შენ ხარ აისი VIII თავი
რამდენიმე დღის შემდეგ გავიაზრე და ჩემმა გონებამ გადახარშა, ის, რაც ბიჭებმა მიამბო. მართალი იყო ლადო, დათას სულ სხვა თვალით შევხედე და მეგონა,რომ დასრულდა შავი დღეები ჩვენ ცხოვრებაში, თუმცა შევცდი იმაზე მეტი უბედირება დამატყდა თავს, ვიდრე წარმოვიდგენდი. დავიწყოთ მელანოდან. თუ აქამდე “კარგი” დედამთილის როლი ჰქონდა მორგებული,დათას დაჭრის შემდგექ ჩემს გასამწარებლად ყველაფერს აკეთებდა. აქვე,უნდა ვაღიარო, რომ მშვენივრად გამოდიოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დათამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, მეც ვერ ვეუბნებოდი და ორმაგ სტერსში ვიყავი.ალბათ, თავის დროზე, რომ ამომეღო ენა ის ყველაფერი არ მომხდარიყო, რაც შემდეგ გავაკეთე. ვინ იცი…. იმის მიუხედავად, რომ სულ მეამბოხე ვიყავი ზრდილობა არასოდეს არ მეშლებოდა. კარგ ოჯახში გავიზარდე და ძალიან მოწესრიგებული,ზრდილი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა,რომ უფროსებს პატივისცემით უნდა მოვპყრობოდი და ენა არ შემებრუნებინა. ეხლანდელი ბავშვები საუბარსა და საკუთარი აზრის გამოთქვმას აწერენ, რაც ჩვენს დროს ენის შებრუნება, ენის ტლიკინი ერქვა. შესაბამისად მეც მორიდება და პატივისცემა მაინც მქონდა მელანოს მიმართ და ზომიერად ვცემდი პასუხს,თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს,რომ 15 წლის ვიყავი,ბაშვი,შესაბამისად ჩემი ფსიქიკა არ უტოლდებოდა,ზრდასრული ადამინისას. ორი სიტყვის მეტს ვერ ვამბობდი და ზეწოლის შედეგად ტირილი მივარდებოდა. ასე გავიდა რამდენიმე თვე მეც 16 წლის გავხვდი, სკოლა დავამთავრე და უმაღლესი სასწავლებისთვის ვემზადებოდი. მაგრამ აქაც მელანომ არ დამაკლო,გამამწარა და უმაღლესი სასწავლებელში არ ჩამაბარებინა,დათა იმ დროს აქ არ იყო შესაბამისად მეც ვერავისთან ვერაფერი ვთქვი,მხოლოდ ოთახში ვიჯექი და ვტიროდი. რა სულელი ბავშვი ვიყავი ახლა, რომ ვიხსენებ. ძალიან არ მინდა, ამ თემას ჩავუღრმავდე ყოველთვის კამათი იყო ჩვენს შორის ერთადერთი კოტე მოვიდოდა და გადამაფარებდა თავის მზრუნველ კალთას. ჩემი ყველაზე დიდი უბედურება იმ დღიდან დაიწყო, როდესაც მელანომ დათას გონება გადაუტრიალა.ძალიან ეჭვიანი გახდა. არ ვიცი,ვინ რას ეუბნებოდა,მაგრამ ჩემზე საშინლად ეჭვიანობდა და ამიკრძალა თითქმის ყველაფერი. ჩემი პროტესტის მიუხედავად ვერაფერს გავდიოდი, გარედან ვიღაც მემტერებოდა შიგნიდან კი მელანო. ორივენი ცდილობდნენ დათას ტვინის გამორეცხვას. თავიდან ბიჭები არაფერს ამბობდნენ, ბოლოს ლუკა ჩავიგდე ხელში და მხოლოდ ის მითხრა “რძალო,ამ ეტაპზე შენი უსაფრთხოებისათვის ასე ჯობს”. მეც გავჩერდი და ველოდებოდი,როდის გამოვიდოდა დარი, რათა ნორმანული ადამიანის მსგავსად შემძლებოდა გარეთ გასვლა. ჩემი “კარანტინი” რამდენიმე თვე გაგრძელდა მანამ სანამ არ გავგიჟდი და ოთახში არ დავიწყე მთელს ხმაზე ყვირილი. -ედ დედა მ@@@ნული,ხომ შეგიძლია გაჩერდე, ამხადე თავი. -რატომ უნდა ვიჯდე აქ! ციხეში ვარ? -მელისა-ახლოს მოვიდა-ძაან დამღალე ყველაფერს ვერ აგიხსნი, რადგან გეუბნები, რომ აქ უნდა იჯდე ესეიგი აქ უნდა იჯდე. -შენ ვერ გადამიწყვიტავ ამას-შეშინებული თავი გავაქნიე. ისევ იმ ზურას გამო იქცევი ასე? -მაგის სახელი მეორედ აღარ მიხსენო-უეცრად გაცოფთა და მთელს ხმაზე იღრიალა -დავიღალე გესმის, ძალიან ვიღალე! დასამალი მე არაფერი მჭირს. - .ლეზე,გესმის? .ლეზე დაიღალე თუ არა. მელანოსაც ხო უ@@ნავ ტვინს, მეც ხომ დილიდან შემჭამე საქმე არ გაქვს? ოთახი ყირაზეა, დაალაგე მაინც ყოველდღე ამის საუბრით დვიღალე. -მაგ ოთახს შენ ურევ-შევეცადე მშვიდად მეთქვა.თუმცა ეკიდა არც მომისმინა ისე გავიგე. ცოტაც და პანიკა დამეწყებოდა სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებდი და არც კი ვიცოდი რა გამაკეთებინა. რა თქმა უნდა, არც შეგუებას ვაპირებდი ავდექი და დათას წასვლის შემდეგ დედაჩემთან წავედი. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებდა, ვერ ვიქნებოდი ჩრდილში იმის გამო, რომ ვიღაცას ეს არ მოსწონდა. რა თქმა უნდა, დათას გაბრაზება მოჰყვა, მაგრამ გაჩუმდა,მიხვდა, რომ ჩხუბითა და გინებით ჩემთან ვერაფერს გავიდოდა. რამდენიმე დღე ასე იყო, შემდეგ ძველი დათა ბრუნდებოდა და ცდილობდა მოეგვარებინა ჩვენს შორის არსებული უთანხმოება. საბოლოოდ დათას დაბრუნება განაპირობა ჩემმა ფეხმძიმობამ,რომ გაიგო ორსულად ვიყავი ისევ ის თბილი და მზრუნველი დათა,ჩემი დათა გახდა. ფეხმძიმობა ქრისტინეს დამსახურებით გავიგე. გამუდმებული თაბრუს ხვევა და ღებინების ფონზე ჩემმა მომავალმა ექიმმა დაადგინა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სასწრაფოდ ორსულობის ტესტი მიყიდა და წინ დამიდო. გამოგიტყდებით, რაც ყველაზე ძალიან არ მინდოდა ეს ფეხმძიმობა იყო. ამის ბევრი მიზეზი მქონდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი ასაკი. -ბიჭი გინდა თუ გოგო?-ერთ საღამოსაც მოულოდნელი კითხვა გაისმა ოთახში. -არ ვიცი,არ მიფიქრია. -მე გოგო მინდა-დარწმუნებით თქვა და გვერდით მომიწვა-შენსავით ლამაზი. -მამად წარმოგიდგენია თავი, ჯერ კიდევ გუშინ გახდი ჩვიდმეტის. -ყველაზე კარგი საჩუქარი მაჩუქე დაბადების დღეზე-ხელი მუცელზე გადაიტანა-ნუ დაუგეგმავი იყო,მართალია,მაგრამ მე შენმ რომ გხხედავდი შვილი კი არა შვილთაშვილებიც კი წარმოდგენილი მყავდა ჩემს წარმოსახვაში. -არ ვიცი-თავი დავაქნია -მას შემდეგ, რაც ფეხმძიმობის შესახე გაიგე, არც კი გაგიცინია,არ გიხარია?-ხელი ჩემს სახეს შეახო და მისკენ მიმაბრუნა-მელისა-შეიცხადა-როგორ შეიძლება ჩვენი სიყვარულის ნაყოფი არ გიხაროდეს და არ გიყვარდეს? -მე უბრალოდ, ფსიქოლოგიურად მჭირდება გავაანალიზო,გამიგე. -მესმის-თავი დამიქნია და ჩამეხუტა. იმის მიუხედავად, რომ ფეხმძიმედ ვიყავი მელანოს არ თმობდა ასპარეზს და მეც ჰორმონების დამსახურებით უფრო ანერვიულებული ვიყავი,ზოგჯერ ნერვული შეტევაც მემართებოდა და დედაჩემთან გავრბოდი. -რას აპირებ ფეხძიმე ქალი, გაშორდები ქმარს?-მისვამდა ბებიაჩემი ნანი ყოველ საღამოს კითხვას. -არ შეიძლება უქმროდ ვიყო?-კითხვას კითხვიზე ვპასუხობდი -და ჩემმა ბიჭმა გარჩინოთ შენც და შენი ბავშვი? ამაზე პასიხს არასდროს არ ვცემდი,იმდენად ნერვების ამშლელი და შეურაცმყოფელი იყო ჩემთვის ეს სიტყვები, რომ ტირილი მივარდებოდა, თან ვიაზრებდი, იმასაც, რომ მანამ სანამ ბავშვი ბაღში მოსიარულე არ იქნებოდა მე სწავლას ვერ შევძლებდი,არ ვიქნებოდი დამოუკიდებელი ქალი რამდენიმე დღეში ისევ დავბრუნდი სახლში,თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახალი პრობლემა გამოჩნდა. დათა ხშირად გვიან მოდიოდა, ზოგჯერ კი საერთოდ არა. ალბათ, ბევრი საყვარელზე იფიქრებდა და ჩაუსაფრდებოდა,მაგრამ მე ვიცნობდი ჩემს ქმარს და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი,რომ არასოდეს მიღალატებდა. ბიჭებსაც იშვიათად ვხედავდი და თუ გამმოჩდებოდნენ ჩუმად თავისთვის საუბრობდნენ.აშკარა იყო, რომ ახალ შარში გაყო თავი. ბოლოს დავიღალე და ისტერიკაც მოვუწყვე იმდენად მივიდა საქმე, რომ მელანო შემოგვიხტა ოთახში და მე დამიწყო ყვირილი. მეც ისევ ადექი და სახელიდან გამოვიქეცი, ვტიროდი და წვიმაში თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი.მესმოდა დათას ხმა .აგრამ, ჩემი ყურადღება ისტერიულმა ყვირილმა მიიქცია და წამის მეასედში მძიმე დარტყმა ვიგრძენი,ამასთან ერთან მანქანის მინის ჩალეწვა და მუხრუჭების ხმა. მძიმედ დავეცი მიწაზე და ბუნდოვნად გადავხედე მიდამოს. ბურუსით მოცულში გაჭირვებით გავარჩიე ჩემს თავზე მდგომი ორი მამაკცი. ერთს საკმაოდ ნაცნობი ნაკვთებით, მეორე კი სრულიად უცხო და ცივი. როგორც შემდეგ გავიგე დათა და ზურაბი იყვნენ. ძალიან მძიმედ დავშავდი და ნაყოფიც მომშორდა.ამაზე დათამ “გაჭედა” და ზურაბს დააბრალა ყველაფერი. ვიცი,რომ ძალიან აირიეთ. საკმაოდ ბევრი რა გიამბეთ.მინდა, რომ ყველაფერი მოგიყვეთ,მაგრამ სიტყვა არ გამიგრძელდეს. ამის შემდეგ ისევ დაძაბულობა მოყვა, მაგრამ ამჯერად დათასა და ზურას თემაზე. არ მინდოდა,ძალიან მეშინოდა, ქურდი ბიჭი იყო. კანონიერ ქურდებთან ერთად ცხოვრობდა და საქმეებს აგვარებდა. დათას არ დაინდობდნენ,ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ვეკამათე ,ვუთხარი კიდეც, რომ ვერ გადავიტანდი მას რაიმე, რომ დამართნოდა,მაგრამ არაფერი არ ესმოდა. საბოლოოდ, ისევ დათას დაჭრით დასრულდა,თუმცა ამჯერად მსუბუქად და ზურაც დაიჭირეს. პროკურატურაში დათაც დაიბარეს და დააკავეს კიდეც,რადგან მანაც დაჭრა ზურაბი, თუმცა თავდაცვა დაუწერეს და ფულადი კომპენსაციით შემოიფარგლენ. არაფერი არ მითქვამს სახლში მისვლისთანავე ოთახში ავედი და წიგნებს მივუჯექი. დათა საუბარს შეეცადა, თუმცა არ მსურდა იმისს გაგება,თუ როგორ ეხებოდა მის ღირსებას ეს საქციელი და ამას თუ არ გააკეთებდა კაცობას დაკარგავდა. ცოტანახს ვუთმინე. -არ მაინტერსებს!-მოკლედ მოვუჭერი და ქვემოთ ჩავედი. მელანოს სახლში არ იყო, დათა ოთახიდან დიდი ალბათობით არ გამოვიდოდა. კოტეს სიგარეტს თვალი მოვკარი მომენტით ვისარგებლე და გავუკიდე კიდეც. ბოლო დროს ნერვებს მხოლოდ ეს მიწყნარებდა. ფანჯარასთან დავდექი,ბოლი მთელი ძალით შევისრუტე და რამდენიმე წამის შემდეგ ფანჯრიდან გავიშვი მომწამლელი თეთრი ბოლი მე კი ნეტარებასაც მივეცი. -არ მეგონა, თუ ეწეოდი.-მომესმა კოტეს ხმა. რეაგირებასა და სიგარეტის ჩაწვას აზრი არ ჰქონდა. -არც მე-მოკლედ მოვუჭერი.დარცხვენილმა თავი დავხარე. -არ არის ჯამრთელობისთვის კარგი -დათა უფრო მკლავს,ვიდე ეს-გავიცინე. -ძალიან შეიცვალა-გვერდით მომიდგა და დავადაც მოუკიდა-ვერ გავიგე, საიდან მუვიდგე,დავამშვიდო. -კოტე-მისკენ გავიხედა-ძალიან დავიღალე,ყოველ მეორე სიტყვაში მე მადანაშაულებს ბავშვის სიკვდილში-ჩემდა დაუკითხავად მოღალატე ცრემლებმა დენა იწყეს.-მელანო,დათა..ახლა მუცლის მოშლა..გეფიცები ვეღარ ვუძლებ ვიგუდები. -შენ კი არა ამხნის კაცი ვერ ვუძლებ ხოლმე ამ პრობლემებს. მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია. ყველანაირად ვცდილობ, რომ პრობლემები აგარიდოთ, თუმცა ეს ბიჭი არ ისვენებს,გადაირია და ყველას ომი გამოგვიცხადა. -მინდა, რომ პრობლემებს გავექცე,არ შემიძლია,ვერ ვუძლებ -თუ ეს გიშველის,გაიქეცი! მეტს ვერაფერს გეტყვი. არაფერი მითქვამს, ავდექი სიგარეტი ჩავწვი და ოთახისაკენ გავეშურე. არ მანაღვლებდა დათა თუ სიგარეტის სუნს იგრძნობდა,ჩხუბს დამიწყებდა და მე სახლიდან გავიქცეოდი. ოთახში შევედი, ის ფანჯრიდან იყურებოდა და უცნაურ სახეს იღებდა. -რაზე ფიქრობ-იქვე სავაძელში დავჯექი. -არაფერზე-ჩემსკენ წამოვიდა და დაიხარა. აშკარად ეცა სიგარეტის სუნი,თუმცა..რატომღაც გაჩუმდა.-გვიან არის,არ იძინებ?. -ნწ-თავი გავუქნია-ვფიქრობ. -რაზე? -გიყვარვარ?-თავი დამიქნია-ვფიქრობ,ისევ ისე არა, როგორც მაშინ.. -მართალია..იმაზე მეტად მიყვარხარ და ვერ ვხსნი რატომ. -იმდენად გიყვარვარ,რომ შეცდომას მაპატიებ?-ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი კითხვაზე და დაკონკრეტება მთხოვა-ასე არაფერი არ მაქვს სათქმელი,უბრალდ მინდა ვიცოდე, შენი სიყვარული იმდენად დიდია, რომ საბედისწერო შეცდომას მაპატიებ? შეძლებ გამიგო,არ შემიძულო,მომისმინო და ისევ იმ თვალებით შემომხედო, როგორაც ქორწილის დღეს მიყურებდი? -რამე დააშავე? -არა-გამეცინა-ჯერ არა. უბრალოდ,მინდა ვიცოდე,რაიმე რომ მოხდეს და ეს ჩემი დიდი შეცდომა იყოს, იმდენად დიდი,რომ საკუთარმა მშობლებმაც ზურგი მაქციოს და გამიმეტოს სამარადისოდ ჯოჯოხეთისთვი შენ შეძლებ მოსმენასა და პატიებას? -მეტიც იმ ჯოჯოხეთში შეთან ერთად წამოვალ. რა თქმა უნდა, გაპატიებ,რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ არ გაპატიო. -იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ!-მხოლოდ ეს ვუთხარი და მოწყურებული დავეწაფე მის ბაგეებს. ამჯერად ინიციატივა მე გამოვიჩინე,საერთოდ არ გამახსენდა მისი ჭრილობა ისე გადავაძვრე მაისური და საკმაოდ დაკუნთულ სხეულზე ავასრიალე ხელები. იმ ღამეს ყველაფერი სხვანაირად იყო,ყველა გრძნობა,ემოცია,მოძრაობა თითქოს უკანასკნელი დღე ყოფილიყოს ჩემს ცხოვრებაში და იმქვეყნად წამავალს მის თითეულ ნაკვთეს შევისწავლიდი დასამახსოვრებლად. იმ ღამეს ყველაფერი სხვაგვარად იყო. იმ ღამეს ჩვილივით ჩაეძინა დათას. იმ ღამეს უჩვეულოდ ეძინა თბილისსაც,მხოლოდ მე ვიჯექი საწოლზე და ვფიქრობდი,მას შემდეგ კიდევ ორი ღამე არ მეძინა. ორი დღის შემდეგ, გამბედაობა მოვიკრიბე,მძინარე დათას ყურებას მოვრჩი,სამუშაო მაგიდაზე მივედი სანთელი ავანთე,ფურცელი და კალამი გადმოვიღე და წერა დავიწყე. დავწერე ის, რაც იმ წუთში ჩემს გულსა და გონებაში იყო. “დათა..არც კი ვიცი,როგორ დავიწყო. გწერ....გწერ იმიტომ,რომ არ შემიძლია ეს ყველაფერი პირისპირ გითხრა. ვუყურო შენს ზიზღნარევ,ტკივილით სავსე თვალებსა და უტეხად ველოდო შენს პასუხს. დიდი ხანია ამის შესახებ ვფიქრობ.იცი, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ შენ მყავხარ და იმდენად უმადური აღმოვჩნდი, რომ შენც გტოვებ, იმ ერთადერთს იმედს და სრულიად მარტოობისათვის ვიმეტებ საკუთარ თავს. ფიქრობ,რომ მელისას, რომელსაც იცნობ მსგავსი რამის გაკეთება არ შეუძლია.მეც ეგრე ვიფიქრები,მაგრამ აღმოჩნდა,რომ საკუთარ თავსაც კი არ ვიცნობ. ის სიძლიერე,მტკიცე ხასიათი და შეუპოვრობა, რაც მეგინა, რომ მახასიათებდა და ყველას ვუმტკიცებდი, რომ მე ძლიერი და შემტევი ვარ, სინამდვილეში ფარსი აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ იმედები გაგიცრუე,არა მარტო შენ, ჩემს ოჯახსა და მეგობრებს.ყველას მინდა გულწფელად ბოდიში მოგიხადოთ.სამწუხაროდ, იმაზე სუსტი აღმოვჩნდი,ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.მეტიც, აღმმოჩნდა ისიც,რომ არ შემიძლია პრობლემებს გავუმკლავდე და გვერდით დაგიდგე,საბრძოლველად.მიუხედავად იმისა გინდა ეს შენ თუ არა. მთავარია,რომ გჭირდება!.დამღალა გაუთავებელმა ომმა და კამათმა. არსაიდან წარმოქმნილი პრობლემა და შუაში აღმოჩენამ,გაუთავებელმა ღამის თენებამ და ტირილმა,ფიქრმა,რომ ჩემი ქმარი იმ ბანდიტებს ემსგავსება,რომელსაც ებრძვოდა. პიკი შენი გისოსებს მიღმა ნახვა აღმოჩნდა. არ აქვს მნიშვნელობა ორი დღით,წლით თუ საათით იჯექი, მთავარი პრობლემა ისაარის,რომ ციხემდე მიხვედი და შენმა მშიშარმა,სუტმა და ფსიქოლოგიურად ჩამოშლილმა ცოლმა ამას ვეღარ გაუძლო. შენი დაჭრა,მელანოს მტრად გადაკიდება,გაუაზრებელმა სიმართლის ტალღამ,შენი მელანოს მარიონეტად გახდომად,ორსულობამ,ბავშვის დაკარგვამ,კვლავ დაჭრამ და ციხეში აღმოჩენმა საბოლოოდ დაანგრია ის მომავალი,ჩააქრო ნათელი წერტილი,რომლითაც მომავლისაკენ ვილტვოდი. ძალიან ბევვრი სანერვიულო და პრობლემა დაგროდა რაზეც,სამწუხაროდ, ვდუმდი და მიმიყვანა ამ დონემდე.რამდენიმე დღის უკან ვცდილობდი მეთქვა-ჩემი გრძნობების,ტკივილისა და ნერვული შემოტევების შესახებ,მაგრამ ვერ გავბედე. გაგახსენდა იმ ღამის დიალოგი? ვიცი, რომ ასეთ შეცდომას ვერასოდეს წარმოიდგენდი,პატიებაზე ზედმეტია საუბარი. არ მინდა, წერილის დასრულება. მინდა,სულ გესაუბრო ჩაგეხუტო და ამ ყველაფერს გაგაცილო,მეც გამაგიჟა შენმა სიყვარულმა,მაგრამ გარემოებებს,პრობლემებს ვერ მოერია და სრულიად გავნადგურდი. შენ თითოეულ დეტას ვიმახსოვრებ და დარწმუნებული იყავი სამუდამოდ მემახსოვრები.იქნებ,ოდესმე,დადგეს დრო და კვლავ შეგხვდე,მე ისვ მეყვარები..იმედია შენც. არ შეეცადო მომძებნო,აზრი არ აქვს. ძალიან შორს ვარ. მაპატიე ყველაფრისთვის,სრულიად გაგანადგურე,ვიცი,ალბათ ის სიყვარული, რასაც გრძნობდი სიძულვილად იქცა. მესმის,მტკივა, მაგრამ მესმის. მაპატიე,რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი. სიყვარულით-მელიასა (სამარადისოდ,შენი ზურმუხტისფერთვალება) ............. ესეც შემდეგი თავი! იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს აზრებსა და შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.