შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე (II ნაწილი) 8 თავი


9-11-2021, 19:54
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 085

მარიანას ძალიან შეეშინდა როცა გააცნობიერა რომ მისთვის უცნობი მანქანა სწორედ მას მიჰყვებოდა უკან თან ძალიან აშკარად და დაუფარავად, შესაბამისად ძალიან აღელდა მოსალოდნელი საფრთხის გამო და ფეხს აუჩქარა. ტელეფონის ძებნა დაიწყო ქურთუკის ჯიბეებში მაგრამ თან არ აღმოაჩნდა, როგორც ყოველთვის დაავიწყდა წამოღება, მისდასაუბედუროდ ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო რომ დახმარება ეთხოვა, ამიტომ რაღაც მომენტში იფიქრა რომ გაქცეულიყო ან ეყვირა, მაგრამ მაშინვე უკუადგო ეს აზრი რადგან საკმაოდ შორს იყო დასახლებიდან და შესაბამისად მისი თავდაცვის ეს მცდელობა მაინც ამაო იქნებოდა მოცემულ მომენტში. კარგა ხანს იარა შეშინებულმა, დაბნეულმა და დაძაბულმა თოვლით დაფარულ მოყინულ გზაზე მისი სიჩქარით უკან მომყოლ მანქანასთან ერთად. აუტანელი სიცივისა თუ შიშის საშინელმა შეგრძნებამ ერთიანად მოიცვა მისი სიფრიფანა სხეული და უსიამოდ გააჟრჟოლა, ნელ-ნელა ხელ-ფეხი გაეყინა და სიჩქარეს უკლო, ბოლოს უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე. ბოლოს უკვე ვეღარ გაუძლო მისმა უკვე მგრძნობელობა დაკარგულმა სხეულმა ამ დაძაბულობას და ერთ ადგილს მიეყინა, რაღაც საშინელების მოლოდინის რაჟიმზე დაპროგრამებულივით, სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე როცა მისთვის უცნობი, მინებდაბურული მანქანაც მომენტალურად გაჩერდა. კარგა ხანს იდგა მარიანა ერთ ადგილზე მიყინულივით, ურეაქციოდ და მოთმინებით დაელოდა თორნიკეს გამოჩენას, რადგან გრძნობდა რომ სწორედ მისი მწერა სწვავადა დაბურული მინებიდან. თორნიკე მანქანიდან დინჯად გადავიდა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეს მტკივნეულად შეეფეთა და იმის მიუხედავად რომ მარიანა ძალიან ეცადა ემოციებს არ აჰყოლოდა და როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაინც აეწვა ცხივრი და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე, რომელიც მაშინვე აკანკალებული თითებით მოიწმინდა, რადგან არ უნდოდა თორნიკეს ეგრძნო რამდენად სუსტად, უსუსურად, უმწეოდ, დაუცველად გრძნობდა თავ მისთან პირისპირ მარტო დარჩენილი. თორნიკე ძალიან ნელა და მშვიდად მიაუახლოვდა მთელი სხეულით აკანკალებულ ცოლს, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ტირილისგან ჩაწითლებული მწვანე სფეროებისთვის და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის წაშლილ სახეს, მარიანამ მაშინვე გვერდზე მიატრიალა თავი და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-მარიანა-ხმა დაბალი ტონით დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა საყვარელი და ზედმეტად მონატრებული გოგონას სახელი და ათრთოლებული, ცივი თითები მის თმებში ახლართა, ცხვირის წვერი კი გაუაზრებლად საფეთქელზე შეეხო. შეშინებულ და დამფრთხალ გოგონაზე ისე საშინლად იმოქმედა ამ მოულოდნელმა შეხებამ და ზედმეტმა სიახლოვემ რომ დენდარტყმულივით უკან გახტა და ამდენიმე ნაბიჯით კიდევ უფრო უკან დაიხია რათა მაქსიმალურად გაეზარდა დისტანცია მასსა და ჯერ კიდევ ქმარს შორის
-გთხოვ წადი აქედან-ზიზღით უთხრა გოგონამ და წამიერად გაუსწორა მზერა მის ჩამქრალ სფეროებს, უსიამოდ გააჟრჟოლა რადგან თორნიკეს თვალებიდან წამოსულმა სიცივემ და სიცარიელემ საშინლად იმოქმედა მასზე
-ერთად წავალთ-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა და მისკენ ნაბიჯი წადგა
-არ გაბედო და არ შემეხო!-ხმის კანკალით უთხრა გოგონამ და კიდევ უფრო უკან დაიხია. თორნიკე საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე ასე ისტერიულად რომ ეშინოდა ცოლს მისი, ამიტომ მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-დამსვიდდი...მინდა რომ ვილაპარაკოთ... მხოლოდ მე და შენ, მარტოებმა პირისპირ
-სალაპარაკო არაფერია!-ავარდა მარიანა-ყველაფერი დასრულდა გესმის? დასრულდა! მე და შენ ძალიან მალე განვქორწინედებით
-არ განვქორწინდებით-მბრძანებლური ტონით უთხრა თორნიკემ და წამებში დაფარა მათ შორის მანძილი, აკივლებული გოგონა მკლავებში მოიმწყვდია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა მწვანე, ჩამუქებულ, აწყლიანებულ სფეროებში
-ხელი გამიშვი-ზიზღით უთხრა მარიანამ ქმარს და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მის უხეშ ხელებს რომლებიც მაქსიმალურად უზღუდავდენ მოძრაობის უნარს
-ნუ ფართხალებ! ხომ იცი რომ იქამდე არ გაგიშვებ სანამ, მე არ მომინდება ეს?!-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო, სუნთქვა აჩქარებული გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე და გამარჯვებულის იერით დააცქერდა ზემოდან
- მორჩი სისულელეების ლაპარაკს და ხელი გამიშვი!
-მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებ თუ ისტერიკას შეწყვეტ და მშვიდად მომისმენ
-გეყოფა-გაბრაზდა მარიანა და როგორც კი თორნიკე ოდნავ მოდუნდა ხელიდან დაუსხლტა- მითხრი რა გინდა ჩემგამ, აქ რისთვის მოხვედი და წადი - მასთან შორი-ახლოს დადგა და აკანკალებულ თითებზე დააკვირდა
-მინდა ჩემს მანქანაში ჩაჯდე და ჩემთან ერთად წამოხვიდე ბაკურიანში რომ ყველფერი თავიდან დაწყება ვცადოთ! რადგან მე შენ ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ და განქორწინებაზე ფიქრიც კი არ მინდა!-მბრძანებლური ტონით უთხრა ბიჭმა
-შენ რა გაგიჟდი?!-შეიცხადა მარიანამ და გაეცინა- გგონია რომ... მართლა ფიქრობ რომ მე შენთან ერთად სადმე წამოვალ იმ ყველაფერის მერე რაც გამიკეთე და ჩვენი ურთიერთობის გამოსწორებას ვეცდები?!
-ვიცი რომ შენი ნებით და სურვილით არ წამოხვალ-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და მოულოდნელად წვრილ მაჯაში უხეშად წაავლო ხელი დამფრთხალ გოგონას, თავისკენ მიიზიდა და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში- მითუმეტეს ჩვენი დანგრეული ურთიერთობის გამოწორებას ოდნავადაც არ ეცდები!
-იმიტომ, რომ შენ, ეს, ჩემგან არ დაგიმსახურებია!-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა და ხელზე დაეჯაჯგურა
-ამიტომაც არც გეკითხები გინდა თუ არა ჩემთან ერთად ბაკურიანში წამოსვლა! პასუხი ისედაც ვიცი! ამიტომ პირდაპირ გეუბნები რომ წამოხვალ გინდა თუ არა შენ ეს!-ზემოდან დააცქერდა გაავებული ბიჭი ცოლს
-არ წამოვალ!
-წამოხვალ, იმიტომ რომ მე ასე მინდა!
-რა თქმა უნდა შენთვის არც ახლა აქვს მნიშვნელობა იმას თუ მე რა მინდა-ნაწყენი ტონით უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ ქმარს
-შემ მაიძულებ რომ ასე მოგექცე-წამოენთო ბიჭი და ძალდატანებით მიიყვანა მანქანამდე შეშინებული გოგონა რომელიც მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას, კარი გაუღო და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით- ჩაჯექი-ფაქტიურად უბრძანა და უფრო ძლირად მოუჭირა უხეში თითები სუსტ მაჯაზე ხელიდან რომ არ გასხლტომოდა
-არ ჩავჯდები-ზიზღით უთხრა მარიანამ და კარი გამეტებით მიაჯახუნა, თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა თებერვლიც ცივი, სუსხიანი გამყინავი ჰაერი და კარი მშვიდად გამოაღო
-ჩაჯექი-მისთვის უჩვეულოდ მშვიდი ტონით უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა- ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო... არ მინდა რომ ტკივილი მოგაყენო-გამაფრთხილებლად უთხრა და მაჯა გაუთავისუფლა, ასლუკუნებული მარიანა მანქანაში ჩაჯდა და კარი მიიჯახუნა, თორნიკეს საჭეს მშვიდად მიუჯდა, მანქანა ადგილზე მოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. კარგა ხანს იარეს ჩუმად, უხმოდ, სიტყვის უთქმელად, ბოლოს ისევ მარიანას უმტყუნა ნერვებმა და საზარელი სიჩუმე დაარღვია
-თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?-უმისამართოდ იკითხა და საქარე მინას გაუშტერა ცრემლიანი თვალები
-მინდა რომ შენ და ლილე დაგიბრუნოთ, რადგან უთქვენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს- ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და სულ ერთი წამით მიიხედა გაოგნებული გოგონასკენ, ამ დროს მათი არეული თვალები ერთმანეთს შეხვდა
-ძალდატანებით?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გოგონამ ქმარს და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა
-ნებისმიერი გზით-გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა და მისკენ მიიხედა
-არ გაპატიებ,რაც არ უნდა გააკეთო მაინც არასდროს გაპატიებ იმას რომ დამარტყი- ზიზღით უთხრა გოგონამ და მზერა აარიდა მის წაშლილ სახეს
-ვიცი რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ, მე ამას ვგრძნობ!
-ჰო, მიყვარხარ, ჯერ კიდევ მიყვარხარ, ძალაინ მიყვარხარ, მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ შენ მე ხელით უსამართლოდ შემეხე და...
-ყველაფერს გამოვასწორებ -წინადადება გააწყვეტინა აღელვებულმა ბიჭმა ცოლს
-როგორ? -სევდიანი ღიმილით შეხედა მარიანამ ქმარს
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ...
-ბაკურიანში იმიტომ მიგყავარ რომ პატიება მაიძულო?-ცინიკური ტონით ჰკითხა გოგონამ
-ოდესმე შეძლებ რომ მაპატიო?-ინტერესით მიაჩერდა თორნიკე ირონიულად მომღიმარ ცოლს
-რა თქმა უნდა -მშვიდი ტონით უთხრა მარიანამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე აგრესიული ტონით დაამატა-მაგრამ არ გაპატიებ, გესმის? არასდროს გაპატიებ იმას რის გადატანასაც მთელი ეს დრო მაიძულებდი!
-კარგი როგორც გინდა-გაბრაზდა თორნიკე და სიჩქარეს მოუმატა. ისევ შემწუხებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მარიანას ჩაბარდნილმა ხმამ დაარღვია
-თორნიკე მანქანა გააჩერე
-მარიანა-ავარდა ბიჭი
-ცუდად ვარ-შეწუხებული ხმით უთხრა გოგონამ ქმარს და როგორც კი თორნიკემ მანქანა გააჩერა მაშინვე გადავიდა და ღრმად შეისუნთქა თებერვლის ცივი ჰაერი
-რა დაგემართა -დაიძაბა თორნიკე და ნელა მიუახლოვდა სახე გადაფითრებულ ცოლს
-არ მომეკარო-მკაცრი ტონით უთხრა მარიანამ და უკან დაიხია, რატომღაც მის ზედმეტი სიახლოვე ჯერ კიდევ აფრთხობდა
-სერიოზულად?-ხელები უღონოდ გაშალა თორნიკემ- ჩემი ისევ გეშინია?
-არ უნდა მეშინოდეს?-ცრემლები მოეძალა აღელვებულ გოგონას
-არა! იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და არასდროს არაფერს დაგიშავებ
-ახლა რას აკეთებ შენი აზრით?-ავარდა მარიანა და მზერა გაუსწორა
