შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი წელი,მარადისობა...! (V)


30-10-2021, 22:04
ავტორი აიესმე
ნანახია 707

და აი სწორედ ყოველივე ამის შემდეგ ჩემი სული როგორც იქნა დამშვიდდა.ყოველ უსიამოვნო გრძნობას,რომელიც ამ სამყაროს კანონზომიერების თანახმად ჩნდებოდა ჩემში,დიდი სიხარულით ვიღებდი.რადგან როგორც ახლა,მაშინაც მეტისმეტად ამბიციური გახლდით და მჯეროდა რომ სამყაროს შევცვლიდით.

ჩვენ,ჩემი გეგმის ნაწილის შესრულებას შევუდექით.ყველაზე მიუვალ ადგილას მთელი დედამიწის ზურგზე,მოვიწყეთ როგორც ჩვენ ვუწოდებდით "ნავსაყუდელი" .ჩვენთვის არ საჭიროებდა ბადეები,რომელსაც ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენი დროიდან მოსასვენებელს უწოდებნენ და ამ ადგილის გარდა სხვაგან ვეღარსად ისვენებდნენ.არ ვიყენებდით არცერთ საშუალებას სიბნელეში სინათლის მოსაპოვებლად,რადგანაც თავად ვქმნიდით მას.

საერთოდ არ გვაწუხებდა ჰაერის ტემპერატურის კლება.ჩვენ მას ხელს არ ვკიდებდით.გარდა გარდაუვალი და აუცილებელი მომენტებისა,მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენს სხეულებს მეტისმეტად ემუქრებოდათ ამ სამყაროს საფრთხე.და როგორც ჩვენს დროში და ასევე ალბათ ნებისმიერ სხვა დროს მიაჩნდათ და მიაჩნიათ.სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას ანუ წყალს,აბსოლიტურად სხვაგვარად ვიღებდით.ჩვენ მას სუნთქვის საშუალებით ვაძლევდით სხეულს.

საკვებს რაც შეეხება,ჩვენ გვქონდა ჩვენი საკვები ! უამრავი და ულევი.მხოლოდ არა ისეთი რასაც ადამიანები საკვებს უწოდებდნენ და დღემდე ასე მიაჩნიათ.და ასევე მხოლოდ ორიოდე ფოთოლს თუ ვაღირსებდით ჩვენს სხეულს.რადგანაც ვმორჩილებდით იქაურობას,რომელიც ერთი შეხედვით ბატონობდა ჩვენზე.აღარ დაგიმალავთ და ამას იმიტომ ვაკეთებდით,რომ სხეულებრივი არსებობა შეგვენარჩუნება.ცხელი წყლით მცენარის სასიცოცხლო და ინფორმაციული ველების გამოდევნა,ჩვენი ხელოვნება იყო.რამაც შემდგომ,ჩაის სახელი მიიღო.ჩაის რაც შეეხება,ჩაის ჩვენ განსაკუთრებული ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყენებდით.ინფორმაციის რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფის თითოეულ წევრზე გვიჩვენებდა ყველაფერს,რომლიდანაც იმ მცენარეს სიცოცხლეს ვართმევდით.როდესაც მკაცრად განსაზღვრული წრე შევკარით ჩვენი კვლევებისთვის,ჩვენ უკვე მზად ვიყავით გვეცხოვრა ადამიანისმაგვარი არსებასავით და ვცხოვრობდით კიდეც.

როდესაც ჩემს წინ არსებულ სიბნელეს.ნელ-ნელა შემოპარული სხივები ამცნობდნენ სამყაროში ცოცხალი ორგანიზმების გამოცოცხლებას.მაშინვე პირველი რაც ჩემს მზერას იპყრობდა მისი თვალები იყო,რომლებიც ქუთოთოებს ქვეშ განუწყვეტლივ მოძრაობდნენ.ჩვენ სრულად შიშვლები გახლდით.

არ დავმალავ

ეს ძნელი იყო.ძალიან ძნელი.

საკმარისი იყო საკუთარი სისუსტისკენ მიმემართა ძალა და იმ წამს ვხვებოდი თუ რა იყო მთელი ადამიანური ცდუნების საიდუმლო. თუმცა არასდროს,ამ ფორმით,რა ფორმის მარცხზეც მაქვს საუბარი.არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ "დავცემოდი".როდესაც უკვე არა კვლევებს,არამედ ნამდვილ ორთაბრძოლას ვანხორციელებდი ამ სამყაროსთან,მან უცბად თვალები დაჭყიტა და მკითხა

- რას აკეთებ ?

სუნთქვა შემეკრა.გულმკერდი გადმოვარდნას მქონდა.

- კვლევებს ვაწარმოებ, რა თქმა უნდა ! მგონი ვხვდები მთელი ამ ყველაფრის საიდუმლოს. შენ რას აკეთებ ?

მან კი დიდხმაზე გაიცინა.წამოდგა,გაიზმორა და ტაში შემოკრა.დაამატა

- მე უკვე მივხვდი !

ჩემი სხეული მიიზიდა და ჩემს ბაგეს შეერწყა.მართალია უწყლოობის გამო მშრალი კოცნა გამოვიდა მაგრამ ! როგორც იტყვიან "გემო" ფანტასტიკური იყო.

ჩემი სხეული ისევ ბრძოლის ველზე საბრძოლველად მიწვევდა.მაჯერებდა,რომ სუსტი კი არ ვიყავი არამედ,ყველა აზრი უაზრობა იყო და ყველა ყოფნის სხვა ფორმა,სხვა არაფერი იყო თუ არა სიზმარი,ტკბილი სიზმარი.და აი ნამდვილი სიტკბო მასთან შერწყმის შემდეგ რომ მელოდა

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.უკანასკნელ ძალებს ვიყენებდი,რომ ჩემი სხეული მისას მომეშორებინა.სადღაც გადავიკარგე.საკმაოდ დიდი დროის შემდეგ დავწყნარი.და ჩვენს "სახლში" დავბრუნდი.

- ეს რა გააკეთე ! ცოტაც და მოვკვდებოდით. - შევჩივლე მე

გამიღიმა,ჰაერში რაღაც დაიჭირა,ხელის მოქნევით ნესტოებისკენ მისცა მიმართულება ამ რაღაცას და სწრაფადვე შეისუნთქა,გაიღიმა.მომიახლოვდა. დაამთქნარა,თვალები ეხუჭებოდა.შევატყე,ძალა გამოცლილი იყო ჩემსავით.რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ დამასწრო.

- ვიცი,მეც შენსავით ვიბრძოდი.უკანასკნელ ძალებს ვიყენებდი,რათა სხეული დამემორჩილებინა და არ გამოგკიდებოდი.

თმაზე ვეფერებოდი,ის კი ამთქნარებდა,ყოველ მის გაზმორვასა და მთქნარებაზე მეც იგივე მემართებოდა.და პირველად ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში,ჩვენ მიწაზე, ზუსტად ისე როგორც ადამიანებს სჩვევიათ "გავგორდით".მას ჩემს მკლავებში ჩაეძინა.ჩემი სხეული რომელიც შინაგანად "კარგად მივტყიპე" ვეღარ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას.მე,მან და ჩვენმა სხეულებმა,მთელი ამ ბრძოლის შემდეგ მშვიდად და წყნარად დავიძინეთ.

როდესაც კვლავ ინათა,ჩვენ უბრალოდ ვიცინოდით.არაფერი არ მართობდა ისე,როგორც მისი კისკისი და სრულიად ყველასთვის უცხო სიცილი,რომელიც მას სჩვეოდა ხოლმე.როდესაც მზერით და მთელი ამ ვიბრაციებით გართობას მოვრჩით,მაშინვე ვკითხე

- გამიმხილე შენი კვლევის შედეგები ! - გამეღიმა და მზერა მოვაშორე.

მან ჩლიფინით დაიწყო საუბარი,ეს უკვე ჩემთვის რაღაც ახალი იყო.რამაც მაიძულა კვლავ შემეხედა მისთვის,რადგან ჩემს გაკვირვებებს მართლაც საზღვარი არ ჰქონდა.

- ეს გრძნობები ჩემთვის მართლაც ახალია.-მითხრა მან.თუმცა ადრეც ხომ მითქვამს ? ძველების შესახებ,რომლებიც დაიწვნენ და გაქრნენ ? გაიხსენე.

მე მაშინვე გამახსენდა მისი ცოდნა სურვილის "ვნების" ასრულების შესახებ.-გამეცინა,მინდოდა მეთქვა რომ მათ ყველაზე კარგი გზა გამოუნახავთ მთელ არსებულ გზებში.მაგრამ ვიცოდი,ეს ზედმეტობა და ჩემი მხრიდან თავხედობა იქნებოდა.ამიტომ თავი შევიკავე და სხვა რამ ვუთხარი.

- მახსოვს,მახსოვს. მოდი სხვამ რამ ვქნათ.- თან გავიღიმე და დავაყოლე,რომ დროა ერთმანეთისთვის სახელები შეგვერჩია.

დაამთქნარა ზეცას ახედა, - "არა" თქვა მან.თუმცა ეს ჩემს ნათქვამს არ ერთვოდა.ზურგით მიწაზე გაგორდა,ხელები გულმკერდზე დაიდო,ფეხები გადააჯვარედინა,თვალები დახუჭა და შემდეგ მომიგო.

- ვის სჭირდება სახელები... და მაინც,მაგალითად ?

ქუთუთოებს ქვემოდან მიყურებდა,ბიგძებს მაძლევდა რომ წყეული სახელი მომეფიქრებინა მაგრამ მის შესაფერის სახელს ვერ ვპოულობდი.

- არ ვიცი,მაგალითად... მაგალითად...- და აი სწორედ ამ დროს თავში არანაირი ფიქრი არ შემომდიოდა.ეს არ იყო მისი გავლენა,უცბად მისთვის სახელის დარქმევის მცდელობის აბსორდულობაზე დავფიქრდი. და უცბად იყვირა.

- ავე ! ავე დამიძახე.- იგი სიცილის შეტევბმა შეიპყრო,მე ვერ ვხვდებოდი რა იყო ამ სახელში ასეთი სასაცილო,რადგან აშკარად ვიცოდი,რომ სახელმა "ავე"-მ გამოიწვია მასში ის რისიც ხანდახან და საერთოდაც მგონი დროა გამოვტყდე.მშურდა კიდეც.

- კარგი დაგიძახებ ავე-ს.მაგრამ აქვს კი,ასოთა ამ კომბინაციას რაიმე მნიშვნელობა ?

ისეთი სახე მიიღო,თითქოს შევცოდე.-გამეცინა,ნახევარი ტანით წინ წამოიწია,მზის სხივები პირდაპირ სახეზე ასკდებოდა,რაც მის სხეულს კიდევ უფრო დიდებულს ხდიდა.ხელები მიწაზე დააწყო,ბავშვივით მიწასთან თამაში დაიწყო,ძალიან მშვიდი,ნათელი და ღვთიური გამომეტყველებით ამომეხდა და მითხრა - მოემზადე, დაიწყო იმ ამბის მოყოლა რომელიც თავისმა წინაპრება დაუტოვეს,ორი არსების შესახებ,რომლებიც ვინმე უცნობ თავნებას შეუქმნია,მსგავსად თვისად,მითხრა რომ კაცად და ქალად შექმნა ისინი, და რომ ქალს ევა ერქვა.

ეს ამბავი ჩემთვის არასდროს მოუყოლია.უამრავი რამ უთქვამს შემოქმედის შესახებ,რომელიც თავის სახელს ამართლებდა და რომ ყოველივე მისით იძვროდა მაგრამ ამ ორი ადამიანის შექმნის ისტორიის შესახებ არასდროს არ დასცდენია.პირველი კითხვა რაც გამიჩნდა და რამაც ჩემი აუხსენელი მღელვარება გამოიწვია, ასე ჟღერდა.- რა,რა დაემართათ მათ ?! რატომ მოიხსენიებ წარსულ ფორმაში,აღარ არსებობენ ?

მან მითხრა,რომ მისი წინაპრების გადმოცემის მიხედვით,ისინი დაიწვნენ და გაქრნენ ! ასევე მითხრა,რომ ეს იმ თავნება არსების ნების საწინააღმდეგოდ ქნეს.მხოლოდ არა იმიტომ,რომ ჯიბრის მგავსი რამ ჰქონდათ მასთან,არამედ მათ უბრალოდ ასე არჩიეს.ამ ყველაფერთან ერთად მომიყვა ისიც,რომ მან,არის რა ის ვინც არის !როდესაც შექმნა ეს ორი ადამიანი,განსაკუთრებულ მდგომარეობაში ამყოფებდა მათ.შემდეგ მათში ეჭვები დაიწყეს აღმოცენება, და მათ საკუთარ თავს უფლება მისცეს რომ გამოეცადათ,და დარწმუნებულიყვნენ მათი შემქმნელის სისწორეში და მანვე ვინც ყოველივე უბოძა მათ,შეგნებულად წაართვა ის რასაც გადმოცემებში "სამოთხე" - ერქვა. და რომ გააძევა ისინი,რადგანაც სხვა გზა არ დაუტოვეს ამ ორმა ადამიანმა.რადგან მხოლოდ იმის გამო,რომ მათ ის ჩაიდინეს რაც ჩაიდინეს,თავად შემოქმედი იძულებული იყო,რომ ყოველივე არსებულის შესანარჩუნებლად ასე მოქცეულიყო.და რომ საქმე ისე მარტივად არ არის როგორც მთელი ამ ისტორიის მოსმენისას შეიძლება გამეგო. მიკვირდა,და აი ახლა დამაინტერესა იმან თუ რა ერქვა კაცს.მან მითხრა,რომ მას ადამი ერქვა, და როდესაც ეს მითხრა,პირველად გავაცნობიერე ჩემი მთელი ყოფნის პერიოდში რომ ადამიანი,სხვა არაფერი იყო თუ არა როგორც "ავეს" გადმოცემებით ვიცოდი იმ სამოთხიდან გამოძევებული ადამის ასლი.იანი ხომ საერთოდ ყველა დროში "მიმდევარ"-ს ნიშნავს. როდესაც დაამთავრა ყველაფერი.კლავ მთქნარებას მიეცა,-მითხრა

- ძალიან დავიღალე.საჭიროა გაგეცალო.

მე ვიცოდი,რატომაც დაიღალა.ეს თხრობის,ამბის გადმოცემის გამო ხდებოდა.გაცლა კი,რა თქმა უნდა ჩემთვისაც ასევე აუცილებელი იყო,რადგან ყველაფერი გავიგე

ამის შემდეგ,როდესაც კვლავ ინათა.სახელ ადამს,ბევრი ვუარე,აქედან იქიდან და ბოლოს სახელის შებრუნებულ ფორმამდე მივედი. და ვუთხარი,რომ კარგი იქნებოდა თუ იმადა მერქმეოდა.

გაიცინა,და მითხრა

- მგონი ჩემს განზრახვას ხვდები...

მე რა თქმა უნდა მის განზრახვას საერთოდაც ვერ ვხვდებოდი.მაგრამ როგორც კი ეს მითხრა, ვკითხე თუ რატომ მაინც და მაინც "ავე" მან კი მომიგო.

- ვინაიდან ევამ ადამი აცდუნა. და ყველაფერი აურია.ვფიცავ,არ შეგაცდენ !!!

პირი ღია დამრჩა.თვალებში სულ მთლად დამიბნელდა და მასთან შერწყმის შესაძლებლობის საბოოლო შეუძლებლობის ფაქტმა შოკში ჩამაგდო.



№1 სტუმარი სტუმარი Nat

Shoki chemi tqvi... Gaagrdzelee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent