არეული გრძნობები 14 თავი
დაბნეული და გაოგნებული გიორგი მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა გამაყრუებელი სიგანლებით აიკლეს ქუჩა მის უკან მდგომმა მანქანებმა, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაიყვანა მანქანა გზიდან და გააჩერა. მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან აკანკალებული თითებით და თათიასთან დარეკა, მაგრამ უშედეგოდ, გოგონამ სრულად დააიგნორა ის და მისი ყოველი ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა, ამიტომ გაღიზიანებულმა ბიჭმა მოწოლილი ბრაზის და მრისხანების დასაოკებლად საჭეს გამეტებით დაარტყა ხელი, შემდეგ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა... რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია, მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა და ვერ დაამშვიდა გაბრაზებულმა რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები ძლიერად დახუჭა და თავი უკან გადასწია, სცადა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა რომ როგორმე გამოსავალი ეპოვა ამ უაზრო სიტუაციაში, მაგრამ უშედეგოდ. რაც მეტს ფიქრობდა თათიაზე და მის უცნაურ ქცევაზე მით მეტად ერეოდა თავგზა და ვერფრით ხსნიდა მიზეზს იმისა თუ რატომ გადაუხტა შუა ქუჩაში მანქანიდან სიტყვის უთმელად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ატირებული. კარგა ხანს იჯდა ასე ერთ ადგილას მიყინულივით და ფიქრობდა ბევრს ძალიან ბევრს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, რომელიც მის გულში, გონებაში და სულში მხოლოდ თათიასთან იყო ურთიერთკავშირში. ბოლოს როცა დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა, ოდნავ დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მაშინვე თინა ბებოს დაურეკა. გაარკვია როდის უმთავრდებოდა ლექციები თათიას და გეზი უნივერსიტეტისკენ აიღო. მომღიმარი სახით მიაჩერდა გიორგი უნივერსიტეტის ეზოდან ქუჩაში გამოსულ თათიას, რომელიც თვალებით ვიღაცას ეძებდა გამალებით. მაშინვე მანქანიდან გადასვლა და მასთან მისვლა დააპირა მაგრამ ადგილზე გაშეშდა და სახეზე ცივად მიეყინა ღიმილი, რადგან თვალი ჰკიდა ლაშას, რომელიც სწრაფად მიუახლოვდა გოგონას ზურგს უკნიდან თითები მის თითებში ახლართა, თავისკენ მიატრალა ზედმეტად მიიზიდა და ტუჩის კუთხეში გამომწვევად აკოცა. ამ ყველაფერის ნახვით გაღიზიანებულმა და გაგიჟებულმა ბიჭმა მაშინვე დაქოქა მანქანა, ადგილზე მოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. .... თამუნა ზიზღით მიაჩერდა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებულ კაცს -მარიამს და ნინის როდის მოიყვანს ლაშა?! -მალე-აგრესიული ტონით უპასუხა კაცმა და კიდევ მოსვა ნახევრად დაცლილი ბოთლიდან შავი ღვინო -ჩემს დასჯას ცდილობთ?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ და თავზე წამოადგა მომღიმარ კაცს -შეიძლება ასეც ითქვას-დაეთანხმა ზურა და გამომწვევი მზერა ააყოლა მის ზედმეტად გამხდარ სუსტ სხეულს -მარიამზე საერთოდ არ ფიქრობთ? -ნუ ღელავ თავს მშვენივრად გრძნობს უშენოდ- აგდებული ტონით უთხრა ზურამ და ამღვრეული მწვანე სფეროები მის წითელ ვნებიან ტუჩებს მიაყენა -ლაშას დაურეკე! უთხრი რომ სახლში მოიყვანოს ბავშვები! -მაშინ მოიყვანს როცა ამას საჭიროდ ჩათვლის- გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კაცმა და ღვინის სმა მშვიდად განაგრძო -რის მიღწევას ცდილობთ-უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი და ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი ხელიდან წაგლიჯა სახე მონგრეულ კაცს და კედელს შეახეთქა. მისი ამგვარი თავშეუკავებელი ქცევით გაოგნებული ზურა მაშინვე ფეხზე წამოდგა და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში სუნთქვა აჩქარებულ ქალს -მშვიდად-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს -არ გაბედო და არ შემეხო!- მბრძანებლური ტონით უთხრა თამუნამ და ოდნავ უკან დაიხია მასთან დისტანციის გასაზრდელად, რადგან საშინლად მოქმედებდა მასზე, მამაკაცის ზედმეტი სიახლოვე, ცხელი სუნთქვა სახეზე და შეხება -ნუღელავ არ შეგეხები-ბრაზნარევი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ზურამ და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, წელზე ძლიერად შემოაჭდო უხეში ხელები მთრთოლარე სხეულზე და ზემოდან დააცქერდა- იქამდე არ შეგეხები სანამ ამის უფლებას შენ არ მომცემ... -ზურა ხელი გამიშვი-აღმოხდა აფორიაქებულს ქალს და ცსადა ხელიდან გასლტომოდა მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან გონება დახშულ კაცს მაგრამ ამაოდ, რაც მეტად ცდილობდა თავის დაღწევას მისი მარწუხივით შემოჭდობილი მკლავებიდან მით მეტად იწებებდა ზურა მის ზედმეტად გამხდარ და სუსტ სხეულს ტანზე -ვგრძნობ... შენზეც ისევ საშინლად ვმოქმედებ ახლა, როგორც შენ ჩემზე-მოულოდნელად დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა დამფრთხალ ქალს და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები -რას ბოდავ-ზიზღით უთხრა თამუნამ და უსიამოდ გააჟრჟოლა როცა მამაკაცმა სველი კოცნის კვალი დაუტოვა -ნუ უარყოფ-გაეცინა ზურას და სწრაფად გაუშვა ხელები მის მთრთოლარე სხეულს -მეზიზღები, გესმის?-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში -არ მითხრა რომ ვერაფერი იგრძენი-ხმა დაბალი ტონით უთრა მომღიმარმა კაცმა ერთ ადგილზე მიყინულ ქალს და ნაკოცნზე ნაზად გააყოლა უხეში თითები -მორჩი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და როგორც კი ზედმეტად მიუახლოვდა ზურა წამიერად სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა -ვგრძნობ, რა საშინლად მოქმედებს შენზე ჩემი შეხება- დარწმუნებით უთხრა კაცმა და სანამ თავგზააბნეული ქალი აზრზე მოვიდოდა რამეს ეტყოდა გარეთ გავიდა, საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა ქუჩაში მანქანა. ......გიორგიმ ვერაფრით შეძლო თათიასთან განმარტოვება და ლაპარაკი. გოგონა გამუდმებით თავს არიდებდა მასთან ურთიერთობას, ხოლო მის ზარებს და შეტყობინებებს კვლავ ჯიუტად აიგნორებდა. ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი სასმელს მიეძალა გარკვეული პერიოდი რაც მაიას ცრემლების ღვრის მიზეზი გახდა -ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი, რა გემართება-სლუკუნებდა აფორიქებული ქალი -განსაკუთრებლი არაფერი და.კიდე-მშვიდი ტონით უთხრა გიორგიმ და საწოლზე წამოჯდა -უკვე რამდენიმე დღეა არ გამოფხიზლებულხარ, რა ხდება ასე რატომ იქცევი? რა შეიცვალა -არაფერი-თქო უკვე ხომ აგიხსენი- უეცრად გაღიზიანდა ბიჭი და ფეხზე წამოდგა აღელვებული -ვახო ჩამოდის გვიან ღამე...იმედია დღეს მაინც არ დალევ -ახალი მამიკო-ირონიული ტონით თქვა გიორგიმ და გაბუტულ ქალს ზურგის უკნიდან მიუახლოვდა ორივე ხელი ძლიერად შემოხვია ფუმფულა მხრებზე და თავზე აკოცა -ზოგჯერ საშინლად აუტანელი ხარ იცი?- სიცილით უთხრა მაიამ და თმები აუჩეჩა -თათიაც სულ მაგას მეუბნება-გატაცებით თქვა გიორგიმ და მაშინვე სახე შეეცვალა საყვაერელი გოგონას გახსენებაზე -იცი? დღდე ვერ გავიგე რა სახის ურთიერთობა გაქვთ, შენ და მას-პატარა გამოძოების ჩატარება გადაწყვიტა მაიამ ეჭვების გასაფანტად -არანაირი სახის ურთიერთობა არ გვაქვს-ბრაზნარევი ტონით თქვა ბიჭმა და აივანზე გავარდა გაღიზიანებული -ისევ იჩხუბეთ?-დაინტერესდა მაია და ყავის ჭიქით ხელში გავიდა გარეთ -ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა-მოიღუშა გიორგი და ცოტაოდენი ყავა მოსვა მისი ჭიქიდან -ასე მის გამო ხარ?-მკაცრი ტონით ჰკითხა მაიამ აფორიაქებულ ბიჭს და აივნიდან მეზობელ სახლს გახედა სევდიანი თვალებით -დედა!-წამოენთო გიორგი -ლაშაზე უკვე ყველაფერი იცი არა? -ამის დედაც-აღმოხდა გაგიჟებულ ბიჭს და გიჟივით შევარდა სახლში, თეთრ ქათქათა პერანგს ხელი წამოავლო, სწრაფად მოიცვა და კისრისტეხვით ჩაირბინა კიბეები ღილების შეკვრით -სად მიდიხარ-უკან მიჰყვა აფორიაქებული ქალი გაბრაზებულ ბიჭს -ცოტნესთან!-მიაყვირა გიორგიმ და მაშინვე საჭეს მიუჯდა. .... თვალებაწყლიანებული თამუნა ძლიერად ჩაეხუტა ზედმეტად მონატრებულ შვილს და შვილიშვილს -ამ დამპალმა ტელეფონი წამართვა-ლაშაზე მიანიშნა ნინიმ აფორიაქებული ქალი რომელმაც ხელში აიყვანა მისი ნახვით აღფრთოვაბენული მარიამი და გულში ჩაიკრა -ბებოს სუნთქვა, ბებოს ცხოვრება, ბებოს სიცოცხლის აზრი-გატაცებით ეფერებოდა თამუნა პატარას და სრულიად აიგნორებდა ლაშას და ზურას იქ ყოფნას -დედას ხუჭუჭა გოგო, დედას სიხარულო-ნინისაც მიეფერა თამუნა თმებზე და ლოყები დაუკოცნა -წამოდით თქვენი ნივთები ამოვალაგოთ-შესთავაზა თვალცრემლიანმა ქალმა ბავშვებს მაგრამ ლაშაა ხმამ ადგილზე გააშეშა -დედა მინდა რომ ვილაპარაკოთ... მხოლოდ მე შენ და მამამ -თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-ნაწყენი ტონით უთხრა ზურგით მდგომმა ქალმა ბიჭს და საძინებელში სწრაფად შეიკეტა ნინისთან და მარიამთან ერთად -შეცდომა დავუშვით-ბრაზნარევი ტონით უთხრა ლაშამ ერთ აგდილზე მიყინულ კაცს -ხედავ? უკვე მეც მაიგნორებს -გადაუვლის -მარიამთან არ უნდა დაგვეშორებინა, შეცდომა დავუშვით -დამშვიდდი! -დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა აფორიაქებულ ბიჭს- ასე იყო საჭირო, უნდა ეგრძო მარტოობა... სხვაგვარად სახლში დარჩენას ვერ ვაიძულებდი... -და ახლა რას აპირებ? როდემდე უნდა იცხოვროთ განქორწინეულებივით -აი ეგ უკვე შენ აღრა გეხება-გაბრაზდა ზურა და თვალებში ჩააცქერდა გაოგნებულ ბიჭს -იცოდე რამე სისულელე არ ჩაიდინო!- გამაფრთხილებლად უთხრა ლაშამ და მარიამის ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა- დედა გთხოვ დამელაპარაკე-შეეხვეწა ტირილისგან თვალებდაწითლებულ ქალს რომელმც ცივი, ცარიელი, არაფრისმთქმელი თვალებით გახედა მას -რაზე? იმაზე როგორ წამგლიჯეთ ხელიდან მარიამი იმის გამო რომ ჩემთვის ამ წყეულ სახლში დაბრუნება გეიძულებინათ?-მოულოდნელად უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა და შეშინებული მარიამინადგილზე რომ შეხტა ოთახიდან ატირებული გამოვარდა -ვიცი რომ გაუკი გატკინე-უკან მიჰყვა აფორიქებული ბიჭი გაბრაზებულ ქალს -შენ და ზურა გამუდმებით ტკივილს მაყენებთ მერე კი რამდენიმე გაცვეთილი სიტყვით ცდილობთ ყველფრის გამოსწორებას! გგონიანასე მარტივია იმ ყველაფერის დავიწტება რისი გადატანაც თქვენ ორმა მაიძულეთ მარიამთან განშორებით?-იყვირა ისევ გაბრაზებულმა ქალმა და სააბაზანო ოთახში შეიკეტა ატირებული. უძილობისგან და თავის ტკივილებისგან გაწამებულმა ქალმა აფთიაქში წასვლა და ვადაგასული რეცეპტით დამამშვიდებლების ყიდვა გადაწყვიტა ლაშას ძლივს მოფიქრებული და გამეტებული ას ლარიანის წყალობით, ამიტომ როგორც კი მარიამი დააძინა საწოლიდან ფრთხილად ადგა, თხელი ჟაკეტი მოიცვა, ფულს და რეცეპტის ხელი წამოავლო და აფთიაქში წასვლა გადაწყვიტა, რადგან სახლში არც ზურა და არც ლაშა არ იყვნენ, მაგრამ მისდა საუბედუროდ როგორც კი ეზოს კარი გააღო და ქუჩაში გავიდა ზურა შემოვარდა მანქანით ჩიხში და უსტად მის ფეხებთან გააჩერა რამდენიმე სანსტიმეტრის მოშორებით ფანჯარა ჩასწია და უკმაყოფილო მზერით აათვალიერა დაძაბული ქალი -საით?-მკაცრი ტონით ჰკითხა და განზრაზ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -მაღაზიაში-იცრუა თამუნამ მასთან კომფლიქტის ასარიდებლად -ასე გვიან?-შეიცხადა ზურამ რომლის ხმაშიც აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა -რამე პრობლემააა?-წამოენთო თამუნა -ჩაჯექი მე წაგიყვან -არ მჭირდება შენი წაყვანა -ჩაჯექი-მეთქი- მბრძანებლური ტონით გაუმეორა წყობრიდან გამოსულმა კაცმა და კიდევ ერთხელ აათვალიარა მისი ოდნავ ათრთოლებული სხეული -თავი დამანებე -ან ერთად წავალთ მაღაზიაში ან ვერსად ვერ წახვალ! -თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?! -შენი ქმარი -უფლება არ გაქვს რამე ამიკრძალო-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ და გზის გაგრძელება გადაწყვიტა მაგრამ მანქანიდან გიჟივით გადასულმა ზურამ მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა- რას აკეთებ- გაიბრძოლა თამუნამ და ხელის დახსნა სცადა -აფთიაქში მიდიხარ... ხომ ასეა?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ზურამ თავისკენ მიიზიდა აღელვებული ქალი -ხელი გამიშვი -არ გაგიშვებ -წამლები მჭირდება- ჩამწყდარი ხმით უთხრა უეცრად დაშოშმინებულმა ქალმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა -შეეშვი რა მაგ ყლ..ბებს-ავარდა ზურა -გამიშვი-ხმა გაიმკაცრა თამუნამ -არა-მეთქი -ზურა -ვერსად ვერ წახვალ-დაუღრინა გაავებულმა კაცმა და ძალდატანებით მიიყვანა ეზოს კართან, მაგრამ თამუნამ ისეთი წინაადეგობა გაუწია რომ მეზობლების განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის თავიდან ასარიდებლად ხელი გაუთავისუფლა გაღიზიანებულმა კაცმა, ამ დროს თამუნამ მკლვევი მზერით შეხედა მას სწრაფი ნაბიჯით წავიდა აფთიაქისკენ თუმცა თავი იმდენად ცუდად იგრძნო იმ მომენტში რომ სრულიად გაუაზრებლად ქუჩა გადაჭრა აფორიაებულმა და მშენებარი უსახურ კორპუსებშორის მოქცეულ პატარა პარკში შევიდა, სკამზე დაჯდა და ნერვებს აყოლილი უხმოდ ატირდა. შეკრთა როცა ზურგს უკნიდან ფეხის ნაბიჯების სუსტი ხმა შემოესმა, დაფეთებული მაშინვე ფეხზე წამოვარდა და საჩხუბრად გამზადებული მიტრიალდა ზურასკენ თუმცა მისდა გასაოცრად მის წინ ნაცნობი მაგრამ უცნობი პიროვნება იდგა, ამ დროს მათი თვალები წამიერასდ ერთმანეთს შეხვდა... სრულიად გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად თამუნა კვლავ მის ცისფერ უძირო თვაკებსი ჩაიკარგა -თქვენ-ჩამწყდარი ხმით უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე და სწრაფად მოიშორა უნებურად გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სახიდან -ზაზა... ზაზა ბენდელიანი-ცივად უთხრა მამაკაცმა და ცისფერი ჩამქრალი ფეროები მის გამხდარ სხეულს სწრაფად ააყოლა და ცრემლიან თვალებზე შეაჩერა -თამუნა წერეთელი-უღიმღამოდ უთხრა ქალმა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა -მართალი აღმოვჩნდი-სამარისებური სიჩუმე მამაკაცის ბოძმა ხმამ გაკვეთა -რას გულისხმობთ?-უინტერესოდ, უფრო ზრდილობოს გამო ჰკითხა თამუნამ და უცნაური მზერით ახედა მასთან შორი-ახლოს მდგომ კაცს -იმას რომ დამამშვიდებლების მიღებას აზრი არ აქვს, ისინი პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგვეხმარებიან -ფსიქოლოგი ხართ?! თუ ფსიქიატრი-გაბრაზდა თამუნა -არცერთი, უბრალოდ საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით -მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ-ძალდატანებული ზრდილობით უთხრა თამუნამდ აფეხზე წამოდგა რადგან უცნობ, იდუმალ მამაკცთან საუბარი და სიახლოვე ძალიან აფორიაქებდა -იმედია კიდევ შევხვდებით-უემოციო ტონით უთხრა ზაზამ მიბრუნებულ ქალს და გაეღიმა, როცა გაბრაზებული თამუნა მისკენ მიტრიალდა -უკან რატომ გამომყევით? -ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში ურეაქციოდ მდგომ კაცს -წესით აქ, ამ ადგილას, ჩემს ნაცვლას შენი ქმარი უნდა იდგეს და გამშვიდებდეს-გამომწვევი ტონით უთხრა ზაზამ აღელვებულ ქალს და წამიერად ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე -ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არც თქვენ არ გეხებათ და არც ვინმე სხვას-უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაბრაზებული ქალი -ზურა დადიანი- მშვიდი ტონით წარმოსთქვა ზაზამ საძულვი მამაკაცის სახელი თან ისე რომ წამით თავლი არ მოუშორებია თამუნას მონგრეული სახისთვის -ჩემს ქმარს საიდან იცნობთ? -რა მნიშვნელობა აქვს? -ჩემთვის ააქვს! -პირადად არ ვიცნობ -მაგრამ მე მიცნობთ -არც ისე კარგად რომ ამ ყველაფერს ნაცნობობა დავარქვათ- უემოციო ტონით უთხრა მამაკაცმა და სიგარეტი სწრაფად ამოიღო ჯიბიდან მშვიდად მოუკიდა და გააბოლა -უნდა წავიდე-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და მიტრიალდა -თუ წინააღმდეგი არ იქნები აფთიაქამდე მიგაცილებ-ზაზას ცივმა ხმამ ადგილზე გაყინა დაბნეული ქალი -თქვენი დაცვა და მზრუნველობა არ მჭირდება-მოულოდნელად მისკენ მიტრიალდა თავგზააბნეული თამუნა და უმალ სუნთქვა შეეკრა რადგან ზედმეტად ახლოს მდგომი მამაკაცის ცხელი სუნთქვა მიეფრქვია სახეზე- იმედია აღარ შევხვდებით-ჩამწყდარი ხმით უთხრა როცა აზრზე მოსვლა და უკან დახევა შეძლო და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. სახლში შევიდა თუ მკვლელი მზერით მიაჩერდა ზურა სახეში -აქამდე სად იყავი -ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? -აქვს -პარკში -ამ შუაღამისას? -რამე არ მოგწონს? -ნუ მიწვევ-უეცრად წამოვარდა ზურა სავარძლიდან წინ აესვეტა სიცივისგან სახე გადაფითრებულ ქალს -ძილი ნებისა-თავხედურად უთხრა თამუნამ და სწრაფად შეიკეტა მარიამის ოთახში. გიორგიმ მთელი ღამე თეთრად გაათენა თათიაზე ფიქრში. ვერც მოწევამ და ვერც დალევა ვერ გაფანტა მის დახშულ გონებაში საყვარელ გოგონაზე ოცნება და ფიქრი.ამიტომ მოსვენება დაკარგული ეზოში ჩავიდა და გადაწყვიტა რაიმე გზა გამოენახა მასთან მარტო დასარჩენად და სალაპარაკოდ რომ ბოლოსდაბოლოს გაემხილა თავისი წრფელი გრძნობები და უბრძოლველად არ დაეთმო ლაშასთვის. -რა მაგარია თათია რამდენიმე საათში შენი დაბადების დღეა-ტაში შემოჰკრა აღფრთოვანებულმა თიკამ და საათს გახედა -ხომ იცი რომ არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა-მოიღუშა გოგონა -კარგი რააა-აბუზღუნდა თიკა -იმედია ხვალ მაინც არ დალევს მამაშენი და შარშანდელივით სისულელებს არ გააკეთებს- აბუზღუნდა თინა -ტორტი და სანთლები ჩემზე იყოს -გაეცინა ნიკას და ლოყებზე უჩქმიტა გაბუტულ გოგონას -არ მინდა-თქო, უკვე ხომ გითხარი -რა ჭირს ამას?-მოიღუშა ნიკა, თიკამ მხრები აიჩეჩა არაფერი ვიციო და გაუღიმა -იმედია იმიტომ არ ხარ მოწყენილი რომ ხვალ კვირაა და იმ ს.რს ვერ ნახავ -რას ბოდავ-უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -გგონია მე და მამამ არ ვიცით რომ იმ ნაბიჭვ.რთან ისევ ურთიერთობ?-ავარდა ნიკა. თათიამ არაფერი უპასუხა მაშინვე კიბეები აირბინა, ოთახში შეიკეტა ატირებული და საწოლზე პირქვე დაემხო. კარგა ხანს იყო ასე ერთ საშინელ მდგომარეობაში, მისი მძიმე საზარელი და დამღლელი ფიქრები ტელეფონის ზარის ზმამ გაფანტა -გისმენთ-უღიმღამოდ უპასუხა უცნობ ნომერს -თათია-ყურმილს მიღმა გაისმა გიორგის არეული ხმა -რატომ მირეკავ?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გოგონამ და სწრაფად მოიშორა სიმწრის ცრემლები სახიდან -ტირი?- აღელდა გიორგი -არა -მოხდა რამე? -ხომ გითხარი არა-თქო -კარგი-აღარ ჩააცივდა ბიჭი- უბრალოდ დაბადების დღის მოსალოცად დაგირეკე -მადლობა -შეგიძლია რამდენიმე წუთით ქუჩაში გამოხვიდე? -არა -გთხივ რა... -არა-თქო, ხომ იცი რომ არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა -უბრალოდ პირადად მინდა რომ მოგილოცო, შეიძლება შენთვის არა მაგრამ ჩემთვის ეს დღე განსაკუთრებულია -გიორგი -გთხოვ რა, სულ რამდენიმე წუთით -მხოლოდ რამდენიმე წუთით!- გაეღიმა გოგონას და სწრაფად ჩაირბინა კიბეები -საით?- გასასვლელ კართან შეეჩეხა ნიკას -გიორგის უნდა რომ დაბადების დღე მომილოცოს და შეიძლება რომ ქუჩაში გავიდე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ძმას და მისი პასუხს არ დალოდებია ისე გააღო ეზოს კარი და ქუჩაში გავიდა -გილოცავ უჟმური-სიცილით უთხრა გიორგიმ და ლოყაზე ხმაურით აკოცა, თან რაღაც პატარა წითელი კოლოფი გაუწოდა- არ გახსნი?- თვალებში ჩააცქერდა აჟიტირებული ბიჭი საყვარელ გოგონას, თათია საშინლად დაძაბა ყუთის ზომამ ფერმა და გრაციოზულობამ და გამორთმევაც ვერ გაბედა- დამშვიდდი ბეჭედი არაა-გაეცინა გიორგის და თავად გახსნა კოლოფი იქიდან კი უნაზესი და ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო-შეიძლება რომ გაგიკეთო?-ინტერესით ჰკითხა გოგონას და ზემოდან დააცქერდა ნამტირალევ თვალებში, თათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თმები აიწია და ზურგი აქცია, გიორგიმ მაშინვე გაუკეთა ოქროს ყელსაბამი და სრულიად გაიაზრებლად კისერში აკოცა, დაფეთებული და დამთრთხალი მისკენ მიტრიალდა და კითხვა ჩამდგარი თვაკებით მიაჩერდა სახეში, ამ დროს გიორგიმ მისი დაბნეულობით ისარგებლა და ზედმეტად მიუახლოვდა სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას და ტუჩებში აკოცა -რას... აკეთებ-აღმოხდა თავჰზააბნეულ გოგონას და ისევ ცრემლები მოეძლა ოღონდ სიმწრის იყო თუ ბედნიერების თავადაც არ იცოდა -ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა-ყურს უკან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და ამჯერად ტუჩებში ვნებიანად აკოცა -გიორგი მე-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას როგორც კი ბიჭი მის ტუჩებს მოწყდა და უკან დაიხია -მიყვარხარ-მომღიმარი სახით უთხრა ბიჭმა ნაზად შეუცურა თმებში ხელი -გთხოვ-შეეხვეწა თათია -შენზე უარს არ ვიტყვი,მითუმეტეს ნაბ.იჭვარი ლაშას გამო-ჩამწყდარი ხმით უთხრა ბიჭმა და ამჯერად საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები. თათიას შეხების ადგილას კანი საშინლად აეწვა და თავი უხერხულად იგრძნო-კანკალებ-გაეცინა გიორგის -რაა? -სახლში შედი, გაცივდები -მზრუნველი ტონით უთხრა ნაზად შეახო სიცივისგან გაყინული თითები ტუჩებზე. თავგზააბნეულმა, სასოწარკვეთილმა, შეშინებულმა და დაბნეულმა თათიამ მთელი ღამე თეთრად გაათენა გიორგიზე და ლაშაზე ფიქრში, უკვე ვეღარ ხვდებოდა რეალურად რას გრძნობდა თითოეული მათგანის მიმართ რადგან რაც დრო გადიოდა მით მეტად ცდილობდა ორივე მისი გულის, სხეულის მისაკუთრებას, შესაბამისად მის გონებაში სრული ქაოსი იყო და ვერ ყალიბდებოდა ვინ და რატომ უნდოდა ან არ უნდოდა. დლით ძალიან გულდაწყვეტილი ადგა საწოლიდან რადგან მთელი ღამე ლაშას ზარს ელოდებოდა, იმის მიუხედავად რომ გიორგის გუშინდელმა ქცევამ, სიყვარულის ახსნამ და საჩუქარმა თავგზააუბნია, ძილი გაუკრთო და უზომოდ გააბედნიერა მაინც ძალიან უნდოდა რომ ლაშას გახსენებოდა და მიელოცა დაბადების დღე.მისი ეს უხასიათობა დაბნეულობა და ფორიაქი შეუმჩნევეკი არ დარჩენილა მისი ოჯახის არცერთი წევრისთვის განსაკუთრებით ნასვამი გიგასთვის რომელიც დილიდან ცხუბის მიზეზს ეძებდა ოჯახში -რა ცხვიმპირი გჩამოგტირის-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა სადილობისას -რა უხეში ლაპარაკი იცი-ჩაერია თინა -იმ ნაბ.ჭვარს არ გაახსენდი? -მორჩი! -შენ ნუ ერევი-დაუღრინა გიგამ ქალს და ისევ თათიას მიუბრუნდა -გგონია არ ვიცით უნივერსიტეტში რომ ნახულობ იმ ს.რს? -მამა გთხოვ-შეეხვეწა თიკა -დღეს რომ ვერ ნახავს იმ ს.რს მაგიტომაც ჩამოსტირის სახე -კაი დაწნარდი-ჩაერია დაუსრულებელი აყალმაყალით თავმობეზრებული ნიკა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია რადგან გიგამ გადაწყვიტა რომ ოჯახში ყველა მის წინაადეგ იყო ბოლოს იმდენი იყვირა და იჩხუბა რომ ატირებული თიკა და თათია ოთახებში შეიკეტნენ, თინა აქოთქოთდა ნიკა კი სახლიდან გიჟივით გავარდა. თათიას ისე ჰქონდა ტირილისგან დასიებული თვალები დარეკვისას ტელეფონის ეკრანისთვის არც დაუხედია, იცოდა მაინც ვერ გაარჩევდა ნომრებს და სახელებს -დაბადების დღეს გილოცავ პატარავ-ყურმილს მიღმა გაისმა ლაშას მკაცრი ხმა -მადლობა-ცივად უთხრა ასლუკუნებულმა გოგონამ და დამშვიდება სცადა -რა ხდება? რატომ ტირი -ისეთი არაფერია, როგორც ყოველთვის მამაჩემა გაჭედა -სად ხარ -სახლში -შეგიძლია რომ გარეთ გამოსვლა მოახერხო დღეს? - არა მგონია -უეჭველი უნდა გნახო - არ შემიძლია, დაუმორჩილებლობისთვის პრობლემები შემექმნება ხომ იცი -ეს დღე განსაკუთრებულია...მინდა რომ გნახო -ვეცდები სახლიდან უპრებლემოდ ვამოსვლა მოვახერხო მაგრამ ვერაფერს დაგპირდები -თათია! -ლაშა გთხოვ -უნდა ვნახო აუცილებლად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.