შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ხის სახლი


31-01-2022, 01:44
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 1 297

თვალს ვახელ და ვხედავ ხის ჭერს,რომელზეც მხოლოდ ნათურა კიდია,ჭაღის გარეშე... თვალებს ვახამხამებ,ვცდილობ მხედველობის არე გავაფართოვო და ამჟამად ვხვდები,რომ ჩემს ოთახში არ ვარ. ცივა. არა,უფრო სწორი იქნება,თუ ვიტყვი,რომ ყინავს. და მოიცა....მე რა ამ სიცივეში შიშველს მძინავს?! ვიშმუშნები და სწორედ ამ წამს ვგრძნობ გვერდიდან მომავალ სითბოს. უკვე მეშინია.თავი გაშეშებული მაქვს და მხოლოდ თვალებს ვატრიალებ მარჯვნივ,რომ ამოვიცნო რა გამოსცემს ამ მხურვალებას,მაგრამ ვინ გაცდის დროის გაწელვას,პერიფერიული მხედველობით ვხედავ როგორ ტრიალდება ჩემკენ უზარმაზარი მუტრუკი და ახლა უკვე ვგრძნობ როგორ მეხვევა მისი (უზარმაზარივე) ხელი წელზე. თვალები აღშფოთებისგან მიფართოვდება,ლუfტ პაუზა და აი უკვე ჩემი კივილიც ისმის მთელს ოთახში. მუტრუკი უბრალოდ წარბს წევს და ამჯერად მკერდზე მადებს თავს. აი აქ უკვე საოცრება მემართება,არ ვიცი როგორ ვახერხებ,მაგრამ წუთის შემდეგ ჩემი ბატიბუტა "პარტნიორი" ხის იატაკზე წევს თვალებ გაფართოებული.მე ლოგინზე ვდგავარ,საბან შემოხვეული,ბალიშით ხელში.
-არ მომეკარო! არ გაინძრე იცოდე! - შეშინებული ვუყურებ. თვითონ ახალ გაღვიძებული,თვალებ დასიებული,აბურძგნული თმებით, გაკვირვებული მიყურებს. მერე თვალებზე ხელს ისვამს და ცდილობს წამოიმართოს.
-არ გაინძრე,თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ! - ამჯერად ვყვირი და ბალიშს ისე ვუღერებ თითქოს ბასრი იარაღი იყოს. ჯერ მე მიყურებს,მერე ბალიშს,მერე ისევ მე და ბოლოს ტუჩის კუთხე უტყდება. სიმართლე რომ ვთქვა,არაა ცუდი ტიპი... ხოო კარგი... საოცრად გამოიყურება... ერთი,ორი,სამი ოთხი. იიიფ რა ტანზეა ტიპი.. რა წარბები? ჯანდაბა! ჩახველების ხმა მესმის და ვხვდები,რომ ძალიან შევტოპე.
-რააა? -ვუღრენ და ბალიშს უფრო ახლოს ვუღერებ.
-ოპ,ოპ ფრთხილად არ დამჭრა. - ისე სერიოზულად ამბობს,წამით ბალიშზე გადამაქვს მზერა,მაგრამ ვხვდები რომ დამცინის და აი ისევ... მისი ღიმილი,რომელსაც სიცილიც მოყვება და ამჯერად მის ქათქათა კბილებსაც აჩენს. ხოდა რას ვამბობდიიი? ჯანდაბა ვერ ვარ ხომ? რა უნდა ამ სილამაზეს იატაკზე? არა,არა,გამოფხიზლდი! ხო მაგრააამ... ახლავე! - გონებაში საკუთარ თავს ვეჩხუბები და მერე ვამჩნევ,როგორ დგება ჩემს წინ აპოლონივით კაცი.... აი ფილმებში რომაააა: უკან განათება, ცოტა ნიავი,მბზინვარე კანი და... ვხედავ როგორ ეცემა იატაკზე ის ზეწარი,რომელიც წელზე ქონდა შემოხვეული.თვალები მიფართოვდება,როცა ვიაზრებ,რომ,ჩემს წინ დედისშობილა დგას. წამი გადის, მერე კივილს ვიწყებ და თვალებზე ხელებს ვიფარებ. მისი ხარხარი მესმის,რომლის ხმაც წამის მერე წყდება.ეს რაღაც საეჭვოდ მიმაჩნია და თითებს შორის ვიჭყიტები.
-რააა? -ვეკითხები.
-არაფერი.- კმაყოფილი ხმით მპასუხობს,წელზე პლედს იხვევს და ჩემს ყურებას არ წყვეტს.
-უჰ,ასე უკეთესია. -კმაყოფილი ვამბობ,სახიდან ვიშორებ ხელებს და თეძოებზე ვიწყობ და აი აქ უკვე ვხვდები..... მე ხომ შიშველი ვაარ.-ჯანდაბაა! იდიოტო! - ვკივი და ფართხალით ვცდილობ საბნის აღებას და მოფარებას,მაგრამ ისე მაქვს ნერვები მოშლილი, სათავეს ვერ ვაგნებ. -სად ჯანდაბაშია ამის თავი,ბოლო? -ყვირილით ვწუწუნებ.სირცხვილს ჩემი მოუხერხებლობა ემატება და უფრო მეშლება ნერვები.
-მოიცადე,დაგეხმარები.- ხმით ვხვდები,რომ იღიმის და ჩემსკენ მოდის.
-ააა,არ გაბედოოო.-ვკივი,როცა ახლოს მოდის და საბნის სწორებას იწყებს.
-ნუ კივიხარ და დამაცადე! -მკაცრად ამბობს და ძლიერ მკლავს მხვევს შიშველ წელზე,ლოგინზე მაყენებს და წარბ შეჭმუხნული ისე მხვევს საბანში,როგორც ახალშობილს. გაოგნებული ვუყურებ.აზრზე ვერ მოვდივარ რა მოხდა,ჯერ კიდევ ვგრძნობ მის მხურვალე შეხებას წელზე.მერე აზრზე მოვდივარ. მოიცა... ახლა რააა?! ამან მიყვირა? -უცებ ვცოფდები. ხელს ვაძვრენ საბნიდან და გემრიელად ვურტყამ სახეში. აი ასე მოგიხდება. მუტრუკი!
-რა გააკეთე? -ჯერ გაოცებული მიყურებს,მერე თვალები უმუქდება და ისე უელავს,თითქოს პატარა კოცონი ენთოს შიგნით.
-რაც დაიმსახურე! - კი მეშინია,მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
-ხოოო? -მიმიკა ეცვლება. ამჯერად კოცონის გარშემო მოცეკვავე ეშმაკივით იღიმის.
-ხოო?! -ვამბობ,მაგრამ კითხვასავით უფრო ჟღერს. ისეც პატარა ვარ და ახლა მგონია,რომ უფრო დავპატარავდი.
-ახლა ნახავ შენ რასაც იმსახურებ,გრძელი ენის და ხელების გამო.-მკაცრად ამბობს,სწრაფად მოდის უფრო ახლოს,ხელს მხვევს და "მხარზე მიდებს".
-მუტრუკო! რას აკეთებ? -ვკივი ბოლო ხმაზე და ფართხალს არ ვწყვეტ.თავდაყირა ვხედავ როგორ ჩადის ხის სახლის პირველ სართულზე და თვალებს ვხუჭავ თაბრუხვევის გამო.კარებს აღებს და გარეთ გავყავარ.მერე ვგრძნობ,როგორ ვეცემი რაღაც რბილზე,რომელიც ცივია... თვალს ვახელ. და თან თეთრი. მოიცა ეს რაააა?! თოვლია? გაოცებული ვიყურები. იმდენად,შოკში ვარ რომ არც მახსენდება,მხოლოდ საბნით რომ ვარ. თოვლზე ვჯდები და უკეთ ვათვალიერებ გარშემოს.ნაძვები,თოვლი... ნაცნობი გარემო... მოიცა.არააა. ჩვენ რა,ბახმაროში ვართ? -თვალებ გაფართოებული ვათვალიერებ ხედს და მერე მისი ხმა მესმის.
-ბავშვო,გეყოფა თოვლში კოტრიალი.შემოდი,თორემ გაცივდები და მერე შენი მოვლის თავი არ მაქვს. თვალებს ვაწვრილებ და ისე ვუყურებ მკვლელი მზერით.
-გადარჩი,რომ ბახმაროში ვართ.ეს სივრცე ზედმეტად მამშვიდებს. ხო კიდევ, ბავშვი არ ვარ.-ვამბობ ბუზღუნით,რაზეც ეღიმება.-ახლა კი სახლში შევალ,ცხელ შხაპს მივიღებ და ჩამოვალ,სალაპარაკო გვაქვს აშკარად.-ტანზე ვიხედები და ვანიშნებ,რასაც ვგულისხმობ.ვდგები და სახლისკენ მივიწევ. სანამ სახლში შევალ მასთან ვჩერდები,ხელს შიშველ მხარზე ვადებ და ვეუბნები -სანამ გამოვალ ჩაის გააკეთებ ხომ? - თვალს ვუკრავ და კურტუმოს ქნევით შევდივარ სახლში.



№1  offline წევრი Koala°

Uhh ra bomba dasawyisia❤️❤️ velodebi shemdegs❤️ warmatebebi ❤️❤️

 


№2  offline წევრი უმადრუკი M

Koala°
Uhh ra bomba dasawyisia❤️❤️ velodebi shemdegs❤️ warmatebebi ❤️❤️

მადლობა ^_^ <3 მიხარია თუ მოგწონს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ვააა.ეს რა ამბებია. როგორ გამორჩა . გააგრძლე.და მალე დადე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent