ცხოვრების შანსი ( თავი მეხუთე)
საღამოს უკვე ყველაფერი მზად მქონდა.მანანა და ზაზა სახლში იყვნენ.ათი საათია ალექსანდრე კი ჯერაც არ იყო სახლში.დაძინება გადავწყვიტე ვიფიქრე დავემშვიდობებოდი მაგრამ როგორც ჩანს მოსვლას არ ჩქარობდა მე კი დილას ადრე უნდა გავსულიყავი.ისე ჩამეძინა არ გამიგია როდის დაბრუნდა სახლში.დილას დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.ჩემს წინ სავარძელში მჯდომ ალექსანდრეს გავხედე რომელსაც სახე ალეწვოდა.ცოტა გამოვფხიზლდი და საწოლზე წამოვჯექი. -მიდიხარ?-მკითხა უემოციოდ. -ხო მივდივარ. -ასე მალე? -დროა უკვე. -ეგ რას ნიშნავს-ვერ ვხვდებოდი საუბარი საით მიყავდა. -სანდრო რა ხდება?-ვკითხე დაინტერესებულმა. წამიერად სახე შეეცვალა. -თაია ეს ჩანთა რას ნიშნავს? -მივდივარ სანდრო ხომ გითხარი. -მტოვებ? -ნუ სულელობ -ღიმილით წამოვდექი ფეხზე.-ბათუმში მივდივარ მომწოდებლებთან შეხვედრა მაქვს ,რამდენიმე დღე უჩემოდ მოგიწევს ყოფნა.-გავუღიმე რომ განწყობა გამოსწორებოდა. -მე კი ვიფიქრე გუშინდელის გამო... ჯანდაბა... ბოდიში..-ღიმილით გადმომხედა.-დავიბენი. -არ გძინებია?-მის წინ ჩავიმუხლე.და თვალებში ჩავხედე. -ეს..ეს ჩანთა რომ დავინახე ვერ დავიძინე ათასი კითხვა მიტრიალებდა გონებაში. -როგორი გულწრფელი ხარ სან.-მზერას არ ვაცილებდი. -მარტო მიდიხარ? -არა...ლილესთან ერთან. -გინდა წაგიყვანოთ? -შენ გინდა წამოსვლა? -ასე უფრო მშვიდად ვიქნები .მაგრამ თუ არ გინდა... -მინდა მაგრამ იქ მე დრო არ მექნება არაფრისთვის ჯობს აქ დარჩე, გპირდები დაგირეკავ ხოლმე. -კარგი პატარა ქალბატონო-ღიმილით დამკრა ცხვირზე ხელი.ერთ საათში კი ლილეს სახლთან ვიდექი. -სად ხარ გოგო აქამდე? -ჩამეძინა .-მთქნარებით ჩაჯდა მანქანაში.-რაო ქმარმა მარტო გამოგიშვა?-ღიმილით გაიკეთა ღვედი. -გამოფხიზლდი უკვე გატყობ ხო?-მკვლელი მზერით გავხედე და ბათუმის გზას დავადექი.დამღლელი გზის მერე როგორც იქნა სასტუმროს მივადექით . -მეღირსა ცივილიზაცია-გიჟივით შევარდა ოთახში ლილე. -რა არ მოგეწონა ერთი,მშვიდად ჩამოვედით. -ნელა თაია ნელა ჩამოვედით,ისე რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს. -კარგი რა ნუ წუწუნებ,მე მაინც არ გიცნობდე,წყალს გადაივლებ და მოხვალ სიგიჟის ხასიათზე-მართლაც ასეა ყოველთვის.ამის გაჩერება შეუძლებელია. -კაი ხო,ისე სხვადასხვა ნომერში რატომ არ ვართ? -უკმაყოფილო ხარ? -არა მაგრამ დასარეკი მაქვს და თან... -ვის უნდა დაურეკო?-მის თვალებში ნაპერწკლებს ვხედავდი მაგრამ ვერ ვხვდებოდი რის გამო. -არა დაივიწყე,არაუშავს უმნიშვნელოა ჯერჯერობით. -ლილე რა გამოცანებით მელაპარაკები რას ნიშნავს ჯერჯერობით?-ეშმაკურად ავუციმციმე თვალები. -კაი რა.. არ დაიწყო ეხლა.მერე აგიხსნი,ახლა დაღლილი ვარ შევალ ვიბანავებ. -კარგი წადი.მე შეხვედრაზე გავიქცევი მალე დავბრუნდები.-ჩანთას ხელი დავავლე და იმის მიუხედავად რომ აღარაფრის ძალა არ მქონდა შეხვედრაზე წავედი,რა ვქნა საქმე ასე მოითხოვდა.არანაკლებ გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა მომწოდებლებთან შეხვედრა.გულით და სულთ თითქოს აქ არ ვიყავი . თითქოს გონებას სადღაც ეჩქარებოდა.საღამოს სასტუმროში მისულმა წყალი გადავივლე და საწოლზე წამოწოლისთანავე გავითიშე.ისე ჩამეძინა ბომბი რომ აგეფეთქებინათ ვერ გავიგებდი.მხოლოდ შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა ღამის თორმეტ საათზე.ლილეს მშვიდად ეძინა.სასტუმროს სამზარეულოში პიცა შევუკვეთე და დაველოდე როდის მოიტანენ .ჩემს ტელეფონს დავწვდი . -ჯანდაბა რა დროს გაითიშა-ბუზღუნით დავუწყე დამტენის ძებნა.ჩართვის შემდეგ მალევე აზუზუნდა ,ნაცნობი სახელის წაკითხვისას თავში მაგრად ჩავირტყი ხელი. -სულელი ჩემო თავო,არც კი დაგირეკავს რომ ჩამოხვედი.-სწრაფად ვუპასუხე. -ბოდიში სანდრო ბოდიში..ჩამეძინა..ძააან დავიღალე მართლა,ვეერც კკი შევამჩნიე რა დროს გაითიშა. -თაია ამოისუნთქე დაწყნარდი,მთავარია კარგად ხარ.-ცოტა ნაწყენი მაგრამ მაინც სასიამოვნო ხმა ქონდა. -მაპატიე რა მართლა. -კაი ნუღარ ნერვიულობ.უბრალოდ ვინერვიულეთ სახლში რომ არ დარეკე. -ინერვიულეთ?...ააა ხო მანანასთანაც არ დამირეკავს-ეს თ ძალიან ცუდად შეეხო ჩემს გულს თითქოს მის მზრუნველობას მოველოდი . -კაი დაიძინე ღამე მშვიდობისა . -ღამეშვიდობისა.-ტელეფონი გავთიშე და საოცარი სიცარიელის შეგრძნება დამეუფლა.ცოტახანში პიცით ხელში ვიჯექი საწოლზე. -რამ გადაგრია ამ შუაღამისას რომ ჭამ?-თვალებგაუხელელმა ამოიფრუტუნა. -მომშივდა-ვუპასუხე მოკლედ. -რამ მოგიშალა ნერვები?თუ ვინ?-ფეხზე წამოდგა და პიცას დასწვდა. -წადი რა დაიძინე. -ნუ ყრი ცოფებს.-გემრიელად ჩაკბიჩა პიცის ნაჭერი.-სიძემ გაგაბრაზა.? -ხისთავიანი სვანია,უემოციო,ცივი,ტირანი... -ოოო ჩემო დაო ამოისუნთქე ცოდოა ეგ ბიჭი სულაც არაა ეგეთი . -ნუ იცავ! -კაი ვჩუმდები მაგრამ შენც იცი რომ ასეთი მართლა არაა. -არის, წესივრად არც კი მომიკითხა . -შეხედე გოგო რომელი საათია,აქამდე ალბათ ასჯერ მაინც დაგირეკავდა... -ტელეფონი გაითიშა..-დამნაშავესავით ამოვხედე -ყველაფერი შენი ბრალია და მას ადანაშაულებ?კაი რა თან ნამდვილი ცოლ-ქმარი ხომ არ ხართ ასე რომ გწყინს ეს ყველაფერი. -ეგ რა შუაშია? ხომ შეეძლო ისევ ისე თბილად ეპასუხა როგორც სახლში.. -რაო რაო ?რამე გამოვტოვე? -არაფერი, უბრალოდ ჩემს მიმართ ცივი არ არის ხოლმე ახლა რა დავუშვე. -მოგწონს? -რა სისულელეა ლილე. -არა შეგიყვარდა უკვე. -ნუ ხარ საზიზღარი,ეს არასდროს მოხდება ერთად მარტო კომპანიის და ოჯახის გამო ვართ. -და რა იცით რომ ოჯახს სხვა მიზანიც არ ქონდათ? -არ მჯერა მე მაგის. -ნუ დაიჯერებ .ბოლოს სიგიჟემდე რომ გეყვარება მერე გაიხსენე ჩემი სიტყვები.ახლა კი დაიძინე და დამაძინე მეც. ბუზღუნით წამოდგა ფეხზე, მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი.არ მინდოდა იმის გულამდე მიტანა რაც მითხრა მაგრამ ფაქტი ერთი იყო რომ მე ალექსანდრეს მივეჩვიე და მის გარეშე ვერ ვისვენებდი . დილა ისევ შეხვედრებით დაიწყო ,დავდიოდი და პროდუქტებს ვაფასებდი,ბევრთან ხელშეკრულეას მოვაწერე ხელი,და საღამოს კმაყოფილი დავბრუნდი სასტუმროში.ლილე არ დამხვდა .ამიტომ სიტუაციით კმაყოფილმა ტელეფონზე სასურველი ნომერი მოვძებნე.და დავრეკე რამდენიმე ზარის შემდეგ მისი საოცრად ბოხი ბარიტონი გაისმა. -გისმენ თაია.-გუშინდელი საუბარის ხმა შეცვლოდა.ახლა ბევრად მშვიდი იყო. -როგორ ხარ სანდრო?-გული გამალებით მიცემდა . -კარგი თაია შენ? -მეც კარგად, სახლში ხარ? -ახლა შევედი ოთახში,შენ? -მეც ცოტახნის წინ მოვედი .ლილე გასულია და მარტო ვარ. -მოიწყინე? -ცოტა, ძაან ვიღლები და გამოფიტული ვარ უკვე. -როდის ჩამოხვალ?-მთელი სული და გული ვიგრძენი ამ კითხვაში. -ორ ან სამ დღეში.ვცდილობ მალე მოვაგვარო საქმეები და სწრაფად დავბრუნდე. -რატომ ჩქარობ? -დიდიხანს დავრჩე? -არ გაბედო.-ხმაურიანად გადაწვა საწოლზე და ღრმად ამოისუნთქა. -ჩამოვალ მალე ,ვეცდები.კაი წავედი დაგირეკავ კიდევ . საჭმელი ჭამე შენებურად სულ გაქცევაზე არ იყო. -კარგი პატარა ქალბატონო არ იდარდო. ღიმილით გავუთიშე ტელეფონი,მისი სიახლოვე ძალებს მართმევს უსუსური ვხდები,მისგან სიშორე კი მაგიჟებს ღმერთო ეს რა მემართება. მალე ლილე მოვიდა და რესტორანში ჩასვლა გადავწყვიტეთ. -დაგირეკა პრინცმა?-თვალები ამიციმციმა. -მე დავურეკე რომ მოვედი.ლილე დაგთხრი მაგ თვალებს იცოდე.-მეტი დამაჯერლობის თვის ჩანგალი ავატრიალე ხელში. -კაი ხო.მოდუნდი და გაერთე-ღვინის ბოკალი ხელში აიღო და ქალბატონივით მოსვა. -ხომ იცი ვერ ვიტან ამ სასმელებს. -აუ ეს უნდა გასინჯო საოცრებაა და ამ კერძს ძალიან უხდება. -კარგი მხოლოდ ერთი ჭიქა.-ძალიან ფრთხილად მოვსვი მათრობელა სასმელი.თუმცა სასიამოვნო არომატმა წამში დამიარა სხეულში. -აღიარე ხომ კარგია.? -ძალიან ცოტა გამისინჯავს მაგრამ ეს საოცრება მართლა.-ახლა უფრო თამამად მოვსვი სასმელი .ერთ საათში თითქმის მთვრალი ავედი ოთახში. -კაი რა თაია,ერთმა ჭიქამ ასე იმოქმედა? -გოგო მე შენსავით ლოთი კი არ ვარ ყოველდღე რომ ვსვავდე ,მალე მეკიდება ხომ იცი არა. -კაი ხო აი მინერალური თუ რამეა.მე მეძინება უკვე.-არხეინად გაიშხლართა საწოლში. ვერ დავიძინე .ისევ მასზე ფიქრმა გამიტაცა.ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი სახლში.არ ვიცი საიდან ამხელა სითამამე.მაგრამ მომენტალურად რაღაც ძალამ მიბიძგა,ჯერ ლილეს გადავხედე დავრწმუნდი რომ ეძინა.მერე ტელეფონს დავწვდი და იქვე კუთხეში აივნის კართან გამათბობელთან იატაკზე დავჯექი.რამდენიმე გრძელი ზარის შემდეგ ნამძინარევი ხმით მიპასუხა. -თაია მშვიდობა გაქვს? -კი , ბოდიში რომ გაგაღვიძე. -არაუშავს მითხარი რა იყო? რა მოხდა ? რატომ.... -მომენატრე სან.-სიტყვა შევაწყვეტინე.ხმას არ იღებდა ნუთუ აქამდე დავეცი რომ ბიჭს რომლისთვისაც სულ უმინშვნელო შეიძლება ვიყო ეს სიტყვები ვუთხარი .ჩემს თავს ვწყევლიდი რომ ასეთი სულელი და ბრიყვი ვარ.ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი როცა მისი ხმა ისევ გავიგე. -მეც თაი, ძალიან.-წამით გულმა ფეთქვა შეწყვითა და საოცარი სისწრაფით განაახლა.-სულელი გოგო ხარ ამ შუაღამისას როგორ ამაფორიაქე.-რა დამემართა? ხმას ვერ ვიღებდი.-კაი მიდი დაიძინე ახლა, ტკბილი ძილი. -შენც...-სულ ეს იყო რაც ვთქვი.მაგრამ უზომოდ ბედნიერმა დავიძინე. დილა ისევ შეხვედრებით დაიწყო.აქეთ იქით სირბილით და მოლაპარაკებით.დღის ბოლოს კი კმაყოფილი დავბრუნდი სასტუმროში. -რამ გაგახარა ასე? -მოვრჩი აქ ყველაფერს დანარჩენზე თვითონ ჩამოვლენ თბილისში. -ანუ? -ანუ ხვალ შეგვიძლია დავბრუნდეთ. -ძალიან აჟიტირებული ხარ .-ღიმილით გადმომხედა.-და არ გეგონოს გუშინდელი შენი სატელეფონო საუბარი არ გამეგოს. -რა თქვი?-გაოცებულმა წამოვიყვირე. -რაც გაიგე.მე ვერაფერს გამომაპარებ მალე ახდება ჩემი სიტყვები.ამინ ღმერთო ამინ-ზემოთ აპყრობილი ხელებით ქოთქოთებდა. -მოყოლას ისედაც ვაპირებდი.-ვიმართლე თავი. -დღეს ელაპარაკე? -არა გოგო გაგიჟდი.შუაღამისას გავაღვიძე ბიჭი მომენატრე თქო ეს რომ მეთქვა და დღეს დავურეკავდი შენი აზრით? -ლოგიკურად არა მაგრამ ფაქტია სურვილი გკლავს. -ასე მეტყობა? -კი დაო ,აი აიღე მგონი ჩემი ნომერი არ იცის დაურეკე ხმას მაინც გაიგებ .-სიცილით გამომიწოდა ტელეფონი.-დატოვე ამოვალ და წავიღებ .მერე გავდივარ გვიან მოვალ.-მომაძახა და კარი გაიხურა.ნეტა სად დათრევა ეს ადვოკატი ქალი მარტო.გავიფიქრე თუმცა ჩემს ხელში ტელეფონმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.დავუჯერო ?დავურეკო?საათს დავხედე უკვე ცხრაა სახლში უნდა იყოს .დიდი ყოყმანის შემდეგ ნომერი ავკრიფე და დავურეკე. -გისმენთ...,რომელი ხართ? ვინ ხარ მეთქი?-ხმა გაუმკაცრდა . ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მალევე მისი ღიმილნარევი ხმაც გავიგე.-თაია ,თუ დარეკე ხმაც უნდა ამოიღო სულელო,გგონია ვერ გიცნობ? -მე..მე ..ხომ არაფერი მითქვამს?-წარმოვთქვი გაოცებულმა. -სიჩუმითაც კი შემიძლია გიცნო ხომ ხედავ .--სიცილს უმატა. -კარგი ხასიათზე ხარ გატყობ. -სანამ დამირეკავდი სულაც არ ვიყავი კარგ ხასიათზე თაია.-ხმა დაუსეროზულდა. -რატომ რა მოხდა? -ნატალი ხომ გახსოვს? -კი ის გოგო რესტორანში.მერე? -დღეს დილას ისევ ერთად იყვნენ.მერე ჩემი ბიჭები ჩავრიე ვუთვალთვალე მისგანი იღებს ის იდიოტი ლაშა ყველანაირ ინფორმაციას.სხვა გზა არ მქონდა სამსახურიდან დავითხოვე. -დალაპარაკება გეცადა ალექსანდრე იქნებ,.. -ვეცადე მაგრამ ყველაფერი უარყო.ისე დააბრმავა იმ იდიოტმა სიჩუმე არჩია და მას ენდო -მეც ეგრე ვიყავი ,ბოლომდე ვენდობოდი -დანანებით წარმოვთქვი. -შენს თავს მას ნუ ადარებ გესმის?არ გაბედო თაია. -კარგი დაწყნარდი.სიმართლეს ვამბობ.მეც ეგრე დამაბრმავა .ეგრე ადვილად ვერ გატეხავდი მაგ გოგოს კარგია რომ გაათავისუფლე მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით გთხოვ. -მთავარია შენ ჩამოხვიდე და აქ გხედავდე მერე ვიცი რასაც გავუკეთებ.ვერ გავრისკავ ჯერ მანდ ვერ დაგიცავ ის ჭკუით ავადმყოფი რას გააკეთებს ვინ იცის.შენს გამო ვჩერდები. -მორჩა , მშვიდად იყავი მე კარგად ვარ.-თავში ბავშურმა აზრმა გამიელვა და არ ვუთხარი რომ ხვალ ვბრუნდებოდი. -ვისი ნომრიდან მირეკავ? -ლილეს ნომერია.გუშინდელის მერე მერიდებოდა დარეკვა... -ამიტომ უცხო ნომრიდან დამირეკე? -ძალიან ბავშვურია ვიცი. -შენც ხომ ბავშვი ხარ არა?-გაიღიმა ვიგრძენი როგორ ჩაიცინა. -არავარ მე ბავშვი !-ხმა გავიმკაცრე. -როდის ჩამოხვალ თაია? -მე...ხომ გითხარი არა გუშინ.-დავიბენი არ მინდოდა სიურპრიზი ჩამშლოდა.-შენ ის მითხარი სახლში როგორ არიან?-საუბრის გადატანა ვცადე. -კარგად არიან.თაია თავს გაუფრთხილდი გთხოვ. -ვცდილობ ალექსანდრე ,არ ინერვიულო.კარგი დაისვენე მიდი.და მშვიდად იყავი.არაფერი ცუდი არ მოხდება დამიჯერე. -გიჯერებ.დროებით თაია.-ტელეფონი გავუთიშე.დაფიქრება მჭირდებოდა რას ველი მისგან და რა მჭირდება.ეს ურთიერთობა სიყალბით დაიწყო და ახლა მცირედი გრძნობები შეიძლება უბრალოდ ვნების ბრალი იყოს და არა გულწრფელობის.მეშინია ერთ დღესაც სულ სხვა რომ დამხვდეს ?რომ შევიცვალოთ? სიჩქარით კარგი არაფერი გამოვა.მაგრამ მისი ნახვის სურვილი იმდენად დიდია ვერ ვუძლებ.მასთან თავს თითქოს მშვიდად ვგრძნობ,თითქოს ძალიან ახლოა ჩემთვის და ეს მყოფნის.მერე ,მერე რა იქნება?ამ კითხვებით მივუყვებოდი ბათუმის წვიმიან ქუჩებს.სრულიად სველი ,მაგრამ არ მციოდა გულში მოგიზგიზე ცეცხლი მათბობდა და მაბედნიერებდა.ჯიბიდან მოზუზუნე ტელეფონი ამოვიღე. და ესემესი გავხსენი <<არ გეგონოს ბედნიერი იყო,არაფერს შეგარჩენთ.და ხო წვიმაში დიდხანს არ იყო გაცივდები >>შიში ,დაბნეულობა და მღელვარება ერთიანად გამოიწვია ამ ესემესმა ჩემში ეს გრძნობები.გარშემო მიმოვიხედე უკვე ბნელოდა.ვეძებდი ყველგან , დამფრთხალი მივუყვებოდი სასტუმროსკენ გზას.ლილეს დავურეკე. -სად ხარ?...ახლავე სასტუმროში მოდი...არა ლილე...ახლავე ან მითხარი და მოგაკითხავ.. კარგი გელოდები...-ყველა გამვლელში მას ვხედავდი და უფრო მეშინოდა .აქამდე იმის შიში არ გამჩენია რომ რამეს დამიშავებდა მაგრამ ახლა ძალიან მეშინოდა სწრაფად შევედი სასტუმროში და ოთახში ავედი.სიცივისგან თუ შიშისგან არ ვიცი მაგრამ კანკალმა ამიტანა.ვერ ვჩერდებოდი.ტანსაცმელი გავიხადე და ცხელი წყლის ქვეში დავდექი.ცოტახანში ტვინმა იგრძნო რომ საფრთხე არ ემუქრებოდა და დამშვიდება დაიწყო.მთელი სხეულით მოვდუნდი.ხალთით და თავზე პირსახოც შემოხვეული საწოლზე დავწექი.კარის ხმამ შემაშინა და ფეხზე წამოვხტი. -მშვიდად თაია მე ვარ...-ოთახში შემოსული ლილეს დანახვისას ღრმად ამოვისუნთქე.-რა ხდება ამიხსნი? -სად იყავი? -დაკითხვაა?-თითქოს დაიბნა. -არა ბოდიში..ეს ..ეს ნახე-მობილური გავუწოდე და ლაშას ესემესი წავაკითხე. -აქ არის?-გაკვირვებულმა ამომხედა. -არ ვიცი გზად ნაცნობი არავინ შემხვედრია. -იდიოტი როგორ ბედავს ამდენს? -პირვლად შემეშინდა მისი, ამიტომ დაგირეკე შენც. -კაი ნუ სულელობ რა უნდა დაგიშაოს ბოლობოლო ალექსანდრე გულედანის ცოლი ხარ ახლოსაც ვერ უნდა მოვიდეს შენთან. -მაგრამ ბედავს ხომ ხედავ.ეს რომ სანდრომ გაიგოს.. მოკლავს გეფიცები ... -კარგი ხვალ წავალთ და არც არაფერი იქნება სათქმელი დამშვიდდი. -ასე ფიქრობ? -აბა როგორ.ეგ იდიოტი თბილისში ვერაფერს დაგიშავებს და აქ აღარ ვჩერდებით დიდხანს მშვიდად დაიძინე მიდი .მეც დავიძინებ. -კარგი მიდი მოწესრიგდი .-გავუღიმე და საწოლში ჩავწექი.მშვიდად ვერ დავიძინე ღამე .სულ მეგონა რომ ოთახში ვიღაც მითვალთვალებსთო.ასეთი განცდა არასდროს მქონია.დილას ადრიანად ავდექი დარჩენილი საქმეები მოვაგვარე და შუადღეს ბათუმი დავტოვეთ. მოუთმენლად ველოდი ალექსანდრეს მოსვლას ,მანანა და ზაზა გავაფრთხილე არ ეთქვათ რომ ჩამოვედი ,ამაზე კი ამა საყვარელ ცოლ-ქმარს ეშმაკურად აუციმციმდათ თვალები თუმცა არაფერი მითქვამს .მანქანაც უკანა ეზოში დავტოვე .როგორც კი ეზოში შემოსულს მოვკარი თვალი ოთახში ავედი.კიბეებს მძიმე ნაბიჯებით მოუყვებოდა.კარი ფრთხილად მივხურე და დაველოდე როდის შემოვიდოდა . სახელური ჩამოწია და ოთახში შემოვიდა.ხელის ცეცებით აანთო შუქი.ისე რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია.ორიოდე წამი და ჩემი ტელეფონი აზუზუნდა..მხოლოდ მის ხმაზე მოავლო ოთახს თვალი.ღიმილით დავხედე ტელეფონს რომელზეც მისი სახელი ციმციმებდა.და მზერა მას გავუსწორე მის უსაზღვრო სფეროებს,რომელშიც სრულიად ვიკარგები. -თაია?-ტელეფონი გათიშა და ჩემსკენ წამოვიდა. -სიურპრიზი-დავიყვირე ბედნიერმა.სწრაფად დავფქვათ მანძილი და მონატრებულ სხეულს მაგრად ჩავეხუტე.მერე რაღაც ძალამ ერთმანეთს დაგვაშორა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი . -როდის ჩამოხვედი?-საუბარი დაიწყო სიტუაციის განსამუხტად. -ცოტახნის წინ.-ძლივს ამოვილუღლუღე. -რატომ არაფერი მითხარი გუშინ შენ პატარა ეშმაკო-ცხვირზე თითი დამკრა და საწოლზე ჩამოჯდა. -მერე სიურპრიზი აღარ გამოვიდოდა-მეც გამბედაობა მოკრებილი არხეინად მივუჯექი გვერდით. -როგორ ჩაიარა ?!მოაგვარე საქმეები.? -კი ყველაფერი კარგად წავიდა.მაგრამ ძალიან დავიღალე. -ეგ გეტყობა სახეზე. -ეგრე ძალიან შესამჩნევია? -ოთხი თვეა გიცნობ მაგრამ ასეთი წაშლილი სახით რამდენჯერმე გნახე ასე რომ ვიმახსოვრებ.-გამიღიმა კმაყოფილმა. -დრო მალე გავა არა? -გინდა რომ მალე გავიდეს?-მომლოდინე თვალები შემომანათა. -არ ვიცი რა მინდა. -მე ვიცი-ახლოს მოიწია , იმდენად ახლოს რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვევოდა.თითებით თმა ყურს უკან გადამიწია,გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა.ჩემსკენ დაიხარა და ცხელი ტუჩებით შემეხო ყელზე . ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა ტანში.იმდენად სასიამოვნო იყო მისი შეხება თვალები ნეტარებისგან მივლულე. -თაია ,როგორ მომწონს ასე რომ ვმოქმედებ შენზე.-ყურთან დამიჩურჩულა და მომშორდა.აღნიშნულ სასიამოვნო ფაქტზე გონებამ მაინც წითელი სიგნალი ჩართო. -რას აკეთებ?-გიჟივით წამოვარდი ფეხზე.-შენ ..შენ..ეს რა გააკეთე.-ცოფებს ვყრიდი ის კი იცინოდა. -დაისაჯე. -რისთვის? -რომ არ მითხარი ჩამოსვლაზე.-მხრები აიჩეჩა. -აღარ შემეხო.-გაღიზიანებულმა მივახალე .წამში შეეცვალა სახე .ფეხზე წამოდგა და თვალებში დაჟინებით მომაშტერდა. -ეგ რას ნიშნავს? -რაც გაიგე ! არ გაქვს შეხების უფლება. -და რომ მინდოდეს შემეწინააღმდეგები? -ბედს ნუ ცდი. -აი ამ თვალებს და ამ თითებს არ შეუძლიათ მღელვარება დამალონ როცა გეხები.-ჩემი თითები თავისაში ახლართა. -შეუძლიათ და...-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი.მისი სიახლოვისგან დაბნეულმა ვერაფერი ვთქვი. -თაია თაია-ღიმილით ჩაილაპარაკა და გამშორდა.სააბაზანოში შევვარდი ცივი წყალი შევისხი და გონს მოვედი.იქიდან გამოსულს ალექსანდრე უკვე თავის საწოლში მოკალათებული დამხვდა.მეც საწოლისკენ წავედი და საბანში გავეხვიე.მის სურნელს ძალიან ახლოს ვგრძნობდი.წამოვჯექი ,ის ისევ დივანზე იწვა.მაგრამ ეს სურნელი ისე ახლოა.ცხვირი ბალიშში ჩავრგე და სასიამოვნო არომატმა მოიცვა ჩემი ფილტვები.აქ ეძინა.გამეღიმა და მეც ტკბილად ჩამეძინა. დილას მასზე ადრე გავიღვიძე.უხმაუროდ მოვწესრიგდი და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე მანაც რომ გაიღვიძა. -დილამშვიდობისა თაია. -დილამშვიდობისა.-თავ აწეულმა ვუპასუხე.-ჩემს საწოლს შენი სურნელი ასდის . -უკმაყოფილო არ ჩანხარ მაგით. -სრულიად უკმაყოფილო ვარ და.... -კარგი გასაგებია მორჩებიან ოთახში რემონტს და გადავალ.-გაბრაზებულმა გაიხურა კარი. -რას აკეთებ თაია ნეტავ თუ ხვდები საერთოდ.-ჩემს თავს შევუძახე და მეც დაბლა ჩავედი.საუზმის შემდეგ რესტორანში მივედი.საღამომდე იქ გავჩერდი მერე კი სახლში დავბრუნდი,მანჩოს სახლის საქმეებში დამხმარე,ჩემებს ველაპარაკე და დასაძინებლად მოვემზადე .არ მოსულა სახლში,დილის მერე არ მინახავს.ნეტავ სად უნდა იყოს? ფიქრებიდან მოზუზუნე ტელეფონმა გამომიყვანა. <<განანებ თაია ყველაფერს.>>ისევ შიშმა მომიცვა.ნუთუ ჩემს შანტაჟს ცდილობს რომ კომპანიაში შემოვიდეს?თუ ასეა არ უნდა ავყვე.თავს ვიმშვიდებდი. შუაღამისას გამეღვიძა ,ისევ არ იყო ოთახში.ტელეფონს დავწვდი და ესემესი მივწერე. <<სად ხარ?>> <<რატომ გაინტერესებთ პატარა ქალბატონო?>> <<მეშინია სანდრო>> არაფერი უპასუხია.ცრემლები მომეძალა ასეთი უსუსური რომ გავხდი.არასდროს არავისთვის დახმარება არ მითხოვია .ახლა კი შიში მიპყრობდა იმ არამზადას გამო.რამდენიმე წამში საოცარი სისწრაფით გაიღო ოთახის კარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.