შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.9

7-11-2021, 19:08
ავტორი guroo
ნანახია 2 174

რა უფრო დამტანჯველი შეიძლება იყოს? ის, რომ უუნარო ხარ პასუხი აგებინო სხვა ადამიანებს იმის გამო, რაც დაგიშავეს თუ ცოდნა იმისა, რომ გაუმართლებელი საქციელის საზღაურად აუცილებლად დაისჯები და ამის მოლოდინი ხანგრძლივ წამებად გადაგექცევა? თუ საპასუხო დარტყმის ღირსეულად მიღება, მოთმენა და საბოლოო წერტილის დასმა ორმხრივი ბოროტებისთვის?
ნოემ არ იცოდა სად იყო ტანჯვის სათავე, საიდან მოედინებოდა ჭეშმარიტ მიზეზთა წმინდა და ანკარა, აუმღვრეველი წყარო, რომელიც გონებაში დიდ და გაურკვევლობით სავსე ტბად დაუბოლოვდა, დაუგუბდა, აემღვრა და ჩაუბინძურდა, სადაც სიმართლეს ვეღარ აგნებდა და უკვე იმასაც გრძნობდა, რომ ძიება, რომელიც სასოწარკვეთილების ფონზე საკუთარ თავში წამოიწყო, ფარსი იყო და თვალთმაქცობა რაღაც შეუგუებლის დასაფარავად.
შეეგუებოდა ღირსეულ მარცხს, ჯოჯოხეთურ მწვალებლობასაც აიტანდა სინდისისგან, მაგრამ ვერასდროს ხმამაღლა ვერ გამოაცხადებდა და მით უფრო საკუთარ თავს ვერ გაუმხელდა, რომ უსუსურსა და უძლურს, მისკენ მიმართულ ბოროტ ქმედებათა საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება შეეძლო.
და რატომაც არ აწყობდა, რომ ჩაბღაუჭებოდა მიას ვერსიას, თითქოს სამართლიანად მიაჩნდა მის ახალ ნამუშევრებს სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვა რომ ამოსტაცა მიამ თავისი ვერაგი, მავნებელი ხელებით და ერთი სრული ბნელი ღამეც არ დასჭირდა, შურისძიების მოტივით გაენადგურებინა ადამიანებივით მეტყველი, ნოეს სულჩატანებული ახალი კოლექცია, რომელსაც შეიძლება არნახული წარმატების კარი გაეხსნა ახალბედა მხატვრისთვის. როგორ თუ სამართლიანი ვერ იქნება, როცა შენს წინსვლას აფერხებენ და დღეებით, თვეებით და წლებით, ზოგჯერ კი შეიძლება მთელი სიცოცხლით უკან გწევენ?! განა დაუჯერებელია ეს ყველაფერი მას შემდეგ, რასაც ამ ადამიანს უკეთებ? თანაც ისიც იმავეს რომ ადასტურებს?! ორი ადამიანი, რომლებიც, უეჭველია, ინდივიდები არიან და განსხვავებულად უყურებენ სამყაროს, ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც ერთ აზრზე რომ დგას და მათი შეხედულებები იგივურია რომელიმე კოკნკრეტულ შემთხვევაზე, ეს უკვე მნიშვნელოვანი გადაცდომაა სუბიექტური ხედვის ჭრილში, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაცია, ობიექტურ სინამდვილედ შერაცხონ ის, რაც სიმართლედ მიაჩნიათ ან აწყობთ, რომ სიმართლე იყოს. აი, ნოეს კი აწყობს, რომ სამართლიანი ეგონოს მიას უსამართლობა და ამით გაამართლოს საკუთარი უმოქმედობა და მიას პასუხგაუცემელი, გამოუსყიდავი დანაშაული, რომელსაც, როგორც თვითონ შენიშნა სანაპიროზე შეხვედრისას, სინანული არ გამოუწვევია მასში, არ აუფორიაქებია, არ შეურყევია და შეუძრწუნებია სულ ოდნავადაც კი.
არ ახსოვს როდიდან ჩაებეჭდა გონებაში აზრი, რომ ბოროტება თავისუფალი სულის ისეთივე გამოვლინებაა, როგორც სხვა დანარჩენი და გარდაუვლად როდიდან სცნო, რომ სხვებს უფლება ჰქონდათ დაეჩაგრათ, დაენგრიათ მისი ოცნებები, მიეყენებინათ ტკივილი და ამის გამო სათანადოდ არ დასჯილიყვნენ. არც ის ახსოვს, როგორ დაძლია გულისწყრომა და წვნეული მარცხი, მაგრამ ვერც ადრე მოახერხა ფეხი დაეკრა და უკანმოუხედავად გაქცეულიყო საკუთარი თავისგან, რომელსაც უსუსურობის განცდა ლამის ძვლებს უღრღნიდა, და ვერც ახლა მოახერხებს ასეთი ნოეს უკუგდებას, ზემეტი ცხიმის გროვასავით მოშორებას, დავიწყებას ან გამიჯვნას. ის ასეთია. ასეთი ლაჩარი და სუსტი, ასე უღონო, ჭიანჭველასავით მარტივად გასაჭ....ტი, ბალახივით ლამაზად გადასათელი, ასეთი ბეჩავი და ასეთი დაუცველი და რაც არ უნდა ბევრი ითამაშოს, ითვალთმაქცოს, ატყუოს სხვები და მოიტყუოს თავი, მაინც ასეთი დარჩება, მაინც ვერაფერს შეცვლის. იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაში, არც საკუთარი თავის უფალი და არც ბერძნული მითოლოგიიდან რომელიმე ღმერთი თუ ნახევარღმერთი არ არის ნოე! ჩამოთვლითაგან და კიდევ ჩამოსათვლელთაგან საერთოდ არცერთი! დიახაც, არცერთი!
ეს იყო და მოლბერტთან ჩამომჯდარი, ფიქრების მოლივლივე ზღვაში მოცურავე, უღმერთო მხატვარი ფხიზელ რეალობას დაუბრუნდა. ძალ-ღონედაკარგულმა შეხედა ნახატს და ვერავითარი კავშირი ვეღარ დაინახა შემოქმედსა და შემოქმედებას შორის. ფუნჯის მონასმევებში ამოკითხული კაცი ნოეს სახება აღარ იყო, აღარ გამოკრთოდა ნახატიდან დაფხორჭნილი სულის გაუსაძლისი ტკივილი, ხმა აღარ გაისმოდა თავზარდაცემული, ბოლო ხმაზე მოღრიალე და აბღავლებული ადამიანის, არავითარი კვალი აღარ დარჩენილიყო უწინდელი განწყობილებისა, რომელმაც ამ ნახატის შექმნისკენ უბიძგა ნოეს. უჩუმრისპირად გაპარულიყო ნაცნობი, მშობლიური სახლის მორყეული და მოფომფლოებული ერთადერთი ფანჯრიდან და სახლში, სითბოთი სავსე ბუდეში, სწორედ ეს ფანჯარა დაეტოვებინა ჩამოლეწვამდე ღია, რომ შემოდგომის თავაშვებულ ქარებს დამანგრევლად ებოგინათ.
ნირი წაუხდა მხატვარს. ეძნელებოდა მუზასთან განშორება, რომლის სიახლოვეს სხვა დროს თავს გრძნობდა ხოლმე ძლევამოსილად. ახლა კი იმის თავიც აღარ ჰქონდა, შუა გზაზე მიეტოვებინა ხატვის პროცესი. ისე დააუძლურა მწუხარებისგან გამოძალულმა ყველა ემოციამ და ისე დაღალა სიცხადესთან მცირეხნიანმა შეჭიდებამ, რომ წამით მოეჩვენა, თითქოს საღებავებით დასვრილი ფუნჯის გასუფთავებამ საუკუნეების სადარი დრო, უზღვავი ენერგია და ვიტალურობა გამოსტაცა გრძნობადაკარგული, ჩამომჭკნარი ხელებიდან, რომელთაც ხატვა უკვე ისე უმძიმდათ, როგორც ზამთრის ცივ დღეებს უმძიმთ მღვდლების შავად მობრდღვიალე, მოშვებული წვერივით უსაშველოდ გრძელი ღამეების გადაგორება.
გაიხსენა, როგორ დაიწყო ეს ამბავი. დილა, გაღვიძება გაიხსენა; სარკე და მოშიშვლებულ თავზე დაკვირვება გაიხსენა და ცეცხლისფერ წამწამებში საახალწლო ნაძვის ხის მოკაზმულობასავით შეჩურთული ყვითელი წირპლებით გარშემორტყმული თვალებიც ნელ-ნელა ამოუტივტივდა მეხსიერებიდან. ჯანდაბა, უღმერთო მხატვრის ღმერთო! ხელ-პირი ჯერაც არ დაუბანია. კბილები ისევ ინდაურის ყვითელ ხორცისფრად უელავს, არ გამოუხეხავს; სისხლძარღვებგადაკრული, სათუთი ღრძილები არ დაუგლიჯავს ჯაგრისის მყარი ფოჩებით. ჯანდაბა, ნოეს ცხოვრებაში არარსებულო ღმერთო! როგორ არ გრცხვენია საკუთარი არარსებობის?!
და რა შეიძლება ითქვას ნოეს გასამხნევებლად? რომ ზუსტად ისეთივე დამანგრეველია ცხოვრებაში ღმერთის გადაჭარბებული არსებობა, როგორც უმისობა?
გამაგრდი, ნოე. შენ არჩევანი არასდროს გქონია.
***
გავარკვიოთ მანანა დეიდას სახლში ვისი აჩრდილები დაძრწიან. კარგად ამოვქექოთ წარსულის დაულაგებელი უჯრები, შევამოწმოთ ყველა სამალავი და შევეცადოთ წინასწარ გამოვიცნოთ, რა შეიძლებოდა, რომ იქ დაემალათ.
დაახლოებით ის დრო იქნებოდა, თვრამეტი წელი რომ გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა და ნორჩმა მანანამ, ლოყებშეფაკლულმა, ცხოვრების სიძნელეებთან ჯერ არზიარებულმა, ნამცხვრებისა და კერძების რეცეპტთა აუარება ჩანაწერით გაავსო გასაოცრად სქელი რვეული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გააკეთა შესაშური მონდომებითა და სიჩქარით, რადგან რამდენიმე დღეში საცხოვრებლად უნდა გადასულიყო სრულიად უცნობ კაცთან, რომელიც მანანას ოჯახმა გულმოდგინე ძიების შედეგად შეარჩია. ქმარი შესანიშნავი პარტნიორი გამოდგა ოჯახურ თანაცხოვრებაში, თუმცა მანანა წლობით ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას. სიმართლე ითქვას, გათხოვების მერე ყველა ღამე ერთნაირად გაცრეცილ, ვნებისგან გამოწურულ და იმედგამაცრუებელ კოშმრად ექცა, რადგან ქმარი, რომელიც თურმე ლატენტური გეი იყო, ახლოს არ ეკარებოდა. პირველი საზიარო საიდუმლო მათ წყვილს სწორედ ამის გამოაშკარავებისას გაუჩნდა.
ამ დროიდან თვრამეტი წელი რომ ჩაყლაპა ცამ და მიწამ, როგორც იქნა, ჩვილმა ბავშვმა შეაბიჯა მათ ცხოვრებაში თავისი მახინჯი და სნეული ფეხებით. ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მასში გადახდილი იყო ზუსტად ათი ლარი. არაფერი ახსენდება მანანას იმ დღეზე უფრო შთამბეჭდავი, პირველად რომ იგრძნო სანუკვარი ოცნების ფრთაშესხმა, პირველად რომ შეეხო პატარას ძალიან რბილ კანს, რაზეც თოთო ბავშვს მყისიერად გაეღიმა და თითქოს ციდან ჩამოვარდნილი მინიშნება იყო ეს ღიმილი, მანანამ ირწმუნა, რომ აუცილებლად სწორად იქცეოდა და მორჩილად ასრულებდა უზენაესის ეჭვშეუტანელ ნებას - გამოეჩინა კეთილშობილება და ეზრუნა მშობლებისგან უარყოფილ უსუსურ არსებაზე.
- ვერ წარმოიდგენ რა მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთა. ყველაზე ძვირფასი ადამიანები რომ გაიმეტა ჩემთვის. შენ და ჩვენი პატარა. - უთხრა ქმარს და სიხარულისგან ცრემლმდინარი მაგრად ჩაეხუტა.
- მადლობა, რომ ყოველთვის გვერდში მიდგახარ და ჩემთან ერთად ეზიდები ჩემ წილ ნაგვიან ცხოვრებას.
- ასე ნუ ამბობ. ისეთი მიყვარხარ, როგორიც სამყაროს მოევლინე. შენ სიკეთით სავსე ხარ, მთავარი ეს არის.
- მითხრეს, რომ აპირებდნენ ლუკა დაერქმიათ.
მანანამ ჩვილი გულში ჩაიკრა, შუბლზე ტუჩები მიადო და ზედ კანზე უჩურჩულა: "პატარა, საყვარელი ლუკა ხარ შენ, ჩემო ბიჭო". ლუკა გაფართოებული თვალებით შესჩერებოდა და უღიმოდა.
წლები გავიდა, ლუკა გაიზარდა და დრო, რომელიც განგების უკეთილშობილურესი ძალით სიცოცხლის შესაგრძნობად მიეცა, უცაბედად ამოეწურა. მანანას კი ლუკას გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე გადაღებული ფოტო შემორჩა, სადაც ავადმყოფობის ჯინაზე, მთელი თავისი სიჯიუტით და გამოჯანმრთელების იმედით აღსავსე თვალებით შეუცვლელად იღიმოდა ლუკა. ზუსტად ისევე, როგორც - ბედისწერისგან დედად რგუნებულ მანანასთან პირველ შეხვედრისას.
მართალი იყო მია. მანანას შვილი კუბოში ლპებოდა.
დაკრძალვის შემდეგ საღამოს, საწოლში ქმრისგან ზურგშექცევით რომ ჩაწვა მანანა, გულდამდუღრულსა და განადგურებულს, პირველად შემოესმა იმ კაცის წრფელი ქვითინის ხმა, ვისგანაც მხოლოდ სიყალბესა და ნიღბებს იყო შეჩვეული. ჩასაფრებულივით გაიტრუნა. უსმინა, აცადა გულის მოოხება და როცა ქმრის მოთქმაც შესუსტდა და ცრემლები უხმო, უენო, მაგრამ შანთივით გავარვარებულ ხანჯლებად გადაიქცა, თანაგრძნობით განმსჭვალულმა იბრუნა პირი ტირილმოგუდული კაცისკენ და თმაზე მოეფერა. ისიც ზურგშექცეული იწვა. მანანა კისერზე ეამბორა, ზურგზე შემოეჭდო, რბილი ძუძუები ზედ მიაბჯინა, ხელი ნიკაპთან მიუტანა და აიძულა, მისკენ მოებრუნებინა სახე. კაცმა გვერდი იცვალა. ფაქიზად მოსცილდა მანანას სხეულს და ისე, რომ იგი ძალიან არ შეწუხებულიყო, კიდევ უფრო ფრთხილი მოძრაობითა და სინაზით გადმობრუნდა. მანანამ თვალებში ჩახედა, უცქირა მის აწყლიანებულ სიმრგვალეებს. მერე სახეზე მიეფერა, თავი მკერდზე ჩამოუდო და ქურდივით ნელა, შეპარვით ჩაუძვრინა ხელი საცვალში. კაცი დენდარტყმულივით დაიკრუნჩხა.
- რას აკეთებ?
- შვილი მინდა. ჩემი ლუკა მინდა მყავდეს ისევ.
- ვერ გვეყოლება; - სხაპასხუპით თქვა ქმარმა და ვერ მიხვდა, როგორ დამანგრევლად და გულისგასახეთქად გამოუვიდა გამოუსწორებელი სიმართლის ცოლისთვის შეხსენება.
- შენგან არა.
- ანუ?
- სხვისგან.
- იმის თქმას ცდილობ, რომ გინდა შვილი გააჩინო და ნებართვა მთხოვო სხვასთან დასაწოლად?
- შეგიძლია ამაზე დათანხმება?
- მანო, შენ იმდენი მოითმინე ჩემს გამო, უფლება არ მაქვს, რომ ხელი შეგიშალო სასურველის მიღებაში. თუ შვილი გინდა, უნდა გააჩინო კიდეც. ოღონდ დამპირდი, რომ ბავშვზე მეურვეობას მეც გამიზიარებ და მეც მომცემ საშუალებას, ისევ გავხდე მამა. თუნდაც ჩვენს პატარას ისევ ლუკა ერქვას. ძალიან გთხოვ, მანო, დამპირდი, რომ ასე იქნება.
- ჩემი ბრალია, რომ ლუკა წაგვართვა ღმერთმა. მე დამსაჯა, მე ვარ ცოდვილი.
- რას ამბობ, თავს ნუ იდანაშაულებ.
- ორსულად ვარ. გიღალატე და ამიტომ მომიკლა ღმერთმა ჩემი ხალასი ლუკა.
- ის ცუდად იყო. დაბადებიდანვე იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და ნუ ამბობ, რომ მისი სიკვდილი შენი ბრალია. იცი, რა? მაპატიე, რომ სურვილმა გძლია და სხვასთან დაწექი. ეგ ნამდვილად ჩემი ბრალია. მაპატიებ, მანო?
- ჯერ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო, რაც ჩავიდინე. დამიჯერე, ძალიან კარგი ხარ.
მანანამ ბავშვი გააჩინა, მაგრამ დედობის სიხარული კვლავ მსწრაფლ ჩაუკლა ბედისწერის თუ განგების მსახვრალმა და ბოროტმა, სისხლის ნიაღვრებით მორწყულმა ხელმა.
მის ძმას ეჭვები ღრღნიდა. არ ეჯერა, რომ ამდენი წლის შემდეგ ასე მოულოდნელად შეიძლება დაორსულებულიყო. სიძეც არ მოსწონდა. ერთ საღამოს ზედმეტი დალია, თავი ვეღარ შეიკავა და ურცხვად გაუმხილა თავისი ეჭვები ეჭვმიტანილებს. მანანას ქმარსაც შერცხვა კიდევ ერთხელ უტიფრად ეცრუა ცოლის წინაშე, გამბედაობა მოიკრიბა და პირდაპირ პირში მიახალა ბრაზმორეულ და განრისხებულ მანანას ძმას, რომ კაცები მოსწონდა და ლუკა მისი შვილი არ იყო; რომ მანანას შეუთანხმდა, სხვასთან დაწოლილიყო ბავშვის ჩასასახად.
იმ ღამეს მანანას პატარა ლუკა, საყვარელი და უცოდველი ლუკა, ხელმეორედ წაიყვანა ღმერთმა თავისთან და ამჯერად მანანას ქმარიც თან გაიყოლა. ქალმა საიდუმლოდ შეინახა, ძმამ როგორ გამოსჭრა სამზარეულოს დანით ყელი მის საყვარელ ადამიანებს, ერთბაშად ჩამოჭკნა და ჩამობერდა. მზად იყო სიცოცხლეს დახსნოდა, გაქცეოდა ამ ტკივილებით სავსე სამყაროს და კოსმოსის უწონადობაში დაევანებინა ადგილი, მაგრამ მისთვის რომ გეკითხათ, უეჭველად ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, ყველაზე უფრო ცხელ და გავარვარებულ ქვაბში მოუწევდა აორთქლებამდე მოხარშვა. თუმცა, მანანას სული ღმერთს არ გამოუთხოვია და მანანას რწმენით, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა დრო მისცა ცოდვების მოსანანიებლად.
ამაშიც მართალი იყო მია. კობოს გამოხრულ ფიცრებში შემძვრალი ჭიაღუა ჭამდა მანანს ქმარსაც.
მოდი, შევაჯამოთ.
მის სახლში სამი აჩრდილი დაძრწის: ლუკა პირველი, ლუკა მეორე და კაცი, რომელიც წარმოუდგენლად კარგი იყო.

№1  offline მოდერი guroo

ბოლო ორი წინადადება საერთოდ სხვა განწყობას იტევს. მაგრად არ უხდება. ამის შესახებ ვიცი და თუ გნებავთ, თქვენც კიდევ ერთხელ შემახსენეთ.
გელოდებით!

დრო მაინც დამეთვალა, რამდენი ხანი სჭირდება ამის წაკითხვას. კომენტარები შემწვარი კარტოფილივით მშია. ძალიან მიყვარს და იმიტომ.

№2 სტუმარი სტუმარი ნეაკო

,,ძალ-ღონედაკარგულმა შეხედა ნახატს და ვერავითარი კავშირი ვეღარ დაინახა შემოქმედსა და შემოქმედებას შორის." -ჩემი აზრით ამ ერთი მარტივ და კანსაკუთრებულ ფრაზაშიც კი კარგად ჩანს ნოეს შინაგან მდგომარეობას.
ემოციური იყო ძალიან, შენებური და რთული ❤❤❤

№3  offline მოდერი guroo

სტუმარი ნეაკო
,,ძალ-ღონედაკარგულმა შეხედა ნახატს და ვერავითარი კავშირი ვეღარ დაინახა შემოქმედსა და შემოქმედებას შორის." -ჩემი აზრით ამ ერთი მარტივ და კანსაკუთრებულ ფრაზაშიც კი კარგად ჩანს ნოეს შინაგან მდგომარეობას.
ემოციური იყო ძალიან, შენებური და რთული ❤❤❤

უბრალოდ ასეთ განწყობაზე ვიყავი.
მადლობა❤️

№4 სტუმარი სტუმარი იზა

ვაიმე, მომეწურა გული. როგორ შემეცოდა მანანა.

№5  offline მოდერი guroo

სტუმარი იზა
ვაიმე, მომეწურა გული. როგორ შემეცოდა მანანა.

მისი პერსონაჟის მიმართ კარგად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ. ამის გამო თავს დამანაშავედ ვგრძნობდი და ამ თავში შევეცადე, რომ დანაშაული გამომესყიდა.
მიხარია, რომ წაიკითხეთ.

№6  offline წევრი Life is beautiful

"რა უფრო დამტანჯველი შეიძლება იყოს? ის, რომ უუნარო ხარ პასუხი აგებინო სხვა ადამიანებს იმის გამო, რაც დაგიშავეს თუ ცოდნა იმისა, რომ გაუმართლებელი საქციელის საზღაურად აუცილებლად დაისჯები და ამის მოლოდინი ხანგრძლივ წამებად გადაგექცევა? "
ჰო, ნამდვილად რთულადაა ნოეს საქმე.
როცა სინდისის ქენჯნა ერთვება საქმეში , იქ ყველაფერი მთავრდება. მაგრამ სინდისის ქენჯნის სრულყოფილი შეგრძნება , მოგიწოდებს იყო მომთმენი , რომ ეს შენ დაიმსახურე.
სინდისის შეხება სულთან, იმდენად ძლიერია, პიროვნებას სტრესავს და სურვილს უჩენს, რომ მალე აღსრულდეს სამართალი და გათავისუფლდეს.
ბევრის მთქმელია, " ძალ-ღონედაკარგულმა შეხედა ნახატს და ვერავითარი კავშირი ვეღარ დაინახა შემოქმედსა და შემოქმედებას შორის." ამით თითქოს თვითონვე უსწორდება საკუთარ თავს, ასევე კავშირებს , რომ გავყვეთ, მიამ ხომ უთხრა , იმ ტყავში აღარ ხარო.
იქნებ, მართლა უნდოდა რომ მისგან სამაგიერო მიეღო. მან კი პრიზად , სინდისის ქენჯნა დაიმსახურა , რაც კარგია.
...
მანო...
შვილის სიკვდილს არცერთი დედა არ იმსახურებს, შეცდომებს ყველა უშვებს, მისი ქმარიც ერთ ერთი შეცდომაა. ოღონდ მანოსი, როცა აირჩია. აი , ქმარი კი სწორი იყო, ასეა თუ ისე , მოიყვანა ქალი ვისაც უყვარდა. ასე რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე იზრუნა.
სრულიად სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარ თავს "უშველა" და შვილიც ყავდა.
ხო , მართალია კარგ ადამიანად წარმოვიდგიმე , მაგრამ "ყველა უშვებს შეცდომებს". What the hell ?!
საინტერესოა, შემდეგ თავში თუ აღადგენს თავის პორტრეტს?
-of course I don't know, but I am here. :))

№7  offline მოდერი guroo

Life is beautiful

ნოეს აღსარების დრო აუცილებლად დადგება. ეს ვიცი, მინდა ამაზე დავწერო. ვფიქრობ კიდეც ბევრს. დრო და სიტუაცია უცნობია, მაგრამ ძალიან არ გავწელავ ამ საქმეს.
ახლა მანანას დანარჩენებთან გადახლართვა უფრო მადარდებს. არ მინდა ქსელი მოვქსოვო და ის თავისუფლად მობზუილე მწერივით შემორჩეს ქსელის გარშემო. წებოვან სიბინძურეში მანანაც უნდა ჩავითრიო.
დღეს დენი არ იყო ჩემთან და ვერაფერი დავწერე. დამენანა, უნაყოფოდ რომ გავფლანგე თავისუფალი დრო.
მადლობა, რომ წაიკითხე და მსუყე შთაბეჭდილებები გამიზიარე.

№8  offline მოდერი guroo

მუზა სად გაფრინდა? ან თუ იცოდა ფრენა მაინც?

№9 სტუმარი სტუმარი ლილე

მანანა(( ახლა მივხვდი, რატომ იყო მიასთან ასე. თავისი ტანჯვის გადაფარვას ცდილობდა სხვების ტანჯვის გაგებით. ბავშვს რაღას ერჩოდა ის კაცი. ყელს გამოვჭრიდი მანანას ადგილზე(
ნოეს რაც შეეხება, მესმის მისი ტანჯვა-წამება. ვერ გადაუწყვეტია, აპატიოს და სამართლიანად შეირაცხოს მიას შურისძიება და თვითონ ლაჩარი გამიჩნდეს, თუ ისევ იზრუნოს სამაგიეროზე. საქმე ისაა, სრულიად წაშალა და გაანადგურა მია, რაღა უნდა დაუშავოს, თვითონაც ვეღარ ხვდება. რთულია, როცა შენი შემოქმედება შენგან შორსაა, არ გგავს. ყალბი ჩანს და შენს შინაგან ტკივილს ვერ შველის. გინდა გადმოსცე, გაუზიარო სამყაროს, თან ისე, თითქოს არ გინდოდა სხვებს გაეგო) ქვეტექსტად ტოვებ სინამდვილეს, თუმცა ქვეტექსტი საერთოდ არ იკითხება ისე, როგორც შენ წარმოგედგინა. მიზნის მიუღწევლობა კი იმხელა სიცარიელეს ტოვებს, ვერაფრით ივსებ. ტკივილის ატანა უფრო რთულია, თუ სიცარიელის? მოკლედ რამდენი ვიბოდიალე. ნოე დამემართა დ მუზების გადმოფრენის სეზონს გისურვებ, გურო)) ამათაც რომ ეშველოს, ჩვენც და შენც ♡♡♡♡

№10  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე

თავის დროზე ყველაფერი იქნება. მუზაც და დასრულებული ნაწარმოებიც :)
ნოეზე მართალი თქვი. უკვე განდევნა მია და აზრი არ აქვს სამაგიეროს გადახდას.
მანანას ამბავი და ათ ლარად გაყიდული ბავშვი არაფერზე მიგანიშნებს? თანაც დაზიანებული ჯანმრთელობით...
ნეტავ დავივიწყო სხვა ყველაფერი და დავკდე დასაწერად. ერთი სული მაქვს, ერთი აფორიაქებული და აწრიალებული სული, რომ ეს გავაკეთო.
გმადლობ, რომ გამოჩნდი❤️ ძალიან გამათბე❤️❤️❤️❤️

№11 სტუმარი სტუმარი ლილე

guroo

ზოის ძმა°~° თუ სწორად მახსოვს, თავისი ძმის ამბავი რომ გაიგო, მერე გაიქცა სახლიდან. იმდენი ისტორია მაქვს წაკითხული, ამერია ტვინი) თან ეს რომელ წელს დაიწყე ..
ყველაფერს ეხდება ფარდა... ერთხელ დაგპირდი, რომ დაასრულებ, კიდევ ერთხელ წავიკითხავ მეთქი. აშკარად მჭირდება ))

სასწოროს რომ მიაწერ ხოლმე, ვგიჟდები ♡♡♡♡

№12  offline მოდერი guroo

სახლიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც დედამისმა დღიური იპოვნა, სადაც ზოი თავის ძმას წერდა ხოლმე წერილებს.
ბოლომდე წაკითხვა კარგი იქნება. ახლიდან გავცოვხლდებით მე და ჩემი “ზოი”.
მთელი გულისყურით წაგვიკითხე, სასწორო❤️

№13 სტუმარი სტუმარი ლილე

ხო ეგ ამბავი ვიგულისხმე. აღარ მოვყევი დეტალები) ანუ მახსოვს. ხოდა ესაა ის გაყიდული ბავშვი ანუ? °~° შემეცოდა (ათიათასმაგად. რომ დაასრულებ გადავიმეორებ, გპირდები) გულისყურით კი ვკითხულობ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, დიდი დრო გავიდა მის მერე დდ და ნუ დაემსგავსები შენს გმირს დ აღიარე რომ ძალიან გაიწელა დროში ♡♡

№14  offline მოდერი guroo

ყველაფერს გულწრფელად და დარცხვენით ვაღიარებ. დ ი ა ხ , ა ს ე ა !

№15  offline წევრი NieMaND

7 თვე გავიდა ამ თავის შემდეგ. ???? არა, კი არაფერი, მაგრამ ))
--------------------
L.T.

№16  offline მოდერი guroo

NieMaND
7 თვე გავიდა ამ თავის შემდეგ. ???? არა, კი არაფერი, მაგრამ ))

მაგრამ ძალიან ბევრი რამ.
არ შეიძლება ყველაფრის ასე მიგდება.
რა კარგია, რომ შეამოწმე, ახალი თავი დავამატე თუ არა.
❤❤❤❤❤❤❤

№17  offline წევრი NieMaND

guroo
NieMaND
7 თვე გავიდა ამ თავის შემდეგ. ???? არა, კი არაფერი, მაგრამ ))

მაგრამ ძალიან ბევრი რამ.
არ შეიძლება ყველაფრის ასე მიგდება.
რა კარგია, რომ შეამოწმე, ახალი თავი დავამატე თუ არა.
❤❤❤❤❤❤❤

სულ ვამოწმებ, გურამ)) 55 სიახლეზეა გაყინული შენი შემოქმედება, უკვე თვეებია( ძალიან მინდა რამე შენეულის წაკითხვა .... ახლის, რა თქმა უნდა....
--------------------
L.T.

№18  offline მოდერი guroo

ამ კვირაში ერთი მაინც როგორ ვერ უნდა დავწერო? დამელოდე♥️

№19  offline წევრი NieMaND

იმედი მაქვს კარგად ხარ, გურამ. არ დავეძებ ახალ თავს.) ხო ისე) მე8 თვეა ????
--------------------
L.T.

№20  offline მოდერი guroo

NieMaND
იმედი მაქვს კარგად ხარ, გურამ. არ დავეძებ ახალ თავს.) ხო ისე) მე8 თვეა ????

კარგად ვარ. არაფერი მიჭირს - მარტოოდენ უმუზობა. მართლა არ ვიცი როდის გავაგრძელებ, რას დავწერ, როგორს დავწერ...
რა ყურადღებიანი ხარ❤

№21  offline წევრი NieMaND

guroo
NieMaND
იმედი მაქვს კარგად ხარ, გურამ. არ დავეძებ ახალ თავს.) ხო ისე) მე8 თვეა ????

კარგად ვარ. არაფერი მიჭირს - მარტოოდენ უმუზობა. მართლა არ ვიცი როდის გავაგრძელებ, რას დავწერ, როგორს დავწერ...
რა ყურადღებიანი ხარ❤

უმუზობა((
იმედი მაქვს ჩემს სიცოცხლეში დაამთავრებ, რაღაც ცუდად მიფართხალებს გული ამ ბოლო დროს . დდდ
თუ ვერ მომისწრებ ამის დასრულებას, არც იქიდან მოგასვენებ იცოდე დდ❤
--------------------
L.T.

№22  offline მოდერი guroo

მჯერა წყევლისა და მსგავსი რაღაცების. ამიტომ ცოტა გამაჟრჟოლა. დდდ❤️
მრცხვენია, ყოველ ჯერზე რომ უტიფრად გპირდები დავწერ-მეთქი და მერე სიტყვას არ ვასრულებ. იქნებ უმჯობესია, მომავალ დროში არცერთი წინადადება აღარ დავწერო? მინდა, რომ ცრუპენტელობისგან რამენაირად ვდისტანცირდე. აუტანელია უკვე ეს სიზარმაცე, უნაპერწკლობა შემოქმედებაში და ამისგან გამოწვეული უამრავი სამარცხვინო რამ.
❤️❤️❤️

№23  offline წევრი NieMaND

უნდა წერო!!! დაგელოდები❤
--------------------
L.T.

№24 სტუმარი სტუმარი ლიზი

ნოეს და მიას ამბავს აღარ დაწერ?

№25  offline მოდერი guroo

სტუმარი ლიზი
ნოეს და მიას ამბავს აღარ დაწერ?

მინდა, რომ დავწერო. დრო არ ვიცი - როდის იქნება.

№26 სტუმარი სტუმარი ლიზი

guroo
სტუმარი ლიზი
ნოეს და მიას ამბავს აღარ დაწერ?

მინდა, რომ დავწერო. დრო არ ვიცი - როდის იქნება.

კარგია თუაპირებ

№27 სტუმარი სტუმარი ლიზი

არადა როგორ მომწონს ესწყვილიი ❤❤

№28  offline მოდერი guroo

სტუმარი ლიზი
არადა როგორ მომწონს ესწყვილიი ❤❤

აბა, ახლა შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, მითხარი ერთი რა მოგწონს ნოეს და მიას წყვილში :დდდ

№29 სტუმარი სტუმარი ლიზი

არა ინტრიგანი არ ვარ :დ მაგრამ მომწონს ესწყვილი

№30  offline მოდერი guroo

სტუმარი ლიზი
არა ინტრიგანი არ ვარ :დ მაგრამ მომწონს ესწყვილი

აი კნოწ ით ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent