შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლის ბიჭი (თავი 5)


30-01-2022, 11:07
ავტორი Niako261995
ნანახია 2 141

მივყავარ,მაგრამ არ ვიცი სად.მხოლოდ მის კმაყოფილ და ბედნიერ სახეს ვამჩნევ შიგადაშიგ,რომ უტეხს ტუჩის კუთხეს.დუმილი ისევ მე დავარღვიე
-სად მივდივართ?
-შენი პირველი კოცნა უნდა აღვნიშნოთ
ირონიულად ჩაიცინა და აციმციმებული თვალებით გადმომხედა.ამის გაგონებაზე ერთიანად გავწითლდი,ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა,ეს რა საუბარია,გულში გავიფიქრე და ახარხარებულს თვალი ავარიდე.
-პირველი სულაც არ ყოფილა
ვითომ უკეთესი,რამ ვუთხარი და კვლავ სიცილი,რომ დამაყარა,ფანჯარაში დავიწყე ყურება,ღამის ქუჩებში განათებები ვარსკვლავებად, ციმციმებენ,ლამპიონებს, სკვერები ჩაჰბარებიათ და მათ ასხივებენ,ფრაგმენტებად დალანდული წყვილები,მოსჩანან ირგვლივ და ერთმანეთზე გადახლართულები სიყვარულს უმტკიცებენ ერთურთს.
წამიერად გამაჟრიალა გახსნებულზე და ისე ამოვიოხრე მთელი ქვეყნის დარდი ამოვაყოლე
-რა გჭირს?
-არაფერი
-ნინიი.გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა ისე,რომ არ შემოუხედავს
-დღეს ნინო ვიყავი?
ჩაიცინა და თავი გააქნია,ამასობაში ამაღლებულ გორაკზეც გავჩერდით,რა ტყე ღრე დავყავარ ამ ადამიანს ვერ გავიგე,მაგრამ საოცრად ლამაზი ადგილები,რომაა მეორე აზრი არ არსებობს.ხელის გულზე გადმოფენილი ბათუმი,ხომ საოცრება იყო,მაგრამ დედაქალაქის სიდიადე ისე კარგად ჩანს,გაბადრული სახით შევსცქერი ნანახს.ზურგიდან ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო,არ ვიცი რა უნდა გავაკეთო,როგორ მოვიქცე,გახევებული ვდგავარ,ის კი აგრძელებს ჩემი სურნელით თრობას,ხარბად ისუნთქავს თითქოს ეს ყველაფერი აკლდა და ვენებს ივსებს,რომ დიდხანს გაყვეს სახსოვრად.მე კი საოცრად სასიამოვნო სითხე მეღვრება სხეულში,მის თითოეულ შეხებაზე თვალებ მილულული სიამოვნების მორევში ვიძირები,როგორი ტკბილია,მინდა შევტრიალდე და ძლიერად ვაკოცო.ჩემს აზრებს კითხულობს და წამებში მისკენ მაბრუნებს
-რატომ ცდილობ გამაგიჟო?
თვალებში ჩამყურებს და მისი ცეცხლისფერები უფრო მეტად ალდებიან ჩემი თვალების დანახვისას,შუბლზე ჩამოყრილი თმები ალაგალაგ ირხევა ქარის მიმართულებით და მის ლამაზ სახეს უფრო კარგად ვარჩევ,ნუთუ მართლა მოვწონვარ?ათასი კითხვა მიტრიალებს თავში,ჩემი პასუხი აშკარაა მის მიმართ,სიტყვასაც კი ვერ ვძრავ ასეთ მდგომარეობაში,ის კი ამით მანიპულირებს და უფრო მეტად ცდილობს მიმიკრას,შემიგრძნოს.ეს არის სიყვარული?მიყვარს?მხოლოდ მასთან კი არა ჩემ თავთანაც უამრავი შეკითხვა მაქვს,თუმცა ფაქტი ერთია,მის დანახვაზე ვულკანივით ხეთქავს გრძნობები ჩემს სხეულში,მის შეხებაზე გონებას ვკარგავ,თითოეული ორგანო,თითოეული ნერვი წყვეტს ფუნქციონირებას და მარიონეტად ქცეული მის სურვილებს მივსდევ ჩემდა უნებურად.
ასე ჩახუტებულები დიდხანს ვიდექით,მომენტებში დამხედავდა ჩაიღიმებდა და ისევ მეხუტებოდა
-გიო..ჩავიჩურჩუკე,ისე,რომ არ მეგონა თუ გაიგებდა
-მმ.უთქმელად ჩაიზუზუნა და შეკითხვის მოლოდინში ჩემს კისერში მოკალათდა
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს?გაუბედავად დავუსვი კითხვა
-მე და შენ
-რა?
-ეს ყველაფერი მე და შენს ნიშნავს,ანუ ჩვენ
-კი,მაგრამ ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს
-ბევრი დრო გვაქვს მაგისთვის
-მარია?
-შშ,მომენტი არ გააფუჭო,ძალიან დიდხანს ველოდი
-ნუთუ?
-პირველივე დანახვისას სახეზე გეწერა იგივე.ბოროტულად ჩაიცინა და ცხვირზე ცხვირი გამიხახუნა.ხელები ჩამოაცურა და მრავლის მეტყველი თვალებით დაიწყო სივრცეში ყურება,აღარაფერი უთქვამს,ხელი გამომიწოდა ჩამკიდა და გზას ფეხით გავუყევით.მეტრომდე ჩავედით და მერე მატარებელს დაველოდეთ.უკვე გვიანი იყო,ნახევრად ცარიელ მატარებელში ვისხედით,მასზე მიხუტებული,მის გულის ძგერას ვუსმენდი გამალებით,რომ ეხეთქებოდა მკერდს..მატარებლის გუგუნში ფიქრი საერთოდ შევწყვიტე და ყველაფერი დროს მივანდე.ცხადია მისით მინდა გავაგრძელო ცხოვრება და რა მოხდებოდა,უკვე დროის ამბავია.სახლს მიახლოებულმა ნაყინი იყიდა გზად,ლიფტში შევედით ჩემს წინ დგას,მე კი ტკბილ ვანილიან ტუჩებს ვილოკავ,წამიერად გააგდო ნაყინი ხელიდან
-ჯანდაბა,საოცარი ხარ
ამის თქმა იყო და ჩემმა ნაყინმაც მისივე ბედი გაიზიარა,მომენტალურად ამიტაცა ხელში და ჩემს ფეხებშუა მოექცა,კაბის ბოლოები იმდენად მაღლა მაქვს თეძოები მიჩანს,ცალხელში ჩემი სახე აქვს მოქცეული,გამალებით მკოცნის და ტუჩებზე მკბენს,ცალი ხელით თეძოს მიზელს,ვნებეში ავირიე,კოცნას ავყევი და მის თმებში შევაცურე ხელები,სიამოვნებისგან ვგმინავ და ცხელი ჰაერით ჩახუთულებს სხეული ოფლით მეცვარება,ფეხებ შუა მოკიდებული ცეცხლი მწვავს და ალბათ გავგიჟდებოდი კიდეც ლიფტი,რომ არ გაჩერებულიყო.წამიერად გამიშვა ხელი და უკან დაიხია,კარი გაიღო და მე ჯერ კიდევ ბურუსში მყოფი ადგილზე ვარ გაქვავებული,სიცილით დამავლო ხელი და გამომიყვანა,ყურთან ცხელი კოცნა დამიტოვა და ზედ მოაყოლა
-არვიცი,რამდენხანს გავძლებ,რომ არ შეგიგრძნო
ცხელი სითხე ჩამეღვარა მუცელში და ლოყები ისევ ამიწითლდა სირცხვილისგან.თბილად მაკოცა ლოყაზე და იქამდე არ შევიდა სახლში სანამ არ მოვეფარე კარის ზღურბლს.(ამ სიტუაციაში ძალიან კი გაგვიჭირდა იმ ნაყინის ლიფტიდან გამოტანა,მაგრამ რა თქმა უნდა ავასუფთავეთ).სახლში შესული სირბილით გავექანე ოთახისკენ და საწოლზე დამხობილმა ყრუ კივილით დავარღვიე ოთახში გამეფებული სიჩუმე.ფეხებს ვიქნევ და თმებს ვიჩეჩავ,რომ მახსენდება ჩემს თავს რა მოხდა.ემოციებიდან გამოსული არ ვარ კარზე კაკუნი,რომ ისმის,ნუთუ ვერ გაძლო?ღიმილით ვაღებ კარს და კარს იქით ქეთა მხვდება
-ქეთ?წამიერად თავბრუ დამეხვა და ახლაღა გავაცნობიერე,რას ვაკეთებ,როგორ უნდა ვუთხრა ქეთას რა ხდება?მართალია არც ისაა წინააღმდეგი ჩვენი ურთიერთიბის და ეს ეტყობა თვალებზე,მაგრამ მაინც,რომ უნდა ვუთხრა,რომ მის ძმასთან ურთიერთობა მაქვს?
-შეიძლება?ისე გავქვავდი ისიც კი დამავიწყდა რომ შემომეპატიჟა.
-რას კითხულობ შემო.ღიმილში დავფარე ჩემი ფიქრები და ოთახში შევედი.
-სად იყავი ასე გვიან,რომ მოხვედი?მარინა ნერვიულობდა უბრალოდ.თან მაცდურად შემომაპარა თვალები და ჩემს რეაქციას დაელოდა
-მე...მიშო ვნახე,თიკას შეყვარებული,ხელისთხოვნას აპირებს თურმე და ვგეგმავდით.ისე ურცხვად მოვატყუე წარბი არ შემიხრია.
-აა,გასაგებია
-ჩაი?ვეცადე თემა შემეცვალა
-გიოც ახლა მოვიდა და მეთქიი..
ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა,გიოს ხსენებაზე ერთიანად გავწითლდი და ჰაერი ისეთი მხუთავი მომეჩვენა ფანჯარა შევაღე.
-არ შევხვედრივართ
-კაიი..ისევ გამომცდელად შემომხედა და ჩაეცინა-ვის ატყუებთ გოგო თქვენ?სახეზე გაწერიათ ორივეს.გადაიკისკისა და ისე შემრცხვა ხელები ავიფარე სახეზე
-მაპატიე გთხოვ,არ ვიცი რა მემართება,ამას არ უნდა ვაკეთებდე
-შენი მულობა,რომ მინდოდა თუ გახსოვს?მის სიტყვებზე შემცბარმა ამოვიხედე და გაღიმებული,რომ დავინახე გადავეხვიე,ბედნიერების ცრემლები წამსკდა და ისე ვეხუტებოდი,ამ ჩახუტებაში ვაქსოვდი მადლობასაც და პატიებასაც.
-გთხოვ,მარინა დეიდასთან არაფერი თქვა რა
-არა,მაგრამ გაგიჭირდებათ დამალვა
-გოგოებმა იციან?
-არა,ის მხოლოდ დღეს ვნახე
-ბათუმშივე ვიცოდი,რომ ასე მოხდებოდა.-მიდი,დავურეკოთ და ვახაროთ,ხომ იცი გადაირევიან.
-მიშოზე არაფერი წამოგცდეს,ქეთა გავაფრთხილე და ტელეფონში გადმომხტარი გოგოები ,როგორც იქნა დავაწყნარეთ
-მეც მაქვს რაღაც სათქმელი.ეკრანის მეორე მხარეს აიტუზა ლიზა
-მოგკლააავ,ვინ არის.?ჩავუღრინე და მივხვდი,რომ არა ბიჭი და თან ნაცნობი, ასე არ აიტუზებოდა..
-ნიკუშაა
-რა?სამივემ ერთად წამოვიყვირეთ და მერე სიცილი დავიწყეთ უაზროდ.
-თქვენ როდისღა მოასწარით?
-რავიცი,სიყვარულს რას გაუგებ?ისევ მაიმუნობის ხასიათზეა ქალბატონი,მე ვისზე რას ვამბობ?ლიფტში ისეთი ეროტიული სცენა დავდგით ცოტახნის წინ,ეგ,რომ ამათ ვუხსენო დამასამარებენ ალბათ.
ბედნიერს ჩამეძინა,არ მეგონა ამდენი კარგი,რამ თუ მოყვებოდა 18წელს.5დღეში სწავლას ვიწყებ,ხვალ #33 უნდა ვნახო,და ჩემი მეზობლის ბიჭი გაგიჟებით მომწონს.
გუშინდელის მერე არ შემხმიანებია,ველოდები იქნებ დამირეკოს ან მომწერის,ბოლობოლო ნომერს ქეთას სთხოვს.არც მანქანა აყენია ქვემოთ,აშკარად გასულია,ჯერ მხოლოდ 12საათია სად უნდა იყოს?ყავაზე ქეთასთან შევდივარ და ვიცი რა, რომ იქ არ დამხვდება მაინც ველოდები.ჩუმად მითხრა ქეთამ არ ვიცი სად არის დილით ადრე გავიდაო..სიტყვა არ ქონდა დამთავრებული
-გიოს სამსახურიდან დაურეკეს(მარინა)
ქეთამ გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
-ისე უცებ გამოიძახეს,მგონი აწინაურებენ
-მართლა?რამაგარიაა,ცოლი აკლია დედა ჰა,რასიტყვი?
ამწამს ქეთას რეპლიკაზე კი არ ვფიქრობდი იმაზე თუ რა მეოცნებე ვარ.სახელი გვარის გარდა არაფერი არ ვიცი მასზე,სად მუშაობს,რაზე,რა პროფესიისაა,სად იყო ის დრო რაც ჩამოვედი და არ ჩანდა.მე კიდე ოცნებებს ვაგებ მასზე.გული დამწყდა,რომ უბრალოდ მეზობელი გამოვდივარ,როგორც მე ისევე ის.ახლაღა დავფიქრდი იმაზეც,რომ ისე წავიდა არ მომიკაკუნა,თავისი სიხარული არ გამანდო,ალბათ მარიამ უკვე ყველაფერი იცის.ვვეჭვიანობ?საშინლად.ფიქრები ტვინს მიღრღნის.ვბრაზობ ჩემს თავზე და არა მასზე.სახეზე მაწერია ემოცია,ყოველთვის ადვილად წასაკითხი იყო ჩემს სახეზე ემოციები და ახლაც ეს წყენა ისე მძაბავს,ყველა ნაკვთი დაჭიმული მაქვს სახის და ცრემლებ მობჯენილს ქეთა ხელს მკიდებს და ოთახში შევყავარ
-რა გჭირს?
-მას საერთიდ არ ვიცნობ
-მერე რა, გაიცნობ
-მარტო ის კმარა,რომ სიმპათია გვაქვს ერთმანეთის მიმართ?არ ვიცი რა უყვარს,რა მოწონს,რა აბედნიერებს,როგორ მუსიკას უსმენს,რა ჟანრის ფილმებს უყურებს და კიდევ რამდენი ასეთი რამ..
ისტერიკაში ჩავარდნილი თმებს მაღლა ვიწევ ხელით და ოთახში ბოლთას ვცემ.
-ეგენი მეც არვიცი.სიტუაციის განმუხტვა ცადა ქეთამ,მაგრამ აშკარად არ გამოუვუდა.
-მე სულელი კი..
-კარგი დამშვიდდი,უბრალოდ ენდე მას,ის გულს არ გატკენს,მან აგირჩია და მისთვის სამყარო გახდები.მის სიტყვებზე დამაჟრიალა,,სამყარო გახდები,,.როგორ უნდა უყვარდე ვინმეს,რომ სამყაროს შეგადაროს.ეს ხომ ნიშნავს მისით სუნთქავდე,ცოცხლობდე,არესებობდე.სასიამოვნო შეგრძნებაა ალბათ.წამში გაქრა ჩემი ბედნიერი გუნება და სახლში გავედი,მარტოობა მინდოდა.იმ დღეს არ შემხმიანებია,არც სახლში მოსულა.ალბათ მარიასთან ერთად აღნიშნავს ახალ თანამდებობას.ტირილი მომინდა,იმედგაცრუებამ დაისადგურა ჩემში,ნუთუ ერთხელ არ იფიქრა,რომ მოეწერა ან დაერეკა.თუ მართლა რამეს ნიშნავდა გუშინ მისი სიტყვები,როგორ შეეძლო ასე დავეიგნორებინე.ტელეფონი ავიღე და გამწარებულმა #33ს მივწერე..
-ხვალ გნახავ #33
პასუხმა არ დააყოვნა და მაშინვე დამიბრუნა
-როგორ გელოდები ლამაზ ხმიანო ნეტა იცოდე
-ვი ჯასთ ფრენდს?
-ვერ შეგპირდები.მის ამ მონაწერზე გავშრი,ხომ მითხრა,რომ ვიღაც მოწონს,ნუთუ ესეც ერთერთი თვალთმაქცთაგანია?იმასთან არაფერი გამოუვიდა და ჩემი იმედი აქვს?გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და იმედგაცრუებისგან ხელი მოვიჭირე მუცელზე,რომ შინაგანი ორგანოები არ ამომტრიალებოდა.პასუხი არ დავუბრუნე და დღევანდელი დღე ყველაზე საშინელ რიცხვთა სიაში მივაწერე.
-#25..ბედის გჯერა?
-არა
-აბა,რატომ გამოჩნდი?
-შენ შეგეშალა,ვცდილობ პასუხებს თავი ავარიდო და ის საშინელი გრძნობა გავფანტო რაც ახლა თავს დამტრიალებს.
-ყოველთვის მადლიერი ვიქნები მაგ ზარის,შენთან,რომ დამიკავშირა ცხოვრება.
ახლა უკვე მართლა ცუდად გავხდი,რა ამაზრზენია,ყველა მისი ჩუმი ჩურჩული,რომელიც ასე სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში,რაღაცა უფრო ცუდმა შეცვალა და აქამდე მისდამი გაჩენილი სიმპატია წამებში გამიქრო,როგორც გასრესილი მატლი ისე ვგრძნობ თავს,წამებში დამინგრია ორმა სხვადასხვა პიროვნებამ შეხედულებები მათზე,როგორ შეიძლება ასე გავდეს ერთმანეთს ორი უცხო სხეული და ორივე მე მტკენდეს გულს.ჩანთას დავავლე ხელი და ატალახებულ ქუჩებში,სადაც წვიმა არ წყდება, გავიქეცი.სადარბაზოდან ისე გავვარდი თითქოს ცეცხლი მიკიდია და ჩაქრობას ვლამობ.როგორი პატარა და უსუსრი ხარ,ჩემს თავს მხოლოდ ეს უტრიალებს გონებაში. სახეზე დადენილ წვიმაში ვმალავ ცრემლებსაც და ღრმა სუნთქვასთან ერთად სადღაც მივდივარ,იქ სადაც არც #33 იქნება და არც ჩემი მეზობლის ბიჭი.იმდენი ვიარე სანამ წვიმა არ შეწყდა,აქამდე,რომ ვერ ვხვდებოდი ახლა სიცივისგან ამაკანკალა და თმიდან ჩამოვარდნილი თითოეული წვეთის დაცემას ისე ვგრძნობ,როგორც ნევსის გაყრას კანში.სახლში ტაქსით ვბრუნდები,დასველებისთვის ბოდიშს ვუხდი და სადარბაზოსთან მდგარი მანქანა წამიერად მიძგერებს გულს,მხოლოდ წამიერად.უემოციოდ ავუარე გვერდი და სახლში შესულამა ცხელი ჩაი მოვიდუღე,დედას დავურეკე და ცრემლები მონატრებაში დავმალე.დილით #33 სმს დამხვდა
-მოდი 2ზე შევხვდეთ
ასე,რატომ ეჩქარება ჩემი ნახვა?არ მინდა ჩემი ვარაუდები გამართლდეს და მართლა თვითმარქვია აღმოჩნდეს.
საათს,რომ დავხედე უკვე 12 იყო,გუშინდელი საღამოს უსიამოვნო კვალი ისევ ეტყობოდა ჩემს განწყობას,სახლში დაბრუნებული გიორგი და მისი არ მოკითხვაც ისევ მარყევდა და ფანჯრიდან,რომ შევნიშნე მანქანა ისევ ადგილზე იყო გულმა რეჩხი მიყო.
რაც არის არის,შეხვედრა მე შევთავაზე უნდა ვნახო.
-კარგი #33ი 2საათში შევხვდებით.გავემზადე,დღეს ცივა ამიტომ ძალიან ჩვეულებრივად გამოვეწყე,ჯინსი,მაისური და სქელი ჟაკეტი,თმა ისევ ავიკონე,ასე მომწინს დიახ და გასვლისას მივწერე
-გამოვედი #33
პასუხი აღარ დამიბრუნა,კარი დავკეტე და გასაღები ჩანთაში ჩავიდე,კიბეებზე უნდა ჩავიდე და აი ისიც უცებ კარი იღება და გიო გამოდის,გვერდულად ეღიმება,საოცრად სიმპატიურია,შავი მკალვიანი ზედა და სპორტული შარვალი თაგვისფერი ბოტასებით,ხელებ ჩაწყობილი ჩამოვიდა კიბეებზე და მე ლიფტზე მომლოდინე,არც კი დაველოდე ისე დავეშვი ქვემოთ,ჩემი არეული გრძნობები და კითხვები არ მაძლევენ უფლებას ისევ დამიმონოს მისმა ღიმილმა და იმ სიმხურვალემ, რაც წამებში მოახდინა ჩემზე.. გავრბივარ უსიტყვოდ.მომსდევს და არ მინდა დამეწიოს,ფეხს ვუჩქარებ და სადარბაზოდან კიარ გავდივარ გავრბივარ.ცრმელები მებჯინება ის ისაა უნდა ამოხეთქოს,რომ მეძახის
-#25,აბა ჩვეულებრივივარო?დენდარტყმული ვიხედები მისკენ,ყველა ფიქრი ერთმანეთში აირია.შეუძლებელია,ეს როგორ მოხდა,ფერ დაკარგული და აცახცახებული ვეყრდნობი კედელს,,,#33ბედის გჯერა?,,ამას გულისხმობდა?ნუთუ სიმართლეა ეს ყველაფერი,არა,არა სერიალში ხომ არ ვარ,შეუძლებელია.მათი ხმები ნამდვილად გავდა ერთმანეთისას,მაგრამ ეს რამე ცუდი ხუმრობაა?ფიქრები,ცრემლები,სიტყვები,ემოციები,წინაღამის შეგრძნებები,ვხვდები,რომ გონება უნდა დავკარგო და სწორედ მაშინ ჩნდება ჩემს გვერდით,როგორ მოვახერხე ამ ყველაფრის წამში გაფირება არვიცი
-მოდი ჩემთან.მთელი ძალით მეხუტება და მისი გული კვლავ ისე გამალებით ძგერს
-ეს,ყველაფერი როგორ?რამდენიხანია იცი?
-გუშინდელიდან,მინდოდა დამერეკა და ქეთამ,რომ ნიმერი ჩამიგდო ვერ წარმოიდგენ რა დამემართა.არანაკლებ დაბნეული ვიყავი მეც,მაგრამ ჩემს ერთადერთ დას გეფიცები მართლა შემეშალა მაშინ.
მისმა გულწრფელობამ სახე გამიბადრა,მართლა მაგიპნოზებს,აქამდე გამწარებულმა და სიტყვებ მომზადებულმა დაცლას,რომ ვაპირებდი მისი ნახვის შემდეგ რაც შევძელი მისი სახის ჩემს ხელებში მოქცევა ქვემოთ ჩამოქაჩვა და კოცნა იყო.ვიგრძენი,როგორ ესიამოვნა ჩემი ეს საქციელი და მორჩენილმა გვერულ ღიმილთან ერთად ტუჩემი ენით მოილოკა.
-ჩემი ბედი ხარ წრიპა
-მოიცა,მოიცაა..წამით შეცბა და სახე შეეცვალა
-რაო..ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავიაო?აკი მახინჯი ვიყავი?
შვებით ამოისუნთქა თითქოს მანამდე დაძაბულმა
-შენნაირ მახინჯს არ შევხვედრივარ,პირველად,რომ დაგინახე მაშინ მივხვდი რაში გავყე თავი,შენი ჭორფლებიც კი მაგიჟებს.
ამ ყველაფერს კოსრპუსის წინ ვუხსნიდით ერთმანეთს ჩახუტებულებს თავზე მარინა,რომ წაგვადგა.აშკარა ბედნიერება ემჩნეოდა სახეზე,მაგრამ არაფერი შეიმჩნია
-მარინა,შენი ნაქები გოგოა ეს,ჭკუიდან,რომ გადამიყვანა..იმ წამს სხვა სიტყვა ზედმეტი იქნებოდა,იმ დროს სხვა გრძნობა ვერ მოგერეოდა და ყველა ცუდი ფიქრი თავისით გაიფანტა.,,მან აგირჩია და მისთვის სამყარო გახდები,,..ჩემი სამყარი გახდა მეზობლის ბიჭი,მისთვის კი ციდან მოწყვეტილი ვარკვლავი ვარ.



№1  offline წევრი Koala°

Ohoo magaria❤️❤️❤️ warmetebebi

 


№2 სტუმარი ,,,

დასრულდა???

 


№3  offline წევრი Niako261995

Koala°
Ohoo magaria❤️❤️❤️ warmetebebi

მადლობაა ❤❤

,,,
დასრულდა???

არაა:)

 


№4 სტუმარი ,

როდის დაიდება შემდეგიი?❤️

 


№5  offline წევრი Niako261995

,
როდის დაიდება შემდეგიი?❤️


დღეს ვეცდები,ბოდიში ცუდად ვარ და თუ შევძელი ავტვირთავ აუციოებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent