ერთად ყოფნა შეუძლებელია.ნაწილი 3.თავი 6
ზამთრის პირველ დღეს თოვლით შეხვდა აზერბაიჯანის მთიანი მხარე. ყინვა განსაკუთრებით საშიში გახდა. გზები მოიყინა და გადაადგილება ჭირდა.ხალხმაც სახლებს მიაშურა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოდიოდნენ გარეთ. სწორედ ასეთ ამინდში,გამთენიისას შავი ჯიპი საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე. მერე უცებ გადაუხვია და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მაღალ რკინის ჭიშკარში გაუჩინარდა. ჩაბნელებულ ვილაში მხოლოდ ერთ ფანჯარაში ენთო შუქი.სახლში აშკარად ელოდნენ. მანქანიდან ალი და ჯამალი გადმოვიდნენ ორ ახმახთან ერთად და შიგნით შევიდნენ. მათ დაბრუნებას იბრაჰიმი გამალებით ელოდა ბოლო ერთი კვირა და აი,ეს დღეც დადგა.მოკლე მისალმების შემდეგ,აბდულაევმა ყველას თავის წილი გადაუხადა.სქელი დასტა მიანიშნებდა რომ თანხა საკმაოდ სოლიდური იყო.მერე ის ორი გაუშვა, ალი და ჯამალი კი დაიტოვა. -ყველაფერი მართლა ბოლომდე მოგვარდა? -დიახ ბატონო,საქონელი დანიშნულების ადგილამდე ჩავიტანეთ.მყიდველმა ის უსაფრთხოდ გადაიტანა საზღვარზე. -მოახსენა ჯამალმა. -თქვენ რომ არ მყავდეთ და თქვენ რომ არ შემოგეთავაზებინათ ეს იდეა, ახლა საკმაოდ რთულად იქნებოდა საქმე. -მართალია ეს პარტია გადავიტანეთ, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებთ.ახლა გაგვიმართლა,თუმცა ყოველთვის ვერ გაგვიმათლებს.რა იქნება ხვალ?ზეგ? იმის მომდევმო დღეს?ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერთვებით მუდმივად.უნდა ვიპოვოთ ის პიროვნება,ვინც იმათ შენს წინააღმდეგ ამხედრებს,რომ მერე ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდეს. -აუცილებლად ვიპოვით ალი.მაგრამ მოთმინება გვჭირდება.ამ საქმეში ვერ ავჩქარდებით.თანაც დრო გადის და გოგოს ამბავი ისევ მოუგვარებელი მრჩება.-თავი გადააქნია იბრაჰიმმა. -იქნებ დრო მოვიდა საქართველოში დავრეკოთ?თუ მის ბიძაშვილთან მოლაპარაკებას შევძლებთ,მას გავუშვებთ და ეს პრობლემა მოგშორდება.-აზრი გამოთქვა ჯამალმა.მაგრამ ალიმ ისეთი სახით შეხედა,მაშინვე ინანა რაც თქვა. იბრაჰიმს არ გამოჰპარვია ეს. -ალი რა ხდება?რამეს მიმალავ? -არა.-სწრაფად იუარა ბიჭმა.თუმცა თვალი აარიდა ბატონს. -ალი.-ხმა გაიმკაცრა მან. -უთხარი.-შეაგულიანმა ჯამალმა. -შეგიყვარდა?-ჰკითხა აბდულაევმა. -არა.არა.-იყვირა უცებ. -აბა რა ხდება? -გოგო რომ გაუშვათ და უკან დააბრუნოთ,მას ბატონი ახმედი არ მოეშვება.შემთხვევით ტელეფონზე მოვისმინე მისი საუბარი.ვიღაცას ეუბნებოდა რომ მას ხელში აუცილებლად ჩაიგდებდა. -ესეგი ჩემს წინააღმდეგ აპირებს წასვლას?გასაგებია ყველაფერი. მადლობა ყველაფრისთვის.მას მე მივხედავ.ახლა წადით,დაისვენეთ. ყველაფერზე კარგად დავფიქრდები, სამოქმედო გეგმას დავაწყობ და გაგაგებინებთ. ორივე სწრაფად წამოდგა. გადაღლილები იყვნენ.ახლა ნამდვილად სჭირდებოდათ დასვენება.ამის წინააღმდეგები არ ყოფილან.ბატონს დაემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ. იბრაჰიმი ცოტა ხანს ისევ კაბინეტში იყო.ფიქრობდა.ფიქრობდა ძალიან ბევრს.უამრავ იდეასთან გამკლავება უწევდა.ცდილობდა ისეთები აერჩია რაც რეალურად გამოადგებოდა. ბოლოს საშინლად გაბრაზდა რომ ძაფივით აბურდულ ფიქრებს სათავე ვერ უპოვა.ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა.იმდენად იშვიათად რომ ამის გააზრებამ ძალიან გააბრაზა. მერე უცებ წამოხტა,თითქოს რაღაც გაახსენდაო და კაბინეტიდან გავარდა.სწრაფად გაიარა ეზო და იმ სარდაფს მიადგა,სადაც ანასტასია იყო გამოკეტილი.საკეტს გასაღები მოარგო და გადაატრიალა.ის იყო უნდა გაეღო,რომ ვიღაც ხელზე წასწვდა. გაბრაზებულმა მოიხედა და ხელში ალი შერჩა. -აქ რას აკეთებ ალი?სახლში ხომ გაგიშვი?-ჰკითხს გაოცებულმა. -სანამ წავიდოდი,მისი ნახვა მინდოდა. -შენ მასზე ძალიან ღელავ. -რა თქმა უნდა ვღელავ.ერთი კვირაა საჭმელი არ უჭამია.აქცევს და აგრესიულია.ასე თუ გააგრძელა, შეიძლება თავს რამე დაუშავოს,თუ მანამდე არაფერი დაემართა. იბრაჰიმს არაფერი უთქვამს. გაბრაზებულმა შეგლიჯა კარები და საწოლზე მწოლიარე ანასტასიას თავზე წამოადგა.გოგო აშკარად არ იყო კარგად და ეს მაშინვე შეამჩნია მის გაფითრებულ სახეზე.თითქოს გამხდარი იყო. -რატომ არ ჭამ?-ჰკითხა მკაცრად. ანასტასიამ ხმა არ გასცა. -რომ გეკითხები მიპასუხე. -მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე შენგან სამადლოდ მოგდებული საჭმელი ვჭამო. -შენ სიცოცხლე ასე მოგბეზრდა? -ასე ძაღლივით თუ უნდა გყავდე დამწყვდეული,რათ მინდა სიცოცხლე? -ამას შენთვის ვაკეთებ. -რა სასაცილო ხარ.-ირონიულად ჩაეცინა გოგოს.-მართლა გგონია ამას დავიჯერებ? -ნუ დაიჯერებ.მიდი,სანამ აქ ვარ აიღე კოვზი და ჭამე. -არ მინდა.-იყვირა და ხელი ჰკრა თეფშს,ძირს გადააგდო.იბრაჰიმი გაბრაზდა,იმდენად გაბრაზდა რომ ანასტასიას მკლავში ჩაავლო ხელი და იატაკზე მოისროლა. -იმის დაფასებაც კი არ შეგიძლია,რაც გაქვს.უმადური ხარ.წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენს ენატრება ესეთი საჭმელი ან ეს მდგომარეობა.რამდენს უნდა თუნდაც ასეთ საწოლზე იწვეს.- თავს წამომდგარი უყურებდა გაცეცხლებული.გოგო მუხლებზე იდგა და ისე შესცქეროდა იბრაჰიმს,რომ მის თვალებში ზიზღს აუცილებლად შენიშნავდით. -როგორ მძულხარ.როგორ ვერ გიტან. -არაუშავს,ეგ დიდად არ მადარდებს. შენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე შენი სიძულვილი ჩემდამი.ასე რომ ან შეჭამ ან საკუთარ თავს დააბრალე რაც მოგივა.-აბდულაევი ქამარს წაეტანა და შეიხსნა.ანასტასიას გააჟრჟოლა და იმის წარმოდგენაზე რაც ელოდა, შიშისგან გასცრა. -აბა რას იზავ?გადაწყვიტე? გოგო იატაკზე დაგდებულ პურს წაეტანა და პირველი ლუკმა ხელით მოტეხა.უგემურად გადაუშვა პირში. -მიხარია რომ ცუდსა და საშინელს შორის არჩევანს გონივრულად აკეთებ. -ირონიულად ჩაეცინა იბრაჰიმს და ქამარი ისევ ადგილს დაუბრუნა. -ოდესმე აუცილებლად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში,რომ შენი მოკვლის შანსი გამიჩნდეს,მე კი ამას დაუფიქრებლად გავაკეთებ.-უპასუხა ანასტასიამ. -ოდესმე მაგას თუ გააკეთებ დამიჯერე ამით მხოლოდ შვებას მომიტან.-ზურგი შეაქცია და გასასვლელისკენ წავიდა. -მანამდე კი ეცადე არ მოკვდე და ამისთვის ძალა გქონდეს.-მიაძახა გასვლისას.კარი მიხურა თუ არა, ნათლად გაიგონა როგორ მოხვდა რაღაც და ხმაურით დაენარცხა იატაკს. გამწარებულმა ანასტასიამ სკამს დასტაცა ხელი და კარს ესროლა. ერთი გინებაც მიაყოლა და საკუთარი თავის ძალიან გაუკვირდა.ტყვეობის განმავლობაში როგორ ნელ-ნელა იცვლებოდა.როგორ ემსგავსებოდა მისთვის უცნობ ქალებს.ასეთი სიცოცხლე უღირდა კი რამედ?ან ელოდა კი საერთოდ ნათელი მომავალი? გადაწყვეტილება რთული არ ყოფილა.არც ბევრი უფიქრია.უკან მობრუნდა,იატაკზე დაგდებული თეფშის ნატეხი აიღო და ბასრი პირით წამში დაისვა მაჯაზე.ჯერ ოდნავი ჩხვლეტა იგრძნო,მერე აეწვა და ბოლოს კანიდან გამოჟონა მუქმა სისხლმა,ნელი ნაკადით დაიწყო დენა და ანასტასიამ ნელ-ნელა დაიწყო სიცოცხლესთან გამოთხოვება... ნელ-ნელა ძილბურანშიც წავიდა. უცნაურმა სინათლემ მოიცვა.თითქმის უგონოდ მყოფმა ნათელში მაინც გაარჩია უცხო მამაკაცის სახე, რომელიც უახლოვდებოდა და სულ უფრო კარგად არჩევდა იბრაჰიმის სახეს.ისევ ისე პირქუშად უყურებდა ბიჭი საყვედურნარევი მზერით…. სინამდვილეში მართლა იბრაჰიმი იყო მის გვერდით,ხელებზე ეჯაჯგურებოდა და ტანზე შემოხეული საკუთარი პერანგის ნაგლეჯებისგან ჭრილობის შეხვევას ცდილობდა. -სულელო,უგუნურო გოგო.ეს რა ჩაიდინე?ასეთი სუსტი როგორ აღმოჩნდი?არადა როგორი ძლიერი ჩანდი.ოჰ,ალაჰ,გთხოვ დამეხმარე. გთხოვ გადაარჩინე.არ დაუშვა იგივე განმეორდეს.-ბუტბუტებდა ბიჭი. შეხვევას რომ მორჩა,ხელში აიტაცა ბუმბულივით მსუბუქი გოგო და იქაურობა თითქმის სირბილით დატოვა… ******* ანასტასიამ მძიმედ დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები და გარემოს მოავლო თვალი.ისეთ მდიდრულ ოთახში იმყოფებოდა და ისეთ საწოლში იწვა,გაოცებისგან პირი დააღო.საოცარი სურნელი ჰქონდა გაფითქინებულ თეთრეულს.ნაზი მატერია მის სხეულს ეკვროდა და ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა. აშკარად დაბანილი და მოწესრიგებული იყო.თეთრი,ქათქათა ატლასის პიჟამო ჩაეცმიათ მისთვის. წამოდგომა სცადა,მაგრამ ხელებს რომ დაეყრდნო ძლიერი ტკივილი იგრძნო და უღონოდ დაეცა ისევ ბალიშზე.სახე დაემანჭა და სიმწრისგან ოფლმა დაასხა.მერე მაჯებზე დაიხედა და გაახსენდა რაც მოხდა. -გაგიმართლა რომ ადამიანის ანატომია კარგად არ იცი და ვენას რამდენიმე მილიმეტრით ააცილე.- მოესმა და კარში იბრაჰიმი დაინახა. საჭმელებით სავსე ლანგარი ეჭირა. ოთახში შემოვიდა,ტუმბოზე დადო, ახლოს მიუწია და ჭამეო ანიშნა. -აქ როგორ მოვხვდი?-ჰკითხა მან და თავი ძლივს შეიკავა რომ მაშინვე არ დასწვდა იმ უცნაური ცხელი წვნიანის თეფშს,საოცარი სუნი რომ ჰქონდა. -მე მოგიყვანე.-უთხრა და წინ ჩამოუჯდა. -შენ ხომ წახვედი? -დიახ,წავედი. -რატომ დაბრუნდი? -გულმა არ მომითმინა.ვგრძნობდი ადრე თუ გვიან რაღაც სისულელეს აუცილებლად ჩაიდენდი. ანასტასიამ დუმილით უპასუხა. -ასეთი სუსტი არ მეგონე. -აბა როგორი გეგონე? -ძლიერი,მამაცი,ამაყი,მეამბოხე ქალი. ქალი რომელსაც თავისუფლებას ვერანაირი სარდაფი,გალია და საკეტი ვერ შეუზღუდავდა. -რა საინტერესო შეფასებას ვიღებ ბოროტი,მკაცრი,ცივსისხლიანი გამტაცებლისა და მკვლელისგან. -ირონიულად უპასუხა ანასტასიამ. შეამჩნია როგორ შეეცვალა იბრაჰიმს სახე და მიხვდა მის მტკივნეულ თემას მიაგნო. -შენ როგორც გგონია,ყველაფერი ისე არ არის.-არ უნდოდა,მაგრამ მაინც წამოსცდა თავის გასასამართლებლად რაღაც. -აბა როგორ არის?არ მითხრა რომ ვცდები.არ მითხრა რომ არ გაგიტაცებივარ,ან ის ადამიანები არ მოგიკლავს. -არ გეტყვი.. -ესეგი მართალი ვარ.. -ჭამე,გაცივდება…-საუბრის თემა გადაუტანა ბიჭმა. -რამდენი ხანია აქ ვარ? -ორი დღეა. -და სად ვარ? -ჩემს ოთახში. -ესეგი შენ მომიარე და შენ ჩამაცვი ეს ყველაფერი? -ასეთიც არ ვარ რომ შენი უსუსურობით მესარგებლა.მე ვერ გავბედავდი მაგას.-სიმორცხვე შეეტყო სახეზე ბიჭს. -ნუთუ მართლა?-ირონია ისევ ვერ დამალა ანასტასიამ.-ამხელა სასახლის და ამდენი ხალხის პატრონს ეგ გაგიჭირდა? -არ ვარ ის ადამიანი რომ ქალის უმწეობით და სისუსტით ვისარგებლო. -არადა ცოტა ხნის უკან აპირებდი.. -იმიტომ რომ გაგეგო და დაგეფასებინა ის,რაც გაქვს და რასაც გაძლევენ. -შენ მე გამიტაცე. -ჭამე.-ისევ აარიდა თემას თავი იბრაჰიმმა. -არ შევჭამ. -ასე თავს მოიკლავ. -ნუ დარდობ ჩემზე.გავუძლებ. -ეჰ,რა სულელი ხარ.-ამოიოხრა აბდულაევმა. -გარეთ გასვლა მინდა,სუფთა ჰაერზე. -თუ შეჭამ,პირობას გაძლევ გაგიყვან. -მართლა?-წამით დაავიწყდა რომ მისდამი უნდობლობის გრძნობა ჰქონდა გაჩენილი და თვალები აუციმციმდა. -გპირდები.ახლა გასასვლელი ვარ. საღამოს რომ დავბრუნდები პირადად გაგიწევთ მეგზურობას. ანასტასიას აღარაფერი უთქვამს.არც იბრაჰიმი გაჩერებულა დიდხანს.კარი გარედან გადაკეტა და მარტო დატოვა გოგო.მანაც ვეღარ გაუძლო და გემრიელად შეექცა მისთვის უცნობ კერძებს. ******* საღამოს მოუთმენლად ელოდა.უკვე დაღამდა.საათიც ათს აჩვენებდა. იმედი გადაეწურა.საკეტი რომ გაჩხაკუნდა და კარი გაიღო, სიხარულისგან ფეხზე წამოხტა. პარკებით დატვირთული იბრაჰიმი შემოვიდა.გადაღლილი სახე ჰქონდა და ანასტასიას არ გამოჰპარვია. საწოლთან,გრძელ სკივრზე დააწყო და გოგოს მიუბრუნდა. -ეს შენია. -ყველაფერი?-შეხედა გაკვირვებულმა. -დიახ,ყველაფერი.იმედია ზომებში არ შევცდი.რაც არ მოგეწონება უკან ჩააწყე და წავიღებ. -უცნაური ვინმე ხარ.გამიტაცე, ტყვეობაში მამყოფებ და ჩემზე ისე ზრუნავ,რომ საუკეთესო ტანსაცმელი მოგაქვს.-ანასტასია უკვე პარკებში იქექებოდა და ყოველ ახალ ნივთს ტანზე იზომებდა,თან სარკის წინ ტრიალებლა.იბრაჰიმს მის ბავშვურობაზე ჩუმად ეღიმებოდა. -გასეირნება ხომ გინდა?ვიფიქრე პიჟამოებით წამოსვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი.შენი ძველი ტანსაცმელი კი ახლა სადღაც ყრია ნაგავში. -ყოველთვის მიყვარდა საყიდლებზე სიარული და მერე სახლში ხელახლა მორგება,არ მეზარებოდა მათი ჩაცმა და სარკესთან ტრიალი.დედას ტვინს შევუჭამდი ხოლმე რომ ჩემთან ერთად დაეთვალიერებინა ყველაფერი. -უნებურად წამოსცდა,თითქოს მეგობართან ერთად ყოფილიყო.მერე უცებ გაიაზრა ვინ იდგა მის წინ და მაშინვე გაჩუმდა. -ისევ მოგიწევს შოპინგზე წასვლა მასთან ერთად,ნუ ღელავ.-დაამშვიდა იბრაჰიმმა.-შევბრუნდები და გამოიცვალე. -მერჩივნა გარეთ გასულიყავი,მაგრამ რადგან არ აპირებ გასვლას გამოვიცვლი.-პიჟამოს შარვალი გაიხადა,ლურჯ ჯინსს დასწვდა და სწრაფად ამოიცვა.მერე ზოლიანი სვიტერი დაინახა და ის ამოიღო პარკიდან.ზედაც გაიხადა და გადაიცვა. იბრაჰიმი პატიოსნად იდგა ზურგშექცევით,მაგრამ მის პირდაპირ მდგომ სარკეში მთლიანად ჩანდა ანასტასიას თითოეული მოძრაობა. პირველად დაინახა მისი სხეულის ნაკვთები.ტანიც ისეთივე იდეალური იყო,როგორც სახე. -მზად ვარ,შეგვიძლია წავიდეთ.- გამოარკვია უცებ მისმა ხმამ და მობრუნდა.თვალები შუბლზე აუვიდა და აღფრთოვანებულმა დაუფიქრებლად წამოისროლა:-შენ ყველაზე ლამაზი ტყვე ხარ. ანასტასია დააბნია მისმა სიტყვებმა და არ იცოდა რა ექნა.ისღა მოიფიქრა რომ შებრუნდა,ფანჯარასთან მივიდა. გარეთ გაიხედა.სიბნელეში ბევრი ვერაფერი დაინახა და ფარდა უკან გადასწია. -ახლა ვერ ამჩნევ,მაგრამ გარეთ თოვს.-უთხრა იბრაჰიმმა. -მართლა?-ბავშვივით გაუხარდა და ჰაერში შეხტა გოგო.-მალე წავიდეთ რაა. -თბილად ჩაიცვი.-უთხრა ბიჭმა და კარი გამოაღო… რამდენიმე წუთში ერთმანეთის გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ ეზოში და გაუკვალავ თოვლში თავის ნაკვალევს ტოვებდნენ.ისევე როგორც ერთმანეთის გულებში.თუმცა ეს იმ დროს ჯერ არ იცოდნენ. -ჩვენთან,თბილისში ასეთი თოვლი არ იცის.მხოლოდ ოდნავ გადაათეთრებს გარემოს. -აქ პირიქით,ცივი და მკაცრი ზამთარი იცის. -ალბათ ხალხიც ამიტომაა ასეთი. იბრაჰიმს ჩაეცინა. -ასე რატომ ფიქრობ? -რაც გამიტაცეთ,კარგად არავინ მომქცევია და სხვანაირად ვერ ვიფიქრებ. -განა ალი და ჯამალი ცუდად გექცეოდნენ? -არა. -შენ კითხვებს საპირისპირო პასუხებს თვითონ სცემ. -მაგრამ ადამიანი,ვის გვერდითაც ვდგავარ ცივსისხლიანი მკვლელია და რაც არ უნდა გააკეთოს ეს არ შეიცვლება. -ალის და ჯამალსაც ჰყავთ ხალხი მოკლული. -ისინი იძულებულები არიან ეს გააკეთონ შენი ბრძანებით.-მათი გამართლება სცადა ანასტასიამ. -იძულებით ვერავინ ვერავის ვერაფერს გააკეთებინებს,თუ მას არ უნდა.არც შენ არ ხარ აქ იძულებით. -როგორ არ ვარ?შენ რომ ბრძანება არ გაგეცა,არ გამიტაცებდნენ და აქ არ ვიქნებოდი გამოკეტილი.ამდენ რამეს არ გადავიტანდი. -დრო მოვა და მადლობას მეტყვი რომ დაგეხმარე და ისეთ ქალად იქეცი, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდი. -არასოდეს,გესმის?არასდროს შეიცვლება ჩემი გრძნობა და დამოკიდებულება შენს მიმართ. ყოველთვის როცა შემოგხედავ ზიზღს და სიძულვილს გამოიწვევ ჩემში. რასაც აკეთებ,მხოლოდ იმიტომ რომ სინდისი დაიმშვიდო,მაგრამ არაფერი გამოგივა. -მნიშვნელობა არ აქვს შენ რას ფიქრობ ან იფიქრებ.რაც არ უნდა გააკეთო,თუ ადამიანს დანახვა არ უნდა,ვერ დაინახავს.ასე რომ შენ რაც არ უნდა თქვა,ჩემთვის სულ ერთია. გულს ვერ მატკენს შენი სიტყვები. საერთოდ ისიც კი მიკვირს ასე ძალიან გძულვარ და რეალურად შენობით მელაპარაკები,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. -გული როგორ უნდა გატკინო,როცა საერთოდ არ გაქვს ის? -იქნებ კარგიცაა ასე რომ არის.იქნებ ამჯერად მაინც გადავრჩე.-უთხრა იბრაჰიმმა და გაჩერდა:-დაბრუნების დროა.ძალიან გაგვიგრძელდა ერთად ყოფნა. ანასტასიას აღარაფერი უთქვამს.უკანა გზა დუმილში გალიეს და ასე დაბრუნდნენ ოთახამდე.არც კი შეუმჩნევიათ როგორ დაჰყურებდა ერთად მოსეირნე წყვილს ზემოდან აჰმედი და სიძულვილისგან ახალ გეგმას სახავდა გონებაში გოგოს ხელში ჩასაგდებად და ბიძაშვილის მოსაშორებლად. ****** დილას თოვა ისევ გაგრძელდა. იბრაჰიმის ბრძანებით მცველები მოსასვენებელ ოთახში ისვენებდნენ, თუმცა კამერების ოთახში მაინც მორიგეობდნენ,რომ არაფერი გამოჰპარვოდათ. აჰმედისთვის ხელსაყრელი დღე იყო. ადრიანად ადგა და სახლი ისე დატოვა,არავინ შეხვედრია წინ. მართალია ზედმეტ კითხვას არავინ დაუსვავდა,მაგრამ მაინც ასე ერჩივნა. თან მხოლოდ მისი მარჯვენა ხელი ახლდა.საჭესთან ის იჯდა და დანიშნულების ადგილისკენ მიჰყავდა უფროსი,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. შეხვედრის ადგილი ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე ჩაიხანა იყო.სადაც დილიდანვე უკვე შეკრებილიყო ხალხი.მათ ნაწილს მაღაზიების გახსნა უკვე მოესწრო და ახლა პირველი კლიენტის მოლოდინში ცხელ ჩაის შექცეოდნენ.ზოგი ჩილიმსაც აყოლებდა. ახმედმა ნაცნობი სახეები დაინახა და მათთან მივიდა.მეგობრულად მიესალმენ ერთმანეთს და სალაპარაკოდ ჩამოსხდნენ. -აბა,როგორ მიდის ჩვენი ბიზნესის საქმე?-ჰკითხა პარტნიორმა აჰმედს. -ყველადერი იდეალურადაა.იბრაჰიმი საერთოდ ვერ ხვდება ვერაფერს, -უპასუხა მან. -ასე დაზუსტებითაც ნუ იტყვი.ის სულელი არ არის.ადრე თუ გვიან ყველაფერს მიხვდება.უბრალოდ მანამდე უნდა მოვასწროთ და ხელში ჩავიგდოთ ყველა ის წვრილი თუ მსხვილი მოვაჭრე და მომწოდებელი. მათი უმეტესი ნაწილი მაინც,რომ მას სხვა გზა არ დარჩეს და ამ საქმიდან გავიდეს. -ამ საქმიდან გასვლა,ალბათ ძალიან უნდა,უბრალოდ მამამისს ვერ ეწინააღმდეგება. -ძალიან კარგი,ეს ჩვენთვის უკეთესიცაა. -თავის დროზე ყველაფერი ჩემთვის უნდა გადმოეფორმებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა.მე ვიყავი მემკვიდრე და მალე დავიბრუნებ ყველაფერს,-ჩაეღიმა ბოროტულად აჰმედს და კიდევ ერთი ჭიქა ჩაი შეუკვეთა.-აი,ყველაფერს რომ დავიბრუნებ,მერე ის გოგოც ჩემი გახდება. -იმ გოგოსთან საქმე არ მაქვს,მე ჩემი წილი მაინტერესებს მხოლოდ. -მიიღებ,როგორც დაგპირდი მესამედი შენი იქნება. -მაშინ ჩვენი წარმატების დავლიოთ.- თქვა მასპინძელმა და ჭიქა ასწია, მაგრამ ახმედმა ჩაის ჭიქით უპასუხა. ნათელი გონება მჭირდება სამსახურშიო.-ასე აუხსნა.მერე კი დაემშვიდობა და იმ ქარხანაში წავიდა,სადაც ნარკოტიკები მზადდებოდა. წარმოებისას მეთვალყურეობა კი უშუალოდ მას ევალებოდა. ********* სიზმარი ალბათ ყველაზე მისტიკური რამაა,ჩვენ კი მას ისე მივეჩვიეთ,ვერ ვხვდებით რამხელა რამ ხდება ჩვენს თავს.ყოველღამე თვალებს დავხუჭავთ თუ არა,ყოველგვარი ძალისხმევის, მომზადების,ნივთიერების გარეშე სხვა სამყაროში მივემგზავრებით.ამ მოგზაურობას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები,არ გვასუსტებს,პირიქით, გვაძლიერებს,ენერგიას გვიბრუნებს. ზოგჯერ განწყობაზეც მოქმედებს და როცა ვიღვიძებთ,სწორედ სიზმრის მიხედვით შეიძლება წარიმართოს ის დღე და ხასიათიც შესაბამისი გვქონდეს-პოზიტიური ან ნეგატიური. ძილი და სიზმარი სამყაროს საჩუქარია… თოვლში სეირნობა იმდენად ესიამოვნა ანასტასიას,რომ იმ ღამეს ღრმად და უშფოთველად ეძინა.სულ არ აინტერესებდა სავარძელში მოკალათებულ იბრაჰიმს რომ ზურგი სტკიოდა უკვე.სიზმარიც კი ნახა. "თბილისში იყო ოჯახის წევრების გვერდით.ფიცხელაურების დიდი სახლის მისაღებში ისხდნენ, იცინოდნენ და მხიარულობდნენ.ძველ ამბებს იხსენებდნენ.ყველა მას შესციცინებდა.რატომღაც ოდნავ წამოზრდილ მუცელზე უყურებდნენ. "-ძალიან გავსუქდი.-თქვა ანასტასიამ. -ყველაზე ლამაზი ორსული ხარ.- უპასუხა დედამ. -არა დედა,ორსულად არ ვარ.-იუარა გოგომ. -ჯერ არ ხარ.-ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი.მოიხედა და გარდაცვილი მამა დაინახა.-მალე გახდები,მართალია, ბევრს იდარდებ და დაიტანჯები, მართალია შვილს უცხოელს გაუჩენ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები მერე.-გაუცინა მამამ და მისი სახე უცებ გაქრა.უცებ წაიშალა ყველაფერი და სიბნელე გაჩნდა." შეშინებულმა გამოიღვიძა და საწოლში წამოჯდა.ერთიანად ოფლში ცურავდა.მძინარე იბრაჰიმისკენ გაექცა თვალი და მაშინვე სახეზე აიფარა ხელები. -არა,არა,ეს შეუძლებელია.ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.ამ სიძულვილს ვერაფერი შემიცვლის.- გაიფიქრა და ისევ დაწვა.ბალიშზე დადო თავი,მაგრამ სიზმარს და იბრაჰიმს მაინც ვერ მოშორდა მისი ფიქრები.ხასიათი მოეშხამა და ვეღარც ძილის გაგრძელება შეძლო. "დიდ სიძულვილს დიდი სიყვარული მოსდევს."-აეკვიატა ეს ფრაზა და ვერაფრით ამოიგდო გონებიდან. ვიღაც დაუსრულებლად იმეორებდა მის ტვინში და დაუკითხავად აფათურებდა ხელებს…. საბოლოოდ რომ გაეღვიძა,უკვე გვიანი იყო.იბრაჰიმი კი ოთახში აღარ დახვდა.საწოლთან ჯერ კიდევ თბილი საუზმით ივარაუდა რომ მისი გაკეთებული იყო. დრო ჭამაში გაიყვანა.ნელა და უგემურად ღეჭავდა ლუკმებს.ხასიათი წამხდარი ჰქონდა.ვერაფრით აეხსნა სიზმარში ნანახი რას ნიშნავდა.ამას თან დაერთო მოწყენილობა და ის რომ ასე უაზროდ და გაურკვევლად იყო. წარმოდგენა რომ არ ჰქონდა რა ელოდა მომავალში,ეს უფრო აგიჟებდა.უმოქმედობა ყველაზე მეტად სტანჯავდა. ასე ყოფნა რომ მობეზრდა,წამოდგა და დროის გასაყვანად გადაწყვიტა ოთახში რამე მოეძებნა.მართალია საძინებელი დიდი იყო,მაგრამ ავეჯით და ნივთებით ნაკლებად გადატვირთული.ამიტომ დიდად ვერაფერი ნახა.ბოლოს ისევ ტელევიზორზე შეაჩერა არჩევანი. მართალია მისთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე რამდენიმე არხს აჩვენებდა, მაგრამ სულ არარაობას სჯობდა. ******* სიყვარულის იმდენნაირი ფორმა, დასაწყისი და დასასრული არსებობს, რამდენი ადამიანიცაა მსოფლიოში. ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია,თუმცა ორმხრივი, უსასრულო და მარადიული მხოლოდ ერთეულებია... იბრაჰიმი ქარხანაში მიდიოდა. საჭესთან ალი იჯდა,გვერდით ჯამალი. უკან კი თვითონ და ჩაფიქრებული გაჰყურებდა გადათეთრებულ არემარეს.ორივე ხვდებოდა რომ მათ ბატონს რაღაც სჭირდა და არ ასვენებდა,მაგრამ კითხვას ვერ უბედავდნენ.მხოლოდ ჩუმად გადახედავდნენ ერთმანეთს. -როგორ ფიქრობთ სიყვარული რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ბიჭებო?-დაარღვია სიჩუმე აბდულაევმა.დაბნეულმა ალიმ და ჯამალმა ერთმანეთს გადახედეს. -ადამიანებს სიყვარული სულ შეუძლიათ .შეიძლება მეორეთ და მესამეთ ერთი და იგივე ადამიანი ვერ შეგიყვარდეს,მაგრამ ის შეგიყვარდეს ვისაც არ ფიქრობ.-უპასუხა ალიმ. -შენ გიყვარს ან გყვარებია? -ახლა რატომ მეკითხებით ამას? -ახლა დავინტერესდი. -არა ბატონო.აქამდე არ მყვარებია და სამწუხაროდ ნამდვილად არ ვიცი ჯერჯერობით ეს როგორი გრძნობაა. -ზუსტად იმდენჯერ შეიყვარებ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნება. თუნდაც უიმედოდ გიყვარდეს, მთავარია გიყვარდეს.მთავარია ყველაფერი გააკეთო რომ აუხდენელი ოცნება ახდენილად აქციო.-ჩაერთო ჯამალი,რასაც დანარჩენების სიცილი მოჰყვა. -შენ როგორი რომანტიკოსი ყოფილხარ.-უთხრა იბრაჰიმმა. -რატომ გვკითხეთ ეს? -მაინტერესებს რამდენად დაიჯერებენ როცა მოსალოდნელი ქორწინების შესახებ გამოვაცხადებ. -რას გულისხმობ ბატონო?-მიუბრუნდა ჯამალი და გაკვირვებულმა ჰკითხა. -მემგონი მივხვდი.-სარკეში გახედა ალიმ. -ერთადერთი გზა რომ ანასტასიას ახმედმა თავი დაანებოს,ჩვენი ქორწინებაა. -ამას ის არასოდეს დათანხმდება. -ამაში თქვენ დამეხმარებით.-თქვა იბრაჰიმმა და მოულოდნელ ზარს უპასუხა.რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ კი ბიჭებს ახალი ამბავი აუწყა. -ჩემი ოჯახი აპირებს სტუმრობას. ესეც კიდევ ერთი პრობლემა. ********** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.