-ასე იმიტომ ვიქცევი რომ ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად სხვა გზას ვერ დავინახე და არა იმიტომ რომ შენი დაშინება მინდა
-რატომღაც შენი არ მჯერა
-მარიანა!
-ძალიან დავიღალე უკვე ამ ყველაფერით- მოიღუშა მარიანა- რამდენიმე დღის წინ მთვრალი მემუქრებოდი რომ მიპოვიდი და შენთან დაბრუნებას მაიძულებდი, ახლა კი მეუბნები რომ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ მომხდარს ნანობ და ჩვენი ოჯახის გადარჩენა გინდა
-მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა
-მაინც?-ცინიკურად გაეცინა გოგონას
-მანქანაში ჩაჯექი-უბრძანა თორნიკემ და კარი გაუღო
-არასდროს შეიცვლები-დარწმუნებით უთხრა მარიანამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში. გზაში რამდენჯერმე გახდა ცუდად მარიანა რის გამოც თორნიკეს ყოველჯერზე მანქანის გაჩერება მოუხდა. ეს ყველაფერი საკმაოდ ეუცნაურა რადგან მარიანას მგზავრობის აუტანლობა არ სჭირდა თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია მომხდარზე და ყველაფერი მარიანას არანორმალურ ღელვას მიაწერა.
გაგიჟებული სოფის დამშვიდება ვერაფრით შეძლო გიორგიმ, რომელიც თორნიკეს მიერ მარიანას წაყვანიდან რამდენიმე წუთში მივიდა მასთან
-გთხოვ დამშვიდდი, ზუსტად ვიცი რომ ახლა თორნიკე არაფერს დაუშავებს
-სად წაიყვანა?-სლუკუნებდა სოფი
-აზრზე არ ვარ
-დარწმუნებული ვარ იცი!
-სოფი დამშვიდდი, ცუდი არაფერი მოხდება დამიჯერე...უბრალოდ მასთან ლაპარაკი ურთიერთობის გარკვევა უნდა
-უკვე ყველაფერი გარკვეულია!
გიორგის ძალიან გაუჭირდა მაგრამ როგორღაც მოახერხა სოფოს დარწმუნება იმაში რომ ამ საქმეში პოლიციის ჩარევა სრულიად უადგილო იყო და რომ თორნიკე ცოლს არაფერს დაუშავებდა, საბოლოოდ სოფი მარიანასთან ლაპარაკმა დააშოშმინა
-მართლა კარგად ხარ? ძალიან მეშინია, მაგ ავადმყოფს არ ვენდობი
-კარგად ვარ ნუ გეშინია, ლილე კარგადაა? ხომ არ ტირის?
-არა ყველაფერი რიგზეა
-თუ რამე გიორგის უთხარი და ჩვენთან მოიყვანს
-შენს გამოშვებას არ აპირებს არა ეგ შეშლილი?
-სოფი გთხოვ ასე ნუ განიცდი
-უთხარი?
-არა...
-თქმას არც აპირებ?
-არა!
-დარწმუნებული ხარ? იქნებ ეს... არ ვიცი... იქნებ ეს თქვენი შანს..
-გადაწყვწტილება უკვე მივიღე და მას არ შევცვლი
-მარიანა, ეს ძალიან რთულია
-ვიცი... მაგრამ ხელახლა ვერ ვენდობი თორნიკეს.. არ შემიძლია...
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ მე შენს ყველა გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ
-კარგია რომ არსებობ!- მშვიდი ტონით უთხრა მარიანა გაეღიმა
-უჩვეულოდ მშვიდი ხარ-ეჭვით ჰკითხა სოფიმ- მგონია რომ კარგად არ ხარ
-არც ვარ, მაგრამ არ მინდა იგრძნოს როგორ მეშინია რეალურად მისი... ვერ დავუშვებ რომ ისევ მისი გავლენის ქვეშ მოვექცე...
-დარწმუნებული ხარ რომ პოლიციის ჩარევა არ ღირს?
-მთელი ცხოვრებ პოლიცია ვერ დამიცავს, როგორმე ჩვენთვითონ უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ
-გგონია რომ შენს სურვილებს გაითვალისწინებს?
-რა თქმა უნდა არ მგონია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იძულებული ვარ ბოლომდე მოვუსმინო და მერე რამენაირად გავაგებინო რომ მასთან ყოფნა აღარ მინდა და თავისუფლება მოვიპოვო
-მეეჭვება რომ მისი დარწმუნება შეძლო და განქორწინებზა დაითანხმო, მითუმეტეს ახლა
-ძალიან ვეცდები რომ მიზანს მივაღწიო-დარწმუნებით უთხრა გოგონამ დას და ოთახში იმ წამს შესულ ქმარს ტელეფონი გაუწოდა
-შენ გქონდეს-მოიღუშა თორნიკე და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა
-არ მინდა გენდობი-გამომწვევი ტონით უთხრა გოგონამ ქმარს, მობილური ჟურნალების მაგიდაზე ნელა დადო და მისკენ გააცურა
-მამას გოგო როგორაა, ხომ არ ჭირვეულობს შენს გარეშე?-სიტყვა ბანზე აუგდო თორნიკემ
-არა
-ძალიან კარგი... არ გშია?
-არა
-მე მშია, წავალ რამეს მოვიმზადებ-ფეხზე წამოდგა თორნიკე და სამზარეულოში გავიდა, მარიანასდა საუბედუროდ ომლეტი მოიმზადა, რასაც მისი გულისრევის საშინელი შეგრძნება მოჰყვა შემდეგ კი სააბაზანო ოთახში ხშირი შეკეტვა, თორნიკეს გაოცება, გაკვირვება და ბოლოს ეჭვები.
გეგა მომღიმარი სახით უყურებდა გვანცას რომელიც სიგარეტს მშვიდად ეწეოდა აივანზე
-ჯანდაბა-უეცრად დალანდა უკან მდგომი ძმის მაღალი სილუეტი დამფრთხალმა და მაშინვე საფერფლეში ჩააჭყლიტა ახლადანთებული ღერი-შენ რა გაგიჟდი?-აჯუჯღუნდა გვანცა-ლამის გული გამისკდა შიშისგან, არ უნდა თქვა რომ მოხვედი?
-მაინტერესებდა კიდევ რამდენს მოწევდი- ცინიკური ტონით უთხრა გეგამ და მის გვერდით დადგა, აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და მშვიდა მოუკიდა
-ასე განზრახ იქცევი ხო?-გაბრაზდა გვანცა ძმის გამომწვევ ქცევაზე
-შეიძლება ასეც ითქვას-გაეღიმა კაცს და სიგარეტის ლურჯი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა
-ვერ გიტან
-ვერც მე
-აუ მიდი რა მომაწევინე, ძაან მინდა-ყალბათ გაუღიმა გვანცამ და მისი მოთაფვლა ღიმილით სცადა
-არც იფიქრო! დარწმუნებული ვარ სანამ მოვიდოდი რამდენიმე ღერს ზედიზედ მოწევდი-თვალები დაწვრილა გეგამ
-აუ ნუ ხარ დამპალი
-არა-მეთქი
-მაშინ ავალ და ვიყიდი, ძაან მინდა
-ატყობ რომ უკვე ჩემზე მეტს ეწევი იმ ერთადერთის გამო?-გეგამ ჯერ სერიოზული სახე მიიღო მერე კი ცინიკურად გაეცინა
-ქეთისაც უნდა დავაწყებინო მოწევა და დალევა-აკისკისდა გვანცა
-არც იოცნებო! ქეთი არც მოწევს და არც დალევს
-უკვე აკრძალვებს უწესებ? -გიჟივით გაეცინა გვანცას
-შენ ერთიც გვეყოფი თავის ტკივილად- ნიშნის მოგებით უთხრა გეგამ
-ანუ უკვე დროა ბინის დაქირავებაზე და ცალკე გადასვლაზე ვიფიქრო ხო?- გაბრაზდა გვანცა
-კა ერთს მოგაწევინებ ოღონდაც არ გამებუტო- გაეცინა გეგას და სიგარეტია კოლოფი ირონიული ღიმილით გაუწოდა
-არ მინდა-მოწევის სურვილი დააკარგვინა გეგას დამცინავმა გამოხედვამ ქალს და სახლში გაცეცხლებული შევიდა. გეგამ თბილინ მზერა გააყოლა დას და როგორც კი თვალიდან დაეკარგა ის მაშინვე ქეთის დაურეკა
-უკვე მომენატრე-მაშინვე ეს უთხრა როგორც კი ქალმა უპასუხა
-მიხვედი?
-ჰო... თორნიკეს ელაპარაკე?
-არა, მასზე საშინლად ვარ გაბრაზებული, მარტო მარიანას ველაპარაკე
-კარგად არიან?
-არ ვიცი, ორივე დაძაბული მომეჩვენა
-ჩემი აზრით თორნიკე სწორად მოიქცა
-გგონია იმ ყველაფერის მერე რაც თორნიკემ დაუშვა მას, ასე მარტივად აპატიებს მარიანა და შეურიგდება?-გაბრაზდა ქეთი -მითუმეტეს ასეთი სულელური საქციის მერე?
-რა თქმა უნდა არ მგონია, მაგრამ მაინც ასე ჯობდა ქეთი დამიჯერე, ამ შემთხვევაში თორნიკე მთელი ძალით შეეჯახება მწარე რეალობას და იძულებული გახდება თვალი გაუსწოროს რეალობას და გააცნობიეროს რომ მარიანა დაკარგა.
-ძალიან მეშინია კიდევ რამე სიაულელე არ ჩაიდინოს უარესად გაგიჟებულმა და გული უარესად არ ატკინოს
-არ ატკენს-დარწმუნებით უთხრა გეგამ და გაეღიმა- ზოგჯერ უნდა დაკარგო რომ ხელახლა დაიბრუნო... მგონი ამდენს მოტვინავს შენი არანორმალური შვილი რადგან უკვე ზღვარზე არიან.




№1 სტუმარი ელა1

ნეაკო ძალიან კარგი იყო ყველაფერი .ეხლა თორნიკეზე და მარიანაზე ძალიან მომეწონა თორნიკე რო ცდილობს მარიანას დაბრუნებას არსებობს მაგრაა...რა ხარჯე რატომ მგონია რო მარიანა ქრისტეს მსგავსად მოიქცევა და არ ეტყვის ბავშვზე და ეს იქნება ერდროულად ორივესი სასჯელი.არ ბიცი შეიძლევა ვცდები ვერ გეტყვი.❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი nazi

აუ არ მეყო წაკითხვა რა კარგია ნეტა თორნიკე რომ გაიგებს რა მოხდება რა საინტერესოა გელი ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი nazi
აუ არ მეყო წაკითხვა რა კარგია ნეტა თორნიკე რომ გაიგებს რა მოხდება რა საინტერესოა გელი ❤❤❤❤❤

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ძალიან მიხარია ნაზი რომ მოგეწონა ❤❤❤მადლობა რომ გამუდმებით მიხაირებ შენს ემოციებს

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნეაკო
სტუმარი nazi
აუ არ მეყო წაკითხვა რა კარგია ნეტა თორნიკე რომ გაიგებს რა მოხდება რა საინტერესოა გელი ❤❤❤❤❤

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ძალიან მიხარია ნაზი რომ მოგეწონა ❤❤❤მადლობა რომ გამუდმებით მიხაირებ შენს ემოციებს

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი Gvanca

თავი არ იყო დიდი მაგრამ ძვრები აშკარაა.რაც შეეხება თორნიკეს და მარიანას ვფიქრობ სწორად დაიწყე,ვერც თორნიკე შიცვლება ორ დღეში და ვერც მარიანა დაანახებს ასე უცბად თავის ძლიერ მხარეს.ჩემი აზრით ვფიქრობ რომ შენ უკვე შანსს აძლებ მათ ურთიერთობას მითუმეტეს რომ გოგონა პატარას ელის...მოკლედ ჩემო მშვენიერო ეს ჩემი სუბიექტური აზრი)დანარჩენი შენთვის მომინდია წარმატებები და ველით მოვლენების განვითარებას

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

მოკლედ,  ბოდიშს გიხდით ამ გადაკარგვის გამო. ბავშვი არ მომიტაცია, არც მძევლად მყავს აყვანილი და არც ვგეგმავ ახლო მომავალში ეგეთ რამეს :დ რაც შეეხება ისტორიას, დღეში სამი თავი, მართლა სასწაული იყო. თან ისეთი თავები, მართლა რომ განცხრომაში ვიყავი. პერსონაჟებს რაც შეეხებათ, ხომ იცი ჩემი ყველასადმი დამოკიდებულება და არც დავიწყებ განხილვას. ერთს ვიტყვი, რომ კარგია ირაკლიმ თავისი ცოდვების სიას, მეორედაც რომ არ მიუმატა ცოლზე ძალადობა. კარგი იმიტომაა რომ ქეთიმ ნაკლები ტკივილი განიცადა და გეგა არ გაგვიგიჟა უარესად, თორემ მაგ ,,კაცზე" თავიდანვე არ ვამყარებდი დიდ იმედებს. თორნიკე მას ჰგავს, ნამდვილი, სრულყოფილი მამიკოს ბიჭია; ორივე ლოთი, საცოდავი და უმწეოა, ამას + ქალების პატივისცემა არ იციან, ნუ ე.წ. საყვარელი ქალების. თუმცა კარგია ეს ბიჭი რაღაცნაირად თითქოს გონს რომ მოდის მამამისისგან განსხვავებით და მადლობა ქრისტინეს, თავის დროზე, რომ შეცდა და რეზისგან გააჩინა. მარიანა სულელი, პატარა ბავშვი დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. ჩემი აზრით არანაირად არაა გასამართლებელი ბავშვის თორნიკესგან გადამალვა, თუ შენარჩუნებას აპირებს. უბრალოდ არც ლოგიკაში ჯდება და არც დიდ სიჭკვიანეს მოიცავს ეგ ქმედება. ვერ ექნება ის აზრი მშველელად და გასამართლებლად, ამ ბავშვის გამო სახლში დამაბამს თორნიკეო, სადაც გაქცევა მოახერხა და ამდენ ხანს დამალვა მაგასაც შეძლებს და განქორწინების შემდეგაც რომ არაფერი უთხრას, ეგ ყველაზე დიდი სიშტერე და მხდალი საქციელი იქნება, რაც არ გამიკვირდება პირადად მე მაგ გოგოსგან. მაგრამ მოშორებას აპირებს თუ არა, ეგ არ ვიცი. ისე გვიანი არაა უკვე აბორტისთვის, თუ მაგას ფიქრობს? ან იმდენს ტირის და ისეთ თვითგვემაშია, აქამდე რომ შეუნარჩუნდა მე ეგ მიკვირს. მოკლედ, შტერი გოგოა, რომლის არცერთი ქცევა არ ჯდება ლოგიკაში, არანაირ ასპექტში. ქმარიც თავისნაირი დებილი შეარჩია და სისულელეების კეთებაში დღემდე ერთმანეთს ეჯიბრებიან. დამღლელი და უაზრო პერსონაჟია ერთი სიტყვით, როგორც სოფი. აი იმ ორზე კიდე რა ვთქვა? აი სიგიჟემდე მესიამოვნა ქეთის და რეზის დიალოგი! ზოგადად რაღაცნაირად კარგი დიალოგები გამოვიდა და უზომოდ მომეწონა. კაცი არის?! არ ვიცი... გეგაზე არც ვსაუბრობ. გვანცასთან ერთად რომ ჩნდება, თავისთავად ვხვდები სიგარეტზე საუბარს რომ დაიწყებენ. თუმცა მიყვარს ხოლმე ის მომენტები მაინც ყოველ ჯერზე განსხვავებულად რომ გიწერია: აი, თვითონ რომ გაუწოდებს ხოლმე ბოლოს კოლოფს და გვანცაც ნერვებმოშლილი ვეღარ ართმევა მისი მზერია გამო :დ მაგ სცენაზე ვგიჟდები! ერთი სიტყვით, შესანიშნავი თავები გამოვიდა!❤❤❤
და სიყვარულს რაც შეეხება... ნენეს კომენტარზე ბევრი ვიცინე წინაზე :დ მე არ მჯერა ერთადერთი და მარადიული სიყვარულის და მომკალით. რა ვქნა, მაგ საკითხში ცოტა განსხვავებულად ვარ და ვერც ვაყალიბებ წესიერად. მაგრამ ვფიქრობ, უბრალოდ უნდა გამოჩნდეს სწორ დროს, სწორი ადამიანი და შესაძლებელი იქნება ყველაფერი თუნდაც მეორედ. თუმცა ვფიქრობ ,,მეორე" ალბათ ბევრად განსხვავებული უნდა იყოს იმ ,,პირველისგან", რომ თავიდან განიცადო იგივე, მაგრამ მაინც სრულიად განსხვავებული გრძნობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეძებდე იმ ,,ახალში" იმ ,,ძველს" თორემ ამით ვერც შენ გაიხარებ, ვერც მას გაახარებ, შესაბამისად არც არაფერი გამოვა და თავიდანვე სრული სისულელე და უშედეგო იქნება ის ე.წ. ახალი ურთიერთობა. მაგრამ ყველაზე მთავარი და ალბათ უზომოდ ძნელი არის ის, რომ უნდა გაითავისო და გაიაზრო, რომ შენ მეორე შანსს იმსახურებ და არ უნდა მისტიროდე მთელი ცხოვრება ,,მას". არ უნდა ფიქრობდე რომ ამით მას და ამ სიყვარულს ღალატობ. არანაირად არაა დანაშაული. ან შეიძლება არც არავინ ფიქრობს ამ ყველაფერზე და მაგიტომაც ხდება ისე რომ ბევრი ვერ პოულობს სხვასთან სიმშვიდეს ან უბრალოდ ვერ და არ აღიქვამს სხვას ,,იმად". ასე არც უნდა იყოს, მაგრამ ასეა და ჩვენ ვერაფერს შევცვლით. უბრალოდ შენი გზა შენვე უნდა აირჩო და სულაც არ უნდა დაელოდო იმ ბედს, ვითომ რომ იქ, სადღაც მაღლა გადაწყდა და ყველაფერი ისე მოხდება როგორც გიწერია. მე არც ბედისწერის მჯერა და არც მისი ,,წყალობით" გამოწვეული მიზეზებისა და ქმედებების. უბრალოდ მჯერა, რომ ხდება რაღაც რასაც ვერ ვხსნით და იმედის და რწმენის გამო ვიღაცას ან რაღაცას ვაწერთ. არ ვიცი, იქნებ მე ვცდები?..

უიი, ემოჯები დამვიწყებია ბოლოს რომ ჩამესვა. სრულ ვერსიაზე არ ვიყავი თავიდანვე და მერე დამეზარა. ისედაც მიხვდებით სად და როგორ უნდა ყოფილიყო :დ❤

 


№7  offline მოდერი ნეაკო

Gvanca
თავი არ იყო დიდი მაგრამ ძვრები აშკარაა.რაც შეეხება თორნიკეს და მარიანას ვფიქრობ სწორად დაიწყე,ვერც თორნიკე შიცვლება ორ დღეში და ვერც მარიანა დაანახებს ასე უცბად თავის ძლიერ მხარეს.ჩემი აზრით ვფიქრობ რომ შენ უკვე შანსს აძლებ მათ ურთიერთობას მითუმეტეს რომ გოგონა პატარას ელის...მოკლედ ჩემო მშვენიერო ეს ჩემი სუბიექტური აზრი)დანარჩენი შენთვის მომინდია წარმატებები და ველით მოვლენების განვითარებას

ძალიან დიდი მადლობა რომ კვლავ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤ გეთანხმები, რა თქმა უნდა თორნიკე 2 დღეში ვერ გამოსწორდება, ვერ შეიცვლის აზროვნებას და მითუმეტეს უარს ვერ იტყვის ასე მარტივად მავნე ჩვევებზე, მაგრამ ნელ-ნელა იაზრებს რამდენად ძვირფასია მისთვის ცოლ-შვილი და რომ მათ, მხოლოდ თავისი სისულელეების გამო კარგას, რაც ვფიქრობ მისთვის და მარიანასთვის უკვე ბევრს ნიშნავს ასეთ არეულ ურთიერთობაში.❤❤❤❤
მარიანაც რა თქმა უნდა მარტივად არ მიენდობა და ვერც იმას შეძლებს რომ ასეთ მდგომარეობაში თორნიკეს თავი ძალიან ძლიერ ქალად მოაჩვენოს, მითუმეტეს დაუპირისპირდეს, მაგრამ ორივე რაღაცნაირად იცვლება, ანუ თორნიკე იწყევს საკუთარი შეცდომების აღქმას, მარიანა კი საკუთარ თავში ძალის პოვნას ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნეაკო

თიკო მართლა დაგვიბრუნდა და მომეჩვენა ეს ყოველივე და გავებუტო ისევ ❤❤❤❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

იქნებ გეგამ მაინც გვაჩუქოს ერთი ,,წესიერი" ტყუპი დები, თორემ ნამდვილად არ ვარგა არცერთი ჯერ რაც წაიკითხავს :(

 


№10 სტუმარი ნი-კე

შემდეგ თავს როდის დადებთ??ირაკლი მარტო რო ებრძვის დარდებს ვნერვიულობთ გულშემატკივრები!!!????????????????

 


№11 სტუმარი ნი-კე

ნი-კე
შემდეგ თავს როდის დადებთ??ირაკლი მარტო რო ებრძვის დარდებს ვნერვიულობთ გულშემატკივრები!!!???????????????

 


№12  offline მოდერი ნეაკო

ნი-კე
შემდეგ თავს როდის დადებთ??ირაკლი მარტო რო ებრძვის დარდებს ვნერვიულობთ გულშემატკივრები!!!????????????????

ზუსტად არ ვიცი ,როდის მომიხერხდება :( მაგრამ ძალინ ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№13 სტუმარი ნი-კე

ნეაკო
ნი-კე
შემდეგ თავს როდის დადებთ??ირაკლი მარტო რო ებრძვის დარდებს ვნერვიულობთ გულშემატკივრები!!!????????????????

ზუსტად არ ვიცი ,როდის მომიხერხდება :( მაგრამ ძალინ ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤❤❤❤❤❤❤❤❤


ველოდებით მოუთმენლად.........♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent