შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 3)


7-10-2021, 23:42
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 1 687

ისმალმა ლამის მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა. მისი მეგობრები დანათესავები მთელ ქალაქში ეძებდნენ ავტომობილს რომლითაც თავმდამსხმელები გაუჩინარდნენ. პოლიციამ კი განჯიდან ყველა გასასველელი გზა გადაკეტა, თუმცა უშედეგოდ, გამტაცებლები არსად ჩანდნენ.
- როგორ შეიძლება ვერავის დაენახა?! - გაცოფებული ისმაილი ადგილს ვერ პოულობდა. - პოლიციისგან ხომ არ არის რაიმე სიახლე. - პერიოდულად ეკითხებოდა მეგობრებს.
- არაფერი. ვეძებთო. - იყო პასუხი.
- მტერს ჰქონდეს მაგათი იმედი! - ხელი ჩაიქნია ისმაილმა. - თაკოს, რომ რაიმე დაემართოს თავი როგორ ვიცოცხლო. რა ნამუსით შევხედოთ მის ქმარს თვალებში?!
- ხომ არ ჯობია ზვიადს დროულად დავურეკოთ? - ჩაერთო ტაჰმინა.
- დილამდე მოვიცდი, თუ ვერ ვიპოვეთ დავრეკავ. - უპასუხა მეუღლეს.
- თაკოს ტელეფონი ვიპოვეთ.
- იპოვეთ?
- ჰო, ასფალტზე ეგდო.
- პოლიციამ არ წაიღო?
- არა, მანამდე ავიღე.
- კარგი გიქნია. მომეცი.
- უამრავჯერ დაურეკია ზვიადს. - თქვა ტაჰმინამ და ის ის იყო ქმრისთვის ტელეფონი უნდა გაეწოდებინა რომ ისევ აწკრილდა.
- ზვიადია? - ისე იკითხა აშკარად ეტყობიდა პასუხი თავადვე იცოდა.
ტაჰმინამ უხმოდ გაუწოდა აპარატი. ისმაილმა გამოუართვა. წამიერად თვალები დახუჭა. ხალხს მოშორდა და ტელეფონს უპასუხა. საუბარმა თითქმის ნახევარ საათს გასტანა. ზვიადმა დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი ისმაილს. ტაჰმინა და მეგობრები თვალნათლივ ხედავდნენ, როგორც ეცვლებოდა სახის გამომეტყველება ბიჭს. გაფითრებულ სახეზე, მწუხარება და შიში ადვილად იკითხებოდა.
ისმაილმა, როგორც იქნა ტელეფონი გათიშა და ნელის სვლით შეკრებილი ხალხისკენ დაიძრა. ამასობაში მათ სიახლოვეს მანქანა მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა. მძღოლი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ხალხისკენ გამოიქცა.
- ისმაილი სად არის?! ისმაილ, ისმალ. - აქოშინებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მეგობართან მიიჭრა და სულს ძლივს ითქვამდა.
- ჰა, ამოღერღე. - ვეღარ ითმენდა ისმაილი.
- მანქანა იპოვეს.
- მერე?!
- გზად არის მიგდებული, იქ არავინ იყო...პოლიცია ირგვილივ ყველაფერს ჩხრეკს.
- მანქანა შეიცვალეს... ალლაჰ, ალბათ ქალაქი უკვე დატოვეს. - აღმოხდა ისმაილს და მკვდრის ფერი დაედო. წამიერად გონს მოვიდა და ახალი მითითება მისცა მეგობარს.
- შენ და დანარჩენები, ვინც აჰმედს სახეზე იცნობთ, განაწილდით მანქანებში და სასწრაფოდ იმ გზას გაუყევით რა მიმართულებითაც ის დატოვებული მანქანა ნახე. თუ საჭირო გახდება ყარაბაღამდე იარეთ და გზად ყველა მანქანაში მჯდომები ათვალიერეთ.
- ყარაბაღამდე? - გაიოცდა ბიჭმა.- იქ თითქმის ომი დაიწყო უკვე.
- ჰო. სავარაუდოდ ის სომეხია და ვფიქრობ ყარაბაღისკენ უნდა მიდიოდნენ. იქ ადვილად შეძლებს გადაპარვას ასეთ ვითარებაში.
- აჰმედი სომეხია?
- ახლახანს თაკოს ქმარს აჰმედის აღწერილობა ვუთხარი და მითხრა, რომ ის თბილისელი სომეხი სამველ გრიგორიანი უნდა იყოს. გეხვეწებით ბიჭებო, ნუღარ აგვიანებდთ. - ნერვიულად ტონით მიმართა მეგობრებს.
ბიჭები სწრაფადვე დაიშალნენ და მითითების შესასრულებლად დაიძრნენ. მარტო დარჩენილი ისმაილი ცოლს მიუბრუნდა.
- მამაშენს დაურეკე. მისი ნახვა მინდა.
- იარაღი გინდა?
- ჰო, ზვიდს უნდა დავახვედრო, საზღვარზე გადმოტანა გამიჭირდებაო. მალე აქეთ დაიძვრება.
- კიდევ რა გითხრა?
- რა უნდა ეთქვა ტაჰმინა?! შენ მაინც ნუღარ მიშლი ნერვებს! - გაბრაზდა ისმაილი. - მითხრა, თაკოს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს შენც იმ გამტაცებლების ბედს გაიზიარებო.
- კი მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?!
- სამივეს დახოცვას აპირებს და თუ თაკოს ცოცხალს ვერ ვიპოვით მეც იგივე მელის... რისი ღირსიც ნამდვილად ვარ. - ჩაილაპარაკა ბოლოს ბოლოს.
გათენებამდე გაუნძრევლად იჯდა ზვიად ლიქოკელი და წყვდიადით მოცულ ზეცას გაჰყურებდა. გრძნობდა პერიოდულად როგორ ეხეთქებოდა ხორხს სევდით სავსე ბურთი და ყელს უწვავდა. მის სხეულში ცივი გონება და ცხელი გული ერთმანეთს ებრძოდა. კარგად უწყოდა, ცივი გონება დროს დააკარგვინებდა, ცხელი გულს მინდობას კი შეიძლება სავალალო შედეგები გამოეწვია. სხვა დროს რომ ეს სიტუაცის რომ წარმოედგინდა, ალბათ პირველი შურისძიება მოუვიდოდა აზრად. ახლა კი მხოლოდ თაკო უტრიალებდა თავში. აქამდე სიყვარული, უმეტესწილად ურთიერთპატივისცემად, ერთგულებად და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციად წარმოედგინა. ხუმრობითაც კი უთქვას მეუღლისთვის, რომ სიყვარული არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უგზო-უკვლო ემოციებიო. ახლაღა დარწმუნდა, რომ მწარედ ცდებოდა. მისდამი სიყვარული ათ წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მთელ სხეულს უნუსხავდა. თვალწინ მისი ღიმილი, სიცილი და მუდამ ბავშვური სილაღე ედგა. მეუღლეზე ფიქრით წუთიერად გონება ებინდებოდა. გონზე მოსული კი სამოქმედო გეგმის დასახვას ცდილობდა. პირველ რიგში დილითვე ქეთისთან დარეკავდა კახეთში. შემდეგ ავლაბარში წავიდოდა სამველას ამბების გასაგებად. ამის მერე კი განჯისკენ უნდა დაძრულიყო.
ინათა თუ არა ქეთის ნომერი აკრიფა. მოკლედ მოუყვა ყველაფერი და სამველ გრიგორიანის მისამართი იკითხა.
- რას მეუბნები ზვიად. - გაოგნა გოგო. - ავლაბარში აქვს სახელოსნო მაგ დამპალს, მხოლოდ ეს ვიცი. ლაშამ სახლის მისამართიც უნდა იცოდეს ალბათ.
- ლაშამ ნამდვილად იცის. ვიფიქრე შენც გეცოდინებოდა.
- არა ზვიად არ ვიცი, მაგრამ ახლავე დავუკავშირდები ლაშას და გავარკვევ.
- ძალიან გთხოვ ქეთი, მე არ ვიცი მისი იქაური ნომერი, თორემ არ შეგაწუხებდი.
- რა შეწუხებაა გადაირიე?! სხვა კიდევ რა შემიძლია მითხარი.
- მეტი არაფერი, მხოლოდ ეგ გამიგე.
- რას აპირებ ზვიად?
- იქნებ როგორმე მის ადგილსამყოფელზე რაიმე მინიშნება მაინც მივიღო, საღამოს აზერბაიჯანში მივდივარ.
- ომი დაიწყოვო...
- ასეა.
- ინტერნეტის ვუკავშირდები ხოლმე ლაშას, ფეიბუქით ან სკაიპით. ახლავე დავურეკავ. გადაირევა რომ გაიგებს. - უთხრა ქეთიმ და ტელეფონი გათიშა.
გოგო თვალები აუწყლიანდა. ღრმად ჩაისუნთქა და ლეპტოპს დასწვდა.
- რა მოხდა დედიკო. - ოთახში პატარა ბაკური შემოვიდა.
- კარგი არაფერი შვილო. მამიკოს უნდა დავურეკო, ცოტა ხანს გადი შენს ოთახში.
როგორც კი მარტოდ დაიგულა თავი მაშინვე მეუღლესთან დარეკა. ლაშა არაბულო წარბის შეუტოკებლად ისმენდა ახალ ამბებს. კაცს თითქოს არანაირი ემოცია არ ეტყობოდა, თუმცა ქეთი მეუღლის თვალებში კარგად ამჩნევდა მრისხანებას. ზიზღს და მრისხანებას, რომელიც მრავალი წელი აღარ ენახა.
- როგორ მოვიქცე ლაშა? - ჰკითხა ქმარს.
- მომისმინე. - დაიწყო არაბულმა. - ზვიადს მე თვითონ დავურეკავ. შენ ახლავე ჩემს ძმას დაურეკე. შუა დღემდე ხუთი ათასი დოლარი მიუტანოს ზვიადს. აზერბაიჯანში ომია. საზღვარზე ეგ იარაღს ვერ გაიდაიტანს და იქ უნდა იშოვოს როგორმე.
- კარგი. კიდევ რა გავაკეთო?
- მეტი არაფერი. დაგირეკავ მოგვიანებით.
- მოიცადე...
- ჰო.
- შენ ისევ ვერ ჩამოდიხარ ჰო? - შიშნარევად იკითხა ქეთიმ.
- ჰმ!
- რა?
- იფიქრებდი როდისმე, რომ ჩემი ჩამოსვლა არ მოგინდებოდა? - მიუხვდა არაბული.
- ვერა.
- დამშვიდდი, სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ჩამოვალ, ფრენები ისევ არ არის.
- კარგი, დროებით ჩემო სიყვარულო.
- დროებით.
ქეთიმ ჯაბას ნომერი აკრიფა და ლაშას დანაბარები გადასცა. წამოდგა, კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთა და ოთახის გასასველისკენ დაიძრა. კარი გამოაღო თუ არა კედელთან ატუზულ შვილს მოჰკრა თვალი.
- ჩემს ლაპარაკს ისმენდი?
ბაკურმა დამნაშავესავით ჩახარა თავი და არაფერი უპასუხა.
- ხომ იცი, რომ ჩუმად მიყურადება არ შეიძლება?
- ვიცი. მაპატიე დედიკო...
- კარგი, წამოდი ვისაუზმოთ. - სევდანარევად გაუღიმა ქეთიმ.
ბიჭი უკან გაყვა და სამზარეულოში შესვლისთანავე მოულოდნელად იკითხა.
- მამიკო ჩამოვა?
- ჯერ ვერა შვილო, ფრენები ისევ არ არისო. - უპასუხა დედამ. თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ქმარი რამდენიმე დღეში საქართველოში იქნებოდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა. იმედია ამიერიდან მაინც დადებთ ცოტა უფრო მალე ახალ ეპიზოდებს. ჰოლანდიელი ისევ გაცოცხლდება და ძალიანარმინდა თიკოს რამე დაემართოს. ასე პატარა თავი რატომაა.აუ რა პრეტენზიებით ვარ მოსულიიიიიი. წარმატებები. რამდენჯერ მიფიქრია სადაა ავტორი თქო და აი თქვენც აქ ხართ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ძალიან გამიხარდა აუ რა მაგარია ცოტა იყო მაგრამ მომეწონა არ ველოდი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№3  offline წევრი Maia G.

ძალიან გამეხარდა თქვენი გამოჩენა,ხშირად მეფიქრებოდა მათზე და მიხარია რომ აგრძელებთ ისევ ამ ისტორიას.წარმატებები და გელით.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ჩემთვის ვერ დავიჯერე რამდენი ხანი ველოდი იმედია მალე დადებთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№5  offline წევრი ვიპნი

სიმართლე გითხრა ბატონო ჰოლანდიელო ვფიქრობდი რომ წინა თავის გადაკითხვა დამჭირდებოდა სიჟეტის გასახსენებლად.რადგან გამოჩნდით,ვფიქრობ აწი აღარ მოიქცევით ასე უპასუხისმგებლოდ რადგან ნაწარმოები სავარაუდოდ დასრულებული გაქვთ.:)

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

სიმართლე გითხრათ მეგონა აღარ გააგრძელებდით გამიხსრდა რომ დადეთ ახალი თავი ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები წარმატებები.....

 


№7  offline წევრი გ უ გ უ

ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ავტორი აღარ მახსოვს, შენ ხარ თუ სხვისგან აიღე?

 


№8  offline მოდერი ჰოლანდიელი

გ უ გ უ
ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ავტორი აღარ მახსოვს, შენ ხარ თუ სხვისგან აიღე?

ახლა ვწერ და სად გაქ ნეტა წაკითხული? :D თუ ამის პირველი ნაწილი გაქვს წაკითხული, მაშინ მე ვარ

 


№9  offline წევრი გ უ გ უ

ჰოლანდიელი
გ უ გ უ
ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ავტორი აღარ მახსოვს, შენ ხარ თუ სხვისგან აიღე?

ახლა ვწერ და სად გაქ ნეტა წაკითხული? :D თუ ამის პირველი ნაწილი გაქვს წაკითხული, მაშინ მე ვარ


აა კიი შენ ხარ. ახლა ვნახე შენი პროფილი. კარგია რომ ამ ისტორიას აგრძელებ ❤️❤️❤️ აბა ჰე, წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი ჰოლანდიელი

გ უ გ უ
ჰოლანდიელი
გ უ გ უ
ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ავტორი აღარ მახსოვს, შენ ხარ თუ სხვისგან აიღე?

ახლა ვწერ და სად გაქ ნეტა წაკითხული? :D თუ ამის პირველი ნაწილი გაქვს წაკითხული, მაშინ მე ვარ


აა კიი შენ ხარ. ახლა ვნახე შენი პროფილი. კარგია რომ ამ ისტორიას აგრძელებ ❤️❤️❤️ აბა ჰე, წარმატებებიი ❤️❤️❤️

მადლობა ))

 


№11 სტუმარი სტუმარი sofi

უკვე დავიწყებული მქონდა ეს ისტორია, გამეხარდა რომ გამოჩნდი და იმედია ისევ არ დაიკარგები, მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№12  offline წევრი მე-ოცნებე

კარგია რომ დაბრუნდით...

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ჰოლანდიელო, როგორ მომენატრე... ვეღირსები როდისმე შენს გაცნობას??

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ჰოლანდიელო, შემდეგ თავს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent