სიცრუე რომელიც არ ვიცოდი 03
მთელი დღე დივანზე ვიწექი და უსაქმურობისგან აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. ადგომას როგორც კი დავაპირებდი მაშინვე ჩხუბს მიწყებდა ლევანი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სამი წლის ბავშვი.მეორე საღამოსაც ისევ დივანზე ვატარებდი, გოგა ჩემს გვერდით იჯდა და მის მიერ არჩეულ ფილმს ვუყურებდით . სახლში მხოლოდ ჩვენ და დათო ვიყავით, ისიც სამზარეულოში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. არა და ვიცი უყვარდა ფილმების ყურება ჩვენთან ერთად. -არა რა დებილია უთხრას თუ ეუბნება. -ფილმია ნეა ფილმი. -ხო მარა მერე რო გაიგებს ხო უფრო უარესი იქნება არ ჯობაი მალე დაშორდეს? ისე იმ ძმას ეს კი ჯობია...თან მკაცრი ტიპია. -აჰ ნამდვილად. ნახე რა სიმპატიურია ზუსტად შენ გემოვნებაში ჯდება. -შენსაში არა? გაკვირვებულმა გავხედე გოგას რომელსაც ზუსტად ვიცოდი შავგრემანი ბიჭები ძალიან მოსწონდა. -ნწუ -აჰ გმახსენდა შენ მხოლოდ ერთზე ირევი უკვე 6წელია. -მაგდენი გავიდა? -მოტრფიალე შენ ხარ და ეგეც არ გახსოვს? -ო რა ვქნა არ მახსოვს და... -პირველ კურსზე ვიყავით ლევანიმ რომ მოიყვანა ჩემს დაბადების დღეზე და გაგვაცნო. შემდეგი წლიდან რო გადაიხსენი ვენები მიყვარს მიყვარსო... -გამახსენე როგორ გამომიჭირე? -მზერით გოგა მზერით. ახლაც ეგრე უყურებ ხოლმე...კაი ხო ამრტო მზერით არა, მთვრალი ებუტბუტებოდი ბალიშს... მოიცა რა ვუყუროთ მაინტერესებს იმ მეორესთან დარჩება თუ ვისთანაც არის იმასთან. კარზე ზარი იყო, სანამ გოგამ ადგომა მოიფიქრა, მანამდე დათომ გაუღო. უკან არც მიმიხედავს ისე გავაგრძელე გოგასთან ერთად ფილმის ყურება. ის იყო მთავარმა გმირმა კიდევ ერთხელ აკოცა უფროს ძმას და სიხარულისგან კივილი აგვივარდა,რომ უკნიდან ხმა მოგვესმა და მაშინვე დავმშვიდდით. -რა გაყვირებთ? რა მოხდა ასეთი. გაკვირვებულებმა მოვაცილეთ მზერა ლეპტოპს და სტუმარს შევხედეთ. -ვააა კაკიც მოსულა. ფეხზე ადგა და გადაეხვია. კაკი მე მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა. -გამარჯობა. -გამარჯობა - ფეხი როგორ გაქ? -მშვნივრად, პროსტა ეს ვირები არ მაძლევენ ფეხზე ადგომის უფლებას. ამათ კიდე ლევანი. -ანუ გამოგკეტეს? -ნუ ხო. -მე და დათო გავალთ, ვისკის ხო დალევ კაკი? -რა თქმა უნდა. გაიცინა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. გოგამ დათო რასაც ქვია გაათრია. კაკიმ თავი გააყოლა მათ, მე კომპიუტერი დავკეცე და დივანზე გავსწორდი. მერე მე მომიბრუნდა და თითისქნევით მკითხა. -რა სჭირს დღეს? -არ იცი როგორი ცანცარა? -არა. გოგა შენ რომ გაგიცანი მაშინ გავიცანი. ლევანი სადაა? -ძმაკაცებთან ერთად გასართობად, მე კიდე მომიჩინეს ადგილი დივანზე ამ ორ მონასთან ერთად. მხრები ავიჩეჩე და მის ნაცრისფერ თვალებს გავუსწორე მზერა.არ ვიცოდი მასთან რაზე უნდა მესაუბრა, ბიჭები მალევე მოვიდნენ ვისკის ბოთლებითა და ჭიქებით ხელში. პიცა შევუკვეთეთ და სანამ არ მოვიდა მანამდე დალევაც არ დაგვიწყია. გოგა მიცდიდა, როდის ავაცლიდი ძეხვებს, ყოველთვის ასე ვაკეთებდით ძეხვს გოგას ვუდებდი და დანარჩენს მე ვჭამდი. კაკის გაუკვირდა ჩემი ეს საქციელი. -ძეხვს აცლი? -ხო.-მხრები ავღჩეჩე და გოგას გადავუდე.-გემრიელად მიირთვი. თვალი ჩავუკარი და ყველასთვის სასმელი დავასხი. -კი მაგრამ რატომ? -არ ჭამს-მოკლედ მოუჭრა დათომ და მაინც გაკვირვებულ სახეს რომ წააწყდა ჩემს მაგივრად განუმარტა-ვეგეტარიანელია. -მოიცა ხორც საერთოდ არ ჭამ? -არა. თავი გავაქნიე და სასმელი მოვსვი. -არ შ.. -შეიძლება ორგანიზმისთის, ვიცი ვიცი. უბრალოდ არ შემიძლია მისი ჭამა. 11წელის ერთი ნაჭერი ხორციც არ მიჭამია, მაგრამ როგორც ხედავ ცოცხალი ვარ. -მოიცა რამდენის იყავი როცა ვეგეტარიანელი გახდი? -14.მშობლები შოკში იყვნენ ყოველდღე ხორცს აკეთებდნენ, რომ როგორმე ვეიძულებინე მეჭამა. აკეთბდნენ რა ჩვენ მზარეულს ავალებდნენ. ისიც აკეთებდა, მაგრამ ჩუმად ბოსტნეული და ხილი მოქონდა ხოლმე ჩემთვის. - ის კი ერთ ლუკმასაც არ ჭამდა. გოგამ დააკონკრეტა და სავარძლიდან ჩემსავით იატაკზე ჩამოსრიალდა. ამ ისტორიას სხვა მოვაყოლეთ და ასე გავიდა მთელი საათი. გოგა როგორც ყოველთვის ტკიპასავით მყავდა მოწეპებული და არ მცილდებოდა. დათო გაბუტული მიყურებდა. -მე რატო არ მეხუტები ტო? სუ გოგასთან ხარ. -მოხვედი და არ ჩაგეხუტე? დებილო. კაკიმ ბორძიკით მკითხა. -თქვენ... ისა. ერ... თად ხარ.. თ? მის კითხვაზე სამივეს ისტერიული სიცილი აგვივარდა. -რა სისულელეა, გოგა და მე ერთად გავიზარდეთ ეს ვირი მერე შემოგვიერთდა. თუ მარტო გოგაზე მკითხე? ისევ ავხარხარდით, გოგას მოვშორდი და დათოს ავეკარი მკერდზე. -ჩე... მი გოგო თავზე მაკოცა და კიდევ მოსვა. კაკი უცნაურად მიყურებდა, ისეთი თბილი მზერა ქონდა.ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, რადგან მართლა არ მინდოდა მისი შეყვარება და ლევანისთან ჩხუბი. ვისკი ჩამოვისხი და ფეხზე ძლივს ძლივობით ავდექი. -ამ ჭ.. იქ. ით იმ ხალ.. ხს გა... უმარ..ჯოს, ვინც თავ... ის სატრფ.. ოს ვერ ეუ.. ბნება რომ უყვარს.. ენის ბორძიკით ვიქნევდი თითს ჰაერში და დრო და დრო მზერას გოგასკენ ვაპარებდი. -გამიმარჯოს ხო. გოგამ ჭიქიანი ხელი მაღლა აწია და ქვემოდან დაბნინდული მზერით ამომხედა. დათომ და კაკიმაც მომიჭახუნეს ჭიქა და მოწყვეტით დავეცი დივანზე. -ჰჰაჰაჰა მგონი.. ცოტა დავთვე.. რი -ცოტა? -აჰა, აუ გოგა ჩამომიყვანე რა! ხელი გავუწოდე და გოგამაც ძლივსძლივობით იატაკზე ჩამასრიალა. არ ვიცი რამდენი ხნის მერე, მაგრამ ზუსტად მახსოვს ჩემი ორი მწვანე თვალით დავინახე როგორ ცეკვავდნენ დათო და გოგა, კაკის უკვე მაგიდაზე ეძინა. ის იყო ყველაზე საინტერესო მომენტი დამიდგა რომ კარი გაიღო და ჩვენები შემოვიდნენ. ლევანიმ ჯერ მოცეკვავე წყვილს შეხედა, რომელიც მის შემოსვლაზე გაჩერდა, მერე ასე რომ დამინახა, იატაკზე მჯდარი ჭიქით ხელში და თან გათხლეშილი მთვრალი შეკივლა და ჩემს ლანძღვას მოყვა. -არა რა არ ხარ ბიძაშვილო ნორმალური, სულ გამშტერდი. ამისთვის დაგტოვე მე შენ სახლში. - მერე ისევ დათოს და გოგას შეხედა და ერთი კარგად შეიკურთხა, რომლებმაც ცეკვა გააგრძელეს.-ეს ორი კიდე რო აგყვება ფუი მე ამის...მოდი აქ შე შტერო, მოდი დაგაწვინო.თქვენ კიდე მორჩით ცეკვას, ლადო უშველე ამათ სულ გამოშტერდნენ. ხელში ამიტაცა და აღარაფერი მახსოვს. დილას თავის ტკივილმა გამაღვიძა. ისე მტკიოდა ალბათ ცოტაც და მოვკვდებოდი. გვერდით სხეული რომ ვიგრძენი გულმა დარტყმა გამოტოვა, შვებისგან ამოვისუნთქე გოგა რომ დამხვდა.მუხლამდე ზედის ამარა ქვევით საფეთქლის სრესვით ჩავედი და გამეღიმა დივანზე გაწოლილი კაკის დანახვაზე. ისე ბავშვივით ეძინა, ქერა თმა სახეზე ეყარა და მშვიდად სუნთქავდა. ანანო გამომეგება. -გაიღვიძეთ თქვენო ბრწყინავლებავ?! -დიახ მადმუაზელ.აუ რამე დამალევინე. ხო მართლა გოგას ჩემ ოთახში რა უნდა? -დათოს გაებუტა ცუდად ცეკვაო და შენთან ამოვიდა. მერე აღარც გამოსულა ჩეძინა იმ შტერს. -ეი დაო დაწყნარდი ჩემი სიყვარულია ეგ, ნუ შენ იყავი სანამ ლევანისი გახდებოდი, მარა ახლა ეგ შემრჩა დაქალად. -თუ ძმაკაცად? დაეჭვებულმა შემომხედა და სამზარეულოსკენ დაიძრა. -ოროვა ცოტ ცოტა. ხელებით ველაოარაკებოდი და კარადებს ვჩხრეკდი ყავისა და შაქრის ძიებაში. -დალევ? -დიახ. ყავა გავაკეთე და მის პირდაპირ მაღალ უზურგო სკამზე შემოვსკუპდი. -კაკისთან რა ხდება? -რავი რა უნდა ხდებოდეს გუშინ ჩემს სანახავსდ მოვიდა, უფრო სწორედ ფეხის მერე დავლიეთ და კარგად არ მახსოვს რა ხდებოდა მარა ჩეძინა. -თუ რამე პირველს მე მეუბნები ხო იცი? -რა თქმა უნდა, მაგრამ რა უნდა მოხდეს შენი ბიჭის ხელში. არ იცი როგორია. ისა და რა მაინტერესებს იცი?-ეშმაკურად გავუღიმე და ყავა მოვსვი, ანომ კითხვის ნიშნებით შემომხედა-შენ და ჩემი ბიძაშვილი... ანუ უკვეეე... -დეგენერატო გრცხვენოდეს, ძმასავთაა შენთვის. -ოოო მითხარი რა, აკოცეთ მაინც? -ნუუუ კოცნით კი... -დაააა? -არა ჯერ. სახე მოვჯღანე და ანოს გამოვაჯავრე. -არა ჯერ.კაცი ვერაფერს დაგაცდენინებს რა-ამოვიოხრე, მერე შოკოლადს დავწვდი, ჩავკბიჩე და ბლუყუნით დავიწუწუნე-როდის მომირჩება ფეხი რო სადმე წავიდე რა. -გინდა საღამოს გავიდეთ? -ლევანი თვალები ავატრიალე და ფეხზე წამოვდექი. -ჩუმად გოგო, როგორც ადრე. თვალები გამიბრწყინდა და ანოს უკნიდან ჩავეხუტე. -მიყვარხარ შე კა*პა. -მეც ბო*ანდარა. -კიდე ვერ გადაეჩვირთ მაგეებს? სამზარეულოში ტანსზევით შიშველი ლევანი შემოვიდა. ანოს მის დანახვაზე მზერა გაუშტერდა. უნდა ვაღიარო ყოველთვის მომწონდა ლევანის დაკუნთული სხეული.მოკვდებოდა და ვერ შეეგუებოდა მის სხეულზე უკუნთობას. განსაკუთრებით მუცლის პრესს დაფოფინებდა თავზე. -ვაიმე არ გრცხვენია ბიძაშვილო?! ახალგაზრდა გოგო ზის აქ, შეხედე დადნა უკვე. ხელით ანოზე ვანიშნე და მის გვერდით წამოვსკუპდი. -ვერ ხარ შენ. აბა მომახსენეთ ქალბატონ გუშინ რა სმა აგიტყდათ თქვენ ოთხს? -რავი მოვიწყინეთ და... -მოგაწყენ მე შენ თუ მოვედი მანდ. რისთვის დაგტოვე სახლში?! იმისთვის რომ დაგესვენა არა! და შენ ლოთობა დაიწყე. -დავაი რა, შენზე უფროსი ვარ და ნუ ერევი ჩემს საქმეში. -ვაიმე რას გიზავ ხო აზრზე არ ხარ ნეა. -თავი დამანებე, წავედი მე რა. გასასვლელისკენ წავედი გზაში რომ დამაწია ლევანიმ. -საით? -ბიჭებს გავაღვიძებ რომ ჭამონ. -არა მოდი აქ არ დაგვისრულებია. -შემეშვი.ამოხვედი ყელში, რას მიკრძალავ ხოლმე სისულელებს წავედი მე წა ვე დი. ხელებით ვანიშნე რო თავი დაენებებია და მისაღებში გავედი. ანო მონაგონი იყო ისე გავშტერდი ჩაცმაში გართული კაკი რომ დავინახე, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპდ და სამზარეულოში შევბრუნდი. ანო სკამზე იჯდა, თავზე ლევანი ედგა და კოცნიდა. ჩავახველე და ვარჩიე ხელი მათთვის შემეშალა. -ისა, სხვა ადგილი არ არის ამით რომ დაკავდეთ? - ნეააა! იმხელაზე დაკივლა ლევანიმ გული გამისკდა და მისაღებში გავიქეცი, უკან მომსდევდა მე კი კაკის ამოვეფარე. -მოდი აქ შე... შეე არ ვიცი უნამუსო გოგო ხარ. ნეტა ეგ ენა წამაჭრევინა შენთვის. -კაკი მიშველე რა. საწყლად ავეტუზე ზურგსუკან და ხელები მის შიშველ მხრებს დავაყრდენი. -მოშრდი კაკის და მოდი აქ, ვაიმე რას გზიავ რო იცოდე. -ფეხებს ვერ მომჭამ. დავეჯღანე და კაკი დავატრიალე ჩემსკენ გამოწვდილი ლევანის ხელი რომ ამერიდებინა. კაკი შეიშმუშნა, ტანსზევით შიშველი იყო და არც მე ვიყავი დიდად ჩაცმული. -მოშორდი ნეა! -რა ხდება კი მაგრამ? საბოლოოდ ამოიღო ხმა და ლამის გავქვავდი მის ძილისგან ოდნავ დაბოხებულ ბარიტონზე. -ისა... მკლავს კაკი, ცოდო ვარ ნახე ახალგაზრდა ვარ, ჩემ მომავალ შვილებს დედა არ უნდათ?! თან ვინ იცის მე რომ არა რა წიგნებს გამოსცემდნენ, გააუბედურებდნენ ბავშვებს. აზროვნებას უფუჭებენ ახალ თაობას. -კაი კაი დაწყნარდი ახლა შენ რა დრამებს დგავ პროსტა. შენც ლევანი. -ბიჭო გამოდი აქეთ მიმიშვი მაგ თხასთან. -კაი ძმობას გაფიცებ დაანებე თავი ცოდოა. -ლევანი წამო რა! ანო მკალვზე დაეჯაჯგურა და ძლივსძლივობით გაათრია მისაღებიდან. კაკი მე მომიბრუნდა და უცნაურად შემომხედა, გავუღიმე და სავარძელში ჩავეშვი. უხერხულად დასწვდა მაისურს და გადაიცვა. -ტყუილად გრცხვენია ისეთს ვერაფერს მაჩვენებ რაც უკვე ნანახი არ მაქ. თვალი ორაზროვნად ჩავუკარი, ფეხზე დრამატულად ავდექი და სანამ გავიდოდი ისე ახლოს ჩავუარე რომ ლამის მე შემეკვრა სუნთქვა. ზუსტად ვიცი დაინახა, როგორ ავათვალიერე. ზევით ავირბინე და საწოლზე დავვარდი. ამ ქმედებაზე გოგას გაეღვიძა და ამოიგმინა. -ნელა რო იყო არა? -დავაი რა, აუ მშია არ ადგები? -აჰა, პრინცი და ვაჟბატონი ავაყენოთ და... -ხო ხო შენ მაგის გარეშე ლუკნა არ ჭამო და მერე სიყვარულს მე ავუხსნი გინდა?ან უკეთესი ვინმეს შეაბავს და ბოლოს ცოლ-შვილი რომ ეყოლება შეგიძლია 80წლისამ უთხრა ახალგაზრდობაში იცი როგორ მიყავრდი თქო... -ნეა! -ნეა, ნეა, უთხარი. ვერ გიყურებ როგორ მეტანჯები ყოველდღე. ხომ იცი მიყვარხარ გოგა. ერთ საწოლში ამოვიზარდეთ ლამის, არის რამე რაც შენ არ იცი ჩემზე და მე შენზე? შენც იცი განვიცდი ასე რომ გიყურებ. არ მინდა იტანჯებოდე იმის გამო რომ ვიღაცას სიყვარულს ვერ უხსნი მხოლოდ იმიტომ რომ ის ჰეტეროა. საერთოდ რა ბოროტია სამყარო რა. წავალ გავაღვიძებ შენს პრინცს. ჩაიცვი მიდი. შუბლზე ვაკოცე და ბიჭების გასაღვიძებლად წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.