შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია.ნაწილი 3,თავი 5


8-11-2021, 21:50
ავტორი katiusha
ნანახია 1 989

-ბატონო იბრაჰიმ.-თავი ვერ შეიკავა და ყვირილით შეგლიჯა კაბინეტის კარი ალიმ.სულს ძლივს ითქვამდა.
-რა მოხდა ალი?დამშვიდდი.- ტელეფონზე საუბარი შეწყვიტა მან და ბიჭს მიაჩერდა.
-ის..ის...ის არ არის,ვინც გვგონია..
-ვისზე ამბობ?
-ის გოგო ის არ არის ვინც უნდა მოგვეყვანა.შეგვეშალა.იმ ბიჭის ბიძაშვილია.
-ჯანდაბა ალი.-იყვირა იბრაჰიმმა და მაგიდას მუშტი დაჰკრა.ნორმალურად გაბრაზებაც ვერ მოასწრო,რომ ახლა ჯამალი შემოვიდა.
-გოგო გაიქცა.-თქვა და ჯერ ალის მიაჩერდა,მერე ბატონს.
-დაცვას უთხარით კარებები გადაკეტონ და ძებნა დაიწყონ. ჩქარა, ჩქარა წამოდით,რას გაშეშებულხართ?
-იყვირა აბდულაევმა და კაბინეტიდან პირველი გავარდა.


ცხოვრებაში არის მომენტები,როცა თვალზე ლიბრი რომ გადაგეკვრება, მერე ძნელია თავის ხელში აყვანა და სიმშვიდის შენარჩუნება..
ანასტასიას გაქცევით გაგიჟებული აბდულაევი გაცეცხლებული აწყდებოდა სახლის ყოველ კუთხეს და სულ უფრო ეწურებოდა იმედი რომ ის სახლში იყო.
-იქნებ მოასწრო გასვლა ბატონო.- შეაპარა ჯამალმა.
-ამის გაფიქრებაც არ მინდა.რადგან იქ მისი ყოფნა არ შეიძლება.ის საფრთხეში აღმოჩნდება. წარმოდგენაც კი არ აქვს იმ სულელი გოგოს იქ რა ელოდება.
-თქვენ მასზე ღელავთ?
-მორჩი ჯამალ.მანქანა მოამზადე და გარეთ გავიდეთ.ალი და დანარჩენები აქ მოძებნიან.-ხმა გაიმკაცრა და ქურთუკი მოისხა.ჯამალი უკვე მანქანასთან იყო.გასასვლელში შეჩერდა იბრაჰიმი და მეორე ქურთუკი ჩამოხსნა საკიდიდან.
-გაიყინება ეს უტვინო გოგო. -ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა.

სიცივის მიუხედავად ქუჩები ხალხით სავსე იყო.მაღაზიების,კაფეების და ყავახანების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა აქაურობა.ჭრელ-ჭრელი ხალიჩები,ტანსაცმელი,თავსაბურავები და გრძელი შარფები თვალს სჭრიდა ანასტასიას.იმდენად გაერთო მათ დათვალიერებაში რომ სიფრთხილე სულ დაავიწყდა.აქაურობამ და მისმა სილამაზემ გაიტაცა. თვალებგაფართოებული შესცქეროდა და თავი უცებ შუაგულ არაბეთში წარმოიდგინა.საოცრება იყო ეს ყველაფერი. მაღაზიების წინ ჩამოკიდებული ჭრელა-ჭრულა შიფონის შარფებს ხელით ეხებოდა, ნაზად ეფერებოდა,სახეზე მიიფარებდა როგორც სხვა ქალებს ეკეთათ და სულ უფრო იძირებოდა მაჰმადიანური სამყაროს სილამაზეში.
არც ხმაურს აქცევდა ყურადღებას. იქნებ ამიტომ ვერ შენიშნა როგორ მიჰყვებოდა ჩუმად მისთვის უცნობი მამაკაცი,რომელსაც აშკარად არ ჰქონდა კარგი განზრახვა.ჯერ კიდევ ბაზრის შესასვლელთან შეამჩნია უცხო გოგო და იქიდან მიაქცია ყურადღება.
ანასტასიამ მორიგი კოსტუმი მიიზომა ტანზე და სარკეში ჩაიხედა.უეცრად წელზე რაღაც ცივი იგრძნო და მის უკან სარკეში უცნობი მამაკაცი დალანდა,შიშისგან შეჰკივლა და კაბას ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა. მამაკაცი მისთვის უცნობ ენაზე დაელაპარაკა.ვერაფერი გაიგო და რუსულად უპასუხა.
-არაფერი მაქვს,რა გინდა ჩემგან?
-შენ.არ გაინძრე,არ იყვირო და გამომყევი მშვიდად,თორემ ამ დანას შენს სხეულში მივუჩენ ადგილს. დამტვრეული რუსულით უთხრა მან.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ და კაბა ადგილზე დააბრუნა.კაცმა ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ წაათრია.მაშინვე ინანა გაქცევა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა სად წაიყვანდა კაცი.ერთი რამ ზუსტად იცოდა რომ კარგი არაფერი ელოდა. რაც უფრო გადიოდნენ აქედან,მით უფრო ვიწროვდებოდა ქუჩა და საშიში ხდებოდა.სახლებიც უფრო ნაკლები იყო.
-სად მიგყავარ?რას მიპირებ?-ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ანასტასია და უძალიანდებოდა თავდამსხმელს.
-ფეხი გამოადგი.შენში იმდენს გადაიხდიან რომ აქედან წასვლას შევძლებ,გამდიდრების შანსი მაქვს და ხელიდან არ გავუშვებ.
-გგონია რომ ჩემი ოჯახი თანხას გადაგიხდის?
-შენი ოჯახი თუ არა,საკმარისი ხალხი არსებობს,ვინც შენისთანა გოგოს დაუფიქრებლად იყიდის.
-თავხედო..მონების გაყიდვა უკვე დიდი ხანია აიკრძალა.-იყვირა და კიდევ ერთხელ შეეცადა თავის დახსნას,თუმცა კაცი არ უშვებდა.
-გაჩერდი.-უყვირა მანაც და ხელი მოუქნია,კიდევ ერთხელ შეხვდა ანასტასიას სახე მამაკაცის დაუნდობელ მუშტს მედგრად.ის იყო კიდევ მოიქნია,რომ ხელი ჰაერშივე გაუშეშდა.გოგომ თვალები დახუჭა და თავი ინსტიქტურად დახარა.თუმცა მისთვის არავის დაურტყავს,მეტიც განთავისუფლება იგრძნო. თვალები რომ გაახილა მის წინ იბრაჰიმი იდგა, თავდასხმები კი უგონოდ ეგდო ძირს.
ვერ გაიგო რა ექნა.როგორ მოქცეულიყო.გაეღიმა თუ ეტირა. თუმცა მადლობის გადახდა მაინც საჭირო იყო.მოემზადა კიდეც ამისთვის მაგრამ იბრაჰიმმა დაასწრო. -გაჩუმდი და გამომყევი.-მკლავში სწვდა და იქიდან თითქმის სირბილით წამოიყვანა.მანქანა ახლოს ჰყავდა გაჩერებული.ძალით ჩატენა შიგნით და სანამ თვითონაც ჩაჯდებოდა მკაცრად უთხრა.
-კიდევ ერთხელ ეცდები გაქცევას და იმაზე უარესი დაემართება ვიდრე ახმედი გიპირებდა ან ეს კაცი. სიცოცხლეს სანანებეს გაგიხდი.
-შენგან მეტს არც ველოდი. ცივსისხლიანი მკვლელი ხარ. ნაძირალა,არაკაცი.-გამოსცრა ანასტასიამ ზიზღით.
-ის ვარ რაც ვარ,ასე რომ ეგ ძველია, ახალი არაფერი გითქვამს.-უყვირა ბიჭმაც.
-ესეგი თავი სუპერგმირი არ გგონია.
-სუპერგმირები მხოლოდ ფილმებში არსებობენ.რეალობა გაცილებით საშიშია.ეს დამნაშავეთა სამყაროა. მე კი ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვარ.
-ხოდა სწორედ ეგაა საშინელება,რომ ეს სამყარო იძულებულს გხდის ფეხი აუწყო მას და ღრმად ჩაეფლო.
-მემგონი დაგავიწყდა რომ შენი ოჯახიც იგივეს აკეთებს.
-არ დამვიწყებია და არც მათ გამართლებას ვაპირებ.მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნები,ძალადობა და შავი სამყაროს წევრობა დანაშაულია.
იბრაჰიმს აღარაფერი უთქვამს,რადგან ანასტასიამ სახე აქცია და სავარძელში გასწორდა.ღვედი შეიკარიო მიაძახა და ხმაურით მიუხურა კარი.მერე თვითონაც ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
გადარჩენის ინსტიქტი ანასტასიას აიძულებდა გაქცევაზე ეფიქრა,მაგრამ იმასაც ეშინოდა რაც უკვე მოხდა. იქნებ აღარ გამართლებოდა და მართლა უარესი ადამიანების ხელში აღმოჩენილიყო.სანამ ბიჭი მანქანის მართვით იყო დაკავებული,ის სალონს ათვალიერებდა,რომ რამე ნივთი ეპოვა რაც გაქცევაში დაეხმარებოდა.
ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ, აბდულაევმა მანქანა შეანელა და კართან გაჩერდა,სწორედ ამ დროს ანასტასიამ დრო იხელთა,იქვე დადებულ საწერ კალამს დასწვდა და მარჯვენა ხელის ზურგზე მთელი ძალით ჩაარჭო.იბრაჰიმმა მთელი ხმით იღრიალა და საჭეს ხელი გაუშვა. სანამ გონს მოვიდა გოგო უკვე ქუჩაში გარბოდა.ხმამაღლა შეიკურთხა და უკან დაედევნა.არად აგდებდნენ ხალხის გაოცებულ მზერას.ზოგი საერთოდ მოწიწებით ერიდებოდა ბატონს.
გარბოდა ანა და მისდევდა ბიჭი.სულ უფრო მცირდებოდა მანძილი მათ შორის.მეორე ქუჩის ბოლოში დაეწია და მხრებში ჩაავლო ძლიერად ხელი, ანასტასიამ გაიბრძოლა და ასე ძიძგილაობაში გასტანა რამდენიმე წამმა.მიხვდა ბიჭი რომ ვერ იმორჩილებდა,დაზიანებული ხელი შემართა დასარტყმელად,მაგრამ ჰაერშივე გააშეშა თვითონვე.ანას ისევ თვალები დაეხუჭა მოსალოდნელი დარტყმის მოლოდინში.ტკივილისგან გამწარებულმა ბიჭმა მთელი ძალით მოუქნია დაზიანებული ხელი,მაგრამ მუშტად შეკრული უკანვე დაუშვა. თვალები მაგრად დახუჭა,თავი რამდენჯერმე გააქნია,თითქოს გონს მოსვლას ცდილობს,მერე კი გოგოს ჯიუტად შეხედა და მკაცრად უთხრა.
-უკანასკნელად ცდილობ გაქცევას, ამის შემდეგ თუ იგივეს ისევ შეეცდები, ვფიცავ ტყვიას ადგილზევე დაგახლი.
-მკვლელო,ცივსისხლიანო მკვლელო, მეზიზღები,მძულხარ..-მთელი გზა ამას ყვიროდა გოგო.იბრაჰიმმა ტომარასავით მოიკიდა ზურგზე და ისე წაიყვანა სახლისკენ.არად აგდებდა
მის ყვირილს და ზურგში მუშტებს.
როგორც კი ეზოში შევიდა,მაშინვე ალის უხმო და გასაღები სთხოვა.
-ბატონო ის ხომ საშინელი სარდაფია.
-ჭკუას ისწავლის.-იყვირა მოთმინება დაკარგულმა.რაზეც ალი შეხტა და სწრაფად მიაწოდა რკინის გრძელი გასაღები.
-სად მიგყავარ?რას მიპირებ? -ყვიროდა გოგო და წინააღმდეგობას უწევდა.
-კარგად მოქცევა შენზე არ ჭრის,ასე რომ რამდენიმე დღეს მოგცემ დასაფიქრებლად და გონს მოსასვლელად.მერე ვნახოთ რას იზავ.
იბრაჰიმმა გასაღები გამოსტაცა ალის და ეზო გადაკვეთა,თან გაიყოლა ანასტასია და იმ ადგილისკენ წავიდა, რომელიც გოგომ ფანჯრიდან დაინახა ცოტა ხნის წინ.სვეტებს შორის გაიარეს და მუქი ხის კარის წინ გაჩერდნენ.გასაღები საკეტს მოარგო ბიჭმა და რამდენჯერმე გადაატრიალა.
კარი ჭრაჭუნით გაიღო.გოგო შიგნით უსულო ნივთივით შეაგდო და სანამ გონს მოვიდოდა ისევ გადაკეტა კარი.
ანატასიამ ბრახუნი და ყვირილი ერთდროულად ატეხა,მაგრამ იბრაჰიმს აღარაფერი ესმოდა.ის უკვე უკან დაბრუნებულიყო და დაცვას ახალ განკარგულებას აძლევდა. ისინი რომ დაითხოვა ალის მიუბრუნდა.
-მხოლოდ საჭმელს მიუტან,დილას და საღამოს.არც საწოლი,არც სითბო და არც არანაირი კომფორტი.
-კი მაგრამ ბატონო ის ხომ ქალია?ნაზი სუსტი არსება?
-მაგ სუსტმა არსება ჯერ ამ სახლიდან გაქცევა მოახერხა,მერე ჩემი მანქანიდან და ეს დამიტოვა საჩუქრად,-ხელი ასწია და ალის დაანახა ჭრილობა,საიდანაც სისხლი ჯერ კიდევ მოდიოდა.
-იქნებ მაინც არ ღირდეს..
-ვერ დააფასა კომფორტი და ის რაც ჰქონდა.ახლა ცოტა ხანს იქ იყოს,რომ იმ კარგის დაფასება ისწავლოს რასაც ცხოვრება აძლევს.
-როგორც იტყვით…
-წავალ დავისვენებ.ჰო,კიდევ, -მიუბრუნდა ისევ ალის.-საღამოს შეხვედრაზე ჯამალთან ერთად შენ წახვალ და ჩემი სახელით მოლაპარაკებას თქვენ აწარმოებთ.
-როგორც იტყვით ბატონო.მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
იბრაჰიმს უკან აღარ მიუხედავს, სახლში შევიდა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი,გზად კი სამზარეულოდან ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი წაიღო…
ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ფიქრებს მისცემოდა,წარსული თავს არ ანებებდა.გოგოს სახით დაუბრუნა და ახლა კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება უწევდა.მარტივი არ იყო ისე მოქცევა რომ არც თვითონ დამწვარიყო და არც გოგო ჩაითრია ამ მორევში.ეს არ იყო სიყვარული და არც ეშინოდა ამის რომ მათ შორის გრძნობა გაჩნდებოდა.მას გაცილებით უფრო საშიში რამის-სიძულვილი წარმოშობის და მერე ამ საშინელი გრძნობის მორევში ჩათრევის და განადგურების შიში აწამებდა.ეს ხომ ერთხელ უკვე გამოიარა და ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. ამას გარდა არსებობდა აჰმედიც,რომელიც ხელსაყრელ დროს ეძებდა გოგოს ხელში ჩასაგდებად და მისთვის ზურგში ლახვარის ჩასარტყმელად. ეს კარგად იცოდა და ამიტომ ჰყავდა გვერდით და ახლოს.მამის დარიგება ბავშვობაში რომ მტერი ახლოს ჰყოლოდა კარგად ჰქონდა გათავისებული.განსაკუთრებით ისეთი მტერი,რომელიც ოჯახის წევრი იყო…
შურს შეეძლო იმდენად დაებრმავებინა ადამიანი,რომ საღი აზროვნების უნარი წაერთმია და მისი დამორჩილება მერე გაცილებით საშიში იყო…
*********
ზურგს უკან დახურული კარი ტყვეობის კიდევ ერთი დღის დასაწყისი იყო.დასასრული კი დარწმუნებული იყო რომ სიკვდილი იყო.ამაოდ აბრახუნებდა მუშტებად შეკრულ ხელებს.ხის სქელი კარი ახშობდა მას და გარეთ არაფერი ისმოდა.ბოლოს ყვირილი რომ მობეზრდა და ხელებიც საკმაოდ ეტკინა,დანებდა და ზურგით მიეყრდნო კარზე.უნებურად გადმოსცვივდა ცრემლები. უღონოდ ჩასრიალდა კარზე და იატაკზე აღმოჩნდა.ხელები მოკეცილ მუხლებს შემოხვია და შუბლით დაეყრდნო.
ცდილობდა სასიამოვნო მოგონებები გაეხსენებინა,რომ სასოწარკვეთას არ მისცემოდა და არ გამტყდარიყო… რომ ის მამაცი ანასტასია ჭინჭარაული, რომელიც მის შიგნით ცხოვრობდა, საბოლოოდ არ დანგრეულიყო.
რამდენი ხანი გავიდა ასე არ იცოდა. დროის შეგრძნება უკვე დაკარგული ჰქონდა.ცრემლი თავისით შეწყდა. რამდენი ეცადა,მაგრამ საცრემლე ჯირკვლებმაც კი უარი განუცხადეს მის ნებას დაჰყოლოდნენ…
შესცივდა.უცებ ძალიან შესცივდა. ისე ააკანკალა,ცახცახი დაიწყო,ოღონდ ეს სიცივის ბრალი არ იყო.ეს ნერვული შეტევა იყო,რომელიც რამდენიმე წუთის უკანდელ მდგომარეობას მოჰყვა.
-ვერ მომერევი,ვერ გამტეხავ,ვერ დამამარცხებ.-შეუძახა თავს და ფეხზე წამოდგა.ნესტიან და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.იქნებ როგორმე გამთბარიყო.გათბობა არ იყო, სიცივე აქაც ატანდა.გასათბობად მხოლოდ ერთი სიძველისგან გაცრეცილი პლედი ჰქონდა,რომლის აღება და ტანზე მოხვევა შეხედვითაც კი შეეზარა.მორყეულმა რკინის საწოლმა
კი დაჯდომისას ისეთი ხმა გამოსცა, უცებ წამოხტა შეშინებული,თუმცა მერე უკანვე ჩამოჯდა და როცა უკვე სიცივემ ძვალსა და რბილში შეაღწია, წამოწოლაც ინება და იმ პლედის დაფარებაც.მერე ბუნებამ თავისი გაიტანა და ღრმა ძილმა წაიღო…
დილით კარის საკეტის ხმამ გააღვიძა.ნელა გაახილა თვალი. ალი დაინახა საჭმლით ხელში ორ ახმახთან ერთად.თავის დაზღვევის მიზნით იბრაჰიმმა გამოაყოლა ისინი.
ალიმ საჭმელი წინ დაუდო პატარა, ოთხფეხა სკამზე და წასასვლელად მობრუნდა.
-წაიღე,მაინც არ შევჭამ.-მოესმა გოგოს ხმა ზურგსუკან.
-გირჩევ შეჭამო.მშიერი ხარ და თან ხვალ დილამდე აღარაფერს მოგიტანენ.
-მერე რაა.რა აზრი აქვს ამ ყველაფრის მოტანას?ან რა აზრი აქვს შევჭამ თუ არა?
-გადარჩენა თუ გინდა მოგიწევს.-ისე უპასუხა ალიმ,არც მოუხედავს მისკენ.
-და თუ არ მინდა გადარჩენა?
-სანამ ცოცხალი ხარ,ესეგი შანსი გაქვს რომ გადარჩე და ისე ნუ იზავ რომ სიკვდილი სანატრებელი გაგიხდეს.რადგან მაშინ როცა სიცოცხლე მოგინდება შეიძლება გვიანი იყოს.
ალის აღარაფერი უთქვამს და არც პასუხს დალოდებია,ისე გავიდა იქიდან.ანასტასიამ ნათქვამი გვიან გაიაზრა და ერთ ადგილას გაქვავებულივით იდგა,მერე უკან-უკან წავიდა და საწოლზე ჩამოჯდა. საჭმელს გადახედა,თუმცა პირი მაინც არ დაუკარებია.
******
ანასტასიასგან ალი კიდევ უფრო ჩაფიქრებული გამოვიდა.ეზოში ისე მიდიოდა,ვერავის ამჩნევდა. მხოლოდ რამდენიმე დაძახების შემდეგ გაიგო იბრაჰიმის ხმა და გაჩერდა.
-ალი მშვიდობაა?-ჰკითხა და გვერდით ამოუდგა.
-დიახ ბატონო.
-ცოტა ხანს დაივიწყე რომ ბატონი ვარ და გულახდილად დამელაპარაკე.
-მართლა არაფერი ხდება.
-ალი…
-კარგი,გეტყვით,მაგრამ არ გაბრაზდეთ.ის გოგო იქ ცოდოა, გაცივდება,თან იქ საშიშია მისთვის.
-ამაზე აღარაფერი მითხრა.ცოტა ხანს იქ იყოს,გონს მოეგოს და ჭკუა ისწავლოს,რომ მეორედ იგივე აღარ გაბედოს.
-როგორც იტყვით,მაგრამ ამავე დროს წარსული და იქ დაშვებული შეცდომები არ დაივიწყოთ.
-ალი…-სახე შეეცვალა იბრაჰიმს
-თქვენ მაიძულეთ მე ეს მეთქვა.-თავი დახარა და გაჩუმდა.
-იმედია არ ჩხუბობთ,-თავზე წამოადგათ აჰმედი დამცინავი ღიმილით.
-საჩხუბარი არაფერი გვაქვს ბიძაშვილო.
-შორიდან ასე ჩანდა.თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.
-მე წავალ.
-დარჩი ალი,შენი დახმარება დაგვჭირდება,საღამოს სტუმრები გვეყოლება.რაშიდს უნდა სტუმრობა თავის ხალხთან ერთად.
-ახლა ამის დრო არ არის.სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.
-ესეც მნიშვნელოვანია,არ დაგავიწყდეს ის ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია.
-ჯანდაბას,იყოს ისე როგორც გინდათ. ალი ჯამალი მოძებნე და საღამოსთვის მზადება დაიწყეთ.მე საქმეებზე გავდივარ.შენც მოდიხარ. -მიუბრუნდა ახმედს.
-მე რა უნდა გავაკეთო იქ?
-უბრალოდ იქ იქნები და ხმას არ ამოიღებ,სანამ ამის საჭიროება არ შეიქმნება.
-გამოდის რომ მეც იმ დონეზე დავეშვი შენს თვალში,როგორზეც ალი და ჯამალი.
-შეცდომებს არ ან გვიან ვპატიობ ხომ იცი ეს?
-კარგი,თავი დაუქნია ნაძალადევად აჰმედმა და უკან გაჰყვა.იცოდა ასეთ დროს მასთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანდა და უნდა დამორჩილებოდა.მის დასამარცხებლად ხელსაყრელი დრო კი ჯერ არ დამდგარიყო.
******
შეხვედრამ საშინლად ჩაიარა და ისედაც უხასიათოდ მყოფს,კიდევ უფრო მეტად მოეშხამა ხასიათი.ახლა მისი საქონლის ტრანსპორტირების ბედი საღამოს სტუმრებზე იყო დამოკიდებული.ეს სულაც არ მოსწონდა,მაგრამ სხვა გზა ამ ეტაპზე არ იყო.ბოლო დროს სრულიად აირია ბაზარი.ცალკე საქართველოში ამბობდა ჯიუტად უარს გაბრიელ ფიცხელაური ნარკოტიკების ტრანსპორტირებაზე და აქეთ კიდევ გატანა გახდა პრობლემა ქვეყნის გარეთ.
საღამომდე კაბინეტში იჯდა და გეგმებს სახავდა გონებაში.თუმცა გარეთ შექმნილი აურზაური ხელს უშლიდა ამაში.
სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ.დაცვაც გაძლიერებული იყო.მომსახურე პერსონალი მომრავლებული.
საღამოს ალიმ ამცნო რომ ყველაფერი მზად იყო,ისე როგორც ის ისურვებდა და წუთი-წუთზე სტუმრები მოვიდოდნენ…
ეზოდან მანქანების ხმაური რომ მოესმა,მიხვდა ისინიც მოსულიყვნენ და ალის დაძახილს არ დალოდებია, კაბინეტიდან გამოვიდა და სტუმრებს უზარმაზარ მისაღებში შეეგება.
-იბრაჰიმ,ჩემო ძვირფასო პარტნიორო და მეგობარო,-რაშიდმა მის დანახვაზე ხელები ფართოდ გაშალა და გულმხურვალედ ჩაეხუტა.-როგორ ხარ?
-თავად როგორ გიკითხოთ რაშიდ ბატონო?ვფიქრობ ჩემმა ხალხმა კარგი დახვედრა მოგიწყო.
-როგორც ყოველთვის შესანიშნავი. მერე გაშლილ სუფრას გადახედა და დაამატა.-ალბათ ვახშამიც ისეთივე კარგი იქნება,როგორიც თქვენი ჰარამხანა.შესანიშნავი ქალები გყავთ. უჩურჩულა ყურში.
-შენსას ვერ შეედრება.შენი ასაკი და გამოცდილება გაცილებით მაღალია ამ საკითხში.-გაუღიმა და შეაქო უკვე ასაკს შეპარული პარტნიორი.რაშიდი კმაყოფილებისგან მხრებში გაიშალა.
-მგონი დროა სუფრას მივუსხდეთ.
რამდენიმე წუთში უკვე სუფრასთან ისხდნენ და გემრიელი ვახშამს შეექცეოდნენ.სუფრა მართლაც შესაშური იყო.არაფერი აკლდა აქაურობას.რაშიდი და მისი თანმხლები პირები მადიანად ილუკმებოდნენ.თან სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ და იუმორსაც ურევდნენ.ახმედიც უჩვეულოდ მხიარული იყო.იბრაჰიმი ჩუმად იჯდა სუფრის თავში და ხმას არ იღებდა. უგემურად მიირთმევდა საჭმელს და უაზროდ ეჩვენებოდა ის იუმორი,რისი მომსწრეც იყო.
-დროა საქმეზე გადავიდეთ.-ჭამა შეწყვიტა რაშიდმა და იბრაჰიმს შეხედა.
-მეც ეს მინდა,უბრალოდ არ მინდოდა ვახშამი შეგეწყვიტა.
-აბა ჩემო იბრაჰიმ,რა ხდება ჩვენს საერთო ბიზნესთან დაკავშირებით?
-ზოგიერთი პარტნიორი ისე გათავხედდა,რომ უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე.აშკარაა ვიღაც გამოჩნდა ისეთი,ვინც მათ აგულიანებს,თუმცა ღიად არ ჩანს და ფარულად მოქმედებს.
-შენ იცი მისი ვინაობა?
-ჯერ ვერ გავარკვიე.მაგრამ ეს პატარა პაიკები იმდენად არიან გადიდგულებულები,რომ გაბედეს და შეკრებაზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.
-ანუ მტრები გაგიჩნდა იბრაჰიმ?- ჩაეცინა რაშიდს.-თუ გინდა ჩემი ხალხი მიხედავს მათ.
-ამ საკითხს მოვაგვარებ.მე უფრო ის მინდა შენგან ვიცოდე საქონელს ისევ ისე გაიტან აზიაში?
-აუცილებლად.მაგრამ არსებობს ერთი პირობა.ვინაიდან ჯერჯერობით შენს ერთადერთ პარტნიორად ვითვლები, მინდა ჩემი წილი გაიზარდოს შენი საერთო შემოსავლიდან.-ჯიუტად გაუსწორა თვალი აბდულაევს.
-სიტუაციით სარგებლობ?-არც მან მოაშორა თვალი.
-ჩვენს ბიზნესში მუდმივი არაფერია. ასე რომ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.-გაეცინა მას და იმ წამს შემოსული მომტანი გოგონა მშიერი თვალებით შეათვალიერა.
-ან მეორე შემოთავაზება მაქვს-ის გოგო მომეცი,ჩაკეტილი რომ გყავს ჩვენი შეთანხმების გასამყარებლად.- დაამატა რაშიდმა და მიმტანს, რომელმაც მაგიდაზე ტკბილეული დადო,საჯდომზე ააყოლა ხელი,მერე კი მსუბუქად შემოსცხო. გოგომ შეჰკივლა და შეშინებული გახტა უკან.
-ნუ გეშინია ძვირფასო,დარწმუნებული ვარ ეს შენთვის პირველი არ იქნება. - საზიზღრად ჩაიცინა და ტუჩები გაილოკა.სუფრაზე მსხდომი სიცილი ატეხეს.არავის შეუმჩნევია როგორ აემღვრა თვალები აბდულაევს. ეს მისი შეურაწყოფა იყო და ამასთანავე გოგო ისე საცოდავად იდგა მობუზული შიშისგან უარესის მოლოდინში. დანას ხელი წამოავლი და რაშიდს პირდაპირ ხელის ზურგზე ჩაასო,რომელიც თითებს ათამაშებდა მაგიდაზე.მისმა ყვირილმა გააყრუა იქაურობა.ხმაურზე ორივე მხარის დაცვა შემოცვივდა და იარაღები შემართეს.ერთმანეთს დაუმიზნეს.ახმედს სიცილი სახეზე შეეყინა ბიძაშვილის მოქმედების გამო.
-ჩემს სახლში ქალის შეურაწყოფას ვერავინ გაბედავს,-იყვირა მოთმინება დაკარგულმა და ფეხზე წამოდგა.- მშვიდობით მოხვედი და მშვიდობით წადი რაშიდ.
-მშვიდობა გინდა მომხდარის შემდეგ?-ცოტა დამშვიდდა და სისხლიანი ხელი ხელსახოცით გადაი,ვია,თუმცა სისხლი მაინც ჟონავდა.
-შენ გადაწყვიტე.მე ზუსტად ვიცი რომ ამის მომხრე ვარ.
-ვიღაც გადამთიელი ქალების გამო ჩვენს შეთანხმებას ეჭვის ქვეშ აყენებ?
-ისინიც ადამიანები არიან,ისეთივე ადამიანები როგორებიც ჩვენი დედები,დები, დეიდები ან ცოლები.
-შენი ნებაა.დღეიდან შეგიძლია ახალი პარტნიორი მოძებნო.-იყვირა რაშიდმა და წასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე,სად მიდიხარ,ასე არ შეიძლება.-ჩაერია ახმედი და რაშიდს უკან გამოეკიდა.იბრაჰიმმა ის ანიშნა იარაღი დაუშვით და სტუმრები გააცილეთო.თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და მარტოდ დარჩენილმა სუფრას შეავლო თვალი.მერე გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდას მუშტი და წინ მდგომი ჭიქა კედლიდან გაუყენა გზას.ახლა კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა და მათი მოგვარება საიდან უნდა დაეწყო წარმოდგენა არ ჰქონდა...


აი მეც დაბრუნდი,აქ ვარ,ცოტა მძიმე დღეების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.მომენატრეთ და იმედია მოგეწონებათ ახალი თავი



№1  offline წევრი დარინა

მიხარია შენი გამოჩენაა, საცოდავი ანასტასია ამ ველურების ხელში რა ელის ვინ იცის, ამ თავში იბრაჰიმიც არ მომეწონააა, აიღო და უბრალოდ შეუბრალებლად გამოამწყვდია დილეგშიი. ჯერჯერობით ალი მომწონს ყველაზე მეტად.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
ყველაზე

ყმომდევმო თავებში გამოჩნდება რომ ყველაფერი ისევ მისთვის ხდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა კარგია რომ დაბრუნდი და თან ასეთი კრგი თავით, იმედია დიდი ხნით აღარ დააგვიანებ, ძალიან საინტერესო ისტორიაა ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი katiusha

Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

უორსულობამ კარგად ჩაიარა,უკვე პატარა მსუქანა ბიჭის დედა ვარ.. ცოტა .შკბიარობისას იყო პრობლემები,მაგრამ უკვე ყველაფერი კარგადაა და კარჰად ვართ.მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ამბავს და მადლობა რომ კითხულობთ ამ ისტორიას.ბოდიშით რომ გალოდინებთ,ვეცდები მალე აიტვირთა მომდევნო თავი

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

katiusha
Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

უორსულობამ კარგად ჩაიარა,უკვე პატარა მსუქანა ბიჭის დედა ვარ.. ცოტა .შკბიარობისას იყო პრობლემები,მაგრამ უკვე ყველაფერი კარგადაა და კარჰად ვართ.მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ამბავს და მადლობა რომ კითხულობთ ამ ისტორიას.ბოდიშით რომ გალოდინებთ,ვეცდები მალე აიტვირთა მომდევნო თავი

გილოცავთ. ბედნიერი მშობლები ყოფილიყავი6. ჯანმრთელობა და უფლის წყალობა გქონოდეთ. მიხარია რომ ყველაფერი კარგადაა

 


№7 სტუმარი ელა1

მომეწონა ძალიან,რაც შეეხება ანასტასიას საქციელს მოიქცა როგორც პატარა ბავშვი ამ სიტუაცუაში არ უნდა მოქცეულიყო ასე მაგრამ მიდიც მესმის.რაც შეეხება იბრაჰიმს ის სწორედ იქცევა იმიტომ რო იცის თავის როგორ თქვა ადად წესები და იცის რო ანასტასიას საფრთხე ემუქრება თან მგონი მოსწონს კიდე.პ.ს.მიხარია რო ყველაფერი კარგად გაქვს

 


№8  offline წევრი katiusha

ablabudaa
რა კარგია რომ დაბრუნდი და თან ასეთი კრგი თავით, იმედია დიდი ხნით აღარ დააგვიანებ, ძალიან საინტერესო ისტორიაა ❤️❤️❤️

ვეცდები ყველანაირად

Qeti qimucadze
katiusha
Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

Qeti qimucadze
იმედია ორსულობა მშვიდობით მიმდინარეობსს. ანასტასია სად ჩავარდაააა. ღმერთო ჩემო
სახედაკარგულ ადამაინებტანნნ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

უორსულობამ კარგად ჩაიარა,უკვე პატარა მსუქანა ბიჭის დედა ვარ.. ცოტა .შკბიარობისას იყო პრობლემები,მაგრამ უკვე ყველაფერი კარგადაა და კარჰად ვართ.მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ამბავს და მადლობა რომ კითხულობთ ამ ისტორიას.ბოდიშით რომ გალოდინებთ,ვეცდები მალე აიტვირთა მომდევნო თავი

გილოცავთ. ბედნიერი მშობლები ყოფილიყავი6. ჯანმრთელობა და უფლის წყალობა გქონოდეთ. მიხარია რომ ყველაფერი კარგადაა

დიდი მადლობა????????????

ელა1
მომეწონა ძალიან,რაც შეეხება ანასტასიას საქციელს მოიქცა როგორც პატარა ბავშვი ამ სიტუაცუაში არ უნდა მოქცეულიყო ასე მაგრამ მიდიც მესმის.რაც შეეხება იბრაჰიმს ის სწორედ იქცევა იმიტომ რო იცის თავის როგორ თქვა ადად წესები და იცის რო ანასტასიას საფრთხე ემუქრება თან მგონი მოსწონს კიდე.პ.ს.მიხარია რო ყველაფერი კარგად გაქვს

უღრმესი მადლობა????????????????????

 


№9  offline წევრი ირო

დაბრუნებაც ამას ქვია,ძალიან საინტერესოა,ეს ახმედი ხომ რას ჩალიჩობს ვინ იცის,ბოღმის ბუკეტი.ანასტასია ქალია და ყოჩაღ თვითგადარჩენის ინსტიქტი უმუშავებს,ა ქნას არავინ ვიცით ჩვენ მის ადგილას რას და როგორ ვიზავთ.მხარია რომ გამოჩნდი,წარმატებები და მშვიდობა შენ.

 


№10 წევრი აბლაბუდა

ვგონებ კარგი და დაძაბული განვითარება ექნება ამ ისტორიასაც, იმედია აწი მალე დადებთ ხოლმე

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო საინტერესო საოცარი მე მგონი ანასტასიამ დატოვება ეს ბიჭი იმედია ისევ არ გაიქცევა და უარეს დღეში არ აღმოჩნდება,მიხარია ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა და მშვიდობიანად გეყოლათ პატარა სულ ჯამთელუ და სასახელო ბიჭი გაგეზარდოს მადლობა წარმატებები ????????

ძალიან მომეწონა ეს თავი საინტერესოა ველოდები ახალ თავს როცა მოუვლით რა თქმა უნდა მადლობა წღმატებები

 


№12 წევრი აბლაბუდა

აღარ იდება ახალი თავი??

 


№13  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იმედია მალე გაგრძელდება თან ისსეთ მომენტზე გაჩერებული ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარება ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ანა

ეს ისტორია აღარ გაგრძელდება?...ველოდებით ძალიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent