შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 11 თავი


6-02-2022, 12:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 831

-ისევ ისეთი რანორმარულია-ბრაზნარევი ტონით თქვა თათიამ და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები
-ძალიან საყვარელი ბიჭია-გამომწვევი ტონით უთხრა თიკამ და აკისკდა მისი ალეწილი სახის შემხედვარე
-აუტანელია!-თვალები აატრიალა თათიამ და თიკას სიცილზე თვითონაც გაეღიმა
-კარგი რა თათია-ბუზღუნით გავიდა თინა სამზარეულდან და სერიოზული სახით დაჯდა მაგიდასთან-როგორ ლაპარაკობ მასზე?! ძალიანაც ჭკვიანი, წესიერი, ზრდილობიანი და კარგი ბიჭია გიორგი!
-თვითონაც იცის რომ კარგი ბიჭია ბე-დარწმუნებით უთხრა თიკამ გაბრაზებულ ქალს და ირონიული ღიმილით გახედა დას- უბრალოდ ბავშვობიდან სულ მისი წვალებაშია და...
-ზოგჯერ ძალიან გამაღიაზინებელია- ბუზღუნით გააწყვეტინა წინადადებია თათიამ დას და პატარა ნიცა კალთაში ჩაისვა, გულში ძლიერად ჩაიკრა და თავზე აკოცა
-ძალიან გამიხარდა რომ, როგორც იქნა დაბრუნდა- დანანებით თქვა თინამ
-მეც-გაუაზრებლად თქვა თათიამ და თიკას მომღიმარი სახის შემხედვარემ მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები
-როგორი კარგი ბიჭია-გააგერძლე თინამ დაწყებული საუბარი რადგან ვერ მიხვდა ერთმანეთზე მიჩერებული გოგონების მზერით ვერაფერს- მის მიუხედავად რომ წლების წინ მამამისმა ოჯახი სხვა ქალის გამო დაანგრია და სახლიდან ფაქტიურად სიტყვის უთქმელად წავიდა, როგორც კი გაუჭირდა ბიჭმა უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება და მასთან ჩავიდა უკრაინაში და იქამდე არ დაბრუნდა უკან სანამ ციხიდან არ დაიხსნა
-ეგ კაცი გიორგისგან მართლა არ იმსახურებდა ამხელა მსხვერპლს-ბრაზნარევი ტონით თქვა თიკამ
-რა თქმა უნდა არ იმსახურებდა!-შეიცხადა თინამ- მაგრამ იმ არაკაცისგან განსხვავებით გიორგის ღირსეულად მოქცევაც შეუძლია და სიყვარულიც!
-მამამისმა სთხოვა არა მაშინ დახმარება?!- ინტერესით იკითხა თიკამ
-რა ნამუსით უნდა ეთხოვა დახმარება იმ შვილისთვის რომელიც 7 წლის ასაკში ვიღაც ქალის გამო მოატოვა?! თან წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახულობდა ბავშვს და ისიც იმიტომ რომ საქმეზე უწევდა ყოველ წელს უკრაინიდან საქართლელოში ჩამოსვლა!-აფეთქდა თინა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით დაამატა-მითუმეტეს მაშინ როცა თავისი 15 წლის ძმა ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი გიორგის! ბიჭები ერთმანეთს წესირად არც კი იცნობდნენ-დანანებით თქვა და ისევ ჩხუბით გააგრძელა საუბარი-მაიამ თქვა რომ თავისი ინიციატივით წავიდა გიორგი, რადგან მის პატარა ძმას და დედამის პრობლემებს უქმნიდნენ ის ხალხი ვინც მამამისის ციხეში ჩასვა
-იმედია საბოლოოდ მოგვარდა ყველაფერი
-მოგვარდა აბა არ მოგვარდა?!-შეიცხადა თინამ-სხვა შემთხვევაში გიორგი საქართველოში არ დაბრუნდებოდა!- დარწმუნებით უთხრა თიკას და ფეხზე წამოდგა
-ნეტა სწავლის გაგრძელებას აპირებს?-ინტერესით იკითხა თათიამ
-რა თქმა უნდა აპირებს შვილო-ბრაზნარევი ტონით უპასუხა ყოვლისმცოდნენ ქალმა შვილიშვილს და სამზარეულოში გავიდა.
-ყველაფერი დეტალებში იცის-აკისკისდა თიკა
-მესმის!-გამოსძახა სიცილით თინამ
საღამოს მისაღებ ოთახში ზედმეტმა ხმაურმა ძალიან შეაწუხა თათია, ამიტომ წიგნის კითხვა შეწყვიტა და დაბლა ჩავიდა. გაკვირვებული სახით მიაჩერდა გიორგის, რომელიც გაშლილ სუფრასთან, არც ისე აღფრთოვანებული სახით იჯდა ნასვამი გიგას გვერდით სხვა რამდენიმე მეზობელთან ერთად და მოთმინებით ისმენდა დაუსრულებელ, უაზრო, უადგილო და დაულაგებელ სადღეგრძელოებს. ყველაზე მეტად ეს სიტუაცია სძულდა სახლში თათიას, რადგან გიგას თითქმის ყოველდღიური, დაუსრულებელი სმა, ქეიფი და ღრიანცელი სახლში, მეზობლებთან ერთად, როგორც ყოველთვის, ბოლოს რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ჩხუბით, ყვირილით ან სხვა სახის გაუგებრობით მთავრდებოდა. ამ ყველაფრით დაღლილმა და შეწუხებულმა გოგონამ ცივი მზერა მოატარა სტუმრებს და ბოლოს მაინც გიორგიზე შეაჩერა მწვანე, ჩამუქებული სფეროები. თათიას ეს გამყინავი და დაჟინებული მზერა იმდენად საგრძნობი იყო ბიჭისთვის, რომ გიგასთან ლაპარაკში გართულმა მაშინვე მისკენ გაიხედა, ამ დროს მათი ამღვრეულითვალები, წამიერად შეხვდა ერთმანეთს. თათიამ უმალ თავი დახარა და აივანზე გავიდა დაძაბული, რატომღაც ძალიან გააღიზიანა ამ ყველაფერმა. შეკრთა როცა თმაზე შეხება იგრძნო ზურგს უკნიდან
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?-ინტერესით ჰკითხა გიორგიმ და მისი თმის წვალება იქამდე არ შეწყვიტა სანამ მისკენ არ შეტრიალდა აფორიაქებული გოგონა, რომელიც მასთან ზედმეტმა სიახლოვემ იმდენად დაძაბა რომ წამიერად სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა -გამებუტე?-ამჯერად ცინიკური ტონით ჰკითხა გიორგიმ ურეაქციოდ მდგომ, ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-იცი რომ ზოგჯერ საშინლად აუტანელი ხარ?!- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თათიამ და უხეშად მოიშორა მისი ხელი ოქროსფერი ტალღებიდან
-ვიცი-სიცილით უთხრა გიორგიმ, თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან მშვიდად მოუკიდა და გააბოლა
-ცივა-უაზრო სიჩუმის გასაფანტად თქვა აღელვებულმა გოგონამ და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ, გამომწვევ მზერას
-არც ისე
-რატომ ეწევი?
-მოსწორდება
-თავის დანებებას არ აპირებ?
-არა-დარწმუნებით უთხრა გიორგიმ და ისევ მისი თმის წვალება დაიწყო
-სახლში შევალ შემცივდა-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თავგზააბნეულმა გოგონამ და ნაბიჯი გვერდზე წადგა მაგრამ გიორგი მაშინვე წინ აესვეტა და წასვლის უფლება არ მისცა
-გთხოვ ცოტა ხანს კიდევ დარჩი-ხმა დაბალი ტონით უთხრა და იმდენად მიუახლოვდა რომ ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო. თავგზააბნეული, გაოგნებული და აფორიაქებული გოგონა ერთ ადგილს მიეყინა და უცნაური მზერით ახედა ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს. გიორგი სიყვარულით სავსე მზერით დააცქერდა ზემოდან წაშლილ სახეზე, რის გამოც რამდენიმე წამის განმავლობაში თათია მის ცისფერ უძირო სფეროებში დაიკრაგა, თუმცა როგორც კი ირონიული ღიმილი გაკრთა მის სახეზე, გოგონამ მაშინვე უკან გახტა გველნაკბენივით და გაბრაზებული, ნაწყენი, იმედგაცრუელბული სიტყვის უთქმელად შევარდა სახლში.
.... ერთმა დამამშვიდებელმა ვერაფერი უშველა თამუნას, მთელი ღამე ძილი არ მიეკარა უცნაურად აფორიქებულს და დაძაბულს. თუმცა აფთიაქში წასვლა არც უფიქრია, რადგან შინ ლაშა იყო და არ უნდოდა გაეღიზიანებინა წამლების გამო, ამიტომ კარხა ხნის წვალების მერე საწოლიდან ადგა და ყავის დალევა გადაწყვიტა რომ უკეთ გამოფხიზლებულიყო.
გამთენიისას შინ დაბრუნებული ზურა, პირდაპირ მარიამის საძინებელში შევიდა, გაუკვირდა თამუნამ იქ რომ არ დახვდა ამიტომ მაშინვე სამზარეულოში შევიდა კმაყოფილი სახით. მისმა დანახვამ საშინლად გააღიზიანა თავისივე უმოქმედობით და უსუსურობით დაღლილი ქალი, ამიტომ ყავის დალევა შეწყვიტა და მისაღებ ოთხაში გავიდა რომ როგორმე შეენარჩუნებინა უკანასკნელი ძალებით შემორჩენილი სიმშვიდე
-მომენატრე-სადღაც შორიდან ჩასმა ერთდოულად საყვარელი და საძულველი მამაკაცის მშვიდი ხმა, გამომწვევად ნათქვამი სიტყვის შინაარსისი აღქმამ კიდევ უფრო მეტად გამოიყვანა მდგომარეობიდან და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეყვირა. უსიამოდ გააჟრჟოლა როცა მისი მხურვალე და უხეში თითების შეხება იგრძნო შიშველ, გაყინულ მკლავებზე.
-ზურა!-მკაცრი ტონით უთხრა და მისკენ მიტრილება დააპირა, თუმცა მამაკაცმა უმალ მუცელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო
-მჭირდები-ყურს უკან ჩასჩურჩულა და შიშველ მხარზე ნაზად აკოცა
-ხელი გამიშვი!-დაუღრინა გაბრაზებულმა ქალმა და თავია დახსნა სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელებიდან
-გამუდმებით ხელს რატომ მკრავ?!-უმალ წყობრიდან გამოვიდა კაცი და თავისკენ იხეშად შეატრიალა დაძაბული ქალი
-მტკივა-გამყინავი ხმით უთხრა თამუნამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში გაავებულ კაცს, რომელმაც მისთვის ხელის გაშვების ნაცვლად უფრო ძლიერად მოუჭირა თითები წვრილ მაჯებზე და მათი უფუნქციოდ დარჩენილი საძინებლის ღია კარში ძალით შეიყვანა
-რას აკეთებ-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და მაჯების დახსნა სცადა
-ჩშშ-კედელთან მიიმწყვდია გაავებულმა კაცმა დამფრთხალი ქალი და თვალებში ჩააცქერდა
-ხელი გამიშვი ახლავე!
-შენით დამშვიდდები თუ მე დაგამშვიდო?-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა გამომწვევი ტონით ზურამ აღელვებულ ქლას და როგორც კი თამუნამ მისთვის წინაადეგობის გაწევა შეწყვიტა ხელები გაუთავისუფლა, მაგრამ მისი გაშვება არც უფიქრია მაშინვე საძინებლის კარს ეცა, გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო
-რას აკეთებ?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ თუმცა, როგორც კი გაღიზიანებული მამაკაცი ზედმეტად მიუახლოვდა და თავზე წამოადგა მაშინვე გაქრა მის სახეზე ირონიული ღიმილი და მკაცრი ტონით უთხრა- გააღე!
-მაშინ გავაღებ როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ!
-რის მიღწევას ცდილობ?-ავარდა თამუნა
-შენ ჩემი ცოლი ხარ მგონი ეს გავიწყდება-მკაცრი ტონით უთხრა ზურამ და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-რას აკეთებ-თამუნამ მისი ხელი უხეშად მოიშორა და ოდნავ უკნ დაიხია რადგან საშინლად ძაბავდა ქმრის ზედმეტი სიახლოვე
-ასე რატომ იქცევი?
-გიკვირს?-შეიცხადა თამუნამ და სიმწრის ღიმილმა გადაურბუნა სახეზე
-მინდა რომ შეგეხო!
-უკვე ათასმეერთედ გეუბნები რომ განქორწინება მინდა შენ კი ისევ შეხებაზე და სექ.ე მელაპარაკები!- უმალ წყობრიდან გამოვიდა გაბრაზებული ქალი
-მე არ მინდა-გამომწვევი ტონით უთხრა ზურამ და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-არ მომეკარო-მკაცრი ტონით უთხრა მისი ზედმეტი სიახლოვით აღელვებულმა ქალმა და მასთან დისტანციის გასაზრდელად ოდნავ უკან დაიხია დამფრთხალმა, რა დროსაც ზურგით კარადას მიეჯახა. ზურამ ისარგებლა მისი დაბნეულობით, კარადის კარს ხელები მიაბჯინა და შუაში მოიმწვდია ის
-ეს სურნელი მაგიჟება-გატაცებით თქვა მამაკაცმა და ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს-ისეთი ცივი ტონით უთხრა ქალმა რომ ყველაფერის სურვილი დააკარგვინა ვნება მორეულ კაცს
-უკვე მერამდენედ უნდა აგიხსნა ეს დედა მო..ნული რომ ჩემსა და იმ კახპას შორის არაფერი არ ხდება-აყვირდა წყობრიდან გამოსული კაცი და მაშინვე უკან დაიხია
-შენი არ მჯერა!-მოიღუშა თამუნა
-რა გავაკეთო რომ დამიჯერო?-ამღვრეული თვალებით შეხედა ზურამ მთელი სხეულით აკანკალებულ ცოლს და სწრაფად მიუახლოვდა
-არაფერი... უკვე ძალიან გვიანია
-ის ქალი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ არაფერს, რატომ არ გესმის!-აყვირდა წყობრიდან გამოსული კაცი
-ამას როდის მიხვდი?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში
-ამის დედასაც შევ.ცი, ამის დედაც-იყვირა ისევ გაგიჟებულმა კაცმა
-ნუ ყვირი ბავშვებს შეაშინებ!
-მე მხოლოდ შენ მჭირდები-ჩავარდნილი ხმით თქვა აღელვებულმა კაცმა და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა ცოლს წაშლილ სახეზე
-მასთან რამდენჯერ იწექი?-ინტერესით ჰკითხა თამუნამ და მთელი ძალით გაიწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრლემლებს
-თამუნა
-მინდა ვიცოდე როდის მიხვდი რომ სინამდვილეში მე გჭირდები და არა ის
-მომისმინე
-მიპასუხე! მინდა ვიცოდე რდენჯერ იწექი მასთან
-ერთხელ... მხოლოდ ერთხელ-ჩაწყდარი ხმით უთხრა ზურამ და გაჩუმდა რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამის სათქმელად.სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა სევდით და ტკივილით სავსე ოთხში რომელსაც მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა, იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თამუნა არ ეტირა სიმწრის ცრემლებმა მაინც გადალახეს ჯებირები და გადმოუცურდნენ გაფითრებულ ღაწვებზე -თამუნა მე-რაღაცის თქმა დააპირა კაცმა მაგრამ გაწამებულმა ქალმა უფლება არ მისცა
-მეზიზღები-მხოლოდ ეს უთხრა და კართან მივიდა-გააღე უბრძანა და როგორც კი ზურამ გასაღები მოარგო საკეთს და გადაატრიალა სახელური დაქაჩა აკანკალებული ხელებით
-განქორწინებაზე მაინც არ დაგთანხმდები იმიტომ რომ ის ქალი მხოლოდ ერთი ღამის შეცდომაა- მკაცრი ტონით უთხრა გასვლამდე გაღიზიანებულმა კაცმა და პირველი გავიდა ოთახიდან.



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო.ეხლა რაც შეეღება გიორგის ჩანს რო ძალიან კარჰჯ ადამიანი მაგრამ ბევრი აქვს გადატანილი ცხოვრებაში,მამისის გამო და საერთოდ რაღაცა აწუხებს და ამას განიცდის.თათიას რაც შეხება აშკარაა რო გიორგიძე ნაწყენია ძალიან და არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია რო ბავშვობაში უყვარდა გიორგი და მისი წასვლა გული ატკიმა.რაც შეეხება ალთამუნას ის სწორედ იქცევა რო განქორწინება უნდა.პ.ს.უფრო მინდა გიორგის და თათიაზე დაწერო რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ.❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ფანარი

რა საზიზღრები არიან კაცები. თამუნა ძალიან ცოდოა.არავის ესმის მისი.ამ კაცს ირაკლის მილიონჯერ მირჩევნიააა.

 


№3 სტუმარი გეგა ავალიანი

ნუ აიგივებთ აქ ვიღაც ვიღაცეები ზაზას ჩემთან.

 


№4  offline წევრი analiza505

სტუმარი ფანარი
რა საზიზღრები არიან კაცები. თამუნა ძალიან ცოდოა.არავის ესმის მისი.ამ კაცს ირაკლის მილიონჯერ მირჩევნიააა.

თვით შვილსაც არ ესმის მისი, ზურასგან რას უნდა ელოდო?
გიორგი მომწონს, ალბათ ამ ისტორიის ყველაზე კარგი და ნათელი წერტილია, ზურა რატომ ვერ ხვდება რომ ის ერთი ღამე თამუნასთვის ბევრს ნიშნავს, რატომ არ უნდა უბრალოდ ხელი მოაწეროს იმ დაწყევლილ ქაღალდს?
ლაშა მეზედმეტება, მაგრამ ვისურვებდი მისი და მარიამის ურთიერთობის ნახვას, ანუ გაუმჯობესებას.
თამუნა მომეწონა ამ თავში, იმიტომ რომ შეუვალი იყო.
წარმატებები

 


№5  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო.ეხლა რაც შეეღება გიორგის ჩანს რო ძალიან კარჰჯ ადამიანი მაგრამ ბევრი აქვს გადატანილი ცხოვრებაში,მამისის გამო და საერთოდ რაღაცა აწუხებს და ამას განიცდის.თათიას რაც შეხება აშკარაა რო გიორგიძე ნაწყენია ძალიან და არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია რო ბავშვობაში უყვარდა გიორგი და მისი წასვლა გული ატკიმა.რაც შეეხება ალთამუნას ის სწორედ იქცევა რო განქორწინება უნდა.პ.ს.უფრო მინდა გიორგის და თათიაზე დაწერო რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ.❤❤❤

თათიას და გიორგის ერთმანეთის მიმართ ნამდვილად აქვთ გრძნობები, მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ აცნობიერებენ ამას... ვეცდები შემდეგ თავში ავღწერო სი თუ რას განიცდიან რეალურად ერთმანეთის მიმართ❤❤❤ თამუნას და ზურას ურთიერთობა კიდევ უფრო ჩაიხლართება

სტუმარი ფანარი
რა საზიზღრები არიან კაცები. თამუნა ძალიან ცოდოა.არავის ესმის მისი.ამ კაცს ირაკლის მილიონჯერ მირჩევნიააა.

ძალიან მიხარია რომ ამ ისტორიაში ჯერ კიდევ ცოცხლობენ წინა ისტორიის გმირები, მითუმეტეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ირაკლი ❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი გეგა ავალიანი

ვიღაც დარჩება გაუთხოვარი, როგორც მე დავრჩი კინაღამ უცოლოდ

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

სმაილები მკი*დია, გამოიყენე, მაგრამ ცალის ფოტო შენ რატომ გაქვს? ან საიდან?

თინათინ! ჩემამდე ნენეს დაენახე?

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

აუუუ ნუ გააბით ახლა სამ საათიანი რა.
მე ის მაინტერესებს რანაირად იშოვე ფოტო.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

მ ე გ ო ბ რ ე ბ ო ჩემო ოჯახის წევს დაუდასტურდა კოვიდი, მთელი ოჯახი შესაბისად იზოლაციაში ვართ, ამიტომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ საიტზე აქტიურობას ვერ შევძლებ მითუმეტეს ისტორიის წერას. თუ ყველაფერი მშვიდობიანდ ჩაივლის სავარაუდოდ 15 თ ე ბ ე რ ვ ლ ი დ ა ნ დაგიბრუნდებით. ბოდიშს გიხდით ყველას.

ძალიან მიყვარხართ და უკვე მენატრებით მაგრამ რა ვქნა გამორიცხულია რომ ახლა წერა შევძლო, რადგან არავიბ არ იცის რომ საიტზე ვარ რეგისტრირებული, მითუმეტეს რომ ვწერ ისტორიებს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი Keira.კირა

თქვენ რა გიჭირთ, მე ვაფშე გამაგდო.
ქორო!

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

დაიცა, თიკუსის ვინმე გეძახის?

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი ელენე
დაიცა, თიკუსის ვინმე გეძახის?

არ მახსოვს...

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
სტუმარი ელენე
დაიცა, თიკუსის ვინმე გეძახის?

არ მახსოვს...

მგონი მიწვევ და ცუდად დაგიმთავრდება.

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი ელენე
სტუმარი თიკო
სტუმარი ელენე
დაიცა, თიკუსის ვინმე გეძახის?

არ მახსოვს...

მგონი მიწვევ და ცუდად დაგიმთავრდება.

კაი რა იყო, შენც ხომ ეძახი თიკოს პარალელურად ერთ ვიღაცას "ცალოს"...
ბოლომდე მართალი არც შენ ხარ :დ

ნენეს ჩემი გამოწვევა უნდა, მე შენი. ბრაზილია და მისი ჯანი. მაგრამ არ გამოდის. დავამთავროთ ჯერ არ დაწყებული და მოსალოდნელი აპოკალიფსი ავირიდოთ თავიდან. ღამეა მაინც. ექშენი სხვა დროისთვის იყოს.

 


№15 სტუმარი სტუმარი ელენე

ჩემს აზრს გეტყვით. ის ისტორია ჩემთვის უძვირფასესია, ბევრი მიზეზის გამო. დასასრული ზუსტად ისეთი უნდა ჰქონოდა, როგორიც ჰქონდა. პირველივე თავებიდან ყველას ყველაფერი შუბლზე ეწერა, ვის ვინ უყვარდა, ვინ ვის გამო თავი გაწირა და ვის ვისკენ გული მიუწევდა. ამიტომ მე კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვამბობდი, როგორც ვფიქრობდი და რისკენაც ვაქეზებდი ნეაკოს.
ალტერნატიული დასასრული ჩემთვის არ არსებობს. ჩემში ეგ ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ნეაკომ დასასრული დააწერა და ვეღარც გაგრძელდება მაგის შემდეგ.

მაგრამ, თუ უნდა და თუ შენ გინდა (თან დარწმუნებული ვარ გულით გინდა), პირადად მე პრობლემა არ მაქვს. თიკოს თქმის არ იყოს, ჩათად გამოდგება. კითხვას არავინ არავის დააძალებს და შესაბამისად, მაგაზე ნერვის ატოკების მიზეზს ვერ ვხედავ.

ოღონდ! კახას ისტორია უნდა დაიწეროს. მერე და გაისად არა. ამ ისტორიის შემდეგ უნდა დაიწეროს, როგორც დადო პირობა ისე. ირაკლის გამო კახას მიგდებას ვერც ხუმრობაში გავატარებ და ვერც მოგატყუებთ, რომ სრული სერიოზულობით არ მეწყინება. იმიტომ არა რომ ერთი მიყვარს და მეორეს ვერ ვიტან. უბრალოდ სამართლიანობაა, რომ როცა პირობას დადებ, სხვა პირობით აღარ უნდა ჩაანაცვლო.

 


№16 სტუმარი სტუმარი ელენე

მე ის გამოთქმა გამახსენდა, "რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო".
რაც უფრო მეტად ვერ ვიტან, მით უფრო დიდი დოზით იჭრება ჩემს ცხოვრებაში.

 


№17 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი ელენე
მე ის გამოთქმა გამახსენდა, "რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო".
რაც უფრო მეტად ვერ ვიტან, მით უფრო დიდი დოზით იჭრება ჩემს ცხოვრებაში.

ერთი ნაცნობი გამახსენდა ნენეს პასუხზე მეც რომ დავფიქრდი.

 


№18 სტუმარი სტუმარი ელენე

ნენე გახსოვს "The Secret", ფილმი რომ ჩამიგდე? რეალურად, ამ გამოთქმის შინაარსი პირდაპირ კავშირშია მაგ ფილმის იდეასთან.

 


№19 სტუმარი სტუმარი ელენე

Les Infidèles (2012)
აი ეს ნახე, ნენე. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი იქნები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent