შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობების 7 თავი


22-01-2022, 03:58
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 522

თათიამ მთელი ღამე თეთრად გაათენა ტირილში ლაშამ კი ღვინის სმაში.
....დილით იმდენად ცუდად გრძნობდა თავს თათია რომ უნივერსიტეტში წასვლა კი არა საწოლიდან ვერ შეძლო ადგომა, რის გამოც ნიკამ ინება მისი მონახულება და დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში მასთან სალაპარაკოდ
-თათია-დაიწყო მკაცრი ტონით
-გადი!-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით გახედა მასთან შორი-ახლოს მდგომ ბიჭს
-მის გამო ტირი?-წამოენთო ნიკა
-გადი-მეთქი-უყვირა წყობრიდან გამოსულმა თათიამ ძმას და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-ტონს დაუწიე!-უბრძანა გაღიზიანეულმა ბიჭმა და ცივი მზერა მის წაშლილ სახეს მიაყინა
-ახლა შენთან ლაპარაკის თავი არ მაქვს გთხოვ გადი-უმალ დაშოშმინდა გოგონა და ხვეწნაზე გადავიდა რათა თავიდან აეცილებინა ძმასთან უსიამოვნო საუბრის დაწყება
-იმ ნაბ.ჭვარს კიდევ ერთხელ თუ შეხვდები იცოდე!- მუქარით დაიწყო ნიკამ მაგრამ თათიამ მაშინვე გააწყვეტინა წინადადება და დარწმუნებით უთხრა
-აღარ შევხვდები!
-გირჩევნია ჩვენი მოტყუება და მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ სცადო თორემ არასოდეს გაპატიებთ არც მე და არც მამა
-ვიცი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ, რომელსაც უმალ ცხვირი აეწვა და ცრემელბი მოეძლა ძმის დაუნდობელ სიტყვებზე
-სასაუზმოდ არ ჩამოხვალ?-უდარდელი ტონით ჰკითხა კართან მისულმა ნიკამ თვალებაწყლიანებულ გოგონას და არაფრისმთქმელი, ცივი, ცარიელი თვალებით მიაჩერდა სახეში
-არ მშია-ბრაზნარევი ტონით უპასუხა გოგონამ და როგორც კი ნიკა ოთახიდან გავიდა ტირილი აუვარდა. იმის მიუხედავად რომ მისი სასოწარკვეთილი ხმა მიწვდა ნიკა ს დაძაბულ სმენას წამით არ უფიქრია დის ოთახში დაბრუნება, მისი დამშვიდება და დაწყნარება, პირიქით სწრაფად, ჩაიარა კიბეები და მისაღებ ოთახში სასაუზმოდ დაჯდა მაგიდასთან
-თიკა მიდი ადი და შენს დას უთხარი ჩამოვიდეს-უბრძანა სუფრის თავში მჯდომმა ნასვამმა გიგამ დაძაბულ გოგონას რომელიც უმალ ფეხზე წამოდგა, მისი სურვილის შესასრულებლად
-თავი დაანებე ბავშვებს-გაუბრაზდა თინა შვილს და ცივი მზერა მიაყინა მის წაშლილ სახეს
-შენ ნუ ერევი!-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა დედას და თიკას თავით ანიშნა მაღლა ასულიყო.
თათია ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა მის ოთხაში ფეხაკრეფით შესულ თიკას
-მამა გეძახის-ჩამწყდარი ხმით უთხრა დას და ძლივს შეიკავა მოწოლილი ცრემლები
-ჩადი და ჩამოვალ
-თათია
-ნუ ღელავ იმაზე უარეს რას დამმართებს რაც გუშინ გამიკეთა
-ძალიან მეშინია-გულწრფელად უთხრა თიკამ დას და საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა
-ნუ ღელავ როგორმე ამასაც გადავიტანთ-სევდიანად გაუღიმა თათიამ მას და ჩაეხუტა
-ასე ჩემს გამო გექცევიან-ასლუკუნდა თიკა- მე რომ შეცდომა არ დამეშვა, მამასთვის დამეჯერებინა, დემეტრესგან თავი შორს დამეჭირა და ბანკეტიდან ცოლად არ გავყოლოდი ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...შენც არ მოგიწევდა ჯერ არ დაშვებული შეცდომების გამო პასუხის გება
-გთხოვ ასე ნუ ფიქრობ შენ არაფერ შუაში ხარ, ისინი უბრალოდ ასეთები არიან
-თიკაააა-გიგას ყვირილის სხმა ისე საზარლად გავრცელდა ორ სართულიან სახლსი რომ შეშინებული გოგონები ადგილზე შეხტნენ შიშსგან
-მოვდივარ მამა-გასძახა დამფრთხალმა თიკამ და დამაშინვე ფეხზე წამოვარდა დაფეთებული
-მობილური შეგიძლია რომ მათხოვო ცოტა ხნით?- კართან მისულ გოგონას მუდარანარევი ხმა მიაყოლა თათიამ
-გუშინ ნიკამ წამართვა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თიკამ და ოთახიდან გავიდა.
თათია მძიმედ წამოდგა საწოლიდან ,სწრაფად მოწესრიგდა დაბლა ჩავიდა და მაგიდას მიუჯდა გაყინული სახით. რა თქმა უნდა იქ ყოფნას ახლა სიკვდილი ერჩია, მაგრამ კარგად იცოდა რომ გიგას სურვილის შეუსრულებლობა უფრო ძვირად დაუჯდებოდა, ამიტომ მისი ყვირილის, ჩხუბის და ბრალდებების მოსმენა ნებით არჩია.
-დღეიდან სახლიდან გასვლა გეკრძალებათ ორივეს! არანაირი ინტერნეტი და ტელეფონი!-ჩაწითლებული თვალებით შეხედა გიგამ ჯერ დამფრთხალ თიკას მერე კი თათიას-თუ იმას არ გააკეთებთ რასაც გეუბნებით და შეწინააღმდეგებას გაბედავთ რომელიმე, სამუდამოდ დავივიწყებ რომ შვილები სახელად თიკა და თათია მყავს, ეს კი კარგად იცით რასაც ნიშნავს- მშვიდი ტონით უთხრა კაცმა და მერამდენეღაცა ჭიქა ერთი მოყუდებით ჩაცალა
-მალე ფინალურები მაქვს-კარგა ხნის სიჩუმის მერე როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება თათიამ და შეშინებული თვალებით მიაჩერდა გაღიზიანებულ კაცს
-ნიკა წაგიყვანს და მოგიყვანს
-ხო მაგრამ
-რა იყო წინააღმდეგი ხარ?-ავარდა კაცი და მაგიდაზე გამეტებით დაარტყა ხელი- იცოდე კიდევ ერთ შეცდომას თუ დაუშვებ აღარ გაპატიებ!- მუქარით უთხრა თათიას და ფეხზე წამოვარდა
-სად მიდიხარ -უკან მიყვა ეზოში გასულ კაცს თინა
-არაა შენი საქმე
-არ გეყო და კიდევ უნდა დაამატო?-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და სახლში შევარდა გაავებული, მაგიდას ეცა და ხელუხლებელი სუფრის ალაგება დაიწყო.
შუა დღისით ძლივს გამოფხიზლებული და აზრზე მოსული ლაშა წვალებით წამოდგა დივნიდან და მაშინვე მაჯის საათს დახედა რომელიც დღის სამ საათს უჩვენებდა. მაშინვე მობილურს ეცა და თათიას ნომერი აკრიფა, რამდენჯერმე დარეკა ზედიზედ, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ, რის გამოც მარტივად მიხვდა რომ უკეთეს შემთხვევაში თათიას გაურკვეველი ვადით ჩამორთმეული უნდა ჰქონოდა ტელეფონი. ბევრი იფიქრა რა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო, ბოლოს ისევ თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა იქამდე სანამ თავად თათია არ გამონახავდა გზას მასთან დასაკავშირებლად, რადგან არ უნდოდა ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში აშკარად და აგრესიულად გამოჩენილიყო და ამის გამი უარესი პრობლემები შეექმნა თათიასთვის ძმასთან და მამასთან.
.... თამუნა შეშინებული თვალებით მიაჩერდა ტუჩგახეთქილ ლაშას რომელიც უცნაური მზერით უყურებდა მაგიდასთან მჯდომ მარიამს რომელიც სრულიად აიგნორებდა მის არსებობას და მშვიდად აფერადებდა ნახატებს
-რა დაგემართა?-სწრაფად მიახლოვდა თამუნა შვილს და სახეზე შეახო აკანკალებული თითები
-არაფერი-მომაბეზრებლად უთხრა ლაშამ და თავი უკან გასწია
-რას ნიშნავს არაფერი?-არ მოეშვა თამუნა და კიდევ უფრო მეტად მიუახლვდა სახე მონგრეულ ბიჭს რომელიც წამით თვალს არ აშორებდა მარიამს- შენ რა იჩხუბე?-შეიცხადა გაოგნებულმა ქალმა
-ნუ შემ.ცი რა-აყვირდა მოულოდნელად წყობრიდან გამოსული ბიჭი და კიბეები სწრაფად აირბინა
-თავხედო!-მიაყვირა თამუნამ და გულზე სწრაფად მიიკრო მასთან მისული დამფრთხალი პატარა.
ლაშამ საძინებლის კარი სწრაფად შეაღო და უცნარი მზერით მიაჩერდა ტუმბოზე დადებულ მისი და ხატიას ჯვრისწერის ჩარჩოში ჩასმულ სურათს, გული მტკივნეულად შეეკუმშა წარსულის ნედნიერი და ახლა უკვე ჯოჯოხეთად ქცეულ წუთებზე და ცივი მზერა თავისი აკანკალებული ხელებისაკნე მიმართა. იმდენად აიყოლიეს არანორმალურმა ფიქრებმა მისი დახშული გონება რომ საწოლზე ღონე მიხდილი ჩამოჯდა, მაშინვე გადაწვა ზედ და ჭერს გაუშტერა არაფერისმთქმელი, ცარიელი ცივი თვალები. კარგა ხანს იწვა საწოლზე უგრძნობი, უემოციო, დაღლილი და გამოფიტული სხეულით ერთ წერტილს მიშტერებული... იმის მიუხედავად რომ ცარიელი სულ მთლად ცარიელი იყო მისი სული, გონება და გული, მაინც ვერ მშვიდდებოდა, რადგან მუდამ ერთმანეთში ერეოდა ხატიას და თათიას მომღიმარი, სევდიანი და ცრემლიანი სახეები... ბოლოს უკვე იმდენად აიყოლია მისი დახშული გონება წარსულზე და აწმყოზე ერთდროულმა ფიქრმა რომ ვეღარ გაუძლო ამდენ, ერთროულად მოწოლილ ემოციას და გიჟივით გავარდა აივანზე მაშინვე სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოუკიდა.
.... იმის მიუხედავად რომ თათია მალევე დაუკავშორდა ლაშას, ჯგუფელის ტელეფონით და აუხსნა სიტუაცია, ამან მაინც ვერ დააშოშმინა მისი ნახვის არანორმალური სურვილით გაგიჟებული ბიჭი, რომელიც მისი ხმის გაგონებამ კიდევ უფრო არია
-უნდა გნახო აუცილებლად!
-არ შემიძლია... გთხოვ გამიგე, ნიკა გარეთაა და მელოდება
-სულ რამდენიმე წუთით
-ლაშა გთხოვ
-უკანა კართან გამოდი რომელიმე ლექციის დროს
-მე...არ შემიძლია
-ძალიან მომენატრე
-ლაშა...
-შენ არ მოგენატრე? სულ ოდნავ მაინც?
-კარგი-დანებდა თათია- ზუსტად ნახევარ საათში ეზოს უკანა კართან შეგხვდები ოღონდ მხოლოდ 5 წუთით-და სანამ ლაშა რამეს ეტყოდა გაუთიშა. შეშინებული და აღელვებული გოგონა გაფაციცებით უყურებოდა აქეთ-იქით და ყველა რხევაზე ზედმეტად ემოციურობდა, შიშსგან ლამის შეკივლა როცა ვიღაც მოულოდნელად ზურგიდან აეკრო და მუცელზე ძლიერად შემოჭდო ხელებითა ყურს უკან სწრაფად ჩასჩურჩულა
-მე ვარ -და უმალ საფეთქელზე მოაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები
-შემაშინე -გულწრფელად უთხრა გოგონამ და მისკენ მიტრილდა გაბრაზებული სახით
-ვიცი-გაეცინა ბიჭს და გამომწვევი მზერით მიაჩერდა ტუჩებზე
-აუტანელო-გაეღიმა თათიასაც და თვალები აატრიალა, თუმცა როგორც კი ლაშა ზედმეტად მოუახლოვდა და მისი მონატრებული, უკვე კარგად ნაცნობი, სასიამოვნო, სუნამოს და სიგარეტის მძაფრი ნაზავი შეიგრძნო მაშინვე გაბრუვდა, როს გამოც ცივად მიეყინა სახეზე ღიმილი, უარესი დაემართა როცა მისი ძლიერი ხელები წელზე შემოეჭდო -ლა შა-დაიჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა თაფლისფერ ჩამუქებულ სფეროებში, ბიჭმა არაფერი უპასუხა და მწველი მზერა კიდევ ერთხელ მიაპყრო მის სავსე, ვნებინ წითელ ტუჩებს, თათია კიდევ რაღაცის თქმას და მისგან თავის დაღწევას აპირებდა როცა ლაშას მწველი ტუჩების გემო შეიგრძნო მთრთოლარე ბაგეებზე. ეს იმდენად მოულოდნელად მოხდ ათათიასთვის და სწრაფად რომ წასიერად ვერ კი გაიაზრა დაბნეულმა გოგონამ რეალურად რა განიცადა ამ კოცნის და შეხების დროს, თუმცა სასიამოვნო გულისცემის, პულსაციის და სუნთქვის აჩქარება ერთდროულად იგრძნო გაყინულ სხეულში რომელშიც წამის მაასედში ამღვრეულმა სისხლმა გიჟური დენა იწყო ძარღვებში და რაც მთავარია სასიამოვნო პეპლების ფრენა მუცელში, როცა როგორც იქნა ლაშა შეელია სასურველი გოგონას ვნებიან ტუჩებს თავი ოდნავ უკან გასწია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, თათიამ ვერ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას და უმალ თავი დახარა
-პირველი კოცნა-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა მომღიმარი სახით ბიჭმა და ამჯერად საფეთქელზე აკოცა. თავალებაწყლიანებული, დაბნეული, ჯერ კიდევ გაოგნებული და სახე აწითლებული გოგონა შეშინებული თვალებით მიაჩერდა ბიჭს
-ნიკა აქაა ხომ იცი-მხოლლოდ ამის თქმა მოახერხა კარგა ხნის სიჩუმის მერე და ოდნავ უკან დაიხია აზრზე მოსასვლელად
-ჩემი მეგობარი თვალს ადევნებს ნუ ღელავ-დაამშვიდა ბიჭმა და შემდეგ ბრაზნარევი ტონით ჰკითხა-როდემდე აპირებს შენი მოცლილი ძმა რომ უკან გდიოს?
-მესამე კურსის სრულ დახურვამდე
-სწვალას როდის ამთავრებ?-უკმაყოფილო ტონით ჰკიყხა ლაშამ
-ამ კვირის ბოლოს
-და ფინალურებზეც ასე კუდში უნდა გდიოს?
-ასეა
-ოდესმე გადაუვლით? თუ მთელი ცხოვრება შენს ზღავრგადასულ კონტროლს აპირებენ?- უეცრად წამოენთო ლაშა
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავი დახარა
-სწავლას რომ მორჩები ჩვენი შეხვედრა გამორიცხულია?
-ვფიქრობ რომ ასეა
-მამაშენს დაველაპარაკები
-გთხოვ ეს არ გააკეთო ახლა არა-შეეხვეწა თათია
-რატომ ვერ ვხვდები
-აზრი არ აქვს მაინც არ მოგისმენს მე კი უარეს პრობლემებს შემიქმნის
-ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?
-იქამდე სანამ არ დაწყნარდება ოდნავ მაინც...
-კარგი ისე იყოს როგორც შენ გინდა, მაგრამ გაითვალისწინე რომ დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი-გაუღიმა ლაშამ და კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში.
იმის გამო რომ თათიას ფინალურები ჰქონდა ივლისში და ლაშამ კარგად იცოდა რა წნეხის ქვეშ იყო ის, მამის და ძმის გამო, გადაწყვიტა როგორმე თავი შეეკავებინა მასთან ურთიერთობისგან რომ დამატებითი პრობლემები და შეზღუდვები არ დაეწესებინათ ოჯახში მისთვის, რის გამოც ფაქტიურად მთელი ივლისი ისე გავიდა რომ მისი ნახვა ვერ შეძლო. თუმცა როგორც კი ბოლო გამოცდა ჩააბარა თათიამ უნივერსიტეტის ეზოსთან ახლოს მყოფ ნიკასთან მივიდა და მასთან დალაპარაკება სცადა რაც ისევ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. შესაბამისად თათიას ისევ ცრემლების ღვრა, ჩხუბის ლანძღვის და ბრალდებების მოსმენა მოუწია მთელი დღის განმავლობაში ჯერ გაავებული მამისგან, მერე დაბოღმილი ძმის, ბოლოს კი გაკაპასებული თინასგან. თავის მართლების და ხმის ამოღების უფლება რა თქმა უნდა რცერთმა არ მისცა რის გამოც მთელი კვირა არ ელაპარაკებოდა თიკას და ნიცას გარდა არცერთს.
თამუნამ ზიზღით სავსე მზერით შეხედა ქმარს და გვერდი უხეშად აუქცია მას, რის გამოც გაღიზიანებულმა მამაკაცმა მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ მიიზიდა
-ისევ დამამშვიდებლები დალიე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-ძალიან გაღელვებს ჩემი მდგომარეობა?-ცინიკური ტონით ჰკითხა მისუსტებულმა ქალმა და სევდიანი მზერა მის ალეწილ სახეს მიაბჯინა
-შენ ჩემი შვილების დედა ხარ! რა თქმა უნდა მაღელვებს!-უმალ წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული კაცი
-და მეტი აღარფერი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და მკლავის დახსნა სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი უხეში თითებისგან
-რამდენი აბი დალიე?-სიტყვა ბანზე აუგდო ზურამ
-მე თქვენ დაგინახეთ-სლუკუნით უთხრა ქალმა და როგორც კი მამაკაცის თითებში უღონობა იგრძნო ხელიდან გაუსხლტა და საძინებელში შევიდა. ზურა ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა კარგა ხანს რადგან რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობის უნარი დაკარგა, თუმცა როგორც კი მის დაძაბულ სმენას წამლის ფირფიტის გახსნის ხმა მიწვდა, მაშინვე მოვიდა აზრზე და გიჟივით შევარდა საძინებელში, ხელიდან წაგლიჯა ცოლს და უკან დაიხია
-მომეცი-ხელი გაუწოდა თამუნამ
-აღარ დალევ
-მე ეს მჭირდება-ცრემლიანი თვალებით შეხედა ქალმა და აკანკალებული ხელი წამლის ფირფიტას წაავლო
-არა!-უსუსურად შეეწინააღმდეგა ზურა
-უნდა დავლიო-ჩამწყდარი ხმით უთხრა ქალმა და როგორც კი დაიბრუნა მაშინვე ორი აბი დალია, საწოლის კიდესთან დაწვა, ფეხები მოკეცა თვალები დახუჭა და რამდენიმე წამში გათავისუფლდა აწმყოს საშინელი, მწარე და ტვირთადქცეული ოჯახის მოვლის მძიმე მოვალეობებისგან. ზურა მის ფეხებთან ჩამოჯდა საწოლზე და ღრმად ჩაისუნთქა აგვისტოს ცხელი დახუთული ჰაერი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეუკრა სუნთქვა, ამიტომ ფეხზე წამოდგა, თხელი პლედი დააფარა ცოლის ზედმეტად გამხდარ უსახურ სხეულს და ოთახიდან გიჟივით გავარდა.
.....
-თათიაააააა-შუაღამისას შინ დაბრუნებული მთვრალი გიგა ეზოდანვე აღრილადა. დაფეთებული გოგონა მაშინვე საწოლიდან წამოხტა, გიჟივით ჩაირბინა კიბეები და ეზოში გავიდა
-რა მოხდა მამა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა სახე წაშლილ კაცს და შეშინებული თვალებით მიაჩერდა
-იმ ნაბ.ჭვარს ისევ ხვდები და ჩვენი მცდელობის მიუხედავად მაინც არ დაშორდი არა?-უჩვეულოდ მშვიდი ტონით ჰკითხა კაცმა და ზიზღით სავსე მზერით ჩააცქერდა თვალებში შვილს
-არა მამა არ ვხვდები, აღარ ვხვდები-ასლუკუნდა უმალ თათია
-ვიცი რომ ისევ ნახულობ
-თითქმის მთელი აგვისტო სახლში ვარ გამოკეტილი
-უარყოფა არ გაბედო!-უღრიალა გაცოფებულმა კაცმა ბოლო ხმაზე და ცოტა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით დაამატა -იცოდი რომ მაგ შენს გამო..ევებულ ლაშას შვილი ჰყავდა?-ამ სიტყვებმა თათიაზე ისე საშინლად იმოქმედა რომ ადგილზე გაქვავდა. მეტყველების, აზროვნები, მხედველობის და მოძრაბის უნარი ერთდროულად დაკარგა
-რას ბოდავ-ახმაურდა შვილის სიმთვრალით დაღლილი, გაღიზიანებული და შეწუხებული თინა
-5 წლის გოგონა ჰყავს მაგ ნაბ.ჭევარს, მაგრამ როგორც ჩანს ამ შტერმა არ იცის-თათიას უხეშად მიადო თითები საფეთქელზე და გიჟივით გაეცინა- როგორ გაბედე გოგო მაგ ..ესთან საქმის დაჭრა- უღრიალა ბოლო ხმაზე და სახეში გაარტყა, თათიას უმალ სიმწრის ცრემლები ჩემოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე, თუმცა ოდნავადაც არ შერხეულა მისი გაყინული სხეული- პირველივე შემხვედრს აეკიდე! გითხარი არ იურთიერთო მაგ ს.რთან-მეთქი შენ კი მთი ზაფხული უკან დასდევ... მთელმა უბანმა იცის უკვე რომ ერთად დაეთრევით
-მამა გთხოვ-შეეხვეწა მთელი სხეულით აკანკალებული თიკა
-სახლში შედი!-უღრიალა კაცმა და თათიას ლანძვა განაგრძო -მთელი ზაფხული ჩუმად ხვდებოდი იმ ..ეს იმის მიუხედავად რომ ათასჯერ გაგაფრთხილე ახლოს არ გაეკარო-მეთქი და მერე გარეთ გასვლა საერთოდ აგიკრძალე! გითხარი სახლში ეგდე-მეთქი შენ კიდევ სახელი გაიტეხე!
-მე ცუდი არაფერი გამიკეთებია-უყვირა მოთმინება დაკარგულმა გოგონამ ბოლო ხმაზე გაავებულ კაცს- მერე რა თუ ვხვდებოდი სიყვარული დანაშაულია?
-შე კ.ხპა-უღრიალა გაგიჟებულმა კაცმა და სანამ ხელს წაავლებდა თმაში სახლში დაბრუნებულმა ნიკამ შეაჩერა
-მამა რას აკეთებ აზერზე მოდი
-გაიწიე
-მთვრალი ხარ-ზიზღით უთხრა ნიკამ და თათიასკენ მიიხედა -მიდი დროზე სახლში შედი
-გამეცალე
-რა დალიე ამისთანა ასე რომ გაგიჟდი-აყვირდა თინა და სახლის კარი ოსეთი ძალით მიიჯახუნა შესვლისას რომ მინა ჩემოვარდა.
-თათია მისი შენი ნივთები აიღე და დროებით მამიდასთან წაგიყვან, თორემ ეს კარგა ხანს ვერ დაწყნარდება და ყოველ ჯერზე ასეთი სიგიჟეები უნდა გააკეთოს მთვრალმა
-კარგი-სლუკუნით უთხრა გოგონამ და მაშინვე ოთახში შევარდა ატირებული, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა პარკში აკანკალებული ხელებით და თავდახრილი, მორჩილად უკან მიჰყვა ძმას.
მაგიდასთან სავახშმოდ მჯდომ ზურას ლუკმა ყელში გაეჩხირა, როცა თამუნამ, რაღაც საბუთები ცხვირწინ დაუყარა მაგიდაზე და თავზე წამოადგა
-ხელი მოაწერე-გამყინა ხმით უთხრა ქმარს და კალამი შეაჩეჩა ხელებში
-რააა?-დაიბნა ზურა და წამიერად მის სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა
-განქორწინება მინდა! -დარწმუნებით უთხრა ქალმა და როცა გაგიჟებული კაცი ფეხზე წამოვარდა ამაყად, თავაწეული მიაჩერდ თვალებში
-თუ ხვდები რას ბოდავ?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ზურამ ცოლს და კალამი მაგიდაზე დააგდო
-მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წახვიდე გაქრე აორთქლდე ისე თითქოს ერთად არასდროს გვიცხოვრია!-მიახალა ქალმა და კალამი უხეშად შეაჩეჩა ხელებში
-საბოლოოდ გაგიჟდი ხო? შეიშალე-ხელახლა აყვირდა გაცოფებული კაცი და საბუთები მაშინვე ნაკუწებად აქცია
-გგონია უფლებას მოგცემ, რომ აქ, ჩვენთან ოჯახობანა ითამაშო და მერე საყვარელთან წახვიდე გასართობად?!-ბოლო ხმაზე უღრიალა თამუნამ
-რას ბოდავ აზრზე ხარ?-ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ და ზედმეტად მიუახლოვა სახე აღელვებულ ქალს
-მე თქვენ შენს მანქანაში დაგინახეთ
-მოგეჩვენა
-რააა?-გიჟივით გაეცინა თამუნას
-მომოსმინე... ყველაფერი არასწორად გაიგე-აღელდა ზურა
-ერთმანეთს კოცნიდით
-ეს წამიერი თავის დაკარგვა იყო
-შენ რა? ჩემი გაგიჟება გინდა?-წამოენთო თამუნა და ამჯერად თვითონ მიუახლოვდა ზედმეტად სახე ალეწილ კაცს
-მე შენთვის არ მიღალატია! არასდროს-დარწმუნებით უთხრა ზურამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-ღმერთო ახლა გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები!-იყვირა თამუნამ და იმავე წამს დამშვიდდა, რადგან მაღაზიიდან შინ დაბრუნებულმა ნინიმ და მარიამამ სახლის რკინის მძიმე კარი შეშინებული სახით შეაღეს



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო მაგრამ ცოტა არ იყოს გოგოებს ვეთანხნები იმაში რომ ამ ისტორიას აკლია ისეთი პერსონაჯები რომლის გამო ღურს ამ ისტორიას წაკითხვა და იმის მოლოდინი რა მოუვა ამ თუ იმ პერსობაჯს❤❤რაც შეეღება თათიას ის მართლა ძალიან მეცოდება ასეთი მამის ხელში რო არის .იცი რა ასე მგონია რო კაშა საერთოდ არ მოსწონს და სიყვარულზე საუბარი ზედმეტია უბრალიდ იცი რა პირველ შეხედულებამ და ლაშას ლაპარაკმა თავბრუ დაახვია: joy:.იცი შენ ახსენე წინა თავის კომენტარებში რო ამ ისტორიაში გამოჩდება კაცი რომელიც იბრძოლის საყვარელი ქალისთვის ძალიან მაინტერედებს რომელ ქალს გულისხმობ.ეხლა მე გეტყბი ჩემ მოსაძრებას მაგრამ ეს არ ნიშნავს რო გაითვალისწინო ჩენი მოსაზრება და ისე წაიყვანო ეს ისტორია.თავიდანვე ვთქვი რო თათია და იონე მინდა ერთად იყვნენ იმიტომ რო უფრო უხდებიან ერთმანეტს და ასე მგონია რო იოანეს მოეწონა თათია უბრალიდ ლაშამ დაასწრო.და რაც შეეხება პერსონაჯს რომელიც იბრძოლის საყვარელი ქალისთვის ასე მგონია რო ეს ქალი იქნება თიკა ან თამუნა.თუმცა თამუნაზე უფრო ნაკლებათ ვფიქრობ.მგონია რო ეს ქალი თიკა იქნება იმიტომ რო იმსახურებს ბედნიერებას.ზურას რაც შეეღება ცოტეტი დამაკლა მისი როგორ ვთქვა ემოცია რას გრძნობს თამუნას მიმართ და რატო უღალატა მას თუმცა ერთი კოცნით.❤❤❤მიუხედავად რო ეს ისტორია არ არის ისეთი როგორც შენ შეგეფერება მაინც მიყვები ბოლომდე და ჩემ აზრს ყოველთვის გაგიზიარებ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ფანარი

ზურამ რატომ უღალატა თამუნას რა ძაან მაინტრესებს.ისე იოანე და თათია მართლა უფრო მოუხდებიდნენ ერთმანეთს.ლაშასი საერთოდ არ მესმის რა დაუშავა პატარა მარიამმა.დგას ვიღაც გოგოს დასდევს და შვილი კიდე ისე იქცევა გეგონება კიდიაო.იმედია თამუნა ზურას ღალატს არ აპატიებს.თათიამ არ უნდა აყვეს ემოციებს და ლაშას არ უნდა "დაემორჩილოს". უიი და კიდე ნინიზეც რო ვისაუბრით ცოტა რაღაცეები მასზეც მოგვიყევი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ყოჩაღ ნეაკო, ტაშს გიკრავ, გლანძღავენ, გაკრიტიკებენ, ყოველ ფრაზაა ეკიდებიან, მაგრამ რეალურად ბევრი მკითხეველი მარტო შენ გყავს. ახლა გადავხედე სხვების ნაწარმოებებს, არცერთი კომენტარი, არც ერთი მოწონება, ან დაწუნება, თუმცა შენზე ნაკლებად არ წერენ, მეტად თუ არა. მე გეტყვი პასუხს: შენი გმირები სვავენ, ბევრს ეწევიან, გიჟებივით დაჰქრიან აღმა-დაღმა, მაგრამ ნამდვილები არიან. არც მონაკოს პრინცია და არც მილიონერები არიან მთავარი პერსონაჟები, მაგრამ რაც არიან, ეგენი არიან, ნაკლით, ღირსებით, ემოციით, გრძნობებით. მე მგონი ხალხი დაიღალა იმის კითხვით, რომ ვიღაც ბედის ვარსკვლავზე იბადება და არიქა, ფულიანი და გავლენიანი ბიჭები თავპირს იმტვრევენ მისთვის. არა, შენი გმირების ცხოვრება ისეთივე ბანალურია, როგორც ჩვენი ყველასი და მაგით იგებენ ჩვენს გულს. მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის, ეს ცნობილი გამოთქმა გასდევს ლაიტმოტივად შენს შემოქმედებას. ამიტომ არის, რომ საიტზე შემოსული პირველად შენ გეძებ, თუმცა მყავს მე აქ ჩემი ფავორიტი შემოქმედები. ბევრი იმუშავე, არ გაჩერდე და იქნებ შენც მოხვდე ერთ დღეს მათ სიაში. ❤️❤️❤️❤️

შანსი დიდია

 


№4 სტუმარი Თაკ,,.

ვეᲫებ ისტორიას✌
Ღარიბი გოგო დაიწყებს მოსამსახურედ მუᲨაობას ერᲗ ბიᲭᲗან რომელსაც სახეზე ნაიარევიაქვს და სულ ᲗმიᲗ ან კაპიᲨონიᲗ იფარავს, სადᲦაც ტყეᲨი ცხოვრობს სულ მარტო. ამ ბიᲭᲗან ვერცერᲗი მოსამსახურე ვერ Ჩერდებოდა მხოლოდ ამ გოგომ გაᲫლო დიდხანს. ეს ბიᲭი Ძალიან ცუდად ექცეოდა რას არ ამხობდა Თავზე და ბოლოს გამოიქცა ამ ბიᲭიდან მაგრამ ეს ბიᲭი მერე ქალაქᲨი ამ გოგოს გამო დაბრუნდება.
გᲗხოვᲗ დამეხმარეᲗ რა, იქნებ სახელი მიᲗხრაᲗ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნეაკო

Თაკ,,.
ვეᲫებ ისტორიას✌
Ღარიბი გოგო დაიწყებს მოსამსახურედ მუᲨაობას ერᲗ ბიᲭᲗან რომელსაც სახეზე ნაიარევიაქვს და სულ ᲗმიᲗ ან კაპიᲨონიᲗ იფარავს, სადᲦაც ტყეᲨი ცხოვრობს სულ მარტო. ამ ბიᲭᲗან ვერცერᲗი მოსამსახურე ვერ Ჩერდებოდა მხოლოდ ამ გოგომ გაᲫლო დიდხანს. ეს ბიᲭი Ძალიან ცუდად ექცეოდა რას არ ამხობდა Თავზე და ბოლოს გამოიქცა ამ ბიᲭიდან მაგრამ ეს ბიᲭი მერე ქალაქᲨი ამ გოგოს გამო დაბრუნდება.
გᲗხოვᲗ დამეხმარეᲗ რა, იქნებ სახელი მიᲗხრაᲗ

sameone crazy girl- თუ სწორა დმახსოვს მისი ისტორიაა მაგრამ სათაური არ მახსოვს

 


№6 სტუმარი გვაზავა ელენე

Თაკ,,.
ვეᲫებ ისტორიას✌
Ღარიბი გოგო დაიწყებს მოსამსახურედ მუᲨაობას ერᲗ ბიᲭᲗან რომელსაც სახეზე ნაიარევიაქვს და სულ ᲗმიᲗ ან კაპიᲨონიᲗ იფარავს, სადᲦაც ტყეᲨი ცხოვრობს სულ მარტო. ამ ბიᲭᲗან ვერცერᲗი მოსამსახურე ვერ Ჩერდებოდა მხოლოდ ამ გოგომ გაᲫლო დიდხანს. ეს ბიᲭი Ძალიან ცუდად ექცეოდა რას არ ამხობდა Თავზე და ბოლოს გამოიქცა ამ ბიᲭიდან მაგრამ ეს ბიᲭი მერე ქალაქᲨი ამ გოგოს გამო დაბრუნდება.
გᲗხოვᲗ დამეხმარეᲗ რა, იქნებ სახელი მიᲗხრაᲗ



"ნუთუ მართლა გიყვარვარ" ქვია ისტორიას.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

Თაკ,,.
ვეᲫებ ისტორიას✌
Ღარიბი გოგო დაიწყებს მოსამსახურედ მუᲨაობას ერᲗ ბიᲭᲗან რომელსაც სახეზე ნაიარევიაქვს და სულ ᲗმიᲗ ან კაპიᲨონიᲗ იფარავს, სადᲦაც ტყეᲨი ცხოვრობს სულ მარტო. ამ ბიᲭᲗან ვერცერᲗი მოსამსახურე ვერ Ჩერდებოდა მხოლოდ ამ გოგომ გაᲫლო დიდხანს. ეს ბიᲭი Ძალიან ცუდად ექცეოდა რას არ ამხობდა Თავზე და ბოლოს გამოიქცა ამ ბიᲭიდან მაგრამ ეს ბიᲭი მერე ქალაქᲨი ამ გოგოს გამო დაბრუნდება.
გᲗხოვᲗ დამეხმარეᲗ რა, იქნებ სახელი მიᲗხრაᲗ


ლინდა ზედგენიძის "იასამნის ბაღებია".
ბიჭს ლაშა ქვია,გოგოს სალომე.
საიტზე აღარ წერს.დაგუგლეთ იასამნის ბაღები და ამოგიგდებთ,თავისი ბლოგი აქვს ლინდას ვორდპრესზე.

 


№8 სტუმარი nino

არ შეიძლება ისტორიებში ქალების ასე დამახინჯება და დაკნინება ხალხო, რა ხდება ვერ ვხვდები რა კატასტროფაა ეს. თოთქმის ყველა ისტორიაში უსუსური და გაუნათლებელი მტირალა ქალები არიან, რა მოგწონთ ამაში ან რატო წერთ ამაზე

 


№9 სტუმარი Mari

ძალიან კარგია. ასე გაააგრძელე♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent