არეული გრძნობები 13 თავი
თამუნა სევდიანი თვალებით დააცქერდა მარიამს, რომლსაც მშვიდად ეძინა მის კალთაში -დედა-შეეხმიანი ნინი ფიქრებში წასულ ქალს- რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ დეიდასთან ნაქირავებში? -სულ რამდენიმე დღით-გაუღიმა თამუნამ შვილს და მის ხვეულ გაწეწილ თმას ნაზად ჩააყოლა ცივი თითები -მერე სად წავალთ?-დაინტერესდა დაძაბული გოგონა -ჩვენც ვიქირავებთ და იქ გადავალთ საცხოვრებლად -ჰო მაგრამ...-დაიბნა ნინი -ფული მაქვს! -მართლა?-შეიცხადა გოგონამ -ცოტაა მაგრამ დასაწყისისთვის გვეყოფა -კი მაგრამ საიდან გაქვს? -ბანკში ვაგროვებდი პირად ანგარიშზე, როცა ვმუშაობდი... -მამამ იცის? -არა -რამდენი გაქვს? -7 ათასი -ამდენი?-გაოცებისგან ლამის პირი დააღო ნინიმ -მთელი ცხოვრება ვაგროვებდი-ირონიულად გაეცინა თამუნას -ვფიქრობ ეს ძალიან ცოტაა -მართალი ხარ-გაეღიმა ნინის- მაგრამ ესეც კარგია -იცი?ზურა ძალიან ეცდება რომ მასთან დაბრუნდე- უეცრად აემღვრა ხასიათი თამუნას -რაც უნდა ის გააკეთოს, მე შენ არ მიგატოვებ არავითარ შემთხვევაში!-დარწმუნებით უთხრა გოგონამ და ჩაეხუტა აღელვებულ ქალს შემდეგ კი სევდიანი თვალებით დააცქერდა მის გულზე მიწებებულ მძინარე პატარას- მარიამი?!- ჩამწყდარი ხმით, უმისამართოდ იკითხა და სახეზე მოეფერა ძმიშვილს -ჩვენთან იცხოვრებს!- მკაცრი ტონით თქვა თამუნამ და კიდევ უფრო მეტად მიიწება აჩქარებულ გულზე პატარა -დედა... -დაიჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა გოგონამ- გგონია რომ ლაშა ჩვენთან ცხოვრების უფლებას მისცემს? -მარიამთან ვერ დაგვაშორებს ამას ვერ შეძლებს- აღმოხდა აღელვებულ ქალს და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -ფიქრობ რომ მამას და შენს შორის არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს? -ნინი გთხოვ-აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს და აკანკალებული თითებით ნაზად მოეფერა სახეზე შვილიშვილის -დედა ძალიან მეშინია -ნუ გეშინია!-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ და გაუღიმა- ყველაფერი კარგად იქნება, ლაშა ვერ შეძლებს რომ მარიამთან დაგვაშოროს, ამას ვერ გააკეთებს... -მამა?- ინტერესით ჰკითხა ნინიმ სუნთქვა აჩქარებულ ქალს და მისი პასუხის მოლოდინში ერთიანად დაეჭიმა სხეული, მაგრამ თამუნამ ხმის ამოღება ვერ გაბედა, ძალა არ ეყო რადგან ზუსტად იცოდა რაზეც იყო წამსვლელი ზურა სასურველის მისაღებად. გაბრაზებული და გაღიზიანებული ლაშა გიჟივით შევარდა სახლში და მკვლელი მზერით მიაჩერდა ზურას რომელიც მოყრილ-მოყრილ ნივთებშორის უემოციო სახით იდგა ღვინის ნახევრად დაცლილი ბოთლით ხელში -ეს გინდოდა?-დაუღრინა მამას და უხეშად მიარტყა ფეხი პატარა მინის დამსხვეულ მაგიდას, რომელიც სახლში გამეფებული აუტანელი სიჩუმის ფონზე საზარელი ხმაურით გაცურდა იატაკზე მიმოფანტულ შუშის ნამსხვრევებზე -დაბრუნდება!-ბრაზნარწვი ტონით თქვა ზურამ და ბოთლი მოიყუდა -ზუსტად ვიცი რომ არ გაპატიებს! არასდროს გაპატიებს!-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი და მაგიდაზე გამეტებით დაარტყა ორივე ხელი -ვიცი რომ არ მაპატიებს!-დარწმუნებით უთხრა ზურამ და ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი კედელს შეახეთქა- მაგრამ დაბრუნდება!- გადაჭრით თქვა და მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი -საით?-წინ გადაეღობა ლაშა, მისი ქცევით გაღიზიანებულმა მამაკაცმა არაფერი უპასუხა, უხეშად აუქცია გვერდი და ეზოში გავიდა- მამა რამე სისილელე არ ჩაიდინო... უარესად არ გაართულო ყველაფერი -რაც მეტი დრო გავა მით მეტად დარწმუნდება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში!- უეცრად მიტრიალდ გაგიჟებული ზურა დაძაბული ბიჭისკენ -და რას აპირებ?-დაიბნა ლაშა -იცი რასაც ვაპირებ!-ავარდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი -ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არ ექნებ, ტყუილად გააღიზიანებთ ერთმანეთს -მასთან სალაპარაკოდ არ მივდივარ!-გამოსცრა კბილებში ზურამ და საჭეს მიუჯდა -არ დაბრუნდება!-გადაჭრით უთხრა ლაშამ და სევდიანი მზერით მიაჩერდა სახეში გაგიჟებულ კაცს -ვაიძულებ რომ დაბრუნდეს!- მუქარით თქვა ზურამ და გიჟივით გააქანა მანქანა ქუჩაში. -ამის დედასაც შევ.ციიი-უმისამართოდ იყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და მაშინვე საჭეს მიუჯდა თავადაც. თამუნა შეკრთა როცა გამთენიისას კარზე მოურიდებელი ბრახუნი ატყდა, მაშინვე მისაღებ ოთახში შევიდა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა დას და დიშვილებს -ვინ უნდა იყოს ამ დილაადრიან-მშვიდი ტონით თქვა ქალმა, რომ უარესად არ აეფორიაქებინა თამუნა და კარისკენ წავიდა შეშფოთებული, თუმცა მაშინვე შვებით ამოისუნთქა როგორც კი ლაშას ხმა გაიგო დაკეტილი კარს მიღმა და იმავე წამს ფართოდ გააღო, მაგრამ როგორც კი მის უკან მდგომ ზურას ჰკიდა თვალი სახეზე ცივად შეეყინა ღიმილი -შეიძლება?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ ერთ ადგილზე მიყინულ ქალს და დაუპატიჟებლად შევიდა ზურასთან ერთად სახლში. თამუნას უსიამოდ გასცრა სხეულში როგორც კი სახე მონგრეულ კაცს ჰკიდა თვალი და ნაწყენი მზერით მიაჩერდა ლაშას, რომელიც მაშინვე გაექცა მის აწყლიანებულ მწვანე ჩამუქებულ სფეროებს -დედა-დაიწყო შემრიგებლური ტონით ლაშამ- მინდა რომ შენ და მამა ილაპარაკოთ -სალაპარაკო აღარაფერი-უემოციო ტონით თქვა ქალმა და ცივი მზერა ქმრის არეულ სახეს მიაყინა -დედა! -ლაშა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე! -ნაჩქარევი და გაუაზრებელი! -მინდა რომ წახვიდეთ!- მშვიდი ტონით თქვა თამუნამ და მიტრიალდა. შეკრთა როცა ზურამ მაჯაზე ხელი წაავლო და თავისკენ მიატრიალა-რას აკეთებ-ბრაზნარევი ტონით უთხრა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისთვის, თუმცა გაღიზიანებულმა მამაკაცმა მისი გაშვების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ აღელვებული ქალი და მკლავებშორის მოიმწყვდია -უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ! მარტოებმა! პირისპირ!-მკაცრი ტონით უთხრა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -ზურა-ჩარევა სცადა ირინამ მაგრამ ლაშამ უფლება არ მისცა დეიდას და ცივად უთხრა -თვითონ გაერკვევიან! -ხელი გამიშვი! ახლავე!-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თამუნამ, მაგრამ ქმრის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებს თავი ვერაფრით დააღწია -დედა რა ხდება?-ნახევრად მძინარე და შეშინებული ნინი თმაგაწეილი გამოვიდა საძინებლიდან სათვალის სწორებით -ისეთი არაფერი-თვალები დაუბრიალა ლაშამ და წინ გადაეღობა დას. სწორედ ამ დროს ზურამ კარისკენ წაიყვანა თავგზააბნეული, დამფრთხალი და დაბნეული თამუნა -დედა!-აყვირდა ნინი და გვერდის აქცევა სცადა ძმისთვის -დაწყნარდი რა-მომაბეზრებლად უთხრა ლაშამ და გასაქანი არ მისცა გაბრაზებულ გოგონას -ხვდები რას აკეთებ?-ვერ წყნარდებოდა გაცეცხლებული ნინი -ვხვდები!-მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ და როგორც კი ზურამ სახლიდან გაიყვანა თამუნა კარში გაიჩხირა და მშვიდად დაამატა- ეს ერთადერთი შანსია რომ მამამ დედა დაიბრუნოს! -ხელი გამიშვი-ჯერ კიდევ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა თამუნა, კიბეზე, სწრაფი ნაბიჯით ჩამავალი გაღიზიანებული კაცისთვის და მაჯის დახსნას ამაოდ ცდილობდა -მშვიდად-უეცრად გაჩერდა ქუჩაში გასვლისას ზურა და უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში- უბრალოდ შენთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი მინდა -მე არ მინდა-ბრაზნარევი ტონით უთხრა თამუნამ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა -ნუ მეწინააღმდეგები-გაღიზიანდა უეცრად ზურა და თავისკენ მიიზიდა საყვარელი ქალის სუსტი სხეული, წელზე ძლიერად შემოაჭდო უხეში ხელი და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში- ხომ იცი რომ მაინცა არ გაგიშვებ -მორჩი სისულელეების კეთებას და ხელი გამიშვი- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ და თავი გვერდზე მიატრიალა რადგან ზურას მზერა, ცხელი, ნაცნობი, მამაბეზრებელი, ალკოჰოლის სიგარეტის და სუნამოს საზიზღარი მძაფრი ნაზავი საშინლად აღიზიანებდა -ვერ გაგიშვებ არ შემიძლია-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა და მანქანისკენ წაიყვანა -ზურა არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა, მითუმეტეს მარტო დარჩენა- ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ, როცა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა მანქანის კარი გაუღო -ჩაჯექი!- მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა მამაკაცმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა-ნუ მაიძულებ რომ ეს ძალით გამოყენებით გავაკეთო! -მეზიზღები-მთელი გრძნობით და ემოციით მიახალა თამუნამ -ჩაჯექი-მეთქი-გაუმეორა გაღიზიანებულმა კაცმა. თამუნა ყოველგვარი წინაადეგობის გაწევის გარეშე დაემორჩილა მის სურვილს, წინა სავარძელში მშვიდად დაიკავა ადგილი და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. გაბრაზებული კაცი მაშინვე საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა. მთელი გზა ისე განვლეს რომ ხმა არცერთ არ ამოუღია, თუმცა როგორც კი სახლში შევიდნენ მაშინვე ჩხუბი დაიწყეს -გგონია რამე შეიცვლება ჩვენს ურთიერთობაში ჩემი აქ ძალით მოყვანით?-თამუნამ ზიზღით მოავლო თვალი არეულ სახლს და ცივი მზერა ზურას წაშლილ სახეს მიაყინა -შეიცვლება!-გადაჭრით უთხრა კაცმა და კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო, სწრაფად გახსნა და მოიყუდა -არასდროს რომ გაპატიებს იმას რაც გააკეთე ეს ხომ იცი?-ინტერესით ჰკითხა თამუნამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში -ვიცი-მომაბეზრებლად უთხრა ზურამ და ხმაურით დადო ბოთლი მაგიდაზე -მაშინ არ მესმის რის მიღწევას ცდილობ ასეთი ქცევით -უბრალოდ... მე...შენი დაკარგვა არ მინდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა აღელვებულმა კაცმა და წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, წელზე ძლიერად შემოხვია ძლიერი ხელები და თვლებში ჩააცქერდა სუნთქა შეწყვეტილ ქალს -ვერ დამკარგავ იმიტომ, რომ რეალურად მე შენი არც არასოდეს ვყოფილვარ, რადგან შენ მთელი ცხოვრება მხოლოდ თამთა გიყვარდა -ასე არაა -ასეა!!! -ცდები!-აყვირდა მოულოდნელად წყობრიდან გამოსული კაცი -მთელი ჩემი ცხოვრება ილუზიებში ვცხოვრობდი და იმის იმედად რომ ოდესმე შემიყვარებდი...-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და უმალ გაჩუმდა, რადგან ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა -მომისმინე... -შენი მოსმენა არ მინდა-გაჯიუტდა ქალი და იქამდე არ შეწყვიტა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სანამ ხელიდან არ დაუსხლტა -ვაღიარებ-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ზურამ -როცა ცოლად მოგიყვანე ჯერ კიდევ თამთაზე ვფიქრობდი, მაგრამ... -მე ეს ვიცოდი... ყოველთვის ვიცოდი... მაგრამ საკუთარ თავს არასდროს ვუტყდებოდი რადგან ბავშვობიდან მიყვარდი... ძალიან მიყვარდი ზურა... -ვიცი-ჩავარდნილი ხმით თქვა კაცმა და აყირავებული სკამი გაასწორა, მაგიდასთან მისწია მშვიდად დაჯდა ზედ და უემოციო, ცივი მზერა ააყოლა საყვარელი ქალის უგრძნობ სხეულს და კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით, გულწრფელად უთხრა- სწორედ ამიტომ აგირჩიე შენ!- და კიდევ მოსვა ცოტაოდენი ღვინო, რადგან ვეღარ უმკლავდებოდა ერთდროულად მოწოლილ ათას გიჟურ გრძნობას და ემოციას -რეალურად შენ მე არასდროს გყვარებივარ... მხოლოდ ჩემი შენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო შეიქმნა ჩვენი უღიმღამო ოჯახი ხომ ასეა?- გულდაწყვეტილმა ჰკითხა თამუნამ და მისავათებული სავარძელში ჩაეშვა -შენ ყოველთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და სასურველი იყავი ჩემთვის! -მაგრამ არ გიყვარდი! არასდროს გყვარებივარ!-გაბრაზდა თამუნამ და მაშინვე ფეხზე წამოდგა აღელვებული -არასწორად ფიქრობ-გაბრაზდა ზურა და კიდევ მოსვა სისხლისფერი მჟავე სითხე-მართალია შენზე ფიქრი თავიდან იმიტომ დავიწყე რომ გგაგიჟებით გიყვარდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შენდამი მეც გამიჩნდა გრძნობები... -არა! ჩემზე ფიქრი იმიტომ დაიწყე რომ სკოლის დამთავრებამდე გათხოვდა თამთა, თან მისთვის ყველაზე სასურველ და შესაფერის კანდიდატზე... შენ და შენს უსაზღვრო სიყვარულს კი ზურგი აქცია... -ჰო სწორედ ასე იყო... დამ.კიდა და გათხოვდა... რადგან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მის სტანდარტებს- ირონიული ტონით თქვა ზურამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -მაგრამ მერე შენ შეგამჩნიე... პატარა, საყვარელი, მხირული და ჩემზე უზომოდ შეყვარებული ულამაზესი გოგონა -გთხოვ აღარაფერი თქვა-შეეხვეწა თამუნა ფეხზე წამომდგარ და ზედმეტად მიახლოებულ კაცს -დღემდე გიყვარვარ... ისევ ისეთი სუფთა გრძნობით როგორც მაშინ წლების წინ-გაუღიმა ზურამ და ნაზად ჩააყოლა ხელის ზურგი მის გაფითრებულ სახეს -მაგრამ შენ არ გიყვარვარ, არასდროს გყვარებივარ...მთელი ეს წლები მხოლოდ თამთაზე ფიქრობდი...-გაბრაზდა თამუნა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქმარს ჩაწითლებულ თვალებში -მიყვარხარ-დარწმუნებით უთხრა ზურამ და სიგარეტიანი თითები ლოყაზე შეახო -არ მითხრა რომ წლებთან ერთად შეგიყვარდი- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაბრაზებულ ქალს და უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან -ჰო შემიყვარდი-დაეთანხმა ზურა და სევდიანად გაუღიმა -ხვდები რა უაზრობას მეუბნები?-გაეცინა ქალს -თამთა ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს საერთოდ აღარაფერეს! -ამას როდის მივხვდი? მაშინ როცა მასთან უშედეგო მგზნებარე ს.ქსით იყავი დაკავებული? თუ ახლა?-ზიზღით და ირონიით ჰკითხა თამუნამ და მაქსიმალურად უკან დაიხია რადგან აღარ შეეძლო უკვე მოღალატე ქმრის ზედმეტი სიახლოვის ატანა -ვიცი რომ გატკინე-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ზურამ ლაპარაკი მაგრამ გაღიზიანებულმა ქალმა ლაპარაკის უფლება არ მისცა -მატკინე...ძალიან მატკინე!!! სწორედ ამიტომ ვერ კი არა უბრალოდ არ გაპატიებ იმას რაც გააკეთე... -თამთასთან რომ ვიწექი ამას ვერ მპატიობ ხომ ასეა? -რას ბოდავ?- უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი -იმიტომ რომ იცოდი თავის დროზე გაგიჟებით მიყვარდა!-აყვირდა ზურაც და როცა თამუნამ სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი გიჟივით ეცა და ტუჩებში აკოცა, თავიდან თამუნა შეეწინააღმდგა მაგრამ უარესი შედეგი რომ მიიღო და მამაკაცის უხეშ მკლავებში აღმოჩნდა მომწყვდეული უმალ დაშოშმინდა და როგორც კი ვნება მორეული მამაკაცი მის უგრძნობ, ცივ, გაცრეცილ ტუჩებს მოწყდა ზიზღით უთხრა -მთელი ეს წლები შენ მხოლოდ მასზე ფიქრობდი, დაუსრულებლად, დაუღალავად და როგორც კი შესაძლებლობა მოგეცა მაშინვე ლოგინში ჩაიწვინე, არა იმიტომ რომ გიყვარდა! არა იმიტომ რომ ის სასურველი ქალი იყო შენთვის! არამედ იმიტომ რომ შენ, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დასარწმუნებლად მისი სხეულის დაუფლება გჭირდებოდა! რადგან საყვარელ ქალს ასე არ ექცევიან ღირსეული და მასზე უზომოდ შეყვარებული მამაკაცები -გგონია ასეთი ნაბ.იჭვარი ვარ?-გაეცინა ზურას -სწორედ ასე მგონია-დაუღრინა თამუნამ და ხელიდან გაუსხლტა -ვფიქრობ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ მე და შენ -წასვლაზე ფიქრიც კი არ გაბედო-წინ აესვეტა ზურა აღარლევებულ ქალს და თმაზე ჩააყოლა ცივი თითები- გესმის რას გეუბნები?-მკაცრი ტონით უთხრა და ოდნავ უკან დაიხია, შემდეგ გამომწვევი მზერა ააყოლა მის ოდნავ ათრთოლებულს სხეულს და ვნებიან, სავსე ტუჩებზე მიაყინა ჩაწითლებული თვალები -აქ! შენს სახლში შენთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებ -წასვლის უფლებას არ მოგცემ... არასდროს მოგცემ-დაუღრინა ზურამ და წამებში დაფარა მათშორის არსებული მანძილი -რას გააკეთებ? რას იზამ? სახლში გამომკეტავ? -თუ საჭირო გახდება ამასაც გავაკეთებ- ცინიკური ტონით უთხრა ზურამ უკან დახეულ ქალს და როგორც კი თამუნა კედელს მიეჯახა მაშინვე ხელები მიანჯინა კედელს და შუაში მოიქცია- ყველაფერს გავეკეთებ იმისთვის რომ სახლში დარჩენა გაიძულო -შენთან ყოფნას ვერ მაიძულებ! -ვიცი რომ ახლა გაბრაზებული და ძალიან გულნატკენი ხარ, ამიტომ შენგან არაფერს ველოდები, არც ჩემთან ყოფნას, არც ცოლის მოვალეობის შესრულებას და მითუმეტეს დაშვებული შეცდომის პატიებას, მაგრამ ამ ყველფერის მიუხედავად ამ სახლიდან წასვლის უფლებას მაინც არ მოგცემ -ჩემგან რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ?- დაინტერესდა თამუნა და მშვიდი ტონით ჰკითხა -უკვე აგიხსენი! -პასუხი არ მაკმაყოფილებს -მიყვარხარ, მჭირდები და შენი დააკრგვა არ მინდა -თამთა? -თამთა?!-შეიცხადა ზურამ -რა შუაშია ახლა ის კახპა? -ის თავისუფალი ქალია უკვე, ქმარს გაშორებული, შვილებიანი, მაგრამ სასოწარკვეთილი, უმუშევარი, მარტოსულიი, იმედგაცრუებული და ეული...ნებისმიერ დროს როცა საკუთარი ვნებების, სურვილების, ძალის და უსაზღვრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოგინდება შეიძლება რომ მასთან წახვიდე და კვლავ მგზნებარე ს.ქსით დაკავდე, რადგან არ მგონია მისგან, წარსულში მოყენებული უნებლიე ღრმა ჭრილობები, მასთან ერთ ღამიანი ურთიერთობით შეხორცებულიყო შენს ბნელ სულში -სერიოზულად?-ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ გაღიზიანებულ ქალს და ირონიულად გაეცინა -გაიწიე-ხელები მკერდგზე უხეშად მიაბჯინა თამუნამ და მისი მხურვალე სხეულის მოშორება სცადა მაგრამ ზურა კიდევ უფრო მიუახლოვდა და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო -მასთან ვიწექი მაგრამ ვერფერი ვერ ვიგრძენი... ფაქტიურად არაფერი არ გვქონია...ვერაფერი განვიცადე... მითუმეტეს მგზნებარე ს.ქსი არ გვქონია... ის რაც შენს არეულ გონებაში წარმოგიდგენია -არანორმალურო, შეშლილო! -უყვირა გაგიჟებულმა ქალმა და იქამდე არ დაწყნარდა სანამ უკან დახევა არ აიძულა მომღიმარ კაცს და მაშინვე გასასვლე კარს ეცა -წასვლა არ გაბედო!-დაუღრინა ზურამ, თამუნა ერთ ადგილს მიეყინა მისი ამ საშინელი ხმის ტემბრით დაზაფრული.შეკრთა როცა მოულოდნელად ზურა ზურგს უკნიდან მიუახლოვდა და ოდნავ გამოღებული კარი მიაჯახუნა -თუ წახვალ- ყურს უკან ჩასჩურჩულა გამომწვევი ტონით- იცოდე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უკან დაბრუნება გაიძულო, იქამდე კი პირობას გაძლევ რომ მარიამს თვალით ვერ ნახავ -ამას ვერ გააკეთებ-მაშინვე მისკენ შეტრიალდა მთელი სხეულით აკანკალებული ქალი და თვალებში ჩააცქერდა გაგიჟებულ კაცს -გავაკეთებ!-დარწმუნებით უთხრა ზურამ და წარბები შეჰყარა -ვერ შეძლებ, მარიამთან ვერ დამაშორებ-ასლუკუნდა თამუნა -დაგაშორებ და შენ ეს კარგად იცი! -ნაძირალა ხარ-ზიზრით უთხრა თამუნამ და სახეზე ხელები აიფრა რომ კაცს მისი ცრემლები და სასოწარკვეთა არ დაენახა -არჩევანი შენზეა-ცივად მიახალა ზურამ და კარი თავად გაუღო. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა თამუნა ერთ ადგილზე მიყინულივით და ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა მარიამზე, მხოლოდ მასზე და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა მის გამო. ბოლოს კარი გამეტებით მიაჯახუნა და მკვლელი მზერით შეხედა ქმარს თვალებში -ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ამ სახლიდან მაინც წავალ-დარწმუნებით უთხრა და მარიამის საძინებლის კარი გააღო -ვიცი რომ ოდესმე შეძლებ ჩემს პატიებას-კარის ჩარჩოს ხელი დაადო ზურამ და მის პროფილს მიაყინა ცივი მზერა -თამთასთან დაშვებული შეცდომა ოდესმე მართლაც შეიძლება მეპატიებინა, მაგრამ ის რაც ახლა გააკეთე არასოდეს გაპატიებ!-ზიზღით უთხრა თამუნამ აღელვებულ კაცს ოთახში სწრაფად შევიდა, კარი ცხვირწინ მიუჯახუნა და როგორც კი ზურა შევიდა მომაბეზრებლად მიტრიალდა მისკენ -მას ჩვენი ოჯახის გადასარჩენად ვაკეთებ -არა! ამას იმიტომ აკეთებ რომ უბრალოდ თამთასთან არ გაამართლა შენმა 25 წლიანმა მოლოდინებმა... იმედი გაგიცრუვდა რაღაც მიზეზით და ახლა ცოლის სტატუსისი მქონე ქალს ებღაუჭები -მეგონა დაგავიწყდა რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი- ცინიკური ტონით უთხრა ზურამ და სახეზე ნაზად შეახო ცივი თითები -მხოლოდ ქაღალდზე და ისიც დროებით! ეს არ დაივიწყო!-არანაკლებ ირონიით უთხრა ქალმა და ზურგი აქცია. გვიან ღამით, შინ დაბრუნებული ნასვამი გიორგი აივანზე იჯდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, თან ვისკის წრუპავდა უკვე ნახევრად დაცლილი ჭიქიდან და თათიას სოც ქსლეს ათვალიერებდა, რომელიც სულ რამდენიმე მოკრძალებული ფოტოთი შემოიფარგლებოდა. სრულიად გაუაზრებლად რამდენიმე წამის განმავლობაში მის დროში გაყინულ მწვანე სფეროებში ჩაიკარგა, რომელის მუდმივი თანმდევი იყო სევდა და ტკივილი, რატომღაც საშინლად გაღიზიანდა და ტელეფონის ეკრანი ჩააქრო. სცადა მასზე ფიქრი თავიდან მოეშორებინა, თუმცა რაც მეტად ცდილობდა გაჰქცეოდა მასზე ფიქრს მით მეტად ემღვრეოდა სისხლი ძარღვებში და მით მეტად წვავდა მისი შეხების და შეეგრძნების სურვილი. შუაღამისას ტელეფონის ზარის ხმამ ისე შეაშინა მძინარე თათია რომ დაფეთებული მაშინვე საწოლზე წამოჯდა, ტუმბოზე დადებულ მობილურს ეცა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე და ეკრანზე დახედვის გარეშე უპასუხა -თათია-ყურმილს მიღმა გაისმა გიორგის არეული ხმა -მოხდა რამე?-დაიძაბა გოგონა-ამ შუაღამისას რატომ მირეკავ? -გეძინა?-ღიმილი მოჰგვარა თათიას ბუზღუნმა ბიჭს -იცი რომელი საათია?-გაუბრაზდა გოგონა -უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა-გაეცინა გიორგის და ვისკი მოსვა -სვაამ-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა თათიამ და ფეხზე წამოდგა აღელვებული -სწავლა დაგეწყო და ხვალ უნივერსიტეტში მიდიხარ ხო? -უფრო სწორად ამ დილას! -მე წაგიყვან-გადაჭრით უთხრა გიორგიმ და კიდევ მისვა უგემური სითხე -არ მჭირდება შენი წაყვანა -ვიცი რომ არ გჭირდება-ჩამწყდარი ხმით უთხრა გიორგიმ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა- მაგრამ მე მინდა რომ წაგიყვანო და გზაში ვილაპარაკოთ -რაზე?-სუნთქვა შეეკრა აღელვებულ გოგონას -ჩვენზე-ჩავარდნილი ხმით უთხრა გიორგიმ და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა სასმლით -მთვრალი ხარ! -ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და ყურმილის დაკიდება გადაწყვიტა -არ გამითიშო-უემოციო ტონით უთხრა ბიჭმა და ერთი მოყუდებით ჩაცალა მერამდენეღაცა ჭიქა ვისკი-სულ რამდენიმე წუთით... მინდა რომ შენს აჩქარებულ გილისცემას მოვუსმინო -გთხოვ-შეეხვეწა თათია -მეტი აღარ დალიო -კარგი მიდი დაიძინე-ღიმილით უთხრა გიორგიმ და გაუთიშა. დილით ძალიან აფორიაქებული იყო თათია, მისდა საუბედუროდ ნიკა ღამის სმენა იყო და სახლში შუადღისით დაბრუნდებოდა, გიგა კი დილაადრიან წავიდა საგარეჯოში ძმაკაცს რთველში რომ დახმარებოდა, შესაბამისად მისი გიორგისთან შეხვედრა გარდაუვალი იყო, თუმცა დილით რომ არ შეეხმიანა ბიჭი ჩათვალა რომ გათხლეშილმა მთვრალმა ბალიშიდან თავის აწევა ვერ შეძლო, ამიტომ ავტობუსის გაჩერებამდე დამშვიდებული წავიდა. ფიქრებში წასულს და გარინდებულ შეკრთა როცა მის ფეხებთან მაღალი სიჩქარით მომავალი შავი M5 გაჩერდა -ჩაჯექი-ჩაწეული ფანჯრიდან გახედა გიორგიმ მას და კარი გაუღო, დაძაბულმა გოგონამ არაფერი უპასუხა და ოდნავ დაბნეული მზერით მიაჩერდა სახეში, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეეფეთა- ჩაჯექი რა- მშვიდი ტონით უთხრა გიორგიმ და მოთმინებით დაელოდა მის ქცევას, თათიამ ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა მისი ნათქვამი და წინა სავარძელში მშვიდად დაიკავა ადგილი თუმცა გიორგის გასაბრაზებლად კარი მიიჯახუნა -ფრთხილად-თვალები დაუბრიალა ბიჭმა რაზეც ორივეს გაეღიმა, თუმცა ის უხერხულობა რაც მათი ბოლო სატელეფონო საუბრისას გაჩნდა მაინც ვერ გაიფანტა -როგორ ხარ?-ინტერესით ჰკითხა გიორგიმ და მისკენ მიიხედა -კარგად შენ?-ცივად ჰკითხა თათიამ და მისი დაჟინებული მზერა მაქსიმალირად დააიგნორა- გუშინ ისეთი მთვრალი იყავი მეგონა დილით თავს ვერ ასწევდი-საყვედურით უთხრა და ამჯერად თავად მიიხედა მიაკენ -მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დავლიე-გაეღიმა გიორგის -ძალიან მთვრალი იყავი! -ზედმიწევნით კარგად მახსოვს გუშინ რაც გითხარი- გამომწვები ტონით უთხრა და მოულოდნელად მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი დანისლული ჩამქრალი სფეროები ისევ შეხვდა ერთმანეთს -შენ როდის გეწყება სწავლა?-სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ -ორ კვირაში-გაუღიმა გიორგიმ და გზას გახედა -მიხარია რომ სწავლას აგრძელებ-გულწრფელად უთხრა თათიამ და მინა ჩასწია რადგან სუნთქვა ეკვროდა -ისე რა უცნაურია არა? ორივე წელს ვამთავრებთ სწავლას-ლაპარაკში აჰყვა გიორგი -აკადემიური რომ არ აგეღო უკვე დამთავრებული გექნებოდა!-გაუბრაზდა თათია -ხომ იცი რა მიზეზითაც წავედი!-გაღიზიანდა უცბათ გიორგი -აქედანაც შეგეძლო მამაშენის არეული საქმეების მოგვარება! -რომ შემძლებოდა მოვაგვარებდი -ვფიქრობ წასვლა აუცილებელი არ იყო, თან ასე მოულოდნელად! -სხვა გზა არ მქონდა-თქო ხომ აგიხსენი უკვე? -მოწევა რატომ დაიწყე?-ჩამჭრელი კითვის დასმის შემდეგ გამარჯვებულის იერით შეხედა თათიამ ბიჭს -მისწორდება და ვეწევი -დარწმუნებული ვარ მაია დეიდა საშინელად იმედგაცრუელბულია -ვფიქრობ შენ უფრო გაღელვებს რომ ვეწევი ვიდრე მას-ნიშნის მოგებით უთხრა გიორგიმ და ნიკაპზე ხელი აკრა -საშინლად აუტანელი ხარ-გაუბრაზდა თათია და მისი ხელი მოიშორა სახიდან -უნივერსიტეტის დამთავრების მერე რას აპირებ?- სიტუაციის განეიტრალება სცადა გიორგიმ -არაფერს-მხრები აიჩეჩა გოგონამ-შენ? -გამოცდებზე გასვლას და მაგისტრატურაზე სწავლას -კარგია შენი პროფესია ასე ძალიან რომ მოგწონს და გინდა ამ კუთხით გავითარდე-მოწყენილი ხმით უთხრა თათიამ-დარწმუნებული ვარ კარგი პროგრამისტი იქნები -შენ ისევ რატომ არ მოგწონს შენი პროფესია? საქართველოში მასწავლებლები დაფასებულები არიან -ჰო მაგრამ საერთოდ არ მაქვს სურვილი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვებს აი ია და როჯერ ორი ვასწავლო -მეგონა დროთა განმავლობაში მოგეწონებოდა შენი პროფესია და ჟურნალისტობაზე ოცნებას შეწყვეტდი -რა არ მოგწონს?-გაბრაზდა თათია -მიკროფონით ქუჩა-ქუჩა სირბილი რა საოცნებო პროფესიაა არ მესმის-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გაეცინა -ისე შენნაირ ნაზ მშვენებას ქუჩაში ვინ გაუშვებდა?! ეგრევე რომელიმე გადაცემის წამყვანად დაგსვამდნენ...მადლობა გიგა ბიძიას თორემ ტელევიზორიდანაც არ მომასვენებდი-გაეცინა გიორგის -დამპალო-უჩქმიტა თათიამ -აუ რა მწარე ხელი გაქ...ლექციების მერე გამოგივლი- სასხვათაშორისოდ უთხრა გიორგიმ და მისკენ მიიხედა -არ შეწუხდე, როგორმე ჩემითაც მოვახერხებ სახლში დაბრუნებას -მინდა რომ... ერთ ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვანო და დაგელაპარაკო -არა-გადაჭრით უთხრა გოგონამ და მისკენ მიიხედა -თათია -გთხოვ! -მხოლოდ ერთხელ შემხვდი... -არა-მეთქი -მინდა რომ სერიოზულად დაგელაპარაკო ჩვენზე -მანქანა გააჩერე! -რა? -გააჩერე-მეთქი- უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -დამშვიდდი -გააჩერე! ახლავე! -რა გემართება-დაიბნა გიორგი და როცა წითელ შუქნიშანზე შეჩერდა ატირებული თათია მანქანიდან გიჟივით გადავიდა, ქუჩა გადაკვეთა და პირველივე გამოჩენილ ტაქსიში ჩაჯდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.