როცა ადამიანი კვდება ფიზიკურად და როცა კვდება სულიერად. შესაბამისად ცხოვრება და არსებობაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯანის თვალები უმეტყველონი იყვენენ. გული კი თითქოს დადუმდაო.

ჩემი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ განმიცდია სულიერი სიკვდილი და ვხვდები რომ ყოველი სიკვდილის შემდეგ სხვა ვიღაც ხარ, ვერასოდეს იქნები ის ვინც მანამდე იყავი. ადამიანები მოდიან, შენი ცხოვრების დაფაზე წერენ უაზროდ რაღაცებს და მერე მიდიან  დაფის წაშლა კი ძალიან რთულია. ამიტომაც ჩვენზეა დამოკიდებული ვის მივცემთ ნებას ჩვენი ცხოვრების დაფაზე წეროს.

ისე საშინლად წვიმდა რომ მე და ადა სახლიდან არ გავსულვართ. დღის განმავლობაში წამითაც არ გადაუღია. ქუჩები ფერდ-ფერადი ქოლგებით იყო სავსე, ბავშვების ჟრიამული ისმოდაა, პატარა ჩექმებით დააბოტებდნენ და უხაროდათ რომ ფეხი არ უსველდებოდათ.

იცით აქამდე ვფიქრობდი რომ საკუთარი ცხოვრების მიზნისთვის უნდა მიმეგნო, რადგან მეგონა რომ ყველა რაღაც მიზეზის გამო გავჩნდით.
ახლა პასუხი ვიპოვე.
ჩვენ იმიტომ გავჩნდით რომ ადამიანები ვყოფილიყავით და ეს ყველაზე რთული დავალება აღმოჩნდა.
სიკვდილის არ მეშინია... სიკვდილის შემდეგ დავიწყების მეშინია... სიკვდილამდე გასაკეთებელი საქმეები მაქვს ჩამოწერილი. ასე მგონია სიკვდილი დავაპაუზე მანამ სანამ ჩემი სურვილების სია მთლიანად არ ასრულდება.
იცხოვრეთ ისე რომ სხვის ცხოვრებაზეც მოახდინოთ გავლენა. ყველაფერში დადებითი კი არა სიძლიერე ეძებეთ, არ ჰკითხოთ საკუთარ თავს რატომ არ ხართ ბედნიერი, დაფიქრდით რა ტკივილის გადატანას შეძლებთ ბედნიერებისათვის, რადგან სიცოცხლე ტკივილის გარეშე არ არსებობს.
უსაზღვრო და უანგარო სიყვარული ისწავლეთ, რადგან მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.
გახსოვდეთ, სიკვდილის შემდეგ თუ ერთ ადამიანს მაინც არ დააკლდებით,  ჩათვალეთ არც გიცხოვრიათ და ფუჭად ჩაუვლია ყველაფერს.

ძილი ნებისა საქართველო...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან კარგად წერთ და მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ვფიქრობ ჯანი და ენი მოუხდენია ერ4მანეთს

 


№2 სტუმარი Елка

Дзалиан карги ико маграм патара. Мадлоба да царматебеби

 


№3  offline წევრი AnnyAdyaman

Qeti qimucadze
ძალიან კარგად წერთ და მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ვფიქრობ ჯანი და ენი მოუხდენია ერ4მანეთს

მიხარია რომ მომყვები ქეთი, მადლობა შენ

Елка
Дзалиан карги ико маграм патара. Мадлоба да царматебеби

მადლობა თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent