შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 2 თავი

9-01-2022, 12:18
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 352

მეგობრებო ბევრი კრიტიკის და ირონიის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ეს ისტორია მაინც დავწერო რადგან ძალიან მიყვარს წერა და უბრალოდ...მინდა წერა

-სწორედაც რომ ასეთია-უკმაყოფილო სახით შეხედა თამუნამ შვილს და დაძაბული მზერა მისი არეული სახიდან ქმრის ამღვრეულ თვალებზე გადაიტანა
-მისგან რას ითხოვ? რა გინდა რომ გააკეთოს?- წამოენთო ზურა
-განსაკუთრებული არაფერი-გაბრაზდა თამუნა და ფეხზე წამოვადა -უბრალოდ მინდა რომ მარიამის მიმართ ოდნავ მაინც გამოხატოს გრძნობები და მასზე ვალდებულების გამო კი არა სიყვარულის გამო იზრუნოს!
-უბრალოდ დრო სჭირდება
-დრო? რამდენი?-შეიცხადა თამუნამ და მაგიდის ალაგება დაიწყო გაღიზიანებულმა
-იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება!
-თითქოს მარიამს სჯის ხატიას გამო- უფრო თავისთვის ვიდრე ვინმეს მისამართით ჩაილაპარაკა ფიქრებში წასულმა ქალმა და სამზარეულოში გავიდა გასარეცხი ჭურჭლით ხელში, ნიჟარაში ჩააწყო და რეცხვას შეუდგა რათა თავიდან აეცილებინა ქმართან ხელახალი კონფლიქტი. ნინიმ უკმაყოფილო სახით აიღო მაგიდიდან დარჩენილი საჭმლი მაცივარში შეინახა დ აოთახში შეიკეტა იმი იმადად რომ ეს 5 წლის წინ დაწყებული კონფლიქტი დღეს მაინც აღარ გამწვავდებოდა მეტად.
თამუნა შეკრთა როცა ზურგიდან ქმარი აეკრო, თმები ცალ მხარეს მოუქცია და კისერში აკოცა
-ზურააა!-გაუბრაზდა თამუნა ქმარს და მისკენ უკმაყოფილო სახით შეტრიალდა
-არ მომეწონა ის რაც წეღან თქვი-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა ცოლს და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-მე უბრალოდ... ვფიქრობ რომ...-აიბნა თამუნა
-არასწორად ფიქრობ!-მბრძანებლური ტონით გააწყვეტინა წინადადება ზურამ, მისი ზედმეტი სიმკაცრით და სიახლოვით დაბნეუ ქალს და განზრახ ჯოუტად ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში
-ზურა მე-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და მაშინვე თავი დახარა, რადგან ძალა არ ეყო გამკლავებოდა მის გამომწვევ მზერას
-შენ რა?!- ცხვირის წვერით შეეხო გაღიზანებული კაცი ცოლის გაყინულ შუბლს და ნელა გააყოლა მასზე, 5 წლის წინ გაჩენილ წვრილ, თითქმის შეუმჩნეველ ხაზებს. შემდეგ ხელი ნაზად მოჰკიდა ნიკაპზე, თავი ააწევინა და ზემოდან დააცქერდა თვალებაწყლიანებულ ქალს წარბშეკრული- ისევ ცრემლები-უკმაყოფილო ტონით უთხრა და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები
-გთხოვ თავი დამანებე-შეეხვეწა თავგზააბნეული ქალი ქმარს და მიტრიალება გადაწყვიტა მაგრამ ზურამ უფლება არ მისცა
-მართლა ფიქრობ რომ ლაშა ხატიას გამო სჯის მარიამს?
-არა, ასე არაა-იაუარა აღელვებულმა ქალმა და ულამ ცხელი ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-ლაშას მაირიამი უყვარს!- დარწმუნებით უთხრა ზურამ ატირებულ ცოლს და კარგა ხნის სიჩურმის მერე ჩურჩულით დაამატა-ოღონდ თვისებურად- შემდეგ კი ურეაქციოდ მდგომმა მამაკაცმა საყვარელი ქალის სახე ხელებშორის მოიქცია და უნებურად ცივი მზერა მის თვალის კუთხეებში გაჩენილ ხაზებს მიაყინა
-ვიცი, მაგრამ...
-რა მაგრამ?!- მომაბეზრებლად ჰკითხა ზურამ და ცრემლები მოაშორა სახიდან
-ზურა, ლაშამ ოდნავ მაინც უნდა აგრძნობინოს ბავშვს თავისი სიყვარული, რადგან, მათ ეს, ორივეს ძალიან სჭირდება!
-შენი აზრით მარიამი გაიღვიძებს?-სიტყვა ბანზე აუგდო ზურამ ცოლს და მოულოდნელად შიშველ მხარზე მიაწება ცხელი ტუჩები
-ზურა ნუ სულელობ -გაეცინა ქალს, როცა საყვარელი მამაკაცის მხურვალე ბაგეები ლავიწის ძვალზე, ყელისკენ გაცურდნენ. მოულოდნელად ორივე ცივად მოშორდა ერთმანეთს როცა
თმა გაწეწილი და ფეხშიშველა მარიამი სამზარეულოში შევიდა თვალების ფშვნეტით
-ბებო-სლუკუნით მოუახლოვდა პატარა აღელვებულს ქალს და ტირილს უმატა,
-ბებოს სიხარულო-გაუღიმა თამუნამ პატარას და მაშინვე ხელში აიყვანა, სახე დაუკოცნა და საძინებელში შეიყვანა მოსაწესრიგებლად.
გვიან ღამე როცა ნინიმ და მარიამმა ერთად ჩახუტებულებმა, როგორც იქნა დაიძინეს თამუნა მაღლა ავიდა, კარგა ხნის ფიქრის მერე ლაშას საძინებლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ნელა შეაღო
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-ინტერესით ჰკითხა შვილს და ოთახში დაუპატიჟებლად შევიდა
-ახლა შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს-უკმაყოფილო ტონით უთხრა სავარძელში მჯდომმა ბიჭმა, მის წინ უემოციო სახით მდგომ ქალს და ფეხზე წამოდგა, იქვე ტუმბოზე დადებულ სიგარეტის კოლოფს და სანთებელას აკანკალებული ხელი წამოავლო და აივანზე გავიდა
-ჩხუბი არც მე მინდა
-ჰოდა მაშინ თავი დამანებე რა... ვიცი რაზეც უნდა მელაპარაკო
-ანუ ხვდები შენს დანაშაულს?!-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და ზედმეტად მიუახლოვდა დაძაბულ ბიჭს
-თავიდან ნუ დაიწყებ!-მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ დედას და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-რა მოხდებოდა უბრალოდ რომ დაგერეკა და მისთვის დაბადების დღე მოგელოცა?- მშვიდი ტონით ჰკითხა თამუნამ და სევდიანად გაუღიმა- იცი როგორ გელოდებოდა?
-არ მინდა ამ თემაზე ლააპრაკი უკვე გითხარი-ავარდა ბიჭი და ზურგი აქცია დაძაბულ ქალს
-ბოლო წამამდე ეგონა რომ მოხვიდოდი- სლუკუნით უთხრა თამუნამ სუნთქვა აჩქარებულ შვილს და მაჯით სწრაფად მოიშორა სახეზე გადმოცურებული სიმწრის ცრემლები
-გეყოფა
-ტირილში დაიძინა
-საკმარისია! შეწყვიტე!-ბოლო ხმაზე უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა დედას და მისკენ შეტრიალადა გაავებული- გგონია მკ.დია მარიამის გრძნობები?
-მაშინ ასე ცივად რატომ ექცევი ბავშვს? მას შენ სჭირდები და არა მე!
-რატომ არ გესმის? ჩემი რატომ არავის არ გესმით?- მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი იმისამართოდ მოისროლა
-რა უნდა გვესმოდეს?!-შეიცხადა თამუნამ და წინ დაუდგა სახე მონგრეულ ბიჭს- ის რომ შვილის სიყვარული მხოლოდ იმიტომ არ შეგიძლია რომ ხატიას სიცოცხლე შეეწირა მის დაბადებას, შენსმიერ შემთხვევით მომხდარი ავარიის გამო?-თავი ვეღარ გააკონტროლა გაბრაზებულმა ქალმა და პირდაპირ მიახალა ის, რასაც მთელი ეს დრო მასზე ფიქრობდა
-ამის დედაც... მის დედასაც შ.ვეციიიი-ბოლო ხმაზე იღრიალა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და გიჟივით შევარდა საძინებელში, იქვე ტუმბოზე მიგდებულ საფულეს და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო, კარი უხეშად გამოაღო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა
-ლაშა-უკან მიჰყვა ატირებული თამუნა შვილს, მაგრამ ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია არც მის ხვეწნას, არც მუდარას, არც ცრემლებს და მაშინვე ეზოში გავარდა, ამიტომ გაღიზიანებულმა ქალმა ბოლო ხმაზე უყვირა ბიჭს- ლაშა-გიორგიიი- ამ სახელმა, მიმართვის ფორმამ და ხმამ ისე იმოქმედა ლაშაზე რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა -გთხოვ არ წახვიდე-შეეხვეწა თამუნა და სწრაფად მიუახლოვდა შვილს
-ასე აღარასოდეს არ მომართო-ჩავარდნილი ხმით უთხრა ძლივს აზრზე მოსულმა ბიჭმა დედას და მაშინვე საჭეს მიუჯდა, სწრაფად დაქოქა მანქანა და საბირავების ხრჭილით ადგილს მოწყვიტა
-მაინც გააგიჟე ხო?-სახლში შესულ ქალს თავზე წამოადგა გაღიზიანებული მამაკაცი და უკმაყოფილო სახით დააცქერდა ზემოდან ხელახლა ატირებულ ცოლს
-მე უბრალოდ მასთან დალაპარაკება მინდოდა- სლუკუნით უთხრა თამუნამ და თავი დახარა
-ხომ გაგაფრთხილე შეეშვი-თქო
-ზურა მე...
-გასაგებად არ გითხარი მერე მე დაველაპარაკები-მეთქი?!- უყვირა წყობრიდან გამოსულმა ზურამ ცოლს და გვერდი აუქცია, ჰოლში გავიდა, მოსაცმელს და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო
-სად მიდიხარ-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თამუნამ ქმარს და მაქსიმალირად სცადა მოწოლილ მძიმე ემოციებთან ცრემლების გარეშე გამკლავება, ზურამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ერთი წამით შეხედა ცოლის წაშლილ სახეს მრისხანე მზერით და საფულე გახსნა, რამდენიმე ასლარიანი თაროზე დაყარა და სიტყვის უთქმელად წავიდა სახლიდან.
...... მთელი ღამე თეთრად, ტირილში გაათენა თამუნამ, ქმარ-შვილთან დარეკვა არც უფიქრია რადგან კარგად იცოდა რომ ორივეს გათიშული ექნებოდა ტელეფონი. გამთენიისას დივანზე მჯდომს ატირებული მარიამი მიუახლოვდა და მიეწება
-ბებოს სიხარულო-კალთაში ჩაისვა თამუნამ, ჯერ კიდევ უსიამოვნო სიზმრის ნახვის გამო აფორიაქებული პატარა, გულზე მიიკრო, თავზე აკოცა და სახეზე ნაზი ფერებით მალევე დაამშვიდა. შვილიშვითან სიახლივემ თამუნაც დაამშვიდა და როცა მის თბილ ხელებში როგორც იქნა ჩაეძინა დატანჯულ პატარას, ქალმა მაშინვე ხელში აიყვანა და თავის საძინებელში წაიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა, თავადაც გვერდით მიუწვა და მალევე ჩაეძინა მასთან ჩახუტებულს. შეკრთა როცა მოულოდნელად ზურგიდან აეკრო საყვარელი მამაკაცის ცივი სხეული, მუცელზე მჭიდროდ შეოაჭდო მძიმე ხელი და თავისკენ მიიზიდა
-როდის მოხვედი?-უინტერესოდ ჰკითხა ქმარს და თვალები სუსტად გაახილა
-ახლახანს-ჩურჩულით უთხრა ზურამ მისკენ მიხედებულ ქალს და ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით
-როგორც ყოველთვის-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და საწყის პოზიციას დაუბრუნდა- მარიამი?- შეიცხადა როცა კარგად გამოფხიზლდა
-თავის ოთახში გავიყვანე- ჩურჩულით უთხრა ზურამ და ცხელი ვნებიანი ტუჩები შიშველ მხარზე მიაწება
გაღიზიანებულ ქალს, თამუნამ არაფერი უპასუხა თვალები დახუჭა და დაძინება სცადა, თუმცა ზურამ მოსვენება არ მისცა
-თავი დამანებე-ჩურჩულით უთხრა თამუნამ ვნებამორეულ კაცს და მისკენ გადაბრუნდა, ზურამ ტუჩებზე მიადო უხეში თითები ცოლს და მაშინვე გააჩუმა გააჩუმა
-ჩშშ-ჩურჩულით უთხრა, სახე ზედმეტად მიუახლოვა და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა
-ზუ რააა!-აღმოხდა მისი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულ ქალს და სანამ კიდევ რამეს იტყოდა, უმალ ზემოდან მოექცა მისი ნაზ სხეულს სურვილისგან თავლაებანთებული კაცი და ზემოდან სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა
-სად იყავი?-ვერ მოითმინა თამუნამ და მაინც ჰკითხა, თან თმებში შეუცურა მთრთოლარე თითები და კიდევ უფრო მეტად მიიწება სასურველი მამაკაცის მწველი ტუჩები ყელზე
-გოგასთან, ცოტა დავლიეთ-აუხსნა ზურამ და ინტერესით ჩააცქერდა თვალებში ეჭვებისგან გაწამებულ ცოლს
-რატომ წახვედი?-არ მოეშვა თამუნა დაძაბულ კაცს
-შენს გამო! და შენ ეს კარგად იცი!-უეცრად გამოვიდა წყობრიდან კაცი და საწოლს დააბჯინა ხელები თავი ასწია და ზემოდან დააცქერდა ცოლს აწყლიანებულ თვალებში
-ყოველთვის მარტო მტოვებ როცა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე- ვერ დამალა თამუნამ უკმაყოფილება და უემოციო სახით მიაჩერდა ქმარს ამღვრეულ თვალებში
-იმიტომ რომ ზოგჯერ ჭკუიადან გადაგყავარ შენი დაუფიქრებელი ქცევებით, სიტყვებით და ქმედებებით!- წამოენთო ზურა და ცივად მოშორდა ცოლის უგრძნობ სხეულს
-ესე იგი ყველაფერი ჩემი ბრალია?-გაბრაზდა თამუნა და საწოლიდან დაღლილი სახით ადგა
-სულ ყველაფერი-დარწმუნებით უთხრა ზურამ და ფეხზე წამოდგა, სწრაფად მიაუახლოვდა კარისკენ მიმავალ ცოლს და წინ აესვეტა -საით?- ინტერესით ჰკითხა და ტუჩის კუთხეში აკოცა შერიგების ნიშნად
-გამატარე!-გაუბრაზდა თამუნა და გვერდი აუქცია
-ყავა უნდა გაიკეთო?-სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოეხატა გაღიზიანებულ კაცს
-სააბაზანოში მივდივარ წყალი მინდა რომ გადავივლო შეიძლება?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ ქმარს და გვერდი აუქცია მისი შეხების სურვილით თვალებანთებულ კაცს
-კარგი-წამში შეეცვალა სახე ზურას და მოთმინებით დაელოდა ცოლის დაბრუნებას ოთახში. სანამ თამუნა დაბრუნდებოდა, ფანჯარა გამოაღო და რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია ანერვიულებულმა. მოულოდნელად ფიქრმა წაიღო მისი გონება, სხვა ქალზე, რის გამოც რამდენიმე წამის განმავლობაში გაირინდა, თუმცა როგორც კი ოთახის კარი გაიღო, მაშინვე აზრზე მოვიდა და უცნაური მზერით გახედა საყვარელი ქალის წყლის წვეთებისგან დაცვარულ სხეულს. თამუნამ რა თქმა უნდა მაშინვე იგრძნო ქმრის დაჟინებული მზერა თუმცა მაქსიმალურად დააიგნორა ის, თავისი თავხედური გამოხედვით და მშვიდად მიუახლოვდა სარკეს, ფენი მოიმარჯვა და თმის შრობას შეუდგა ისე თითქოს განზრახ არ აღიზიანებდა ქმარს. ზურამ გამომწვევმი მზრა ააყოლა ცოლის შიშველ ფეხებს და ცივი მზერა მისი ზედმეტად მოკლე, წითელი, თხელი ხალიათის კიდესთან შეაჩერა, შემდეგ კიდევ უფრო ნელა ააყოლა სურვილისგან ანთებული თვალები საყვარელი ქალის სასურველ სხეულს

№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ძალიან ბევრი ვიფიქრე გამეგრძელებინა თუ არა ეს ისტორია, საბოლოოდ გავდავწყვიტე რომ ჯიუტად განვაგრძო ამ ისტორიის წერა კრიტიკის და ირონის მიუხედავად. გასაგებია რომ უემოციო, დაულაგებელ და გაუმართავ ისტორიებს ვწერ, ვიყენებ ერთიდაიგივე ფრაზებს, სიტყვებს, ერთნაირად ავღწერ თითქმის ყველა სისტორიაში სიტუაციებს მაგრამ ამის გამო წერის შეწყვეტას არ ვაპირებ, მე მიყვარს წერა და მინდა წერა... თუ ვინმე ფიქრობ რომ არ უნდა ვწერო ( როგორც ეს დამიწერა ,,სიყვარული გრძნობების გარეშეს" ამ ისტორიის სულ ბოლო კოენტარში მკითხველმა- შემიძლია ასეთ მკითხველს მხოლოდ ის ვუთხრა რომ, ჩემი ისტორიების კითხვა არავის აქვს მისჯილი) მე ამის გამო წერას არ შევწყვეტ არასდროს, იმიტომ რომ მე ვწერ იმას რაც ჩემი გულიდან და გონებიდან მოდის.

ამ ისტორიას რაც შეეხება შემდეგ თავში უფრო გავშლი წარსულის თემას და ზოგადად ყველა პერსინაჟს უკეთ დაგანახებთ, ახლა უბრალოდ მეტის წერა არ შემიძლია.

№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომეწონა,როცა პირველი თავი დაიდო მეორეს მოლოდინში ვიყავი ყოველდღე ვამოწმებდი ხომ არ დადო მეთქი იმედი მაქვს შემდეგ თავს უფრომალე დადებ????

№3 სტუმარი სტუმარი ლია

"არ უნდა წერო " ეს ძალიან ცუდი ნათქვამია ვის აქვს იმის უფლება რომ ვინმეს წერა აუკრძალოს. ისტორიები მართალია ერთმანეთს გავს ეს დავწერე კიდეც ერთხელ მაგრამ შენიშვნები არ უნდა გეწყინოთ. პირიქით ამ შენიშვნებზე სწავლა შეიძლება და კიდევ ძალიან კარგია რომ წერას აგრძელებთ, ვისაც არ უნდა ნუ წაიკითხავს

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
ძალიან მომეწონა,როცა პირველი თავი დაიდო მეორეს მოლოდინში ვიყავი ყოველდღე ვამოწმებდი ხომ არ დადო მეთქი იმედი მაქვს შემდეგ თავს უფრომალე დადებ????

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤ შემდეგ თავს 10-ში გვიან ღამე ან დილით დავდებ

სტუმარი ლია

შენიშვნები, რჩევები და კრიტიკა არ მწყინს არანაირად, პირიქით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მკითხველის აზრი დადაბითიც და უარყოფითიც, ასე ვიგებ რა ხარვეზები მაქვს გამოსასწორებელი ისტორიაში, მაგრამ მითითება რომ არ უნდა ვწერო იმიტომ, რომ მას არ მოწონს ვფიქრობ არასწორია მკითხველის მხრიდან.

არაერთხელ დავწერე ის მიზეზები თუ რატომ ვწერ ასეთ ისტორიებს, ისიც თუ რატომ ვიყენებ ერთიდაიგივე ფრაზებს და სიტყვებს...მაგრამ კიდევ ახსნა მიწეევს და თავის მართლება ამ ყველფრის გამო და ვერ ვხვდები რატომ...

უბრალოდ მიყვარს წერა და მინდა წერა, ვერ ვხვდები რას ვაშავებ იმით თუ ვწერ და ვწერ ისე როგორც ვწერ.

მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის დ აზრრის გაზიარებისთვის ❤❤❤

№5 სტუმარი სტუმარი ნიაკო

12 წელია ვწერ ისტორიას და ყველანაირ მომხმარებელთან მქონია ურთიერთობა. ნუ გეწყინება ყველას თავისი აზრი აქვს და შეხედულება ზოგი აგრესიით დაგიწერს კომენტარს ზოგი ტბილი სიტყვით დაგიკომეტარებს. ზოგი კომენტარი გულზე მოგხვდება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წერა უნდა შეწყვიტო.

წინაზეც გითხარი რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა, რადგან წერა გიყვარს უნდა განვითარდე. ცოტა მეტი დრო რომ დაუთმო შენს ისტორიას დაწერო მერე თვალი გადაავლო და რაც არ მოგეწონება შეცვალო და ისე დადო საიტზე კარგი გამოგივა.

რაც შეეხება შენს წინ ისტორიას და მკითხველს თვალი გადავავლე კიდევ და ბევრი მკითხველი აღარ გიკომენტარებდა რადგან საკუთარი აზრი გამოთქვეს და სამწუხაროდ გეგას ფანებმა ისეთები დაიწყეს რომ შენდამი აგრესიით განეწყვენ. ბოლოს საკმაოდ ცუდად დაგიწერეს კომენტერი. ამიტომაც გეუბნები მკითხველის აზრი არ უნდა გაითვალისწინო, თუნდაც იდეა რადგან ამით სხვა მკითხველს განაწყობ შენს მიმართ ცუდად და აგრესიით.

წერის შეწყვეტა ან გაგრძელება შენი ავტორის გადასაწყვეტია.

№6  offline წევრი analiza505

არ მოგცემთ შენიშვნას, შენიშვნაც არ ქვია, მაგ ყველაფერს თუმცა როგორც გითხრეს ეს არაფერია...უბრალოდ აზრს გაგიზიარებთ.
ნუ, ალბათ ბევრმა გითხრათ რომ ერთი და იგივე წყვილი გყავთ, განსხვავებული სიტუაციებით.
ქმარი რომელიც ბრაზდება, და ქალი რომელიც ტირის, ყველაფერზე. შემდეგ კაცი მიდის და ვნებაარეულ ქალს კოცნის. ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ
თვალი მომჭრა იმ წინადადებამ როცა თქვით რომ ზურას ფიქრები ახვა ქალს ეხებოდა, მაინტერესებს ვის და ისიც მაინტერესებს იქნება თუ არა ეს ქალი მათი ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.შეიძლება ვცდები თუმცა ვფიქრობ რომ, ირაკლი, გეგა და ქეთის სიტუაცია იქნება, ოღონდ გეგას ადგილას ის ქალი იქნება რომლზეც ფიქრები გაექცა, შეიძლება ვცდები არა მინდა რომ ვცდებოდე.
წარმატებები, იმის მიუხედავად რომ ბევრ კრიტიკას იღებ მაინც აგრძელებ წერას ეს კი კარგია.

№7 სტუმარი სტუმარი ლია

ნეაკო

სამწუხაროა მაგრამ სენია ეს ჩვენი დაცინვა და ირონია .

№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნიაკო
12 წელია ვწერ ისტორიას და ყველანაირ მომხმარებელთან მქონია ურთიერთობა. ნუ გეწყინება ყველას თავისი აზრი აქვს და შეხედულება ზოგი აგრესიით დაგიწერს კომენტარს ზოგი ტბილი სიტყვით დაგიკომეტარებს. ზოგი კომენტარი გულზე მოგხვდება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წერა უნდა შეწყვიტო.

წინაზეც გითხარი რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა, რადგან წერა გიყვარს უნდა განვითარდე. ცოტა მეტი დრო რომ დაუთმო შენს ისტორიას დაწერო მერე თვალი გადაავლო და რაც არ მოგეწონება შეცვალო და ისე დადო საიტზე კარგი გამოგივა.

რაც შეეხება შენს წინ ისტორიას და მკითხველს თვალი გადავავლე კიდევ და ბევრი მკითხველი აღარ გიკომენტარებდა რადგან საკუთარი აზრი გამოთქვეს და სამწუხაროდ გეგას ფანებმა ისეთები დაიწყეს რომ შენდამი აგრესიით განეწყვენ. ბოლოს საკმაოდ ცუდად დაგიწერეს კომენტერი. ამიტომაც გეუბნები მკითხველის აზრი არ უნდა გაითვალისწინო, თუნდაც იდეა რადგან ამით სხვა მკითხველს განაწყობ შენს მიმართ ცუდად და აგრესიით.

წერის შეწყვეტა ან გაგრძელება შენი ავტორის გადასაწყვეტია.

მადლობა ნიაკო გამოხმაურებისთვის. რა თქმა უნდა მესმის რომ როცა ასე საჯაროდ ვდებ ნაწერს დადებით შეფასებასთან ერთად იქნება კრიტიკული შეფასებებიც, მაგრამ გააჩნია მკითხველი როგორ და რა ფორმით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას...

ვფიქრობ ახსნა-განმარტებების გაკეთება აღარ უნდა მიწევდეს იმის გამო თუ რას და რატომ ვწერ, მითუმეტეს თავის მართლება იმის გამო რომ წერა მიყვარს... ( მესმის რომ ყველას მოსაწონი ვერ და არ იქნება, მაგრამ მე მხოლოდ ასე ამგვარად შემიძლია წერა და რატომ არ უნდა ვწერო ვერ ვხვდები, ამიტომაც ჯიუტად გავაგრძელებ წერას ყველაფერისდამიუხედავად)

შენს შენიშვნებს სრულად ვიზიარებ ნიაკო მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს სამწუხაროდ რომ ამ საქმეს უფრო მეტი დრო/ენერგია დავუთმო და გავითარდე როგორც მწერალი, ამიტომ ვწერ ისე როგორც ვწერ...

შინაარს რაც შეეხება, ასეთ ისტორიებს იმიტომ ვწერ რომ ჩემს გარშემო ბევრი მსგავსი შემთხვევა ხდება, შესაბამისად ვწერ იმ თემებზე რაც ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. ამის ახსნით მართლა დავიღალე ( ერთიდაიგივე შინაარსის იმიტომაა რომ ერთიდაიგივე მწერალი ვწერ ლოგიკური ხო? joy )

რამდენიმე მკითხველის და ჩემი დამოკიდებულება ორ ისტორიაში განსხვავებულად წარიმართა, სწორედ ამ და იმ მიზეზით, რომ მე მათი განსხვავაებული აზრები გავიზაირე გარკვეულ საკითხებზე, შევცვალე ისტორიის მიმართლება ( რასაც არ ვნანობ) joy თუმცა ვიზიარებ შენს შენიშვნას ამ საკითხზე.

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

რატო გადაგვაყოლეთ ამ გეგას? weary ბოდიში ახლა კონკრეტული საკითხის მინართ ჩვენი ხედვები ავტორის ხედვებს თუ დაემთხვა. რომ არ სდომოდა არც დაწერდა. აგერ ჯიუტად იმეორებს, მაინც დავწერ იმიტომ, რომ ასე მინდაო და გეგაზე ვერ გაჯიუდტებოდა?

ნეაკო, წავიკითხე ორივე თავი. ჯერ მაინც ადრეა დასკვნების გამოტანა, სანამ კარგად არ გავიცნობ ყველა პერსონაჟს, მაგრამ ლაშა მაინც არ ჩანს ჩემი სტილის ადამინი. საკმაოდ სუსტი და უნებისყოფო კაცია, როგორც ვატყობ. 5 წელია გასული იმ ამბიდან და საკმარისი დრო ჰქონდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. რაღაც სასოწარკვეთილი, ტანჯულა კაცის როლშია შეჭრილი და ეტყობა ძაან ეკომფორტულება განადგურებული სახით მოძრაობა. არც ზურა უქნია ღმერთს. დგას და ისე იცავს თავისი ცოლისგან შვილს, გეგონება ის ქალი იყოს ლაშას პრობლემა და არა ლაშას უნებისყოფობა.
მოკლედ ჯერ ადრეა მაინც და ჯობია მეტი აღარაფერი ვთქვა.
წერის სტილს რაც შეეხება, შენ ხომ იცი ამ თემას თითქმის არ ვეხები. თუ არ მომწონს ისტორია არ ვკითხულობ, თუ მომწონს კიდე სად მცალია ხოლმე სტილზე საფიქრელად, ისეთ პერსონაჟებს გვთავაზობ, უბრალოდ ერთი უნდა გითხრა.
ტყუილად ეუბნები მაგ ადამიანებს, "თუ არ მოგწონს ნუ კითხულობო", მაგას ჩემი არ იყოს მიხვდებიან თავისითაც და რადგან გიწერენ აზრს და გთხოვენ რაღაცის გამოსწორებას, თანაც კორექტულად, ე.ი. შენც მოსწონხარ, ისტორიაც მოსწონთ და სურვილიც აქვთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწო, როგორც მწერალი. სად უშვებ მაგ ხალხს ან რატომ უშვებ, როცა პირიქით, კარგ საქმეს გიკეთებენ? smiley კლარისა ლისპექტორი შეიძლება არ გამოხვიდე (თუ არ გინდა), მაგრამ 7 წლის წინ დაწერილ მოთხორობას, რომ წლევანდელი უნდა ჯობდეს მაგას რად უნდა ლაპარაკი?!
კონკრეტულს არაფერს დაგიწერ. ჩემზე კარგად შენ იცი, თუ რამე შესაცვლელია, სად შეცვალო და როგორ და თუ შეცვლა არ გინდა ნუ შეცვლი, უბრალოდ ასე ნუ ითრგუნები ხოლმე. ვინც აქაა, აშკარად ყველას მოსწონხარ, მინიმუმ პიროვნულად.

№10 სტუმარი ელა1

ნიაკო მიხარია რო აგრძელებ ამ ისტორიას მე ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.რაც შეეხება ამ თავს ძალიან ემოციური იყო.რაც შეეხება ლაშას მისიც მესმის ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა მითუმეტეს როცა თავს ადანაშაულობს ამაში,ასე მგონია რო ლაშას უყვარს თავისი შვილი მაგრამ ამავე დროს დრო ჯირდება რო მიეჩვიოს თავის შვილს.უცი რატო ექცევა შვილს შიში აქვს ეშინია რო მასაც ისე ატკენც გულს როგორც თავის ცოლს და ამავე დროულად გრძნობს რო თუ ხელში აიყვანც მოეფერება ხატიას სურნელს იგრძნობს.ასე მგონია მე.რაც შეეხება თამუნა და ზურას ასე მგონია იცი რა უყვარყთ ერთმანეთი მაგრამ არ ესმით ერთმანეთი.არ ვიცი რა მოხტა მაგრამ ასე მგონია რო თამუუნას და ზურას შორის მესამე ადამიანი დგას.❤❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.

№11 სტუმარი სტუმარი ელენე

ელა1

რა სუნის ეშინია ელა? smiley ხატიას ნაცვლად ლაშა რო მომკვდარიყო ბავშვი აღარ უნდა აეყვანა ხელში იმ გოგოს, ვაიმე ლაშას სუნი არ ვიგრძნოო?
ადამიანები კვდებიან; დედამიწა მრგვალია; ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არაა. რად უნდა ახლა ასეთ აქსიომებს გატრაგიკულება? მოკვდა ის ქალი, მორჩა. შეუძლია მთელი ცხოვრება უყვარდეს, მაგრამ თვითონ მანქანის ტარება არ იცოდეს ბავშვს რას აბრალებს? იმ ბავშვმა მოაწყო ავარია, თუ ის ბავშვი იყო მეან-გინეკოლოგი, ვინც ხატია ვერ გადაარჩინა?!
თუ გულისტკენის ეშინია, შეუძლია მოდუნდეს, აშკარად ატკინა უკვე. 5 წლის შვილის იგნორზე მეტი რაღა უნდა ქნას აწი.

№12 სტუმარი სტუმარი კირა

საწყალი მარიამო worried
დედა მკვდარი, მამა ცოცხალი,მაგრამ მაინც მოსიარულე მკვდარს ჰგავს.რა ძნელი იქნება ბავშვისთვის.
ბებიაც უვლის და ეფერება, მაგრამ მშობლებს ვერ ჩაუნაცვლებს.რა ქნას ამ ქალმა მეტი?
ლაშასი მესმის, თან ძალიან კარგად მესმის.
როცა მართლა წრფელი გრძნობით გიყვარს, 5 წელი კი არა სიკვდილამდეც გემახსოვრება და გეყვარება.
აბა, შეიძლება სიკვდილის გამო ადამიანი გადაგიყვარდეს, თუ მართლა ძლიერ გიყვარს?
ხალხი ცოლის/ქმრის გარდაცვალების გამო იმხელა სტრესში ვარდება, ყველას და ყველაფერს ტოვებს, სადღაც დაკარგულში მიდის და განდეგილივით ცხოვრობს expressionless
ეგრე მარტივი არაა ყველაფრის თავიდან დაწყება და აჩრდილებთან ბრძოლა

№13 სტუმარი სტუმარი ელენე

გაგებაში თუ თანაგრძნობას გულისხმობ, მე არ შემიძლია და თქვენ თანაუგრძენით, თუ გინდათ smiley ძნელია ნამდვილად საყავრელი ადამიანის დაკარგვა. იმის დაშვებაც შემიძლია, რომ ისე გაბოროტდე გარდაცვალების ფორმალურ მიზეზე, ბავშვზეც კი გაბრაზდე ქვეცნობიერად, მაგრამ მაშინ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. წავიდეს სახლიდან და ნუღა დაენახება შვილს. ეს "თან არის და თან არ არის" მიდგომა, ვერ გავიგე რას ემსახურება. უფრო ამწარებს მაგით.
და საერთოდ, ყველაფერს ჯობია, რომ გადახარშოს მომხდარი და მამობა გაუწიოს უდედო შვილს.

№14  offline მოდერი ნეაკო

analiza505
არ მოგცემთ შენიშვნას, შენიშვნაც არ ქვია, მაგ ყველაფერს თუმცა როგორც გითხრეს ეს არაფერია...უბრალოდ აზრს გაგიზიარებთ.
ნუ, ალბათ ბევრმა გითხრათ რომ ერთი და იგივე წყვილი გყავთ, განსხვავებული სიტუაციებით.
ქმარი რომელიც ბრაზდება, და ქალი რომელიც ტირის, ყველაფერზე. შემდეგ კაცი მიდის და ვნებაარეულ ქალს კოცნის. ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ
თვალი მომჭრა იმ წინადადებამ როცა თქვით რომ ზურას ფიქრები ახვა ქალს ეხებოდა, მაინტერესებს ვის და ისიც მაინტერესებს იქნება თუ არა ეს ქალი მათი ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.შეიძლება ვცდები თუმცა ვფიქრობ რომ, ირაკლი, გეგა და ქეთის სიტუაცია იქნება, ოღონდ გეგას ადგილას ის ქალი იქნება რომლზეც ფიქრები გაექცა, შეიძლება ვცდები არა მინდა რომ ვცდებოდე.
წარმატებები, იმის მიუხედავად რომ ბევრ კრიტიკას იღებ მაინც აგრძელებ წერას ეს კი კარგია.

მადლობა გამოხმაურებისთვის. სწორად არნიშნეთ თითქმის ერთიდაიგივე შინაარსის ისტორიებს ვწერ ( ამაში გულწრფელად რომ გითხრათ პრობლემას ვერ ვხედავ ).

ზურას და თამუნას ამბავი დაახლიებით წინა ისტორიის გმირების მსგავსათ გავითარდება ნამდვილად

ელა1
ნიაკო მიხარია რო აგრძელებ ამ ისტორიას მე ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.რაც შეეხება ამ თავს ძალიან ემოციური იყო.რაც შეეხება ლაშას მისიც მესმის ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა მითუმეტეს როცა თავს ადანაშაულობს ამაში,ასე მგონია რო ლაშას უყვარს თავისი შვილი მაგრამ ამავე დროს დრო ჯირდება რო მიეჩვიოს თავის შვილს.უცი რატო ექცევა შვილს შიში აქვს ეშინია რო მასაც ისე ატკენც გულს როგორც თავის ცოლს და ამავე დროულად გრძნობს რო თუ ხელში აიყვანც მოეფერება ხატიას სურნელს იგრძნობს.ასე მგონია მე.რაც შეეხება თამუნა და ზურას ასე მგონია იცი რა უყვარყთ ერთმანეთი მაგრამ არ ესმით ერთმანეთი.არ ვიცი რა მოხტა მაგრამ ასე მგონია რო თამუუნას და ზურას შორის მესამე ადამიანი დგას.❤❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.

სწორად აღნიშნე ელა, თამუნას და ზურას შორის დანმდვილად მესამე ადამიანი, ქალი დგას, რის გამოც რთული დღეები ელოდება წინ ცოლ-ქმარს.
ლაშას რაც შეეხება მის პერსონაჟს ნელ-ნელა ჩამოვაყალიბებ. მარიამისადმი მის დამოკიდებულებასაც დეტალურად ავღწერ შემდეგ თავებში და იმ მიზეზებსაც თუ რატომ გაუცხოვდა შვილთან ასე ძალიან და რა გახდა იმის მიზეზი რომ ასე გულგრილად და ცივად ექცევა მას

№15 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ელა1
ნიაკო მიხარია რო აგრძელებ ამ ისტორიას მე ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.რაც შეეხება ამ თავს ძალიან ემოციური იყო.რაც შეეხება ლაშას მისიც მესმის ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა მითუმეტეს როცა თავს ადანაშაულობს ამაში,ასე მგონია რო ლაშას უყვარს თავისი შვილი მაგრამ ამავე დროს დრო ჯირდება რო მიეჩვიოს თავის შვილს.უცი რატო ექცევა შვილს შიში აქვს ეშინია რო მასაც ისე ატკენც გულს როგორც თავის ცოლს და ამავე დროულად გრძნობს რო თუ ხელში აიყვანც მოეფერება ხატიას სურნელს იგრძნობს.ასე მგონია მე.რაც შეეხება თამუნა და ზურას ასე მგონია იცი რა უყვარყთ ერთმანეთი მაგრამ არ ესმით ერთმანეთი.არ ვიცი რა მოხტა მაგრამ ასე მგონია რო თამუუნას და ზურას შორის მესამე ადამიანი დგას.❤❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.

ელა ძალიან მიხარია რომ ისევ ჩემს გვერდით ხარ ❤❤❤❤❤❤❤❤

№16  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
საწყალი მარიამო worried
დედა მკვდარი, მამა ცოცხალი,მაგრამ მაინც მოსიარულე მკვდარს ჰგავს.რა ძნელი იქნება ბავშვისთვის.
ბებიაც უვლის და ეფერება, მაგრამ მშობლებს ვერ ჩაუნაცვლებს.რა ქნას ამ ქალმა მეტი?
ლაშასი მესმის, თან ძალიან კარგად მესმის.
როცა მართლა წრფელი გრძნობით გიყვარს, 5 წელი კი არა სიკვდილამდეც გემახსოვრება და გეყვარება.
აბა, შეიძლება სიკვდილის გამო ადამიანი გადაგიყვარდეს, თუ მართლა ძლიერ გიყვარს?
ხალხი ცოლის/ქმრის გარდაცვალების გამო იმხელა სტრესში ვარდება, ყველას და ყველაფერს ტოვებს, სადღაც დაკარგულში მიდის და განდეგილივით ცხოვრობს expressionless
ეგრე მარტივი არაა ყველაფრის თავიდან დაწყება და აჩრდილებთან ბრძოლა

სრულებით გეთანხმები კირა ❤❤❤ თუმცა ამ დროს ძალა უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარ თავში და თავისი ტკივილი და ტრაგედია სხვებს არ მოახვიოს თავს, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად შვილები იტანჯებიან, ჯერ მშობლის გარდაცვალება რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს შვილისთვის ( თუ უყვარს რა თქმა უნდა ეს მშობელი) და მერე მეორე მშობლის ტანჯვის ყურება გარდაცვლილის გამო.

№17 სტუმარი სტუმარი Nazi

მომწონს რაღაცნაირად საინტერესო იყო ერთს გირჩევ ნეაკო რომ ხალხის უარყოფით კრიტიკას ნუ მიაქცევ ყურადღებას უბრალოდ ასე განაგრძე არასდროს შეწყვიტო წერა რადგან ეს ბევრს მოგვწონს წარმატებები გელი მოუთმენლად ❤️❤️

№18  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
რატო გადაგვაყოლეთ ამ გეგას? weary ბოდიში ახლა კონკრეტული საკითხის მინართ ჩვენი ხედვები ავტორის ხედვებს თუ დაემთხვა. რომ არ სდომოდა არც დაწერდა. აგერ ჯიუტად იმეორებს, მაინც დავწერ იმიტომ, რომ ასე მინდაო და გეგაზე ვერ გაჯიუდტებოდა?

ნეაკო, წავიკითხე ორივე თავი. ჯერ მაინც ადრეა დასკვნების გამოტანა, სანამ კარგად არ გავიცნობ ყველა პერსონაჟს, მაგრამ ლაშა მაინც არ ჩანს ჩემი სტილის ადამინი. საკმაოდ სუსტი და უნებისყოფო კაცია, როგორც ვატყობ. 5 წელია გასული იმ ამბიდან და საკმარისი დრო ჰქონდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. რაღაც სასოწარკვეთილი, ტანჯულა კაცის როლშია შეჭრილი და ეტყობა ძაან ეკომფორტულება განადგურებული სახით მოძრაობა. არც ზურა უქნია ღმერთს. დგას და ისე იცავს თავისი ცოლისგან შვილს, გეგონება ის ქალი იყოს ლაშას პრობლემა და არა ლაშას უნებისყოფობა.
მოკლედ ჯერ ადრეა მაინც და ჯობია მეტი აღარაფერი ვთქვა.
წერის სტილს რაც შეეხება, შენ ხომ იცი ამ თემას თითქმის არ ვეხები. თუ არ მომწონს ისტორია არ ვკითხულობ, თუ მომწონს კიდე სად მცალია ხოლმე სტილზე საფიქრელად, ისეთ პერსონაჟებს გვთავაზობ, უბრალოდ ერთი უნდა გითხრა.
ტყუილად ეუბნები მაგ ადამიანებს, "თუ არ მოგწონს ნუ კითხულობო", მაგას ჩემი არ იყოს მიხვდებიან თავისითაც და რადგან გიწერენ აზრს და გთხოვენ რაღაცის გამოსწორებას, თანაც კორექტულად, ე.ი. შენც მოსწონხარ, ისტორიაც მოსწონთ და სურვილიც აქვთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწო, როგორც მწერალი. სად უშვებ მაგ ხალხს ან რატომ უშვებ, როცა პირიქით, კარგ საქმეს გიკეთებენ? smiley კლარისა ლისპექტორი შეიძლება არ გამოხვიდე (თუ არ გინდა), მაგრამ 7 წლის წინ დაწერილ მოთხორობას, რომ წლევანდელი უნდა ჯობდეს მაგას რად უნდა ლაპარაკი?!
კონკრეტულს არაფერს დაგიწერ. ჩემზე კარგად შენ იცი, თუ რამე შესაცვლელია, სად შეცვალო და როგორ და თუ შეცვლა არ გინდა ნუ შეცვლი, უბრალოდ ასე ნუ ითრგუნები ხოლმე. ვინც აქაა, აშკარად ყველას მოსწონხარ, მინიმუმ პიროვნულად.

აუ შენ ისევ ჩემი ტკბილი ბავშვი რომ ხარ იცი ხო? ❤❤❤❤❤

გულწრფელად გეტყვი ზოგჯერ მართლა ძალიან მთრგუნავს ხოლმე კრიტიკული, მაგრამ უკვე მწერალ/მკითხველს შორის არსებული ზღვარს გადასული კომენტარები, თუმცა საბოლოოდ ისევ იმარჯვებს ჩემი მუზა და დანებების ნაცვლად ბრძოლას ირჩევს როგორც ყოველთვის joy სწორედ ამიტომ განვაგრძობ დღემდე ჯიუტად წერას.

თუმცა ძალიან მიხარია ის რომ ამდენი ადამიანი მიზაირებს თავის აზრს ისტორიაზე და მაძლევს რჩევებს. ❤
ისტორიას რაც შეეხება, აი ძალიან ეცდები ბანალური არ იყოს...

nene gelovani
ჩემი აზრი ისტორიის ასეთ შინაარსზე უკვე იცი, მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა გაგრძელება რომ გადაწყვიტე. რატომაც არა, თუ შენ გეწერინება. ❤❤❤ აქ ქეთის როლში მგონი თამუნაა ხომ? smile ქეთივით შეიკლეს ხელში მამა-შვილმა, ყოველდღე ატირებენ საწყალს. ჯერ რადროს ეს კითხვაა, მაგრამ დასასრული მოფიქრებული გაქვს უკვე? იცი ლაშას რა ბედი ელის'?

სტუმარი ელენე
რატო გადაგვაყოლეთ ამ გეგას? weary ბოდიში ახლა კონკრეტული საკითხის მინართ ჩვენი ხედვები ავტორის ხედვებს თუ დაემთხვა. რომ არ სდომოდა არც დაწერდა. აგერ ჯიუტად იმეორებს, მაინც დავწერ იმიტომ, რომ ასე მინდაო და გეგაზე ვერ გაჯიუდტებოდა?

ნეაკო, წავიკითხე ორივე თავი. ჯერ მაინც ადრეა დასკვნების გამოტანა, სანამ კარგად არ გავიცნობ ყველა პერსონაჟს, მაგრამ ლაშა მაინც არ ჩანს ჩემი სტილის ადამინი. საკმაოდ სუსტი და უნებისყოფო კაცია, როგორც ვატყობ. 5 წელია გასული იმ ამბიდან და საკმარისი დრო ჰქონდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. რაღაც სასოწარკვეთილი, ტანჯულა კაცის როლშია შეჭრილი და ეტყობა ძაან ეკომფორტულება განადგურებული სახით მოძრაობა. არც ზურა უქნია ღმერთს. დგას და ისე იცავს თავისი ცოლისგან შვილს, გეგონება ის ქალი იყოს ლაშას პრობლემა და არა ლაშას უნებისყოფობა.
მოკლედ ჯერ ადრეა მაინც და ჯობია მეტი აღარაფერი ვთქვა.
წერის სტილს რაც შეეხება, შენ ხომ იცი ამ თემას თითქმის არ ვეხები. თუ არ მომწონს ისტორია არ ვკითხულობ, თუ მომწონს კიდე სად მცალია ხოლმე სტილზე საფიქრელად, ისეთ პერსონაჟებს გვთავაზობ, უბრალოდ ერთი უნდა გითხრა.
ტყუილად ეუბნები მაგ ადამიანებს, "თუ არ მოგწონს ნუ კითხულობო", მაგას ჩემი არ იყოს მიხვდებიან თავისითაც და რადგან გიწერენ აზრს და გთხოვენ რაღაცის გამოსწორებას, თანაც კორექტულად, ე.ი. შენც მოსწონხარ, ისტორიაც მოსწონთ და სურვილიც აქვთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწო, როგორც მწერალი. სად უშვებ მაგ ხალხს ან რატომ უშვებ, როცა პირიქით, კარგ საქმეს გიკეთებენ? smiley კლარისა ლისპექტორი შეიძლება არ გამოხვიდე (თუ არ გინდა), მაგრამ 7 წლის წინ დაწერილ მოთხორობას, რომ წლევანდელი უნდა ჯობდეს მაგას რად უნდა ლაპარაკი?!
კონკრეტულს არაფერს დაგიწერ. ჩემზე კარგად შენ იცი, თუ რამე შესაცვლელია, სად შეცვალო და როგორ და თუ შეცვლა არ გინდა ნუ შეცვლი, უბრალოდ ასე ნუ ითრგუნები ხოლმე. ვინც აქაა, აშკარად ყველას მოსწონხარ, მინიმუმ პიროვნულად.

რატომ ასე მკაცრად? joy ლაშას საქციელი მეც არ მომწონს, მაგრამ გაგება შეიძლება.

ეს ისტორია ნამდვილად არ გავითარდება ისე როგორც პირველ თავი კომეტარებში დამიწერს, არ იქნება ბანალური და სტანდარტული.
ლაშას სხვა ქალის სიყვარული არ გამოასწორებს და კარგ მამიკოდ არ იქცევა.
ჰეფი ენდიც არ ექნება როგორც ივარაუდეს, ყველაფერს ავურდავურევ ცოტახანში joy თუმცა მანამდე რამდენიმე თავს ისე დავწერ როგორი მოლოდინებიცააა joy

ძალიან ბევრი ვიფიქრე, იმასთან დაკავშირებით გამეგრძელებინა თუ არა ამ ისტორიის წერა, ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე რომ მინდა წერა და უნდა დავწერო კიდეც, თუმცა რთული იყო ამ გადაეყვეტილების მიღება ❤❤❤❤

სტუმარი Nazi
მომწონს რაღაცნაირად საინტერესო იყო ერთს გირჩევ ნეაკო რომ ხალხის უარყოფით კრიტიკას ნუ მიაქცევ ყურადღებას უბრალოდ ასე განაგრძე არასდროს შეწყვიტო წერა რადგან ეს ბევრს მოგვწონს წარმატებები გელი მოუთმენლად ❤️❤️

მადლობა ნაზი ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤ სწორედ იმიტომ რომ ამდენ სითბოს და სიყვარულს გამოხატავთ მკითხველი არ ვწყ ეტ დღემდე ჯიუტად წერას ერთეული ნეგატიური კომენტარის ავტორების გამო, თუმცა ვაღიარებ ეს მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე ❤❤❤❤❤❤ მიხარია რომ ჩემს მკითხველთა შეორის ხარ და ყოველთვის მიზიარებს შენს აზრს ❤❤❤❤

№19 სტუმარი სტუმარი ნანა

ეჰ,კითხვაც რომ გიყვარდეს ცოტა ასეთი მწირი ლექსიკონი არ გექნებოდა... არადა მშვენიერი მწერალი დადგებოდა შენგან რომ არა ეს სიჯიუტე რომ ასე წერ და მორჩა...ვერ გაცდები ამ საიტს ამ მიდგომით,მკითხველსაც მობეზრდება ეს ერთ წრეზე ბოდიალი დამიჯერე,მე მაგალითად აღარ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას,ანოტაციამ დამაწერინა ესეც...ისე,ერთეული ნეგატიურები არიან ისინი ვისაც უნდა დაუჯერო და გაითვალისწინო,წაგადგება...და არა იმათ ხანდახან რატომ გაქებენ ალბათ საკუთარ თავსაც რომ ეკითხები...კარგად

№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე მიყვარს კითხვა ძალიან მინდა და ვკითხულობ,შენ გინდა და გიყვარს წერა და წერ მაგრამ შენ უნდა წერო შენი გადასაწყვეტია როდის და რას წერ და არავის საქმე არარი როგორ და რას დაწერ არავის არ უნდა უსმინო წერე რამდენიც გაგიხარდება..მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესო ჩანს მაგრამ ასე ორთავში უცებ აზრს ვერ გამოვიტანთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

№21  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
ეჰ,კითხვაც რომ გიყვარდეს ცოტა ასეთი მწირი ლექსიკონი არ გექნებოდა... არადა მშვენიერი მწერალი დადგებოდა შენგან რომ არა ეს სიჯიუტე რომ ასე წერ და მორჩა...ვერ გაცდები ამ საიტს ამ მიდგომით,მკითხველსაც მობეზრდება ეს ერთ წრეზე ბოდიალი დამიჯერე,მე მაგალითად აღარ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას,ანოტაციამ დამაწერინა ესეც...ისე,ერთეული ნეგატიურები არიან ისინი ვისაც უნდა დაუჯერო და გაითვალისწინო,წაგადგება...და არა იმათ ხანდახან რატომ გაქებენ ალბათ საკუთარ თავსაც რომ ეკითხები...კარგად

არც ვაპირებ ამ საიტს გავცდე ჩემო კარგო!!! მწერლობის და წიგნების ბეჭვდის ამბიციები არ მაქვს რადგან ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ ეტაპზე ესაა და კარგად ვიცი რომ ამ ლექსიკით ცოდნით და მცდელობით ჩემგან დოსტოევსკი ვერ გამოვა joy

წაიკითხავთ თუ არა ეგ მე არ მეხება.

მოგეწონებათ თუ არც ეგ...

შემაქებენ თუ გამაკრიტიკებენ აი ეგაა ჩემი პრობლემაა და თქვენ მაგაზე არ იღელვოთ...

იმ შექებას ვიმსახურებ თუ არა ამაზე ჩემს თავთან მე თვითონ გავაერკვევი როგორმე joy

თუ ფიქრობთ რომ დამსახურებულად ვიმსახურებ კრიტიკას ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მე ვფიქრობ რომ არ ვიმსახირებ, არც თქვენს ამ არაკორექტულ კომეტარს, ამიტომაც ისევ დავწერ დავწერ დავწრ დავწერ joy

მ ა დ ლ ო ბ ა

№22  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
მე მიყვარს კითხვა ძალიან მინდა და ვკითხულობ,შენ გინდა და გიყვარს წერა და წერ მაგრამ შენ უნდა წერო შენი გადასაწყვეტია როდის და რას წერ და არავის საქმე არარი როგორ და რას დაწერ არავის არ უნდა უსმინო წერე რამდენიც გაგიხარდება..მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესო ჩანს მაგრამ ასე ორთავში უცებ აზრს ვერ გამოვიტანთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ❤❤❤❤❤❤❤ მიხარია რომ დღემდე ჩემს მკითხველთა შორის ხარ და მიზიარებ შენს აზრს

№23 სტუმარი ნებულა

ძვირფასო ავტორო, ყველას აქვს წერის, ხატვის, სიმღერის და ცეკვის უფლება. თითოეული ამას ისე აკეთებს, როგორც გამოსდის და შეუძლია. ვისაც არ მოსწონს, არ წაიკითხოს, მათი შეხედულებებით ნუ შეცვლი ნურაფერს. ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი ავტორები, მხატვრები და კომპოზიტორები - სხვათა შემოქმედება კი შეიძლება არ მოგვწონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი რჩეულების გარდა აღარავინ წეროს, ხატოს და ა.შ.
პერსონაჟებზე შენიშვნებიც, მსუბუქად რომ ვთქვა სასაცილოა. ადამიანები იდეალურები არ არიან - ვიღაც სუსტია, ვიღაც მატყუარა, ვიღაც პირიქით, ძილიერი და სამართლიანი - ძალიან კარგი, რომ ცდილობ რეალისტურად წერო და არ შექმნა ილუზია, თითქოს შესაძლებელი იყოს ყველა ღმერთივით იქცეოდეს. პირადად მე, ასეთ ისტორიებს ძალიან პრიმიტიულად ვთვლი და მათ კითხვას არ ვაგრძელებ ხოლმე.
და ზოგადადაც, მსუბუქად შეხედე აქ გამოქვეყნებულ კომენტარებს. დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ჯერ შარლოტა ბრონტე, ჯეინ ოსტონი და ედგარ პო მე აქ არ შემხვედრია ავტორებს შორის. პროფესიული ნაწერი აქ არავის გამოუქვეყნებია. გარკვეული მოყვარულთა კლუბივით არის და ვისაც რა ეწერება - იმას წერს. ერთადერთი რაც გამაღიზიანებელია ხოლმე, ზოგიერთი პლაგიატს აქვეყნებს - სხვის მოთხრობას ითვისებს, ან რომელიღაც სერიალის სიუჟეტს აკოპირებს - აი ეს ნამდვილად წყლის ნაყვაა. შენ კი, ვიდრე შენს ნააზრევს წერ, ვერავინ შემოგედავება. ასე რომ წერე! :) მე სიამოვნებით ვკითხულობ! წარმატებები!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent