შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლის ბიჭი (თავი 1)


21-01-2022, 09:14
ავტორი Niako261995
ნანახია 3 227

-რას შვები ირაკლი,მე ვარ..
-მე ირაკლი არ ვარ..
-მე..მოოიც..ბოდიში მგონი შემეშალა..
მივხვდი ტელეფონი ყურიდან გამოწია და სავარაუდოდ ნომერს დახედა.
-კი შეგეშალათ..
-კარგ...
თქმა არ ვაცადე ისე გავთიშე ეს პირველი შემთხვევა არყოფილა,თუმცა მისი ხმა რაღაცნაირად რბილი და სასიამოვნო იყო.
.......
-ვინიყო დე?
-ნომერი შეეშალათ..
-სულ შენთან ეშლებათ ნომერი?
ნუ დამცინი დედა,ნამცხვარი მომაწოდე გონების გახსნა მჭირდება.
ეროვნულ გამოცდებს მოვრჩი რამდენიმე დღეა და სულ მალე ოფიციალურად სტუდენტის სტატუსი მექნება,არ ვღელავ ჩაბარებაზე გრანტს ველოდები ასე,რომ ვიცი სტუდენტი ნამდვილად ვარ..
ამწამს ჩემი ფიქრები უცხო აბონენტს ეკუთვნის,რომლის ხმაც ჩემს სმენას სასიამოვნოდ ჩასწვდა და გულის ერთი ძლიერი დარტყმა გამოიწვია,არვიცი აქამდეც ბევრს დაურეკავს მსგავსად,მაგრამ ასე არავისგან ამფორიაქებია გული,რაღაც სხვანაირი გრძნობა იყო,სუნთქვაც კი შემეკრა წამიერად.ცოტა ბანალურიც კია მსგავსად გოგოს გაცნობა,მაგრამ თუ სიმპატიური იქნებაა,მოკლედ ამ ეტაპზე არ მჭირდება რომეო და ჯულიეტა და დრამები.ჯერ სწავლას უნდა მივხედო,ახლა უნდა შევირგო ცხოვრება რადროს რომანტიკაა ამიტომ ნინი keep calm..
-ნინიიი...გეყო შენს თავთან საუბარი გამოდი დამეხმარე, ხომ იცი დღეს მოდიან მარინა და თავის გოგო..
-ისე დედაა ჩემს თავს,როგორმე მივხედავდი,რომ არ ჩაგერთო მთელი სანაცნობო სადაქალო და შეგეყარა ქვეყანა არიქა ჩემ შვილმა ჩააბარაო. უკმეხად გამოვთქვი პრეტენზია მომავალ სტუმრებზე და ალბათ ვერ მიხვდით და აგიხსნით,ჩემ ძვირფასმა დედიკომ მაკუნამ გადაწყვიტა თბილისში თავის ნაცნობთან ახლოს მამყოფოს და ბინა ზედ მეზობლად მიყიდა.იქიდან გამომდინარე,რომ დედის ერთა ვარ ჩემები არაფერს იშურებენ,მითუმეტეს,რომ ,,მუქთახორა,,შვილი ნამდვილად არ ვყავარ და ამაგს ვუფასებ,ხოდა იმას ვამბობდი,რომ ამ თავის დაქალის გვერდით მიყიდეს ბინა თურმე ყურადღება უნდა მომაქციონ,რათ მინდა ყურადღება ზრდასრული გოგო ვარ განა ჩემით ვერ შევძლებ კარი ჩავკეტო,უცხოებს არ გამოველაპარაკო და საჭმელი გავიკეთო?ბოლო ბოლო სოფელში გაზრდილი გოგო ვარ,ჯანი არ მაკლია და ღონე..
-გეყო,გეყო მოდი..რას ერჩი იმ ხალხს?
დედა თან სუფრას შლიდა და თან ჭკუას მარიგებდა.არაფრით გამორჩეული სახლი გვაქვს სოფელში,ჩვეულებრივი და კარგად მოწყობილი,რომ ნახოთ, როგორ ძვირფას ადგილას დგას ჩემი პატარა ბუდე,გარშემო სულ ვაშლის და მსხლის ხეები დგას,კაკალიც იწონებს აგერ თავს,გალავანს ყვავილების მრავალფეროვანი არჩევანი აკრავს და იქვე ხის ძირში გამოკიდული ჰამაკიც საღამოს მოლამუნე ნიავის განუყრელი მეგობარია.
-სხვათაშორის მარინას შენი ტოლი გოგო ყავს,წელს ჩააბარა იმანაც და კარგად შეეწყობით..
-და აქამდე რატომ არ გამოჩენილა ეგ შენი მარინა?
-ეჰ დედი,ქალაქმა მიჩვევა იცის,პატარები,რომ იყავით ერთად თამაშობდით სულ,ახლა იქით სამსახურიო აქეთ ბავშვების სწავლაო,აგერ შენც წახვალ და ვნახოთ როდის გაგახსენდება ხოლმე შენი სოფელი.დედას თვალები აუცრემლიანდა.ისეც გული მტკივა,რომ დატოვება მიწევს და მის ასეთ მდგომარეობას რომ ვხედავ ლამის გადავიფიქრო წასვლა
-კარგი რა დედა,ხომ იცი, როგორ მიყვარხართ არა?არასდროს მიგატოვებთ..
ერთამნეთის ჩახუტებას,ის ის იყო მოვრჩით ტელეფონზე ზარი,რომ გაისმა და დედა ბედნიერი სახით გაემართა ჭიშკრისაკენ..
-მობრძანდიიით...ჩემო მონატტებულო მარინა.
-მაკაა,ჩემო ერთადერთო,რამდენიხანია არგვინახავს ერთმანეთიი,მოდი ჩაგეხუტო.
ერთმანეთი დიდი სიყვარულით მოვიკითხეთ,სიმართლე გითხრათ ძალიან დახვეწილი აღმოჩნდა ეს მარინა,მისი ქალიშვილიც არ ჩანს ცუდი გოგო,ქალაქელები ცოტა უკადრისები მგონიან,მაგრამ რაღაც ეგეთებს ნამდვილად არ გვანან..მე ქეთა გავიცანი,მოვუყევით ერთმანეთს ეროვნულის ამბები,საერთო ენაც მარტივად გამოვნახეთ რაც ძალიან მახარებს..
-როგორ მიხარია,რომ გაგიცანი,მალე ჩამოდი,რომ უფრო კარგად გაგიცნო..
-მეც ძალიან მიხარია,ეს დღეები ხომ რჩებით?
-მგონი კიი..
-ძალიან კარგი,ჩემ დაქალაებსაც გაგაცნობ და ერთად გავერთოთ ცოტა..
ერთად ვკისკისებდით და სუფრასაც მივუსხედით როცა მამა დაბრუნდა..როგორც გავიგე მარინას მეუღლე არ ყავდა, ადრე დაუკარგავს..
-მარინა,ბიჭი რატო არ წამოიყვანე?
-ამ ახალგაზრდების ამბავი არიცი?ჩაჩერებიან ტელეფონს და სიყვარულობანა და უერთმანეთოდ ,რომ ვერ ძლებენ..
-ცოლი ხომ არ მოყავს?
-არა ქალო,არა კი არ ვერევი,მაგრამ ჯერ არ ფიქრობს,ჯერ არ გამოჩენილა ისეთი გოგო სიგიჟემდე,რომ შეყვარებოდა..
ამას,რომ ამბობდა თან მე გადმომხედა,ცოტა არიყოს გავწითლდი მე რაშუაში ვარ მის მექალთანე ბიჭთან?გავღიზიანდი და აშკარად სახეზე შემეტყო,რომ არ მესიამოვნა.ესღა მაკლდა ახლა ბიჭებიც მირიგონ ჩემს ზურგს უკან
-დამშვიდდი,ნუ მიაქცევ ყურადღებას,დედა ასეთია ცუდად არ უგულისხმია,უბრალოდ მართლა ლამაზი ხარ და სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მულიკო.
ქეთამ გადაიკისკისა და ბაღში გაიქცა,მეც გავეკიდე და მთელი ეზო მოვატარე,თვალებში ემჩნეოდა,როგორი მონატრებული იყო ამ ყველაფერს,საღამოს გრილი სიო ლაღად დასრიალებდა მწვანე აბიბინებულ ბალახში და,როგორც მალამო ისე ედებოდა წვივებს,ბაღში დატრიალებული ხილის სურნელი ცხვირსაც კი აგიწვავდა და ამ ყველაფერს დამატებული ჩიტების ჭიკჭიკიც სამოთხეში გაგრძნობინებდა თავს.ჰორიზონტს მდინარეზე მორბენალი ბავშვების ჟრიამული ჰკვეთდა და სადღაც შორიდან საღამოს ,,ბირჟაზე“შეკრებილი გოგო-ბიჭების ხმაც სწვდებიდა სმენას.
-როგორი კარგია აქ,თბილისი ისეთი ხმაურიანია..დედა მიყვებოდა,რომ პატარები ერთად ხშირად ვთამაშობდით ხოლმე,მერე მამა გარდაიცვალა და...
თვალებზე ემჩნეოდა ის მონატრება,რომელსაც გულში იანახავდა,ალბათ,როგორი მწარეა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,მის შემხედვარეს გული დამეთუთქა,ორივე სევდამ მოგვიცვა თითქოს იმ წამს აზრი დაკარგა ყვეკაფერმა ქეთასთვის და ეს მეც გადმომდო,ვეცადე სიტუაცია განმემუხტა
-იმედია უბანი მაინცაა წყნარი
-ოო,ისეთი სიმპატიური ბიჭები დადიან საღამოობით.
აშკარაა ქეთა ძალიან ხალისიანი და თბილი გოგოა.ეს მახარებს,ბევრი ვიცინეთ,დედას თვალებში ემჩნეოდა,როგორი ბედნიერი იყო ამ შეხვედრით..ცოტა გვიან სუფრა რომ ავალაგეთ და საძინებლებში გადავინაცვლეთ,ფანჯარას მივუჯექი და კვლავ ფიქრებში გადავეშვი,chalotte cardin :faufle,მიყვარს ეს სიმღერა,ბაღში გამეფებულ სიჩუმეს ვარღვევ და თან ვარსკვლავებს გავყურებ თავზე,რომ დამციმციმებენ.მალე მელოდიაცც რჩება და მხოლოდ ჭრიჭინებს ხმაური სწვდება სმენას.ტელეფონს გვერდზე ვაგდებ და საწოზე ხელებ გაშლილი ვესვენები,თვალებ დაჭყეტილი შევყურებ ჭერს,თითქოს რაღაცის ამოკითხვას ვცდილობ ამ სიბნელეში.მოულოდნელად ტელეფონი ბჟუის და წამიერად ვკრთები..თვალებ მოჭუტული დავყურებ ეკრანს და ვცდილობ სინათლეს შევეჩვიო,როცა წერილს ვხსნი და ის ისაა უნდა გადავაგდო იდაყვებს ვეყრდნობი და გულის ფანცქვალით ხელახლა ვკითხულობ
-მართალი იყავი,ირაკლის ხმა ნამდვილად არ გქონდა ზედმეტად ლამაზი ხმა გაქვს
ჯერ გამეცინა ლამაზი ხმა როგორია?მერე დავფიქრდი,რომ მასაც ულამაზესი ხმა ჰქონდა,ახლაც მაჟრიალებს,რომ ვიხსენებ,უაზროდ მეღიმება და ემოცია მოწოლილი ტელეფონს სახეზე ვიკრავ და საწოლში ჭიაყელასავით ვიკლაკნები,გული აფორიაქებული მაქვს,ახლა წამოვხტი და ემოციებისგან თან ღრმად ვსუნთქავ და თან ვინიავებ ხელით..
-რა მივწერო?გავდივარ და გამოვდივარ ოთახში,ასე რამ ამაფორიაქა?ის ალბათ მორიგი მოფლირტავეა,რომელთანაც საქმეს არ დავიჭერ და მალევე ჩამოვიშორებ,როგორც დანარჩენებს,მაგრამ თითქოს არაა ყალბი,მგონი,რომ მართლა შეეშალა ნომერი და ეს ყველაფერი შეიძლება დადგმულლი არ იყო.ძალას ვიკრებ და 1საათის დაგვიანებით ვწერ,1საათი იმიტომ,რომ რამდენჯერაც დავწერე იმდენჯერ წავშალე და ასე დებილივით ხან ტუჩები დავიჭამე თან ხან ფრჩხილები..
-ჰუჰ კარგი..
,,მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ?,,
რა დებილობა მივწერე უბრალოდ ხვდებით?ღმერთო რა გავაკეთო,ამდენიხანი იმიტომ ვფიქრობდი,რომ ეს მიმეწერააა..არა ნინი მართალი ხარ ეს უნდა მიგეწერა,თუ ნაცნობია მაშინვე გამოტყდება თუ უცნ...
,,როგორც ჩანს ბევრი გაწუხებს,,
,,თქვენ არ მაწუხებთ?,,
,,მე მართლა შემეშალა,,
,,რატომ უნდა დაგიჯეროთ?,,
,,იმიტომ,,
,,ამომწურავი პასუხია,,
,,ძილინებისა,,
პასუხი ვერ დავუბრუნე ან რა უნდა მეთქვა შენც ტკბილი ძილითქო? ტელეფონი გადავდე და ასე გაღიმებულს ჩამეძინა,დილით ქეთამ მომიკაკუნა კარზე
-ნინი,გღვიძავს?
-მოდი კიი..და თავი ძლივს ავწიე ახალ გაღვიძებულმა..-რაიყო?
-არ გინდა მდინარეზე წავიდეთ?
თავი წუწუნით გადავაგდე უკან
-ამისთვის გამაღვიძე?
-გთხოოვ...
-კარგი,მოვწესრიგდები და გავიდეთ,თან გოგოებს გაგაცნობ..
ლიზის და თიკას გადავურეკე და მდინარეზე წავედით..
-გოგოებო ეს ქეთაა,აწ უკვე ჩემი მეზობელი თბილისში და დედას დაქალის შვილიი
-რა მაგარიაა,მე ლიზა ვარ ეს თიკა..ძალიან გამეხარდა,რომ გაგიცანი.ლიზა ისეთი მხიარული და ემოციურია,ყველეაფეეზე ისეთი სწრაფი და გულწრფელი ემოცია აქვს,ნამდვილად ვიცი,რომ მართლა გაეხხარდა ქეთას გაცნობა.
თიკა ცოტა მორიდებულია,მაგრამ ორივე ჩემი ბავშობის მეგობარია,ჩემი დები,სიტყვებიც კი ზედმეტია მათთან,როცა რამე გვჭირდება ან გვიჭირს თვალებით გვესმის ერთმანეთის,ჩვენში დამალული და გაურკვეველი არაფერი რჩება,ყოველთვის ერთად ვართ,მათით ვცოცხლობ,როგორც ჩემი სისხლი და ხორცი ისე არიან,სამწუხაროა,რომ ერთად ვერ ვიქნებით ისე ხშირად ,როგორც აქამდე.ლიზი ბათუმში აბარებს იქ ნათესავები ყავს და ყოველთვის ოცნებობდა,რომ წასულიყო,მითუმეტეს,რომ ზღვა და წყალი მისი სტიქაა და მართლაც,რომ,როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს,როცა წყალი ეხება.თიკა,ჩემი თიკა ისეთი ჭკვიანი,რომ თურქეთში ჩააბარა სრული დაფინანსებით. ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეს გულით ნაშენები დობა არ დაგვენგრეს,სამივე, მხოლოდ მე არა,ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით და ეს კარგად ვიცით.
ქეთა ჩვენი ყურებით სიამოვნებას იღებდა,თითქოს ასეთი წრფელი მეგობრობა აქამდე არ ენახა.მომწონს მის თვალებში ანთებული ციმციმები,როცა ბედნიერდება.
-ნიიინ,ტელეფონი გირეკავს
ლიზამ სირბილით მომიტანა მობილური და ხელში მომაჩეჩა,თვალებით ვანიშნე ვინ არისთქო,მაგრამ მხრები აიჩეჩა არვიცის ნიშნად.კიდევ ერთი უცხო ნომერი,დავიღალე უკვე,ასე არ შეიძლება,ნუთუ მართლა ლამაზი ვარ და ასე ვაინტერესებ ყველას?
-გისმენთ..არაფრის მთქმელი ტონით ვუპასუხე მეორე მხარეს კი სასიამოვნო სიცილს ხმა მომესმა.წამიერად გავიყინე და ინსტიქტურად ტუჩზე ვიკბინე,გული ამიჩქარდა და უაზროდ დავიწყე ქანაობა.
-რა,საყვარელი ხარ ყველას ერთნაირად,რომ პასუხობ..
ვხვდებოდი,რომ ისევ იღიმოდა და მისი სუნთქვა ჩამესმოდა ყურში,დავიბენი,ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა,სიჩუმე კვლავ მან დაარღვია
-იგივე ნომრით,რომ დამერეკა აღარ მიპასუხებდი მე კიდევ შენი ხმის გაგონება მომინდა
ვდნებოდი მის ხმაზე,ლამის ჩურჩულბებდა და ეს უფრო მაკარგვინებდა ჭკუას,აშკარა იყო იცოდა გოგოსთვის თავი,როგორ მოწონებინა
-არ დაიღალეთ?რომელი ხარ თქვი და მორჩი ან ისევე,როგორც წინა ნომერი ამასაც დავბლოკავ..ცოტა ვიცრუე არ დამიბლოკავს
ამ დროს რას აკეთებდნენ გოგონები?ჩემზე მეტად ისინი ფორიაქობდნენ,ერთმანეთის ხელები დაეჭირათ და დაძაბულები მომჩერებოდნენ,მე ხელს ვუქნევდი გასულიყვნენ,მაგრამ ისინი ჩასაფრებულები მიყურრბდნენ,რომ გავთიშავდი დაეკივლათ ,,ვინ იყოო?,,
-მეე?მე #33 ვარ
-ბოდიში?
-შენ..მივხვდი ტელეფონი გაწია და ეკრანს დახედა
- #25..ჩემი ნომრის ბოლო 2ციფრი დამისახელა და ჩაცინების ხმა მოსწვდა სმენას.
-ნუთუ?
-კი,ახლა მიდი გვიან მოგწერ მანამდე არ მცალია.
ისე ჩამაბარა აჩოტები თითქოს დღე დღეზე ხელისთხოვნას აპირებდა.ტელეფონი გავთიშე თუ არა ღრმად ამოვისუნთქე მთელი გაურკვევლობის დარდი ამოვაყოლე და შემოტრიალებული არ ვიყავი გოგოები,რომ მეცნენ
-აბა დაიწყე
-არაფერია დასაწყები,უბრალოდ ნომერი შეეშალათ
-და ეგრე აგაფორიაქა ხო?ლიზა არ ნებდებოდა თუმცა ჩემს ლოყებს ზედ ეწერა რა მჭირდა,შუბლს რატომ არ ეწერა დებილიხარ რა გაწითლებსოო?
-უბრალოდ ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს,ზედმეტადაც კი..
-მერე რაო?თიკა ინტერესიანი თვალებით დამყურებდა მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი და მოვუყევი ყველაფერი დაწვრილებით.
სამივე ისეთი ბედნიერი იყო თითქოს მართლა საქორწილოდ მამზადებდნენ.
-რა გჭირთ გოგოებო უბრალოდ ნომერი შეეშალათ.
-ქეთა მომისმინე ძვირფასო..ჭკუის დარიგება დაუწყო ლიზიმ
-ამას შენ არ უსმინო,ასე იტყვის მერე რა მოხდაო,რა იცის ამან რა არის სიყვარული და მოწონება.აწი შენ გაბარებთ და იქ,რომ წამოვა მიხედე,ასე არცერთ ბიჭზე არ გაწითლებულა და შენ იმედზე ვართ მაგ ბიჭს შეახვედრე.
ღმერთო რა ეშველებათ..ეს გოგოც უნდა გადარიონ ამათმა.
-ქეთა შენ ამათ არ უსმინო
-რატო?სიმართლეა,სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო.
თვალები გადმომცვივდა ლამის,რომელ სიყვრულზე ლაპარაკობდნენ?სახელოც კი არ მითხრა და #25 ხარო.თუმცა სიახლეა არა?მომეწონა.



№1  offline წევრი Koala°

ძალიან სასიამოვნოდ დაიწყე ამბის თხრობა❤️ უკვე დაახლოებით ვხვდები ის ბიჭი ვინც აღმოჩნდება ???? წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს❤️

 


ცოტა ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. ???? ჩემ შემთხვევაში მართლა მომიწია ნომერი დამებლოკა, თუმცა შენი ისტორია რომელიც რეალობასთაან ძალიან ახლოსაა, სასიამოვნო წასაკითხი იქნება ჩემთვის. წარმატებები ველოდები მომდევნო თავს ????
--------------------
მ.სეხნიაშვილი

 


№3  offline წევრი Niako261995

Koala°
ძალიან სასიამოვნოდ დაიწყე ამბის თხრობა❤️ უკვე დაახლოებით ვხვდები ის ბიჭი ვინც აღმოჩნდება ???? წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს❤️


მადლობა დიდი ❤

მარიამ სეხნიაშვილი
ცოტა ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. ???? ჩემ შემთხვევაში მართლა მომიწია ნომერი დამებლოკა, თუმცა შენი ისტორია რომელიც რეალობასთაან ძალიან ახლოსაა, სასიამოვნო წასაკითხი იქნება ჩემთვის. წარმატებები ველოდები მომდევნო თავს ????


უიჰ,ვეცდები რეალური იყოს,მაგრამ მაინც ისტორია,რომელიც ჩვენი წარმოსახვის ნაწილია და ვეცდები რეალობას არავცდე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent