გაურკვეველი წელი,მარადისობა...! (IV)
მას შემდეგ რაც კვლავ მარტო დავრჩი,მხოლოდ ახლა აბსოლიტურად სხვა დინებაში.მინდა ვთქვა რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.თუ ყურადღებას არ გავამახვილებ დროდადრო იმ შეტევებზე რომელიც იმ "არსების" ყოფნას მახსენებდა და რაც საერთო ჯამში ასე ჟღერდა "ბრიყვო" ! - ვიყავი ასე ჩემთვის.მიუკერძოებლად თვითკმაყოფილი.დროდადრო ადამიანის ცხოვრებას განვიხილავდი,ასევე მიუკერძოებლად. და აი სწორედ ჩემს ამ ნეტარ მდგომარეობას,რომელიც რა თქმა უნდა იმ შესანიშნავი არსების დამსახურება იყო,შეგნებულად ვწყვეტდი და კვლავ უვარგის დინებას,მხოლოდ ახლა შეგნებულად,ვუბრუნდებოდი.ყოველ ჯერზე,როცა ამას შეგნებულად ვაკეთებდი.ყოველთვის გული მეწვოდა ! ვოხრავდი და ვღრიალებდი.შევჩიოდი ჩემს თავს - რა გავაკეთე ! რა ! და ყოველივე ამ უსიამოვნო შეგრძნებების შემდეგ კვლავ ჩემს სამყაროს ვუბრუნებოდი.ერთი სიტყვით დიდი დრო გავატარე მიუწვდომლად.და ამ დიდი დროის განმავლობაში ყოველთვის წუხდა ჩემი სულის რომელიღაც ნაწილი.ვიცოდი,რომ ეს არ იყო აბსოლიტური თვითკმარობა.მაკლდა რაღაც.და ეს რაღაც არც მაშინ და არც ახლა ძნელი მისახვედრი არ არის,თუ რა იყო. ერთხელ.როდესაც უსიამოვნო შეგრძნებებს ვსწავლობდი და ვიხსენებდი ჩემს თითქმის სრულ არარაობას.ჩემი არსებობის სწორად იმ განზაღვრულ წერტილამდე საიდანაც,რაღაცად ვიქეცი ! გამახსენდა ის მიუწვდომელი მთა.თავისი არაფრით ! და საოცრება რომელიც მართლაც საოცრება გახლდათ. მე რა თქმა უნდა სხვა გზა არ მქონდა. ასე ვთქვათ გამოჭერილი გახლდით ! რადგან მე სწორედ მაშინ,როდესაც ის მივატოვე.სინათლეს ვაქციე ზურგი.დროდადრო როდესაც,კვლავ და კვლავ ვუბრუნებოდი ჩემს იმ ზემოთქმულ განსაზღვრულ წერტილს.თვითგვემა თავისთავად იღვიძება ჩემში.საბოოლო ჯამში მთელი ამ დროის განმავლობაში საკმარისად,ახლა უკვე ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე დავასკვენი და ნათლად მივხვდი შემდეგს. უნდა მომეძებნა ის არსება,რომელმაც სიცოცხლის ის ფორმები მაჩუქა რაც გამაჩნდა. თან ამას ემატებოდა ჩემს მიერს ჩატარებული კვლევები,რომელიც ადამიანთა იმ განსაზღვრულ დინებას ეკუთვნოდა,რომელიც მათ "არარაობად" აქცევდა. და სწორედ ამ დროს,საკუთარ თავთან ფიცი დავდე. მანამ არ დამეტოვებინა ჩემი სხეული სანამ მას არ ვიპოვნიდი. და ისე მემყოფა ამ სამყაროში როგორც მანამდე,სანამ მას შევხვდებოდი. ჩემი ერთადერთი სურვილი,რომელიც მთელი ამ მტანჯველი დროის განმავლობაში გამაჩნდა,იყო ის რომ კვლავ შევხვედროდი მას. რა არ გადავიტანე,უდიდესი გაჭირვებით ვცხოვრობდი ადამიანებში.ვუყურებდი მათ სიბრიყვეს და დროდადრო აზრი მიჩნებოდა,რომ ყოველი არსება აი ასე უბრალოდ წამში გამეღვიძებინა.მაგრამ ვინაიდან ვიცოდი,რომ ამით როგორც სხვებს,ასევე საკუთარ თავს უდიდეს და საბოლოო ზიანს მივაყენებდი,ყოველთვის თავს ვიკავებდი. გადიოდა წლები.ასწლეულები მე კი მის კვალს,ამ სამყაროში ვერ ვპოულობდი. ჩემს იმ ერთადერთ სურვილს,რომელსაც წამით არ დაკარგვია ძალა.ერთ უმშვენიერს დღეს ის ფორმა მიიღო,რომელიც მე ასე მსურდა. ვიპოვე. ღრუბლებს პლანეტის მაცოცხლებელი დაეფარათ ! ყველაფერს ნაცრისფერი გადაკვროდა.ქარი მთელი თავისი ძალით ქროდა.აქაიქ ნათებაც ჩნდებოდა ხოლმე,თავისი ავისმომასწავლებელი გრუხუნით.ქვიშა რომელიც ქარს მოჰქონდა პირდაპირ მთელ სხეულში მასკებოდა.ყოველივე ეს,რისხვა იყო.არაფრით არ ვუშლიდი ხელს მთელ ამ შემზარავ პროცესს.რადგან ვიცოდი,ღირსი ვიყავი ! ის ხის იმ ტოტზე იჯდა რომელიც ნახევრად მოტეხილი გახლდათ,იჯდა ასე უძრავად.მას არაფერი არ ეხებოდა.არც ქარის ძალა და არც ზემოდან მომავალი წვეთები რომელიც ასევე ნებისმიერი სხეულისთვის მტკივნეული გახლდათ. არც ტოტი ტყდებოდა.იჯდა ასე უძრავად და დროდადრო თავის ფრთებს შლიდა,ვიცოდი ეს ნიშანი იყო ! როდესაც ეს ხდებოდა,ჩემს მიერ,ჩემს თავთან დადებული ფიციც გაწყდა და დარცხვენილი გვერდით მივუსკუპდი. კრინტიც არ დამიძრავს,რა თქმა უნდა მასაც არაფერი უთქვამს.სანამ ყოველივე მზის სხივებმა არ შეიპყრო და ყველაფერი არ დაწყნარდა. მან ფრთები დაქნია და მეც მივყევი. გზად იმას ვფიქრობდი თუ როგორ მომეხადა ბოდიში.ასევე ისიც ვიცოდი თუ სად მივყავდი. მან იმ მთასთან მიმიყვანა სადაც მოვკვდი. მთელი ჩემი სხეული ფრთებთან ერთად კვლავ იმ შიშს მოეცვა რომელსაც მასთან ერთად ყოფნის დასაწყისში განვიცდიდი.გამიხარდა ! მიხაროდა ყოველივე ამის გახსენება.ყველა წამი გამახსენდა რაც მასათან ერთად გავატარე. ჩემს სიხარულს შავი ღრუბლები დროდადრო ისევ და ისევ ეკვროდნენ.არ ვიცოდი რა მეთქვა. მან ადამიანური ფორმით დაიწყო მატერიალიზება და მეც არ დავიშურე ძალა. და აი ახლა,როდესაც ჩემს ერთადერთ სურვილს,პირდაპირ და შერცხვენილი ვედექი,ვერაფერს ვამბობდი. მან კი კვლავ დაიწყო იმ საოცარი როლის მორგება რომელიც ასე ძალიან კარგად გამოსდიოდა.გამიღიმა და მომიგო. - შენ იცი,ბოდიშის მოხდა ყოვლად უაზრობაა რისი გაკეთებაც შეგიძლია. გამეცინა. სიცილის შემდეგ კიდევ უფრო დავნაღვლიანდი.ის ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა.ხელი სახეზე ნაზად მომისვა და კვლავ ღმილით,თბილი ტონით და შეუმჩნეველი სევდით მითხრა. - ეს საჭირო იყო. ვუთხარი - მე ვიტანჯებოდი ! თავი დახარა,მზერა მიწას მიაპყრო და მითხრა - ვიცი,ეს საჭირო იყო. დიდხანს ვდუმდით. არ ვუყურებდი.თვითონაც მაქსიმალურად მარიდებდა მზერას. ბოლოს თავად დავარღვიე დიდებული სიჩუმე და ვუთხარი,რომ დიდებულ კვლევებს ვაწარმოებდი.ადამიანზე და ადამიანის ფსიქიკის,ჭეშმარიტად გზას აცდნელ ფორმებზე.და კარგი იქნებოდა თუ რაღაც განსაზღვრული დროის განმავლობაში ამ სამყაროში დარჩებოდა,ჩემთან ერთად.სადმე მიუვალ ადგილას,რათა მოგვეწყო დროებითი ნავსაყუდელი და შეგვესწავლა ადამიანთა ჩვეული ცხოვრება რომლითაც ისინი ასე ძალიან იყვნენ გატაცებულნი. ეს ყველაფერი,რაც ვუთხარი.რა თქმა უნდა როგორც მე ვფიქრობდი ძალიან შენიღბულად და ჩემი განზრახვის მიუწვდომელ ფორმად მიმაჩნდა.რადგან მაშინ ძალის ისეთ ფორმას ვფლობდი,რომ ვერავინ გაარკვევდა ჩემს მიერ თქმულის,ნათელ ან ბნელ მხარეს. როდესაც მთელი ჩემი ეს შენიღბული განზრახვის წინასწარ მოფიქრებული ტექსტი წავუკითხე.სიცილის შეტევები დაეწყო.სპაზმებს მთელი მისი სხეული მოეცვა.მთელს ხმაზე იცინოდა და მთხოვდა,მიშველე მიშველეო. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი.რადგან გრძნობა,რომელიც ჩემში თავისთავად შედეგის სახით ჩნებოდა და რომელსაც ვერაფრით ვერ ვაკავებდი მეუბნებოდა. - ნუთუ ჩემს წყეულ განზრახვას მიხვდა.როგორ ! შეუძლებელია. ჩემი აღელვების დასაფარად,მეც სიცილი დავიწყე.მხოლოდ შეგნებულად.მას კი თავი ჰქონდა დაკარგული. როდესაც სპაზმებმა გაუარა და ნელ ნელა ფერი უბრუნდებოდა,განრისხებას ნაზავ სითბოსთან ერთად მივუგე - რა გაცინებს ალქაჯო ? !!! ნუთუ არ გინდა,ამ საცოდავ დინებაში მოხვედრილ ჩვენს მსგავს არსებებს დავეხმაროთ ? როდესაც სიცილს მორჩა,მითხრა რომ კარგად გავზრდილვარ და მართლაც რომ დიდებული საქმისთვის მომიკიდავს ხელი. და საერთოდაც არ იყო წინააღმდეგი,ჩემს ფარულ განზრახვას დათანხმებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.