მაღაზიის ბიჭი (თავი 3)
2018 წლის 3 ივნისი. მთელი დილა ვფიქრობდი, როგორ, მეთქვა ჩემი უეცარი გადაწყვეტილების შესახებ , ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. შოკში ჩავარდებოდნენ, გაბრაზდებოდნენ, ეწყინებოდათ, გაუხარდებოდათ და ბოლოს ბედნიერად ვიქნებოდით ერთად. მაგრამ, მანამდე უნდა მეთქვა. შუადღისას მისაღებში ვისხედით ნიკა და ილია ტელეფონებში იყვნენ წაყუდებულები, მე ანდრეა და ლაშა კი ტელევიზორს ვუყურებდით. ანდრეა დროდადრო გამომხედავდა ხოლმე, მერე ისევ ტელევიზორის ყურებას აგრძელებდა. მასთან ახლოს მივჩოჩდი და დაბალხმაზე ვუჩურჩულე: -დღეს გცალია? -ხო, რა არი?-ისე მიპასუხა ჩემკენ არც გამოუხედავს. -ვიფიქრე ჩემებთან დღეს ხო არ წავსულიყავით-მეთქი. -მოემზადე და წავიდეთ თუ გინდა. -კარგი. - ვუთხარი და ოთახში ავედი. სახლიდან მალე გავედით. თეთრი პერანგი, ლურჯი შარვალი და კედები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. აი რატომ გიჟდებოდნენ გოგონები მასზე. საოცარი იყო მხოლოდ გარეგნობითაც, და დარწმუნებული ვიყავი სულიერადაც. არ გამკვირვებია როცა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მანქანის სადგომიდან შავი G class-ი გამოიყვანა. ცოტა ხანს ვიარეთ. ეჭვი მქონდა რომ ქალაქგარეთ ვიყავით, მაგრამ, როდესაც ტრაფარეტი დავინახე "თბილისი" -ს წარწერით უკვე ცხადად დავრწმინდი. ქალაქში შევედით და მისამართი ვუკარნახე. დედაჩემმა კარი ცოტათი დაბნეული სახით გააღო, და დაბნეულმა შეგვიპატიჟა სახლში. მამაჩემი სავარძელში იჯდა, ჩვენ დანახვაზე წამოდგა და მოგვესალმა. -გამარჯობა, ბატონო… -დავითი. -გამარჯობა ბატონო დავით. მე ანდრეა. -სასიამოვნოა ანდრეა. დაბრძანდით. -რას დალევთ? - დაფაცურდა დედაჩემი. -ყავას თუ არ შეწუხდებით. - თავაზიანად გაუღიმა დედაჩემს. -რა შეწუხებაა შვილო. - მისაღებიდან გავიდა, თან მანიშნა რომ გავყოლოდი. -შვილო ამ ბიჭთან რას აკეთებ? - გაკვირვებით მკითხა ცირამ, თან წყლის ადუღება დაიწყო. -დე… მმმ… ჩვენ… ურთიერთობა გვაქვს. -ურთიერთობა? როდიდან? ან მე რატომ არაფერი ვიცი? -რამდენიმე თვეა. და ახლა უკვე იცი. -შვილო იცი ეს ბიჭი ვინ არის? თამაზ ნახუცრიშვილის შვილია. და როგორ გინდა დამაჯერო რომ ფარული კამერით არ იღებთ. -კარგი რა დედა. გამოფენაზე გავიცანი, შემთხვევით დავეჯახე, და მერე ურთიერთობა ავაწყეთ რა… წყალი ადუღდა. - ყავა გავაკეთე და გავიტანე, დედაჩემი კი უკან ნამცხვრით და თეფშებით გამომყვა. დავითი და ანდრეა რაღაცაზე საუბრობდნენ, ჩვენი დანახვისას საუბარი შეწყვიტეს და ჩუმად დაიწყეს ყავის სმა. წასვლის დრო რომ მოახლოვდა ანდრეა ალაპარაკდა. -როგორც უკვე იცით ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და მინდა რომ ზაფხული ერთად გავატაროთ. თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხართ. - ხან ცირას ვუყურებდი, ხან დავითს. ბოლოს ალაპარაკდა. -თუ ნია არ არის წინააღმდეგი, არც ჩვენ ვართ წინააგმდეგნი. ხო ცირა? -ხო, არც მე ვარ წინაგმდეგი. -ნუ ეხლა მე თანახმა ვარ. -ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ. -წავიდეთ. - წამოვედით და კაფისკენ დავიძარით. ყველა ადგილზე იყო და გველოდებოდნენ. -გამარჯობა. -გამარჯობა. - ყველა ერთხმად მოგვესალმა. -გაიცანით ანდრეა, ანდრეა გაიცანი მიშო, მაშო, ნიკო, იკა, ნინა, მაკა. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. - მალე მიმტანი მოგვიახლოვდა და შეკვეთა ჩაიწერა. როდესაც საუბარი უნდა დაგვეწყო ანდრეას დაურეკეს და წასვლა მოუწია, დამიბარა რომ მომაკითხავდა. ამიტომ მარტოს მომიწია მათთან საუბარი. -ნია ეს ბიჭი ვინ არის? ან მასთან ერთად რას აკეთებ? - ეგრევე მეცა ნინა. -მმმ… ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. -ურთიერთობა? რიდიდან გვიმალავ? ან საერთოდ იცი ეს ბიჭი ვინ არის? -ვიცი, ვიცი. არ გიმალავთ, უბრალოდ გვიან გითხარით. -არაა, არ მჯერა. საერთოდაც ეს ბიჭი სად გაიცანი? დარწმუნებული ვარ ბარში ჯდომისას ვერ გაიცნობდი. -გამოფენაზე რომ ვიყავი მაშინ გავიცანი რა, შემთხვევით დავეჯახე. -კარგი დაწყნარდით, ჩვენ დაველაპარაკებით მოგვიანებით. - ბოლოს იკამ გააჩუმა ყველა. -და კიდევ ერთი რაღაც, ზაფხულს თქვენთან ერთად ვერ გავატარებ, სამწუხაროდ. - ნინა წამოხტა და ჩანთას დაავლო ხელი. -ბიჭში გაცვლას არ ველოდი. - თქვა და კაფიდან გავარდა. მას მაშო და მაკაც მიყვნენ. -მე დაველაპარაკები. არ ინერვიულო. - მხარზე ხელი მომითათუნა მიშომ და ისინიც გოგოებს გაყვნენ. მე ანდრეამ მომაკითა და სახლში დავბრუნდით. ვიცოდი მიშო გადაარწმუნებდა გოგოებს და ამით ვიყავი დამშვიდებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.