შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან თავი IV


22-12-2021, 21:04
ავტორი Impermeable
ნანახია 1 640

დივანიოლუს ესმა სულთნის სასახლე, ისტანბული

ის ის იყო, ესმა სულთნის განბანვის მხევლობას ვასრულებდი, რომ ფეხებს შორის უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, წითელი წვეთები რიგ-რიგობით ეცემოდა მარმარილოს ფილებს და უშნოდ იშლებოდა.

- ალაჰ, შენ დამიფარე. - უნებურად წამომხდა და შიშისგან გონება დავკარგე.
აზრი რომ დამიბრუნდა, ლამაზად მორთულს ოთახში ვიწექ რბილ ბალიშებზედ. სად ვარ? ნუთუ ეს მეორე სართულის ერთ-ერთი საძინებელია? აქ მსახურებს ასვლა ესმა სულთნის ნებართვის გარეშე გვეკრძალებოდა. გონების დაკარგვამდელი ამბთა გახსენებისას უეჭველი გახდა, ჩემდამი გადამეტებული მზრუნველობის მიზეზნი, ალბათ მალე ალაჰის საუფლოში გადავინაცვლებ და გამომშვიდობებისას მაცილებენ მზრუნველობით. ამ ფიქრებში ვიყავ, ქალფა რომ შემოვიდა და გამიღიმა. გაოცებისგან თვალები კაკლისოდენა გამიხდა, იგი ხომ მეტად პირქუში გახლდათ და აროდეს გვიწილადებდა ღიმილს.
გილოცავ, ბეზმიალემ, ალაჰის წყალობით უკვე ქალი ხარ, მენარხე რომ დაგვიანდა, ვშიშობდით ვაითუ ბერწი გამოდგესთქო.

ჩემს დაბნეულ თვალებს რომ შეეფეთა, ქალფამ დაწვრილებით ამიხსნა, თუ რას ნიშნავდა ქალად გახდომა და ყოველთვიურ დედათა წესის საჭიროებანი. ისიც მახარა, რომ დღეიდან, როგორც ესმა სულთნის აღზრდილი მეც მეორე სართულის ოთახებში დავიდებ ბინას.

- მერმე ჰარიმე? მას ხომ დიდად გულს არ ვეხატები? ისევ და ისევ რაიმე ოინებს დახლართავს, ესმა სულთანი კი მე განმამტყუნებს. - სასოწარკვეთილმა შევბედე გულისნადების გაზიარება.

- ჰარიმე ჯერ ბავშვია, აქამდე ესმა სულთნის გული და გონება მის ირგვლივ ბრუნავდა. მერმედ შენ მოხველ და იჭვი გაუღვივე. დაუყვავე, აქ ისედაც მცირე დრო დაგრჩენია.

- ნუთუ ესმა სულთანი გათხოვებას მიპირებს? ქალფა, ღვთის გულისთვის მითხარ, ვინ არის? იმედია, სულთანი დამინდობს და ძალზედ მოხუცს არ მიმათხოვებს. ცოლ-ქმრულ მოვალეობებზედ ბევრი არრა გამეგებოდა რა, მაგრამ მოხუცის ცოლობას ნამდვილად არ ვისურვებდი.

ქალფა ღიმილით გამშორდა და მეც სევდანარევ ფიქრებში გარდაველ. მერმედ ფადიშაჰი? რატომ მგონია, რომ მასზედ ფიქრისას მუცელში ჭიაღუები დამიდიან და შიგნეულობას მიხრიან? რატომ ვერ ვიშორებ მასზედ ფიქრებს, მისი თვალები, იჭვნეული მზერა ისევ გულ-მუცელს მიფორიაქებს. რატომ ვერას ვშველი საკუთარ თავს? რა მელის, სხვას თუ მიმათხოვებენ? გულარეულმა ცრემლებით დავასველე აბრეშუმის ბალიშები.

***

მკათათვის ათთორმეტს დილიდანვე უცნაურ სამზადისს მოეცვა სასახლე. გოგონა გაამზადეთ, თოფქაფს მივეშურებითო მოკლედ მოუჭრა მსახურთ ესმა სულთანმა და უმალვე აბანოს მიმაშურეს. ყველა ის ნელსაცხებელი თუ სხვა საშუალებები მომმადლეს, რითაც მანამ მხოლოდ სულთანი და მისი საპატიო სტუმრები სარგებლობდნენ. ჩემი თანატოლი მსახურების შურით აღვსილი მზერითაც კი ცხადზე უცხადესი იყო, რომ ფადიშაჰის სასახლეს ხლება განსაკუთრებული პატივი გახლდათ, უცნაური მოლოდინით აღვსილს ღაწვები ისე ამღაჟღაჟებოდა ვერაფერს ვუხერხებდი. როცა განბანვის შემდგომ სახისა და თმის მოსართავად დამსვეს, დავრწმუნდი, რომ უწინდებურად აღარაფერი იქნებოდა და მე, გოგონას ჰარემიდან, წინ გასაოცარი თავგადასავალს მიმზადებდა ბედისწერა.

კიდევ ერთი მოულოდნელობა, თვით ესმა სულთნის ეტლში განმამწესეს, რომელმაც თავისი მზერის ღირსად ჩამთვალა, გვერდულად ჩაიღიმა და თავისკენ მიხმო.

- ბეზმიალემ, ახლა, როცა ქალობაში ფეხი შედგი, დროა ჩემი გაშენებული ვენახის ნაყოფი ვიგემო. ერთი მითხარ, ძველ სასახლეში გერჩივნა მსახურობა თუ ჩემთან და რატომ?

- რა თქმა უნდა თქვენთან, სულთანო - თავი მორცხვად დავხარე. - თქვენ უნდა გიმადლოდეთ ყველა იმ წყალობას, რაც მომმადლეთ, განმანათლეთ და თვალსაწიერი გამიღრმავეთ. მე მადლიერი მზად ვარ თითოეული თქვენი სიტყვა აღთქმად მივიღო - შინაგანად თავი შევამზადე, რომ მოსალოდნელ გათხოვებაზედ ჩამომიგდებდა საუბარს.

- მიხარია, რომ იმაზე მეტად მიხვედრილ აღმოჩნდი, ვინემ თავდაპირველად წარმოგიდგინე. კარგად უწყი, რომ ფადიშაჰი ჩემი ძმაა. მისი კეთილდღეობა ჩემი უპირველესი ლოცვის საგანია ალაჰისადმი. მისი გულის გასაღებს ეძებს მოყვარენიცა და მტერნიც, მისკენ მიმავალი გზა კი ჰარემზე გადის. შენი ვალია ფადიშაჰი არამხოლოდ მშვენიერებით, არამედ წიგნიერებითაც მოხიბლო.

ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ამ სიტყვებს თვით ესმა სულთნისგან ვიგებდი. ნუთუ ფადიშაჰის ღირსად გამჰხადა? მაგრამ გამოფხიზლდი ბეზმიალემ და განიქარვე უსაფუძვლო იმედები, შენ მხოლოდ ერთი უბრალო იარაღი ბრძანდები, რომე სულთანს ფადიშაჰის და სასახლის ამბები უთხრო, მეტი არვინ.- საკუთარს თავსვე შემოვუძახე და აჩქარებული გულისცემა სინანულით ჩავახშე.

თოფქაფის სასახლე სარაგლიოს კონცხზე მედიდურად წამომართულიყო, უეჭველი რომ თავისი ბრწყინვალებით უმალვე დასჯაბნიდა ევროპის ცნობილ სასახლეებს, წიგნებში რომ ამომიკითხავს და გუვერნანტკას ილუსტაციებზედ მინახავს. ისინი ხომ არც ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის მდებარეობენ, არც წარმტაცი ხედით იწონებენ თავს ბოსფორზედ. მიუხედავად წარმოდგენისა, რეალობამ ყოველგვარს მოლოდინს გადასჯაბნა. ალაი მეიდანი მთელ სარაგლიოზე გადაჭიმულიყო მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარი კარიბჭე ბაბ-ი-ჰიუმაიუნ მედიდურად აღმართულიყო ეტლების წინაშე. როცა კარიბჭეს მიუახლოვდა, ეტლი შედგა, თითქოს უხილავმა ძალამ ჩამსძახა, თუ ამ კარიბჭეს გადახვალ, შენს ბედისწერას შეეგებებიო. ულამაზეს შადრევანთან ჩამოვქვეითდით, წინ სასახლის მსახურნი და ინაჩები გამოგვეგებნენ, ესმა სულთანს თავი მდაბლად და მოწიწებით დაუკრეს. ის ის იყო თავსაბურავი უნდა დამეფარა, რომ ესმა სულთანმა შემაჩერა. ევროპული სამოსი მით არ შეგმოსეთ, საბურავში რომ გაჰხვიოო, შენს გამორჩეულობას ნუ დაჰმალავო. ერთად ვინახულეთ, გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი, ვიდრე ბრძანებელს არ მოახსენეს ჩვენი მიბრძანება, და ფადიშაჰმა თავისთან არ გვიხმო.

ბაბბუსალამის დიდ კარიბჭეს მივუახლოვდით, რომელსაც მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ - დივან მეიდნისკენ მივყავართ. სწორედ ამ მოედნის ირგვლივ მოეყარა თავი ყველა საჭირო შენობას სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი დაწყებული საიმპერატორო ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით დამთავრებული. ჩვენც ჰარემისკენ გავსწიეთ, ვინაიდან დიაცებს განსაკუთრებული ნებართვა სჭირდებოდათ სხვა შენობებთან მიახლოებისთვის. მხოლოდ ესმა სულთანი სარგებლობდა იგივე პატივით, რითაც მამაკაცნი, მაგრამ რადგანაც მე ვითარცა მხევალ თან ვეახელი, იძულებულ შევიქენით, ჰარემში მოგვეცადა.

ბრძანებელმა მალევე იხმო სულთანი თავისთან. ესმა სულთანმა აქაც ქალურ ხერხს მიმართა. მიბრძანა, ბრძანებლის სამკითხველო დარბაზში შევსულიყავ და რომელიმე წიგნი წამეკითხა, თავად კი ჩვენს “უჩვეულო” შეხვედრას დაუშვებდა.

ვუახლოვდებოდი თავდახრილი ბრძანებლის სამკითხველოს და ფეხები უკან მრჩებოდა, გული გამალებით მიცემდა. როგორც სჩანს, სულთანმა წინასწარ იზრუნა და ინაჩებმა უხმოდ დამითმეს გზა ოთახისკენ. ბრძანებლის სამკითხველო უზარმაზარ ოთახს წარმოადგენდა, სადაც თავი მოეყარა ცამდე აღმართულ წიგნის დოლაბებს, ოსმალურ საკითხავ კუთხეს, რომელიც აბრეშუმის ბალიშებისა და დაბალი ტაბლისგან შესდგებოდა და ევროპულ სამუშაო მაგიდას, სადაც სულთნის ბეჭედი, დასტურლამები და წერილები მიმოფანტულიყო. იქვე რამდენიმე სავარძელი, ჩაის ვერცხლის მაგიდა და სხვა ნივთები განეთავსებინათ. უეჭველი იყო, აქ რომ ვინმეს შემოესწრო უთუოდ სიკვდილით დამსჯიდა. წიგნებს მოვავლე თვალი დარიგებისამებრ რომ მემოქმედა, ბედისწერის ოინებით პირველი ხელთ პოემა „ლეილი და მეჯნუნი“ ჩამივარდა. გუვერნანტკასგან მსმენოდა ამ ტრაღედიის თაობაზედ, მასში ასახული იყო ლეილასა და შლეგის სიყვარულის ტრაღიკული ამბავი. „მეჯნუნი” ხომ შლეგს,„გიჟს“ ნიშნავს. ისნი, ლეილა და მეჯნუნი უსაზღვროდ, თავგამეტებით ჰყვარობდნენ ერთურთს, მაგრამ ფეოდალურ-მუსულმანური ცხოვრების წესები არ სწყალობდათ თავდავიწყებამდე შეყვარებულებს ბედნიერების ნაყოფი ეგემათ. ღრმა წუხილით არის გამსჭვალული გმირების ლირიკული, გულმხურვალე სიყვარული. პოემამ შემიყოლია და ისე გაიტაცა ჩემი გონება და გული მწუხარე ქალურმა უიღბლობამ, ვერც შევნიშნე როგორ მოვკალათდი სავარძელსა შინა და გარდავეშვი ამ ტრაღიკული სასიყვარულო ამბის მორევში. იმის გამო, რომ არა აქვს საშუალება, დაძლიოს მუსულმანურ-ფეოდალური ცხოვრების ბრმა, არაადამიანური ზნე-ჩვეულებანი ტრაღიკულ დასასრულს ჰნებდებიან. ლეილასა და კაისს ერთმანეთი ჯერ კიდევ ბალღობიდანვე შეუჰყვარდათ. როცა მათი სიყვარულის ამბავი ხილულ იქნა, მათ ურთიერთობა და ერთმანეთის ნახვა აუკრძალეს. კაისმა გადაწყვიტა უდაბნოში წასვლა და ცხოველებს შორის ცხოვრება, რის გამოც მას მეჯნუნი (შეშლილი) შეარქვეს. უდაბნოში მან გაიცნო მოხუცი ბედუინი, რომელმაც ლეილას მოტაცება შესთავაზა. თუმცა გეგმის განხორციელება ვერა შესძლეს. მალე მამამ ლეილა სხვაზე გაათხოვა. ლეილას ქმრის სიკვდილის შემდეგ, მოხუცმა ბედუინმა ლეილასა და მეჯნუნს შეხვედრა მოუწყო, მაგრამ მათ ერთმანეთს ვერღარა გაუგეს. სიკვდილის შემდეგ ისინი გვერდიგვერდ დაკრძალეს. ამ ისტორიას ხშირად მიიჩნევენ, როგორც ალეგორიას სულისა, რომელიც ღვთაებრივთან შერწყმისკენ მიისწრაფვის. ლეილა კვდება, შემდეგ კი მის საფლავზე თავს იკლავს მისი უსაზღვრო სიყვარული – მეჯნუნი. იქნებ მეც მათი ბედი მელის, არის კი ამქვეყნად ბედნიერი სიყვარულის დასასრული? თუ ყველა ჭეშმარიტი სიყვარული ტრაღედიად გარდაიქმნება, მაშ რა საჭიროა უტყვი მცდელობანი? მაშ რატომ ისწრაფვის ამ გრძნობის შეცნობისკენ ყოველი სულიერი?

***

ესმა სულთანთან საუბარმა სასიამოვნოდ ჩაიარა, ბრძანებელმაც უკვე ბედნიერმა ჩათვალა, რომ ძველი სწყენა წარსულს მიბარებოდა აჩრდილად. სწორედ ამიტომ პატიობდა სულთანს ადვილად. ის ერთადერთი იყო, რომელიც საიმპერატორო იერარქიას ავიწყებდა, ავიწყებდა, რომ აღმოსავლეთის სამყაროს ბრძანებელი გახლდათ, ავიწყებდა ქალთა და მამაკაცთა საზოგადო როლებს, ისინი ერთნი იყვნენ, ბავშობიდან მოქიშპენი, მაგრამ ერთმანეთზე შეყვარებული დედმამიშვილები.. კარგად უწყოდა ნახევარდის საქმენი საგმირონია, მაგრამ ეღიმებოდა, რომ იხსენებდა ბალღობისას შემორჩენილ განსაკუთრებული ოინობის უნარებს. აპირებდა თავადაც გამოეყენებინა ეს მცდელობები და მშვენიერი ნადავლისთვის გამოეკრა ხელი იმ ქალწულის სახით, ჯერ რომ სიკვდილისგან იხსნა და მერმეთ სულთნის ბაღში ბედისწერამ შეაგება.
გულდამშვიდებულმა ის ის იყო სამკითხველოში შეაბიჯა, რომ მოულოდნელობისგან თვალები მრავალჯერ დახუჭა და გაახილა. ნუთუ სასურველმა ზმანების სახე მიიღო? სავარძელში მისი უკანასკნელი ფიქრების მეჭურჭლე ქალწული ჩაბრძანებულიყო და მშვიდად ანგელოსის სახით ფშვინავდა. არა, ეს ზმანება კი არა ცხადი იყო და როგორც ჩანს, ბედისწერას თავისი ბორბალი ამ მზეთუნახავისკენ მოემართა. ჯერ იფიქრა ფრთხილად გავაღვიძებო, მაგრამ თავი შეიკავა. ქალწულის ანგელოსისებრ სახეს, უჩვეულოდ თეთრ, თხელ თლილ თითებს, აკოკრებული გულ-მკერდის თრთოლვას თითოეულს ამოსუნთქვაზედ თვალს ვერ სწყვეტდა და არ აპირებდა ამ სანახაობის შეჩერებას, სანამ თავად ალაჰი არ ინებებდა. თხელი საბურველი მიაფარა და თავად საწერ მაგიდას მიუჯდა. თან დასტურლამებს ნიშნავდა ბეჭდით, თან დროდადრო თვალი ღიმილით მშვენიერი სანახაობისკენ გაურბოდა. სანამ გოგონა მშვიდად თვლემდა, ბრძანებელმა ყოველგვარი სულიერის ოთახს შინა შესვლა აკრძალა. იჭვი ნელ-ნელა იპარებოდა მის გულში. საიდან მოხვდა გოგონა მის ალაგს? მას ხომ სიკვდილს არ აკმარებდნენ, რომ შეემჩნიათ? ესმა სულთანი, დის ოინებს ნახევრად ჰფენდა ნათელს. Რა იყო დასაბამი აქ მოსვლისა? არ ეპიტნავებოდა მაჰმუდს სულთნის ოინებში გოგონას გახვევა, ენანებოდა ჯერ კიდევ უმანკო სული წასაბილწად. მიუახლოვდა და მუხლებზე გადაფენილ წიგნს დაჰხედა. ლეილა და მაჯნუნი-მაშალაჰ, მეოცნებე ქალწულის მისწრაფებანი სრულიად ნათელ იყო. გოგონასკენ დახრილს ნაზი გაზაფხულის სურნელი მოეფინა თავთუხისფერი თმებიდან, უცნაურია მკათათვეს ნისანის სურნელი, გაიფიქრა და ხელთ აღებულ ორ კულულს ნაზად ეამბორა.

***

ზმანებაში ნაცნობ სუნთქვას ვგრძნობდი. თვალების გახელა მსურდა, მაგრამ ვშიშობდი, სუნთქვა ზმანებას არ გაჰყოლოდა. როცა თმაზე შეხება ვიგრძენი, შევბედე ქუთუთოთა დაშორება და ბრძანებლის დამატყვევებელ ყორნისფერ მზერას შევეჩეხე, სადაც თითქოს ის ხანძარი გაჩაღებულიყო, მისი სიცოცხლის გადარჩენისას რომ გამოვექეცთ.
ბრძანებელო, მომიტევეთ, მე …. ის ის იყო წამოდგომას ვეცადე რომ ხელებით სავარძლის ორივე მხარეს დაეყრდნო და გასაქცევი მომიჭრა. თვალთახედვა სრულად დაჰფარა მისმა მზერამ და მოსასახმმა და მის წინაშე თავი ისე უმწეოდ ვიგრძენ, როგორც დაჭრილი შვლის ნუკრი მონადირეთა პირისპირ.

- აბა, სასჯელი თავად უწყით თუ მე მოგახსენოთ. - ისევ ცინიკური იყო ბრძანებელი და ეს ღიმილი უარესად მაბნევდა ისედაც ათას მარცვლად დაშლილს.

- თქვენ უწყით ბრძანებელო- უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე, რომ სიკვდილისგან თავი დამეხსნა.

- ლეილა და მაჯნუნი, კიდევ რომელი სიყვარულის შესახებ გსმენიათ ბეზმიალემ? - მისი ბაგეთაგან ნათქვამი ბეზმიალემ იმდენად ხავერდოვნად ჟღერდა, რომ ახლაღა გავისიგრძეგანე ამ სახელის მნიშვნელობა, ბეზმიალემ - სამყაროს ორნამენტი, სწორედ მის ბაგეთაგან წარმოთქმული ბეზმიალემ მაგრძნობინებდა თავს სამყაროს მშვენებად.

- მე.. მე... პარისი და ელენა ჰომეროსითგან მონათხრობი, რომეო და ჯულიეტ შექსპირის…

- ოჰ, როგორც სჩანს წიგნიერი ხარ. თან სიყვარულის ევროპისეულ გაგებას ეტრფი, რომელიც ტრაღედიით მთავრდება.

- მაშ, თქვენ უწყით სიყვარულით ტკბობის ამბავი ბრძანებელო?

- აღმოსავლეთს უხვად მოიპოვება სიყვარულის ამბავნი, თუმცაღა კი რატომღაც ესმა სულთნის გავლენით ყველანი ევროპისკენ ისწრაფვით და იქაური ულმობელი ბედისწერისთვისაც კი მსხვერპლად სწირავთ თავს, ოღონდ აღმოსავლეთს განეშოროთ.

- რამ გადაგაწყვეტინათ, რომ აღმოსავლურ ყოფასთან განშორება მსურს?

- მაშ ევროპული კაბა რას მივაწეროთ, საიდანაც თქვენი სხეული დასაუფლებლად მიხმობს? ან შექსპირის და ჰომეროსის გაღმერთება.

- მე, მხოლოდ….

- როს ბრძანებელი საუბრობდეს, თავი დაჰხარე და საუბრის შეწყვეტა არ შეჰბედო. - ერთიანად ამაკანკალა. - შაჰ-ჯაჰანი და მუმტაზ-მაჰალის შესახებ გსმენიათ რაიმე?

თანხმობის ნიშნად თავი დავხარე. ხმის ამოღებას როგორღა გავბედავდი.

- თუ გსმენიათ ისიც უწყით ვგონებ, როგორი ბედნიერი ცხოვრებითაც იცხოვრეს. საყვარელმა ცოლმა შაჰ-ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი უძღვნა. - აი აქ, კი ჩემი მოთმინების ძაფი გასწყდა.

- და ათ თოთხმეტსა შვილს მუმტაზ- მაჰალი გადაჰყვა,. შაჰ-ჯაჰანი იმდენად უბედური ბრძანდებოდა, რომ თავისსავე სიცოცხლის გამოსალმებაზედ ფიქრობდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა. სასულთნოს ორწლიანი გლოვა გამოცხადდა. - ჩემს წამოცდენაზედ ბრძანებელს ჯერ გაეცინა, მერმეთ კი წარბები შეჰკრა, დასევდიანდა.

- ყველანი სიკვდილის ასულნი და წულნი ვართ ბეზმიალემ, ადრე თუ გვიან, ყველანი ალაჰის წინაშე წარვსდგებით. და თუ ჩვენი სიყვარულით დავსტკბებით, ნაყოფს დავსტოვებთ, განა ეს ბედნიერება არა არს? მაშ რა არის? სიყვარულის ნაყოფი სხვადასხვა სახით სამუდამოდ რჩება დედამიწაზედ, ზოგან შთამომავლობის სახით, ზოგად ამბად, ზოგან ძეგლად. აგრაში,მოგოლების იმპერიის ფაითაჰთს, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც, შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით, მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ხუროთმოძღვრები მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, ოსმალეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. ასე შეიქმნა ტაჯ-მაჰალი, დოლაბიდან ერთ-ერთი ფერწერული ტილო გადმოიღო, სადაც ულამაზესი თეთრი სასახლე მოეხატათ. აი ეს არის ტაჯ-მაჰალი, ჩვენი ეპოქის საოცრება.

სასახლის თვალთწარმტაც სილამაზეს ვერ ვშორდებოდი, დამუნჯებული ისევ ბრძანებლის მჭექარე ხმამ დამაბრუნა აწმყოს.

- ვგონებ, დროა თქვენს სასჯელს დავუბრუნდეთ, ბეზმიალემ. ისევ იმ აზრზე სდგახართ, რომ მე განგსაჯო?

თანხმობის ნიშნად თავი დავხარე.

- დანაშაული პირველი, ბრძანებლის სამყოფელში დიაცის შესვლა ამ უკანსკნელის ნების დართვის გარეშე, დანაშაული მეორე, ბრძანებლისთვის თვალებში ჩახედვა და სიტყვის შეწყვეტინება, მოიცათ, გეთაყვა, ეს ცალ-ცალკე დანაშაულნია, ასრეთ რომ სამი დანაშაულ არს თქვენს ანგარიშზედ. დანაშაული მეოთხე შეპასუხება ნებართვის აღების გარეშე. ამ დანაშაულებზედ ყველაზე მსუბუქი სასჯელი თითოეულზედ სიცოცხლის დათმობაა. რამეს ხომ არ იტყვით უკანასკნელად.

- შენდობის თხოვნას შეგბედავთ. -მთელი სხეულით ვცახცახებდი მის წინაშე მუხლოდრეკით დავეშვი და სასჯელს ველოდი. არ მჯეროდა, რომ იმ ყოველივეს მერე, რაც მისთვის გავაკეთე, სიცოცხლე ვიხსენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად მასთან ხლება გავრისკე სასჯელისთვის მიმეტებდა. ნუთუ მისი მზერა, მისი აჩქარებული სუნთქვა წრფელი არ იყო? მაგრამ ვინ ვარ მე მისთვის, ჰარემი სავსეა ჩემზე მოხდენილი ქალწულებით.

- თქვენის ცოდვებით თუ გავითვალისწინებთ, სასჯელად თქვენს სულსა ვითხობ. მაშ ვბრძანებ, რომ სასჯელი აქვე, მყისიერად აღსრულდეს, ჯერ არ დაბადებულა აღმოსავლეთს სულიერი, არცა ადამიანი, არცა ცხოველი რომელიც ჩემს ბრძანებას შეეწინააღმდეგება.

ალაჰ, ამაო გამოდგა ჩემი იმედი. ალბათ თავისივე ხმლით გამომასალმებს სიცოცხლეს. თვალები რაც შემეძლო მაგრად დავხუჭე, რომ ცრემლები შემეჩერებინა. თავი ამაწევინა. როცა ყელზე ბასრი საგნის მოახლოებას ველოდი, სწორედ მაშინ ცხელზე ცხელი შანთი შეეხო ჩემს ბაგეებს, და მე ამ შანთს შევეგებე, პირველ ამბორს ბრძანებელი სასჯელად მისაზღვრავდა. ცხელი ბაგეებში ვიძირებოდი და თითქოს საკუთარ თავს მასში ვკარგავდი, ის კი ჩემში, გულ-მუცელი ათუხთუხებულ ლავას მოეცვა და გარეთ გამოსვლას სწორედ ბაგეთაგან ლამობდა. მასში ჩაძირულმა კი ვერც გავაცნობიერე, როდის მომშორდა, ყურს მიჩურჩულა:

"და თუ ტატნობს შეეპარა წყვდიადი,
ჩემი ტრფობის შუქით კვლავ განახლდება.

ჩემი მკერდის კოცონით და ალებით
ქვის მკერდშიაც, ვხედავ, ცეცხლი ჩაღდება.

ჩემი სატრფოს ხიბლითა და სილაღით,
ჩემს ბაგეზეც სიტკბოება ლაღდება.

თავრიზის მზის სულის ასამაღლებლად,
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება."

დამუნჯებულმა და ერთიანად მონუსხულმა ვერც ის შევიცან, კიდევ რამდენსავე ხანს ვიყავ თვალებდახუჭული გაშეშებული, ქუთუთოთა დაშორება რომ გავბედე, ბრძანებელი საწერ მაგიდას უჯდა, აქ ვითომც არაფერი თვალით მანიშნა ოთახის დატოვება და თავად მეტად ცნობისმოყვარე მზერით ფურცელთა დასტებს დაუბრუნდა, მაგიდაზედ რომ დახვავებულიყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება. რატომღაც მესამე თავის დადება გამომრჩა. საინტერესო და განსხვავებული ისტორიააა წარმატებები ????????????

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგად წერ მალე დადე შემდეგი თავი ხოლმე რაა <3

 


№3  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ძალიან კარგად წერ მალე დადე შემდეგი თავი ხოლმე რაა <3

დიდი მადლობა <3 წყაროებთან მუშაობა მიწევს რაც დროს მოითხოვს, ყოველკვირეულად იდება ახალი თავი, ვეცდები კვირაში ორჯერ შემოგთავაზოთ <3 <3

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

აი ზუსტად ამ შეხვედრას ველოდებოდი ❤️❤️გელი❤️

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

ახალს როდის დადებ

 


№6  offline წევრი Impermeable

sabah alkhyr
აი ზუსტად ამ შეხვედრას ველოდებოდი ❤️❤️გელი❤️

ძალიან მიხარია რომ შემოგვიერთდი <3 წინ ძალიან საინტერესო მოვლენებია ❤️

《Sunshine》
ახალს როდის დადებ

ახალი თავი მზად მაქვს, უბრალოდ ისეთ ადგილზე ვარ ფიზიკურად ვერ ვტვირთავ ამ ინტერნეტით როგორც კი თბილისში დავბრუნდები ახალი თავითაც გაგახარებთ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent