შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 4)


13-01-2022, 18:17
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 1 517

***
როგორც კი ჯაბამ ძმის დანაბარები მოისმინა მაშინვე ზვიადს დაუკავშირდა. შეხვედრა სთხოვა და მალევე მასთან წავიდა. ლიქოკელს ფულის გამორთმევა ეუხერხულა. ერთი პირი უარსაც ეუბნებოდა, თუმცა საკმარისი ფული არ ჰქონდა, იცოდა ამ ფულის გარეშე უცხო ქვეყანაში მოქმედება გაუჭირდებოდა.
- ეს კი არა, აზერბაიჯანშიც მოგყვები იცოდე. რასაც მეტყვი ყველაფერში დაგეხმარები.
- ეგეც ლაშამ დაგაბარა?
- არა და არც მინდა გაიგოს, რომ მოგყვები.
- რაც გთხოვე ის თუ გამირკვიე?
- კი ყველაფერი გავარკვიე.
- გზაში მომიყევი. - მანქანისკენ წავიდა ზვიადი.
- ხომ წამიყვან აზერბაიჯანში? - აედევნა ჯაბა.
- არა!
- გთხოვ რა ზვიად.
- ომია იქით. ხიფათში ვერ ჩაგაგდებ. ნუ მიწყენ თუ ძმა ხარ.
- ჩემს ადგილზე რომ ლაშა ყოფილიყო, მასაც უარს ეტყოდი?
ზვიადი მანქანის კართან შედგა. სევდიანად გაიღიმა, წავედითო ჩაილაპარაკა და საჭესთან მოთავსდა.
ზვიადის თხოვნით, ჯაბას დილიდანვე გაერკვია სამველ გრიგორიანის ამბები. სამეზობლოში წარმოშობით სომეხ კოლექციონერზე ბევრი არაფერი იცოდნენ. გრიგორიანი კარჩაკეტილად ცხოვრობდა და სამეზობლოსთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდა. დილით მუდამ ადრიანად გადიოდა და უკან შებინდებამდე ბრუნდებოდა. ფეშენებელურ სახლში ყოველთვის იყო დაცვის თანამშრომელი და მზარეული.
სამველა ცოლ-შვილს წლების უკან გაშორებოდა, მას მერე უფრო მეტად გადაეშვა პირად საქმეებში. კოლექციონერობა მანიაკალურ მიდრეკილებად ექცა. მისი ოფიციალური შემოსავალი ძველ თბილისში არსებული ოც ნომრიანი სასტუმრო იყო. ეს შემოსავალი ნაკლებად აინტერესებდა. მთავარი მისთვის ამ სასტუმროს მიწისქვეშა სართული იყო. ქვედა სართული ძვირადღირებული ნახატების ერთგვარ სამალავ ბუნკერად გადაექცია. შესვლის უფლება თუ შესაძლებლობა მხოლოდ სასტუმრო გენერალურ მენეჯრს ჰქონდა. მას ვინც გრიგორიანის ნდობით სარგებლობდა.
ჯაბა და ზვიადი ავლაბრის ერთ-ერთ ვიწრო აღმართს აუყვნენ.
- აი, ეს უნდა იყოს. - ხელით მიანიშნა ჯაბამ შინდისფერ ჭიშკარზე.
ლიქოკელმა მანქანა შეაჩერა. გადმოვიდა, ჭიშკარს მიუახლოვდა და გაბმული ზარი დარეკა. ორიდე წუთში კარი ნელი მოძრაობით გაიღო. ჭიშკრის უკან თანმაღალი, თავგადაპარსული ადამიანი გამოჩნდა. სტუმრები ამრეზად შეათვალიერა და მოსვლის მიზეზი იკითხა.
- გამარჯობა. - მიესალმა ზვიადი - სამველას ვეძებ.
- არ არის სახლში. - მკაცრი ტონით მიმართა მასპინძელმა.
- სად არის?
- არ ვიცი, არ დაუბარებია, და ვინ ხართ?
- მეგობრები ვართ. თავის სასტუმროში იქნება ალბათ არა? - ჩაერთი ჯაბა.
- არა. არც იქ არის!
- თუ არ იცი სად არი, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ არც იქ იქნება?!
- გითხარით არ ვიცი სად არის! კარგად ბრძანდებოდეთ. - გაღიზიანებულად ჩაილაპარაკა დაცვის წევრმა და ჭიშკრის დასაკეტად სახელურს დასწვდა.
ზვიადმა დაკეტვა არ აცადა და კარს გამეტებით ჰკრა წიხლი, რამაც ტანმაღალი კაცი უკან მოწყვეტით გადააგდო. ეზოში შევარდა, წაქცეულს ზევიდან დააცხრა, სწრაფი მოძრაობით ქამარში გარჭობილი პისტოლეტი აართვა და ფეხზე წამოიმართა.
- აეთრია ფეხზე! - აელვებული თვალებით დახედა წაქცეულს.
კაცი ნელ-ნელა წამოიმართა.
- ვინ ხართ, რა გინდათ? - ხმის ტონი საგრძნობლად დაუსუსტდა მასპინძელს.
- წინ გამიძეხი. - ხელით მიანიშნა სახლისკენ. - კიდევ ვინ არის სახლში?!
- არავინ... მოახლე ქალია მხოლოდ.
რამდენიმე წუთში. დაცვის წევრი და მოახლე ქალი მისაღებში დივანზე ისხდნენ და გაფითრებულები შესცქეროდნენ მათ წინ მჯდარ ზვიადს და ჯაბას.
- სახელები მითხარით. - დაიწყო ჯაბამ.
- მე არტურა მქვია, ამას სუზანა. - ჩაილაპარაკა კაცმა.
- არტურ, ახლა გონება მოიკრიფე და შენს უფროსზე რასაც გკითხავთ ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევი. ნუ გამოსცდი ჩემი მეგობრის მოთმინებას. - თავის მოძრაობით მიანიშნა ზვიადზე.
- გითხარით არ ვიცი სად არისთქო. ვინ ხართ ხართ რა დაგიშავეთ...- არაპროფესიონალური არტისტიზმით ამოიზლუქუნა არტურამ.
- სამველას ნახატებზე მომიყევი. - მშვიდად იკითხა ზვიადმა.
- რა ნახატებზე? - გაიკვირვა კაცმა.
- როგორც ჩანს წყნარი საუბარი არ გესმის. - ჩაილაპარაკა ლიქოკელმა. პისტოლეტი მოიმარჯვა, გადატენა, მუხლზე ისე დაიდო რომ ლულა მასპინძლებისკენ მიმართა. მისმა ქმედებამ ელვის სისწრაფით იმოქმედა მასპინძლებზე.
- მოუყევი არტურ, ყველაფერი მოუყევი. - აკივლდა ქალი. - იმ წუწურაქის გამო ნუ დაახოცინებ ჩვენს თავს,
- მკითხე რაც გინდა ძმაო, ოღონთ ეგ იარაღი გაწიე რა. - იარაღს თვალს არ აშორებდა აკანკალებული კაცი.
ზვიადმა პისტოლეტის დამცავი ჩაკეტა და ქამარში გაირჭო.
- წინა კვირას აზერბაიჯანში წავიდა. - დაიწყო არტურამ. - რაღაც სამხატვრო გამოფენაზე. წესით გუშინ უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ არ დაბრუნებულა. ნერვიულობდა... დამიბარა, თუ ვინმე იკითხავდა არავისთვის მეთქვა მისი ადგილსამყოფელი.
- რაზე ნერვიულობდა?
- ზუსტად არ ვიცი. მაგრამ სომეხი კაცისთვის აზერბაიჯანში წასვლა ადვილი საქმე არ არის. ალბათ ამიტომ ნერვიულობდა.
- მის ნახატებზე მომიყევი.
- ნახატები ძალიან უყვარს. დიდი კოლექცია აქვს. მთელი ცხოვრებაა აგროვებს.
- ეგ ვიცი. ნახატი „ გერგეთისკენ მიმავალნი“ თუ უხსენებია შენთან.
- კი, ხშირად. რა ხანია მისი ყიდვა უნდა.
- რა ნახატია ასეთი, რომ აქამდე ვერ იყიდა. ძალიან ძვირი ალბათ.
- მაგისთვის ძვირი არ არსებობს. ფულის მეტი რა აქვს. როგორც მითხრა არ ყიდისო იმ ნახატს პატრონი. ცნობილი ბიზნესმენის შვილის ყოფილა ის ნახატი, აბა იმას რა ფულით გააკვირვებდა...
- განაგრძე! - წამიერი შეყოვნების უფლება არ მისცა ზვიადმა.
- მოპარვაც სცადა... სადაც ნახატი გვეგულებოდა იქ არ დაგვხვდა. ბევრჯერ ვურჩიე დაანებე თავი ამ ნახატს, მაგეთების მეტი რა გაქვთვსთქო. ცნობილი მხატვრების, რამდენიმე მილიონის დოლარის ღირებულების ტილოებს გაქვს, რაში გჭირდება ეს ნახატითქო. არაო, ასეთი მისტიური არაფერი მინახავს. ნებით თუ არა ძალით მოვიპოვებ ამ ნახატსო.
- სად ინახავს თავის კოლექციას? - იკითხა ზვიადმა.
- ნახატებს? - შეშინდა არტურა.
- ჰო ნახატებს! - ხმა გაუმკაცრდა ლოქოკელს.
- სამველა მომკლავს...
- მე რომ არ მითხრა შენი აზრით რა მოგივა? - ხელი ისევ პისტოლეტისკენ წაიღო.
- სევანში ინახავს... პადვალში.
- სად?
- სევანი მაგის სასტუმროს ჰქვია, არტურას ნაცვლად უპასუხა ჯაბამ.
- გასაგებია. ტუალეტში შეყარე ორივე და გარედან გადაკეთე, სთხოვა ჯაბას და წასასვლელად მოემზადა.
- არ დაიხოცონ ბიჭო იქ რომ ჩავკეტე. - უთხრა გამოსვლის შემდეგ ჯაბამ.
- ნუ ღელავ, ძაან რომ მოშივდებათ გამოამტვრევენ, ხის თხელი კარი იყო.
- ახლა რას ვაპირებთ?
- სასტუმროში მივდივართ. მთელი ცხოვრება აგროვებდაო ნახატებს ჰო? - თავისთვის იკითხა ზვიადმა და საჭეს მიუჯდა.
- ჰო.
- ყველა ნახატს დავწვავ რის მოპოვებაშიც მთელი ცხოვრება გალია!
- რაში გვჭირდება ეგ ზვიად? ათასი თვალი იქნება იქ. აზერბაიჯანში ხარ წასასვლელი. არ გვინდა დამატებითი პრობლემები.
- ჯერ უნდა გაიგოს როგორია წაართვა ადამიანს ის, რაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს... იცი ერთხელ ლაშამ მითხრა, სინდისი პატარა ღმერთია, რომელიც ღმერთმა ადამიანის შუბლში ჩადოვო. შუბლზე არსებობს პატარა ძარღვი, ყოველ კარგი გაკეთებული საქმის შემდეგ ეს ძარღვი იკუმშებაო. ცუდის გაკეთების დროს კი იჭიმება, იჭიმება და ერთხელაც შეიძლება გაწყდესო. მაშინ ძალიან მომეწონა ეს სიტყვები, აღვფრთოვანდი, მაგრამ მე სხვა გზა აღარ მაქვს, უნამუსოს და ჩათლახს, ზუსტად იგივენაირად უნდა მოვექცე. ამის შემდეგ კი მთელი სისასტიკით მიიღებს ჩემს შურისძიებას.
- ეცადე დაწყნარდე რა თუ ძმა ხარ...
- ვგრძნობ, ჯოჯოხეთი მაქვს საკუთარ სულში მოწვეული, სხვა გზა ვეღარ ვხედავ. არანაირი სხვა გზა არ არსებობს ადამიანისთვის , რომელიც უფსკრულის პირას დგას, ან უნდა გადაიჩეხოს ან უნდა განიცადოს ჯოჯოხეთი, რომ ამ უფსკრულიდან, მისი კიდიდან როგორმე თავი დააღწიოს. ყველას, დავხოცავ ჯაბა! ყველას, ვინც ჩემს გოგომდე მისასვლელ გზაზე გადამიდგება!
რამდენიმე საათში, სასტუმრო სევანში გამოძახებულ პოლიციას თვითმხილველები შემოჭრილ ნიღბიანზე აძლევდნენ ჩვენებას. რომელმაც იარაღის მუქარით სასტუმროს სარდაფში შეაღწია და იქ არსებული ძვირფასი ინვენტარი სრულად გადაწვა.



№1  offline მოდერი ჰოლანდიელი

პატარა თავით შეგახსენებთ თავს, სანამ ბოლომდე დავბრუნდები : )

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ისე გამიხარდით. მთავარია დაბრუნდით. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი levani

ძალიან მომწონს თქვენი ნაწარმოები. პირველი ნაწილი უბრალოდ სუპერ????????????. მეორე ნაწილიც კარგად დაიწყეთ მაგრამ ისე დიდი ინტერვალებით დებთ ახალ თავებს რომ გასახსენებლად წინა თავების გადახედვა მჭირდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი მერი

უი ეს რა დავინახე სერიოზულად გამიკვირდა და გამიხარდა????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

გაგვახარე ძალიან,რომ დაგვიბრუნდი♥️❤♥️????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც თვალებს არ დაუჯერე ისე მომნატრებია ამ ნაწარმოების წაკითხვა მომეწონა ძალიან საინტერესოა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent