შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში


22-03-2022, 13:44
ავტორი აიზი
ნანახია 896

საკუთარი თავი, ცხოვრება, სხეულ, აზრები, გონება მეზიზღებოდა და ზუსტად ამდენამდე მიყვრდა. მქონდა ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის იყო საჭირო: ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თავლი, ოჯახი, მეგობრები, საქმე რომლითაც ყოველ დღე ვკავდებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ მაბედნიერებდა. საკუთარი სხეული იმდენადვე არ მეკუთვნოდა რამდენადაც ჩემი იყო. ტირილის მიზეზი არასდროს მქონია მაგრამ ძალიან ხშირად მდომებია ტირილად ვქცეულიყავილ. საკუთარ თავზე გული მერეოდა და ამავდროულად ყველასგან მესმოდა რომ მშვენება ვიყავი, თვითონაც ვხვდებოდი რომ ეს გულის რევის შეგრძნება არც ისე რეალური გრძნობა იყო. მაზოხისტური მოთხოვნილებებიც არცისე ცოტა მქონდა, მაგრამ საკუთარი თვის არასდროს ვიზიანებდი რატო? იმიტომ რომ საკუთარ სხეულზე უსასრულოდ ვიყავი შეყვარებული. სიკვდილი ყოველთვის მიზიდავდა მაგრამ ის ფაქტი, რომ სამყარო ჩემს გარეშე დარჩებოდა და სიცოცხლის დინება უჩემოდაც მშვენივრად იარსებებდა, სიცოცხლის ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევდა. სერიული მკვლელის ნადავლი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, თვითონაც სერიულ მკვლელობაზე რომ არ მქონოდა პრეტენზია. გამოწვევებით სავსე ცხოვრებაში გამოწვევა მჭირდებოდა, მაგრამ არცერთი ახალი გამოწვევა ჩემს მოთხოვნილ სტანდარტებში არ ჯდებოდა. სიცოცხლე და სუნთქვაც კი მეზარებოდა მაგრამ ამავდროულად მათთვის ყველაზე დიდი სიამოვნებით ვშრომობდი. მოკლედ გემში ვიყავი რომელიც უსასრულო ძღვაში იყო და ღუზის გარეშე მდგარი არსად მიდიოდა.
ამბავი რომელსაც გიყვებით სრულიად ჩემზეა, მაგრამ ამავდროულად საერთოდ არ არის ჩემზე. ის სამყაროზეა რომლის ნაწილიც ვიყავი და ვარ, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ამ ლოგიკით ჩემი ისტორია შეიძლება იყოს შენიც და ჩვენს გარშემო მყოფი თითოეული ადამიანის ან თუნდაც ხის.
შაბათს საღმოს,10 საათზე, ლოლიტამ მომწერა. ხშირად მიფიქრია, რომ ეს ესემესი გახდა ყველაფრის მიზეზი რაც მე და შენ(ზევით აღნიშნული ლოგიკით) გადაგვხდა, მაგრამ მეთვითონაც ვხვდები რომ ეს უბრალოდ უბადრუკი მცდელობაა საკუთარი თავის დანაშაულის დაფარვის, რომელსაც თითოეულ გადაწყვეტილებაში ვუშვებდი. მოკლედ ლოლიტა იმ თვის 28 რიცხვში პატარა გამოსამშვიდობებელ საღამოზე მეპატიჟებოდა რომელსაც საკუთარ თავს უწყობდა. მიუხედავად იმისა რომ ამ წვეულებაზე წასვლა არ მინდოდა მაინც დავთანხმდი რადგან... არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ მასთან 12 წლიანი ურთიერობა მაკავშირებდა და მეგობრადაც კი ითვლებოდა შორიდან.
სიგარეტს არ ვეწეოდი, მაგრამ ამ ესემესზე თანხმობის გაგზავნამ, ფილტვები ამიწვა თითქოს ჟანგბადი არ იყო ის რასაც ახლა შეეძლო ჩემი ნერვული უჯრედების საკმარისად გამოკვება. ამიტომ მათ ბრძანება გასცეს რომ რაიმე სხვა უნდა მიეტანა ფილტვებს მათთვის. სახლში სიგარეტი არ მომეპოვებოდა რაც პირდაპირ რეისს ნიშნავდა სუპერმარკეტის მიმართულებით. გოგოების იმ კატეგორიას არ მივეკუთნები ვისაც მაღაზიაში ჩასვლა ჩუსტებით და სახლის ელასტიკებით შეუძლია, ამიტომ სახლიდან დიდი ვარდისფერი ჰუდით, შავი ტანზე მომდგარი შარვლით და კეტებით გავედი. საკმაოდ ოვერსინქინგი გონების პატრონმა „მალევე“ აღმოვაჩინე რომ სახლიდან საკმაოდ შორს წავედი, იმდენად რომ ის ჩიხი რომელშიც ვიყავი ცოცხალი თავით ვერ ვიცანი. ხალხიც არსად ჩანდა თითქოს ყველამ ერთდროულად გადაწყვიტეს აორთქლებულიყვნენ. ჩემი ცუდი კორდინაციის წყალობით თავი უარესად დავკარგე. უცხო შენობებს შორის მდგარმა ღრმად ჩავისუნთქე. ჰაერმა თან ჩაიტანა სიცივე რამაც სახე გამიყინა, სხეულში კი კანკალის ეფექტი გამოიწვია. გულმა ისე დაიწყო ძგერა თითქოს მხოლოდ ის კი არა მთელი სამყარო ძგერდა მასთან ერთად. ამ დღეს პირველად ვინანე ტელეფონს სახლში უყურადღებოდ დატოვება, რადგან წამოსვლისას ვერ ვიპოვე და მის გარეშე გამოვედი, ამას აქამდე არასდროს დიდი პრობლემა არ შეუქმნია და არ მეგონა სწორედ ამ დღეს თუ დამჭირდებოდა ჟანგბადზე მეტად. ჩიხში მიმოვიხედე არსად ლამპიონი არ ანათებდა. ერთ-ერთ შენობას თვალი ავაყოლე, არცერთ ფანჯარაში სინათლე არ ენთო. -დამცინით?-ხმამაღლა მაგრამ ჩურჩულით წარმოვთქვი და ამ დროს სხეულში ვიბრაციებმა მოიმატა. კიდევ ერთხელ ვცადე ღრმად ჩასუნთქვა, რადგან საღად მსჯელობის და აზროვნების უნარი შეენარჩუნებინა ტვინს, მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა. მხოლოდ მცირე ულუფებით ნაწყვეტ ნაწყვეტ შემეძლო ჰაერის მიღება. საბოლოოდ თავი დავირწმუნე, რომ თუ უკან დავბრუნდებოდი ყველაფერი უფრო გამიმარტივდებოდა და უკან შევბრუნდი. შებრუნებისას კორპუსსა და კორპუსს შორის მცირე ნაპრალში ადამიანის სილუეტი შენიშნა ჩემმა თვალებმა. მთვარის შუქზე კარგად ვერ გავრჩიე და ახლა ამ ნაპრალისკენ განზრახ გავიხედე. იქ მართლაც იყო ვიღაც. ერთ-ერთ კორპუსს ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი და ჭრილში ისე დავიწყე ყურება მას რომ ვერ შევემჩნიე. მიუხედავად სიბნელისა კარგად გავრჩიე, რომ ის მარტო არ იყო და მის წინ ვირაც იდგა მუხლებზე. თვალები უფრო ფართოდ გავახილე და მეგონა ამით მეტის დანახვას შევძებდი, თუმცა საკუთარი თვალები ამაში იმდეად ვერ დამეხმარა, რამდენადაც თვითონ ეს კაცი, როდესაც მუხლზე დაჩოქილ ადამიანს მოშორდა და მანქანში ჩაჯდომისას მანქანა პულტით განბლოკა. ამ დროს კი მანქანის ფარებმა სინათლე მოჰფინა იმას რისი დანახვაც ასე მსურადა.( დღეს არ ვიცი მსურდა კი იმის ნახვა რაც ვნახე?)ამ სანახაობამ ადგილზე გამყინა, გამაშრო და გამაქვავა. სისხლი პირდაპირ ტვინის ქერქს დააწვა და თითქოს გახეთქა კიდეც. ნეირონებმა იმპუსის გადაცემა შეწყვიიტეს.. თითქოს ატმოსფერომ დაკარგა წონა, დაბლა ჩამოვიდა და დედამიწის ქერქის სიღრმეში ჩამმარხა. მანამ ასეთი გრძნობა არასდროს განმეცადა ამიტომ გავითიშე და დავეცი კორპუსის ძირში. კორპუსის რომელიც ცივად და უგულოდ იდგა მაშინ როდესაც მე სამყარო ჩამომექცა თვზე.
გამოღვიძებისას ვგრძნობდი როგორ მეწვოდა ქუთუთოები.თითქოს გაღებისთვის იმაზე მეტ ენერგიას მთხოვდნენ ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში იყენებდნენ. ჩემმა სხეულმა მათ ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილა და ისინიც პირუჩუმრად გაიხსნენ. ბნელოდა ლოყაზე კი ცივ გახეხილ ასფალტს ვგრძნობდი, თავი წამოვწიე და კისერსაც დავუმატე ენერგია, რომ გამომყოლოდა. მას ინსტიქტურად ხელები აყვა ხელებს ფეხები და წამოვდექი. ჩემმა გონებამ, მყისიერად გამახენა უკანასკნელი მოგონება, რის გახსენებაზეც ხერხემლით ისევ ცივ კორპუსს მივეყრდენი და მიწისკენ ჩავცურდი დასაჯდომად. ფრთხილად აღვიდგინე თითოეული ნანახი კადრი. სინათლე და ამ სინათლიდ განათებული ძელზე მიბმული დაჩოქილი ქერა თმიანი ქალი, სისხლიანი თვალებით, პირით, სახით და გადახსნილი გულმკერდით. ნელნელა ყურებში წუილი დაიწყო და ამ წუილთან ერთად მოვიდა ახალი მოგონება, რომ ეს ქალი შიშველი იყო. შიშველი სისხლიანი სხეულით, ამის გახსენებაზე თითქოს ბაგე თავისით გამეხსნა და მგერმა იოგებმა თავისით გამოსცეს პანიკური წამოკივლების ბგერები. თვალებმა ცრემლსადინრებით დაუკითხავად ამოისროლეს ცრემლები და ფეხებმა მაიძულეს ისევ წამოდგომა. ნელა კანკალით გავიხედე ისევ ჭრულში, ის სხეული არსად წასულიყო, მაგრამ მთავრის შუქზეე არც წითელი სისხლი არც გადახსნილი გულმკერდი და არც ამოჭრილი თვალები არ ემჩნეოდა. იჯდა მუხლებზე ისე თითქოს დაღლილი დასასვენებლად ჩამოჯდა. მის თავს შევხედე. სიბნელეში საკუთარმა გონებამ დამისახა მისი უკან გადაწეული თავი, რომელიც აუცილებლად მთვარეს გაუწორებდა თვალს, ისინი ისევ რომ ჰქონოდა. სხეულში უწუნობა ვიგრძენი და მივხვდი კიდევ გავითიშებოდი რაიმეს თუ არ ვიზავდი და გავიქეცი. გავიქენი მაგრამ სად გავრბოდი არ ვიცი ერთი მახსოვს რომ სინათლე მანამ არ ჩანდა სანამ სირბილისგან და ტირილისგან ძალა გამოცლილი ქვას არ გამოვედე და არ ჩავგორდი დაღმართზე. ტკივილი არ მიგრძვნია, არც წამოდგომა არ გამჭირვებია, ზუსტად იმ დროს თითქოს ახალი ძალა ვიგრძენი და ამ ძალით განათებული ლამპიონისკენ წავედი. ერთ ლამპიონს მეორე მოყვა მეორეს მესამე მესამეს მეოთხე და ასე ვიპოვე უბანი სადაც კორპუსებში შუქი ანათებდა. ერთ-ერთი კორპუსის წინ სკამი შევნიშნე და ყველანაირი ლოგიკური მიზეზის გარეშე მასზე დავწექი, თავ ქვეშ ხელები ამოვიდე და დავიძინე.
გამთენიისას გავიღვიძე სრულიად გაყინულმა, თავი ისე მამძიმებდა თითქოს ბოულინგის ბურთი მეკიდა კისერზე. გაღვიძებულს სახლში წასვლაზე მეტზე არც არაფერზე მიფიქრია, ამიტომ როგორც კი წამოვდექი ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და ტაქსი მოვძებნე. ჩემდა გასაკვირად მალევე ვიპოვე, ჩავჯექი და იქაც ჩამეძინა. სახლთან მისული ტაქსის მძღოლმა გამაღვიძა და ჩემდა გასაკვირვად ჩაძნებული არ გამაუპატიურა და გამოფხიზლებულს მგზავრობის ფულიც არ გამომართვა. კორპუსის კიბეები როგორ ავიარე და რა ფიქრები მიტრიალებდა თავში არ მახსოვს. მახსოვს სახლში შესვლის და შემოსასვლელში დაკიდებული სარკის ანარეკლის დანახვის მომენტი. ჩემი სახე, ისედაც სხვისი, საერთოდ გამცლოდა ხელიდან და ოდნავ საკუთრებაშიც აღარ მყავდა, მისი თითოეული ნაკვთი მოშვებული გასაწ....ბული და ტირილისაგნ შესიებული გაქრობას ითხოვდნენ. ხმის ამოუღებლად ხელებზე დავიხედე, სულ რამდენიმე წამს კანკალს ნაჩვევი ხელები უჩვეულოდ გაუნძრევლად იდგნენ, მაგრამ შემდეგ გონებით გადავეცი, რომ ახლა იყო კანკალის დრო და ისინიც დამემორჩილნენ. იმ მომენტში დიდმა ჰუდმა ყელში წამიჭირა, ტანზე ამეკრო და მოხრჩობა დამიწყო, მასვე აჰყვა შარვალიც და თითზე ბეჭედიც. თავის გადარჩენის ინსტიქტმა მაიძულა თითოეული მათგანი უმალ მომეშორებინა სხეულიდან. ჩემდა გასაკვირად ამან შედეგი ვერ გამოიღო რადგან ტანსაცმელი კი არა საკუთარი კანი მახრჩობდა, დიდი სიამოვნებით ავიტყავდებდი მაგრამ აქაც მარტივად იყო საქმე,მ მე ის მიყვარდა და ვერაფერს დავუშავებდი. საცვლების ამარა შევედი მისაღებში და სავარძელზე ჩამოვჯექი. თავში ერთიანად მილიონმა აზრმა გაიელვა მაგრამ მე არცერთი არ შემომიშვია გონნებაში. ფეხები ავკეცე და დედის მუცელში მჯდარი ემბრიონივით მოვთავსდი. აქამდე თუ არ იცოდით გეტყვით რომ ამ პოზაში ფიქრი ყველაზე მარტივი და ნაყოფიერია, მაგრამ არა ასეთ სიტუაციებში. ჩემმა ორმა შინაგანმა ხმამ დაუკითხავად შემომიღეს კარი და დაიწყეს მსჯელობა. მე როგორც დამკვირვებელს და გადაწყვეტილების მიმღებს რა უნდა გამეკეთებინა, რჩევებს მაძლევდნენ და უარესს მიკეთებდნენ.
-პოლიციაში წადი და მოყევი რაც ნახე
-ის მაინც თუ გახსოვს სად იყავი
-მაგას რა აზრი აქ?
-იქ როგორ მოხვდი?
-ადამიანი მოკლეს
-და შენ არ გახსოვს სად, არც ის იცი ვინ ან რატომ გააკეთა ეს
-აწამეს
-დავინახე
ეს ხმები ორმაგად მაგიჟებდა ისედაც გაგიჟებულს, ამიტომ ერთადერთი რაც უნდა გაეკეთებინა ეს ტელევიზორის ჩართვა და ახალი ამბების ყურება იყო, რადგან ჟურნალისტებისთვის ამ ამბავს ასე არ დატოვებდნენ და ყველა სატელევიზიო არხი 1 კვირა მაინც ატრიალებდა მომხდარს ეთერში. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ზუსტად 7 საათი ვიჯექი ტელევიზორის წინ გაუნძრევლად და სიტყვაც არ გამიგია ამ ამბავზე. არა მარტო ამ 7 საათში არამედ შემდეგი 2 კვირის მანძილზეც არავის უხსენებია ერთი სიტყვაც კი მომხდარზე.
დილით თვალი რომ გავახილე, ისეთი უკუნი სიბნელე იყო და იმდენად მოიცვა ამ სიბნელემ ჩემი გული ვიფიქრე, რომ სიზმარში ვიყავი და 2 კვირის წინა ღამეს ვიმეორებდი კორპოსის ძირას დაცემული. მალევე მოვედი აზრზე და მივხვდი რომ ოთახში მუქმა ფარდებმა შექმნა სიბნელის ატმოსფერო. თავი წამოვწიე და ინერციით უკან ბალიშზე დავეცი, ხელით ბალიშის ქვეშ ტელეფონი მოვძებნე და საათს დავხედე. თორმეტს აკლდა ათი წუთი, ტელეფონზე დახვედვისასვე ესემესიც ეკალივით შემომეჩხირა თვალში. ლოლიტა მწერდა და მახსენებდა რომ იმ დღეს უმაგრესი საღამო უნდა ჰქონოდა. თვალები გადავატრიალე და ბალიში დავიფარე თავზე.
დღე მარტივად გავიდა წავედი უნივერსიტეტში დავესწარი რამოდენიმე საშინლად მოსაწყენ და ამავდროულად საშინლად საინტერესო ლექციას და უკან მეგობართან ერთად დავბრუნდი. სალომე და მე ლოლიტას საერთო ნაცნობები ვიყავით მაგრამ მე და სალოს ერთმანეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.
ერთად დავიწყეთ გამზადება. ნეტა გენახეთ როდესაც ტანზე მომდგარი ბეჟი ფერის მუხლს საკმაოდ აცილებული კაბით და წვრილ ქუსლიანი ბასანაჭკებით ჩავიხედე სარკეში. მკერდი კაბის დეკოლტეს ლამაზად ავსებდა ხოლო საჯდომი ტანგით გადაყოფილი ჩუპაჩუპსივით ტკბილი და ამავდროულად მავნებელ სათამაშოს იერს მაძლევდა.
-რა ვიოლინო და რა შენ-ღიმილით მითხრა სალომ და ტრაკზე არც თუ ისე მსუბუქად წამომარტყა.
თავი ლამაზი მეგონა სანამ მისი ავლა დიდება სრულად არ შევათვალიერე. იმდენად ლამაზი იყო რომ მეგონა გოგონებს მისი დანახვისას სქესი უნდა შეგვეცვალა. არა იმიტომ რომ ბოღმა გაგვექარწ....ბინა არამედ იმიტომ რომ ერთხელ მაინც შეგვეცურებინა მის ფეხებს შორის პატარა სათამაშო არსება. ხშირად მიფიქრია მის გა..მვაზე საკუთარი თითებით და სიმართლე გითხრათ არც ის იქნებოდა უარზე მაგრამ რაღაც ყოველთვის მაბრკოლებდა.
სახეზე ორივეს მსუბუქი მაკიაჟი გვქონდა. მე ჩემი კურნოსა ცხვირით მომქონდა თავი, მაგრამ მისი პატარა კეხით შემკობილი ცხვირი, მის მწვანე თვალებს და დიდ ტუჩებს იმდენად უხდებოდა, მეგონა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ გოგოს ვემეგობრებოდი.
სანამ სახლიდან გავიდოდით ტელეფონის ზარმა გამახსენა რომ ტელეფონი მრჩებოდა. გიო მირეკავდა ჩემი ბიძაშვილი იმდენხანს ვეძებე ტელეფონი ვერ მივუსწარი რომ მეპასუხა, გადავურეკე მაგრამ ზარი აღარ გავიდა, ცოტა გავბრაზდი მაგრამ რას ვიზავდი იმაზეც მადლობელი ვიყავი რომ ტელეფონი გამახსენა.
მე და სალო მანქანის სადგომზე გავედით რა დროსაც მივხვდი რომ ტელეფონი კი წამოვიღე, მაგრამ მანქანის გასაღები სახლში დამრჩა. აბრუნება დაგვეზარა და ტაქსს გავყევით. სალომე იმდენად ლამაზი იყო თავი ვერ შევიკავე და ჩემი გრძელი წვრილი თითები ფეხზე ნაზად ავუსვი. ისე ნაზად როგორც გამდნარი ყინული სრიალებს ხელის გულზე. მას პირიდან ხანმოკლე კვნესა ამოხდა და თავი უკან გადაწია. გავაგრძელებდი დაწყებულ საქმეს, მძღოლს მანქანის სალონის სარკიდან თვალი რომ არ გამოეპარებინა.
ლოლტას პატარა წვეულება სულაც არ იყო იმდენად პატარა რამდენადაც გვეგონა. უამრავი ხალხი ირეოდა მისი კერძო სახლის ეზოში. ვაჟიშვილი და სექსისტი ნაბ...რების თვალები საჯდომს მიწვავდა, მაგრამ სალოს უკვე კოცონი ჰქონდა დანთებული ამიტომ საკუთარ პატარა წვას დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ზუსტად სახლის შესასვლელში შეგვეგება ლოლიტა პატარა წითელი კაბით.
-მე მეგონა დღევანდელი დღის მთავარი გმირი ვიქნებოდი-წაგვაკომპლიმენტა, მის არცერთ სიტყვაში შური და ღვარძლი არ ერია მაგრამ მე ამის გამოსწორება მარტივად შემეძლო
-მაგიტომ დამპატიჟე ცალიყბით?-სხარტად და წარბების ზევით აზიდვით ვუპასუხე
-ეგ რა შუაშია?-სახე შეეცვალა. მინდა გითხრათ რომ მას ხუმრობაში აყოლა არასდროს შეეძლო.
-იხუმრა-ღიმილით უთხრა სალომ და მხარზე ხელი მოუთათუნა-სასმელს სად ვიშოვით?
-წამოდი წაგიყვანთ-გვითხრა ლოლამ და წასასვლელად მოემზადა, როდესაც გავაჩერე და ვუთხარი, რომ მე ზევით ავიდოდი და მათ ამოეტანათ ჩემთვის. დამთანხმდნენ და მეც მარტივად გავიკვლიე გზა აივნისაკენ. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა როცა იქ არავინ არ დამხვდა, ზურგით მოაჯირს მივეყუდე და ცას ავხედე. უკვე კარგად ბნელოდა ცაზე მთვარეც კი არ ანათებდა ვარსკვლავებზე ხომ საუბარიც არ არის. ფიქრებში გადავარდნას ვაპირებდი რომ ჩემი ძველი ნაცნობი დავითი მომვარდა და გადამეხვია. ამ ბიჭს დასანახად ვერ ვიტანდი მაგრამ პატარა საქმისთვის მჭირდებოდა და მთლად არ ვაპანჩურებდი ჩემი ცხოვრებიდან. მიუხედავად ამისა მასთან არასდროს ვაფერისტობდი.
-მომენატრე-ცოტა ხმამაღლა მითხრა
-მე არა! რას მომეფსკვენი კისერზე?!-ხელის მარტივი მოძრაობით ჩამოვიხსენი.
-ბოროტი ხარ-მოჟმანულად მიპასუხა
-ბოროტება არაა როდესაც ადამიანს არ ენატრები-მიუხედავად იმისა რომ სიმაღლე არ მაკლია ის ისეთი მაღალი იყო თავ აწეული მიწევდა ლაპარაკი
-დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს გნახე არა?-ეს კითხვა არ იყო ორივემ ვიცოდით რომ დიდი დრო იყო გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან.
-ჰოდა იმედია შემდეგ შეხვედრამდეც ზუსტად ამდენივე დრო გავა-ვუთხარი და პატარა მაგიდასთან პატარა სკამზე ჩამოვჯექი
-საშინელი ადამიანი ხარ მაგრამ მიყვარხარ-მითხრა და გასასვლელი კარისკენ წავიდა საიდანაც ვიღაც შემოდიოდა და კინაღამ შეეჯახნენ ერთმანეთს.
სიბნელეში სახეზე ვერ გავარჩიე ვინ იყო მაგრამ იმას მივხვდი, რომ სიგარეტი ჰქონდა ტუჩებს შორის და ეწეოდა. სიგარეტის და ეზოს განათების ხარჯზე გავარჩიე რომ საკმაოდ მაღალი და კარგი აღნაგობის უნდა ყოფილიყო. კარიდან პირდაპირ ჩემი მიმართულებით გამოემართა, მომიახლოვდა ერთ ხელში სიგარეტი დაიჭირა მეორეთი კი სკამი გამოსწია და მკითხა
-შეიძლება ჩამოვჯდე?
-კი რათქმაუნდა-ისე ვუთხარი თითქოს მისმა ბოხმა და მჟღერმა ბგერათა თანწყობა ყურები არ ამიწვა.
ჩამოჯდა და ისე ჩაისუნთქა თითქოს მთელი სამყაროს სიამოვნება მისმა ნესტოებმა ერთიანად შეიგრძნო.
-სიცოცხლის სურნელი გაქვს-წარმოთქვა და სიგარეტი ისევ ბაგეს დაუბრუნა
მეგონა ბანძი დაკერვის მეთოდი სინჯა ჩემზე და ბანალური პასუხი უნდა გამეცა მაგრამ მაშინვე გავიხსენე ჩემი სუნამოს სახელი „ელ ოლორ დე ლა ვილა“ ესპანური არ მესმის მაგრამ როდესაც ეს სუნამო მაჩუქეს მისი სახელი მაშინვე ვთარგმნე და სწორედ ეს გამოვიდა „სიცოცხლის სურნელი“
-სუნამომ მაინც მიბოძოს სიცოცხლე-მხატვრულად ვუპასუხე და უარესად ბანალური გამოვჩნდი.
-სიცოცხლე შენს თავს შენ თვითონ უნდა უბოძო-სკამის საზურგეს მიეყრდო და ცას ახედა
-როცა თვითონ სიცოცხლეს არ უნდიხარ?
-ძალს შენ და ძალს ის?-თავი ჩამოწია და მივხვდი რომ თვალებში შემომხედა რადგან ჩემი თვალები მის მბზინავ მზერას შეეჯახა
-არა ორივემ შევწყვიტეთ ერთმანეთზე ძალის ფლანგვა-ხუმრობით ვესაუბრებოდი მაგრამ ამ ვითომ ხუმრობაში იმხელა სიმართლე იყო თავი ამტკივდა
-ეგრე რომ იყოს ისეთი სუნი გექნებოდა რომელსაც ვერცერთი სუნამო ვერ გადაფარავდა
-იქნებ ბალზამირებულს ვინახავ საკუთარ თავს სუნი რომ არ ამივიდეს?
-მოწევ?-ჯიბისკენ წაიღო ხელი. ამ ჟესტზე მივხვდი, რომ მაგრად შევეცოდე და ვინანე რომ უაზრობების ლაპარაკი დავიწყე უცნობთან. მაგრამ ზოგჯერ უცნობებს უნდა ელაპარაკო რადგან მათთან უფრო მარტივია გაიხსნა და დაიცალო. ისინი არ გიცნობენ, ისინი ვერ იმსჯელებენ შენს პრობლემაზე შენს იმ პიროვნებაზე დაყრდნობით რომლის ილუზიაც შეუქმენი დროთა განმავლობაში. უცხოები ისეთ რჩევებს იძლევიან რომელიც არ არის გათვლილი შენზე მაქსიმალური ზრუნვისთვის, ისინი პირდაპირ გაჯახებენ იმ რიალობასთან რომლის დანახვას არც კი ცდილობდი.
-არ ვეწევი-ვუპასუხე და აივანზე ვიღაცის შემოვარდნამ მომიყვანა აზრზე
-ნანა აქ ხარ?-სალომეს ხმა ვიცანი და ფეხზე წამოვდექი
-აქ ვარ მოვდივარ-ვუპასუხე და უცნობ მამრს მივუბრუნდი
-დროებით-დამასწრო დამშვიდობება-ნახვამდის-მეც ვუპასუხე და სალომესთან მივედი
მე და სალომე მისაღებში გავედით და ხალხში გავერიეთ. იმდენი ნაცნობი ვნახეთ აღშფოთება ვერ დავმალე და ლოლიტას ვკითხე
-ჩემს სანაცნობოს კრებდი თუ შენს გაცილების წვეულებას აწყობდი?
-რა ვქნა ამდენი წლის მანძილზე ნაცნობი ხალხი რომ დაგვიგროვდა ჩემი დანაშაულია?-დაიწუწუნა
-აბა ჩემია?-შუბლი შევჭმუხნე
-ნუ იცი ხოლმე ეგრე-დაიწუწუნა ლოლიტამ და თვალები გადაატრიალა
-მაგ თვალებს დაგაცლი და ხელში დაგაჭე...-მკაცრი ტონით ვუთხარი მაგრამ სანამ ბოლო სიტყავს ვიტყოდი ხმა ჩამიწყდა და გულში მკვახედ დაწოლა ვიგრძენი. ერთ წამში ამომიტივტივდა ორი კვირის წინ ნანახი საშინელება და საყლაპავ მილში უკან ამობრუნდა თითქმის ყველა წვეთი სასმელი რაც კი დავლიე. თავის შეკავება მოვახერხე და ამდენი ხალხის თვალწინ გული არ ემერია მაგრამ მივხვდი რომ ამ წვეულებაზე 5 წუთსაც ვეღარ გავჩერდებოდი. სალომეს ვუჩურჩულე რომ მივდიოდი და კარგი გართობა ვუსურვე, რაზეც ცოტა შემომიბღვირა მაგრამ იცოდა რომ ვერ გადამარწმუნებდა და ზედმეტი აღარაფერი აღარ უთქვამს.
ხალხის ბრბო ისე გავიარე არავისთვის არ შემიხედავს გონებაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რატომ მაინც და მაინც მე, რატომ ვნახე ის რაც არავინ უნდა ნახოს. ტაქსი მარტივად გავაჩერე და ისე უღიმღამოდ ველაპარაკე მძღოლს ღირსი ვიყავი არც გავეყვანე არსად. ტაქსიში ფანჯარას მივაყრდნე თავი და ცაში დავიწყე ყურება. თითქოს ყველანაირი გრძნობა ერთიანად გაქრა და დავრჩით მხოლოდ მე და სიცარიელე. ერთ წამს მივხვდი რომ აღარ ვსუნთქავდი და ასე თუ გავაგრძელებდი ერთადერთი ადამიანი ვიქნებოდი ვინც არაფრისგან მოკვდა. თავი გავაქნიე ცოტა აზრზე მოსასვლელად და ტაქსიც შეჩერდა ჩემი კორპუსის სადარბაზოსთან. ყალბი ღიმილით გადავუხადე მადლობა მძღოლს და გადმოვედი.
ხუთი წუთი დებილივით ვიდექი გაშეშებულ, ფეხები და სხეული არ მემორჩილებოდა თითქოს სახლში ასვლას მიკრძალავდნენ, მაგრამ ჩავრთე ჩემი მბრძანებელი ორგანო და ვაიძულე, რომ ნელი მაგრამ მკვეთრი მოძრაობით გადაადგილებულიყვნენ წინ შემდეგ კი ზევით. როცა კართან მივედი გასაღების ამოსაღებად ჩავძვერი ჩანთაში, მაგრამ მალევე შევამჩნიე რომ კარი ღია იყო. წამიერად გადავხედე მოგონებებს და ვცადე აღმედგინა მე დამრჩა ღია თუ ვინმემ გააღო. ბევრი ფიქრის შემდეგ ვერაფერი მოვიფიქრე და გადავწყვტე რომ მე დამრჩა ღია.ხელით მივაწექი ისედაც ღია კარს და მეტად შევაღე. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა სხეული მაინც ფრთხილობდა და ნელა და ჩუმად შეიზლაზნა სახლში. ხელები კედელს მოვუსვი და ერთ ჩამრთველზე დაჭერით მთლიან სახლში ავაბრდღვიალ სინათლე. თვალ ახელილმა უფრო თამამად გავაგრძელე მოქმედება კარი დავკეტე და ფეხზე დაუხდელად შევაჭერი სახლში. კარგად მივიხედ მოვიხედე და როდესაც დავრწმუნდი, რომ არავინ ჩანდა, მოსაცმელი გავიძრე და დივნისკენ ვისროლე. მართალია ავაცილე და იატაკზე გავშხვართე მაგრამ მცდელობაც დასაფასებლად მიმაჩნდა ამიტომ კიდევ ვცადე და ახლა ჩანთა ვისრულე იგივე მიზნისაკენ. თავდაპირველად დაეცა დივანს მაგრამ ჩამოცუდრა და მანაც ჩაზასა იატაკი. ისე გავბრაზდი ხელები დამემანჭა და წამოვიყვირე
-შეგ..იი! მოგი..ან მიზანი! ნაბო..რო!
ისე ვილანძღებოდი თითქოს მე კი არა ფაჩულიამ ააცილა სამქულიანი. ამ ლანძღვა გინებაში ზუსტად გამახსენდა, რომ როდესაც გავდიოდი, კარი გადავკეტე თან შევამოწმე კიდეც და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სამზარეულომდე დანის ასაღებად და დივნამდე ტელეფონთან მისასვლელად, რომელიც ჩანთაში მეგდო, ერთი და იგივე მანძილი ვივარაუდე და დავფიქრდი რომელთან მერჩივნა მისვლა. კიდევ ერთი გენიოსური არჩევანი გავაკეთე და სამზარეულოსაკენ გავემართე სწრაფი ნაბიჯით (ამ გადაწყვეტილებას ჩემს ადგილას ინანებდით. )ის იყო დანის ტარს დავწვდი ასაღებად და ამოვწიე რომ მის ანარეკლში კაცის სხეული დავლანდე (წერისას ზუსტად იგივეს ვგრძნობ რაც მაშინ ვიგრძნი: შიშს და დაუცველობას) ხელები გამეყინა თვალი გამიშტერდა და ტუჩი ჩამომივარდა. არ ვიცოდი რა მექნა დანა ჩამებრუნებიდა და ისე მოვქცეულიყავი ვითომ ვერაფერი დავინახე თუ ამ დანითვე დავსხმოდი თავს მომხდურს.
სანამ რამე მოვიფიქრე ჩემმა ყურებმა იგივე ბოხი ბარიტონი შეიმეცნა რომელიც წვეულებისდროს აივანზე.
-მაგ დანით აპირებ რამეს?
ისე შემცივდა ასე იანვრის სუსხიან ღამეს არ შემციებია არასროს, ისე დავკარგე ყველა სიტყვა ასე ქურდს არ დაუკარგავს სახელი არასდროს, ისე ჩამომიბნელდა თავლებში ასე მზის დაბნელებისასაც არ დაბნელებულა არასდროს. მადლობა ჩემს უნებლიე რეფლექსებს რომლებმაც აიძულეს ფილტვებს ჰაერი ჩამესუნთა და შემდეგ მადლობა სისხლძარღვებს რომლებმაც გამოკვებეს ჩემი გონება და მომცეს საშუალება რაციონალურ სამყაროში დაბრუნების.
- კი! შენთვის გულის პარკუჭების დაგლეჯას-ამ დროს მე არა ჩემი მეორე მე საუბრობდა მადლობა მასაც)
-მაგისთვის ჯერ შემობრუნების გამბედაობა გჭირდება-ცინიკურად მომიგო ამპარტავანი ბაგის მოძრაობით.
შებრუება? როგორ შევბრუნდე მაშინ როცა ვერც ვმოძრაობ. თვალსაც კი ვერ ვახამხამებ. სამაგიეროდ ის მშვენივრად მოძრაობდა. მის თითოეულ ნაბიჯს, ჩემსკენ გადმოდგმულს სხეულში ვგრძნობდი. იატაკი ატარებდა ყველა ვიბრაციას მას ყურით აღქმული ნაბიჯების ბგერათა თანწყობა ემატებოდა და გულის პეისმეიკერზე სასიკვდილო ეფექტს ახდენდა.
მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მხარზე რომელიც ნელა და ნაძად ჩამოაცურა იდაყვისაკენ. გული ყელთან მიმებჯინა ტირილი და ყვირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ზუსტად ის ხელი მაჯისკენ წაიღო და მარტივად დაიხსნა მუჭში დამწყვდეული დანა ჩემგან. ჩემს ხელს პოზიცია არ შეუცვლია ისევ ისე დარჩა როგორც იყო მანამდე.
-ისუნთქე პატარა ქალბატონო თორემ იმაზე მალე მოკვდები ვიდრე ეს დაგეგმილია-ყურის ძირში ჩამჩურჩულა მზრუნველი ხმით. და უკან დაიხია. მისმა სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლეს და მომცეს ძალა თავდაცვითი მოქმედებების.წამიერად შევბრუნდი მისკენ და თვალსა და ხელს შუა გავექეცი სამზარეულოს კარისკენ. მაგრამ ნურას უკაცრავად იმ წამსვე ვიგრძენი მისი ხელი ჩემს მკლავზე. ერთი ხელის მოძრაობით ძლიერად მიმიკრა თავის სხეულზე და ჩემივე თავდაცვის იარაღი მომაბჯინა ყელზე მეორე ხელიტ კი ხელები გამიკავა. თავი იმდენად გავწიე დანისაგან ცოტაც და ჟირაფისხელა კისერს გამოვიბავდი.
-რა გინდა?-ჩურჩულით ამოვთქვი მბგერ იოგებ დაწელილმა.
-მომცემ იმას რაც მინდა?-მივხვდი რომ გაიღიმა და ღრმად ჩაუშვა ჩემი თმის სუნი ფილტვებში. მის მხრებში ისე ვიყავი მოქცეული თითქოს მთებს შორის სოფელი და გავიაზრე რომ წინააღმდეგობის გაწევა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა ამ მდგომარეობაში.
-რა გინდა?-ვცადე დაზუსტება მისი სურვილების რადგან მცოდნოდა რამდენად შემეძლო იმის მიცემა რასაც ითხოვდა.
-შენი მეხსიერების ნაწილი რომელიც ამ ტვინის პატარა კუნჭულში ინახება-ეს სიტყვები თავზე კოცნით დააგვირგვინა და გააგრძენა-მას ვერ წავიღებ მაგრამ არც იმის უფლებას არ მოგცემ რომ შენ ატარო.
-არაა-ხმის კანკალით ვუპასუხე რადგან მივხვდი რაზეც საუბრობდა, მე კი ჩემი სიკვდილი ასე არ წარმომედგინა
-არა? და შეგიძლია სხვა რამ შემომავაზო?-ვერ მივხვდი რა უნდოდა ან რას გულისხმობდა რაც უფრო მეტად მაშინებდა. გონებაში ყველანაირი შეთავაზება წარმოვიდგინე რაც მისთვის შემეძლო შემეთავაზებინა, მაგამ ვერცერთი ფარავდა ნანახის მოგონება.
-გთხოვ-მუდარა, შიში, ტკივილი და ყელა ის გრძნობა ჩავაქსოვე ამ სიტყვებში რომელსაც იმ მომენტში ვგრძნობდი
-მთხოვ რას?-მკაცრად გამოთქვა ბაგიდან
არ ვიცოდი რას ვითხოვდი იმის გარდა რომ წასულიყო და ის მოგონება მართალც წაეღო რასაც ითხოვდა. მაგრამ მერე მივხვდი რომ იმის გადატანა არ მინდოდა რაც იმ ადამიანმა გადაიტანა.
-მაწამებ?-ისე მშვიდად ვკითხე თითქოს ბავშვობის ძმაკაცს სათამაშოს ვთხოვდი
ჩაისუნთა და ხერხემალზე ვიგრძენი მისი დიაფრაგმის და ნეკნების გაფართოება
-გინდა რომ გაწამო?-შეშფოთებული ხმით მკითხა და გაიცინა-ჰმმმ
წამიერად დანა ნიჟარაში მოისროლა იმხელა ხმა ჰქონდა ჩავარდნას მეგონა ყურის ბარაბნები დამისკდებოდა. შემდეგ ხელით მაგიდისკენ მიბიძგა, ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა და ამ მაგიდაზე პირქვე გადამაწვინა. თავისუფალი ხელი კისერში მომკიდა და ძლირად ჩამაკრო ლოყით გაყინულ მაგიდას. ხელებზე ისე ძლიერად მიჭერდა მეგონა დამწყდებოდა რადგან გაბუჟებისგან ვეღარც ვგრძნობდი. ეს ყველაფერი არ იკმარა და ჩემს მარჯვენა ყურთა დაიხარა მის სუნთქვას ყურის წვერზე ბუსუსებით ვგრძნობდი
-წამების უამრავი ხერხი ვიცი შენ უბრალოდ ითხივე დ ა მოგეცემა
მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ვიღაცის ძალადობის მსხვერპლი თუ გავხდებოდი ამით უდიდეს სიამოვნებას მივიღებდი, მაგრამ ახლა სიამოვნების მაგივრად ვგრძნობდი ყველანაირ უარყოფით გრძნობას. თითქოს თითოეული ზიზღის წვეთი გამიქრა ჩემი თავის მიმართ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რაოდენ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი აქამდე, მე კი იმ სიმშვიდეს ვერ ვაფასებდ რომელიც ღმერთმა სახელდახელოთ მიწყალობა.
-შენს შიშს ვგრძნობ-კისერზე ხელი თითქოს ამიშვა- მაგრამ შენმა სხეულმა არ იცის როგორ გამოხატოს შიში-ისევ ერთი ხელის მოსმით ამაყენა, ამაყენა მაგრამ ჩემი ფეხები ვეღარ დაუბრუნდა დგომის პოზიციას და მოვიკეცე. მანაც ჯელტმენურად ხელი შემომაშველა რომ პოლზე არ გავწოლილიყავი-იმის მაგივრად რომ კანკალებდე ან ყვიროდე გაუნძრევლად მომყვები ხელში
-იქნებ თავდაცვის ინსტიქი არ მივარგა- შევყვირე და ცინიკურობა არ დავაკელი საკუთარი თავის შეფასებას
-ვნახოთ- მგონი შეამჩნია, რომ ყვირილის და წინააღმდეგობის გაწევის ძალა მომეცა. ამიტომ თითები საძილე არტერიისაკენ ჩამიცურა, რასაც მოჰყვა ჩემი თვალების ბინდში გახვევა და ქუთუთუების დახურვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent