სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 09
დრო და დრო პანიკის შეტევები მემართებოდა. ეს მხოლოდ იმ ბიჭის გამო არ იყო ,მანამდეც ხშირად ხდებოდა ასე.ასეთ დროს სახლიდან ყველას ვყრიდი და მარტო დარჩენილი ვყვიროდი,ყველაფერს ვლეწავდი და ასე შემდეგ.ჩემმა დაცვის ბიჭებმა კარგად იცოდნენ ,როგორი არანორმალური ვხდებოდი ხოლმე.სახლს გარეთ დარაჯობდნენ და არ შემოდიოდნენ. მაშინ იმდენად მოულოდნელად დამეწყო არც კი ვიცი რა მოხდებოდა მარტო რომ ვყოდილიყავი.მეძინა ,სიზმარში ის ნაძირალა ვანხე.ყველგან მეხებოდა,მთელს სხეულზე და ამაზრზენი ხმით იმეორებდა თუ რამდენი უნდა გადაეხადა ჩემთან სექსისთვის.ირგვლივ ხალხი შეგროვილიყო და დამცინავი მზერით მაკვირდებოდნენ,ჩემი დახმარება ყველას შეეძლო,მგრამ დამნაშავეს ვინ ეხმარება?!ხო და მათთვის ეგ დამნაშავე მე ვიყავი,გოგო რომელიც უბრალოდ მეგოაბრთან შესახვედრად მიდიოდა და არაფერი დაუშავებია.გამომეღვიძა ,მაგრამ სიზმრიდნა ვერ გამოვერკვიე.ისე ხმამაღლა ვკიოდი ,რომ მომშორებოდა,აღარ შემხებოდა და უბრლაოდ ვინმეს ეშველა,რომ ალბათ მეზობლებიც კი გავაღვიძე.საწოლიდან წამოფრენილი კუთხეში მივიყუჟე და სხეულზე ხელებს ვისმევდი რომ მისი ჭუჭყი მომეშორებინა.ყველაფერი მექავებოდა.ჩემი სულიერი მდგომარეობა ამ ფაქტმა უფრო დაამძიმა და იმ დღეს პანიკისგან ალბათ გავგიჟდებოდი ,რომ არა ოთახში შემოავრდნილი,გულგახეთქილი დათო.ისე მომეჭრა და თმა უკან გადამიწია ვერც დავინახე.ვერ ვიაზრებდი რომ ჩემი მეგოაბრი დათო იყო,ჩემი მეგოაბრი გესმით?! -მომშორდი!არა...გამიშვი.დამანებე თავი.! ვფართხალებდი და მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი,ის კი უფრო მეტი მონდომებით ცდილობდა დავემშვიდებინე და გულში ჩავეკარი. -ჩშშ დათო ვარ ,ნეა დაწყანრდი. -არ შემეხო. ისევ გავიფართხალე,მაგრამ ამაოდ.მაინც მოახერხა ჩამხუტებოდა და გავეეკავებინე.საუბედუროდ გაჩუმება ისვე ვერ მოახერხა. -გამიშვი. ახლა უკვე ტირილნარევი ხმით ვიღრიალე. დაცვა მხოლოდ მაშინ შემოვიდა.ასე რომ დამიანხა, დათოს მკალვებში გაკოჭილი ,უნდობლად შეხედა ბიჭს.დათომ თავი გააქნაი და უთხრა. -წადით მე მივხედავ.პანიკის შეტევააქ.თუ ვერ დავაწყნარე გოგას დაურეკეთ. დაცვამ თავი დაუქნია და გავიდა. -გეედრები გამიშვი. უკვე ტირილით ვთხოვე. -არა დაწყანრდი.სიზმარი იყო. აღარ არის მორჩა,დამთავრდა.გღვიძავს.ის აქ არ არის.აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.მხოლოდ მე და შენ შეხედე.აქ ჩვენ გარდა არავინ არის. შეშინებულმა მიმოვიხედე და როცა მივხვდი რომ ყველაფერი უბრლაო სიზმარი იყო ჩემი საქციელის შემრცხვა.მერე ახალმა ტალღამ დამაირა.სხეული მექავებოდა,ყველა უჯრედი.ტირილი ამივარდა და დათოს ძლიერად ჩავეხუტე. -არ მინდა ამხსოვდეს,მეზიზღება...ის ის ამაზრზენია.მთელი სხეული მექავება მისი შეხებისგან,ყელში მიჭერს დათო და ვკვდები... ატირებული ვსლუკუნებდი ,ის კი უფრო ძლიერად მიკრავდა გულში. -ჩშშ ყვეალფერი კარაგდ იქნება პატარავ.ესეც გაივლის.ამასაც გადალახავ,კარგად იქნები. ცოტაც გაუძელი და კარგად იქნები.ის ნაბი*** აღარ გემახსოვრება გპირდები.სულ ცოტაც და ყველაფერს დაივიწყებ ჩემი ხომ გჯერა. თმაზე მეფერებოდა და მგონი ჩემზე მეტად ის დარდობდა.ახლა რომ ვიგონებ ზუსტად არ მახოვს ტიროდა თუ მე მომეჩვენა. °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° სამზარეულოში ვიჯექით მე ,გოგა და დათო. უცბად თავი ხელებში ჩავრგე და ისე ვთქვი. -ცუდად ვარ,ძალიან ძალიან ცუდად ....ყევლაფერი მექავება,მისი მოშორება მინდა.აღარ მინდა ეს ყევალფერი აქ იყოს-ხელით თავზე ვანიშნე.გოგა ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა,დათომ კი თანაგრძნობით შეომხედა.რამდენიმე დღის წინანდელი სცენა ისევ არ დამვიწყებია. -ყევლაფერი კარგად იქნება.ვიღაც ისეთს ნახავ ვინც გაგიგებს. -ვიპოვე გოგა და ეგ ვიღაც კაკია. -არა არაა!კაკი ახლა გიყავრს ,მანამ სანამ არ იცნობ,სანა მასზე ყველაფერი არ იცი,მერე აღარ გეყვარება. დათომ შემომხედა და ისე მითხრა თითქოს ზუსტად იცოდა რასაც ამბობდა. -სისულელეა.ისეთია როგორზეც ყველა ქალი ოცნებობს. -კარგი,მე მსტს ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ისეთი არაა როგორიც შენ გგონია.(გოგა) -შენ რა იცი? -ნეა შენ მხოლოდ ზაფხულში გაიცანი,მე კი უკვე წლებია შორიდნა ვიცნობ. გიგა მომშორდა და ისევ დათოს გვერდით ჩამოჯდა. -შენი პირით ამბობ რომ პირადად აქამდე არც შენ იცნობდი. -და ჩვენ მაინც იამზე მეტი ვიცი ვიდრე შენ.გოგა და მე იმაზე კარგად ვიცნობთ ვიდრე თავად ლევანი. -კაიიიიი? -დიახ დიახ -და ლევანის როგორ ვუთხრა კაკი რომ მომწონს?! თემა სულ ოდნავ გადავიტანე და თან ნელ-ნელა უნდა შმეპარებინა მათთვისაც,რომ შეყვარებული მყავდა,და მას კაკი ერქვა . -მე არ დაგეხმარები.სიკვდილი ჯერ არ მინდა ახალგაზრდა ბიჭი ვარ ,შეყვარებული და ისე როგორ მოვკვდე ჩემს სიყვარულს გრძნობებში არ გამოვუტყდე?! -შენ ვინღა გიყვარს? თვალები აატრიალა ჩვენს წინ მდგარმა დათომ. -არის ერთი.ბიჭები არ მოსწობს ხო და ვერ ვეუბნები. ცივად უთხრა და ფარულად გამომხედა.ვიცოცი რად დაუჯდა ეს პატარა ნამიოკის მსგავსი სიტყვებიც კი. -ლესბოსელი შეგიყვარდა? დასცინა და მხარზე ხელი დაჰკრა.ერთი წამით მომეჩვენა რომ ამ სიცილით წყენა დამალა.ასე ხშირად აკეღებდა.მაგრამ დათოს რატომ უნდა სწყენოდა თუ გოგას ვინმე უყვარდა.რა სისულელეა.ეს გოგაა ვისაც სწყინს ,როცა დათოს ვინმესთან ხედავს.იმის გააზრება ,რომ კაცი ,რომელიც ასე მთელი არსებით უყვარს ,ვერასდროს იქნება მასთან. -რაღაც მსგავსი. ისევ უგულოდ უთხრა და სამზარეულოდან გავიდა °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° ჩემი და კაკის ამბის შემდეგ სამი კვირა იყო ალბათ გასული .უკვე დეკემბერი და მისი სუსხიც შემოგვპარვოდა.ლევანი ,როგორც იქნა მარტო გამოვიჭირე და წყლით ხელში მის წინ ავისვეტე. -სალაპარაკო გვაქვს. -რა მოხდა? -აი ეს ყოველი შემთხვევისთვის. წყალი წინ დავუდგი და სავარძელში ჩამოვჯექი.გაკვირვებილი მიყურებდა.გაუბედავად დავიწყე. -ხომ იცი რომ კაკი მომწონს? -კი მერე? -ანუ თუ ერთად ვიქნებით რამე პრობლემა და გადაფსიხებები გექნება? -რაა? -აუ ყვირილი არ დაიწყო,კაკი და მე ერთად ვართ.მისმინე მე არანაირი პრობლემა არ მქონია , როცა ანანო და შენ შეყვარებულები გახდით და ვფიქრობ ქორწილსაც მოვესწრები მალე.რა არის იმაში ცუდი თუ მომწონს?რას ვაშავებ არ მესმის.ეს ძმის ძმაკაცი რომ არ უნდა გიყავრდეს ან ბიძაშვილის რა ჯანდაბის კლიშეა და რით ვერ მოიშორეთ ამ ბიჭებმა.თავი 80იანებში მგონია ისე იქცევი ხოლმე. შენც კარგად იცი რამდენი ბიჭი მყოლია და რამდენი ხნით.ბოდიში მაგრამ მგონი მეც ვიმსახურებ სიყვარულს.შეიძლება ყევალზე ამაზრზენი ადამიანი ვარ,მაგრამ მეც მინდა სუ ცოტახანს ბედნიერი ვიყო.ვინმე მყავდეს ვისაც ღამის ოთხ საათზე დავურეკავ და ვეტყვი როგორ ცუდად ვარ.კი თქვენთანაც ასე ვაკეთებ,მაგრამ სხვანაირი ვინმე მინდა.ის ვინც გამიგებს და ვფიქრობ ჯერ ჯერობით კაკი კარგად მიგებს. ხმა არ ამოუღია ადგა ,მომიახლოვდა და ჩამეხუტა. -ვიცი.ხო იცი ზოგჯერ რა მუტრუკი ვარ,თქვენ კარგი ,ძალიან კარგი წყვილი ხართ.მე არ მისმინო პატარავ,ის გააკეთე რაც სწორად მიგაჩნია კარგი?თუ ფიქრობ რომ კაკი შენი ღირსია მაშინ ასე იყოს.როცა სხვა შეგიყვარდება მოდი ჩემთან ,როგორც მოახერხებ თუმდაც ასე ყვირილით ამიხსენი და დაგეხმარები . -მიყვარხარ. -მეც.აბა მითხარი უკვე აკოცეთ? -არ ვაპირებ მაგის შენთან განხილვას. ცხვირი ავიბზუე და ზურგი ვაქციე. -ვითომ რატომ? -სერიოზულად გაინტერესებს შენმა მეგობარმა უკვე მოასწრო ჩემი გ***** თუ ვერა? არა.მხოლოდ ვაკოცე დაკმაყოფილდი? -ვა არა და ისეთი სწრაფი ხარ ხოლმე.. ჩაიფხუკუნა და სავარაუდოდ ჯერ ისევ არ გაუაზრებია ის ფაქტი თუ რამდენად უხერხული იყო ამაზე საუაბრი მასთან. -ხო შენი ძმაკაცი სამაგიეროდ წმინდანი აღმოჩნდა,თორემ აქამდე ვერ მოაღწევდა ასე უცოდველი ბატკანივით. °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° ახალი წელს ისევ მხოლოდ ჩვენი სამეგობრო შევხვდით ერთად.დედა და მამა რაღაც წვეულებაზე წავიდნენ და არც კი ვიცოდით იმ ღამეს თუ დაბრუნდებოდნენ. ყველანი სუფრასთან ვისხედით და წინა ახალწელს ვიხსენებდით. -გოგა გახსოვს ნეა რომ დათვრა და შუა ქუჩაში მღეროდა? - შენ არ იყავი ქალბატონო ანო, რომ დაიჟინე მოდი ვიცურაოთო და პირდაპირ თავით გადაეშვი აუზში?თან ახალწელს. -ისა,არა. -ოხ არა,მერე მე მივლიდა ლევანი ხო? -ლევანი? მეგონა შენ მივლიდი სიცხიანს. -ეს იქით იყო მოსავლელი. გოგამ ხელი გადამხვია და ყველას სიცილი აგვივარდა.შუაღამისას ,როცა თორმეტს გადაცდა აივანზე გავცვივდით ფოიერვერკებისთვის. კაკი უკნიდნა ჩამეხუტა და მუცელზე მისი დიდი ტორბეი მარწუხებივით შემომაჭდო.თავი მის მხარზე ჩამოვადე და ცას ავხედე. -გილოცავ. მის ცხელ სუნთქვას ჩემს ყელთან ვგრძნობდი.ვგრძნობდი ,როგორ მეხებოდა მისი ტუჩები მფეთქავ არტერიაზე. -მეც გილოცავ ძვირფასო. სამყარო ნელ-ნელა იცრიცებოდა და ერთად-ერთი ვინც მასში ფერადი რჩებოდა ეს კაკი იყო. ყველა დაკავებული იყო,არავინ გვიყურებდა.კაკისკენ არ შევბრუნებულვარ,თავი ავწი და მის მოვარდისფრო ტუჩებს წავეტანე.არ დაბნეულა,უფრო ძლიერად ამიკრა სხეულზე და უფრო მომთხოვნად მაკოცა.მისკენ შევბრუნდი და მთლიანად ჩავიძირე მისი შეხებით გამოწვეულ შეგრძნებებში.სადღაც შორიდან მესმოდა ფოიერვერკის ,ასაფეთქებლებისა და ბავშვების ხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.