შეხვედრა წარსულთან (თავი 9)
2008 წლის ივლისი უნივერსიტეტი დავამთავრე და უკვე დიპლომი მიჭირავს ხელში. გეგმები ბევრი მაქვს. მე, მერაბს და გიოს გვინდ ჩვენი ფირმა გავხსნათ და შიდა ქსელის მოწყობის მომსახურება გავუწიოთ კომპანიებს. ასევე სერვერების და კომპიურების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა. გეგმა დაწერილი გვავქს უკვე. თავიდან ვიცით გაგვიჭირდება, ადვილი არ არის ესე საქმის დაწყება, მაგრამ მონდომებულები ვართ. რათქმაუნდა სამივეს მშობლებისგან მხარდაჭერა გვაქვს. სამინისტროში მირებული გამოცდილებით ვიცი რომ ბევრს მივაღწევ. გიო საკმაო კარგად იცის პროგრამების წერა. მერაბსაც შეუძლია, მაგრამ ტექნიკური მხარისკენ უფრო იხრება. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაში. იმის ნახევარიც არ ჟღერდება ტელევიზიაში რაცრეალურად ხდება. მამა ყოველ საღამოს დაძაბული ბრუნდება სახლში. ხანდახან იმდენად გვიან მოდის, რომ ვერც კი ვიგებთ. მე და ჩემმა სამეგობრომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენს სამშობლოს მხარში დავუდგეთ და ეგრედწოდებულ რეზერვისტებში ჩავეწერეთ. დედამ რომ გაიგო ბევრი იტირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ პატრიოტული სულის კვეთებით ვიყავით მოტივირებულები. მაშინ რომ გეკითხათ მთებს გადავდგავდით. ვერავინ მოგვერეოდა. საღამოს როგორც გვჩვეოდა მეგობრები კუს ტბაზე ავედით სასეირნოდ. იქვე მწვანედ აბიბინებულ მინდორზე ჩამოვსხედით. მოგვიანებით გვანცა და სოფოც შემოგვიერთდნენ. როგორც გავიგეთ ორ დღეში ზღვაზე მიდიოდნენ დასასვენებლად. ჩვენც ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ გავუმხილეთ. სოფოს დიდად არ შეუცხადებია, სამაგიეროდ გვანცა გაგიჯდა. -რას ამბობთ- შეიცხადა გვანცამ - იქ რა ჯანდაბა გინდათ? - გვტუქსავდა პატარა ბავშვებივით - იცით რა საშინლად ექცევიან ჯარში თქვენნაირებს? - ისეთი დარწმუნებით ამბდი თითქოს ნამყოფი იყო. -ჯერ ერთი „რეზერვი“-ა და არა ჯარი -შეუსწორა გიომ - თან ეხლა ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს და ეხლა უნდა დავუდგეთ მხარში. -ცოტანი არიან თქვენ რომ არ წახვიდეთ? - არ თმობდა გვანცა - გამიგია შიმშილით კლავენო და საშინელ პირობებში ყავთო. -ნუ ნერვულობ კარგი? - ვცადე დამემშვიდებინა და მხარზე ხელი მოვხვიე, ჩემსკენ მივიზიდე და თმაზე მივეფერე - ყველაფერი კარგად იქნება, სანამ თქვენ ჩამოხვალთ ჩვენც უკვე სახლში ვიქნებით. მხოლოდ 18 დღე მეტი კი არა. -ბუნებაში გაისეირნებენ, - არხეინად თქვა სოფომ - კოჯორის ტყეებს მოივლიან და გამოუშვებენ, რა განერვიულებს? -გოგოებს არ იღებენ? - კითხვით მოგვიბრუნდა გვანაცა -რა იყო შენც გინდა წამოსვლა? - გაეცინა მერაბს -არა ქალბატონი რომ გამოგაყოლოთ კოჯორის ტყეებში სასეირნოდ - წარბის აწევით გახედა გვანცამ ტყუპისცალს. საკმაოდ მძიმედ მიიღეს მშობლებმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პატივი სცეს ჩვენს გადაწყვეტილებას. საღამოს გვანცა და სოფო გავაცილე ბათუმში. რკინიგზის სადგურზე მეორე ბაქანიდან გადიოდა ბათუმის მატარებელი. საღამო იყო, საკმაოდ ცხელოდა და ცხელი ზაფხულიც გვქონდა. ნაყინები და წყვენები ვიყიდეთ. გზაში სასუსნაოდ ტკბილეული და სასმელი ვუყიდე გოგოებს, მათ „კუპე“-ში შევიტანე და პატარა მაგიდაზე დავუწყე. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა მე და გვანცა რამოდენიმეჯერ ჩამოვედით წვრილმანი რაღცეების საყიდლად. სოფო კი იჯდა „კუპე“-ში და ბარგს ყარაულობდა. ბაქანზე საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა. ზოგი მიდიოდა, ზოგიც აცილებდა ჩემსავთ. მე და გვანცა ვიცინოდით, ვხალისობდით, მზრუნველი მამასავით ვარიგებდი ჭკუას, სოფო კი ისეთი თვალებით გვიყურებდა, სახეზე ეწერა რა გეშველებათო. მატარებელმა რამოდენიმეჯერ უცნაურად დაიფრუტუნდა და ბორტ გამცილებელმაც გგვანიშნა რომ მატარებელი გადიოდა უკვე. სოფოს დავემშვიდობე ნაცნობივით, გვანცას კი მაგრად ჩავეხუტე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. -გადარეულო - გაეცინა გვანცას და მატარებელში შეხტა -ჭჯუით - დავაწიე გზაში რამოედნიმე წამში ვაგონის ფანჯრიდან გამოყო პატარა ბავშვივით თავი გვანცამ და ხელის ქნევას მოყვა. ნელა დაძრულ მატარებელს მეც გავყევი ნელ ნელა და თან ხელ ვუქნევდი მეც გვანცა. -რომ ჩახვალთ დამირეკე აუცილებლად გასაგებია? - პირობა ჩამოვართვი მატარებულს ადევნებულმა -აუცილებლად - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა გვანცამ -იცოდე ტელეფონი არ გათიშოთ არცერთმა - მკაცრად გავაფრთხილე უკვე ყვირილით და თან ხელ ვუქნევდი მატარებელს. რამოდენიმე დღეში მე და ჩემმა მეგობრებმაც ჩავალაგეთ ბარგი და უახლოეს კომისარიატს მივაკითხეთ, საიდანაც კოჯორის რეზერვისტთა ბანაკში ამოვყავით თავი. სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ იყო სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არც გაუსაძლისი არ იყო. 18-ი დღე საუკუნედ გაიწელა. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვქონდა. თითქმის 24 საათის განმავლობაში გვავარჯიშებდნენ. წესით მალე უნდა გაფრენილიყო დრო, მაგრამ საუკუნედ გაიწელა, ასე მეგონა. თავიდან ყველა კუნთი მტკიოდა. ასე მეგონა რომ მეორე დღეს ვეღარ ავდგებოდი, მაგრამ ყველაფერს მედგრად დავუექით და როცა უკვე ორგანიზმი და სხეული შეეჩვია დატვითვას მაშინ გამოგვიშვეს სახლში. 2019 წლის მარტი რამოდენიმე დღეა სოფო ცდილობს ჩემთან შეხვედრას. მირეკავს, მწერს, მაგრამ მე თავს ვარიდებ. არ მინდა რომ მის მახეში გავება ისევ. გვანცას რამოდენიმეჯერ შევხვდი. ვისაუბრედ ზოგადად როგორც ყოველთვის. რამოდენიმეჯერ ცადა სოფოზე სიტყვა ჩამოეგდო, მაგრამ საუბარი არ გავაგრძელებინე. მაშინებდა სოფოზე საუბარიც კი. ჩემთვის ჯერ ისევ ძვირფასი იყო სოფო და ის გიჟური გრძნობა რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. წინა საღამოს გვიანობამდე ველაპარაკე გვანცას. ხან საქმეზე, ხან ბავშვობა გავიხსენეთ. ბევრიც ვიცინეთ. ბოლოს მაინც ჩააკვეხა სოფო. უბრალოდ დაელაპარაკე სხვას არაფერს გთხოვო. ჯერ ვფიქრობდი დამერეკა, მაგრამ მერე გავჯიუტდი თუ ლაპარაკი უნდა თვითონ დარეკოსთქო. კაბინეტში მაგიდასთან ვიჯექი და კომპიუტერს ჩავკირკიტებდი. რამოდენიმეჯერ ტელეფონს დავხედე ვიფიქრე დავრეკავთქო, მაგრამ გადავიფიქრე. შუადღე იქნებოდა რომ თვითონ მომწერა სოფომ. „როგორ ხარ?“ „კარგად“ - მოკლედ მივწერე და დაველოდე მის პასუხს. „მე ცუდად“ - მომწერა სოფომ - „იქნბ გველაპარაკა?“ -მოაყოლა მეორე შეტყობინება „კარგი“ აღარაფერი მოუწერია. მე ისევ საქმეებს მივუბრუნდი და თან დროდადრო ტელეფონს გავხედავდი. სოფოსგან ველოდებიდი პასუხს. კარებზე კაკუნი გაისმა და და ირმამ შემოყო თავი. -შეიძლება ბატონო ზურა? - მორცხვად შემოყო თავი -მოდი ირმა - წამით შევხედე ირმას და ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი -ბატონო ზურა - დაიწყო დაბალ ხმაზე - ვიღაც ქალბატონი გკითხულობთ. -ქალბატონი? - თითქოს მივხვდი ვინც იქნებოდა - ვინ არის? -სოფო კობახიზე - ჩახედა პატარა ფურცელზე მონიშნულ ჩანაწერს - შემოვუშვა? -ყავა შესთავაზე და ცოტახანში შემოუშვი, ჯერ არ მცალია. -10 წუთში? - საათს დახედა ირმამ -15-20 წუთი იყოს - გავუღიმე მადლიერების ნიშნად. გული ვეღარაფერს დავუდე. ეკრანს ვუყურებდი და სოფო მედგა თვალწინ. გული საშინლად მიცემდა. ველოდი მასთან შეხვედრას და მაშინებდა ეს შეხვედრა. რას მეტყოდა არ ვიცოდი და რა პსუხს გავცემდი ის უფრო მაშინებდა. ამ ყველაფერზე მეტად კი ის გრძნობა მაშინებდა რომელიც ანანოს მიმართ გამიჩნდა და ნელა იზრდებოდა. ძალიან არეული ვიყავი. სოფოს მიმართ ჯერ ისევ მქონდა გრძნობა. ჯერ ისევ ძვირფასი იყო სოფო ჩემთვის და მის მიმართ ჯერ ისევ უძლური ვიყავი. ვერ მოვითმინე 10-15 წუთი და კარებთან მივედი. ნელა გამოვაღე, გული ამოვარდნას მქონდა, მიმღებში გავიხედე და რას ვხედავ, სოფოს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული ირმას მაგიდასთან ახლოს ზის და ირმას რაღაცაზე „ეჭორავება“. ორივე გულიანად კისკისებდა. ისე იყვნენ გართულები „ჭორაობა“-ში რომ ვერც კი შემამჩნიეს. მთელი ტანით გავედი მიმღებში და ჩავახველე მათი ყურადღება რომ მიმექცია. სოფო წამსვე წამოდგა ფეხზე. მხიარულად მომიახლოვდა და ვითომც არაფერიო ისე გადამკოცნა. -როგორ ხარ? - მომღიმარმა გადამკოცნა და ირმას მიუბრუნდა - სხვა დროს გავაგრძელოთ - თვალი ჩაუკრა და ჩემ კაბინეტში ისე „შეკუსკუსდა“ რომ არც კი დამლოდებია. ირმამ მხრები აიჩეჩა „ვერაფერი გავიგე“-ო მეც გამეღიმა და სოფოს მივყევი უკან. სოფო ჩემი მაგიდის წინ სავარძელში უკვე კომფორტულად მოკალათებულიყო. შევედი და კერები მივხურე. ცოტახანი კარებთან გავჩერდი და ისე ვაკვირდებოდი სოფოს. ის კი მიღიმოდა და კაბინეტს ათვალიერებდა. -ყავას დალევ? - არ ვიცოდი სხვანაირად როგორ შეიძლებოდა საუბრის დაწყება -უი ყავა - გაეღიმა და ფეხზე წამოდგა - ირმასთან დამრჩა მაგიდაზე - თქვა და კარისკენ წამოვიდა -სად მიდიხარ? - შევაჩერე სოფო და კარები გამოვაღე - ორი ყავა ირმა თუ შეიძლება. -რატო აწუხებ? - გაბუსხა პატარა ბავშვივით თუჩები - მეთვითონ შემოვიტანდი. -არ წუხდება - მოკლედ ვუპასუხე და მაგიდისკენ წავედი - გისმენ აბა? -პოზიციები შევცვალეთ ზურა? - გაეცინა სოფოს და ისევ კომფორტულად მოკალათდა სავარძელში -ვერ ვხვდები რაზე მეკითხები? - მხრები ავიჩეჩე და კომპიუტერის ეკრანს ჩავხედე. -ადრე შენ დამსდევდი ეხლა გინდა რომ მე გდიო? -სოფო შენთვის ოდესმე რამე მითხოვია? -შეიძლება? - თავი შემოყო ირმამ და ყავის ფინჯნები დაგვილაგა მაგიდაზე - ბოდიშით -მორცხვად დახარა თავი და კაბინეტი დატოვა -მადლობა - გზაში დააწია სოფომ -გისმენ აბა რამ შეგაწუხა? - კომპიუტერის ეკრანი გამოვრთე და სოფოსკენ მივიწიე საქმიანად. -დავიჯერო ის ყველაფერი ტყული იყო? - გამომცდელი თვალებით გამომხედა და ყავა მოსვა. -რომელი ყველაფერი? 10 წლის წინ ცუციკივით კუდში რომ დაგსდევდი თუ ეხლა როცა მეგონდა რომ როგორც იქნა შენი გული მოვიგე? -ორივე - მოკლედ მიპასუხა და სმენად იქცა. -არა ტყუილი არცერთი ყოფილა, მაშინ შენით ვიყავი დაბრმავებული. რომ გეთქვა შენს გამო ქვეყანას გადავატრიალებდი. და ეხლაც შენ რომ ხელი არ გეკრა ჩემთვის შესაძლოა ამ წუთას მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი წყვილი ვყოფილიყავით. მე პატარა ბიჭი აღარ ვარ სოფო და მხოლოდ გართობაზე არ ვფიქრობ. სერიოზულად ვფიქრობდი შენზე და შენთან ცხოვრების დაკავშირებაზე. -ფიქრობდი რატომ? -იმიტო რომ ხელი მკარი, იმიტომ რომ შენგან უარყოფილი სხვამ შემიფარა და სხვამ მანუგეშა. - ასე უცებ როგორ შეძელი ჩემი დავიწყება მაინც ვერ ვხდები - ფეხზე წამოდგა და ჩემი მხრიდან მაგიდას მიეყუდა. ისე ახლოს იდგა თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და დენდარტყმულივით წამოვდექი ფეხზე -არ გინდა სოფო - ვცადე თავი დამეღწია. -როგორც შენგან ვიცი მთელი ცხოვრება ჩემზე ოცნებობდი, ეხლა კი შენს წინ ვდგავარ და ხელს მკრავ? - მკერდზე ჩამომისვა ხელი და დამბურძგლა -სოფო არ გინდა - ხელი გავუკავე - ანანო მიყვარს და მას მეორედ გულს აღარ ვატკენ. -ზურაააა - სიტყვა გაწელა სოფომ და მაგიდას გაცილდა თითქოს ამოვისუნთქე - საერთოდ სხვა რამეზე სასუბროდ მოვედი და სად წავედით - ხელები გაშალა და ისევ ჩემსკენ მოტრიალდა -და მაინც რაზე? -დავინტერესდი და ფანჯრისკენ წავედი -ბოდიშის მოსახდელად - უცებ მიპასუხა - ხო და თან შენგანაც იგივეს მოსასმენად. -ჩემგან ელოდები ბოდიშს? და შენ რისთვის მიხდი ბოდიშს? -იმისგამო რომ ეხლა ხელი გკარი, მაგრამ შენც ანალოგიური გააკეთე წლების წინ, როცა ყველა უარგვყავი და ხაზი გადაგვისვი. ჩაიკეტე შენს თავში და არავის გვიკარებდი ახლოს. ჩემს გამო არა გვანცას გამო გაქვს ბოდიში მოსახდელი. მე ისე არ განმიცდია მაშინ როგორც გვანცამ. მე გვანცას ემოციებს და წუხილს განვიცდიდი. -სოფო - ძლივს ამოვთქვი - იმ პერიოდის გახსენება არ მინდა, თქვენ არ იცით მაშინ რა დღეები გამოვიარეთ ბიჭებმა და რა სტრესი მივიღე. -და ჩვენ?- ხმას აუწია სოფომ - ჩვენ არ გამოვიარეთ სტრესი? ჩვენ არ ვნერვიულობდით გგონია? შენს გარდა იქ სხვებიც იყვნენ, მაგრამ ისინი შენსავით უნამუსოდ არ მოქცეულან. მაშინ რომ შენ ხელი არ გეკრა ყველასთვის ეხლა ამ უაზრო გაურკვევლობაში აღარ იქნებოდი. გგონია მე გიყვარდი? ან ანანო? არა. უბრალოდ ეგოისტი ხარ და მხოლოდ შენს თავზე შეგიძლია ფიქრი მეტი არაფერი. -უსამართლოდ მექცევი - ყელში ბურთი გამეჩხირა - მე ეხლაც მტკივა ის დღეები - გულზე მივიდე ხელი -შენ არ იცი რამხელა ტკივილი გამომყვა. ყველას ერთნაირად არ შეუძლია სტრესთან გამკლავება. -მე ჩემზე არ მაქვს ეხლა საუბარი - თითქოს მოლბასავით სოფო - ჩემთვის შენ მორიგი თაყვანისმცემელი იყავი მაშინ. გვანცასთვის კი ძალიან ძვირფასი ადამიანი იყავი. საუკეთესო მეგობარი, რომელმაც უარყო და მიატოვა. 2008 წლის აგვისტო ჩემს ოთახშ საწოლზე ვარ წამოწოლილი, გიფსიანი ფეხი საწოლზე მიდევს მეორე ქვევით მაქვს გადმოგდებული. ყოველ გაჩხაკუნებაზე დენდარტყმულივით ვკრთები და შეშინებულ თავლებს ვაცეცებ აქეთ იქით. ჯერ ისევ შოკში ვარ ომის ამბებიადან გამომდინარე. ძალიან მძიმე და შემზარავი გასახსენებელია ყველაფერი რაც 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა. ის რაც ჩვენ იქ წინა ფრონტზე გამოვიარეთ ესე სიტყვებით ადვილი არ არის რომ გადმოსცე. ის ტკივილი და ემოცია რაც იქ იყო უბრალოდ აღუწერელია სიტყვებით. პირველად რომ დაგვირეკეს და გამოგვიძახეს არც გვიფიქრია რომ თავს გვიკრავდნენ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში. გორში სამხედრო პოლიგონზე ღამის პირველ საათზე ჩავედით ხელში სამხედრო აღჭურვილობა მოგვაჩეჩეს და შინდისის გზზატკეცილით ცხინვალის მიმართულებით გავისტუმრეს. სად მივდიოდით არ ვიცოდით. ვხვდებოდით რომ კარგი სიტუაცია არ იყო ქვეყანაში, მაგრამ ესე რთულად თუ იქნებოდა ნამდვილად არ გვიფიქრია. მე და დათო ერთ დანაყოფში მოვხვდით, მერაბი და გიორგი სხვა დანაყოფებში იყვნენ. ერთმანეთზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დროდადრო მე და დათო ერთმანეთს გავხედავდით და თვალებით ვამხნევედით. 7 აგვისტოს დაიწყეს ქართული სოფლების დაბომბვა. ყურებთნ ზუზუნით დაქროდნენ ტყვიები. ჰაერში საშინელი დენთის სუნი ტრიალებდა. თვალწინ არაფერი ჩანდა. გამაყრუებელი შეძახილები იყო. წინ მივიწევდით უცებ ინერციამ რომ უკან გვისროლა. რამოდენიმე წუთი ყურებში არაფერი მესმოდა საშინელი წულისი მეტი. საშინელი ტკივილი მაწუხებდა გულმკერდის არეში და ფეხიც არაბუნებივრად მქონდა მოღრეცილი. რამოდენიმე ჯარისკაცი მომვარდა და უფრო უსაფრთხო ადგილისკენ წამათრიეს. რაღაცას მესაუბრებოდნენ მაგრამ მერაფერი მესმოდა. შემდეგ რაციით რაღაც გადასცეს და უფრო კომფორტულად დამაწვინეს ნესტიან მიწაზე. ერთი დარჩა ჩემთან დანარჩენმა გზა განაგრძეს. დახლოებით ერთ საათში მოვიდა დახმარების მანქანა. რამოდენიმე დაჭრილი ყავდათ უკვე სალონში. მეც ვაი ვაგლახით შემსვეს და საველე ჰოსპიტალისკენ გამიყენეს გზას. რამოდენიმე დღეში დაბინტული და თაბაშირში გადახვეული დამაბრუნეს თბილისში. უკვე თბილისში ჩამოსულს შემატყობინეს რომ ჩემს წინ მიმავალი დათო აფეთქდა ნაღმზე და დაიღუპა. ყველაფერი მტკიოდა. სულიც და ხორციც. მორალურად ძალიან დავიშალე. აღარაფრის და აღარავის ნახვა არ მინდოდა. ამბის გასაგებად რამდენჯერმე დარეკა გვანცამ. სოფომაც მომიკითხა, მაგრამ არცერთისთვის არ მიპასუხია. მხოლოდ საბრძოლო ველზე დატოვებულ მეგობრებზე და მათ გვამებზე ვფიქრობდი, რომლებიც ვეღარ დაბრუნდნენ სახლში. მერაბზე არაფერი ვიცოდით და ეს ძაიან მთგუნდავდა. ჩემები მამშვიდებდნენ რადგან გვამი ვერ იპოვეს აუცილებლად გამოჩნდებაო. აგვისტოს მიწურულს ყავარჯნებით ხელში მომადგა მერაბი და კარებზე მომიკაკუნა. მისი დანახვა ჩემთვის მოღრუბლულ ცაზე მზის სხივების გამონათებას გავდა. ძლივს წამოვიწიე და მონატრებულ ძმაკაცს გადავეხვიე, ვერცერთმა თავი ვერ შევიკავეთ და ჩემს დაწოლზე გავგორდით. -ცოცხალი ხარ ? - ემოციებს ვერ ვმალავდი და ხმას ვერ ვაკონტროლებდი -მერაბ შენ ხარ? - ვუმოწმებდი სახის ყველა ნაკვთს - ღმერთო ცოცხალი ხარ. -ჯერ კი თუ არ გამგუდავ - იცინოდა მერაბი და წამოჯდომას ცდილობდა - გამიშვი დავიხრჩე. -ხო კაი - გამეცინა მეც და ხელი გავუშვი - სად იყავი აქამდე? -სახლში - გაეცინა - შენ როგორ ხარ? - ძლივს წამოდგა და საწოლის წინ სკამზე ჩამოჯდა - მეც მარჯვენა მაქვს - ფეხზე მანიშნა და ყავარჯენი ოდნავ მომადო გიფსზე. -არ მჯერა რომ გხედავ - შიშნარევი სიცილით ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. -გვანცამ მოგიკითხა - სიტყვა ბანზე ამიგდო, თითქოს არ უნდოდა იმ პერიოდზე ლაპარაკი - ძალიან ნერვიულობს. გირეკავს და არ პასუხობ თურმე. სოფოსაც მოუწერია. -არ შემიძლია - ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები. - ეხლა ნამდვილად არ შემიძლია სოფოს ხუშტურების ატანა. ვერც გული და ვერ გონება ვერ გაუძლებს. -აღარ გიყვარს? - თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან მერაბს. -შეიძლება სიგიჟემდეც მიყვარს , მაგრამ ეხლა არ შემიძლია. ჯერ ისევ კოშმარები მესიზმრება. მისგან ისევ ისეთ მოქცევას ვერ ავიტან. ვერ გადავიტან. დრო მჭირდება. -გვანცამ რაღა დაგიშავა? - მხრები აიჩეჩა მერაბმა -ასე არ მინდა რომ მნახონ - სახეზე მოვიტარე ხელი, რომელიც საკმაოდ დაზიანებული მქონდა აფეთქების შემდეგ. -ესე არ შეიძლება - დამტუქსა მერაბმა - ტელეფონზე მაინც უპასუხე. გაგივლის ეგ შენი ჭრილობები და მერე უკვე გვიან იქნება იცოდე. 2019 წლის აპრილი სოფოს ყოველი გამოჩენა ჩემს ცხოვრებას ტორნადოს შემოვარდნას და ყველაფრის თავდაყირა დაყენებას ნიშნავს. ვერაფრით ვერ ვხსინი ამ ორ გრძნობას რომელიც ანანოს და სოფოს მიმართ მაქვს. თითქოს მიჯაჭვული ვარ სოფოზე და თავს ვერ ვიხსნი. ხანდახან ისეთი ნაზი და სათუთია მინდა რომ მკლავებში მოვიქციო და დავიცვა ყველასგან და ყველაფრისგან. ანანო? ანანო სხვა ფენომენია. მისი უბრალოება და სინაზე საზღვრებს ცდება. სიმტკიცე ხასიათის და სიამაყე. არასდროს არ შეიმჩნევს გულის ტკენას და ადვილად გპატიობს. სოფოსთან მძიმე საუბრის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და ვისაუბრეთ. ძირითდად წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და ვცდილობდით ამ გაურკვევლობიდან ერთად მოგვეძებნა გამოსავალი. სოფოს სულ სხვა კუთხიდან ვიცნობდი. ის პატარა გოგო აღარ იყო რომელზეც უგონოდ ვიყავი შეყვარებული. ჩამოყალიბებული და მიზანდასახული ქალი იჯდა ყოველთვის ჩემს წინ. -ანანომ იცის? - მოულოდნელად მკითხარ ერთ-ერთი შეხვედრის დროს. -რა? - ვერ მივხვდი რაზე მეკითხებოდა -ის რომ ვხვდებით ერთმანეთს - გამომცდელად გამომხედა და ყავა მოსვა. -კი - ვუთხარი და მეც ყავა მოვსვი - ეს პაემანი არ არის. უბრალოდ ვხვდებით. -ხო პაემანი ყოველთვის სექსით მთავრდება - გაეცინა სოფოს -მაინც ვერ ვხვდები საით მიგყავს საუბარი - მხრები ავიჩეჩე -ნუ იძაბები - გადაიკისკისა სოფომ - საწოლში არ მიგათრევ, ღმერთმა დამიფაროს - ხელები გაასავსავა - შენი ნების წინააღმდეგ არასდროს წავალ -ძალიან სასაცილოა - გამეცინა მეც - და მაინც რამდენი დრო დაგვჭირდა რომ ესე წყნარად და მშვიდად ცივილური ადამიანებივით გვესაუბრა. -ბევრი - გადაიკისკისა ისევ სოფომ - და არ გეშინის რომ ისევ შეგიყვარდე? -და ვინ გითხრა რომ დაგივიწყე? - გავუღიმე და ყავის ფინჯანი გვერდით გავწიე - ისევ მიყვარხარ უბრალოდ სხვა ფაზაში გადავიდა შენი სიყვარული. -ხო - ცოტა სევდიანად თქვა - ალბათ ასე აჯობებს ყველასთვის. ორივესთვის ძალიან უხერხული მდგომარეობა იყო. არც ანანოს ვუმალავდი არაფერს, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ჯერ ჩემს გრძნობებში არ გამოვტყდომივარ ანანოს. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ორი კურდღლის მადევარივით გამომდის ეხლა. ანანოს რომ კიდევ ერთხელ ავუხსნა სიყვარული არ ვიცი როგორ მიიღებს ჩემს და სოფოს შეხვედრებს შემდეგ. ეხლა უბრალოდ მეგობრის სტატუსით სარგებლობს და არც პრეტენზია არ აქვს იმაზე რომ დროდადრო სოფოს ვხვდები ხოლმე. უბრალოდ გვერდულად ჩაიღიმებს ხოლმე და თვალებს აატრიალებს. არც სოფოს დაკარგვა არ მინდა, წლების მერე კიდევ შევხვდით ერთმანეთს და თითქოს ურთიერთობებს ვალაგებთ და ვარკვევთ. სოფოს დაკარგვით კი შეიძლება არა მარტო სოფო არამედ გვანცაც დავკარგო. გვანცა ძველებურად ძირფასია ჩემთვის და ძველებურად „ჩემი ძმაა“. ხშირად ვსაუბრობთ და განვიხილავთ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს. მინდა რომ ანანოს ყველაფერი ავუხსნა და საბოლოოდ გავარკვიოთ ყველაფერი მაგრამ ამ ყველაფერს რაც შეიძლება მოყვეს ძალიან მაშინებს. მე და მერაბი ჩემთან ვერანდაზე ვიჯექით და ლუდს ვსვავდით არაჯანსაღ საკვებთან ერთად. საქმეებზე ვლაპარაკობდით და მომავალი თვის განრიგს ვადგენდით. -სტუმრები გყავთ - თავი გამოყო ვერანდაზე ანდრიამ -გამოუშვი მერე - ომახიანად უპასუხა მერაბმა -ოჰოჰ - შეიცხა და ვერანდის ზღურბლთან ატუზულმა გვანცამ - ძველ დროს იხსენებთ? -გვანცა - გაუკვირდა მერაბს და დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე - როგორ ხარ? -კარგად შენ ? - ძალიან მეგობრულად მოიკითხა და გადაკოცნა - შენ როგორ ხარ? - გვერდით მომიჯდა და ჩემ ლუდის ქილას მიწვდა -ეგ ჩემის - გამეღიმა უფრო მერაბზე და ვცადე ჩემი ქილის დაბრუნება- მაცივარშია თუ გინდა. -ხო კარგი - ბუზღუნით დამიბრუნა ქილა და ფეხზე წამოდგა ისევ - თქვენ კიდევ ხომ არ ინებებთ? -არა მადლობა - გაუღიმა მერაბმა -გაზქურის გვერდით სასუსნავებია და გამოიყოლე - დავსაქმე პატარა ბავშვივით და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. რამოდენიმე წუთში ხელდამშვენებული გამოვიდა ვერანდაზე გვანცა. ჩემს გვერდით მოკალათდა და ლუდის ქილა მომაწოდა გასახსნელა. -აბა მოყევით რა ხდება? – მომღიმარი გვიყურებდა გვანცა და თან თხილის შეფუთვას ეწვალებოდა რომ გაეხსნა -გამომართვი - ქილა გავუწოდე და თხილი გამოვართვი - შენ რა ქარმა გადმოგაგდო? -მომენატრე - გაიცინა და ლუდი მოსვა -სინამდვილეში საქმეზე ვარ. -ჩემი საქმიანი გოგო - გავუღიმე გვანცას და თან მერაბს გავხედე რომელსაც ლოყები აწითლებოდა. -შენს ტვირთზე მაქვს ცუდი ამბავი - თქვა და თვალებზე აიფარა ხელი. -ამჯერად რაღა ხდება? - ამოვიოხრე და გული ამოვაყოლე. -რამოდენიმე ელექტრო დანადგარი გაპრობლემდა და კონტეინერი გააჩერეს. -დეკლარაციები ხომ წესრიგში იყო? - იკითხა მერაბმა. -კი - უპასუხა გვანცამ და მოყვა მთელი ბიუროკრატიები რასაც გადიოდა ტვირთი და უბრალოდ ერთი პატარა შეცდომის გამო აჩერებდნენ ტვირთს. იმდენი ილაპარაკეს ამ ტვირთზე და საბუთებზე გვანცამ და მერაბმა კინაღამ ჩამომეძინა. დროდადრო სიტყვას მეც ჩავაგდებდი ხოლმე, რომ არ გონებოდათ არ მაინტერესებდა. გაქაფულები განიხილავდნენ ყველა დეტალს და ნაწილს. ჩემმა ტელეფონმა რომ დაიბზუილა და ეკრანი განათდა. ანანო მწერდა. ტეეფონს მივწვდი და ეკრანს თითი გადავუსვი. „სახლში ხარ?“ და ღიმილის სიცილაკით „კი სახლში ვარ, გამოივლი?“ მალევე დავუბრუნე პასუხი „ტირამიუს შეჭამ?“ - მწერდა ანანო „თუ ვაშლის პეროგი წამოვიღო?“ - მალევე მოაყოლა მეორე შეტყობინება. „ხელცარიელსაც მიგიღებ“ - სიცილებით მივწერე -„გვანცა და მერაბი არიან, ლუდს ვსვავთ და შემოგვიერთდი“ „კარგი სხვა დროს იყოს მაშინ“ -მომწერა ანანომ და წარმოვიდგინე როგორი საევდიანი სახით მწერდა. „ნუ ბავშობ გელოდებით“ -მივწერე და პასუხს დაველოდე. ანანოს აღარ მოუწერია. „ანანო გათბა ლუდი, გელოდებით სად ხარ?“ მოვწერე ცოტა ხანში რომ აღარ მიპასუხა და არც მოვიდა, ცოტახანი კიდევ დავეოდე და ისევ რომ არ მპასუხობდა გადავურეკ. რამოდენიმე ზარი გავიდა და გამითიშა. აშკარად ძალიან ეწყინა. არასდროს გაუთიშავს ჩემთვის ტელეფონი. კიდევ გადავრეკ, ამჯერად არ მიპასუხა. „ანანო უკვე ვნერვიულობ, გამაგებინე ცოცხალი ხარ თუ მკვდარი?“ გაბრაზებული სიცილაკები დავურთე თან. -ხო მშვიდობაა? - დამიძახა მერაბმა - მოდი დაჯექი. -კი მშვიდობაა - ვუპასუხე და ისევ ტელეფონი მოვიმარჯვე დასარეკად რამოდენიმე ზარი გავიდა და ისევ გამითიშა ანანომ და მესიჯი მოაყოლა. „ცოცხალი ვარ.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.