შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე რომელიც არ ვიცოდი.02


23-10-2021, 14:28
ავტორი ნაამა
ნანახია 2 179

შეზლონგზე ვიჯექი და კაკის ვაკვირდებოდი, რომელიც ცდილობდა შეესწავალ რა მოუვიდა ჩემს ფეხს.
-აქ გტკივა?
ზუსტად იმ წერტილში მომიჭირა ხელი სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა.
-ააააა გამიშვი მტკივა.
-კაი კაი დაწყნარდი, ნაღრძობია უბრლაოდ მეტი არაფერი.
-ცნობისთვის ნაღრძობი უფრო საშიშია ვიდრე მოტეხილი.
თვალები ავატრიალე და კაბას დავწვდი.მაშინვე გადავიცვი და ახლა უკვე ჩაცმული შეზლონგზე გავწექი. ფეხები კაკის მუხლებზე მედო, ის მე მიყურებდა.
-და მაგ მუხლს რა ვუშველოთ?
-არაფერი იყოს ასე, ნახე აქაც მაქ ნაიარევი და შრამები.
ხელით მარჯვენა ფეხზე არსებულ შრამებზე მივუთითე, იმდენი იყო ვერც კი ვითვლიდი.
-თხა იყავი ბავშვობაში თუ რა არის?
-აი ეს-ყველაზე პატარა შრამზე მივუთითე რომელიც ბარძაყზე დამრჩენოდა. - ხიდნა რომ ჩამოვვარდი მაშინ ვიტკინე. ეს ტერფზე რომ მაქ რკინის კარი ჩამოვარდა და დამეცა.
სახე ისე დამანჭა თითქოს მართლა რაღაც საშინელება მეთქვას, ან ვუთხარი და ჩემთვის არ იყო შემზარავი. მთელს სხეულზე მქონდა შრამები. სხვადასხვა ასაკისა და უბედურებსი შედეგი. იყო მოგონებები, რომელშიც რაღაც გავაფუჭე, მაგრამ შრამი არ დამრჩენია.
-სერიოულად? ამდენი როგორ მოასწარი?
-კიდე ბევრი მოვასწარი, ოღონდ ყველაფრისგან შრამები არ მაქ.
თვალი ჩავუკარი და გავუღიმე.
-ეს?
ჩემს წვივს შეეხო და გრძელ, ჰორიზონტალურ შრამზე ხელი გადამატარა.
-მე და ლევანი პატარები ვიყავით, წამლებს კარადის თვზე ინახავდა ხოლმე დედამისი, ლევანი კიბეებივით აცოცდა მის უჯრებზე, სწორე იმ წამს შევედი პარკს რომ დასწვდა. უჯრამ ვარდნა დაიწყო, ლევანის ხელი ვკარი და გადავაგდე მე კი ფეხზე დამეცა.
თითები ისე აასრიალა მასზე რომ ტაომ დამაყარა.
ხელი მალევე მომაცილა და თვალებში შემომხედა. ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა უეცრად ლევანი წამოგვადგა თავზე.
-აქ რას აკეთებ კაკი?
კაკი დაიბნა და ხელი როემლიც წამის წინ ჩემს წვივზე ედო თმაში შეიცურა.
-შორიდნა დავინახე და ვიფიქრე მივესალმები თქო.
ხელით ჩემზე ანიშნა, ლევანიმ ცივად შემომხედა და თვალებში კითხვისნიშნები აუკიაფდა.
-არა სად წავსულიყავი აბა? შენ და ანო შეაკვდით ერთმანეთს, ჩემთვის აღარ გცალიათ.თან პლაჟზე გამოსვლა დანაშაულია?
მხრები უდარდელად ავიჩეჩე და მტკივანი ფეხი სანდალში წავდგი. იმ წამსვე წამომაკივლა.
-რა გჭირს ნეა?!
შეშინებულმა ხელი შემაშველა, მაგრამ ამის საჭიროება არ ყოფილა.
-წავიქეცი და ფეხი ვიღრძე არაფერია გამივლის.კაკიმ აღმოაჩინა რო ნაღრძობია.
-როგორ მინდა გცემო. როგორ თუ არაფერია ნაღრძობი ტერფი გაქ და გადაყვლეფილი მუხლი. მოდი აქ, სახლში მიმყავხარ. კაკი მადლობა. წამოხვალ შენ?
-არა საქმეები მაქ. სანამ ჩემი ძმა დაბრუნდება ვენიდან მე უნდა მივხედო ყველაფერს.
-კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ. ნახვამდის.
დაიხარა, ხელები ფეხზე შემომხვია და ხელში ბუმბულივით ამიტაცა. თავის დაფასება არ დამიწყია, კაკის გავუღიმე და ლევანის ავეკარი.ისიც მაშინვე წამოვიდა. თავი სულ ერთი წამით მივატრიალე, კაკი ისევ ჩვენ გვიყურებდა თან მიღიმოდა.
-როდის ისწავლი წესიერად სიარულს? ამხელა გოგო ხარ უკვე.
მზერა ლევანიზე გადავიტანე და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე ბიძაშვილს.
-თორე შენ არ იყავი შარშან რო წაიქეცი და ფეხი მოიტეხე.
-ეგ შარშან იყო.
-რა მნიშვნელობააქ. და ის მზერა რა იყო კაკის რო ტყორცნე როცა კითხე აქ რა გინდაო?
-ნეა გეყოფა. არ შეიძლება ყველასთან ფლირტი.ჩემი მეგობარია, გასაგებია?
-არ ვეფლირტავები, საერთოდ რატომ გადარდებს? ის უბრალოდ მეგობარია, მე ბიძაშვილი. ინცესტის მოწმე ხოარ ხარ არა?
-არავს სიამოვნებს როცა ბიძაშვილი მის ძმაკაცს ხვდება.ინცესტი კიდე რა შუაშია, მგონი თავიც დაარტყი.
-კი თავიც ცოტაზე, წავიქეცი რომ იცოდე. ხო და მაშინ არც მე მსიამოვნებს ჩემი დაქალი რომ გიყვარს.
ნიშნისმოგებით შეხვედე და წამში მოეყინა სახე, არ ვეჯიბრებოდი. მინდოდა კაკისთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. იმ დროს ჯერ ისევ არ ვფიქრობდი მის შეყვარებას, უბრლაოდ გარეგნულად მომხიბლა.
-მე და შენ ერთი ვართ?
-და სხვადასხვა ვართ?
-რაც გინდა ის გიქნია, მაგრამ სანამ ფეხი არ მოგირჩება სახლიდან ვერსად გახვალ.
-აუ სერიოზულად?რატო მექცევი სამი წლის ბავშვივით? არ შეიძპება ყველაფერს მიკრძალავდე!
-კი სახლში იჯდები. პროტესტი უაზროა ხომ იცი?! და აგიკრძალავ თუ მომინდება.
-კაი კაი ხო. არ დაგივარდე ფრთხილად.
ორივეს გაგვეღიმა და სახლში რასაც ქვია შემიტანა.ანოს სახეზე ფერებმა გადაუარა როცა ლევანის მკლავებში მისვენებული დამინახა, ბიჭებიც არანაკლებ გაკვირვებულრბი იყვნენ, მათ ყოველთვის კარგად ვიცნობდი. სამიდან ორი ჩენთან ერთად გაიზარდა დათო კი მოგვიანებით დაემატათ, უნივერსიტეტის პერიოდში.
-რა სჭირს?
გიჟივით მომვარდა ანო და ლევანის ჩემი დასმაც არ აცადა
-ანანო დამივარდება...
-მითხარი რა გჭრს? ლევანი რა მოუვიდა?
-ანო დაწყნარდი...
-როგორ დავწყნარდე? შეხედე შენს მკლავებშია, პატარავ, ჩემო ყვავილო კარგად ხარ? რა მოგივიდა? ამ ვირმა მოგწია ხო რამე?!
ისეთი ჩაარტყა ლამის ხელიდან გავუვარდი,. ლევანიმ კოპები შეკრა, მე დივანზე დამსვა და ანოს მიუბრუნდა. ის კი საწყალი თვალებით მიუბრუნდა
-ანო უბრალოდ ფეხი იღრძო... და მე რატომ უნდა დამეშავებინა რამე მისთვის?ის ჩემი სისხლი და ხორცია. ეგეთი სადისტიკი კი არ ვარ ბიძაშვილს ფეხი მოვტეხო.
_სულ გვამწარებდი ხოლმე.
-ღმერთო მიშველე. ან შენ მიშველე და მომაცილე შენი დაქალი გეხვეწები.
შემომხედა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. ანოს ხელზე დავექაჩე და ჩემს გვერდით დავსვი.ლევანიმ მადლობის ნიშნად სუსტად გამიღიმა და ეზოში გავიდა. ყოველთვის მარტივად სწყინდა, არ უყვარდა საყვარელ ადამიანებს მასში ეჭვი რომ შეჰქონდათ. ბიჭები ხან მე მიყურებდნენ, ხან ჩემს ფეხს ხანაც ანოს. მეგობარს მივუბრუნდი და თმა ყურს უკან გადავუწიე.
-მისმინე ანო ასე ნუ ექცევი სწყინს. ის არაფერ შუაშია, კაკისთან ერთად ზღვაში ვბანაობდი წყალი შევასხი და გავიქეცი ნუ მოკლედ ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი. უბრალოდ ტერფი ვიღრძე მეტი არაფერია, თუ ჩემს გასისხლულ მუხლს და ბარძაყს არ ჩავთვლით. მიდი ახლა მასთან გადი კაი?ძლივს ერთად ხართ და ჩემ გამო ნუ გააფუჭებთ.
-უბრლაოდ ვინერვიულე რომ დაგინახეთან ანხე რა დღეში გაქ ფეხი წავალ ყინულს მოგიტან...
-ანო მიდი წადი მასთნ. ამდენი მონა რისთვის მყავს ესენი მომხედავენ.
გავიცინე და ბიჭებს შევხედე.მათაც გამიღიმეს და სამხედრო ჟესტით დამიკრეს თავი.
-მოუვლით?
-აბა რას ვიზავთ. - ანო გასული არ იყო გოგამ მაშინვე სპირტი, ბამბა, ყინული და ბინტი რომ მომიცუნცულა, ყოველთვის დასავით ვუყვარდი. ზოგადად მე და ანო მათ სამეგობროში პრინცესებივით ვიყავით.
-გტკივა?
-არა, არ მინდა იყოს.
წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაასველა სპირთით ბამბა და გასისხლულ მუხლზე დამადო. მაშინვე ამეწვა, სიმწრისგან დავიკლაკნე და ფეხის გათავისუფლება ვცადე.
-მეწვის გოგა. არ მინდა გეხვეწები რა
-ხმაა ვერ გავიგე გინდა რო კიდვე დიდხანს გტკიოდეს? მაცადე ჩემი საქმის კეთება.
მაშინვე გავჩუმდი. ჭრილობას მიწმენდდა და დროდადრო სულს მიბერავდა, რომ ძალიან არ ამწვოდა. მერე მუხლზე ყინული დამადო და სანამ მე სიცივისგან ელექტრონები მივლიდა ჩემი ნაღრძობი ტერფიც შემიხვია.
-მართლა მონა კი არ ხარ დამანებე თავი, აუ ამას მოვიცილებ რა, ცივია და ყველაფერი გამეყინა.
-არა, დააცადე.ისაა ექიმი შენ კი არა.
საუაბრში დათო ჩაერთო და კოპრბი შეკრა.
-მომავალი ექიმი, ჯერ არ დაუმთავრებია სწავლა.
შევუსწორე და თავზე წამომდგარს ავხედე. - რა მნიშვნელობააქ შენ შენს ნაწერებს მიხედე.
-დავაი რა.
ყინულიანი ხელი ავუქნიე და დავეჯღანე. ის გოგას მიუბრუნდა და უთხრა.
-მე გავალ ჩაის გავუკეთებ შენ მანამდე მორჩი.
-კაი, მეც გამიკეთე რა, ამას მუხლს შევუხვევ და ეგარი. იმათ გახედეთ რა ვინმემ არ დახოცონ ერთმანეთი.
ტერფიდან მუხლზე გადმოინაცვლა, დათო კი ჩაის გასაკეთებლად წავიდა. იცოდა როგორ ვგიჟდებოდი ჩაიზე. თუმცა ყველას არასდროს ვსვამდი. სახლში ყოველთვის იყო პიტნის, მოცვის ან ბროწეულის ჩაი.
ლადო კი ჩემს გვრიტებთან გავიდა.გოგამ მუხლიც შემიხვია და პატარა ჭრილობაც გამიწმინდა ბარძაყზე.
-ამ მიხვეულ-მოხვრული ფეხით უნდა ვიბოდიალო?
-არ უნდა იბოდიალო. უნდა იჯდე. მონები რისთვის გყავართ?
გამიცინა, დივანზე გაწვა და თავი კალთაში ჩამიდო. ყოველთვის ასე იცოდა,როცა თვის სატრფოზე საუბარი სურდა. სხვას არავის უყვებოდა, მხოლოდ მე. ისიც იმიტომ რომ მის სიყვარულში მე გამოვიჭირე. წლები იყო შორიდან იტანჯებოდა მისი ტრფობით.
-რა გჭირს ვაჟბატონო? სევდა შემოგაწვა? ისევ ვერ ეუბნები ხო? ვიცი რომ გიყვარს, მაგრამ ასე შორიდან ტრფობა სისულელეა. თავს უაზროდ იტანჯავ საყვარელო. უნდა უთხრა.
-როგორ ვუთხრა მიმალურჯებს სადმე, ხომ იცი რომ ჰეტეროა. თან სიყვარულს მალვა უნდაო.
-იქნებ ბია? რატომ ხარ დარწმუნებული. სიყვარულს მალვა კი არა გამბედაობა უნდა, გ-ა-მ-ბ-ე-დ-ა-ო-ბ-ა.
-კარგი რა ნეა კარი რა. არ ვუყვარვარ, უბრლაოდ მეგობარია.
-მე შენკენ და შენ ეშმაკებისკენ?
-ხომ იცი როგორ მიყვარს, უბრლაოდ მერე რო მიმალურჯოს და მეგობრობაც ვერ შევინარჩუნოთ ცუდად გავხდები.
-ნუ ბოდიალობ, იცოდე ლევანივით გიზავ. სანამ არ წამომცდება მანამდე არ ეტყვი.
-დაგბრიდავ.
-აბა შენ იცი.
-რა ვქნა მითხრაი რა? მართლა მიყვარს, თან ვერც ვერავის ვეუბნები შენს გარდა და ნერვები მეშლება. იცი როგორ მინდა ხოლმე მივვარდე და ვაკოცო? მაღიზიანებს სხვასთან მისი დანახვა.
ისეთი სევდიანი ხმა ქონდა ლამის ავტირდი. სახეზე მივეფერე და შუბლზე კოცნა დავუტოვე.
-არ იტირო ახლა არ გადამრიო. უთარი, სხვასთან რომ გაიჩითება და ისე შეიყვარებს როგორც შენ ის გიყვარს მერე მოდექი და უყურე. მინდა რომ ბედნიერი იყო.
-კაკიზე რას ამბობდი წეღან?
თემა უცბად გადაიტანა და ლურჯი თვალები მე მომანათა. მივხვდი არ უნდოდა მასზე საუბარი, ეშინოდა რომ ვინმე რამეს გაიგონებდა.
-რავი ზღვაზე ვიწექი ვირუჯებოდი, ის მოვიდა პატარა უაზრო დიალოგი გვქონდა მერე ვიცურავეთ და წყალი შევასხი იმანაც შემომასხა, გავიქეცი გამოიქცა.... მოკლედ წავიქეცი ბოლოს. ცოტახნით ჩემს შრამებს ვარჩევდით და მალევე ლევანი წამოგვადგა.
-რა უაზრო მოყოლა იცი, ვერაფერს ყვები კარგად რა.
პატარა ბავშვივით გაიბუტა და ხელები გულზე დაიკრიფა.
-გადი მიდი მოდი.კაი გეტყვი ხო თორე შემჭამ მერე. ჩემს ფეხზე არსებულ შრამებს თავის თითებითაც შეეხო.
-რაა? მეღადავები?
-კაი ნუ გააბუქებ ახლა. როგორ იცი ხოლმე უაზროდ გადაჭარბება, შენც ხო მეთამაშები ხოლმე?!ნუ აქცევს ბუზს სპილოდ გეხვეწები.
-ნეა მე სხვა ვარ, ბავშვობიდან გიცნობ, ბაღიდნა მოყოლებული. კაკი კიდე წინა კვირას გაიცანი.არა არ ვამბობ რომ ცუდი ბიჭია, სიმპატიურია ვაღიარებ, მაგრამ რავი რა...
-ო კაი რა. -ზემოდან დავხედე და სახეზე დავუსვი ხელი-სადაა ამდენხანს კიდე დათო ჩაი მინდა. - წუწუნი დავიწყე. ხელი გავკარი გოგას რომ აწეულიყო და ადგომის საშვალება მოეცა ჩემთვის.ის არც კი განძრეულა-აუუუუუუ დათო ჩემი ჩაი მინდა.
-მოვდივარ მოვდივარ.ნუ გადაიქცევი ხოლმე ორი წლის ბავშვად.
ამასობაში ჩემი გვრიტები და ლადოც მოვიდნენ. დათომ ყველასთვის მოცვის ჩაი გამოიტანა, ლევანიმ გოგა ააგდო, ის და ანო, რომ დამსხდარიყვნენ. ასე რომ საბოლოოდ გოგას მხარზე თავჩამოდებული შევექცეოდი ჩემს მოცვის ჩაის. მათთან ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ისინი არ იყვნენ ვიღაც უცხო, უბრლაოდ ბიძაშვილის მეგობრები, ჩემთან ერთად გაზრდილი ადამიანები იყვნენ. მათთან წარსული მაკავშირებდა. ის კი ვისთანაც წარსული გაქ ვერასდროს იქნება უბრლაო, სხვების მსგავსი ადამიანი. არა ჩვეულებრივი ბანალური წარსული, არამედ ისეთი მეხსიერებიდან ვერასდროს რომ ვერ ამოშლი.ზოგჯერ ვიღაცასთან კარგად ხარ, მასთან თავს ბედნიერად გრძნობ, მაგრამ მერე სხვა ჩნდება, ის ვინც თქვენს საერთო წარსულს დაგავიწყებს.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ველოდები შემდეგ თავებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent