შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი12


13-03-2022, 00:10
ავტორი ნაამა
ნანახია 1 250

ჩემი წიკვინისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შემიკრა ღვედი და კარი მომიჯახუნა.კარები გასაღებით ჩამიკეტა და უცბად მოუარა.
-რატომ ხარ ასეთი უხეში?
-შენ რატომ არ გესმის არაფერი?
-ღმერთო შენთში საერთოდ რა მომეწონა იმ ღამეს?ჩვეულებრივი ვირი ხარ.სად გაგონილა ადამიანის ასე ჩატენვა?!
-მე გაგაგფრთხილე.
თვალები ავატრიალე და სხვა გზა რომ აღარ მქონდა უბრალოდ მოვდუნდი.
-სად მივდივართ ახლა?
-სადმე სადაც წყნარად ვილაპარაკებთ. იქნებ ჩემთან?
-დარწმუნებული ხარ რომ ლაპარაკის მეტი არაფერი იქნება?
-დღეს არა...ნუ ღელავ.მაშინ წავიდეთ ჩემთან?
-კარგი.სხვა გზას მაინც არ მიტოვებ ვირო.
გველურად ჩაეღიმა.ერთდროულად მომინდა,რომ მისთვის ისევ მეკოცნა და თან რაღაც ჩამერტყა,მაგრამ ორივესგან თავი შევიკავე.
-შეგიძლია რამე მაინც ჩართო?ვერ ვიტან ამ უხერხულობსი გრძნობას.
თვალები ავატრიალე და თავი მანქანის მინას მივადე.რამდენიმე წამში ნაცნობი მელოდია ჩამესმა . თავიდნა ვერც დავიჯერე რომ ის იყო,რომ არ მეშლებოდა. შეუძლებელი იყო მე და ეს ვირი ერთსა და იმავე ჯგუფს ვუსმენდეთ,ერთსა და იამვე სიმღერას...
-ეს...ეს The Neighbourhood-ს Alleyways-ია?
-კი...იცი?
-რა თქმა უნდა.
ისე შევიცხადე თითქოს მთელი სამყარო უსმენდა ამ სიმღერას. თითქოს არ არსებობდა ადამიანი ვისაც არასოდეს გაეგო...
-მიყვარს..
ჩუმად ჩაიდუდღუნა.რას წარმოვიდგენდი ეს ცხოველი თუ ჩემს საყვარელ სიმღერას ჩამირთავდა.
-საუკეთესოა.
-ესეიგი მუსიკაში მაინც გაქვს გემოვნება.
-სხვა რაში არ მაქვს?
-სიყვარულში.
-შენი ძმა მაინც არ იყოს.
დავცინე და  დანრჩენი გზა ხმა არ ამომიღია.მის სახლამდე  ერთმანეთს სცვლიდნენ The Neighbourhood-ს სიმღერები. მანქანის კარზე მოკეცილი ხელი მედო.თავი კი მასზე,გარემოს ვუყურებდი და საერთოდ აღარ მაწუხებდა დარლა რომელიც ნერვებს მიშლიდა. მანქანაში უცნაური აურა ტრიალებდა.მისკენ გახედვასაც ვერ ვბედავდი.იმდენად სიმპათიური იყო მეშინოდა რომ თავს ვერ შევიკავებდი.ან საერთოდ სახლში რატომ მივყვებოდი?შემაწუხებელი ფიქრები ამეკვიატა  თუ რატომ უნდოდა ჩემთან საუაბრი,ან რაზე.
გზაც საშინლად გაიწელა.
ბოლოს სახლის კარი შეაღო და ჩამრთვეს აჰკრა ხელი.
-დაჯექი,რამეს დალევ?
-რამე ძლიერი გაქვს?
-მაგალითად?
-ნებისმიერი ალკოჰოლი.ისე შენ რა გაგიძლებს აბა.
-კარგი მოდი დავლიოთ და თან ვისაუბროთ მაშინ.
ისე თბილად გამიღიმა გამიკვირდა.
-კარგი?
უფრო კითხვად გაიჟღერდა ვიდრე თანხმობად. დარლა სხვა ოთახში გავიდა მე კი იმ დივანზე ჩამოვჯექი, არცისე დიდიხნის წინ ,დარლას რომ ვეალერსებოდი. ყველაფერი იმ ღამეს მახსენებდა და ჩემი პიროვნება ორად იხლიჩებოდა. ერთს საშინლად სურდა იმ ღამის გამეორება.მეორეს კი ჯერ ისევ შერჩენოდა პატიოსნების და სინდისის ნაგლეჯი,რაც აიძულებდა უკან დაეხია.
  დარლა ჭიქებით და ვისკის ბოთლით დაბრუნდა.ჩემს წინ ჩამოჯდა და ეშმაკურად ანთებული სფეროებით შემომხედა. ზღვას ჰგავდა  მისი თვალები და ალბათ ეს მიზიდავდა.ვისკი ჩამომისხა და ჭიქა გამომიწოდა.
-მადლობა.
-არაფრის. ახლა კი ,მანიტერესებს თუ ჩემი ძმა მართლა გიყვარს სხვასთან რატომ წევხარ?
ნერვული სიცილი წამსკდა.
-ამაზე რატომ უნდა გელაპარაკო?
-მითხრაი და ბოლოს მეც გეტყვი რისი თქმაც მინდა.
-იმიტომ რომ შენი ძმა კოცნაზე შორს არ მიდის,მე კი ის ვარ ვისაც მოქმედება სჭირდება და არა  მარტო ჰაერში აქნეული მიყვარხარ.
-ესეიგი  ჩემი ძმა მიგწონს და სხვებთან ხარ რადგან შენი თავი დააკმაყოფილო?
-ზუსტად.მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შენი ძმის მიმართ არაფერს ვგრძნობ.
-მაშინ შემოთავაზება მაქვს-სავარძელში გადაწვა და ვისკი მოსვა.სანამ რამეს იტყოდა ჭიქა მთლიანად ჩავცალე-მასე მალე დათვრები.
-ვხვდები კარგს არაფერს იტყვი, ჯობია მთვრალმა მოგისმინო.
სიტყვები სუნთქვას ამოვაყოლე და მომლოდინე მზერა ვესროლე.
-შენ გჭირდება ვიღაც ვისთანაც დაწვები,თან ისე რომ კაკიმ არაფერი გაიგოს.მეც მჭირდება ვიღაც და ნამდვიალდ მეზარება ყოველჯერზე ვიღაცის ძებნა.თან ლამაზი და სექსუალური ხარ.ვერც შენ იტყვი რომ მიმზიდველი არ ვარ. მოკლედ  ასეთი შემოთავაზება მაქვს. მე და შენ მხოლოდ სექ** არავითარი მოვალეობები და გრძნობები.
-უკაცრავად? დარლა ფრაზიდან  "შენი ძმის შეყვარებული ვარ" რომელი ნაწილი ვერ გაიგე?
-არ მადარდებს.
-ღმერთო შენ მიშველე.
ხელები მაღლა აღვმართე და ჭერს შევხედე.
-ყველა ჯიშკარიანი ასეთი ჯიუტი და მოურჯულებელი ხართ?
-დამიჯერე ჩემს ძმასთან შედარებით ნორმალური ვარ...
-არ გეტყობა.
ხელი ავუქნიე და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.სადღაც გულის სიღრმეში მინდოდა მის წინადადებას დავთანხმდებოდი, მაგრამ  ამ დონის კა**ა ვიყავი?ან ვიყავი და არც კი ვიცოდი.
-შეგიძლია ახლავე არ მიპასუხო. დაფიქრდი აწონდაწონე და როცა მყარი პასუხი გექნება მოდი.ან მე მოვალ.
თვალი ჩამიკრა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.
-სმა მაშინ გავაგრძელოთ ,როცა პასუხს მოიფიქრებ.
-იდიოტი ხარ.
ჩანთას ხელი დავავლე და  ის იყო კარისკენ წავედი,მისი სიტყვები რომ დამეწია.
-დაიცადე,გაგიყვან.ვერ დავუშვებ ჩემმა პოტენციურმა საყვარელმა და ლამის რძალმა გვიან მარტო იაროს.
- რა შეგცოდე ასეთი გაამგებინა!
მაინც დაველოდე.უცბად მოიცვა ქურთუკი და წინ გამიძღვა. სადარბაზოში ქუჩიდან  სუსტი შუქი აღწევდა ,მისი ნაკვთები კი საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა. აბეზარი  ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე და კიბეებზე მის უკან დავეშვი.საოცარი მიხრამოხრა ჰქონდა. ყველაფერში ავლენდა საკუთარ ელეგანტურობას.
"ნეა დაწყნარდი,თავი ხელში აიყვნე.კაკის ძმაა.სულ რომ არაფერი მაზლთან კიდევ ერთხელ ხომ არ დაწვები?!"
"და რა მნიშვნელობააქ,ის ძალიან ძალაინ მიმზიდველია"
"რამეს ჩაგარტყავ!"
"უჟმურო!"
სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთს ამოგვიღია.შორიახლოს ჩამომსვა.მანქანიდნა თავი გამოყო და მიმავალს დამაწია.
-იფიქრე ჩემს წინადადებაზე.
-საშინელი ადამიანი ხარ!
-არც შენ ხარ უცოდველი ქალბატონო.
მომაძახა და მანქანა წამში მოწყვიტა ადგილს.სახლში ჩუმად შევედი.მისაღებიდან საუბარი ისმოდა.საათს დავხედე 12 ხდებოდა.ამ დროს ბავშვები არასდროს მოდიოდნენ.დათოც  ძირითადად მის ოთახში იყო და ან ეძინა ან არ ვიცი რამეს აკეთებდა...
   მისაღებში რომ შევედი დივანზე ჩამომსხდარი
დედ-მამა,ბიძია,ბიცოლა,დათო  და ჩემი ბიძაშვილი დამხვხნენ თავისი შეყვარებულითურთ.
-რა შეკრება მოგიწყვიათ რა ხდება.
-სად ხარ გოგო ამდენხანს,გული გამისკდა.
დათომ თვალები დამიბრიალა და ლუდი მოსვა.
-გვიან გამოვედი სამსახურიდან და მერე ბარში წავედი ციტახნით.
ურცხვად მოვიტყუე.
-მოდი დაგევწვიე დე.
-გამოვიცვლი და მოვალ.
უკან უცბად დავბრუნდი და დათოს გვერდით ჩამოვჯექი.
-რამდენხანს ხართ სახლში?
-ეს კვირა და მერე  მე სტრაზბურგში უნდა გავფრინდე.
-მამა შენც მიდიხარ?
-კი ნეა, ვენაში  უნდა შევხვდე პარტნიორს.
-მოკლედ სახლში არასდროს ხართ რა.
ამოვიხვნეშე და დათოს ავეკარი.
-სამაგიეროდ დათო გყავს,თუ რამე.
-თუ არა თქვენ უთხრაით ნეასთან იცხოვრეო რა.
ჩავიფხუკუნე და გაღიმებულ მეგობარს ქვემოდან ავხედე.
-ბიცო კაკისთან რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს,ერთად ვართ და კარგად.
-რამეს ხო არ აპირებთ?
შეფარვით მკითხა დედამ.
-კარგით რა ხალხნო,კარგით რა! რა დროს ეგარის ჯერ წელიწადიც არ გასულა.
-ისე კარგი წყვილი ხართ.
ბიძია გადმოიწია და თავზე ხელი გადამისვა. ამ ჟესტზე ნერვები მომეშალა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ყეველა  ერთხმად დაეთანხმა. რაღაცნაირად მსიამოვნებდა კაკი რომ მოსწონდათ.მხოლოდ დათო და გოგა იყვნენ ის ორად-ორი ადამიანი ,რომელებსაც სძულდათ და მიზეზი ჯერაც უცნობი იყო. ღამის სამამდე ერთად ვიჯექით ვსვავდით და ძირითადად კაკისა და ჩემს წყვილზე საუბრობდნენ.მე დათოზე ატუზული ვისმენდი ,როგორი კარგი და ჭკვაინი ბიჭი იყო და გული მითბებოდა. რომ დავიღალე ანოს შევხედე.
-არ დავწვეთ გოგონი?
-აუ რავი დავიღალე.
მანაც დაიწუწუნა და საწყლად შემომხედა.ფეხზე ავდექი და ხელი გავუწოდე ,ის იყო ანომ ჩემ გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება რომ ლევანიმ გაუკავა.
-სად მიგყავს გოგო ჩემი შეყვარებული?
-უკადრებელი უნდა ვაკადრო.
დავეჭყანე და ანანო მაინც გამოვგლიჯე.
-ეეე კარგი რა.
-ხმა, კრინტი.შენი წყალობით გოგას უფრო ხშირად ვხედავ ვიდრე ანოს,დავაი ახლა აქედნა.ჩემთან რჩება ,რაც გინდა ის გიქნაი.
-ღმერთო რაზე ჩხუბობთ ერთი გამაგებინა?!
ბიცოლამ ორივეს მკაცრად შემოგვხედა.
-აუ ლელა უთხრაი რამე რა.დაქალს მახევს.ვსო მე მიმიყავს შენ ამაღამ ბალიშს ჩაეხუტე.აბა ღამემშვიდობის.
იმ ღამეს ანოს ცოტა ვეჭორავე და მერე დაგვეძინა.დარლაზე სიტყვა არ დამცდენია.მარტო დათომ და გოგამ იცოდნენ რომ სხვასთან ვიწექი იმის გამო ,რომ რატომღაც კაკის კოცნის მეტს არაფერს ცდილობდა.თავიდან ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე გეი ხომ არ არის და "შირმად" მიყენებს თქო,მაგრამ რა წამს გამახსენდა, როგორ ვენბიანად მკოცნიდა  და ხარბ მზერას ამაყოლებდა ხოლმე მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი .
მშვიდად ჩამეძინა.გალეწილი მთვარალი ვიყავი და დარლასთან კინკალობისგან საკამოდ დაღლილი.
    იმ დღეს სამსახური არ მქონდა ასე რომ ვერაფერი მაიძულებდა გაღვიძებას, რომ არა უკვე საღამოს 5ზე ზარი უცხო ნომრისგან და დაიგნორების შემდეგ შეტყობინება.
"იფიქრე ჩემს წინადადებაზე?"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent