სიცრუე რომელიც არ ვიცოდი 05
მეორე დღეს ძლივს გამოვაღწიე სამსახურიდან. სახლში დაღლილი მივედი უცბად გადავივლე შხაპი და ჯინსები ჩავიცვი. ზევით ყვითელი მკლავიანი მაისური. ტყავის ბარძაყამდე მოსაცმელი და ფეხზე კედები. თმა კოსად ავიწიე და ის იყო ტელეფონი ავიღე რომ გარედან სიგნალის ხმა მომესმა. მაშინვე გავედი, არ მიყავრდა როცა მელოდებოდნენ. მანქანის კარი გამოვაღე და გვერდით მივუჯექი. -როგორ ხარ? -კარგად შენ? მართლლა ჯინსებით მოდიხარ? -მემგონი გკითხე და მითხარი კიო. კოპებიშევუკარი და ჩემს ჩაცმულობას დავხედე ძაანაც კარგად გამოვიყურებოდი. -გეხუმრე, გეხუმრე. არ ინერვიულო.წამო ახლა მე და შენ ძალიან უნდა დავპატარავდეთ და გავერთოთ. მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -მაინც სად მიგყავარ? -ნახავ. -გოგასვით ხარ. წინ გადავიწიე და მუსიკას ავუწიე. არ მომეწონა, არც შემდეგი. მინიმუმ ათი სიმღერის შემდეგ ვიპოვე რაღაც რაც ვიცოდი და მეტნაკლებად მომწონდა. -ეს იყოს. -მეგონა აღარასდროს დაანებებდი თავს. -ვერ მოგართვი. დავეტლატე და სკამზე კომფორტულად მოვკალათდი. ტელეფონი აწკრიალდა დათო იყო. -ვუპასუხებ-ხელით ტელეფონზე ვანიშნე და ყურმილი ავიღე. - ხო? -სად ხარ? -კაკისთან ერთად ვარ რამე მოხდა? -არა ვიფიქრე გავუვლი-მეთქი, მალე მოხვალ? -არ ვიცი, თუ გინდა შედი სახლში საჭმელი მაცივარშია, თუ ვინმე მოვიდა და არ იცნობ მანდ არ ვცხოვრობ და ნუ იცი მოკლედ. -კაი დავრჩები ხო შენთან? ჩემები ისევ ერთმანეთს ამხობენ იმედია მალე ვიპოვნი სახლს და გადავალ. -იმედია, წავედი განხავ გვიან. ყურმილი დავკიდე და კაკისკენ გავაპარე მზერა. ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა ჰქონდა და ცივად მკითხა. -ვინ იყო? -დათო. -და ვინ უნდა მოგაკითხოს ისეთმა ვისაც დათო არ იცნობს? დავიბენი არა და იმდენი იყო ვისაც შეეძლო მოსულიყო. მოკლედ ახალი ტყუილი მოვთხარე. -უბრლაოდ ასეთი ფრაზა გვაქვს.თუ ვინმეს მოსვლა უნდა ჯერ რეკავს. ხელით ვანიშნე და ხმა აღარ ამოგვიღია. ზოოპარკში წამიყავნა, მე ქალი რომელსაც ცხოველების წამება არ უყვარდა.გოგო რომელიც ვერ იტანდა გალიაში გამოკეტილ ცხოველებს. ხმა არ ამომიღია, გალიების დათვალიერება ვიუარე მეზარება თქო სამაგიეროდ ატრაქციონები არ მოგვიკლია. მატარებელთან რომ მივედით გაჩერდა. -სხვაზე რო დავჯდეთ? -რა იყო გეშინია? -მე და შიში რა სისულელეა? ისე გაიმართა წელში თითქოს ამით დამაჯერებდა რომ არ ეშინოდა.გამომცდელად შვხედე და სხვა ატრაქციონზე გადავინაცვლე. ბოლოს რომ დავიღალეთ ჩამოვჯექით. -წავალ ბამბისნაყინს ვიყიდი წამოგიღო? -აუ კი რა, მარა დაიცა მეც წამოვალ. მასთან ერთად დახლთან მივედი.. პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი. არ ვიცი ასე რა მიხაროდა ის რომ კაკისთან ერთად ვატარებდი დროს, თუ ის რომ ჩემს საყვარელ სასუსნავს მყიდულობდა. მაშინმეგონა რომ კაკი ერთადერთი იყო ვინც ოდემს მართლა მომეწონებოდა.სკამზე ვისხედით და ვსაუბრობდით. -რა ხდება შენსკენ? -რავი გადატვირთული გრაფიკია. სამსახურიდან ძლივს დავაღწიე თავი. ისე ვიღლები ხოლმ... მართლა ისე მეშლება ნევრბი ზოგიერთ ავტორზე... მინდა გავწიწკნო სექსისტური წიგნების წერისთვის, იმის გამო რომ ქალები უსუსურებად ყავთ ხოლმე წარმოჩენილი... მაგრამ ეგ ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის. სახლში კიდვე მარტო ვარ, ჩემები როგორც ყოველთვის სადღაც არიან წასულები ლევანი სამსახურშია ანო კი ლევანის არ სცილდება. ბიჭებსაც დღეგამოშვებით ვხვდები. უფრო მეტად გოგას... -როგორც მივხვდი შენ და გოგა ძალიან ახლოს ხართ ხო? -ერთ საწოლში ამოვიზარდეთ. გოგა ჩემს ცხოვრებაში ერთად-ერთია ვისაც ჩემი უთქმელად ესმის. მე კი მისი მესმის. არასდროს მჭირდება ვკითხო რა სჭირს, მის წუწუნსაც იშვიათად თუ ვერ ავიტან. მას კი შეუძლია მიხვდეს რა მინდა, მიხვდეს როგორ ვარ, რა მიჭირს. სამყაროში ერთად-ერთია ვისაც ჩემი ესმის, ბოლომდე ესმის. ის ადამაინი ვის გამოც მოვკვდები. -ყველას გვყვავას ერთი მსგავსი მეგოაბრი,. ჩემთვის ასეთი ჩემი უფროსი ძმა იყო. სულ ერთად ვიყავით, ყვეალფერს ჩემთვის აკეთებდა, მერე რაღაც მოხდა და ურთიერთობა აგვერია. ახლა ისევ ვცდილობთ, ისევ ისე ვაწყობთ როგორც ადრე იყო.. -ვწუხვარ. კიდევ ლადო მყავს და დათო, ანოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია უბრალოდ ბოლო დროს ჩემთვის აღარ სცალაი. ყველაზე მეტად ალბათ ლევანი მიდგას გვერდში უბრლაოდ არ იმჩნევს ხომ იცი მისი ამბავი, არ გამოსდის გრძნობების გამოხატვა დიდად. -ვიცი. ჩემი მეგობარია უკვე 4წელია. -რა ნამუსია ამდენ ხანს რომ არ გაგვაცნო შენი თავი? მივხედავ მე მაგას დამაცადოს.- წავისიისინე და ლაპარაკი განვაგრძე-შენკენ რა ხდება? -რავი უამრავი საქმე მაქვს და ვერც დავაღწევ თავს მამაჩემს სანამ ჩემი ძმა არ ჩამოვა იაპონიიდან. -ეგ როდის მოხდება? -ალბათ აპრილში. -ნახევარ წელიწადში? -ხო. -ღმერთო რა მააგრია ისე ამდენ ხანს უცხოეთში ყოფნა. -მოიწყენ მარტო, თან წარმოიდგინე მხოლოდ პარტნიორებს და მსგავს ხალხს ხვდები, მხოლოდ საქმეზე საუბრობ. -მაგის შველაც შეიძლება ბარები რისთვის არსებობს. მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი. კაკის ხელი გავუწოდე, მან სიცილით დახედა ჩემს არც თუ ისე თხელ ,საშვალო სიგრძის თითებს. -ადექი გავიაროთ, მოკვდები ამდენი ჯდომით. გავიცინე და თავით ბილიკისკენ ვანიშნე.ხელი გამომიწოდა და ფეხზე წამოდგა. ფეხით ბევრი ვისეირნეთ. ძალიან ბევრი. თითქმის არაფერზე გვისაუბრია, მაგრამ ეს სიჩუმეც მომწონდა თითქოს. სახლში გვიან მივედი. დათოს დივანზე ეძინა. გამოვიცვალე თუ არა ქვევით ჩავედი და უკვე მღვიძარი დათო დამხვდა. -მოხვედი? -მოვედი, რას შვებოდი ჩემს არ ყოფნაში, სახლი მთელი კი დამახვედრე და. -რავი აბა, ფილმებს ვუყურე რაც ხორცი გქონდა გაგინადგურე რომ ახალი საჭმელი მოგიმზადონ. -დედა როგორ ზრუნავ ჩემზე. აბა მოყევი რა მოხდა- ახლაღა შევნიშნე დათოს გატეხილი წარბი, ოდნავ დალურჯებული თვალი და გახეთქილი ტუჩი. გულმა დარტყმა გამოტოვა, ადგილზე გავიყინე. საერთოდ ვერაფერი გავაკეთე. ვერც კი გავინძერი. მზერა მის ჩალურჯებულ თვალზე გამიშტერდა. მალევე გამოვერკვიე და დაფეთებულმა ხელი სახეზე შემოვხვიე და ცერი გადავატარე მის დალურჯებულ თვალს. -რა... რა მოგივიდა?დათო გულს ნუ მიხეთქავ რა გჭირს სახეზე?! მძიმედ ამიხვნეშა და ხელით ჩემს ხელსშეეხო. იმდენად სუსტად მიღიმოდა მივხვდი რომ თავს ძალას ატანდა. -სახლში რომ მივედი ლალის ურტყავდა, ხელი გავუკავე და სახლიდან წასვლა ვთხოვე, ის კი მომიბრუნდა და აი შედეგი. - ჩემს შემცბარ სახეზე ოდნავ გაეღიმა-ნუ გეშინია ის უარეს დღეშია. მაგრამ ლალიმ ეს არ უნდა გექნა ჩემი და მამაშენის საქმეაო. ნეა ის არაკაცი დაიცვა. მის გატეხილ ცხვირზე ინერვიულა. და არა ჩემზე.მისი შვილი არაფრად ჩამაგდო. გაბრაზებული ამბობდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მთელი ღამე ამაზე ლაპარაკში გავატარეთ. მეორე დღეს დილით ანო შემოვიდა. სულ ერთი საათის მიძინებულები ვიყავით მე და დათო. -სად ხარ კა**ვ? -ნუ ყვირი შენი კარ......... -გოგო ენა ნუ დაუგრძელე შენს რძალს. -რძალს მოგცემ თუ ავდექი აქედან. დავუბღვირე და თავი ისვე ბალიშში ჩავრგე. -ამას რა სჭირს? -მამამისთან იჩხუბა. ფეხზე წამოვდექი და უგრძელესი ზედის ამარა ფეხშიშველი გავტანტალდი სამზარეულოში. დათოს ხომ არ გავაღვიძებდი აბა?! მომკლვდა მერე ერთი სულიერი. ანო უკან ამეკიდა და სამზარეულოს დახლზე ჩამოჯდა -ისევ? -ამჯერად ცოტახანს ჩემთან დარჩება. -ანუ ლევანის ლადოს და გოგას ვერ მოიშორებ ხო? -ვერა... ახალი ამბები მაქ. კაკის შევხვდი გუშინ. -ვა ვა, ეს უკვე მომწონს. დაქალებმა ძმაკაცები დავკერეთ და რამე? -ნუ ბოდიალობ, ჯერ არა. -მაგრმა ცოტახანში ხომ იქნება? -ანო ხო იცი მე და შეყვარებულობა 6თვეზე მეტი ვერ ვძლებთ. -კაკი ისეთია გაძლებთ. თვალი ჩამიკრა -ო კაი რა ხო იცი კუზიანა მარტო სამარე ასწორებს. -შენ კუზიანი ხარ? -ხომ იცი არა როგოდიც ვარ ოდნავ სიყავრულითუ მომაკლდა მაშინვე სხვასთან გავრბივარ. -არ მოგაკლებს. ხომ გესმით ერთმანეთის? -+მეტნაკლებად. -ხო მაგრამ გესმით, ხო და კარგად იქნდბა ყვეალფერი. სექსი სულაც არ არის აუცილებელი. მთავარია მოგწონს და მეგობრობთ, ხო და ყველაფერი მეგობრობით იწყება ძირფასო. -რაღაცნაირად მინდა,თან არ მინდა. -ტყუილად აბნევ შენს თავს ის მოგწონს, რომ არ მოგწონდეს ასე არ აიბნეოდ დაიბნეოდი ხოლმე მის ხსენებაზე. გამიღიმა და საუაბრი გავაგრძელეთ. კი კაკი მომწონდა, მსიამოვნებდა მისი ოდნავიშეხება და ის საოცარი ღიმილი. მისიც მესმოდა. მას ჩემი მეტნაკლებად ამგრმა ამინც ესმოდა. მე კი ყოველთვის ამას ვეძებდი, ვიღაცას ვინც დამელაპარაკებოდა და გამიგებდა. ასეთი მეგობრები მყავდა, მაგრამ მათაც არ ესმოდათ რაღაცეები, გოგა კი გეი იყო. ანომ მასზე და ლევანიზე მომიყვა, ისე ვუსმენდი როგორც არასდროს. მიხაროდა ლევანის და მისი ამბავი. მთელი კვირა დათოს ვეხმარებოდი ნივთების გადმოტანაში. მის გარდა არცერთი მეგობარი მინახავს. არც კაკი. კვირისბოლოს ჩემთან გოგა მოვიდა. დათო სადღაც იყო გასული და მშვიდად დაიწყო წუწუნი . ალბათ გაგიკვირდებათ დათო რა ხელს უშლიდა მერეო?! დიახაც რომ უშლიდა, არ უყვარდა გოგა რომ წუწუნებდა, მართლა შემაწუხებალდ იცოდა ხოლმე ერთი თემის ჩახვევა. -ჩემი უფროსი აუტანელია ნეა... საშინლად აუტანელი. ტიპი ყველაფერზე შენიშვნას მაძლევს. იმას მავალებს რაც არ მევალება. თავის საქმეებსაც მე მაკეთებინებს რა წესია პროსტა. -აუ ეგ ქალი მომაკვლევინა და მეტი თუ მინდოდეს რამე. დავისისინე და შოკოლადის ჭამა განვაგრძ. -მგონი მოვწონვარ მეფლირტავება ხოლმე ეგ გევლისწიწილი ქალი. -შენ ვის არ მოეწონები. -ვინც მე მიყვარს იმას... -ნუ შე*** ამ შენი სიყვარულით ადექი და უთხარი. დათს თქმის არ იყოს, ამ წუწუნით მართლა რას გახდები? -ხომ იცი რო ვაფრენ ნეა მასზე, მაგრამ ათასჯერ მაქ ნათქვამი მეგობრობაც დამთავრდება ეგ რომ ვუთხრა. წარმოიდგინე ანოს რომ იგივე ეთქვა შენთვის რას იზავდი?.... წარმოვიდგინე როგორ იდგა ანო ჩემს წინ აწითლებული ლოყებით და სიყვარულს მიხსნიდა. სხეულში ელექტრონებმა დამიარა და ისიც კარგად წარმოვიდგინე, როგორ მივვარდებოდი და ვაკოცებდი. და ვშიშობ ძალიან შრსაც წავედი ჩემს წარმოსახვებში. გოგამ სახესთან ხელი ამიფრიალა. -ოე მარსი დაბრუნდით დედამიწაა ეს დედამიწა. -რა?-დაბნეულმა შევხედე და გადაიხარხარა -დამიბრუნდი? გესმოდა რასაც ვამბობდი? -მე... მე რავი. ისა არა.... ფიქრებში წავედი. -მოკლედ ვერ ვეტყვი რა არ მინდა მიმჩექმოს და მეგობრობაც გაწყვიტოს თან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულბა აქვს მგონი გეების მიმართ.. -გაგირკვიო? -ეგდე სადაც ხარ რა. აბა მომახსენე რაზე ჩაფიქრდი? -ისა რო ამბობდი ანომ სიყვარული რო აგიხსნასო.... -ვაიმე გული, არ მითრა რომ შენ... -გარყვნილო. დავუბღვირე და სამზარეულოში გავედი გეგიმ მაინც არ მომისვენა და მათქმევნია რა წამოვიდგინე მერე ისევ წუწუნს მოყვა, ფოტოებს ათვალიერებდა და ლამის ზედ ადნებოდა ბიჭს. ისე უყურებდა არასდროს არცერთ კაცს რომ არ შემოუხედავს ჩემთვის. შემშურდა კიდეც მისი სატრფოსი. მინდოდა ვინმეს ისე ვყვარებოდი, როგორც გეგის ის. როგორც გეგის უყავრდა 6წელი ბიჭი რომელიც მისი აზრით არასდროს შეხედავდა. თქვენი აზრით ვინ უყვარს გეგის? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.