არეული გრძნობები 12 თავი
საძინებლიდან გასული თამუნა სევდით სავსე მზერით მიაჩერდა ერთმანეთზე ჩახუტებულ ნინის და მარიამს, რომლებიც შეშინებული თვალებით უყურებდნენ მას -ისევ იჩხუბეთ?-სლუკუნით ჰკითხა ნინიმ მას და დაძაბული მზერა ზურაზე გადაიტანა, რომელიც კიბიდან ჩამოსულ ლაშას შეეჩეხა გასასვლელში -რა ხდება? ამ დილაადრიან რა გაყვირებდათ?- მომაბეზრებელი ტონით იკითხა მან და უინტერესოდ მოავლო თვალი მისაღებ ოთხაში მყოფთ. ამ დროს თამუნას არეულ სახეზე წამიერად სიმწრის ღიმილი გაკრთა, რადგან გული საშინლად ატკინა შვილის ზერელე დამოკიდებულებამ მისი და ზურას პრობლემების მიმართ, ამიტომ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა, მშვიდად მიტრიალდა და სამზარეულოში შევიდა, მას, იმავე წამს უკან მიჰყვნენ ამ დაძაბული მდგომარეობით დაზაფრული ნინი და მარიამი- მოხდა რამე?-ინტერესით მიაჩერდა გაკვირვებული ლაშა ზურას -მოხდა!-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა და სახლიდან გიჟივით გავარდა -თამთაზე გაიგო?-უკან მიჰყვა გაღიზიანებული ლაშა -მე ვუთხარი-ჩავარდნილი ხმით თქვა წყობრიდან გამოსულმა კაცმა და მაშინვე მისკენ მიტრიალდა -რა?-შეიცხადა ლაშამ -ისედაც იცოდა ყველაფერი -ხომ მითხარი იმ ქალთან აღარაფერი მაკავშორებსო?! -ასეცაა -შენი აზრით გაპატიებს?-დაინტერესდა ლაშა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -არ ვიცი-დაუღრინა მისი კითხვით უარესად გაავებულმა კაცმა და ნერვიულად გადაისვა ხელი ჭაღარა შეპარულ შავ თმაზე -ესე იგი ყველაფერი თავიდანვე იცოდა?!- უფრო თავისთვის ვიდრე ზურას გასაგონად ჩაილაპარაკა ლაშამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -საშინელი შეცდომა დავუშვი-ჩაიბურტყუნა ზურამ და მანქანის კარი გააღო -საით? -არ ვიცი-ჩაიდუდუნა და საჭეს მიუჯდა, როგორც კი ზურა წავიდა ლაშა სამზარეულოში შევიდა და თამუნას მოაჩერდა მოღუშული სახით -შეიძლება ვილაპარაკოთ?-მშვიდი ტონით ჰკითხა და უცნაური მზერა მიაპყრო ნინის კალთაში ჩაძინებულ მარიამს. თამუნამ არაფერი უპასუხა, მაგიდაზე დადებულ ყავის ჭიქას აკანკალებული ხელი წამოავლო და პირველი გავიდა აივანზე- დედა მე ყველაფერი ვიცი რაც თქვენ ორს შორის ხდება- მის წინ დადგა აღელვებული ბიჭი და მეორე ღერს მოუკიდა ანერვიულებულმა -მერე?-უეცრად გაღიზიანდა თამუნა და თვალებში ჩააცქერდა შვილს ამღვრეული, მწვანე, ჩამუქებული სფეროებით -მამამ იცის რომ საშინელი შეცდომა დაუშვა და ძალიან ნანობს მომხდარს -ჰო მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მთელი ეს დრო ის მე მატყუებდა და მღალატობდა- უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და ჭიქა აივნის მოაჯირზე დადო -ასე არაა!-გაბრაზდა ლაშა -ყველაფერი ისეა როგორც გითხრა -გგონია ახლა რამე მნიშვნელობა აქვს იმას თუ რამდენჯერ მიღალატა თამთასთან? -ააქვს! -მის გამართლებას ცდილობ?!- აყვირდა ისევ ლაშას სიტყვებით გაღიზიანებული ქალი -მის გამართლებას არ ვცდილობ! უბრალოდ გიხსნი რომ ეს მხოლოდ ერთხელ და გაუაზრებლად გააკეთა -მხოლოდ ერთხელ...-ჩამწყდარი ხმით გაიმეორა ქალმა და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა -დედა მომისმინე! -ლაშა!- მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ და მისთვის გვერდის აქცევა სცადა, მაგრამ აღელვებულმა ბიჭმა წასვლის უფლება არ მისცა -უნდა აპატიო!-ჩამწყდარი ხმით უთხრა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში მთელი სხეულით აკანკალებულ ქალს -მე? მე მაპატიებდით?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -ხვდები ხომ რომ უაზრობას მეკითხები?-წამოენთო ლაშა -რა თქმა უნდა არა!-უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი -რადგან მე ქალი ვარ! -აუ ახლა ,,ვაბშე" სხვა ,,ბაზარია" რა- მომაბეზრებლად უთხრა ლაშამ და სევდიანად გაუღიმა -არ ვაპატიებ! განა ვერ, უბრალოდ არ ვაპატიებ!- ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა მაჯებით სახიდან -აზრი არ აქვს შენს ჯიუტობას- დარწმუნებით უთხრა ლაშამ და სწრაფად მიუახლოვდა აღელვებულ ქალს-ხომ იცი რომ იქამდე არ შეგეშვება სანამ არ აპატიებ- მომღიმარი სახით უთხრა და ხელი სწრაფად მოხვია ათრთოლებულ მხრებზე, გულზე მჭიდროდ მიიკრო მისი გაყინული სხეული და თავზე ნაზად აკოცა -მამაშენივით შეუგნებელი რომ ხარ იცი?-ახედა თამუნამ მომღიმარ ბიჭს და ორივე ხელი შემოხვია წელზე -უბრალოდ რომ დაიკ.დო არა?-გაეცინა ბიჭს და კიდევ ერთხელ აკოცა თავზე -არა!-ბრაზნარევი ტონით უთხრა თამუნამ და ცივად მოშორდა სახე მონგრეულ შვილს, სახლში შევიდა და საძინებელში შეიკეტა მაშინვე. იმის მიუხედავად რომ თამუნას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი განქორწინება, ვერაფერით ახერხებდა რომ სისრულეში მოეყვანა თავისი სურვილი, რადგან სახლში გამუდმებით რაღაც ხდებოდა რაც ხელს უშლიდა რომ საბოლოოდ მოეკრიბა ძალა და ეს ნაბიჯი სინანულის, სევდის და მომავლის შიშის გარეშე გადაედგა. თათია მომღიმარი სახით მიაჩერდა თინას რომელიც წნევის დამწევი წამლის ძებნაში გართული ხმამაღლა ქოთქოთებდა -ბე მგონი გაგითავდა და ტყუილად ეძებ- მშვიდი ტონით უთხრა თიკამ და სამზარეულოს უჯრების თვალიერებას მოჰყვა -კარგად მახსოვს რომ ბოლო ფირფიტაზე კიდევ მქონდა დარჩენილი ერთი აბი -არსად არარის და ესე ეგი არასწორად გახსოვს-აბუზღუნდა თიკა -წავალ და გიყიდი რა -უკვე მესამედ შესთავაზა თათიამ -სად მაქვს მამაშენის თავი! რომ გაიგოს მარტო გაგიშვი ქუჩაში გაგიჟდება -აუ ვერ გაიგებს რა... -სანამ შენ მოხვალ მანამდე რომ მოვიდეს? -საგარეჯოშია! -არა-მეთქი-გაჯიუტდა თინა და ჩხუბით გავიდა ეზოში, სწორედ ამ დროს, იმ წამს ქუჩაში გასული გიორგი და მაია შენიშნა, რომლებიც მომღიმარი სახით მიესალმნენ მას და მოკითხეს, შესაბამისად წამებში დაშოშმინდა ის, თუმცა აფორიაქებულმა და აღელვებულმა ვერაფრით შეძლო საბოლოდ დამშვიდება და დაწყნარება. მაია ძალიან შეაწუხა თინას ამგვარმა მდგომარეობამ ამიტომ ჩაეძია და როცა გაიგო რა მარტივი პრობლემის გამო იყო ქალი ასეთი განერვიულებული აეცინა და უთხრა რომ მასაც გაუთავდა რაღაც წამლები და სწორედ ახლა მიდიოდა გიორგი მანქანით, ტაბახმელაში, აფთიქში, წამლების საყიდლად -მართლა?-გაუხარდა თინას და მაშინვე თათიას დაუძახა და გაყოლა სთხოვა -კარგი ბე-თვალები აატრიალა გოგონამ და უკმაყოფილო სახით გავიდა ქუჩაში, მაია მოიკითხა და მკვლელი მზერით მიაჩერდა გიორგის რომელსაც სახეზე უსაზღვრო კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. თათია საშინლად გააღიზიანა მისმა გამოხედვამ, თუმცა არაფარი შეიმჩნია და როგორც კი ეზოდან გამოაყენა ბიჭმა მანქანა, მშვიდი, უემოციო სახით ჩაჯდა შიგ და მაშინვე ღვედი გაიკეთა, თუმცა მისდა გასაკვირად გიორგი მისთვის უჩვეულოდ ნელა და მშვიდად ატარებდა მანქანას. -სწავლა როდის გეწყება?-მომაბეზრებელი სიჩუმის გასაფანტად საუბარი პირველად გიორგიმ დაიწყო და რამდენიმე წამით მიიხედა დაძაბული გოგონასკენ მომღიმარი სახით -მალე-უღიმღამოდ უპასუხა თათიამ და მაქსიმალურად დააიგნორა მისი გამომწვევი მზერა -ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?- ცინიკური ტონით ჰკითხა გიორგიმ და სახეზე ჩამოყრილ თმაზე ნაზად ჩააყოლა ცივი თითები გასაღიზიანებლად, თან ისე რომ ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო მის სახის კანს -თავი დამანებე-გაუბრაზდა გოგონა და მისი ხელის მოშორება უხეშად სცადა სახიდან, გიორგის გაეცინა თათიას ამ უცნაურ ქცევაზე და მისი წვრილი, გრძელი თითები წამში ხელში მოიქცია და სულ ოდნავ მოუჭირა ძლიერი თითები. ამ დროს თათიას, წამიერად გულისცემა გაუჩერდა და სუნთქვა შეუწყდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა-გამიშვი- მკაცრი ტონით უთხრა და ხელის დახსნა სცადა, მაგრამ გიორგიმ კიდევ უფრო, მეტად, თუმცა უმტკივნეულოდ მოუჭირა თითები და გამარჯვებულის იერით მიაჩერდა სახეში -მტკივა -არა არ გტკივა-დარწმუნებით უთხრა და მხოლოდ მაშინ გაუთავისუფლა როცა ეს თავად მოისურვა -აუტანელო-დაუღრინა გოგონამ და საქარე მინას მიაყინა მწვანე დანისლული სფეროები -ძაან საყვარელი ხარ როცა ბრაზდები- გულწრფელად უთხრა გიორგიმ და მოულოდნელად ნიკაპზე აკრა ხელი -ვერ გიტან! ოღონდ მართლა-გულწრფელი ემოციებით უთხრა მისკენ მიბრუნებულმა გოგონამ და შეკრთა როცა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა გიორგიმ მანქანა, ამიტომ კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახეში -სიაგრეტი გამითავდა-მშვიდი ტონით აუხსნა ბიჭმა და მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანა ჩააქრო, გადასვლას აპირებდა როცა მოსახვევიდან, მაღალი სიჩქარით გამოვარდნილმა და მათ წინ, რამდენიმე მილიმეტრის მოშორებით გაჩერებულმა მანქანამ მისი და თათიას ყურადღება მიიპყრო, როცა როგორც იქნა მტვერი გაიფანტა და ყველაფერი შესამჩნევი გახდა, თათია ადგილზე გაიყინა, რადგან მათ წინ გაჩერებულ მანქანაში, საჭესთან მჯდომი ლაშა მკვლელი მზერით მიაჩერდა გიორგის, შემდეგ კი ცივი მზერა მასზე გადმოიტანა. -იცნობ ამ ტიპს?-დაინტერესდა გიორგი და სახე გადაფითრებულ გოგონას გახედა, თათიამ არაფერი უპასუხა და დაძაბული მზერით მიაჩერდა ლაშას რომელიც სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და პირდაპირ მისი მიმართულებით წამოვიდა. -ლაშა-უკან მიჰყვა დაძაბული იოანე მას -მშვიდად ვარ-მისკენ არ მიუხედია ისე უპასუხა გაღიზიანებულმა ბიჭმა მეგობარს და სწრაფად მიუახლოვდა M 5-ს. სწორედ ამ დროს ძლივს აზრზე მოსული გოგონა გიორგისთან ერთად გადავიდა მანქანიდან და მიახლოებულ ბიჭს ცივად გაუღიმა, რომელმაც თავხედურად აკოცა ტუჩის კუთხეში და წელზე შეუცურა უხეში ხელი, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, თან ისე რომ სრულიად დააიგნორა გიორგის და იოანეს არსებობა -ლაშა-დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ მისი სახელი და თავი დახარა რადგან ძალა არ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას -როგორ ხარ?-მშვიდი ტონით ჰკითხა ზედმეტად ახლოს მდგომმა ბიჭმა ოდნავ ათრთოლებულ გოგონას და ნიკაპზე ნაზად მიადო ხელი, თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა -კარგად, შენ?-ჩამწყდარი ხმით უთხრა თავგზააბნეულმა გოგონამ და გაუღიმა -შენი კარის მეზობელს არ გაგვაცნობ?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ და იქვე შორი-ახლოს მდგომ დაბნეულ გიორგიზე მიანიშნა, თან ისე რომ მისკენ არ მიუხედია -ხო რა თქმა უნდა-უარესად აიბნა თათია და ოდნავ უკან დაიხია -გაიცანით ეს გიორგია- ლაშას და იოანეს მიუთითა სახე მონგრეულ ბიჭზე, რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ცივი, ცარიელი, არაფერიმთქმელი თვალებით უყურებდა მათ- ეს ლაშაა და ეს კი იოანე-შემდეგ კი ბიჭებზე მიუთითა გიორგის, რომელსაც ჯერ კიდევ წართმეული ჰქონდა, მეტყველების, აზროვნების და მოძრაობის უნარი მისი და ლაშას ზედმეტი სიახლოვის გამო და გონს ვერ მოდიოდა. -საით?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ და როცა თათიამ აუხსნა სად, რატომ და რა მიზეზით მიდიოდა გიორგისთან ერთად მარტო, ცივად გაუღიმა, დამშვიდობებისას კი მხოლოდ ეს უთხრა გამაფრთხილებლად- მოგვიანებით დაგირეკავ- შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და მოთმინებით დაელოდა იონეს გამოსვლას მაღაზიიდან, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია თათიასთვის -გიორგი-შეეხმიანა დაძაბული გოგონა გარინდებულ ბიჭს რომელიც იმ წამს მოვიდა აზრზე და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში დაძაბულ გოგონას-იყიდი სიგარეტს თუ წავიდეთ? -ვიყიდი-ძლივს გასაგონათ ჩაილაპარაკა ბიჭმა და მაღაზიაში შესვლისას ალკოჰოლური სასმელით პარკ გავსებულ იოანეს შეეჩეხა. როგორც კი ლაშა წავიდა თათიამ შვებით ამოისუნთა და მანქანში ჩაჯდა, თუმცა ვერაფერით ახსნა მიზეზი იმისა თუ რატომ აემღვრა ხასიათი გიორგის, რომელმაც მაღაზიიდან გამოსვლის მერე რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია ნერვიულად და როგორც კი საჭეს მიუჯდა საბურავების ხრჭიალით ააგდო მანქანა გზატკეცილზე და გიჟივით გააქანა. კარგა ხანს იარეს უხმოთ, ბოლოს ისევ გიორგის ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალ მანქანაში გამეფებული უხერხული და მოამეზრებელი სიჩუმე -ის ტიპი... ლაშა...შენი შეყვარებულია?- ინტერესით ჰკითხა გოგონას და მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი ამღვრეული თვლები წამიერად ერთმანეთს შეხვდა, იმის გამო რომ მის კითხვას თათიამ დუმილით უპასუხა და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას, უარესად გაღიზიანდა გიორგი- ლაშა... ლაშა დადიანი- ბრაზნარევი ტონით წამოსთთვა მისი სახელი, გვარი და ძლიერად მოუჭირა საჭეს აკანკალებული ხელები -საიდან იცი მისი გვარი-ისე ჰკითხა თათიამ რომ მისკენ არ მიუხედია -რა მნიშვნელობა აქვს?-გაღიზიანდა ბიჭი და მაშინვე მინა ჩასწია, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -იმედია არ შეგაწუხებს- ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონას და მისკენ მიიხედა წამიერად. ......ამ დღის მერე გიორგი მაქსიმალურად შორს იჭერდა თავს თათიასგან, თუმცა ძალიან უჭირდა საკუთარ, მოწოლილ, ძლიერ, გიჟურ და თავბრუდამხვევ გრძნობებთან და ემოციებთან გამკლავება, მითუმეტეს მაშინ როცა ის ასე ახლოს იყო მასთან. იმდენად ახლოს რომ ნებისმიერ დროს შეეძლო შეხებოდა ნაზ კანზე, შეეგრძნო მისი თმის გამაბრუებელი სურნელი და ჩაკარგულიყო მის მწვანე, მოციმციმე, სევდიან თვალებში... მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის რომ ეოცნება სხვაზე შეყვარებულ ქალზე. სწორედ ამიტომ ყველა მოგონება წაშალა გონებაში რაც მას და თათიას ბავშვობიდან აკავშორებდათ ერთმანეთთან. გააქრო ყველა ის ნაზი, სუფთა, სათუთი და არსაიდან, მოსული წრფელი გრძნობები რასაც წლების განმავლობაში უფრთხილდებოდა, აფასებდა და გულში ინახავდა მალულად. თათიას გიორგისთან ნახვის შემდეგ, ლაშა უარესად გააქტიურდა და გასაქანს არ აძლევდა გოგონას, რომელიც მისი ზედმეტი ყურადღებით, აღფრთოვანებული იმდენად აირია, რომ საკუთარ გაურკვეველ გრძნობებში და ემოციებში ჩაიკარგა. შესაბამისად ლაშას გამო, თათიასთვის, გიორგი ბავშვობის ლამაზ მოგონებებში დარჩა, რომლებიც მასთან სიშორით კიდევ უფრო ფერმკრთალდებოდა, უფრერულდებოდა და უღიმღამო ხდებოდა. თათიასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა უნივრსიტეტში წასვლა ,,ღია კარის " დღეს, რადგან ამისთვის მას ხვეწნა, თხოვნა, მუდარა და ცრემლების ღვრა დაჭირდა მამასთან და ძმასთან. თუმცა ეს ყველაფერი ამად უღირდა, რადგან მთელი დღე ლაშასთან ერთად გაატარა უნივერსიტეტის ნაცვლად, რომელმაც ის წყნეთში, ზურას მშობლების აგარაკზე წაიყვანა და ყველაფერი დაუფარავად მოუყვა თავის წარსულის შესახებ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს უნდოდა თათიას მისგან. -მე და ხატია კლასელები ვიყავით, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, მაგრამ მეცხრე კლასიდან დავახლოვდით, ბანკეტის დღეს ცოლობა ვთხოვე და დამთანხმდა. იმ საღამოსვე წავიყვანე ჩემი მეგობრის სახლში... -ქორწილი? -გვქონდა... -შემდეგ? -რთული ორსულობა ჰქონდა... ბევრი მიზეზის გამო ერთმანეთს ვერ ვუგებდით რის გამოც გამუდმებით პრობლემები გვქონდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა აივნის მოაჯირზე ზურგით დაყრდნობილმა, ფეხებგადაჯვარედინებულმა ლაშამ მასთან ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და აკანკალებულ ხელში მოქცეული სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია. -თუ ძალიან გიჭირს ამ ყველფრის გახსენება და ლაპარაკი, თუ გინდა აღარ მომიყვე- სევდით სავსე თვალებით მიაჩერდა თათია მოღუშულ ბიჭს და თმებში ნაზად შეუცურა თლილი თითები -არა! მინდა რომ მოგიყვე-დარწმუნებით ლაშამ და წელზე შეუცურა უხეში ხელი, თავისკენ მიიზიდა მისი სიფრიფანა სხეული და თვალებში ჩააცქერდა -ცუდად გამოიყურები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა აღელვებულმა გოგონამ -არაუშავს-ცივად გაუღიმა დაძაბულმა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე საუბარი მშვიდად განაგრძო -ხატიას ჩემგან წასვლა უნდოდა, მე კი უფლებას არ ვაძლევდი რადგან რთული ორსულობა ჰქონდა, მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, დედამისი საბერძნეთში იყო ემიგრაციაში. დედინაცვალთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მეგონა რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად ჩემთან უკეთ იქნებოდა... -ძალიან გიყვარდა?-ინტერესით ჰკითხა თათიამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -მიყვარდა-უღიმღამო ტონით თვა ლაშამ და გოგონას დაჟინებულ მზერას გაექცა -შემდეგ რა მოხდა შეგიძლია რომ მომიყვე? -ჩემს დაბადების ღეზე, რვა თვის ორსული სახლიდან წავიდა მამამისთან... ის ნაბიჭვ.რი მთვრალი იყო, იკამათეს... მე დამირეკა შენს ცოლს მიხედეო და მეც მივაკითხე...უკან რომ ვბრუნდებოდით გზაში ვჩხუბობდით, უეცრად ტკივილები დაეწყო, მე საჭესთან ვიჯექი და იმ მომენტში საშინლად დავიბენი-ამ დროს ლაშა გაჩუმდა და აკანკალებული ხელით ბოლომდე ჩამწვარი ღერი უმისამართად მოისროლა, შემდეგ რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია და როცა დამშვიდდა ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი- გზაჯვარედინზე მანქანა დაგვეჯახა მისი მხრიდან... მახსოვს მისი კივილის ხმა, ბოლო გამოხედვა და ცრემლიანი თვალები... სულ ეს იყო... როცა გონეს მოვედი აღმოვაჩიმე რომ 2 თვის შვილი მყავდა, ჩემი ცოლის ორმოცი კი უკვე გადახდილი ჰქონდათ... -როგორ შეძელი ამ ყველაფრის გადატანა არ მესმის-მოსმენილი საშინელი ამბით დაზაფრული თათია წესიერად ვერც კი იაზრებდა რეალურად რისი გადატანა უწევდა ლაშას ამ ყველაფრის გამო -ვერ შევძელი... მე და მარიამი დღემდე უცხოები ვართ ერთმანეთისთვის -მაგრამ გიყვარს -ჰო მიყვარს, გაგიჟებით მიყვარს... მაგრამ არ შემიძლია მასთან ახლოს ყოფნა -მის მიმართ რას გრძნობ? სინანულს თუ სიბრალურს -არ ვიცი ამაზე არასდროს მიფიქრია-გულწრფელად უთხრა ლაშამ და სევდით სავსე მზერა ღრუბლებში შეფარულ დამავალ მზეს გაუშტერა -ლაშა, მარიამი შენი სულის წამალია, ის ერთადერთია ვინც შეძლებს რომ ეს ჭრილობები მოგიშუშოს -ვიცი მაგრამ არ შემიძლია. მასთან სიახლოვე აუტანელ ტკივილს მაყენებს -დედას ჰგავს?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თათიამ და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა -ოდნავ-სევდიანად გაუღიმა ლაშამ და ხელის ზურგი მის გაფოთრებულს სახეს ჩააყოლა -გამაცნობ? -მარიამს?-შეიცხადა ლაშამ, თათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -ზუსტად არ ვიცი -გთხოვ -ვფიქრობ ეგ მალე მოხდება ოღონდ არ აისე როგორც შენ წარმოგიდგენია-გამომწვევი ტონით უთხრა მომღიმარმა ბიჭმა და საფეთქელზე მოაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები -რას გულისხმობ?-დაიბნა თათია -ვერ ხვდები?-გამომწვევი ტონით ჰკითხა ლაშამ და ზემოდან დააცქერდა ირონიული ღიმილით -ვერ-არ გატყდა თათია და როცა ლაშამ მის გაბუტულ, წითელ, სავსე ტუჩებს, ცივი ბაგეები მიაწება მაშინვე დაკარგა აზროვნების უნარი სა სასურველი მამაკაცის გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა. გვიან ღამით შინ დაბრუნებულმა ნასვამმა ზურამ პირდაპირ მარიამის საძინებლის კარი შეაღო, ადგილზე გაიყინა როცა საწოლი ხელუხლებელი დაუხვდა. თავგზააბნეული და სასოწარკვეთილი კაცი მაშინვე ნინის ოთახში შევარდა ერთი დაკაკუნების შემდეგ მაგრამ ის ოთახიც ცარიელი რომ დაუხვდა გაგიჟებულმა მთელი სახლი მოათვალიერა და რომ დარწმუნდა თამუნა ბავშვებთან ერთად სახლიდან წავიდა ყველა მსხვრევადი ნივთი დალეწა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.