შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/17}


17-01-2022, 21:43
ავტორი lile-eli
ნანახია 2 747

17.

-ნიკა, მისი ნახვა მინდა!
სხეულზე მოხვეულს გვერდულად ახედა დიდი, ლამაზი თვალებით, რომელზეც მონატრების, სითბოსა და სიყვარულის ცრემლები ლივლივებდნენ..
-იცის.
-რა იცის?
-რომ ნახვას მოისურვებდი და ნახავ კიდეც, ქორწილში.
-მე, საუბარი მსურს და ამას ქორწილში ვერ შევძლებ.
-მირიანს, იმდენი საუბარი ყვარს, რომ დიდ დროს დაკარგავ და ეგ, არ მაწყობს.
წარბებ შეკრულმა შეხედა გვერდულად.
-ნიკა..
იმედგაცრუებულმა ამოიძახა და დაამატა:
-მინდა დედაზე რაც იცის მითხრას.
- საუბარს, ნებისმიერ დროს შეძლებ დადუ.
ხელები მეტად მოჰხვია და ნაზად აკოცა.
-გადარეულს არ დავურეკოთ?
კოცნებს შორის ამილაპარაკა ნიკამ.
- იმედია გადავურჩებით.
-ჩემთან ვალშია და ვისარგებლებ.
სიცილით თქვა და ტელეფონს დასწვდა აბაშიძე.

ნანომ, ყველაფერი ისე მოამზადა, როგორც ირა უხსნიდა და სახლშიც სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, ნანაოსეული, მხიარული და ენეგიული მუხტი, დაცვის ბიჭებსაც გადაედოთ, რადგან მათვისაც ისეთი მონდომებით ამზადებდა სადილს და დესერტს, რომ თითქოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა მათთან.
მირიანი და თემო მანქანიდან გადმოსულები სახლისკენ დაიძნენ, მაგრამ დაცვის ბიჭების მხიარულება გაუკვირდათ, რადგან ერთ-ერთი პატარა ბიჭი, ემოციით სავსე ამბობდა:
-ისეთი გემრიელი სუნია სახლში, კუჭი ცეკვავს სიხარულით.
როგორც კი მიუახლოვდნენ ეზოში მდგარ შენობას, რომელიც ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი და ყველაფერი კონტროლდებოდა დაცვისთვის, თემომ ჰკითხა:
-ლევან, რა ხდება?
-ქალბატონმა ნანომ, სუფრა გაგვიშალა, თან მოითხოვა ყველამ ერთად ვისადილოთო.
-ნანომ?
თემოს, ღიმილი გაეპარა სახეზე.
-დიახ, თან ისეთი მხიარულია, რომ მისი არ შეგეშინდება...
ისევ იმ პატარა ბიჭმა თქვა, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა და მისი სამსახურით აღფრთოვანება სახეზე ეტყობოდა.
მირიანს კი წარბები შეეკრა მის აღფრტოვანებულ გამომეტყველებაზე და ბიჭმაც დაბნეულმა თავი დახარა:
-უკაცრავად..
მირიანი არ დალოდებია წინადადების დასრულებას, ისე წავიდა სახლისკენ სადაც შესასვლელშივე იგრძნობოდა სურნელი გემრიელი კერძების, რომელიც ისე ჰარმონიულად ცვლიდა ერთმანეთს, თითქოს შემოქმედების ავტორის დაკვეთას ასრულებდა და მხოლოდ მშიერ ადამიანს კი არა, არამედ ნებისმიერს მონუსხავდა.
-გამარჯობა შვილო.
თბილმა ხმამ გამოაფხიზლა სოხაძე, რომელიც სამზარეულოს კართან იდგა და ნონოს თითოეულ მოქმედებას იმახსოვრებდა.
-რას აკეთებთ!
თავის დაკვრის შემდეგ იკითხა, ამ დროს ნანომ, კექსის ფორმა ღუმელში შედგა და მომღიმარი სახით, მიუახლოვდა თან სამზარეულოს ჩვარი დაახვია ისე თითქოს წურავდა და მირიანს კისერზე მოხვია.
-საკუთარი ბატონის გულის მოგებას ვცდილობ, ირა მეხმარება.. სად წავიდა? ირა დეიდ..
-შშ. ნუ ეძახი, არ მოვა!
საჩვენებელი თითი მიადო, ტუჩებზე გოგონას და ნიკაპს ქვეშ ამოუდო დანარჩენი თითები, უცნაურად სითბო ჩამდგარი თვალებით უმზერდა სოხაძე:
-ბიჭები, ბევრნი არიან და ასე რატომ დაიღალეთ!
თვალები დააწვრილა და მაცდური ხმით უპასუხა:
-უნდა მოვისყიდო.
-საინტერესოა, მოსყიდვის მიზანი!
-ნწ. სიურპრიზად ვიტოვებ!...
თითის წვერებზე აიწია ნანო და მამაკაცის ტუჩებს მთელი გრძნობით აკოცა, ორივეს გრძნობა, ერთმანეთში აირია და ისე შეერთდა, როგორც ერთი მთლიანობა...
- გაცივდება სადილი..
მოულოდნელად ტუჩებთან ამოილაპარაკა და მირიანის წარბებშეკრულ სახეზე გაიცინა.
-ეს საღამოსთვის გადავდოთ.
ისევ აკოცა და მაგიდის გასაშლელი ნივთების კარადა, გამოაღო.
საძინებელში ასულმა დროულად გადაივლო წყალი, სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ჩუმად ჩასული ისევ სამზარეულოში მოფუსფუსეებს უყურებდა, ნანოს თოთოეულ მოქმედებას აკვირდებოდა მამაკაცი, როგორ ალაგებდა დიდ მაგიდაზე კერძებით სავსე თეფშებს, ირას როგორ მხიარული ესაუბრებოდა და აცინებდა ქალსაც, დიდად არ იყო სადიასახლისო საქმით დაკავებული და არც ბევრი რამე იცოდა, თუმცა მხიარულად ცდილობდა მარცხის გამოსწრებას. მთელ სხელში გრძნობდა მირიან სოხაძე, რაღაც განსხვავებულს, ისეთს ადრე მხოლოდ ბავშვობაში, ლიკას მკლავებში რომ განიცდიდა, ოჯახის სითბოს...
ზურგით მდგომმა ნანომ წაიმღერა, თან თეფშზე ლამაზად ცდილობდა სალათის მოთავსებას.
-ირა დეიდა, ნეტავ როდის შევძლებ ამდენი რამის კეთებას, ისე მარტივად, როგორც შენ და დედა აკეთებთ..
-შეძლებ შვილო, ძალიან მარტივად, თავისთავად გამოგივა. მაგას რომ დადებ, დავუძახოთ ბიჭებს, გველოდებიან..
-ჯერ ჩემს ბრძანებელს ვუხმობ...
მთელი ინერციით, შებრუნებული მამაკაცის მკერდს შეასკდა და მისივე მკლავებში აღმოჩნდა, რადგან წონასწორობა დარღვეული იატაკზე არ დაცემულიყო.
-ვაი!... აქ ყოფილა..
მოსიყვარელე თვალებით ახედა, მამაკაცს, რომელმაც წამიერად გაუღიმა და ნანოს წინადადება დაასრულა:
-და ძალიან შია!
-დაჯექი და მეც მოვალ..

ვახშამი მშვიდად გაგრძელდა, ნანოს პერიოდულად გახედავდა მირიანი და მისი ფერების გონებაში გატარებას სასიამოვნო შეგრძნებით ახერხებდა, ამას ისიც დაემატა რომ დედა და მამა ესტუმრა, თავიდან სუფრასთან მსხდომი ბიჭები წამოიშალნენ, როცა ეზოში მიშას მანქანა შემოვიდა, რადგან მათთვის უცხო იყო, თუმცა თემომ იცნო და მან დართო ნება ბიჭებს შემოშვების, ეს ისე გააკეთა, რომ ნანაოს არ გაუგია..
გაოცებულმა ნანომ, ადგილიდან ფეხის გადადგმაც ვერ მოახერხა, ფანჯრიდან ისე უყურებდა მანქანიდან გადმოსულ მშობლებს.
-გადი ჩემო გოგო, მოეხვიე და სახლში შემოიყვანე.
ირამ, მშვიდი სასიამოვნო ხმით უთხრა.
-მამა, აქ მოვიდა...
ხმა დაეკარგა, ისე ამოილაპარაკა და დაბნეული ფეხების კანკალით გავიდა გარეთ. დედას მოხვეულს წონასწორობა დაერღვა და მამის მკლავებმა იხსნა დაცემისგან..
-თქვენ მოხვედით... მამა, ჩემთან მოხვედი... მაპატიე... მე...
-ან იტირე, ან გაჩუმდი!
-კარგი ჩუმად ვარ.
-ეგ შეუძლებელია..
გაუღიმა მამამ და მკერდზე მიხუტებული გოგონას სხეული მეტად მიიკრა..
ბედნიერი ნანო, მთლიანალდ ანათებდა, მირიანის მზერას გრძნობდა და ისიც დიდი ლამაზი თვალებით შეხედავდა, მადლიერი თან მოსიყვარულე მზერით, მაგრამ მონატრებული მშობლები ვერ ეთმობოდა, ამიტომ შორიდან, მზერით გაღებულ სიყვარულს უნაწილებდა მამაკაცს..
განმარტოვების საშულება მხოლოდ მაშინ მიეცათ წყვილს როცა, ნიკამ და დადუმ ახალი ამბისთვის დარეკეს. ნაონს ტელეფონმა რომ დაურეკა, სმენად იქცა სოხაძე, თუმცა არ იმჩნევდა..
-გისმენ ნიკა.
-მომილოცე, ცოლი მოვიყვანე..
-რააა.
ნანო ფეხზე წამოხტა და ყველამ მას შეხედა, მირიანს ანიშნა რომ გასულიყვნენ, თან ხმოვანზე ჩართო ტელეფონი.
-ვინ მოიყვანე? რატომ? როდის?
ჩვეული კითხვების კორიანტელი დააყენა.
-ვინ მოვიყვანე და შენი მეზობელი ფეფე, იმიტომ მოვიყვანე რომ სიგიჟემდე მიყვარს, მისი ნაოჭები და გუშინ დავოჯახდი ღმერთის წინაშე, ჩემო გადარელო..
-ახლა რაღაცას ჩაგცხებდი!
-ვიცი და ამიტო გირეკავ, სანამ მნახავ, ბრაზი გადაგივლის.
ჩაიღიმა ნიკოლოზმა და ხმაზე შეეტყო.
-მალაპარაკე შენი ფეფე.
-ნანო, როგორ ხარ?
სასიამოვნო ხმა გაისმა ტელეფონში.
-შენგან დავიწყებული, მიტოვებული და უარყოფილი, ცუდად..
-ნანო..
მირიანმა თვალები დააწვრილა და დააკვირდა გოგონას, რადგან ხმა დამაჯერებელი ჰქონდა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მიუახლოვდა გოგონას, ხურგიდან მოხვია მკლავები და ლავიწთან ახლოს ტუჩები მიაწება..
გოგონას რეაქციაზე კმაყოფილმა ჩაიღიმა და ქმედება განაგრძო.
-თქვენი ბედი შორს ხართ და ჩემი მბრძანებელი მიშლის ჩხუბს, თორემ ერთი ორს კარგად მოვდებდი, ჯერ შენ ქმარს, მერე შენ!...
ვნებისგან გამოწვეული ემოციების გამო ვერ საუბრობდა ტუსაშვილი და მალევე დაემშვიდობა..

ქორწილისთვის მზადება ყველა ოჯახში იგრძნობოდა, ძალიან ბედნიერი იყო დავით აბაშიძე და ჯანმრთელობის შესაბამის საქმიანობაში იყო აქტიურად ჩართული, თუმცა ნიცას და ჯინას ხელში ძირითადი საქმე მხიარულად გვარედებოდა, პარალელურად ახვლედიანის ემოციებითაც ირთობდნენ თავს, თუმცა გაპარვებიც სჭირდებოდა ჯინას.
-რა სილამაზეა, ჩემი ძმა თუ ასეთ ქორწილს გამოკრავდა ხელს რას ვიფიქრებდი, გოგო ხომ საერთოდ, ერთი „წუნი“ როგორ ვერ უნდა ვუპოვო, ბოლოსდაბოლოს მული ვარ!..
ნიცა ჩვეულებას ისევ არ ღალატობდა.
-მ.მ.შ. სახლში ვიქნები და რძალს, იქ გავაკონტროლებ ნიცა, არ იდარდო!
-რა იქნები?
გაოცებულმა სებამ, ფოტოების თვალიერებას თავი დაანება.
-„მულის მოვალეობის შემსურულებელი“ - პატარა ნიცა!
-ღმერთო, სულ ოდნავ მაინც დასერიოზულდეს, რომელიმე...
ანასტასიამ ჩაილაპარაკა და ფოტოების დასათვალიერებლად კომპიუტერთან ახლოს მოთავსდა, თან ალექსანდრე მუხლებზე მოხერხებულად დაისვა.
ნიცამ, კი ელენეს მოსაცმელი გახადა და ისე დააწია ხმა, ანას სურვილს:
-ნუ გვწყევლი გოგო! ღმერთო არ უსმონო, არც დაუჯერო რა.. ხომ შევთანხმდით, სერიოზულობა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ..
სებას, გულიანი კისკისი ეზოშიც ისმოდა, სადაც ბიჭები მანქანებიდან გადმოდიოდნენ, ნიკოლოზ დადიანს თვალები უნებლიედ დაეხუჭა და ყურში საამოდ გაგებულ სიცილს იმახსოვრებდა..
-რაო რომეო, მისი ხმა იცანი?
-ვიცანი და საწყენია ასეთი სიცილი, რომ იშვიათად ისმის.
-მერე, შენ რისთვის ხარ მოვლენილი?
გასვიანმა ხელი მოხვია და კიბის საფეხურებს აუყვნენ..
ანასტასია, აღფრთოვანებული იყო, სავანეთში გადაღებული ფოტოებით და მხიარულად ათვალიერებდა. ემოციებით სავსე საუბრობდა, როცა ბიჭები მისაღებში შედიოდნენ მისი საუბარი გარკვევით ესმოდათ:
-მიხარია ნიკამ და დადუმ პირველად ჯვარი დაიწერეს და თან ასეთ ლამაზ ადგილას. ულამაზესია სვანეთი.
-ოხ. ჩემი მორწმუნე გოგო, ვინ არისო?..
-ნიცა, რწმენა მაშინ არის რწმენა, როცა მას თავისთავად მიჰყვები და არა გამიზნულად!
თითქოს თორნიკეს პოზიცია გაამართლა და ეს ყველამ კარგად გაიგო, მათ შორის დერეფანში მგომმა დადიანმა, რომლის მზერაც იქ მყოფებიდან მხოლოდ გასვიანისთვის იყო გასაგები.
-მეც მიმაჩნია, რომ გულიდან უნდა მოდიოდეს სურვილი, რომელიც შემდეგ განახორციელო.
სებას, თითოეული სიტყვა იყო ნიკოლოზ დადიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ წუთას სამზარეულოდან გამოსულ თინას, ხელით ანიშნა გაჩერებულიყო. ყველანი თითქოს ადგილს მიეყინა და დრო გაჩერდა, თითქოს ადგილიდან ვერ იძვროდნენ..
-სენ ლა ჭკვიანი გოგო კოფილქალო...
ჯინას, სიცილი და კოცნის ხმა ანდრია ახვლედიანს ესიანმოვნა, თუმცა საკუთარი ემოციებისგან ბრაზმორეულმა, თვი გააქნია, შემდეგ თინას ხელი გადახვია და სამზარეულოში შევიდნენ.
-თინა, რამე დამალევინე რა.
-მოდი შვილო...
-ჭკვიანი და სერიოზული გოგოა ეგ!
ნიცამაც, დაამატა და აწუწუნებული ელენე, მისაღებში გაატარ გამოატარა. ბიჭებიც დაინახა და ხმამაღალი შეძახილით დაიწყო საუბარი, თან შეშინებულმა ჯინას გახედა, შემდეგ ბიჭების რიგს, რომ ახვლედიანეი ეპოვნა.
- ჯარისკაცებო ამ დროს აქ რას აკეთებთ? თან ყველანი რომ მოსულხართ!..
-არ დაგვთვალო ნიცა, ვიცით რამდენიც ვართ, ერთი გვაკლია სამზარეულოში შეიპარა
ნიკოლოზმა მინიშნება გააკეთა, ჯინასთვის კი საკმარისი იყო სიტყვა გამოკვეთილი „ყველანი“ და ისეთი სისწრაფით გააღო ვიტრაჟული შუშის კარი, რომ გოგონებიც წამოდგნენ, ჯერ ბიჭებისკენ იყურებოდნენ, შემდეგ ჯინას დამალვა-გაპარვის მცდელობას აკვირდებოდნენ.
-მამას პრინცესა!
ხელში აიყვანა უფროსმა გასვინამა, ჭირვეული გოგონა, რომელიც იმ წუთასვე მამის სითბოთი გაისუსა, ნიცა მკერდზე მიიხუტა თომამ და მისღებში განვითრებულ მოვლენების ბოლო მონაკვეთისა და ანასტასიას დაკვირვებული მზერის გამო, რომელიც ნიცას ეკუთვნოდა ეჭვები გაუჩინა.
-ტასო, როგორ ხათ?
წელზე მოჰხვია ხელი თორნიკემ და საფეთქლთან კოცნა დაუტოვა.
-კარგად. თქვენ?
-კარგად ვართ და გვშია. სანამ ახვლედიანი სამზარეულოს მუცელში ჩაილაგებს გვაჭამე რამე ტასიკო!
ნიკოლოზ დადიანმა, ალექსანდრე აართვა გოგონას და თორნიკეს გამოხედვაზე სიცილითი განაგრძო:
-შენ ღამითაც შეგიძლია მოეფერო!... ორივეს!..
მოჩვენებითი გაკვირვებით განუმარტა და პატარა დადიანთან განაგრძო საუბარი.
-ძიას ვაჟკაცი! წამო გავიაროთ გარეთ, საქმე გვაქვს.
ღია ვერანდაზე გავიდა სადაც ლამაზი, მწვანე ეზო იწონებდა თავს. ნიკოლოზი კი დამალულ ჯინას ეძებდა თან ალექსანდრეს ღუღუნს, თავის საუბარს უმატებდა.
-სუფრას გავშლი და მალე მოვალ.
-მეც მოგეხმარები.
ჩუმად მყოფმა სებამ, გაბადრული სახით წამოიძახა და ანასტასიას გაჰყვა. გულში კი ნიკოლოზის სიყვარულით სავსე ქმედებაზე ბედნიერდებოდა, როგორი ბედნიერი ღიმილით ესაუბრებოდა პატარას. ერთადერთი, რაც იმედს აძლევდა, რომ ოდესმე ნიკოლოზი მისით დაინტერესდებოდა, მარის სიტყვები იყო..
გასვიანიც, ნიკოლოზს მიჰყვა ეჭვიანი მზეწრით, რომელიც თორნიკე დადიანმა, იმ წუთასვე იგრძნო და ნიცას უჩვეულოდ აფორიაქებულ სხეულზე წარბები შეკრა:
-რა ჩიდინე!
-მე, არაფერი.
ნაძალადევი გულუბრყვილობით აიჩეჩა მხრები, უმცროსმა აბაშიძემ.
-ჯინა, რატომ წავიდა ჩვენგან მალულად!
უკვე ხვდებოდა თორნიკე გეგმას, რომელიც სურდა ნიცასგან გაეგო.
-აქ, არც ყოფილა.
-თქვენი საუბარი გავიგონეთ!
-კარგი რა, სიძე კაცო.
-ნიცა!
სერიოზული და ჩვეული მკაცრი ხმით მიმართა. ნიცამაც დანებების ნიშნად მხრები მოადუნა, დადიანს მიუახლოვდა, მხარზე ჩამოეკიდა გვერდულად, მარცხენა მტევნით, თითქოს დაეყრდნო და ხმადაბლა აუხსნა:
-შენი ძმაკაცის შვილმა, უნდა იფიქროს რომ გიჟი ვარ!
-ამას ფიქრი სჭირდება!
ტუჩის კუთხე გაუკრთა დადიანს.
-ოფიციალურად საბუთი ხომ არ მაქვს..
მოჩვენებითი წყენა გაურია ხმაში და ნუკრის თვალებით ახედა, მაღალ სილუეტს.
-რამხელა ხარ, ძლივს გწვდები.
-და ფიქრობ, ანდრიას ამით გააბრაზებ!..
-უკვე ბრაზოს!
-ასეთი რა გააკეთე!..
თორნიკეს გაკვირვებულმა სახემ, ნიცაც კი გააოცა.
-მოღალატე ცოლზე ჭედავს!
თორნიკეს გაფართოვებული თვალები, რომ ნახა ნიცამ, ფხუკუნით, ტუჩებზე ხელის აფარებით, ჩაილაპარაკა:
-შენ თუ გაგაოცე, გამოდის გეგმამ გაამართლა!
გასვიანმა, მხოლოდ ბოლო სიტყვები გაიგო და სახე რომელიც, იმ წუთას მას ჰქონდა არ ნიშნავდა კარგის მოლოდინს.
-ნიცა!
-მოდი ჩემო ქმარო..
მომღიმარი სახით მიუახლოვდა და პატარა ხელიდან გამოართვა.
-რას აკეთებთ, შენ და ჯინა!
-არაფერს.
ზურგი აქცია, მაგრამ გასვიანმა მოხრილ იდაყვში ძლიერი ხელი მოუჭირა, თავისკენ შეაბრუნა:
-გაფრთხილებ! შენი სიცანცარე ყოველთვის სასაცილო არ იქნება და შედეგებზე დაფქრდი! არ ვაპირებ უმსგავსო საქციელზე თვალი დავხუჭო, თან ისე გავატარო, რომ არაფერი მოხდარა!..
ისე გააკეთა თომამ ყველაფერი, რომ უხეშ მოძრაობაზე, ნიცას, ბავშვი არ გავარდნოდა ხელიდან, მაგრამ ნიცას შეშინებულ თვალებს მხოლოდ მაშინ შეხედა, როცა საუბარი დაასრულა, რადგან ბავშვს იჭერდა ორივე.
-გააფრინე! ბავშვი მიჭირავს ხელში და შენ მაფრთხილებ ფრთხილად მოქცევაზე?..
იცი რას გეტყვი? თქვენ თვითონ დაუკვირდით ქმედებას ერთიც და მეორეც, არ გამაბრაზოთ, თორემ თამაში მოგენატრებათ და ამაში ვერცერთი ხელს ვერ შემიშლით, ვერც თორნიკე, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, არც მას გავითვალისწინებ! სიგიჟე მერე ნახეთ თქვენ!
უხეშად გამოგლიჯა ხელი და ისე გავიდა ახვლედიანს ზედაც არ შეხედა, რომელიც სებასთან ერთად ღიმილით სასადილო ოთახში შედიოდნენ თეფშებით ხელში.
ორივემ გაოცებულმა შეხედა და მისაღებისკენ აიღეს გეზი.
-ხომ მშვიდობით ხართ?
გასვიანის არეულ სახეზე მიშტერებულმა იკითხა ანდრიამ.
-მშვიდობას რა უნდა იქ სადაც ნიცაა!
კითხვას არ ჰგავდა გასვიანის ხმა და უცებ გავარდა გარეთ, რომელიც ნიცას დაძრულ მანქანას გაეკიდა, თუმცა მთავარ გზაზე გასულს უკვე მისი მანქანის კვალი ვერ გაარჩია, რადგან გამყოფ ქუჩებში ბევრი მანქანაები ირეოდა..
-დ...ი, ჯანდაბა ნიცა! რას აკეთებ!
ტელეფონზე უშედეგო მცდელობის გამო, კიდევ უფრო გაბრაზებული გასვიანი სახლში წავიდა. გადაწყვიტა არც თვითონ დალაპარაკებოდა ნიცას, ბრაზობდა და უკვე მერამდენედ ჩხუბობდნენ ანდრიას გამო, თუმცა ახვლედიანმა მიზეზი არ იცოდა..
-რა მოხდა?
თონიკეს შეხედეს ყველამ, მისაღებში შეკრებილებმა, ნიკოლოზის გარდა და მას მიმრთა უფროსმა დადიანმა:
-შენ, ყველაფერი იცი და ერთობი!
-მე? რა უნდა ვიცოდე? ჩემო ძმაო, აბა გამანდე.
-დროა მორჩეთ!
მიმართა უმცროს ძმას და ანასტასიას ხელი წელზე მოჰხვია, ისე გავიდა სასადილო ოთახში. სადილის შემდეგ სება, სუფრის ალაგებაში მიეხმარა ანას და წასვლის სურვილიც გამოთქვა:
-მე, წავალ და ამ ბუშტის სანახავად კიდევ მოვალ.
-დარჩი სება.
-არა ანა, ნატაშკა უნდა შემოვირიგო! ტანვარჯიშზე რომ არ გავყევი.
-სერიოზული მისია გქონია!
ანდრიამ გადაიხარხარა და თორნიკემ თბილი, ლურჯი თვალებით შეხედა გოგონას, რომელმაც ნერვიულად შუბლი მოისრისა და ღიმილით თქვა:
-ნამდვილად ასეა. რატის უთხარით, რომ მზად ვარ.
-რატი საქმეზეა, წამოდი მე წაგიყვან.
ნიკოლოზის ინიციატივას ახვლედინი, წარბის აწევით შეხვდა:
-მეც, რომ გამიყოლო ნიკოლოზ?..
-შენ მანქნას აქ ვერ დატოვებ, არ დაგეძინება!
ღიმილით უპასუხა და ეტლში მყოფი ალექსანდრეს მშვიდ ძილს, მზერით მოესიყვარულა. სებას მხრებზე ხელი გადახვია და სახლი ისე დატოვეს, გოგონას შინაგანი ფორიაქი, რომ შენიშნა ნიკოლოზმა კმაყოფილს ჩაეღიმა, რადგან ის იმედს აძლევდა იმის, რომ ემოქმედა და პასუხიც სასურველი მიეღო. მანქნაში უჩვეულოდ ჩუმად მყოფი ნიკოლოზი, სებას მეტად ძაბავდა, ნიცა კი მშვენიერი მიზეზი იყო დაძაბულობის მცირედით გასაფანტად:
-ნიცა, ანდრიას რას უპირებს?
-რას გულისხმობ?
ნიკოლოზის გაკვირვება, აშკარად შეძლო, პატარა გოგონამ.
-გეგმას, რომელიც ჯინას და ნიცას აქვთ, ერთმანეთს ენაცვლებიან, როგორც „გაორებული ადამინი“ ხომ?..
თითქოს ერთიანად მოეშვა დაძაბულობა, ნიკოლოზის ბარიერი დაიმსხვრა და სებამაც თავისუფლება იგრძნო.
-როგორ მიხვდი?
-ჯინამ, შენი ხმა რომ გაიგო, გაიქცა..
-ფიქრობ, მე რამე შუაში ვარ?
-შუაში არა, მაგრამ იცი და ჩუმად ხარ!
ნიკოლოზის გაფართოვებული ღია ფერის თვალები, აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მთელი დედამიწა მის ირგვლივ დატრიალდა, სიამაყით გაიბერა, რადგან გოგონა, რომელიც მას ჯერ კიდევ პატარა ეგონა, იმაზე დიდია, ვიდრე ივარაუდებდა, იმაზე ჭკვიანი და დაკვირვებული ვიდრე ამას ამჩნევდა, რადაგან ნიკოლოზ დადიანის ხასიათი, ადამიანობა და თვისებები, ერთ წინადადებაში აღწერა, ისეთივე სიზუსტით, როგორც შეიძლება მხოლოდ მაშინ შეძლოს ადამიანმა, როცა მას სულით გრძნობ!.
-სება, შენ საიდან იცი..
-დაკვირვება, მხოლოდ მზერით არ ხდება, ზოგჯერ ამას ვგრძნობთ!
მიუხვდა ნიკოლოზს კითხვის აზრს და თვითონვე უპასუხა.
საერთოდ ვერ გრძნობდა, მანამდე განცდილ დაძაბულობას, მოსწონდა კიდეც ნიკოლოზის ემოციები, რომელსაც თვითონ იწვევდა მამაკაცში..
-რამეში მადანაშაულებ?
-ფაქტის დამალვაც დანაშაულია!
მორიდებით გაიღიმა გოგონამ და ბიჭის პროფილს გახედა.
-რა მკაცრი ხარ ტასიკოსავით..
მოჩვენებით გულისწყვეტა გამოხატა და სებას გულწრფელ ღიმილზე, მასაც გაეღიმა, თან ჰკითხა:
-რას მირჩევ?
-მე?
არ ელოდა მსგავს კითხვას, ცოტა დაიბნა და დაფიქრდა.. უცებ თვალებ აციმციმებულმა, ბავშვური ანცი მზერით გახედა ნიკოლოზს და დაეფიცება დადიანს, რომ შეუდარებელი იყო ასეთი სება, რომელმაც ღიმილი და ბავშურობა ცხოვრების მკაცრი კანონების გამო ნაადრებად დაკარგა, პირველი რაც იფიქრა პირობა იყო, რომ ასეთი სება უნდა გაეხადა მას..
-მიდი მითხარი.
შეატყო გოგონას, რომ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა. მანქანა გააჩერა სახლთან და მისკენ შებრუნდა:
-იცი, ანდრიამ უნდა იცოდეს რაც ხდება და თამაში განაგრძოს ისე, როგორც გოგონებს სურთ!
-ეეე..
სახეზე ღიმილი არ შორდებოდა ნიკოლოზს.
-ამით გაბრაზებას და ჩხუბს აირიდებთ.
-მშვენიერი აზრია! მადლობა სება.
-მიხარია, თუ რამეში დაგეხმარე.
-გაიქეცი, ნატაშკა დოინჯით გელოდება.
-კარგი.
მანქანიდან გადავიდა და კიბის საფეხურები სირბილით აირბინა სებამ. ნიკოლოზი კი თვალს ადევნებდა:
-ახლა ვხვდები პატარა ქალბატონო, დათა რას გულისხმოდა, შენზე როცა საუბრობდა..
ჩაილაპარაკა და აბაშიძეების სახლისკენ აიღო გეზი..
ნიკოლოზ დადიანი დიდი მორიდებითა და პატივისცემით ესაუბრებოდა დავით აბაშიძეს, რომელსაც ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ გარდაცვლილი მეგორბრის შვილის დათას სახელზე მდგომი ბაიკი ტყუილა ფუჭდებოდა.
-ნიკამ, თქვა მივხედავო და მას მერე სულ სადღაც გარბის ეგ ბიჭი.
-მე შევაკეთებ ბატონო დავით და შემთხვევით, ფოტო ხომ არ გაქვთ ისეთი სადაც პირვანდელი იერი ჩანდეს ამ მოტოსი?
-მე, მაქვს ნიკუშ.
ჯინამ გამოსძახა სამზარეულოდან.
-მე, არა. ნიცას აქვს და წინა დღეს ვნახე შემთხვევით.
იცინოდა გოგონა და საძინებლისკენ წავიდა, რომ ფოტო მიეტანა.
-ჯინა, წამო და გასაღებს გამოგატან.
-ვერ დაძრავ შვილო, არაფერი არ უვარგა დგომისგან მეტად გაფუჭდა.
დავითმა მიმართა ნიკოლოზს.
-ბიჭები მოვლენ და წაიღებენ. არ არის პრიბლემა.
-ნიკოლოზ, ვიცი სებას მიმართ რასაც გრძნობ და ვაფასებ შენს დამოკიდებულებას, თუმცა არ მინდა აჩქარდეთ. მას გამოცდები აქვს და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის...
-ხო და იქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ყმაწვილი გამოჩნდება ისეთი, როგორიც ისტორიის მასწავლებელსა და ჩვენს ნიკოლოზს ყველაფერს დაასწრებს, მერე გათხოვილი ქალის სიყვარული, ცოდვაში ჩაეთვლება და სად შემიძლია ამის ტანჯული სახის ყურება, ასეთი პოზიტივი ადამიანის?..
-ჯინა..
გაოგნებულმა დავითმა წარბები შეკრა.
-ისტორიის მასწავლებელს გაჩუქებ შენ!
-რად მინდა, ერთმა სულიერმა არ იჩუქოს.
აკისკისებული გაიქცა სადარბაზოსკენ. ნიკოლოზი მიჰყვა და ჩაფიქრებული ხმას არ იღებდა. ფიქრებიც გეგმებმა მალევე ჩაანაცვლა, ზუსტად იცოდა რა სურდა სებასგან, ნიკოლოზ დადიანს და ამას ლოდინი აღარ ჭირდებოდა უნდა ემოქმედა..
-ვფიქრობ, ქორწილის გეგმები იწერება თქვენს სახეზე, ბატონო ნიკოლოზ.
ავტოსადგომის გასაღები მოარგო საკეტს და თან საუბრობდა ჯინა.
-მე, კი ვფიქრობ დიდი დატვირთვა გელით შენ და ნიცას.
-დაიტვირთებით შენ და შენი ლამაზმანი, მე რა შუაში ვარ?
აშკარად გაოცდა ჯინა.
-ანდრიას როგორ დაემალები?
-უი... რამეს მოვიფიქრებთ. ან შენ მოიფიქრე!
-მე ვერა, თქვენ ისე გაერთეთ უკვე მისი გაბრაზების მეშინა!
-ცუდი გაბრაზება იცის?
დამცინავად იკითხა გოგონამ და თან მოტოციკლს საფარი გადახადა.
-აუ, რა მაგარი მოდელია!..
სულ დაავიწყდა ნიკოლოზს საუბრის თემა და ამაყად მდგომ BMW მოდელის ბაიკს შემოუარა. თან ბიჭების ხმაზე ღია კარში გაიხედა და მათ მიესალმა. ყველაფერი ისე დაგეგმა და ისეთი დეტალები შეათანხმა რომ აშკარა იყო ჩქარობდა.
-სერგი, თვის ბოლოს მზად უნდა იყოს თავის ინიციალებით!
-მთავარია ნაწილები დროულად ჩამოვიდეს და დავიწყებ.
- მაგას მოვაგვარებ.
-მაშინ შევთანხმდით.
ჯინას დაემშვიდობა და ბიჭებიც თავის საქმეს შეუდგნენ. შემდეგ გასვიანთან ერთად ბარში მოლაპარაკება გამართა, სებას გეგმაც გაანდო გაბრაზებას ვერ მალავდა თომა და ნიკოლოზსაც არ ინდობდა:
-ასე როგორ უნდა შეტოპო, ამხელა კაცმა!
-არაფერი გამიკეთებია..
-სწორედ ეს არის საქმე!
-ხომ იცი, მაგრად ჰკიდია ყველაფერი, მაგრამ ეს მოგონილი ღალატი, ჭკუიდან შეშლის!
-ხო და გავაფრთხილოთ!
-კარგი.
-მოკლედ ქორწილმა ჩაიოაროს და ვუთხრათ.
-ახლავე ვუთხრათ.
-ზეგ ქორწილია და რაღა დარჩა, თან ჯინას დამალობანაზე მაგრად ვერთობი.
გადაიხარხარა დადიანმა.
-ქორწილზე თუ რაიმე სიგიჟე არ ქნეს..
-ისევ, არ გელაპარაკება?
-არა.
-არც შენ!
-ნიკოლოზ, გაბრაზებული ვარ, ისედაც ვერ მოინელა ანდრიამ, ჩვენი ქორწილი და ახლა კიდევ ეგ დედა.....ლი ღალატის თამაში!
-წარსულს შეეშვი რა!..
გაბრაზდა ნიკოლოზიც, ალბათ გულის სიღრმეში თავს თვითონაც დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ ნიცას და თომას ერთად ყურებით ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მათი ერთად ყოფნა.

ქორწილის სამზადისი თომას და ნიცას შერიგების გარეშე დასრულდა, თუმცა ყველაფერი იდეალურად იყო, სტუმრებიც ლამაზად გამოწყობილები, გრაციოზული მანერებით ანასტასია ყველაფერს აკონტროლებდა, მისი მაქსიმალისტური ხასიათი ქორწილის თითოეულ დეტალს ეტყობოდა, ქორწილის მიზანი ის იყო, რომ ყველას უნდა გაეგო და მითუმეტეს დადუს მამობილს..
ამ ამბით გაბრაზრბული გოჩა, ბოლთას ცემდა და ზურას მშვიდად მყოფ სახეზე მეტად ბრაზობდა.
-ასე მშვიდად რატომ ხარ?
-რა უნდა გავაკეთო?
ბრაზმორეულმა გახედა მამას, რომლის მიმართაც უკვე ვეღარ ხვდებოდა რას გრძნობდა.
-შენგან არც არაფერს ველოდები..
-შენ რის გაკეთება შეძელი ჩემგან რომ ითხოვ! თავიდანვე გითხარი ბუღაძესთან საქმეს ნუ დაიჭერ, მირიანს გააბრაზებთქო. მაშინ გახსოვს რა მითხარი? პურს არ მაჭმევდი თუ შეგეწინააღმდეგებოდი, მეც ყველა მითითებას უსიტყვოდ ვასრულებ...
-გოჩა, ეს ქორწილი როგორ მოხდა!
ოთქხში შემოვარდნილმა კაცმა ისეთი ხმით იკითხა, რომ ორივე ფეხზე წამოდგა.
-მასთან დაკავშირებას ერთად ვცდილობთ და არ გამოდის, საიდან უნდა ვიცოდე.
-შენი შვილი, იმ ნაბიჭ... არ უნდა მოეყვანა ცოლად, ახლა ჩემი შვილი ჩამოდის და ვერ გავაჩერებ, მისი აქ ყოფნა საშიშია.
-მე, რა უნდა გავაკეთო, იქნებ დაელაპარაკო..
-მირიანის კომპანიაზე იერიშს მიიტანს, არ აპატიებს გზაზე რომ გადაეღობა.
-მაშინ აჯობებს მიუშვა, იქნებ მირიანი მოლაპარაკებაზე წამოვიდეს.
ახალი იდეა მოუვიდა გოჩას და მაშინვე გაანდო მის წინ მდგომს, რომელიც დაფიქრდა შემოთავაზებაზე..
-მირიანისთვის ჯარიმები, რომლის გადახდასაც ეგ აპირებს, ტენდერიდან გასვლის გამო, ძალიან ცოტაა..
-აბა, რის გაკეთებას აპირებთ?
ზურა მთელი ინტერესით ჩაერთო მათ საუბარში, რომელიც დიდად არ ხიბლავდა.
-ქორწილი ჩავშალოთ?
გოჩას კითხვამ, გულისრევის შეგრძნება გაუჩინა სხეულში ზურას, თუმცა თავის შეკავება შეძლო, რადგან ახლა მთავარი ის იყო მათი სამომავლოდ გათვლი გეგმები გაეგო და ისე ემოქმედა, ეჭვი არ გასჩენოდათ.
-ქორწილი არა, სოხაძეს ექნება სუსუტი წერტილი და ის ვუპოვოთ.
-მის კომპანიაში ხომ კაცი გვყავს და ვიპოვით კიდეც!
გოჩამ კმაყოფილი ღიმილით წარმოსთქვა.
სასწრაფოდ უნდა ენახა ვინმე, ვინც ეჭვს მამამისს არ გაუჩენდა და ისე ეცნობებინა სოხაძისთვის მიგზავნილი კაცის შესახებ.

უივერსიტეტის ეზოში, მთელი ემოციებით საუბრობდა ჯინა და თათიას დარწმუნებას ცდილობდა:
-არა ჯინა, იქ არავის ვიცნობ, შენ კი ორგანიზებას დასჭირდები.
-ანასტასიას, ნიკას და ნიცას იცნობ, კიდევ ვინ გინდა და გაგაცნობ.
-გამარჯობა გოგონებო.
ზურა მათ საუბარს უსმენდა და მიახლოვებისთანავე მიესალმა.
-აი ამ ვაჟბატონსაც იცნობ, დედოფალს მეც შორიდან ვიცნობ და ერთად გავიცნოთ.
-მშვენერი შემოთავაზებაა, მე პირადად მარტო ვიქნები და თვენი გვერდში დგომა დამეხმარება.
ღიმილით ესაუბრებოდა გოგონებს, მზერა კი თათიასკენ ჰქონდა მიმართული, რომელიც მორცხვად იდგა და სიწითლე შეპარულ ლოყებს მთელი ძალისხმევით ეწინააღმდეგებოდა. ჯინამ თვალები დააწვრილა..
-მე რამე გამოვტოვე, ახლო წარსულში?..
-რამე არ ვიცი, მაგრამ ჩემი და თათიას შეხვედრა შედგა რამდენჯერმე.
-შე მოღალატე, რატომ არ მითხარი?
-მე... ზურამ, უსიამოვნებას ამარიდა.. ის იყო მოსული..
-ლეკიშვილები თავს ისევ არ განებებენ და არ მითხარი. შენ..
-არა ერთის მეტად არ გამოჩენილა.
-აღარ გამოჩნდება!
დარწმუნებით თქვა ზურამ. ჯინამ ეჭვისთვალით შეხედა და შემდეგ კმაყოფილმა თქვა:
-ძალიან კარგი!..
-შენი დახმარება მჭირდება ჯინა.
-რაში?
-მირიან სოხაძეს ვერ შევხვდები, არ მიმიღებს და არც მაწყობს, შეიძლება მითვალთვალებენ..
-რას ამბობ, იქნებ გარკვევით თქვა!..
-ნანოს უნდა შევხვდე, ქორწილზე მაინც... და თუ ვერ მოვახერხეთ შენ გადაეცი: „ მირიანი ახალ კადრებს არ ენდოს“!
-ვის ვუთხრა?
-ნანოს!
-კარგი, მაგრამ შენ ვინ გითვალთვალებს?
-მამაჩემი! ახლა წავალ და ქორწილითვის მოემზადეთ.
გაუღიმა გოგონებს და ისევ ისე გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა..



№1 სტუმარი სტუმარი ანა

როგორ გამიხარდა,შენი გამოჩენა ,იმედია კიდე არ გაქრები♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ელზა

გამიხარდა შენი დაბრუნება! ????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რომ წავიკითხე სათაური ვერ დავიჯერე, იმედია ასე აღარ დაიკარგები, ძალიან საინტერესოოსტორიაა და მონდა გაგრძელება მალე წავიკითხო

 


№4 სტუმარი სტუმარი maco maco

სკამიდან გადავყირავდი რო დავინახე:)) აი დაბადებისდღის საჩუქარი:)

 


№5  offline წევრი lile-eli

სტუმარი maco maco
სკამიდან გადავყირავდი რო დავინახე:)) აი დაბადებისდღის საჩუქარი:)

გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ უამრავ მოულოდნელ სიხარულს. მახარებთ თქვენი ინტერესით.

ablabudaa
რომ წავიკითხე სათაური ვერ დავიჯერე, იმედია ასე აღარ დაიკარგები, ძალიან საინტერესოოსტორიაა და მონდა გაგრძელება მალე წავიკითხო

მე, თქვენი ერთგული ინტერესი მახარებს. დიდი მადლობა და ამჯერად ვასრულებ.

სტუმარი ელზა
გამიხარდა შენი დაბრუნება! ????????

მადლობა რომ ისევ გახსოვთ და კითხულობთ

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ანა
როგორ გამიხარდა,შენი გამოჩენა ,იმედია კიდე არ გაქრები♥️

დიდი მადლობა. ამჯერად დავასრულებ.

Daldoni Daldoni

მეგონა მომეჩვენა, ერთერთი საუკეთესო ისტორიაა და კარგია რომ აგრძელებ
რომ იცოდეთ როგორ მახარებთ და სტიმულს მმატებთ. მადლობა დიდი.

არა ვინ

გამიხარდ შენი დაბრუნება❤

დიდი მადლობა. ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც მომეჩვენა მეგონა ძალიან მომეწონა ერთი საუკეთესო ისტორიაა რომ დამთავრებ ხელახლა უნდა დავიწყო ამერია თავში ყველაფერი რა მაგრა მომწონს ეს წყვილები საყვარლები არიან და იმედი მაქვს მშვიდობით დაასრულებ მადლობა წარმატებები ????????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent