შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/21 დასარული}


10-03-2022, 18:28
ავტორი lile-eli
ნანახია 3 855

21. დასასრული


გარეთ გასულ ნანოს და ნიკას, ეზოში რამდენიმე ბიჭი და თემო დახვდათ, თემო ტელეფონზე საუბრობდა ზურგით იდგა და სადარბაზოდან გამოსულები არ დაუნახავს..
-თემო, აქ რას აკეთებ!
ჩვეული ცეცხლი იგრძნობოდა ნანოს ხმაში, აი თვალები კი ისე უელავდა დაბნეულობისაგან ბიჭმა, ხმა ძლივს ამოიღო:
-დაგირეკავთ...
-არ გათიშო, ესაუბრე!
ხმა, უცნაური ჰქონდა სოხაძეს..
-ქალბატონო ნანო, ვმუშაობ..
-შენს უფროსს გადაეცი, მოღალატეებისათვის დროს და ფულს ნუ ხარჯავს!
ტუსაშვილის ხმაზე, თვალები უნებურად დახუჭა, მირიანმა... მონატრების გრძელი ტოტები შემოეხვია სოხაძეს და სიმწრით ყბები დაეჭიმა. ტელეფონს, ხელი ისე მოუჭირა ვერც გაიაზრა და თავისუფალ მარჯვენა ხელს, შუბლით დაეყრდნო.
-არ გაბედოთ და გამომყვეთ!
-ქალბატონო ნანო..
-ჰეი, ტუსაშვილი! რა მარტივი დედაკაცივით "ბაზრობ?"
თემოს საუბარი გააწყვეტინა, წარბებ შეკრულმა ნიკამ. სოხაძეც სმენად იქცა..
-ნიკა... რა გინდა!?
გაოცებულმა ნანომ, ბრაზიც აბაშიძისკენ მიმართა.
-არ მომწონს შენი მარტივი და პრიმიტიული საქციელი! თუ რამე პრეტენზია გაქვს, მივიდეთ და დაელაპარაკე, იმას ვისთანაც გაქვს სათქმელი, თემო არაფერ შუაშია!
-როგორ ვერ გიტან!
- მართალი ვარ და იმიტომ!
-რაში ხარ მართალი? სად არის შენი მანქანა?
-ამ მანქანით მივდივართ!
თემოს მანქანასთან მივიდა აბაშიძე და უკანა სავარძლის კარი გააღო.
-ნიკა, რას აკეთებ?
-მომისმინე ნანაო, მანამ სანამ სოხძის ქალი გქვია, ვმოქმედებთ მისი მითითებით და როცა გაარკვევთ ურთიერთობას მერე კი ბატონო.
- გაჩუმდი, თორემ მინდება ჩემი მეგობარი დავაქვრივო!
-ასე ახალგაზრდას ვერ გაიმეტებ!
ხელი მოხვია და თავისკენ დაქაჩა, გოგონაც დაჰყვა მის ხელს, ისე რომ მანქანაში აღმოჩნდა უცებ..
-თემო, ბიჭები გააფრთხილე გამოგვყვნენ!
ამ ხნის მანძილზე ჩუმად მყოფი და დაბნეული თემო, აბაშიძის ჩუმ საუბარზე, გონს მოეგო, თან მიხვდა ნანაოს არ უნდა გაეგო..
-კარგი ნანაო რა, ნუ იბუტები.
-ნიკა, იმ კაცს ჰგავხარ საკუთრება რომ ჰგონიათ ქალი და მეზიზღები!
-კაიი, ამას "გაგიტარებ! ", თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და ორსულად ხარ.
-რა?
-ამხელა გინეკოლოგი ქალი ხარ და იმ უჟმურს, რომ დაემსგავსე ვერ ხვდები მიზეზს?
გაოცებულმა შეხედა მეგობარს აბაშიძემ.
სოხაძის სუნთქვა გაჩერდა, ტელეფონი მაგიდაზე დადო და ყელზე მოჭერილი პერანგის ღილები შეიხსნა.. სუნთქავდა, მაგრამ ჰაერი არ ჰყოფნიდა, გონების ყველა უჯრედი, გაგონილს რამდენჯერმე იმეორებდა და თვალებ დახუჭული სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ტელეფონში საუბარი ისევ ისმოდა, მირიანმა მოახერხა და ის ხმოვანზე ჩართო..
-ნიკა, საიდან მოიტანე ეგ?
-ახლა დადუს გავუაროთ, მორჩებოდა მორიგეობას და თან გადავამოწმოთ!..
-შენ და შენი ცოლი, თეორიული ცოდნის ჩემთან დემონსტრირებას, ნუ ცდილობთ..
სიმწრით გადაყლაპა ნერწყვი ტუსაშვილმა. იყო რაღაც, წინათგრძნობაც და შიში, რასაც გაურბოდა, მაგრამ დრო იყო, ეს აუცილებლად უნდა შეემოწმებინა.
სოხაძეს, რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა მამა გახდეს და ეს შესაძლებლობა საოცარი შეგრძნებეით ავსებდა. ტელეფონს დახედა და უკვე სენსორი ჩამქრალიყო, სატელეფონო კავშირიც გათიშული. ფეხზე წამოდგა და სახლი ისევ ისე დატოვა, რომ მდევარს ჯერ კიდევ სახლში ეგონა...
ისე მოხერხებულად აღმოჩნდა მირიანი საავადმყოფოს ეზიში, ამჯერადაც თავად დამოუკიდებლად მართავდა ავომანქანას, მიუახლოვდა დაცვის ბიჭებს.
-თემო, სად არის?
-ქალბატონთან.

ანალიზების გაკეთების შემდეგ, აბაშიძემ გოგონები საავადმყოფოში დატოვა, ზურას ასე გაუჩინარება აფიქრებდა და ფიქრობდა, რომ საფრთხეც იზრდებოდა.. ისევ ძველ მეგობრებს შეხვდა, თან ისე გააკეთა, რომ ისევ კლინიკაში ეგონა ყველას, გოგონებსაც კი..
ტანსაცმელი გამოიცვალა, კლინიკიდან შავი ტანსაცმლით, კეპით და კაპიუშონით გამოვიდა, ხალხის ნაკადს გამოჰყვა, რომლებიც ახალი სიცოცხლის დაბადებით გახარებულები, რესტორნის არჩევაში იყვნენ გართულები. ეზოს გაცდა თუ არა, გამვლელი ტაქსი გააჩერა და ისევ თემქის დასახლებისკენ წავიდა:
-როგორ ხართ ბიჭებო?
-კარგად, შენ?
-კარგად ლევან, მადლობა.
-აბა, ახლა ვის ვეძებთ?
-ისევ იმ ტიპს.
-რატო ტო?..
-ამჯერად, კონტაქტზე ისე უნდა გავიდეთ, რომ არავინ მიუხვდეს, უთვალთვალებენ!
-გასაგებია.
-ეს ტელეფონი, ჩაუდეთ ჯიბეში და მარტო რომ იქნება მომწერეთ!
ძველი მოდელის ტელეფონი მიაწოდა, ქვემოდან აკრული პოლიეთილენის პარკით სადაც რამდენიმე სიმბარათი იდო..
-აგენტი ხარ ტო?
-ადრე ვაპირებდი..
სიცილით უპასუხა და საათს დახედა:
-გელოდებით ბიჭებო. ფრთხილად იმოქმედეთ!
-არ იდარდო.


მიმღებში შესულმა მირიან სოხაძემ, მალევე შენიშნა სადაც იქნებოდა სასურველი ადამიანი, რომლის ხმაც ოთახიდან მალევე გაიგო, კარი ოდნავ ღია იყო და ეს სოხაძეს საშუალებას აძლევდა ყველაფერი მოესმინა..
-ორივეს სახე ნერვებს მიშლის, ისე მიყურებენ ხოლმე და სად წავიდნენ ამდენი ხანი?
-ნიკას, პაციენტი ჰყავს, მოგვიანებით მოვა. დადუ კი, პასუხებს მოიტანს.
-უფფფფ.
ჩაიფრუტუნა ტუსაშვილმა და სავარძელში მოწყვეტით მოთავსდა.
-ნანო, რატომ ხარ ასე გაღიზიანებული? დამშვიდდი, დაელოდე მოვლენებს, ეს შფოთვა ბავშვზეც გადადის.
ბედნიერი ღიმილით უმზერდა მუცელს, თანამშრომელი გოგონა. სოხაძე კი, სხეულში დავლილი სიცივე შეპარული უსმენდა, ისე თითქოს სუნთქვას უკრავდა.
-თინი, არ ვიცი, დაბნეული ვარ...
ცრემლიანი ხმით ამოილაპარაკა, თან ცრემლით სავსე, ლამაზი თვალებით შეხედა მეგობარს.. გოგონაც მალე წამოდგა, მისი აკანკალებული ხელები თავისასში მოიქცია და აკოცა..
-ეს ბუნებრივია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დედა გახდები! შვილი გეყოლება იმ ადამიანის ნაწილი, რომელიც შენია, რატომ ტირი?
-არ ვიცი..
-და შენ, კიდევ ეჭვი გეპარება?
-არა, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, უბრალოდ მეშინია, როგორც დედას...
-ასეთიც ძალიან საყვარელიხარ! მაგრამ ცეცხლი გოგო და მხირული ნანო, დაგვიბრუნდი რა..
მოეხვია მეგობარს, რომელთანაც ყველა თანამშრომელი კომფორტულად გრძნობდა თავს განსაკუთრებით კი დადუ და შემდეგ თინი, ვინც ახლა მასთან იყო. ტუსაშვილი თანამშრომლებს, ყველას უვსებდა ადამიანურ დანაკლისს, ახლა კი მას სჭირდებოდა ჩახუტება და მზად იყო ყველა მხარდაჭერისთვის..
კართან მდგომ სოხაძეს, მხარზე ხელი დაადო დადუმ და თავის დაკვრის, შემდეგ შევიდა, ისიც თავის დაქნევით შემოიფარგლა.
-აბა, გადარეულო მზად ხარ, საუკეთსო ექიმმა შეგამოწმოს?
ახლად შესულ დადუზე მიუთითა თინიმ და ფურცლები მიაწოდა, რადგან შუაში იდგა.
-დადუ, გაიტანე ეს...
თითქოს გაიღვიძა მიძინებულმა ნანომ.
-თინიზე ნუ იყრი ბრაზს, მე ვნახო?
ნანომ პასუხები გახსნა და ისევ მოწყვეტით დაეშვა სავარძელში, პასუხები მკერდზე მიიხუტა და ცრემლებს უფლება მისცა სახეზე გაეკვალათ პატარ-პატარა ბილიკები..
-გილოცავ ჩემო გოგო. ხომ იცი შენს გვერდით ვართ!
მკერდზე მიიხუტეს გოგონებმა.
-მიყვარხართ..
-ჩვენც გვიყვარხარ.
რამდენიმე წუთი აცადეს ნანოს დაცლილიყო.
-როდის ეტყვი?
უკვე ოთახში მყოფს, მალულად გახედა დადუმ.
-როცა დავრწმუნდები, რომ ბავშვის გამო, არ მოვა ჩემთან!
თინიმ გადაიხარხარა და მეტად მიიხუტა. დადუმ კი ღიმილით აკოცა:
-არც წასულა.. აქ არის!
თავზე აკოცა მეგობარს და გოგონებმა ერთად დატოვეს ოთახი, რადგან დრო რომელიც სჭირდებოდათ მარტო მირიანს და ნანოს ეკუთვნოდა..
-დადუ, როგორ წარმოგიდგენია ამის ორსულობა? იმედია ერთმანეთ არაფერს დაუშავებენ. ისეთი თვალებით უყურემდა ნანო.
-არა, მირიანი იმაზე მეტად დამთმობი იქნება ვიდრე წარმოგვიდგენა.
ღიმილით წარმოთქვა და დერეფანს გაუყვნენ..

-აქ არ უნდა იყო!
ბრაზი ისე იზრდებოდა ნანოს თვალებში, რომ შეიძელება მირიანი შთაენთქა, თუმცა მირიანის დინჯი მოზომილი, უცვლელი სახე, მაგრამ ანთებული თვალები, იმ წამიდანვე ურევდა თავგზას, მონატრებითა და ბრაზით არეულ ქალს.
-არ მომიახლოვდე!...
გვერდზე ფეხის დადმა ვერც მოასწრო ტუსაშვილმა, მირინის მკლავი, რომ მოეხვია წელზე და კისერთან მოხვეული გძელი თითები, ისე ნაზად ეხებოდნენ, რომ სხეული უნებლიედ დაჰყვა მამაკაცის სურვილს, სოხაძის ნაზი კოცნა, რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ შუბლით დაეყრდნო გოგონას და მზერა გაუსწორა:
-უნდა ვილაპარაკოთ!
-არა!
-ნანო, ვიცი რთულია, მაგრამ საფრთხე გემუქრება!
-რამდენიმე დღის წინ ბრაზობდი და ეჭვიანობდი, ახლა რა შეიცვალა?
-არაფერი!
-სალაპარაკოც არაფერია მირიან...
-არ მსურს შენს სიახლოვეს ვინმე იყოს ვისაც არ ვენდობი, მათ შორის ზურა!
-ზურას რას ერჩი!.. მე კი, არ მინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა ვინც არ მენდ...
ბევრი ნერვიულობისა და მღელვარებისაგან, ჰაერი არ ჰყოფნიდა ნანოს, მკერდი მკვეთრად უმოძრავებდა, მაგრამ ჟანგბადი საკმარისი არ იყო, უცებ ტუჩები გაულურჯდა, აზრები გაეფანტა, სიტყვაც მას მიჰყვა და გოგონას სხეულიც წამიერად მოწყდა.
-ნანო, ნანო შემომხედე!
-რა ხდება?
-ექიმი თემო!.. დადუს დაუძახე! ნანო!
ხელში აიყვანა და გრძელ სავარძელზე მოათავსა გოგონას სხეული.
-რა მოხდა!
დაბნეულმა დადუმ ჰკითხა, სახე არეულ მამაკაცს, თან ნანოსთან ჩაიმუხლა.
-არ ვიცი!
-გადაღლილი და გამოფიტულია! ნერვიულობამ თავისი ქნა, წვეთოვანს დავუდგამ! დამშვიდება სჭირდება, აქვე გავუკეთოთ ყველაფერი.
დადუმ წამლები მოამზადა და რამდენიმე წუთში ფერიც დაუბრუნდა ტუსაშვილს სახეზე, თუმცა ისევ ეძინა..
სოხაძე ოთახში ისევ დაბრუნდა და ჩუმად მყოფ გოგონებს შეხედა.
-სახლში წავიყვან!
-მირიან, აჯობებს აქ დარჩეს.
მორიდებით უთხრა დადუმ.
-მის შესახებ გაიგეს!
-რას გულისხმობთ?
დადუმ ანერვიულებულმა შეხედა, ჯერ ნანოს, შემდეგ მამაკაცს. მძიმედ გადაყლაპა შიშის ბურთი და ნაძალადევი ღიმილით უთხრა:
-მის დაკავებას თუ შეძლებ კარგი.
ხელები აღმართა, თან დაუთმო გზა სოხაძეს, მძინარე გოგონასკენ, მირიანმა შუბლზე მიაკრა ტუჩები და ხელში აიყვანილმა დატოვა საავადმყოფო..

საავადმყოფოში დაბრუნებული ნიკა, ნანოს ეძებდა:
-დადუ, როგორ ხარ? ნანო სად არის?
-შენ, სად იყავი?
-საქმე მქონდა, ლაშამ მთხოვა..
-თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.
შეჰღიმა, გოგონამ აბაშიძეს, რომელმაც იგივე მზერით უპასუხა და ბედნიერმა მოჰხვია ხელი, საყვარელ ქალს..
-ნანო სად არის?
-მირიანმა წაიყვანა.
-წაიყვანა? გაჰყვა?
თვალები გაუფართოვდა, გაოცებოსაგან აბაშიძეს.
-უფრო სწორად, გაიტაცა და იმედია არ მომკლავს.
ღიმილით მიეხუტა მამაკაცს დადუ.
-ასე მარტივად ნანოს, ვერ გააჩერებს.
-მეც ასე ვფიქრობ.
-თუმცა, ყველაზე მეტად მირიანს ეშინია და ფრთხილად იქნება.
-ასე მგონია, მირიანს დიდი ხანია იცნობ.
- შენი ქმარი, ადამიანებს ცნობს!..
თითი დაკრა ცხვირზე გოგონას და აკოცა.

მამასთან ერთად, მარკეტში შესულ ზურას და რამდენიმე შავად ჩაცმულ ახალგაზრდებს შორის მოხერხებულად გაძვრა ლევანი, ზურას ხელვნურად შეეჯახა და ტელეფინიც მოხერხებულად ჩაუცურა თხელი ქურთუკის ჯიბეში:
-უკაცრავად ძმაო, მეჩქარება..
-არაუშავს.
-რა არაუშავს ბიჭო, როგორი დამთმობი გახდი შენ!
-რა გინდა მამა!
-გამოიხედოს თვალში!
-მაღაზიაში ვიჩხუბო მამა?
ბრაზი ერეოდა ხმაში ზურას. მალევე გაეცალა ლევანი მათ და
დაელოდა სიტუაციას, მამა-შვილის კამათი გაგრძელდებოდა თუ არა..
შემდეგ სმს გაუგზავნა აბაშიძეს:
-" დავალება შესრულებულია".
-"მადლობა".
შემდეგ ნიკამ ტელეფონში აკრეფილი ტექსტი გააგზავნა უცნობ ნომერზე:
-"ანალიზების პასუხი მზად არის, შეგიძლიათ წაიღოთ, მისამართიდან - ლუბლიანას ქ. N.."
აბაზანაში შესვლისას ზურას ტელეფონის ხმა მოესმა რომელიც იქვე სავარძელში მიგდებული ქურთუკიდან მოესმა.
უკან მიბრუნდა და ტელეფონიც მალევე იპოვა.
-ეს საიდან მაქვს.
წარბებშეკრულმა ოთახი მოათვალიერა და ტელეფონი ამოაბრუნა, მალევე მიხვდა რომ გზავნილი იყო, მაგრამ ვისგან? ტექსტი წაიკითხა თუ არა, მალევე მიხვდა და აბაზანაში შესულმა წყლის ჭავლი მოუშვა რომ ისე დაერეკა.
-ნიკა, ფრთხილად იყავით გითვალთვალებენ და ნანოზე უკვე იციან. ჯერ მეტი არაფერი მაქვს! მე თვითონ დაგირეკავ!
-გასაგებია, გელოდები!.
მალევე დამალა ტელეფონი, რომლის არსებობა არავის არ უნდა სცოდნოდა, აბაშიძის მსგავსად მოიქცა ზურაც, თუმცა ზურას მეტი სიფრთხილე სჭირდებოდა, ამიტომ ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოიღო და ნიჟარაში ჩააგდო, ახალი მოათავსა ტელეფონში, ქურთუკის შიგნიდან სარჩული გაჭრა და ტელეფონი ჩააცურა..

ირა ბედნიერი ღიმილით დასტრიალებდა ნანოს, ოჯახის ექიმიც იქვე იყო და ყველა საჭირო პროცედურას უხსნიდა გახარებულ ქალს. მირიან სოხაძე კი, სავარძელში მოთავსებული შეჰყურებდა მძინარე გოგონას და ელოდა როდის გაიღვიძებდა, რადგან იცოდა ნანოს დამორჩილება ძალიან რთული იქნებოდა..
-მირიან შვილო, დაისვენე და მე ვიქნები მასთან.
სიყვარულით სავსე მზერით შეხედა მამაკაცს.
-როცა გაიღვიძებს, აქ უნდა ვიყო!
-ბრაზობს შენზე?
-შესაძლოა სახლი გადაწვას!
-ჩემი გოგო, როგორ მიხარია აქ რომ არის. თუ აქ იქნები მე, სადილს მოვუმზადებ.
-კარგი!
სოხაძემ სავარძლის საზურგეს თავი მიადო და თვალები დახუჭა, გონებაში გაურბინა თითოეულმა წუთმა რომელიც ნანოსთან გაატარა და იმის წარმოდგენა, რომ მალე ნანო შვილს გაუჩენდა გულს ისე უჩქარებდა თითქოს სუნთქვა ეკვროდა..
-მირიან!...
თვალი გაახილა ნანომ და მართლაც მამაკაცის თვალებს შეხედა, რომელიც თავზე დაჰყურებდა.
- აქ რატომ ვარ!
-უნდა დაისვენო!
-ჩემს, სახლშიც მოვახერხებ!
-კარგად უნდა იკვებო!
-სამი წელია მაგას ვსწავლობ და ვიცი!
გაბრაზებულმა უპასუხა და წამოდგომა სცადა, მაგრამ სისუსტისგან თავბრუსხვევა იგრძნო.
-არ ადგე!
უკან დაწოლაში მიეხმარა და ბალიში გაუსწორა, სურნელი რომელიც ქალის სასუნთქ ორგანოს დაეპატრონა, მონატრების მარწუხებად შემოეხვია, თვალები მინაბა ნანომ და მამაკაცის ძლიერ ხელებს დაჰყვა, ისე მიეყრდნო ბალიშს.
-აქ უნდა დარჩე!
-არ მინდა!...
ხმა გაპარულმა ამოილაპარაკა და ცრემიანმა გაუსწორა მზერა მამაკაცს, რომელსაც მთელი სხეული დაეჭიმა, ყბები ისე მაგრად ჰქონდა დაჭიმული, ძვალი უფრო მეტად გამოჰკვეთოდა სახეზე.
-ირასთან ერთად დარჩი, ბიჭები აქ უკეთ დაგიცავენ!
ბრაზის მოთოკვა უჭირდა, არ იყო ნაჩვევი მსგავ ურთიერთობებს, ნანოსთან დიდი ძალისხმევით ცდილობდა, მაგრამ სუსხი გარეოდა ხმაში.
-შენ?...
-როცა მოისურვებ მოვალ!
შუბლზე მიაკრა ტუჩები, ღმად ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი და ოთახიდან გადიოდა ნანოს სიტყვებამ რომ შეაჩერა:
-არ მინდა ბავშვის გამო, იყო ჩემთან!
ისედაც დაძაბული სოხაძე, მძიმედ შემობრუნდა, თვალები უელავდა და ნანოს მამაკაცის გამოხედვამ ააკანკალა, იგრძნო როგორ გააბრაზა და როგორ ატკინა მისმა სიტყვებმა.
-კარგი, შეგიძლია წახვიდე!
ნანოს მზერაში გამკრთალამა შიშმა გადააფიქრებინა, რის თქმას ან გაკეთებას აპირებდა და ოთახის კარი მიხურა..
-რა?..
გაოგნებულმა ტუსაშვილმა, თავის თავს ჰკითხა და ცრემლებმა მზერა საერთოდ დაუბურეს. აირია გრძნობებში, ემოციებში, ორად იყო გაყოფილო.. უცებ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, საწოლთან დადებული მობილური აიღო, ცრემლები მოიწმინდა და უპასუხა.
- ტყვე ქალავ, როგორ ხარ? გადაწვი სოხაძის სასახლე?
-არა ჯერ..
-რა გჭირს? ტირი?
დაიძაბა აბაშიძე..
-არა..
- ვიდეოზარით დაგირეკავ!
-არა..
მალევე შემოვიდა ვიდეო ზარი და რამდენიმე წამის შემდეგ, უპასუხა:
-დამენახე, ჩართე ვიდეო!
-რა გინდა? თუ ჩემზე ღელავდი აქ რატომ ვარ? რატომ მიეცი უფლება წამოვეყვანე?..
-მოვალ და წამოგიყვან! ნანო, მასთან უსაფრთხოდ და მშვიდად იქნები!
-არ ვარ მშვიდად!
სლუკუნით საუბრობდა გოგონა.
-რატომ?
-არ ვიცი!
აბაშიძემ გასაიხარხარა და განაგრძო:
-ეგ მირიანის ან ჩემი ბრალი არ არის, ჰორმონების რომელსაც სიყვარული უნდა.
-მერე რატომ დამტოვა?
-სად დაგტოვა გოგო, ნუ გადამრიე, ფუმფულა საწოლში ხარ "გათხლაშული"!
-წავიდა!
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჰკითხა ნიკამ:
-თუ გააგდე?
-აუუ, როცა მართლა მინდოდა გავეშვი აქ ვყავდი გამოკეტილი ახლა კი...
-მირიანს ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი ხომ?...
-რას ბოდავ? ეგ, რა შუაშია?
-განწმენდისთვის შენი თავი შეაყვარა ღმერთმა.
-ნიკა აბაშიძე როგორ მინდა რამე ჩაგცხო და მოგკლა.
-ვიცი.
-როგორ მძულხარ, რადგან მის მხარეს ხარ!
-ნანო, ნუ გავიწყდება გრძნობები, რომელიც შენს მიმართ აქვს და ეცადე გაუგო, გახსოვდეს მისი ცხოვრება, ჩვენსას არ ჰგავს! შენ შეგიძლია მისი მართვა!..
კარზე კაკუნის შემდეგ დაემშვიდობა აბაშიძეს.
-გამარჯობა შვილო.
-ირა დედა. როგორ მომენატრეთ.
წამოდგა გოგონა და მთელი გრძნობით ჩაეხუტა ქალს, რომელსაც ლანგარი ეჭირა და იქვე ტუმბოზე დადო.
-მეც მომენატრე ჩემო გოგო, შენი მოსვლა აფერადებს სახლს და გარემოს, წასვლა კი ამუქებს.
გულწრფელად და ცრემლიანი ესაუბრებოდა გოგონას, თან ხელზე ეფერებოდა და რამდენჯერმე აკოცა კიდეც..
-ახლა წვნიანი უნდა ჭამო.
-მომენატრა შენი გემრიელი ხელი.
ნანომ დაუკოცნა ხელები ქალს და სინის ფეხებთან დადებაში მოეხმარა..

გაბრაზებული გია თუთბერიძე, საკუთარ ემოციებს ვერ იმორჩილებდა.
-კოტე ძია, ამდენი ხანი ლოდინი არაფერს გვაძლევს, ტვირთის გადაზიდვის ვადები მცირდება, ეს სი*ი სოხაძე ისე დაძვრება ვერაფერი გაიგეს ბიჭებმა და დროა მოქმედებაზე გადავიდეთ!
-სოხაძის გაბრაზება არ გვაწყობს!
-აბა დევნას დაგვიწყებენ ტვირთი თუ დროულად არ ჩავა, თურქეთის საზრვარი მაინც გადაკვეთოს, რომ საბაჟოს "შევტენით" დაგვიანებას და ავტორიტეტს არ გავიფუჭებთ!
-რას მთავაზობ!
მოუთმენლობით და უკმაყოფილებით დალილმა კოტემ ჰკითხა.
-სოხაძის ტენდერიდან გასვლის საბოლოო ხელშეკრულება და შეთანხმებები როდის არის დაგეგმილი გავიგოთ. მოვიშოროთ ეგ ნაბ*ი!
-რას ამბობ შვილო!
ბრაზი შეერია ხმაში კაცს.
-რას და სანამ ეგ ყ*ე ცოცხალია სულ გზაზე მეღობება. მოვიშორებ, თან სანამ კომპანიას მეპატრონე ეყოლება ან გამოუჩნდება, მისი მიმდინარე ტვირთის გადაზიდვა ხომ არ შეჩერდება და დერეფანი, რომელიც საკვები პროდუქტების ექსპორტისთვის არის დაგეგმილი ჩვენი სატვირტოებიც მაგ დერეფანს გაივლის, იგივე ბანერებით და იგივე მარკის ავტომანქანებით!
-არ არის ცუდი იდეა!
მოსაზრებით კმაყოფილი უფროსი დიასამიძე საკითხის დაწვრილებით შესწავლის აზრზე იყო და განაგრძო:
-ეს ყველაფერი კარგად შევისწავლოთ! ხალხი, ვინც მირიანთან არის ჩასმული, სატვირთოების ფოტოები და სარეკლამო ბანერების ინფორმაცია მაინც მოგვაწოდონ!
-ხედავ.
გახარებულმა გიამ მამაკაცის მხარდაჭერა თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
-სარისკოა!
კოტე ბუღაძე ცდილობდა გადარწმუნებას და პოზიციას არ თმობდა:
-მიუხედავად იმისა, რომ მირიანის მოშორება მეც მინდა, ასე ღიად ბრძოლა არ არის ჩვენთვის სასარგებლო.
-ყველაფერს თუ დეტალურად გავითვალისწინებთ არაფერი არ მოხდება.
-რას ვაპირებთ? საიდან იწყებ?
-მოკავშირეებთან გავაგზავნოთ საჭირო კავი და რაც გვინდა ის ინფორმაცია მოგვაწოდონ!
-ამაზე მე ვიზრუნებ
დიასამიძემ გამოიჩინა ინიციატივა.
-ძალიან კარგი, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ვის გაუშვებ?
-ზურას და ორ დღეში იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია.
-შემდეგი ნაბიჯი, იქნება სატვირთოების მომზადებისთანავე, მირიანის მოშორება!
გიამ ხელის თითებით, იმიტაცია გააკეთა იარაღის გასროლის და ბოროტულად ჩაიცინა.
-ვნახოთ მირიან, აბა როდემდე დამიძვრები!
-ხელშეკრულების გაფორმებისას შეგვიძლია მოვკლათ!
ჩაილაპარაკა კოტე ბუღაძემ.
-როდის?
-მშვენიერია! კვირის ბოლოს საბოლოო შეთანხმებას ეწერება ხელი, რომ მოგებული ტენდერიდან გადის სოხაძე. შეხვედრა სახელმწიფო ბანკის შენობაშია, იქიდან გამოსული უნდა "ჩაძაღლდეს"!
შექმნილი გეგიმთ კმაყოფილი და ბოროტების კეთებით დაბრმავებული გია თუთბერიძე გეგმებისა და დავალებების გასაკეთებლად წავიდა..

ზურასთვის მარტივი მოსასმენი არ აღმოჩნდა ის რაც მამამ დაავალა.
-წახვალ ამ მისამართზე და ბიჭები დაგელოდებიან!
-რა უნდა გავაკეთო.
-ინფორმაცია მოსთხოვე სატვირთოების, რომლებიც სამ-ოთხ დღეში გავლენ თურქეთის მიმართულებით.
-რად გვინდა?
-მაგ სატვირთოების მსგავსად გავაფორმებთ ჩვენსას და გაივლის შეუფერხებლად.
-როდის წავიდე?
-ხვალ. იცოდე არავისთან არაფერი დაგცდეს!
გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი მამამ, შვილს.
-ოო კარგი რა!
გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი..
გარეთ გასულს დაცვა აადევნა უფროსმა დიასამიძემ.
-ზურამ მაქანიდან შეამჩნია რომ უთვალთვალებდნენ და სცადა ბარში შესვლით აერია გზა, თუმცა მაინც მიჰყვნენ.. რამდენიმე ჭიქის შემდეგ ბარიც დატოვა, თუმცა ამჯერად ისე რომ ისევ იქ ეგონათ. საპირფარეშოდან ისე შევიდა სამზარეულოში რომ ვერ შეამჩნიეს და იქიდან პატარა კარით ისარგრბლა, შემდეგ ტაქსით წავიდა.
გზაშივე მისწერა საიდუმლო მობილურით ნიკას:
-"სად გნახო?"
-"თემქაზე ჯერარსის კლინიკასთან"..
როგორც კი კლინიკასთან მივიდა, კაპიუშონი დაიხურა და ისე გადავიდა. შემდეგ კლინიკაში შევიდა, ნიკას მითითებით საზოგადოებრივ საპირფარეშოში შევიდა. იქვე ონკანთან იდგა ნიკა, კლინიკის ფორმაში, ხელს იბანდა. ტუჩებზე თითი მიიდო და ანიშნა დახურულ ოთახში შესულიყო. აბაშიძე დაელოდა მოქალაქის გასვლას და კარი გადაკეტა, მიუკაკუნა ზურას და დაელოდა მის გამოსვლას, რომელმაც შეგნებულად ჩარეცხა წყალი რომ ხმა დაეხშო:
-გისმენ!
-დადუ როგორ არის?
-კარგად!
-კარგია. მოკლედ სოხაძის კომპანიას ექსპორტით გააქვს თურქეთში პროდუქტი, გეგმის მიხედვით, სატვირთოების რიგში რამდენიმე სატვირთო გაერევა, რომელსაც ან დასაჭერად გამოიყენებენ ან კიდევ ტვირთს გადაატანინებენ საზღვარზე.
-შენ, რას ფიქრობ!
-სოხაძის კომპანიაში კაცი ჰყავთ!
-ვინ!
-ჯერ არ ვიცი, ხვალ უნდა შევხვდე!
-სახელი და გვარი მინდა!
-ვეცდები!
-ფრთხილად იყავი!
-მოგწერ როდის შევხვდეთ!
-კარგი.
ხელი ჩამოართვა და გასასვლეისკენ წასულმა აბაშიძემ თვალებში შეხედა:
-დადუს ენატრები!
-თვითონ გითხრა?
-შეგიძლია ნახო!
-ჯერ არა, სახიფათოა.
სევდიანად ჩაილაპარაკა და ონკანტან ხელების დაბანა დაიწყო, რომ ნიკა გასულიყო..
აბაშიძემ სახლი სასწრაფოდ დატოვა და ისევ სხვა სადარბაზოდან, თან
ტელეფონზე დარეკა:
-საქმე მაქვს! სად ხარ?
-კომპანიაში!
-ძალიან კარგი, ათ წუთში მოვალ!
თორნიკეთსთან სამსახურში ისე მივიდა ვერავინ შენიშნა..
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ!
-კარგად, ჯერ...
უემოციოდ უთხრა და სავარძელში მოთავსდა.
-შენი, სატვირთოები მინდა!
-რამდენი!
-ოთხი სატვირთო ერთი მარკის და მოდელის!
-რა ხდება!
-სოხაძის დერეფანი უნდათ გამოიყენონ და საზღვარი გადაკვეთონ!
-უნდა იცოდეს!
-ვიცი, თუმცა ჯერ არ ვიცით, ვინ არის ინფორმატორი, ამიტომ გამოსავალი უნდა მქონდეს!
-რას აპირებ!
-სატვირთოები რომლებიც იქნება დატვირთული, მათი მძღოლების ვინაობას გავიგებთ და ავიყვანთ, დრო რომ მოვიგოთ იგივე სატვირთოები მართლა დაიძვრება სარფის მიმართულებით თუმცა თავისუფალი და სუფთა, მანამდე მირიანი გაიგებს რაც ხდება.
დადიანის სახეზე ღიმილი გაკრთა და კმაყოფილმა უთხრა:
-ბიჭებიც წაიყვანე!
-თითოში ორნი საკმარისი იქნება.
-სამნი დაზღვევისთვის!
-იყოს სამნი.
-თომა, სად ხარ!
-ამოვდივარ შენთან!
-კარგი.
-ნიკა, როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-ვუძლებ პრინცესებს..
ღიმილით თქვა და ნიკასაც ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, საყვარელი დის სიგიჟეების წარმოდგენაზე.
-ნიკა, რა ხდება აბა?
-სატვირთოები მინდა რამდენიმე დღით და ბიჭები.
-რა ხდება?
გასვიანის გაოცებამ ისევ გააღიმა აბაშიძე.
-სოხაძეს ტვირთს "ტენიანიან" და მინდა გზიდან ისე "მოვტეხოთ" რომ ვერავინ გაიგოს!
-მირიანმა არ იცის ხომ!
-ჯერ არ მაქვს დამამტკიცებელი არაფერი და ხელი ვის დავადო ისიც არ ვიცი, ვინც ინფორმაციას მაწვდის მას არ ენდოა. მოკლედ, სანამ კვალზე გავალ ტვირთს გადაიტანენ!
-გასაგებია.
-წავიდეთ!
დადიანი წამოდგა და უკან მიჰყვნენ გასვიანი, აბაშიძეც.
ავტოსადგომში ბიჭების ხმაურიანი საუბარი ისმოდა, როცა სამივე შევიდნენ. ყველანი მიესალმენ ახლად მისულებს.
-ბიჭებო, თორმეტი და ოთხი სატვირთოთი უნდა გაჰყვეთ ნიკას.
გასვიანმა მიმართა თითქმის ერთი სიმაღლის და ერთნაირი ჩაცმულობის მქონე ახალგაზრდებს.
-დეტალებს მე აგიხსნით, ცოტა უნდა ვითამაშოთ..
გაეღიმა აბაშიძეს და სატვირთოებისკენ წავიდა.. ყველაფერს უსხნიდა და თან მანქანებს ათვალიერებდა:
-მთავარი ის არის, რომ დიზაინი უნდა შევცვალოთ, როგორც კი გავიგებ დეტალებს, მოგწერთ და თქვენს მოქმედებას დაველოდები.
-გასაგებია და მზად ვიქნებით.
-ძალიან კარგი, მარკას მოდელს და სარეკლამო დიზაინსაც გეტყვით.
-ამ ნომერზე გამომიგზავნეთ.
-კარგი. აბა დროებით.
ხელი ჩამოართვა ყველას და სიძეებთან ერთად დაიძრა გასასვლელისკენ.
-ფრთხილად იმოქმედეთ!
ჩვეული სიმშვიდით უთხრა დადიანმა აბაშიძეს.
-ვეცდები მშვიდად დავასრულო.
-ჩვენც აქ ვართ და ჩავერევით!
გასვიანმა მხარზე ხელი დაარტყა..
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ნიკამ მიღებული ინფორმაციით სატვირთოები ისე გააფორმა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი გეგმა, სოხაძის მკვლელობა ზუსტად იმ დღეს გაიგეს, როცა ტვირთის დერეფნი გაიხსნა და საბოლოო შეხვედრა პარასკევ დღეს იყო დაგეგმილი..


ტუსაშვილი, სოხაძის სახლიდან მეორე დღეს წავიდა, გული სწყდებოდა მირიანის ნახვა ვერ შეძლო, თუმცა ერთ წუთში რამდენჯერმე იცვლიდა აზრს, ზოგჯერ ბრაზობდა, ზოგჯერ ისე ენატრებოდა, ყველაფერს ნანობდა, თუმცა წყენას მაინც ვერაფერს უხერხებდა ხოლმე და თავის თავთან საუბარს განაგრძობდა..
ამ დროს სოხაძე, საქმეების საბოლოო მოგვარებით იყო დაკავებული და მშვიდი ცხოვრების გეგმებზე ფიქრს ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ შეძლებდა, ნანოსთან საუბარსაც. აშკარა იყო სამომავლო გეგმები ნანოს და მათ საერთო შვილს უკავშირდებოდა, თუმცა ნანოს სიჯიუტის ატანა მოუწევდა ბატონ მირიანს, წამერად გაიღიმებდა კიდეც სოხაძე, როცა მისი სახის მიმიკები ახსენდებოდა, როგორ წამერად ეცვლება განწყობის მიხედვით..
ნანო, კი სამსახურში თითქმის ყოველ დღე დადიოდა, რადგან ცდილობდა გონება დაეტვირთა და ყველაფერი დაევიწყებინა, განწყობაც ხშირად ეცვლებოდა. დადუ და ნიკა ეხმარებოდნენ განწყობის გასაუმჯობესებლად, ამავე დროს ჯაფარიძეც დაბრუნდა მივლინებიდან საბოლოოდ მოაგვარა დადუს კუთვნილი ბიზნესის ისე მართვა, რომ ნებისმიერ დროს დადუს საკუთრებაში გადავიდოდა. ამან კიდევ უფრო გააბრაზა თუთბერიძე, იცოდა ამ გოგოს მემკვიდრეობის შესახებ და უმთავრესი მიზეზიც ეს იყო მასთან კავშირისა..
-კოტე ძია, გაიგე დადუ ჯაფარიძის საკუთრებაშია ყველა ბიზნეს წილები, რაც გიორგი ჯაფარიძეს ჰქონდა!
-გავიგე, ბიჭებმა დამირეკეს.
-სოხაძეც "დატყდა" ყველა იმ საქმიდან რაც ფულის შოვნის წყაროა და არც აპირებს თავიდან წამოწყებას!
-მოგვიწევს დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ!
-დამოუკიდებლად მოქმედება და მისი მოშორება აუცილებელია! დღესვე შეასრულონ ბიჭებმა ბრძანება და შეხვედრაზე ვერ უნდა მივიდეს!..
იქვე საქმეში ჩართული ზურა, საუბრის მოსმენისას ისე დაიძაბა და დაიბნა, ხელიდან ფურცლები დაუცვიდა, რომლითაც სატვირთოების შემოწმებას ასრულებდა..
-ფრთხილად შევილო, რა მოგივიდა!
დიასამიძემ დაეჭვებულმა ჰკითხა მკაცრი მზერით "დააჯილდოვა" შვილი.
-არაფერი მამა, დავიღალე!
არც უმცროსი დიასამიძე ჩამორჩა სიმკაცრეს, თუმცა თუთბერიძის ეჭვიან ბუნებას არ გამორჩენია ზურას აღელვებული ხელები და მიზანშიც ამოიღო ახალგაზრა..

ზურას ისღა დარჩენოდა, რომ ნიკასთვის ტელეფონით ეთქვა ეს ყოველივე და მირიანი შეხვედრაზე არ უნდა მისულიყო.. ის იყო ტელეფონს უპასუხა აბაშიძემ და ზურას, უფროსი დიასამიძე თავზე დაადგა:
-რას აკეთებ?
-არაფერს.
-ეს რა ტელეფონია?
-მამა, ამ ტელეფონით ველაპარაკები ინფორმატორებს. რა არის?
-ყოჩაღ შვილო, მომწონხარ! ასე თუ გააგრძელებ, სოხაძეზე ნაკლები ძალა და უფლება კი არ გექნება..
კმაყოფილმა განაგრძო საქმეში ჩართული ბიჭების მეთვალყურეობა..

-აქ ხარ?
-გისმენ.
-გეგმები შეიცვალა.
-უნდა გნახო სასწრაფოდ!..
-მომავალი მამის დანახვისას ტელეფონი გათიშა. შეტყობინება მალევე მიიღო მაგრამ არ შეიმჩნია და მოხერხებულად დაუსხლტა იქ მყოფებს ზურა დიასამიძე, თუმცა მას ეგონა რომ არავინ მიჰყვებოდა, ერთ - ერთი მეთვალყურე ისე გაჰყვა და ნიკამდე ისე მივიდა ვერ შეამჩია..

ტაქსით მიმავალმა ზურამ, მისამართი მიიღო აბაშიძისგან, რომ სამშობიარო კლინიკასთან ახლოს, პარკში ელოდებოდა. მდევარიც მშვიდად მიჰყვებოდა, რადგან ზურამ სიჩქარეში ვერ შეამჩნია ის ფაქტი, რომ თვითონ გია მიჰყვებოდა მას..
მთავარი გზა მალევე გადაკვეთა დიასაიძემ და პარკში მყოფი ნიკა დაინახა, ფეხდა-ფეხ მიჰყვებოდა თუთბერიძეც იარაღით, ტომელსაც ხმის დამხშობი ჰქონდა. ნიკამ მალევა შენიშნა მისი მზერა და იარაღის ლულა..
-ფუ შენი..
ნიკას მზერას გააყოლა თვალი, ზურამ და აბაშიძეს გადაეფარა, როცა დაინახა რომ უკვე ისროდა გია თუთბერიძე..
-„დავიწვი“ შენი..
სამი გასროლა და ორივე მიწაზე დაეცა, პარკში მოქალაქეების კივილი და ბავშვების ტირილი ერთმანეთში აირია, ისეთი ქაოსი იყო ვერაფერზე კონცენტრაციას ვერ ახერხებდა აბაშიძე, რომელსაც ზურას სხეული ზედ ედო გაუნძრევლად..
-ზურა! ჯანდაბა.
წამოდგა ნიკა, რომელსაც მარცხენა მკლავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი და გაგლეჯილი ჰქონდა კუნთი. ზურას კი ორივე ტყვია მუცლის არეში..
-ჯანდაბა, თაზო, საკაცე მოიტანე ვერ გავანძრევ!
იქვე თავმოყრილ ხალხში შეამჩნია დაცვის თანამშრომელი და სანამ მითითებას შესრულებდნენ, პულსს უმოწმებდა..
-ნიკა..
-ჩუმად ცოტა ხანი არ ილაპარაკო! ეს რა არის?
ნიკამ გაოცებულმა ერთ-ერთ ჭრილობაზე სიმაგრე იპოვა და ტელეფონი იყო.
-მაგარია, სილურჯეს აიტან და ამ ერთი ჭრილობასაც..

ტუსაშვილი უცნაურად აფორიაქებული იყო მოუსვენრად მუშაობდა და მიზეზს ვერ იგებდა რატომ.
-ვიცი ჩემო პატარა, არ უნდა ვღელავდე, მაგრამ ვერ ვიგებ რა მჭირს.. ალბათ დავიღალეთ ორივე ხომ?..
მუცელს ესაუბრებოდა და პერიოდულად ღრმა ამოსუნთქვას აკეთებდა.
-ნანო რა გჭირს?
ოთახში შემოსული დადუც ანერვიულდა:
-ფერი არ გადევს სახეზე, ტუჩებიც ლუჯი გაქვს, წამო გამოკვლევაზე!
-არ მინდა ცოტა დავიღალე..
-ნანო!
ასეთ დროს დადუ ჯაფარიძე, ისეთი შეუვალი და მკაცრი იყო, ვერ შეეწინააღმდეგებოდი, თითქოს საფრთხეს ყოველთვის წინასწარ გრძნობდა და მისი წინდახედულობა ამართლებდა..
-ბატინო ლაშა... ბოდიში ძია..
უცებ, სევდიანად ამოილაპარაკა გოგონამ, იცოდა ლაშას დამოკიდებულება რომ ძიას სტატუსი აბედნიერებდა შემთხვევით მოისმინდა როგორი სიამაყით ამბობდა, ნასვამი ლაშა ჯაფარიძე, რომ საკუთარი სისიხლი ძიას ეძახის და მან, ისე მიიღო როგორც ოცნებობდა..
-მოდით გოგონებო!
თბილი ხმით, მიმართა.
-ნანოს მდგომარეობა მაფიქრებს..
-რა გჭირს! კვლევები როდის ჩაიტარე!
-წინა კვირას, არაფერი მჭირს თითქოს აფორიაქებული ვარ...
-წამო, სისხლი ჩავაბაროთ და ეხოზე შევიდეთ!
ნერვიულობა მეტად მოემატა, რადგან ლაშამაც კი კვლევა ჩათვალა საჭიროდ.
-ახლა მართლა მეშინია..
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება აქ ვართ ჩვენ!
ჩვეული სიმტკიცე დაუბრუნდა ჯაფარიძეს და გამამხნევებლად მხრებზე მოხვია ხელი..
ყველა პროცედურა დასულდა:
-ნაყოფი, შვიდი კვირის და სამი დღის, გულისცემა... ნაყიფიც ყოჩაღი ვინმეა, ანალიზებიც წესრიგშია, წნევა გაქვს დაბალი და ცოტა დაისვენე!
პირადად შეამოწმა ყველაფერი და შემდეგ მიმართა გოგონებს ლაშამ.
-მადლობა.
-ახტი აქედან და განაახლონ მიღება კონსულტაციის!
-კარგი ძია.. დაგტოვებთ.

მოსასვენებელ ოთახში შევიდნენ და ნანოს დაწოლაში მიეხმარა.
-მალე მოვალ, პაციენტებს შევამოწმებ.
-მეც წამოვალ.
-არა! შენ დაისვენებ!
-ღმერთო, ჯაფარიძე ხარ ნამდვილი.
-ჰმ..
-კარგი, ვისვენებ.
უცებ ხმაური შემოესმათ და ორვე ისე გაცვივდნენ არცერთს არ ახსოვდა ნანოს შეუძლოდ ყოფნა. მიმღებში ნიკა აბაშიძე სისხლიანი ყვიროდა:
-სასწროდ საოპერაციო!..
-ნიკა რა ხდება!
-ღმერთო მიშველე. ნიკა.. ზურა..
დადუ შებარბაცდა და ნანოც იგივე თუ არა ნაკლებ დღეში არ იყო.. ჯაფარიძემ ყველაფერი ისე მოაგვარა რომ სამშობიარო დანიშნულების ოთახები და საპერაციობისაგან დამოუკიდებელ ოთახში შეიყვანეს ზურა. ოპერაციის მზადების დროს, ზურა გაუთავებლად ცდილობდა საუბარს, რასც უშლიდნენ:
-დადუ..
-ყველაფერი კარგად იქნება.. ზურა..
მოეფერა ძმას და ცრემლიანი თვალებით შეჰღიმა..
-არა. მირიანი.. საფრთხეშია.. აი... ვინმემ.. გააფრთხილეთ..
-რატომ..
-შეხვედრაზე არ მივიდეს.. სახელმწიფო ბანკში.. მოკლავენ..
ზურამ გონება დაკარგა.
-ზურა! ზურა..
იქვე მდგომ ნანოს, ხელიდან გაუცვივდა ნივთები და ისეთი სისწრაფით გაიქცა, არავისთვის არაფერი უთქვამს..

ზურასგან გაგებული ამბით, განერვიულებული ნანო ტაქსის მძღოლს ხშირად უმეორებდა რომ სოხაძის კომპანიაში დროულად მისულიყო, იქიდან გასულს კი იცოდა ვერ იპოვიდა. ტელეფონზეც არ პასუხობდა და ძალიან ნერვიულობდა შიშიც კი შეუძვრა სხეულში იმისა რომ მირიანს დაკარგავდა.
-იქნებ სწრაფად იაროთ..
თხოვნასთან ერთად სასოწარკვეთაც კი იგრძნობოდა ნანოს ხმაში.
-ასე ნუ ღელავთ შვილო, მალე მივალ.
მუცელში დავლილ ტკივილს მოსალოდნელ საფრთხესთან აიგივებდა და საყვარელ არსებას ფარულად ეფერებოდა.
-მამიკო, კარგად იქნება, პატარა..
შიშის ცრემლები შეპარვოდა სიტყვებს. მკვეთრი მუხრუჭის გამო ყურადღება მუცლიდან მძღოლზე გადაიტანა და ისეთი სისწრაფით გადავიდა მანქანიდან, რომ მძროლის ხმა არ გაუგია.
მანქანიდან გადმოსული მირიანის დანახვამ მთელი სხეული გაუთბო და გახარებული ყვირილით გაიქცა.
-მირიან, რა კარგია აქ რომ ხარ. არ წახვიდე შეხვედრაზე.
-ნანო!...
სოხაძეს გაოცებული მზერა ბიჭებმაც კი შეამჩნიეს, მანქანასთან მისულმა გოგონას სხეული ჩაიკრა, რადგან ნანოს სიხარულით და ემოციებით დაბნეულმა დაღლილ და მოლუღლუღე ნანოს სიტყვები ვერ გაიგო.
-კარგად ხარ!
-მე კარგად ვარ. აქ არ უნდა იყო, შენი მოკვლა აქვთ დაგეგმილი...
- ვინ გითხრა!
გოგოანას სხეულისთვის ხელი არ გაუშვია ისე დაჰყურებდა თითქოს მთელს სამყაროს ეხებოდა და უმზერდა სოხაძე.
- ზურამ, ამის გამო მირეკავდა და ახლაც მან მითხრა, მასაც ესროლეს... ვაი...
უეცარი სროლის გამო გოგონამ წამოიკვნესა და სხეულიც მოუდუნდა.
-ნანო!...
დაცვის ბიჭებმა სროლის საპირისპიროდ გაისროლეს, მაგრამ სოხაძეს არაფერი გაუგია, ნანაოს სხეული დაიჭირა და ცდილობდა მის გონებაზე მოყვანას.
-ნანო!.. შემომხედე!...
-ბატონო მირიან მანქანაში ჩასვით.
დროულად მოთავსებული თემო მირიანს მიუბრუნდა:
-თქვენ კარგად ხართ?
-დროზე დაძარი მანქნა!...
ადგილიდან დაძრულ თემოს, სამი მანქანა უკან გაჰყვა დანარჩენები კი ადგილს ამოწმებდნენ სროლის მიზეზის ან ავტორის დასადგენად.
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, საავადმყოფოში ხელში აყვანილი შეიყვანა სისხლით დასვრილი სხეული იქვე მედდის მიერ მითითებულ საკაცეზე დააწვინა. შუბლზე ტუჩები მიაკრა და ჩეული ტონით ჩაილაპარაკა.
-გაუძელი ნანო! უნდა გაუძლო!
მალევე საოპერციოში შეიყვანეს და დრეფანიც მალევე გაივსო, ნიკა აბაშიძე ისე შევიდა საოპერაციოში არავისთვის უკითხავს ნებართვა და არც უკმაყოფილო სახეები შეუმჩ ნევია.
-აქ ვინ შემოგიშვათ!..
-შვიდი კვირის ორსულია პაციენტი და გაითვალისწინეთ!
მკაცრი და შეუვალი იყო ნიკა აბაშიძის ხმა, რასაც შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა..
გარეთ გამოსულ აბაშიძეს, ნანოს მოლოდინი და იმედები უტრიალებდა გონებაში, განიცდიდა მეგობარს, რომელსაც შესაძლოა დიდი ტკივილის გადატანა ელოდა წინ...
-იპოვეთ! სასწრაფოდ სამივე მოძებნეთ, საზღვარი არ დატოვონ! ქვეყანა ამოაბრუნეთ, ძებნაში ბაიკერებიც ჩართეთ და რამდენიმე საათში სამივე ნაძირალა საწყობში გყავდეთ!
ნიკას, ფიქრები მირიან სოხაძის, ცივმა ხმამ გაუფანტა, მზერა მასზე გადაიტანა და გულის სიღრმეში ბედნიერებაც იგრძნო, რადგან მამაკაცის უემოციო მუდამ მკაცრი გამომეტყველება, ისე შეცვლილიყო და შიში, წაიკითხა მის სახეზე... შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა, პატივისცემა საყვარელი ადამიანის მშობლების მიმართ და სიყვარული ისევ საყვარელი ადამიანის!.. ეს ყველა გრძნობა ერთდროულად იკითხებოდა, რადგან მირიანის ყველა ფერად ფერს ნანო წარმოადგენდა..
-ცოცხლები მჭირდება სამივე!...
ყველას მხარდაჭერა და გამოუთქმელი, მაგრამ გულწრფელი თანადგომა აშკარა იყო.. საავადმყოფოს დერეფანი, ეზო ყველგან ნანოსა და მირიანის გულშემატკივრები იყვნენ, განსაკუთრებული შიშით ელოდნენ მოსალოდნელ ტკივილს და ოპერაციის შედეგს. ზურას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას შემდეგ ყველანი ნანოს მდგომარეობაზე დარდობდა. საავადმყოფოდან წუთითაც არ გასულა სოხაძე, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა დავალება შეუსრულეს და სამივე დაიჭირეს.. ამას მალევე მოჰყვა სატვირთოების გაჩერება..
-ბატონო მირიან.
-გისმენ თემო!
-სატვირთოები გააჩერეს..
სახეზე ხელი მოისვა და პირველად თემოს ცხოვრებაში მირიანს რაც იცნობს პირველად ნახა ასეთი სოხაძე. ემოციებ გაშიშვლებული..
-თემო სხვა დოს!
-კარგი.
მორიდებული ხმით თქვა და გაეცალა. იცოდა რომ მაინც მშვიდად უნდა ყოფილიყვნენ, ნიკ აბაშიძის გეგმა წარმატებით დასრულდა..

ექიმი საოპერაციო ოთახიდან როგორცკი გამოვიდა, ნანოს დედამ ტირილი ისევ ვერ შეიკავა..
-როგორ არის ჩემი შვილი?..
მირიან სოხაძე გაქვავებული შუშის თვალებით უმზერდა მამაკაცს და ლაშა ჯაფარიძის დანახვამ რომლის სახეზეც ღიმილი გაკრთა, თითქოს თავიდან დაბადა..
-ყველაფერი კარგად არის, გართულება არაფერი იყო, ისეთი ჭრილობაა, მალე გამოკეთდება.
მირიანი მუთმენლად ელოდა, ბავშვის შესახებ რას იტყოდნენ და თითქოს შეგნებულად არ ჩქარბდენენ.
-ბავშვიც კარგად არის, ცოტა ტკივილების ატანა მოუწვს ჩვენს გადარეულ გოგოს, რომ ზედმეტად წამლებით არ დავტვირთოთ.
ჯაფარიძემ დაასწრო ექიმს და მირიანის მზერაში დანახულ, ცრემლზე გაიღიმა.
-ხასლშიც შეგიძლია წაიყვანო მოვაგვარე.
მხარზე ხელი დაადო და გაეცალა, რადგან მშობლებთნ მარტო დაეტოვებინა.
-მადლობა უფალს. ჩემი გოგო როგორ დაიტანჯა.
-ახლა ნუ დაიწყებ, მთავარია კარგაად არის.
-ნანოს, სახლში წავიყვან და თქვენი დახმარება დამჭირდება.
-კი შვილო რას მეტყვი.
-მასთან რომ იყოთ..
-თუ არ შეგაწუხებთ წამოვალ.
ცრემლიანი ხმით ესაუბრებოდა ქალი და მის მზერაში ხედავდა ნანოს თვალებს, რომელიც ასე ხიბლავდა სოხაძეს..

საწყობში მისულ სოხაძეს, დადიანები, გასვიანი და აბაშიძე იქ დახვდა. განვითარებულ მოვლენებში თემომ გაარკვია, შემდეგ ნიკას მიუბრუნდა:
-რატომ არ მითხარი!
-მტკიცებულება არ მქონდა და ვისთვის დამებრალებინა, ახლაც არ მაქვს!
-ახლა ყველაფერი სახეზეა!
-ზურას, მკაცრად აკონტროლებდნენ, ამიტომ ნდობაც ნაკლები ჰქონდა და ბევრს ვერაფერსაც ვიგებდით.
-გეგმა ვინ მოიფიქრა!
-გეგმა ჩემია, რესურსი დადიანების!
-გასაგებია, ვალში ვარ!
-სალაპარაკოდ არ ღირს.
-მემგონი ბარში უნდა დავსხდეთ!
თომამ წამოჭრა ინიციატივა.
-ჯერ უნდა დავასრულო!
ბრაზი ისევ კისერში აწვებოდა სოხაძეს.
-მირიან, გოჩას არა რა...
-ნიკა, ეგ უკვე მე მეხება!
-შენ და დადუს, ვის გამოც აქამდე მოვედით! მას კი ზურა ძალიან უყარს! მე დავასრულე, დანარჩენი შენ გადაწყვიტე!
საწყობის დარბაზი დატოვა ნიკამ და მანქანაში ჩაჯდა.
-ვერაფერს მიგითითებთ, შენი საქმეა ნამდვილად!
თომამ, მხარზე დაარტყა ხელი და ისინიც წავიდნენ.
-დადიანო, შენ როგორ მოიქეცი!
მიმავალს დააწია კითხვა, ჩვეული სიმკაცრით. თორნიკე დადიანს გაეღიმა და სოხაძისკენ შებრუნდა:
-გავუშვი, რადგან ეძებდნენ!
პასუხმა სოხაძე გააღიმა, რადგან სამ სიტყვაში ჩატეული მთელი „ომი“ საკმაოდ მარტივი გასაგები იყო. ისინი ხომ ერთი ტაქტიკით მოქმედებნენ და ხმამაღლა წარმოსთქვა სოხაძემ:
-დაინდე, მხოლოდ ერთხელ!
-ასეა!
დადიანიც შეუერთდა ბიჭებს და ნიკამ ჰკითხა:
-გაუშვებს?
-სამივეს!
-სამივეს როგორ?
გაოცდა ნიკა.
-მაინც მიაკითხავენ და იმიტომ.
თომამ მხარზე ხელი დაარტყა და მანქანა დაძრა.
-გოჩასაც?
-მაგას არა!

ოთახში შესვლისთანავე, სამივეს მოლოდინით დაძაბულ სახეს შეხედა სოხაძემ, მაგრამ ხმას არ იღებდა, სკამზე მოთავსდა და მათ პირისპირ დაჯდა, რამდენიმე წუთი ელოდა მოთმინებას როდის დაკარგავდა და რომელი:
-მირიან, აგიხსნი ყველაფერს..
საუბარი წამოიწყო გიამ.
-რას!
-ყველაფერი ზურამ და მამამისმა აურია, გეგმა სხვანაირი იყო, შენ არაფერს გერჩით.
გოჩას ჩაეღიმა მაგრამ ხმა არ მოუღია:
-ჩვენ გვინდოდა შენ დაგვხმარებოდი, შენი სახელით და ავრორიტეტით დაგვხმარებოდი, ამათ აურიეს ყელაფრი..
-მართალია!
გოჩას შეხედა სოხაძემ, მძიმედ სუნთქავდა და დიდი ძალისხმევის ფასად ინარჩუნებდა სიმშვიდეს, რომ არცერთს შეხებოდა.
-არა, მისი გეგმა იყო.
-მოკეტე ბო*..
დაუყვირა თუთბერიძემ, რომელიც იმ შეშენებულ ვირთახას ჰგავდა თავდასხმაზე რომ გადადის.
-გია, იცი რატომ ხარ სხვა მხარეს!
-გამწირე და იმიტომ!
-ყველაფერზე გაიყიდე!
-რას მიპირებ...
-არაფერს!
-როგორ?..
მირიანი, სწრაფი მოძრაობით, სკამიდან ადგა ისე რომ გვერდზე გადააგდო კიდეც და თუთბერიძეს სახეში მუშტი დაარტყა, სკამიდან გადავარდნილს ზემოდან მოექცა და კიდევ გაარტყა:
-მხოლოდ ამას!
გაათრიეთ და იქ მიიყვანეთ ვინც ეძებს!
-არა, არა გთხოვ..
-ბატონო კოტე სათქმელი ხომ არაფერი გაქვს!
მხოლოდ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და დახარა, იყო რაღაც მასში რირებული ჯერ კიდევ შემორჩენილი, თუმცა უმნიშვნელოდ..
-დილით აზერბაიჯანში წახვალ და იქ იქნები!
გაოცებული კაცი საერთოდ დამუნჯდა. სიკვდილის მოლოდინში გარინდული დიასამიძე მხოლოდ ნერწყვს ყლაპავდა.
-შენ კი, დადუს თითოეულ ცრემლზე უნდა აგო პასუხი!
-მირიან...
-რა გაგაფრთხილე და რა გააკეთე!
-მაპატიე..
-ხვალ დილით, სოფელში წაგიყვანენ და იქიდან ფეხს არ გაადგამ არსად!
-კარგი, როგორც იტყვი..
-თვალს გადევნებ!
-ვიცი.. მადლობა..
-მხოლოდ დადუს გამო ხარ ცოცხალი!
ოთახი ხმაურით დატოვა და მარტოდ დარჩენილებს ცხოვრებაზე დაფიქრების უამრავი დრო აჩუქა...


ყველაფერი ისე დალაგდა და განვითარდა, რომ დრო იყო სიმშვიდის, ნიცა, ჯინა და სება თბილისში ჩამოდიოდნენ, უკვე წარმატებით გახარებულები. ყველას ჰქონდა თავისი წილი ბედნიერება რომელსაც იმსახურებდნენ.. ზურას ხშირად აკითხავდა საავადმყოფოში უკლებლივ ყველა და განსაკუთრებით თათა, რომლის სტუმრობაც დიასამიძისთვის იყო ის ნათელი სხივი, რომელიც დადუსთან ერთად მარტოობის დაძლევაში ეხმარებოდა..

-შეიძლება შემოვიდე!
-მოდი ნიკა, ახლა რეზე უნდა იხუმრო?
სიცილით ეკითხება თათა და სახეზე შეპარული სიწითლის დამალვას ცდილობს.
-ჯერ ნუ წითლდები არ მიხუმრია.
-ნიკა, ერთობი ხომ?
დადუც შევიდა ოთახში და ძმას აკოცა, როელიც ისევ იწვა..
-იცი რა არის, ბევრი ვიფიქრე და მაინც ვერ ვითმენ არ გავიცინო..
-რაზე, ახლა რომლის ჯერია?
-შენი ზურა.
-მე ჯერ ისევ სუსტად ვარ.
-უკეთესი, სამშოიაროში შენ წევხარ და ჩვეულებრივ კლინიკაში ნანო ორსული, პირდაპირ გაოცებული ვარ ჩვები შესაძლებლობებით.
-ამაზე კიდევ თუ იხუმრებ გესვრი რამეს!
ზურას ბრაზი შეერია ხმაში.
-შენ ჯერ ადექი დიდ გულზე რომ ხარ...
-შეიძლება?
თავი შემოყო ნიცამ და ყველანი ბუშტებით შევიდა, თითქოს ბავშვის შეძენას ულოცვდნენ.
ყველანი ხალისობდნენ რადგან ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ.
-აუ ნანოსთან წავიდეთ რა..
ჯინამ ამოიოხრა.
-ჯერ სუსტადაა.
-კარგი რა ანა დღეს ჩამოვედით და ეგრევე ნუ „გვისეროზულებ“.
-ჩამოხვედით და აიკელით უკვე არე-მარე.
-ღმერთო რატომ „ჩაგვიდე“ ეს ახალგაზრდა ბებებრი“?
-ხელები აღმართა ნიცამ.
-რა კარგი ვინმეა.
ზურამ თავის დას გახედა გვერდით რომ ეჯდა და ხელი მოჰხვია.
-კი ნამდვილად.
-რაო რამონდაო ზურიკელა, რამდენი კილო გავაჩინეო ბავშვი?
-რაა?
წამიერი შოკი ჰქონდა ზურას და დადუმ ლოყაზე აკოცა:
-უნდა შეეგუო ამათ სიგიჟეებს.
-მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თომა სხვანაირია..
-ერთმანეთს ვავსებთ.
ჭორიკანასავით ჩაუჩურჩულა და ზურას სიცილისაგან ნაკერები ეტკინა.
-კარგი ვჩუმდები.
-არაუშავს.
-არ დგები? წავედით!
-მე?
დაძაბულმა ამოთქვა.
-ხო აბა ვინ?
-როგო? მე.. მი..
-როგორ და სავარძელში ჩაგსვამთ, მივალთ ნანოს სიურპრიზს გავუკეთებთ და წამოვალთ.
-არა..
-მომისმინე მირიანს რაც შეესხება, პრობლემა არ არის!
-ელჩობას იჩემებ?
-უფ იმდენი უჟმური მყავს ირგვლივ მაგასაც მოვუგრეხ კისერს, თუმცა ნანოც ეყოფა..
-ეს სულ ასეთია?
თავის დას მიუბრუნდა;
-უარესი.
ანამ გასცა პასუხი.
-ხომ ხედავ როგორ ვერ მიტანს საკუთარი და..
არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
-რა კარგები ხართ.
დაუფიქრებლად ამოთქვა და ცრემლიანი თვალები დახუჭა მოხვეული მხარით დადუ მეტად მიიკრა და თავზე აკოცა დიდხანს..
-ჩვენ გავალთ და გელოდებით..
ცოტახნით მარტო დატოვეს. რამდენიმე წუთში ხმა ამოიღო ზურამ, რომელსაც ცრემლები გარეოდა:
-ბედნიერი ვარ რომ ის შენი ოჯახია.
-შენ ჩემი ძმა ხარ და ოჯახიც, მათთან ერთად.
-ძალიან მიყვარხარ...
ვერაფერი უთხრა მეტი, რადგან დაგროვილ ტკივილს ვერაფერიგანკურნავს, მით უფრო თუ დანაშაული გრძნობა გაქვს საკუთარი თავის მიმართ და ხშირად თვალს ვერ უსწორებ სარკეში, შენს მეს!..

სამყაროს რეალობას ნანო, ჩიტების ხმაურიანი დილის საშუალებით უბრუნდებოდა, მაგრამ დამძიმებულ თვალებს ვერ ახელდა.. უცებ გრილი სიოს მონაბერით, ოთახი გაივსო, რომელშიც გაზაფხულის სურნელი გაბატონებულიყო.
გოგონამ ოდნავ გაიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა, ნანოს ამ რეაქციით გახარებულმა მირიანმა, სავარძლიდან საწოლთან გადაინაცვლა, ხელი თმაზე დაადო და შუბლზე მიაკრა ტუჩები..
-რამდენჯერ უნდა მომიტაცო საავადმყოფოდან?
ღიმილით ამოილაპარაკა გოგონამ, რადგან გაზაფხულის სურნელთან ერთად, მამაკაცის სურნელიც იგრძნო კმაყოფილმა.
-რამდენჯერაც საჭირო იქნება!
მკაცრი იყო მამაკაცის ხმა.
-ისევ, საფრხეში ვართ?
შიშნარევი ხმით იკითხა ნანომ.
-არა, დასრლუდა! შენთვის განსაკუთრებით!
-რას გულისხმობ?
ინტერესით შეხედა გოგონამ, მირიანის შავ თვალებს, სადაც მთელი სიბნელე გამჭვირვალე სითხით დაიფარა, თუმცა ჯებირები არ გადმოულხავს იმ სიხარულის ცრემლს, რომელსაც ის პაწაწინა არსება იწვევდა სოხაძის თვალებში, ნანოს მუცელში რომ იყო მყუდროდ და დედის გულისცემით საზრდოობდა.
-მადლობა, რომ არ შენთან არის..
მუცელზე ხელი დაადო მამაკაცმა და დაკრგული ხმით ამოილაპრაკა, თან სოხაძისათვის უჩვეულო ღიმილი დაიმსახურა გოგონამ.. ნანო გაოგნებული უყურებდა ჯერ ხელს, შემდეგ მამაკაცის სახეს და გული ისეთი სისწრაფით აუძგერდა, რომ სუნთქვა უჭირდა.
-ის... ჩემია და ჩემთან ნდა იყოს.
-ჩვენია ნანო! ჩემი და შენი!
მამაკაცი დაიხარა და ქალის ტუჩებს ისეთი სინაზით კოცნიდა, თითქის მასზე დამოკიდებულ არსებას ეხებოდა..
ასეც იყო, ნანო ამ კაცით იყო დატყვევებული, ის მართლაც სოხაძის ტყვე იყო. მირიან სოხაძის გულისა და გონების დედოფალი-ტყვე!
გოგონა, ბედნიერებით სავსე თვალებით უმზერდა მამაკაცს, გაეღიმა და კოცნის ინიციატივა მან გამოიჩინა. მირიანსაც გაეღიმა..
-ამდენი ღიმილით მაბნევ, ბატონო მირიან!
-დაბნეული ნანო, კარგი დასამორჩილებელია!
-ტყვეობის სტატუს ვატარებ ისევ?
გოგონამ, მაცდური მზერითი შეხედა მამაკაცს და თხელი მკლავები კისერზე მოხვია.
-მიწვევთ და ეს კარგად არ დასრულდება დედოფალო!
გოგონას სიტყვით აგრძნობინა, თუ რამდენად მეტი იყო, ვიდრე ტყვე და რაოდენ
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მას.
-კარგ დასასრულებზე, სუბიექტური აზრი მაქვს მე!
თავისკენ დაქაჩა მამაკაცი და ვნებიანად აკოცა, მირიანის ვნება მორეულ სუნთქვასა
და მზერაზე კმაყოფილმა გაიღიმა.
-ნანო, სუსტად ხარ!
-ნაზად იმოქმედეთ ბრძანებელო!
ნახევრად დახრილ მამაკაცს, კისერზე დაალაგა თხელი მტევნები გოგონამ და დიდი თაფლისფერი თვალებით ახედა.
-არ მეგონა ოდესმე ამას, თუ ვიგრძნობდი!
-საინტერესოა, რას გრძნობს ჩემი ბრძანებელი?!
-მიყვარხარ ნანო!
ფრთხილი მოძრაობით მოექცა სუსტ სხეულს ზემოდან და ვნებიანად აკოცა ქალს.
-ჩემი ბრძანებელი, გრძნობებზე ალაპარაკდა.. ეს უკვე მომწონს!
კმაყოფილმა ამოილაპაკა, მამაკაცის ტუჩებთან.
-გახდები შენი მბრძანებელის დედოფალი!
-რაა?
-ოფიციალურად!
გვერდზე გასწია მამაკაცი და წამოჯდა საწოლზე, შებრუნდა მომღიმარი
მირიანისკენ, გაფართოებული თვალებით.
-შენ.. მე.. ცოლობას მთხოვ?..
-თუ გინდა, ისევ ტყვეობა ერქვას!
მამაკაციც წამოჯდა და პატარა, ლამაზ ცხვირზე, თითი დაჰკრა გაოგნებულ გოგოს.
-არა!
წამოიყვირა გოგომ და მთელი ტანით შებრუნდა მამაკაცისკენ.
-რაა?
მოულოდნელი პასუხით გაოცებულ მირიანს, სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა, იმ
წუთას ათასმა ფიქრმა აიტანა მისი გონება, მაგრამ მთავარი ნანო იყო, ეს ქალი
ერთადერთი იყო, ვისაც ვერაფერს აიძულებდა!..
-დედოფლობა მირჩევნია!
ბრძანებას ჰგავდა, მისი სიტყვები და მთელი ძალით მოხვია მკლავები მამაკაცს,
რომელმაც ძლივს მოასწრო საწოლზე ხელის დადება, რომ იატაკზე არ აღმოჩენილიყვნენ. ნანოს სიტყვები რომ გაიაზრა მირიანმა მკლავებში მოქცეულს თავი ააწევინა,
სახე ხელებში მოიქცია და ღიმილით უთხრა:
-ჩემი დედოფალი!
მტკიცე ხმით და მთელი გრძნობით თქვა მამაკაცმა, ასეთივე გრძნობით აკოცა შუბლზე და ბედნიერმა ნანომ ამოილაპარაკა:
-მირიან სოხაძის დედოფალი!
შუბლით დაეყრდნო გოგონას სოხაძე, შემდეგ თვალებში ჩახედა, სიხარულის და
ბედნიერების სხივით სავსე მზერას უცვლიდნენ ერთმანეთს, უცებ კარზე კაკუნი რომ გაიგეს..
-შემოდი!
მირიანმა აკოცა ნანოს და საწოლიდან ადგა.
-ბატონო მირიან, სტუმრები მოვიდნენ.
მორიდებით თქვა ირამ, თან ნანოს გაუღიმა და ღიმილით აგრძნობინა, თუ როგორ უხაროდა მისი კარგად ყოფნა.
-ჩამოვალ!
-ვინ სტუმრები?
ნანოც წამოდგა, მაგრამ სისუტემ ისევ საწოლზე დასვა, შეშინებული მზერა მირიანის გამოხედვაში, ნამდვილად უცხო იყო გოგონასთვის, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-ნანო, როგორ ხარ?
-ცოტა სუსტად ვარ, დავწვები.
-მალე ამოვალ!
ბალიშები გაუსწორა და პლედი დააფარა, თავზე აკოცა, ოთახი ისე დატოვა. ნანაო,
გაოცებული უყურებდა კარს, რომელშიც სოხაძე გავიდა..
-ღმერთო... ნუთუ მართლა ის არის?.... და ასეთი მზრუნველი?...
ცრემლი მოადგა თვალზე და მძიმედ დახუჭა გოგონამ დიდი თაფლისფერი
თვალები, რომ სიხარულის ცრემლებს თავისუფლება ეგრძნოთ.
-ჩემი სამყარო სულ მინდა ფერადი იყოს..
-დაბლა უნდა ჩავიდეთ!
უცებ დაბრუნდა სოხაძე და სავარძელი შეიტანა ოთახში..
-ვინ არიან?
-ყველა!
-ვინ ყველა?
-შენნაირები ვინც გყავს ყველა!
-ჩამოვიდნენ?
აღფრთოვანებულმა, მამაკაცს კისერზე მოჰხვია ხელები. მანაც, წელზე შემოჰხვია ძლიერი მკლავები.
-ჩამოვიდნენ და მთელი ქვეყანა მოიარეს უკვე!
-ძალიან კარგი.
უკმაყოფილოდ გააქნია თავი სოხაძემ.
-ნანო, თას ვუფრთხილდებით!
-როგორც მბრძანებელი ინებებს!
სამხედო სალმით უპასუხა ტუსაშვილმა, მირიანმა კი თავი დაუკრა და სავარძლით გავიდნენ ოთახიდან.. მისაღებ ოთახში კი ისეთი ჟრიამული დახვდა ნანოს, რომ სოხაძის სახლში ერთ დროს წარმოუდგენელიც და შეუსრუებელი მისაც იყო, თუმცა მომავალში ყოვედღიურობად ქცეული ფერები..


პ.ს. მაპატიეთ თუ იმედები ვერ გავამართლე..
მიყვარხართ და პატივს გცემთ თითოეულ თქვენგანს, მხოლოდ ის ადამიანები გამიგებთ ვისაც გქონიათ წერასთან შეხება, როცა წერ ეს არის საოცარი სიამოვნება შექმნა ახალი სამყარო, სადაც მცირე ხნით "ამოგზაურო" მკითხველი, საოცარი შეგრძნებაა როცა გთხოვენ დადო შემდეგი თავი, რადგან აინტერესებთ რა მოხდება შემდეგ, მაგრამ დგება დრო როცა ამას ვერ ახერხებ, რადგან მხოლოდ დაჯდე და წერო ეს არ არის მარტივი, საჭიროა გრძნობები, ფაქტები, სიუჟეტი, გეგმა, სათქმელი რასაც არ უნდა გადაუხვიო და კიდევ ბევრი რამ.
უპასუხისმგებლობას კი საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და არც გთხოვთ ამას...
მიხარია და მაბედნიერებს კომენტარები, რომელიც მე და ჩემს ისტორას მიუძღვენით. მადლობა საიტს რომ მომცა შესაძლებლობა, სრულიად უცხო ადამიანებს წაეკითხათ და შეეფასებინათ ის..
არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა წერას და თუ შევძლებ აუცილებლად ავტვირთავ სრულ ვერსიას ხოლმე აქ!..
(იმედია კოვიდის გამო სახელები არ ამერია)

ლილე გელოვანი 2022



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სულის ლუთქმელად წავიკითხე. ძალიან კარგი სიტორია იყო ნამდვილად! უბრალოდ ასე მგონია ბოლოს ნაჩქარევად დაასრულე, თუმცა მაინც ჩემ ფავორიტ ისტორიებში შედის, თავისი მრავალფეროვანი გმირებით! ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი მე❤

მადლობა❤ძალიან კარგი იყო❤

 


№3 სტუმარი სტუმარი maco maco

არ არსებობს დასასრული?? რა მეშველება ეხლა რას ველოდო… წავიკითხავ დავბრუნდები..

ძალიან ვისიამოვნე რასაც ველოდი, ცოტა დამაკლდა ახვლედიანი-ჯინას წყვილი.. იმედი მაქვს შენი მუზები არ “დაიბლოკება” და ისევ ვნახავ შემდგარ ისტორიებს, წარმატებები და ბევრი შთაგონება…

 


№4  offline წევრი lile-eli

ablabudaa
სულის ლუთქმელად წავიკითხე. ძალიან კარგი სიტორია იყო ნამდვილად! უბრალოდ ასე მგონია ბოლოს ნაჩქარევად დაასრულე, თუმცა მაინც ჩემ ფავორიტ ისტორიებში შედის, თავისი მრავალფეროვანი გმირებით! ❤️❤️❤️


დიდი მადლობა შეფასებისა და ერთგულებისთვის❤..
ბოდიშს გიხდით, თუ უკმარისობის შეგრძნება დაგიტოვათ ბოლო თავმა.
მე, გეგმის ყველა ეპიზოდი ამოვწურე, შესაძლოა სათანადოდ ვერ აღვწერე დეტალები, როგორც წინა თავებში და აუცილებლად გავითვალისწინებ წერის დროს. მადლობა❤

მე❤
მადლობა❤ძალიან კარგი იყო❤

უღრმესი მადლობა, თქვენ ❤

სტუმარი maco maco
არ არსებობს დასასრული?? რა მეშველება ეხლა რას ველოდო… წავიკითხავ დავბრუნდები..

ძალიან ვისიამოვნე რასაც ველოდი, ცოტა დამაკლდა ახვლედიანი-ჯინას წყვილი.. იმედი მაქვს შენი მუზები არ “დაიბლოკება” და ისევ ვნახავ შემდგარ ისტორიებს, წარმატებები და ბევრი შთაგონება…


როგორც ყოველთვის მახარებთ❤..
ძალიან დიდი მადლობა, ერთ-ერთი საუკეთესო სტიმული იყო, თქვენი შეფასებები ჩემთვის და ჩემი მუზებისთვის❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მართა

თორნიკე და ანა სად გაგრნენ?

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი მართა
თორნიკე და ანა სად გაგრნენ?


მადლობა ინტერესისთვის,❤ არ გამქრალან, მათზე დაწერა ვიფიქრე მოსაბეზრებელი იქნებოდა, რადგან როგორც წყვილი ისტორიის პირველ ნაწილში შედგა, აქაც ეტაპობრივად ჩანდნენ.❤

 


№7 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Manana Lomidze
ზუსტად ისე მოიტანე მკითხველამდე შენი აზრი როგორც უნდა ყოფილიყო ყოჩაღ**იყო ძალიან კარგი ემოციურად დატვირთული მაგ სასიამოვნოდ საკითხავი.

ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის თქვენი შეფასების კითხვა არის დიდი სიამოვნება❤..

 


№8  offline წევრი OKI ME

ღმერთებოო, როგორ ჩამოვრჩი მოვლენებს ამ საიტზე :დდდ თურმე დასრულებულა და მე ეს გამომრჩა. ((( ხო ალბათ ვერ მიცანი რადგან სახელი შევიცვალე :დდდ არაუშავს გაგახსენებ :დდდ (MEGIOKI) :დდ

ხოდა ახლა წავალ მე, გავიხსენებ სად გავჩერდი რომელ თავზე და 2-3 დღეში დაგახვესრებ ჩემებურ, უდიდეს კომენტარს :დდდ

წარმატებებიი, იმედი მაქვს სანამ მე კითხვას მოვრჩები შენ ახალ ისტორიასაც შემოგვთავაზებ :დდდ

 


№9  offline წევრი lile-eli

აი ასეთი შეტყობინება, რომ დაგხვდება როგორი ლაღია მთელი დღე. ❤️❤️❤️
მადლობა ძალიან დიდი და მიხარია, რომ ისევ ერთგული ხარ გმირების, რომლებიც გელოდებოდნენ❤️❤️❤️❤️
გელოდები მთელი გულით ????

 


№10  offline წევრი OKI ME

ჰოო, დამაგვიანდა კომენტარის დაწერა და მომიტევე ❤️❤️

არ არსებობს ჩემთვის დასასრული. ყოველთვის ყველა ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ისტორიის დასრულება არ მინდა. უსასრულოდ მინდა იყოს :DDD ამიტოომ, ავდგები და ისევ თავიდან წავიკითხავ. მოცულობით კაი დიდი კი არის და მეც დავმშიდდები ცოტახანს და შენც მოგასვენებ იმ კითხვისგან "ახალ ისტორიას როდის შემოგვთავაზებ?". :DD

განსაკუთრებულად რომ მიყვარს ეს ისტორია ხომ იცი? და შენც რომ არ უნდა შეწყვიტო წერა ესეც იმედია იცი. ❤️❤️ თუ არ იცი ახლა გეუბნები და დამიჯერე :DD ❤️❤️

არ ვიცი რა ვთქვა, თითოეული პერსონაჟი ჩემია, მიყვარს და განვიცდიდი ყველა მათთავს გადამხდარ მოვლენას. ❤️❤️

დადუს როგორც იქნა ეღირსა ბედნიერება და სიმშვიდე. ❤️

ნანო ყველაზე საოცრებაა ❤️❤️ თუმცა ცოტა მაბრაზებდა ხოლმე. ძლივს არ წავიკითხე გაღიმებულ მირიანზე კაცო. :DD ეს გაუცინარი ხელმწიფე როგორ მოტეხა ნანომ :DD

ნიცა და ჯინა ბოლოს უკვე მაბრაზებდნენ. :DD
ახვლედიანის ადგილას ცოტა ვაწვალებდი შერიგებაზე. ღირსი კი იქნებოდა ქალბატონი ჯინა. :DD

უუჰ, ჩემი თორნიკე და ანა სულ ახვა განზომილებაა. (ესენი სხვა ლეველზე არიან და რა ვქნა :DD) ❤️❤️

ხო გამომრჩა. მირიანი ნამდვილად კარგად მოიქცა იმ სამეულთან მიმართებაში. რთული მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მარტივი არაა ასე ადგე და გაუშვა. ნუ გაშვება თუ ქვია მაგას საერთოდ მაგრამ მაინც.

სხვა რა ვთქვა არ ვიცი. მიღებული იმოციებისგან გადამავიწყდა კიდევ ბევრი რამ როსი დაწერაც მინდოდა :DD

მიხარია რომ დაბრუნდი და დაასრულე ისტორია. პირველად რომ დავინახე თვალებს ვერ ვუჯერებდი :DD დიდი ხანი იყო რაც საიტზე არ ვიყავი შემოსული და უკვე დასრულებული დამხვდა :DD

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან გამიხარდება თუ წერას არ შეწყვეტ და დაბრუნდები ახალი ისტორიით ❤️ იმედი მაქვს შენსკენ ყველაფერი კარგად არის და მოაგვარე ყველა პრობლემა რის გამოც ამდენ ხნიანი პაუზა გქონდა ❤️❤️

აბა წავედი მე, შენ კი წარმატებები ❤️❤️ უახლოეს მომავალში გელი ახალი ისტორიით :DD ❤️❤️

 


№11  offline წევრი lile-eli

OKI ME
ჰოო, დამაგვიანდა კომენტარის დაწერა და მომიტევე ❤️❤️

არ არსებობს ჩემთვის დასასრული. ყოველთვის ყველა ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ისტორიის დასრულება არ მინდა. უსასრულოდ მინდა იყოს :DDD ამიტოომ, ავდგები და ისევ თავიდან წავიკითხავ. მოცულობით კაი დიდი კი არის და მეც დავმშიდდები ცოტახანს და შენც მოგასვენებ იმ კითხვისგან "ახალ ისტორიას როდის შემოგვთავაზებ?". :DD

განსაკუთრებულად რომ მიყვარს ეს ისტორია ხომ იცი? და შენც რომ არ უნდა შეწყვიტო წერა ესეც იმედია იცი. ❤️❤️ თუ არ იცი ახლა გეუბნები და დამიჯერე :DD ❤️❤️

არ ვიცი რა ვთქვა, თითოეული პერსონაჟი ჩემია, მიყვარს და განვიცდიდი ყველა მათთავს გადამხდარ მოვლენას. ❤️❤️

დადუს როგორც იქნა ეღირსა ბედნიერება და სიმშვიდე. ❤️

ნანო ყველაზე საოცრებაა ❤️❤️ თუმცა ცოტა მაბრაზებდა ხოლმე. ძლივს არ წავიკითხე გაღიმებულ მირიანზე კაცო. :DD ეს გაუცინარი ხელმწიფე როგორ მოტეხა ნანომ :DD

ნიცა და ჯინა ბოლოს უკვე მაბრაზებდნენ. :DD
ახვლედიანის ადგილას ცოტა ვაწვალებდი შერიგებაზე. ღირსი კი იქნებოდა ქალბატონი ჯინა. :DD

უუჰ, ჩემი თორნიკე და ანა სულ ახვა განზომილებაა. (ესენი სხვა ლეველზე არიან და რა ვქნა :DD) ❤️❤️

ხო გამომრჩა. მირიანი ნამდვილად კარგად მოიქცა იმ სამეულთან მიმართებაში. რთული მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მარტივი არაა ასე ადგე და გაუშვა. ნუ გაშვება თუ ქვია მაგას საერთოდ მაგრამ მაინც.

სხვა რა ვთქვა არ ვიცი. მიღებული იმოციებისგან გადამავიწყდა კიდევ ბევრი რამ როსი დაწერაც მინდოდა :DD

მიხარია რომ დაბრუნდი და დაასრულე ისტორია. პირველად რომ დავინახე თვალებს ვერ ვუჯერებდი :DD დიდი ხანი იყო რაც საიტზე არ ვიყავი შემოსული და უკვე დასრულებული დამხვდა :DD

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან გამიხარდება თუ წერას არ შეწყვეტ და დაბრუნდები ახალი ისტორიით ❤️ იმედი მაქვს შენსკენ ყველაფერი კარგად არის და მოაგვარე ყველა პრობლემა რის გამოც ამდენ ხნიანი პაუზა გქონდა ❤️❤️

აბა წავედი მე, შენ კი წარმატებები ❤️❤️ უახლოეს მომავალში გელი ახალი ისტორიით :DD ❤️❤️


როგორი გემრიელი, მსუყე და სასიამოვნო შეფასებებით მანებივრებ ხოლმე, დიდი მადლობა თიოთოეული სიტყვისთვის და წუთისთვის რასაც მითმობ. ❤️❤️❤️
მადლობა მოკითხვისთვის, ნელ-ნელა ყველაფერი გვარდება და იმედია ფინალიც სასიამოვნო იქნება ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent