შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება (ნაწილი 6)


14-10-2021, 00:32
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 1 139

(ნაწილი 6)

ადამიანები ნელ-ნელა ვსწავლობთ დამოუკიდებლობას. უცებ და პირველივე ცდაზე ჩიტიც კი ვერ გაფრინდება ბუდიდან. საქმე ისაა რომ გაზრდა იმდენად სწრაფად გვიწევს თითქოს გუშინ იყო პატარები რომ ვიყავით.
სტანბულში დილის 7 საათია. მე ვწევარ და ვფიქრობ. ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. რატომ ხდება ხოლმე, რომ ჩემი ფიქრები დილით პოზიტიურია, ასე მგონია დილით ადრე ავდები და მთებს გადავდგამ, ღამით კი ნეგატიურია და სიცოცხლის გაგრძელების მცირე ძაფს ვებღაუჭები.
ადას ჯერ კიდევ სძინავს. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ფიქრებს არ აძლევს დამონების ნებას.
ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი. ყველაფერი ისეთი მშვიდი და ლამაზი იყო. ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი გრილი ჰაერით როგორ ამევსო ფილტვები.
ყავას ვსვამ და ვფიქრობ იმ ენიზე, რომელიც საქართველოში დავტოვე.
რა მალე გადის არა დრო? გაცნობიერებაც კი ვერ მოვასწარი რომ ცხოვრებამ თავისი უღელი დამადგა მხრებზე.
როცა ბავშვი ხარ ყველაფერი მარტივია, ისეთი არჩევანის გაკეთება გიწევს როგორიცაა ბაბოლის კევის ყიდვა სჯობს თუ love is-ის ( ახლა კი მეჩვენება სისულელედ, მაგრამ დამეთანხმებით ეს ბავშვობის ურთულესი დილემა იყო, ბაბოლს ის პრიორიტეტი ჰქონდა რომ ნახატს ხელზე დაიკრავდი და მერე ამარიაჟებდი ვითომ ტატუ გქონდა, მართალია დედა კანის აძრობამდე მბანდა ხოლმე მაგ ნახატების მოსაშორებლად, მაგრამ ღირდა რაა, თან ბაბოლით დიდი ბუშტი იბერებოდა, love is-ის კევი კი უფრო გოგოშკური იყო, უფრო სვეცკური).
ნელ-ნელა გავიზარდეთ და არჩევანიც გართულდა.
იცით მე ის თაობა ვარ მეგობრობის დღიურს რომ მოწიწებით წერდა. როგორ მიყვარდა ხოლმე როცა მეკითხებდონენ რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანსო და მე დიდის ამბით დავწერდი - ღალატს. მაშინ არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა, მხოლოდ დიდობაში გავაცნობიერე.
იცით ჩემი ბავშვობა მენატრება. აქ სამშობლოსგან შორს, ჩემი სახლი მენატრება, რომლის ყოველ კუთხეში ჩემი კისკისი ისმის. ბავშვობის სახლი ხომ ის ადგილია, სადაც საათი ყოველთვის ჩვენი ბავშვობის დროს უჩვენებს (ეს მემგონი სადღაც წავიკითხე). ზუსტად 45 დღე გავიდა რაც აქ ვარ.
დედა ყოველდღე ერთსა დი იმავეს მეკითხება ,, -ენი, არ დადგა შენი ჩამოსვლის დრო?“ - პასუხიც ისევ იგივეა ,, ჯერ არა დე“.
ადამიანს ერთი უცნაური თვისება აქვს, როდესაც მისი კონფორტის ზონას იპოვის, მასში ღრმად იმალება. მეც ზუსტად ასე ვიყავი. სირაქლემასავით ჩავრგე თავი, თუმცა ის ვერ გავაცნობიერე რომ თავის ჩარგვა უჩინარს არ გამხდიდა.
ადას გასვლა მოუწია, ამიტომ სახლში მარტო დავრჩი. წაყოლა შემომთავაზა, თუმცა სახლში დარჩენა მინდოდა.
ჩემი სოციალური ქსელი გადავამოწმე და მივხვდი რომ არც ერთი სიახლე არ დამიდია, მას შემდეგ რაც აქ ვარ. ალბათ იმიტომ რომ მაინტერესებდა უკვალოდ რომ გავქრებოდი ვინმე თუ დაინტერესდებოდა ჩემით. ტყუილია, ყველაფერი გარშემო ტყუილია... მე კი ეს ტყუილი მახრჩობს.
კარზე კაკუნია...
ნეტავ არავინ ყოფილიყო, არ მინდოდა ამ იდეალური გარემოს დარღვევა. ვიფიქრე რომ თავი მომეკატუნებინა, თითქოს სახლში არ ვიყავი.
ისევ აკაკუნებენ...
მივედი და გავაღე. ჯანი იყო...
ენი: ადასთან თუ მოხვედი სახლში არაა
ჯანი: შენც გამარჯობა ელენა, ვიცი რომ ადა შინ არაა...
ენი: მაშ, ნახვამდის და კარის მისახურად მოვემზადე.
ჯანი: შენს სანახავად მოვედი, ელენა.
ენი: ენი, მე ენი მქვია.
ჯანი: აბაა შემომიშვებ.
მხრები ავიცეჩე და განზე გავიწიე ნიშნად იმისა, რომ შემოსულიყო, თუმცა არაფერი მითქვამს.
ჯანი შემოვიდა, ირგვლივ თვალი მოავლო.
ჯანი: ვხედავ, ყავა უკვვე დაგილევია, ისევ ღამის პერანგი გაცვია, რაც იმას ნიშნავს რომ გასვლას არ გეგმავ, თმაც არ დაგივარცხნია ანუ კომფორტულად გინდა იყო.
ენი: ჰოო, მაგრამ გაცდის ვინმე (ბოლო სიტყვები ჩუმად ვთქვი).
ჯანი: ჩაიცვი გავდივართ, ცოტა ხანს დატოვებ კომფორტის ზონას.
ენი: გასვლა არ მინდა, თუ რამის თქმა გინდა აქვე მითხარი.
ჯანი: ენი, მინდა სადღაც წაგიყვანო. გაემზადე, მანამდე მე ყავას გავიკეთებ.
საყვედურით სავსე მზერა ვესროლე. მთელი თვე ჩემთვის არაფერი საინტერესო არ უთქვამს და დღეს საიდან ამხელა გამბედაობა?
ჯინსის შარვალი, ჩემი საყვარელი ჰუდი, ე.წ დუტის ჟილეტი და ფეხზე ბოტასები-ასე გამოიყურებოდა ჩემთვის იდეალური სტილი.
ჯანმა შემომხედა და გაეცინა.
ენი: რა არის სასაცილო?
ჯანი: არაფერი ელენა.
ენი: მოიცა შენსავით გამოპრანჭული უნდა წამოვიდე?
ჯანი: სიმართლე გითხრა ელენა, ეს ჩემი სპორტული სტილია.
ფეხიდან დავიწყე ათვალიერება...
ენი: სპორტული? მემგონი მე და შენ ეს სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით გვესმის...
ჯანს შავი შარვალი, შავი ყელიანი სვიტრი, ტყავის ქურთუკი და კედები ეცვა (შავი კედები რომაა თეთრ ძირზე). წარმომიდგენია ეს შენი სპორტული ჩაცმულობა თუა კლასიკური როგორი იქნება.

ჩაეცინა...
ენი: აბა, მივდივართ თუ არა?
ჯანი: წავედით...
გარეთ ციოდა, მანქანაში ჩავსხედით, ჯანმა გათბობა ჩართო.
გზად არაფერს ვლაპარაკობდით, ჯანს სიმღერები ჰქონდა ჩართული და ჩუმად ვუსმენდით.
დიდ ხანს დავდიოდით მანქანით, ბოლოს სადღაც გააჩერა.
გადმოვედი. ჩემს ფეხქვეშ ბოსფორი იყო გადაშლილი.
ენი: ჯან, ეს ხომ, ეს ხომ ბოსფორია? - ვკითხე აღტაცებულმა.
ჯანი: ბოსფორია, ვფიქრობ ბოსფორზე გასეირნება ყოველთვის კარგი იდეაა.
დიდ ხანს დავდიოდით. ხალხი ირეოდა. გამყიდველები ყვიროდნენ და მომავალთ თავიანთთან იხმობდნენ.
ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მინახავს სერიალებში. მე და ჯანი გვერდიგვერდ მივდოდით.
ჯანი: იქნებ ცოტა ხანს დავსხდეთ? რას იტყვი?
ენი: შეიძლება.
ჯანი: მოდი ელენა, ასე მოვიქცეთ.
ენი: ვერ გავიგე?
ჯანი: თუ დამასრულებინებ საუბარს გაიგებ.
ენი: გისმენ.
ჯანი: ყოველ მესამე დღეს სხვადასხვა ადგილას წაგიყვან, მინდა უკეთ გაგიცნო, მინდა შენზე მომიყვე, მინდა გავიგო როგორი ხარ?
ენი: მოულოდნელია, რატომ დაინტერესდი ასე უცებ ჩემით?
ჯანი: მაინტერესებს ვისთან ცხოვრობს ჩემი და.
ენი: მაშ, მკითხე რაც გინდა და მე გიპასუხებ.
ჯანი: მაინტერესებს, რატომ ჩამოხვედი სტანბულში, შენ თქვი რომ მოულოდნელად მოხდა ეს, რატომ?
ენი: ეს ძალიან დიდი ისტორიაა ჯან.
ჯანი: მე დრო მაქვს.
ენი: მაშ... იცი მას შემდეგ რაც გავიზარდე ბევრი რამ მოხდა. არ ვიცი საიდან დავიწყო.
ჯანი: თავიდან, თავიდან დაიწყე.
ენი: ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ყველაფერი მაშინ დამენგრა, როცა ერთმა ტიპმა მითხრა, რომ უშნო ვიყავი და რაც არ უნდა გამეკეთებინა ვერასოდეს ვერ მივიღებდი ამ ცხოვრებისგან იმას, რაც ლამაზებს ხვდა წილად. იცი, თურმე ადამიანი იმდენეჯერ კვდება რამდენჯერაც გულს ტკენენ.
ამან ჩემი თვითშეფასება ძირს დაანარცხა. ყველაფრის სურვილი დავკარგე, რაც მთავარი იყო საკუთარი თავში ცხოვრების გაგრძელების ძალა და სურვილი გამიქრა.

ჯანი: რატომ გატკინა ასე ძლიერ როგორც შენ თქვი - ვიღაც ტიპის სიტყვებმა?
ენი: იმიტომ, რომ ეს არ დამიმსახურებია. აქამდე მეგონა რომ ადამიანებს არ შეეძლოთ დაეცინათ იმაზე რაც მე არ ამირჩევია.
ჯანი: რატომ გგონია რომ ლამაზი არ ხარ?
ენი: იმიტომ რომ ამ საზოგადოებამ სილამაზეს სტანდარტები დაუწესა და მე ეს სტანდარტები ვერ დავაკმაყოფილე, სულიერი სილამაზე კი არ აღმოჩნდა საკმარისი. იცი როცა წიგნს აიღებ ხელში და ყდა არ მოგეწონება შეიძლება არც წაიკითხო, მხოლოდ ერთეულები არიან ისეთები, ვინებიც ყდით არ აფასებენ წიგნს და კითხულობენ მას. ჰიუგოს ,, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ თუ გაქვს წაკითხული მანდ ასეთი რამ წერია ,, გულს ნუ გაიტეხ კვაზიმოდო, უშნო სხეული ბევრად ჯობია მახინჯ სულს’’, მე კი ვიტყოდი რომ უშნო სხეულით და ლამაზი სულით ადამიანების მხრიდან სამუდამო დაცინვისთვის ხარ განწირული.
ჯანი: ძალიან კრიტიკულად უდგები საკუთარ თავს.
ენი: სხვანაირად არ შემიძლია, მე სული და სხეული განაცალკევე ერთმანეთისგან და ჩემი სული გამუდმებით ებრძვის სხეულს.
გავჩერდი... საუბარი მიჭირდა.
ჯანი: შეგიძლია მენდო, მე მოგისმენ ელენ...
ენი: იცი, ჩემთვის არასდროს უთქვამთ რომ მისმენენ. არასდროს არავის უკითხავს გულით, თუ როგორ ვარ სინამდვილეში, არ უკითხავთ რა მტკივა, რა მიხარია, რა მწყინს და რა მიყვარს. ჩემს საყვარელ ადამიანსაც კი, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს მოვუშვი არასდროს უკითხავს ვინ ვარ მე.
ჯანი: და როგორ ხარ ენი?
ენი: პაზლივით ვარ ჯან, ნაწილები მაკლია და ვერ ვმთელდები. ზურგი ყველამ შემაქცია, ვისი იმედიც მქონდა. იცი უკვე თვეზე მეტია აქ ვარ და ჩემი არც ერთ მეგობარი არ დაინტერესებულა სად ვარ, უმეგობროდ ძალიან რთულია ჯან, რთულია როცა ვერავის უყვები როგორ ჩაიარა შენმა დღემ, როგორ მოგიშალა ნერვები მარკეტში შენზე წინ მდგომმა ქალბატონმა, რომელიც მოლარეს ეჩხუბება, რადგან პარკი ფასიანია, რთულია, როცა არავინ გყავს ვისთან ერთადაც სიგიჟეებს ჩაიდენ. 23 წლის ვარ და ასე მგონია დავბერდი. შემოდგომაზე, ხეს რომ ფოთლები შემოეძარცვება ზუსტად ისე შემომეძარცვნენ ადამიანები. ჰოდა მეც ადექი, მივატოვე ყველაფერი და წამოვედი.
ჯანი: ნუთუ ასე მარტივია მიატოვო ყველაფერი და წახვიდე?
ენი: არა, მარტივი არ ყოფილა. ლოდივით გულზე გაწევს რაღაც და უკან გექაჩება.
ჯანი: მაშინ რატომ წამოხვედი ენი?
ენი: იმიტომ რომ დავიღალე, დაიღალე რომ სულ ძლიერი უნდა ვიყო. მინდა რომ სუსტი ვიყო, მინდა რომ მყავდეს ისეთი ადამიანები, რომელიც ჩემი არსებობით დაინტერესდებიან. დავიღალე როლების მორგებით, საკუთარი თავი დავკარგე. არ ვიცი როგორი ვარ,არ ვიცი ვინ ვარ.
ჩემი პიროვნება დავკარგე.
ჯანი: და აქ დაკარგული საკუთარი თავის საპოვნელად მოხვედი
ენი: ზუსტად, მგონია რომ აქ როლების მორგება არ მომიწევს და საკუთარ მეს ვიპოვნი.
ჯანი: ვფიქრობ საკუთარ თავს ბევრი მოვალეობა წაუყენე.
ენი: საკუთარ თავს... -გამეცინა - ერთადერთი სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე საკუთარი თავი, თორემ სხვა ყველაფრით დავავალდებულე.
ჯანი: ელენა, შემომხედე.
თვალებში ვუყურებდი ჯანს, რომელიც თითქოს ცდილობდა ჩემივე თვალებიდან ჩემი პიროვნება ამოეკითხა.
ჯანი: მითხარი, ვინ ხარ?
ენი: მე ანგელოზი არ ვარ ჯან, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი.
ჯანი: ელენა, ვინ ხარ?
თვალს არ მაშორებდა.
ენი: არ ვიცი, არ ვიცი ვინ ვარ, ჯერ კიდევ ვეძებ პასუხს ამ კითხვაზე.
ჯანი: მოდი ერთად მოვძებოთ.
ამ პასუხს არ ველოდი, მოულოდნლად გავოცდი.
ენი: რაა? რა თქვი?
ჯანი: რა და ერთად მოვძებნოთ ელენა.
ენი: რატომ, რატომ მეუბნები ამ სიტყვებს?
ჯანი: იმიტომ რომ მინდა გავიგო როგორია ელენა, მინდა მისი გაცნობა, მინდა ჩემთან ის იყო ვინც სინამდვილეში ხარ?
ენი: რატომ?
ჯანი: არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა.
ირგვლივ გარემოც გაჩუმებულიყო, თითქოს ჩემი და ჯანის დიალოგს ყურს უგდებსო. აღელვებული ბოსფორიც კი კალაპოტში ჩამდგარიყო.
ჯანი: ელენა, კარგი ქენი რომ ჩამოხვედი.
ჯანისგან ამ სიტყვებს არ ველოდი. ბიჭისგან, რომელიც პირველივე დღიდან ამრეზით მიყურებდა ასეთი ყურადღება მეუცხოვა.
ჯანმა ჩემკენ მოიწია და ჩვენს შორის მანძილი გააქრო.
ჯანი: თავი დამადე ელენა.
რა სჭირდა ამ ბიჭს რატომ იყო ასეთი უცნაური?
ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა, ისე ჰარმონიულად უცემდა გული.
ჯანი: ცხოვრება მარტივი არაა ენ და რომც იყოს მარტივი მოსაბეზრებელი იქნებოდა. ცხოვრების დინებას კი არ უნდა მიყჰვე არამედ უნდა დაიმსახურო. ადამიანები გულს ყოველთვის გატკენენ თუ ამის ნებას მისცემ. ყველაზე მეტად კი ისინი გვტკენენ, ვინც ძალიან გვიყვარს. იცი ამ ქვეყნად ღალატი იმიტომ არსებობს რომ ერთუგულებას ფასი ჰქონდეს, თავად დაფიქრდი, ყველა რომ ერთგული იყოს მაშინ ეს სიტყვა იარსებებდაა კი? პატარა ხარ ელენა, პატარა გოგონა, რომელსაც თავისი ბავშვური სამყარო აქვს და სჯერა რომ როგორიც თვითონაა სხვებიც ისეთები არიან. სანამ საკუთარ თავში არ იპოვნი ძალას, ვერ დადგები ფეხზე. უნდა გააცნობიერო რომ არ გჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ, არ გაეკიდო არავის, რადგან ვისაც უყვარხარ არასდროს წავა შენგან. რაც შეეხება ხეებს შემოდგომაზე, კი, ფოთლები ეძარცვებათ მაგრამ გაზახულზე ისევ ყვავლდებიან, რაც არ უნდა მძიმე იყოს დადგები და მიხვდები რომ არავინ გჭირდება ბედნიერებისთვის და საკუთარ თავსაც შეიყვარებ.
ენი: ჯან ვიცი, რომ გული გატკინეს.
ჯანი ალბათ არ ელოდა რომ ვკითხავდი, მოუოლოდნელად გაჩუმდა.
ჯანი: ჰოო, გული მატკინეს და ადამიანებს ზურგი შევაქციე. ელენა, იცი აქამდე მჯეროდა, რომ თუ გიყვარს მთელი გულით უნდა გიყვარდეს, მაგრამ ზოგისთვის ესეც არაა საკმარისი.

ენი: რატომ მიგატოვა ჯან?
ჯანი: ასე მითხრა შენი სიყვარული ჩემთვის საკმარისი არ არისო.
ენი: ზოგს რომ სამყარო დაუდო ფეხებთან ჩათვლის რომ ღირსია და მეტს მოგთხოვს.
ჯანი: ის რომ სულიერი ტკივილის განცდა შეგიძლია უკვე ნიშნავს რომ ადამიანი ხარ.
ენი: ჯან, შენ ბევრად მეტს იმსახურებ, უფრო იდეალურს.
ჯანი: იდეალური იცი რა არის? ორი არაიდეალური ადამიანი რომ ერთმანეთს ხვდება და ერთმანეთისთის იდეალურები ხდებიან.
ენი: ერთ დღესაც აუცილებლად იპოვი მას, იმ ერთადერთს.
ჯანი: შენც იპოვი ენი, რადგან ამ ქვეყნად ყველა ვიღაცისთვისაა შექმნილი.
გავჩუმდით და ორივე ჩვენს სიტყვებზე ვფიქრობდით. ქალაქი კვლავ ახმაურდა. თითქოს დრო გაჩერდა, მინდოდა ეს წუთი არასოდეს დამთავრებულიყო.
ჯანი: იცი ენი რაღაცას გთხოვ, შენში არსებული ბავშვის რწმენა არასოდეს შეწყვიტო, არასდროს მისცე ვინმეს უფლება შენი ბავშვურობა გაანადგუროს...
ენი: გპირდები ჯან...

ცოტა ხანს კვლავ დავდუმდით....

ენი: მეშინია ჯან...
ჯანი: არ შეგეშინდეს ენი, მე ყოველთვის ვიქნები შენს გვერდით...
ენი: მართლა ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები?
ჯანი: კი, მანამ სანამ თავად არ გადაწყვეტ, რომ აღარ გჭირდები.
ენი: მე ყოველთვის დამჭირდები...
ჯანს ჩემი გაყინული ხელი ეჭირა, ალბათ ვერც აცნობიერებდა მაგრამ ხელს ხელზე მიჭერდა და ამით კიდევ უფრო მეტად ვგრძნობდი რომ ის ჩემს გვერდით კლდესავით იდგა.

ჯანი საოცარი იყო. მის მხარეზე თავჩამოდებულს ცრემლები მომდიოდა. ჯანს არ დაუნახავს, ან იქნებ დაინახა და არ შეიმჩნია...



№1  offline წევრი Xutu

Patara tavebs debe da dzalian agvisneb gtxov mal Malé dade

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ოჰო ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ ესენი კარგად გაიგებენ ერანეთს. უბრალოდ გთხოვ დიალოგში ნუ უყურებ სახელებს. მივხვდებით ვინ საუბრობს. კარგად წერ და ნუ აფუჭებინებ ამ სახელებს. აბა გელოდებიტ

 


№3  offline წევრი AnnyAdyaman

Qeti qimucadze
ოჰო ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ ესენი კარგად გაიგებენ ერანეთს. უბრალოდ გთხოვ დიალოგში ნუ უყურებ სახელებს. მივხვდებით ვინ საუბრობს. კარგად წერ და ნუ აფუჭებინებ ამ სახელებს. აბა გელოდებიტ

მადლობა ქეთი, აუცილებლად გავითვალისწინებ და დიალოგში სახელებს აღარ მივუთითებ

 


№4 სტუმარი nato chubinidze

გაგრძელებას მალე დადებ?კარგია მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent