ხელი არ გამიშვა
ამ ისტორიის წერა 2021 წლის გაზაფხულზე დავიწყე და დღემდე ვერ დავასრულე. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გმირი შევქმენი, დავიწყე და დავასრულე ისტორიები,მაგრამ კირას და დუდას ამბავი ბოლომდე ვერ მივიყვანე უთქვენოდ. რთულია იმიტომ ,რომ მსგავსი გმირები არასდროს მყოლია. ჩემთვის გამოწვევაა ქალი პერსონაჟის შექმნა რომელიც არაფრით მგავს. იმედია თქვენთან ერთად შევძლებ მომენატრეთ ამიტომ ვიწყებ არ შეიძლება გაზაფხული დაუსრულებელი ისტორიის გარეშე გავუშვა ............... გონება გაქცევას სთხოვდა, დანაშაულის შეგრძნება სულს უხუთავდა მიდიოდა და ერთი ნაწილი ნაბიჯის უკან გადადგმას უბრძანებდა , სასწრაფოდ შებრუნებას , უსაფრთხო ადგილას დამალვას , გამოკეტვას იქ სადაც ვერავინ იპოვნიდა . სვლას აგრძელებდა, საკუთარ თავში გაჩაღებული დაუსრულებელი ომი კი ახალ ბრძოლაში იყო ჩაბმული პირველად აირჩია მეორე მხარე, დაბრუნდა იქ სადაც ეგულებოდა ერთადერთი ადამიანი ვისაც უყვარდა. სახლი რომელშიც შევიდა მისი არ იყო, იმ კედლებთან არაფერი აკავშირებდა , ირგვლივ ყველაფერი უმნიშვნელო იყო მხოლოდ იმ ერთადერთზე ამყარებდა უკანასკნელ იმედს, იმედს რომელზეც ცხოვრებით გახლდათ დამოკიდებული. მთელი სხეულით თრთოდა, გრძელი პერანგის მკლავები თითებამდე სწვდებოდა , არეული თმები, ფერმკრთალი სახე, ცარიელი თვალები და მზერა,რომელიც მდუმარე სახლში ერთადერთ სულიერს დაეძებდა. -ოთახში შესვლა არ გაბედო - კარის სახელურზე ჰქონდა თითები შემოხვეული ზურგს უკან ხმა რომ გაიგო . მთელს სახლს მოედო კაცის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები -დუდა - ჩუმად თქვა კაცის სახელი და ნელა შებრუნდა. სისხლისფერი კაპილარებით გარშემორტყმული ცისფერი სფეროები ზიზღრს აჩვენებდნენ მხოლოდ . ერთი ნაწილი ისევ გაქცევისკენ მოუწოდებდა, კიდევ ერთ არგუმენტს აჩვენებდა -რა არსება ხარ საერთოდ - თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ქალი და მერე მისკენ დაიძრა- მიპასუხე ვინ ხარ ასეთი ... ამდენად ბნელი ,ასეთი ავხორცი როგორ ხარ . ბავშვი მოკალი და პირდაპირ საყვარელთან გაიქცევი? დაგიბრუნდა? გილოცავ ...მიიღე ის რაც მთელი წელი გაკლდა? ასეთი ხარ სიამოვნების მიღების შემდეგ? - ყბაზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა- ხმა ამოიღე -მაპატიე ... გთხოვ - ცრემლები უსერავდნენ მიტკლისფერ კანს -რა გაპატიო ...რომელი ერთი ცოდვა. ამ ცრემლების გამო კიდევ რაზე შემიძლია თვალის დახუჭვა. დავბრმავდი , შენი სიყვარულით დიდი ხნის წინ დავბრმავდი და იმდენი მოახერხე ბრმამაც დავინახე შენში ფესვებგადგმული ეშმაკი - ცრემლები შეუმშრალა , სველ თითებს დახედა და ისევ უკან დაიხედა- მადლობა ... სამუდამოდ გამათავისუფლე შენს მიმართ არსებული გრძნობებისგან -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია -კედელს ეყრდნობოდა ფეხზე დგომა რომ შესძლებოდა - გეფიცები არაფერს დავიტოვებ ჩემს თავში ჩამარხულ არცერთ ამბავს ...ბოლომდე გავშიშვლდები შენს წინ თუ -კიდევ დაგრჩა რამე? მე იქ დაგინახე აბორტის გაკეთების შემდეგ მთვრალი,მოცეკვავე.შესანიშნავად ჩანდა შენი ცივსისხლიანობა, შენი გახრწნილი სული ... -ერთი შანსი მჭირდება ... უკანასკნელი შანსი ჩვენთვის - მის თვალებს ეძებდა, ბიჭი მზერას არიდებდა ,მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა,რომ ასე შესძლებდა საკუთარი ტკივილის და გულწრფელობის ჩვენებას -შენი საყვარლის პერანგით, ნახევრად შიშველი , მისი სუნით გაჟღენთილი დგახარ ჩემს წინ მას შემდეგ რაც ჩვენი შვილი მოკალი და შანსს მთხოვ? ასეთი იდიოტი ვარ შენი აზრით ? ამდენად გამოვყლ.ვდები რომ ჩემს გვერდით დარჩენის უფლებას მოგცემ? რა გინდა ჩემგან მითხარი...აუცილებლად უნდა გცემო, ნამდვილ მოძალადედ ვიქცე ?გინდა თავი მომაკვლევინო? გამაგებინეე რა ჯანდაბა გინდა ჩემგან . ფსკერზე დამიყვანე , გამანადგურე და კიდევ არ მანებებ თავს - ისევ მიუახლოვდა, ამჯერად გვერდით გასწია თავად ჩამოსწია სახელური , ხმაურით მიეხეთქა კარი კედელს და გამოჩნდა ნახევრად გამზადებული ბავშვის ოთახი - შეხედე ...მოდი - მკლავში წვდა და გაქვავებული სხეული ძალით შეიყვანა საძინებელში - სანამ შენ ჩემს შვილს გგლეჯდნენ მუცლიდან მე სულელი მაღაზიებში დავრბოდი ...საწოლის აწყობა ვერ მოვასწარი - ხელი შეუვშა დაშლილი კონსტრუქციის ნაწილი აიღო და კედელს მიანარცხა- ორი დღეც არ გიფიქრია ... ორი დღეც კი არ დაიცადე ,რისთვის მხოლოდ იმიტომ რომ შენი ალექსანდრე ცოცხალი აღმოჩნდა და როგორც იქნა დაბრუნდა? არ შეგეძლო ბავშვი გაგეჩინა და მერე ყოფილიყავი მასთან? სულ რამდენიმე თვე ასეთი რთული იყო? იმდენად ვერ მიტან ჩემი ნაწილი ორი დღეც ვერ აიტანე ...საკუთარი ნაწილიც კი დაივიწყე ჩემი სიძულვილის გამო? რატომ , რატომ გეზიზღები ასე შეგიძლია მითხრა? არა , არ შეგიძლია მე შენთვის სიყვარულის გარდა არაფერი მომიცია - დაჭრილი,დატყვევბული მხეცივით დადიოდა, ღრიალებდა, თავს ძლივს იკავებდა კირას რომ არ მივარდნოდა . ისე უნდოდა მისთვის რამის დაშავება იმასაც ვერ აღიქვამდა როგორ მძიმედ იყო მის წინ მდგომი . მკვლელი და თან ვისი? საკუთარი ნაწილის ,დაუცველი, ჯერ კიდევ განუვითარებელი ქმნილების რომელსაც სიცოცხლის უფლება უნდა ჰქონოდა. -ჩემი ნაწილი ვერ ავიტანე ...ჩემნაირს ვერ მივეცი არსებობის უფლება. საკუთარ თავს ვერ მივცემდი დედობის უფლებას, არ შეიძლება მე რომ დედა ვიყო და ჩემნაირი გავზარდო. არ შეიძლება ... ვერ გავიმეტე მე ღმერთო მე ... მე- სიტყვებს ვერ ალაგებდა, დაბინდული მზერით ვეღარც ხედავდა კაცს . მუხლებზე დაეშვა , ფერად ხალიჩას ხელისგულებით ეყრდნობოდა ,თავი ისე დახარა შუბლი თითქმის მიაბჯინა იატაკს - ამ სამყაროში თუ ვინმეს მიმართ დადებითი გრძნობა მაქვს , მხოლოდ შენ ხარ. შენ და სხვა არავინ ...მარტო შენ და მე შენგან თუ წავალ აღარაფერი დამრჩება . მოვკვდები, დუდა ... გთხოვ რაც გინდა ის გამიკეთე,როგორც გინდა ისე გადამიხადე ოღონდ არ გამიშვა ....ყველაფერი აქედან დაიწყო ... წყეული ჯოჯოხეთი ზუსტად იმ ადგილიდან - განადგურებულ ეზოს უყურებდა და წარსულში მოგზაურობდა.წარსულში შექმნილი ნათელი და ბნელი მოგონებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე თან მიგვყვებიან . დავიწყების მცდელობისას სიზმრებად იქცევიან ,კოშმარებად მოგვევლინებიან და ასე შეგვახსენებენ თავს. სიცოცხლეში გამოცდილი ჯოჯოხეთის ალისგან მიყენებული ჭრილობები კი სამუდამოდ სულში რჩებიან . გონება წარუშლელად აღიდგენდა ქალის ცხოვრებაში პირველად გაჩენილი უბედურების კადრებს , დამანგრეველ ნახტომს ბედნიერების მწვერვალიდან წყვდიადით მოცულ უსფკრულში- დღეს რა რიცხვია - ფრთხილად წამოჯდა შემდეგ კი ფეხზე დადგომაც მოახერხა. დერეფნის ბოლოს დაბურული ფანჯარა იყო , ხეების მაღალი ტანი მეორე სართულამდე არწევდა და ბაღში არსებულ სიცოცხლეზე მიანიშნებდა. თავში კი ტკივილისგან ბზარები ჩნდებოდა იცოდა,რომ იქ არ იყო იმ სახლში არ იყო,მაგრამ მაინც ხედავდა -იმდენად გინდოდა ჩემი შვილი მოგეკლა, რომ მამაშენის გარდაცვალების თარიღიც დაგავიწყდა. მკვლელი გახდი ზუსტად იმ დღეს! - დაუნდობელი გახდა კაცის ტონი, ეს იყო დასასრული -წყეული დღე - ჩუმად თქვა და სახეზე ხელები ჩამოისვა- მერამდენედ უნდა დამტოვო ამ სამყაროში? - მაღლა აიხედა ,თითქოს ღმერთისგან ელოდა პასუხს, გონება იმდენად ჰქონდა არეული,რომ რეალობისა და წარმოსახვის გარჩევა აღარ შეეძლო -20 ივნისს მამას დაბადების დღეა! იმ დღესაც ცხოვრების განვლილ 40 წელს აღნიშნავდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით რესტორანში არ წავედით, ფოტოსესიის მოწყობა მქონდა დაგეგმილი . ჩემი ცნობილობა მაბედნიერებდა, მამაჩემის შვილობა დამატებით სიამაყეს მძენდა- გონებაში გაცოცხლებული კადრები იმ ადგილისკენ მიიწევდა სადაც ყველაფერი მოხდა - როგორი ფერადი იყო ყველაფერი , რამდენად ძლიერ მიყვარდა ცხოვრება მანამ სანამ გიორგი არსებობდა... შენსავით ვერ იტანდა ფოტოების გადაღებას , შეთანხმება დავდეთ და წელიწადში ერთხელ მაინც თანხმდებოდა ფოტოსესიას. ამ დროს ცნობილი მოდელის მამა ვარ ,ჩემი მინისტრობის შესახებ შენმა თანატოლებმა საერთოდ არ იციანო - თვალები დახუჭა, უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა - ღვინის ჭიქით ხელში იდგა და მელოდა . დღის ბოლოს ჩამავალი მზე მის მხარეს ანათებდა , მახსოვს ატმისყვავილისფერი კაბა მეცვა ,რომლის გრძელი ბოლო მწვანე მინდორზე მისრიალებდა. მცხელოდა, სახე მიხურდა და თითებს წამდაუწუმ ლოყებზე ვიფარებდი , ის კი მიყურებდა და იღიმოდა. სულ ერთი ნაბიჯი მჭირდებოდა მამის მკლავებში მოხვედრამდე , ერთადერთი სვლა მისგან წამოსული სითბოს შესაგრძნობად გაურკვეველი ადგილიდან ნასროლმა ტყვიამ სინათლის სიჩქარით ჩამიარა გვერდი და ჩემს გიორგის მოხვდა. გასროლის ხმაც კი არ გამიგია მხოლოდ შემდეგ ატეხილი პანიკა ისმოდა ფონად , ალისფერმა სითხემ იხეთქა მამას სხეულიდან, წამში დაასრულა სიცოცხლე,რომელიც ასე გამეტებით უყვარდა იმ პატარა გოგონას...- მწვანე თვალები სითხით გაევსო, ცრემლები სახეს უსველებდნენ. ყველაფერს ისე ხედავდა თითქოს თავიდან მეორდებოდა ,მაგრამ ამჯერად ის პატარა გოგონა არ იყო,მასთან საერთო არაფერი ჰქონდა ახლა სულ სხვა ტრაგედია ტრიალებდა მის ცხოვრებაში და მაინც აგრძელებდა საუბარს, გათავისუფლების უშედეგო მცდელობა ჰქონდა - ერთმანეთში არეული სხეულები თავის გადარჩენას ცდილობდნენ გოგონა კი გაშეშებული იდგა სისხლის წვეთებით სახეზე . წამის შემდეგ სისხლის გუბეში მუხლებზე დაცემული სასოწარკვეთილებით მოცული განწირული კიოდა , თავისი წვრილი ,გალეული ხელებით ცდილობდა კაცის მიწიდან წამოყენებას, ჟანგის სუნს გრძნობდა მხოლოდ,უკვე გამქრალიყო საყვარელი სურნელი, სითბოშერჩენილი მკლავები აღარ ეხვეოდნენ , ღიად დარჩენილი თვალები მხოლოდ სიცარიელეს აჩვენებდნენ არსად იყო მათში არსებული სიყვარული . სიმშვიდეც გამქრალიყო სულ ერთ წამში ,ერთი გასროლით გაუაზრებლად დასრულდა ერთი სიცოცხლე და ერთი ცხოვრება არსებობით ჩანაცვლდა . ცხოვრობდა და მერე აღარ , სუნთქავდა და მერე ვეღარ . სრული სიჩუმე იყო სხეულის მარცხენა მხარეს . ურეაქციობა გოგონას მოთქმაზე,რომლის ერთი ცრემლის გამო სამყაროს გადატრიალება შეეძლო .- კვლავ გაჩუმდა,ხმა დაკარგა . მხოლოდ დუდას გრძნობდა , ზურგს უკან მდგომს გულისცემა აჩქარებოდა, სიბრალულისგან სული აღარ ეწვოდა, მას ახლა მხოლოდ საკუთარი ტკივილი ტკიოდა- შენ ხომ ის გოგო გიყვარდა იმ ადგილას რომ დასრულდა - უკან არ მიუხედავს ისე თქვა და ეცადა ჰაერი ჩაესუნთქა საუბრის გაგრძელება რომ შესძლებოდა . სპაზმისგან ტკივილი იგრძნო, მკერდიდან მოხრჩობის მსგავსი ხმა ამოუშვა და ხელისგული მარცხენა მხარეს მიიბჯინა - შენ მე არ გიყვარვარ ...შენ ის გიყვარდა ისეთივე წრფელი,სუფთა გრძნობით როგორიც თავად ის გოგო იყო. თქვენ ორი საოცრად ჰგავდით , თითქოს ერთი მთლიანობა იყავით ...სულის ორი ნაწილი. იქნებ შევძლო დაბრუნება, მე - თავადაც არ სჯეროდა საკუთარი დაპირების , კაცმაც არ ადროვა უკანასკნელი დარტყმა მიაყენა -ჩემი სიყვარულიც 14 წლის წინ მოკვდა ! მართალი იყავი, მთელი ეს დრო სიმართლეს მეუბნებოდი. მარტო დარჩენილმა გოგონამ სრულიად დაკარგა საკუთარი თავი ... შენ ის აღარ ხარ , ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა ახლა ჩემი სიყვარული. ოქროსფერთმიანი ,ღიმილა, ღაწვებშეფარკლული მორცხვი გოგონა ციმციმა მწვანეებით შავად შეღებილი ,მოკლე თმით, ირონიით, უტიფრობით, უსირცხვილობით, ცოდვებით დაამძიმე და ასე მოკალი ჩემი ოცნება გოგო,კირა? ! ახლა კი საკუთარ სულთან ერთად ჯერ არ დაბადებული , უცოდველი არსების სიცოცხლე დაუნდობლად მოიშორე - არ ეხებოდა, თავდახრლი იდგა ქალის უკან და მაინც გრძნობდა მის ყველა ამოსუნთქვას. შეხების სურვილი მოჰყვებოდა მუხტს,მაგრამ ტკივილი აჩერებდა ყველა სხვა შეგრძნებას- იმ გოგოს მუდამ ყვავილების, მზის , გაზაფხულის სურნელი ჰქონდა შენ კი სიგარეტის ,ალკოჰოლის , სხვა კაცის და უკვე სისხლის სუნი აგდის , საკუთარი ნაწილის -რატომ შემომთავაზე ცოლობა ... მიუწვდომელი ოცნებისგან შემორჩენილი ნაწილის მიღების მუღამი გკლავდა და რა მიიღე ამ მიზნის მიღწევით? ტვირთი ,რომელმაც ასეთი დაუნდობელი გაგხადა , შემიძულე, საბოლოოდ მაინც მოვახერხე ... - ვერ გიტანდი სხვა კაცების ნაფერებს , ნარკოტიკებით მოშხამულს, მოსაწევის სუნით გაჟღენთილს, არეულს, გონება დაბინდულს , გამოფიტულს და ჩამქრალს . ადრე მინდოდა ყელში გვწდომოდი და ის ქალი მომეკლა შენ რომ გახრჩობდა. ჩემი კირა შენში იყო, მჯეროდა იქ იყო და გათავისუფლება სჭირდებოდა,მჯეროდა შემეძო შენი შველა და ყველაფერს გპატიობდი. მიჭირდა,მაგრამ მის სურნელსაც ვგრძნობდი, შენი ქერა თმა ისევ იზრდებოდა , შენი მწვანე თვალები მგონია,რომ სულ შველას მთხოვდნენ და ვრჩებოდი , როგორც დაგპირდი დავრჩი მანამ სანამ სიკვდილმა არ დაგვაშორა ... სიკვდილმა,რომელიც თავად შექმენი -ხელი არ გამიშვა, უშენოდ მოვკვდები - გამორიცხულია! შენ ახლა ყველაზე ბედნიერი, სიამოვნებით სავსე დრო გელის წინ შენს საყვარელ კაცთან ერთად -ყველაფერი სამუდამოდ მორჩა . ყველა და ყველაფერი დასრულდა შენს გარდა . გემუდარები - პერანგი ისე შემოიგლიჯა ტანზე თითქოს ის ახრჩობდა, ის იყო უჰაერობის ერთადერთი მიზეზი . მუხლებზე მდგომი, შიშველი, ცარიელი, დაჭრილი,სრულიად დანაწევრებული სულით დაბინდულ მზერას არ აშორებდა არეულ კაცს . ის ვერ მიუხვდა, ვერ ხედავდა არ შეეძლო სულის სიღრმეში ჩასვლა, ვერ დიანახა საკუთარი დრამის მიღმა მისი . ხელგაწვდენილს ზურგი აქცია და სრულიად მარტო დატოვა უფსკრულის პირზე მდგომი. ისე ახლოს იყო იქედან დასასრული სულის შებერვაც საკმარისი იქნებოდა მან კი ხელი ჰკრა . უარყოფილმა არსებობით დამძიმებული სხეული დასასრულებლად უბედურების დასაწყისამდე მიიყვანა... მოგონებებით სავსე სახლის შუაგულში იდგა , იმ სახლის ცოტა ხნის წინ რომ ეჩვენებოდა. მზის სხივები ფარდებს შორის აღწევდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ , მტვრის ნაწილაკები რითმულად ცეკვავდნენ . ტრიალებდა , სხეულს ზლაზვნით მიათრევდა ,სული გაქცევას ნატრობდა. პატარა გოგონა დაინახა იმ კედლებში წლების განმავლობაში ბედნიერებით სავსე რომ ცხოვრობდა , გაეღიმა მისი დაჭერა მოუნდა, უკან გაყოლა , სილამაზით ტკბობა ,რომელიც სიცოცხლით სავსე მზერაში ირეკლებოდა . მტვრის ნაწილაკებივით იფანტებოდნენ კადრები, ხედავდა მამას და ვერ გრძნობდა წლებისგან გაცრეცილ შეგრძნებას ვეღარ პოულობდა . მოგონებებმაც დაკარგეს ძალა, წარსულმა შთანთქა და მათი ადგილი სიბნელემ დაიკავა. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დაიწყო. ზოგჯერ ასეც ხდება, სრულიად უცოდველს სასჯელი ევლინება და შემდეგ ხდება ცოდვილი . ჯერ იყო ტანჯვა და შემდეგ დანაშაულის ულევი სია . ერთი გოგონა მეორეს დამახინჯებულ ასლად გადაიქცა, იგივე სხეულით სრულიად სხვა ქმნილება აგრძელებდა არსებობას. მთელი სიცხადით გრძნობდა დასასრულის მოახლოებას. მამის ღიმილიან,მომლოდინე სახეს ხედავდა , იქ ელოდა ის ვისაც იმ სახით დაუბრუნდებოდა რომელიც მასთან ერთად დაკარგა. ქერათმიანი პატარა გოგონას სახის კონტურში დუდასთან მსგავსება რომ იპოვნა მიხვდა საკუთარ მსხვერპლს ხედავდა და მასთან მიახლოება ვერ გაბედა. შენელებული გულისცემა გაჩერებას საკუთარი ნებით არ აპირებდა . ერთი ნაწილი კვლავ ახსენებდა ბედნიერების განცდას ოცნებებში ჩაკარგულმა პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში,რომ განიცადა მაშინაც გოგონა წარმოიდგინა ,მაგრამ მეორე ნაწილმა აჯობა , სიბნელემ შთანთქა სინათლედ შემოპარული ოცნება. გამოსახულება გაიდღაბნა, ბოლოს საერთოდ გაქრა და გამოჩნდა სითხის გრამები ხელისგულზე მოთავსებულ შპრიცში . დავიწყებულ საწამლავს მოუთმენლად ელოდა ძარღვებში დუნედ მოძრავი სისხლი . უბრძოლველად ასრულებდა სიცოცხლეს , კადრებად მიჰქროდნენ 28 წლის განმავლობაში გავლილი გზები და თან მიჰყვებოდათ სინათლისა და სიბნელის მუდმივი ომი . იმდენად სუსტი იყო სხივები , იმდენად ცოტა ,რომ მათი დათვლაც შეეძლო . გრძნობდა უამრავს და ხედავდა ერთს , დუდას წარმოსახვითი სახე ზღვარზე მდგომს რეალურად გადაექცა. საწამლავის მოქმედებამ გათიშა ყველა შეგრძნება, გაჩერდა გულიცა და გონებაც , დასრულდა ომი საკუთარ თავან, ბრძოლა ცხოვრებასთან , ჯოჯოხეთის ცეცხლიც ჩაქრა, სულმა მონატრებული თავისუფლება მიიღო ,დრომ სვლა შეწყვიტა . .........სამი წლით ადრე ........ დილიდან ებრძოდნენ წარსულის ლანდები. ამაოდ ცდილობდა ფეხზე მყარად დგომას, საყრდენგამოცლილი უყურებდა ეკრანზე გამოსახული წყვილის ფოტოებს, სტატიის წაკითხვა არც უფიქრია, მხოლოდ მათ სახეებს აკვირდებოდა და გაორებული შეგრძნებების დალაგება ისევ არ გამოსდიოდა. მიტოვებული ქალი შურით ივსებოდა, ეზიზღებოდა სხვა იმ კაცის გვერდით ვისთანაც წლები სიმშვიდეში გაატარა , ვინც წამლად ჰყავდა და მაინც მეორე მხარე მადლიერებას გამოხატავდა, ცივი გონებით აფასებდა მათ ცხოვრებას , ბედნიერებას უსურვებდა ალექსანდრეს და მას ამისთვის მარიამი სჭირდებოდა , ეს ცხადზე უცხადესი იყო კირასთვის. თავის მოტყუება , რეალობისგან გაქცევა და შეცდომების დაშვება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩარევას არ აპირებდა, მათ ამბავში ბოროტი გმირის როლს არ მოირგებდა, ამისთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო. თავის ტკივილს ვერაფერი მოუხერხა, ახალი საქმეც არ გამოუჩნდა, არაფერი მოსწონდა და თუ პროექტით ძალიან არ იქნებოდა მოხიბლული ისე საქმისგან სიამოვნების მიღება არ გამოსდიოდა ,ძალდატანებით კი არაფერს აკეთებდა. სულ ერთ წამში გაუნათდდა გონება, ახალი მიმართულება აიღო და რამდენიმე წამის შემდეგ შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა. სარკის წინ საკუთარ გამომეტყველებას ბავშვური მღელვარებით რომ ათვალიერებდა ამას ვერ იაზრებდა, არც უცნაურად შეცვლილი გულის ტონები აღუქვია გონებას. ღიღინებდა სახლიდან რომ გავიდა, მანქანაშიც მუსიკას უსმენდა და ახალი გასართობის პოვნით აღფრთოვანებული მიისწრაფვოდა სამიზნისაკენ. -შეგეძლო თავად გეთხოვა - კაბინეტში მისალმების გარეშე შევიდა და ანთებული ღამისფერები მიანათა სავარძელში მჯდომს -კირა - კაცი მაშინვე აფორიაქდა, პირველი ემოციის დამალვა ვერ შეძლო. დიდი ხანი იყო გასული ბოლო შეხვედრიდან -აქ რამ მოგიყვანა? -ჩემს მენეჯერთან შენი ხელქვეითი რატომ კონტაქტობს ამიხსნი? ამდენად უცხოები ვართ თუ იმდენად აგივარდა თავში მიღწეული წარმატება ,რომ უბრალო მოდელთან კონტრაქტი უმნიშვნელოა - მოჩვენებითი წყენა და ბრაზი ერთმანეთს შეურია , შინაგანად კი გართობას იწყებდა -სიმართლე გითხრა არც ვიცოდი თუ შენზე შეაჩერებდნენ არჩევანს ... რეკლამაში მე არ ვერევი ამისთვის მყავს ხალხი -გასაგებიაა...ბატონო დუდა მაშ დაგტოვებთ და თქვენს სწერვა პიარ მენეჯერს ავახვევინებ - მტკიცედ განუცხადა, შებრუნდა და ნაბიჯი კვლავ კარისაკენ გადადგა -მოიცადე - სწრაფად მიუახლოვდა. ისეთი აღელვებული იყო გდაშლილ წიგნს ჰგავდა, ქალი ყველა მის ემოციას ხედავდა და სულ უფრო მეტად უციმციმებდა თვალები. მასში არსებული ეშმაკი ჩუმად ქირქილებდა - დავივიწყოთ საქმე და ყველა მასთან დაკავშირებული . სადმე დავსხდეთ ,ვისაუბროთ ... თუ დრო გაქვს - თვალმოუშორებლად უყურებდა ქალის წყვდიადისფერ სფეროებს და პასუხს გულაჩქარებული ელოდა -თქვენმა მდივანმა ძლივს შემომიშვა დაკავებულია ბატონი დუდაო , მთელი განრიგი სავსე გაქვს და ჩემთვის დროს გამონახავ?- არადა კაბინეტში შესვლამდე მდივნისთვის ზედაც არ შეუხედავს -კირა,გთხოვ არ გინდა თავის მოკატუნება. შესანიშნავად იცი,რომ შენთვის დრო ყოველთვის მაქვს და შენზე არავითარი შეზღუდვა მოქმედებს - იმდენად გულწრფელი იყო ქალმაც ვერ შეიკავა ღიმილი - წავედით? -ბატონო დუდა თქვენ ისეთი პროგრესიით ხდებით ცნობილი ,რომ მგონი ამ შანსის გამოყენება ღირს. ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით - კვლავ აგრძელებდა თამაშს, კარში პირველი გავიდა, განგებ შეჩერდა კაცს რომ შეხებოდა, მთელი არსებით გრძნობდა მის მთელ არსებაში დატრიალებულ ცვლილებებს. მის მარიონეტად გადაქცევას მყარი თოკები დასჭირდებოდა,რომელიც სულ მალე ხელთ ექნებოდა -ანი მე გავდივარ და დღეისთვის ჩანიშნული შეხვედრები გადადე -კი ,მაგრამ ბატონო დუდა -დაგიკავშირდები მოგვიანებით - გოგონას სხვა არაფრის თქმა ადროვა, ვერ ითმენდა ისე სურდა ქალთან მეტი დროის გატარება დერეფანში თითქოს მშვიდად,მაგრამ მაინც ხმაურიანად მიაბიჯებდნენ. ყველა კარგად იცნობდა კირას,რომელიც თავისი ცხოვრებით ბევრის ინტერესს იწვევდა. -ბევრი დრო არ მაქვს , შენი ნიტაც ისე დავტოვე მგონი ისევ მელოდება და იმედი აქვს ,რომ მასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას -როგორ შეგეცვალა ხასიათი - იმედგაცრუების კვალი ჩანდა მის მზერაში - ჩემი ნიტა რატომ არ მოგეწონა. არადა დარწმუნების ნიჭი აქვს -დარწმუნების ნიჭი რომ ჰქონოდა დიდი ხნის წინ გახდებოდა შენი ცოლი- ჩაიცინა და გვერდულად გახედა- რა? არ გახსოვს ჩვენს სკოლაში რომ სწავლობდა? -არ ვიცოდი ... არ უთქვამს -დაბნეული უყურებდა, ნამდვილად ვერ მიხვდა რა აზრები ტრიალებდა ქალის თავში გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეში შევიდნენ. კაცმა ისეთი ადგილი აარჩია კირას რომ მოეწონებოდა და ეკომფორტულებოდა, მენიუსთვის არც შეუხედავს ისე მისცა შეკვეთა და შემდეგ კვლავ შეხედა -იმედია გემოვნებაც არ შეგეცვალა და ისევ გიყვარს ალუბლის ნამცხვარი ... -შენი გამოჩენა წარსულში დამაბრუნებს ... არ ვიცი მოგშორდე თუ დაგიახლოვდე - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა- ნიტას გახსენება გამიჭირდა, მაგრამ მისი სწერვობა სავიზიტო ბარათივით დარჩა. გარეგნობის შეცვლა ნიღბად არ გამოდგება , ხასიათი ყიდით -მე მაინც არ მახსოვს ... ჩვენზე პატარაა და ხომ იცი ჩემი კომუნიკაბელურობის ამბავი -როგორი სევდიანი ამბავია...მას დღემდე პლატონურად უყვარხარ შენ კი საერთოდ არ გახსოვს - მოჩვენებითი მწუხარება აესახა სახეზე და მერე გაიცინა-ღმერთო ჩემოო ... როგორ გაბედა მოსულიყო -ჩემთან ნიტაზე სასაუბროდ მოხვედი? -იმდენი რამ გამახსენდა გადავწყვიტე მოვსულიყავი ... შენ როდის აპირებდი ჩემთან შეხვედრას -არ ვიცი ... ალბათ შემთხვევით შევხვდებოდით -ნუთუ - სავარძელს მიეყრდნო და ისევ მზერა გაუსწორა. ჯიუტად არ აშორებდა თვალს, აკვირდებოდა და კაცს სულ უფრო მეტად აფორიაქებდა - მე კი მეგონა მოგენატრებოდი და ჩემი ნახვით გაგახარებდი -გინდა დარწმუნდე,რომ ისევ მიყვარხარ- დუდა აშკარად არ იყო თამაშების მოყვარული. პირდაპირ უთხრა ის რასაც ფიქრობდა და მაგიდას დაეყრდნო - როგორ გგონია ამდენი წლის შემდეგ იმის გათვალისწინებით,რომ წარსულშიც არ გვქონია ურთიერთობა ისევ მექნება გრძნობები შენს მიმართ? -გასაოცარი კაცი ხარ ... 15 წლის ასაკში გაკოცე და ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მას შემდეგ არც არავის შეხებიხარ იმის შიშით,რომ ჩემს თავს დაგავიწყებდა- მიუახლოვდა , თვალებში უყურებდა და მაცდური ხმით გონებას ურევდა -შენ სრულიად სხვა ხარ ... მე არ შევიცვალე,მაგრამ ჩემი გრძნობები წლებს ვერ გამოჰყვებოდნენ. ისინი იმ გოგონას ეკუთვნოდა ,რომელსაც შენში ვეღარ ვხედავ -გინდა შენი კომპანიის სახე გავხდე ? - თემის შეცვლა არჩია, იქ წარსულის გასახსენებლად არ იყო -შენი გადასაწყვეტია - თემის შეცვლამ მოადუნა , ღრმად ჩაისუნთქა და იმ წამს მიტანილი წყლის ჭიქა ბოლომდე დაცალა. კირა უყურებდა და იღიმოდა -თანახმა ვარ თუ შენ გადამიღებ- სიტყვები გაუაზრებლად თქვა, თავადაც არ მოეწონა შემდგომ ,მაგრამ უკან დაბრუნება აღარ შეეძლო. თავადაც აუჩქარდა გულისცემა, ბავშვობის ნათელი მოგონებები გონებაში ტივტივებდნენ -მე ? მე ,იცი ფოტოებს აღარ ვიღებ . ეგ მეც კი აღარ მახსოვდა შენ როგორ გაგახსენდა - ფერებიც კი შეეცვალა .მისი გონება ზუსტად იმ კადრებს იხსენებდა რასაც კირა -ჩემს გარდა არავინ ხვდებოდა შენს ობიქეტივში... წავედი და ფოტოგრაფიაზეც უარი თქვი? -გატაცება იყო...ადამიანების გადაღება უბრალოდ არ მიყვარდა -მე კი ზუსტად მახსოვს ფოტოგრაფობაზე ოცნებობდი ... საოცრად გამოგდიოდა, უსულო ნივთებს აცოცხლებდი თითქოს. ყველაფერს სხვა თვალით ხედავდი,ისე როგორც არავინ სხვა...შენს ობიექტივში განსხვავებული ხდებოდა ყველა ფერი -ფოტოგრაფი შეგიძლია თავად აირჩიო...ნებისმიერი . ყველაფერი ისე იქნება როგორც მოისურვებ, ამის პირობას გაძლევ -მარტივია ... მე შენ მინდიხარ - მომაჯადოებლად უღიმოდა, თამაშობდა და თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ იხლართებოდა ბადეში,რომელიც წარსულისკენ ექაჩებოდა -კირა,გთხოვ -შენ უნდა გადაწყვიტო რამდენად გინდივარ ... გარისკავ თუ არა - საუბარი მოულოდნელად დაასრულა. წასვლამდე დაიხარა ,ლოყაზე აკოცა და შემდეგ დატოვა არეულ ფიქრებთან. თავს თამაშის წამყვან მოთამაშედ თვლიდა, რომლის წესებსაც თავად შეადგენდა, მხოლოდ იმ მცირე დეტალებს ვერ ითვალისწინებდა. რყევები რომლებიც შიგნიდან დაიწყო, სულის სიღრმეში ნაპრალებს გააჩენდა. …………….. მოსვენება დაუკარგა ქალის გამოჩენამ. დაბრუნებამდე სწორედ მასთან შეხვედრაზე ფიქრობდა, გადაწყვეტილი ჰქონდა ,რომ თავს აარიდებდა და მაქსიმალურად ეცდებოდა მისგან შორს ყოფნას. აღარ უნდოდა თავიდან დაბრუნებოდა იმ აკვიატებულ გრძნობას წლების განმავლობაში უშედეგოდ რომ ებრძოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა, როგორც არ უნდა დაერწმუნებინა ტვინს გული მაინც არ ემორჩილებოდა . სახელის გაგებაც საკმარისი იყო , სახის დანახვა, მის შესახებ რაიმე ამბის მოსმენა . მუდამ ერიდებოდა ჭორების მიღებას, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს ისმენდა . დამოკიდებული იყო და ეს დამოკიდებულება ექცა სისუსტედ ,რომელიც მის ჩამოყალიბებულ გააზრებულ ცხოვრებას შიგნიდან ანგრევდა. გონება უარის თქმას აიძულებდა, მაგრამ მანც მორიგი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქალს საერთო არაფერი ჰქონდა მის გემოვნებასთან, სურვილებთან , ცხოვრებასთან ,სიმშვიდესთან და მაინც მის გარდა არავინ იზიდავდა , არავინ ართმევდა ძალას ,ვერავინ უზღუდავდა რაციონალური აზროვნების უნარს. უყურებდა ბრბოს შერეულ მოცეკვავეს და მთელი არსებით უნდოდა მისვლა. რამდენიმე ჭიქა ისე დაცალა ვერც გაიაზრა, მთლიანად მასზე იყო გადართული . ხედავდა როგორ ეცეკვა რამდენიმე უცნობ ბიჭს, ყველას ეფლირტავებოდა, იწვევდა, თამაშობდა და ამით ერთობოდა. ნამდვილი მოთამაშე იყო, საერთოდ არ ჰქონდა კომპლექსი , არც ზღვარი გააჩნდა ერთი შეხედვით სიამოვნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ქალს ჰგავდა. საბოლოოდ დაშალა საზღვარი მოულოდნელად რომ გაუსწორა მზერა, თავისი ანთებული მწვანეებით შებოჭა , დაატყვევა და თავისკენ მიიზიდა. გაუღიმა, შებრუნდა და ბრბოს შეერია. ზუსტად იცოდა დუდა უკან გაჰყვებოდა და ხაფანგისკენ იტყუებდა მსხვერპლს. ალკოჰოლთან ერთად რამდენიმე აბიც ჰქონდა მიღებული,თავს მსუბუქად გრძნობდა და გეგმების დაწყობა ნამდვილად არ შეეძლო. მხოლოდ ფიქრებისგან შორს ყოფნა სურდა, საკუთარი ცხოვრების დავიწყება და დროსთან ბრძოლა, არსებობის გაგრძელება რომელშიც დუდას გამოჩენა წარსულში დაბრუნებისკენ უბიძგებდა და მაინც რაღაც აუხსნელი ძალა მის გამოწვევას ცდილობდა. -ფრთხილად - გრილი ჰაერის შეხებას გრძნობდა მთელს სხეულზე. ფეხსაცმლის ქუსლი ფილებს შორის გაიჭედა და წონასწორობა დაკარგული დაეცემოდა დუდას რომ არ დაეჭირა. მკლავი მუცელზე შემოხვია და წამში გაუთბო გაყინული სხეული- გაიყინები - გრძელი პალტო მოახურა და თმებიც გაუსწორა -დუდა... - რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა შემდეგ კი სურვილს აყოლილი გონება კარნახობდა ყველა ნაბიჯს- სახლში დამაბრუნებ ? -რა თქმა უნდა - ბიჭმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ქალის ნათქვამი, ვერ მიხვდა რას გულისხმობდა. მანქანაში ჩაჯდომის წამიდან გრძნობდა როგორ ეშვებოდა წარსულში, ჭაობივით იყო მოგონებები კაცის შეუცვლელი სურნელი იყო ირგვლივ გამჯდარი , ნარკოტიკივით მოქმედებდა, ჰალუცინაციებს იწვევდა და გონებას ურევდა. ბინის მისამართი უკარნახა და მზერა მიაპყრო _შენც შეიცვალე და მაინც ისევ ისეთი ხარ -ხასიათის ცვლილება არ გამომივიდა , მხოლოდ გარეგნობაზე ვმუშაობდი -ჩემში ხედავ რამეს ძველებურს?- დიდი ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა . უკვე სადარბაზოსთან იყო მანქანა გაჩერებული,მაგრამ იქედან წასვლა არ უნდოდა, დუდასთან დაშორების სურვილი საერთოდ არ ჰქონდა -შენი თვალები ... ლინზებიც ვერ ცვლის . შენი მწვანეები ყოველთვის სხვაგვარად ანათებენ- შავი ჰქონდა ქალს სფეროები , ძალიან ცოტას ახსოვდა მათი ბუნებრივი ფერი დუდა კი არასდროს ავიწყდებოდა. მზერა გაუსწორა , სიყვარულს ირეკლავდა მისი ცისფერები. კირამ წამში დაფარა მანძილი,მკლავი ყელზე შემოხვია და წლების შემდეგ ისევ შეეხო კაცის მსხვილ ტუჩებს. ამჯერად შესანიშნავად იცოდა რასაც აკეთებდა , მთელი ვნებით კოცნიდა და წინააღმდეგობის სურვილს უქრობდა კაცს. შემდეგ უცებ მოდუნდა, თვალები დახუჭა და გათიშული მიესვენა კაცის მკლავებში. მოულოდნელობისგან მოქმედებაც ძლივს მოახერხა -კირა , გამოფხიზლდი ... სახლში უნდა ახვიდე - სახეზე ნაზად შეახო თითები, ჩუმად ელაპარაკებოდა -არ შემიძლია- მთვრალმა ამოთქვა ისე რომ თვალებიც არ გაუხელია და სავარძელს მიეყრდნო . ბიჭს ეჭვიც არ შეჰპარვია მის სიმართლეში, ნამდვილად უგონოდ მთვრალი ეგონა და საკუთარ თავზე აიღო მისი ბინამდე მიყვანა. კართან მივიდა, მაგრამ ერთდროულად ქალის ხელში დაჭერა და გასაღების საკეტზე მორგება არ შეეძლო, ძლივს მოახერხა . წარბებშეჭკრული აკეთებდა ყველაფერს კირა კი ჩუმად უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა. სხვა ნებისმიერი უკვე საწოლში ეყოლებოდა შეტყუებული მასთან კი ბავშვურ თამაშს აგრძელებდა, თავადაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა ,როცა კაცი იმაზე მეტად იზიდავდა ვიდრე წარმოედგინა. კოცნის შემდეგ სულ სხვა შეგრძნებებმა გაიღვიძეს, რაღაც დიდი ხნის წინათ მიძინებულმა გრძნობამ დაიწყო კედლების მსხვრევა. გული ისე შეეკუმშა ვამ საწოლზე რომ დააწვინა და ლოყაზე აკოცა ეგონა სუნთქვას შეწყვეტდდა. -ცუდად ვარ, დარჩი- გაუაზრებლად მოხვია მაჯაზე თითები , თვალები გაახილა და მავედრებელი მზერა მიაპყრო. ამაზე მეტად ნასვამიც ყოფილა, მრავალი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაც ,მაგრამ მსგავსი უღონობა არასდროს უგრძვნია. დუდა ისე ეფერებოდა როგორც ოცნებად ქცეულ ქალს, ემოციებით მოცული ნაზი შეხებით ტოვებდა საკუთარ კვალს ქალის თმებსა და სახეზე, თითებს უკოცნიდა რაღაცას ჩურჩულებდა კირას კი მისდა გასაოცრად მშვიდად ეძინა. სრულიად ცარიელი სიზმრებით, რამდენიმე საათის შემდეგ გამოფხიზლებულს კი წერილი დაუხვდა მხოლოდ „კვლავ ძველებურად - მე ფოტოგრაფი, შენ ჩემი ღვთიური მუზა“ -მაინც როგორი მარტივი ხარ, რა ცოტაა შენთვის საკმარისი . სიცოცხლესაც მომცემ რომ გთხოვო და შენგან მაინც არაფერი მინდა , ხელი მჭირდებოდა ... მხოლოდ ის და მაშინ გამიშვი ,როცა ვიძირებოდი. შურისძიების დროა - ლამაზად ნაწერ ბგერებს თითი შეახო, მერე სულში გაჩენილ ფერებს მოერია , ფურცელი დაჭმუჭნა და შორს მოისროლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.