შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა{2}


27-03-2022, 20:14
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 079

შენობაში შესვლისთანავე იგრძნო ქაოსი, ირგვლივ უამრავი თანამშრომელი ირეოდა . თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით ამ არეულობაში ყველას საკუთარი მისია ჰქონდა და რეალურად ყველა დეტალი აწყობილი იყო დუდას მიერ შექმნილ დაწესებულებაში. მთავარი ფიგურა არსად ჩანდა, ყველა იყო მის გარდა . კაბინეტის კარი დაკეტილი დაუხვდა , მინის კარის მიღმა დანახული ნიტას ოთახიც ცარიელი ჩანდა,მდივანიც არ იჯდა მაგიდასთან. აზრები აერია, ვერ მიხვდა რა ხდებოდა თავად უნდა ეპოვნა დუდა? არასდროს დაელოდებოდა , არც მის ძიებას დაიწყებდა . გაბრაზებული შებრუნდა და მაქსიმალურად ეცადა გამომეტყველების შეუცვლელად დაეტოვებინა იქაურობა. სახლში მისვლა არ სურდა, რამე უნდა ეღონა ეს ბრაზი რომ ჩაექრო და არეული ფიქრები გაექრო. კლუბში წავიდა და სახლში მთვრალი დაბრუნდა . ბინის კართან მდგომი დუდა რომ დაინახა წარბები შეჭმუხნა წამით მოჩვენებას მიამსგავსა შემდეგ კი სიტყვის თქმა არ ადროვა ისე მოუქნია ხელი და სახეში გაარტყა
-როგორ ბედავ ჩემს გადაგდებას , თავი ვინ გგონია მეორედ რომ მკრავ ხელს-სიტყვებს ძლივს აბავდა, მაგრამ სათქმელს მაინც ამბობდა
-მთელი დღეა გირეკავ, ტელეფონი საერთოდ სად გაქვს. იცი მაინც რამდენჯერ მოგწერე, დაგირეკე და ყველა საშუალებას მივმართე რითაც ამ საუკუნეში კონტაქტობენ ადამიანები,მხოლოდ მტრედი არ გამომიგზავნია- მაჯებზე თითები შემოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და ისე უპასუხა- შენ კი არა მე დავკარგე მთელი დღე
-ერთი დღე ბევრი გგონია? ჩემს სხეულზე თუ გსურს იხილო შენი სამკაულები დიდი დრო დაგვჭირდება . უხარისხო ფოტოებს ვერ გამოაქვეყნებ, მე მსოფლიო დონის მოდელი ვარ
-რომელსაც მობილური სადღაც ჯანდაბაში აქვს. ნიტამ ყველა შენს მეგობარს დაურეკა მგონი , არსად იყავი
-ნიტას ჟ.მავ? -საერთოდ აღარ უსმენდა მის საუბარს, თითები არეულ თმაზე გადაისვა , კარი გააღო და სახლში შეაბიჯა- თუ ჯერ ისევ ვერ მოგიხელთა
-ნიტა ჩემი თანამშრომელია
-ანუ ისევ დორბლებს ყრის და ერთგული ძაღლივით კუდში დაგყვება, საცოდავი
-ასე ნუ საუბარობ , უფლება არ
-გადაღებები სად გვექნება... იმ ოთახში ათასი კაცის თვალწინ გამოკეტვას მიპირებ?
-სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გესაუბრო, ახლა უკვე უნდა გადავდოთ. გთხოვ მობილურს ხმა აუწიე და დღეში ერთხელ მაინც შეამოწმე ზარები - ქალის ტელეფონს რომ დახედა და მიხვდა რატომაც არ პასუხობდა ღრმად ჩაისუნთქა , დაქანცული იყო უშედეგო მცდელობებით
-დღესვე გადავწყვტოთ ყველაფერი
-ხვალ არ მცალია, თავად დაგიკავშირდები და შემდეგ დავგეგმოთ
-გამირბიხარ?- ხმამაღლა გაიცინა - იმის გამბედაობაც კი არ გაქვს მიიღო ის რაც გინდა
-თავს ნივთთან რომ აიგივებ სამწუხარო ფაქტია, ბავშვობაში მუდამ იცოდი რამდენად შეუფასებელი იყავი
-კომპლექსი ჩემმა ხელშეუხებლობამ გაგიჩინა ? ოიი რა სამწუხაროა, მაშინ იმდენად გეიდიალურებოდი,რომ მოახლოებას ვერ ბედავდი . ახლაც არ თვლი თავს საკმარისად- თითებს კაცის წვერიან ლოყაზე დაატარებდა და ამღვრეულ მზერას არ აშორებდა
-გამოიძინე , თავად დაგიკავშირდები გადაღებებთან დაკავშირებით - ქალს დაუსხლტა , კარისკენ ლამის სირბილით წავიდა და სუნთქვაშეკრულმა დატოვა
-მანამ დავრჩები შენს ცხოვრებაში სანამ შენც არ იგრძნობ როგორია ,როცა მშვიდი ძილი შეუძლებელი ხდება
.............
-შენ გადაწყვიტე,რომ შიშველი უნდა ვიყო ? - კაბინეტში დაუკაკუნებლად შეიჭრა და საქმით გართულს თავზე დაადგა
-ვმუშაობ , ასე არ უნდა შემოხვიდე !
-მეც ვმუშაობ და უნდა ვიცოდე ბრძანებას ვინ მაძლევს ,რომ გადავწყვიტო დავთანხმდე თუ არა
-სრულიად შიშველი არ იქნები, ფლეიბოის არ ვაკეთებთ , მაგრამ იდეა არის ის რომ, ჩვენი სამკაული გმოსავს , გავსებს და იმდენად იზიდავს თვალს ,რომ შენნაირ ქალსაც კი არ მიაქცევენ დიდ ყურადღებას
-ის გოგო ვინ აარჩია?
-ყველაფერი რაც ხდება ჩემი კონტროლის ქვეშაა , არაფერს აკეთებენ ჩემი დასტურის გარეშე . მოდელებიც მე ავარჩიე . ფოტოებსაც ვნახავ და გადაღების პროცესზეც ვიქნები
-შენი ყოფილია?
-საიდან დაასკვენი ?- სათვალე მოიხსნა და სავარძელს მიეყრდნო - ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ყოფილია, ახალი თუ შემდეგი . ლამაზი ქალი მჭირდებოდა, ის კი კრიტერიუმს ისევე აკმაყოფილებს როგორც შენ
-მე შენ წმინდანი მგონიხარ შენ კი თურმე ჰარემი გყავს
-მე არასდროს მითქვამს ანგელოზი ვარ-თქო . ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, არაფერი ზედმეტით ან ნაკლებით და წამყვანი მაინც ეს საქმეა რომლის კეთებასაც არ მაცლი
-იმასაც შენ გადაუღებ?
-რაიმე თუ არ მოგწონს შეგიძლია უარი თქვა, მოდელები საკმარისად მყავს. რამდენიმე დამენანა კიდც
-განგებ მიწვევ ხომ?
-მე გითხარი თავად დაგიკავშირდები-თქო, შენ მოხვედი და ყველაფერს აკონტროლებ . ნიტას აგიჟებ და მთელი დღეა გზაარეული დადის
-უხარისხო პროდუქტის ნაწილი არ გავხდები
-ნება შენია - უემოციოდ მიუგო და ქალი კიდევ უფრო გააცოფა, მთელი დღე ცდილობდა მის მწყობრიდან გამოყვანას ის კი ისევ მშვიდად განაგრძობდა მუშაობას
-მაცოფებ!
-მეც იგივეს თქმა შემიძლია
-გაცოფებ?
-დიახ!
-რაღაც არაფერი გეტყობა
-რაც უფრო დიდხანს დარჩები მით უფრო გვიან დავიწყებთ გადაღებებს
-ისე არ გააკეთო შენ რომ მოიცლი მე აღარ დაგხვდე!
………
დიდხანს ვერ ხვდებოდა დუდა,რომ მოთამაშე იყო. თვე მიიწურა მის მოლოდინში, ისე იქცეოდა თითქოს არ ადარდებდა, მაგრამ სხვა ვერაფერზე ფიქრობდა მხოლოდ მასზე და წარსულის ლანდებზე,რომლებიც კაცის დაბრუნებას თან მიჰყვა. სახეზე ღიმილი ეფინებოდა გაკვეთილების მსვლელობისას რეალობიდან გასულს ,რომ დაინახავდა. მუდამ თან ჰქონდა ფანქარი და ფურცლის ნაგლეჯი მაინც. თითებზე ეტყობოდა შავი კვალი ,ნებისმიერი ქურთუკის თუ შარვლის ჯიბეში წააწყდებოდით პატარა შავ ფანქარს. ყველა სიტუაციაში შეეძლო ხატვის დაწყება, რაც უფრო მეტად ბრაზობდა, სწყინდა ან ტკიოდა მით უფრო მეტს და დიდხანს ხატავდა. საუბარი არ უყვარდა, ბავშვობაში ისე იქცეოდა თითქოს ლაპარაკი საერთოდ არ იცოდა, უცნობებს ყრუ-მუნჯიც ეგონათ. კირა კი არასდროს ჩუმდებოდა, მუდამ ბედნიერი იყო, სულ რაღაც ამბავი ჰქონდა მოსათხრობი და უკეთეს მსმენელს სად იპოვნიდა? თავიდან ფირობდა ყველაფრის თქმა შემიძლია ,მაინც არ მისმენს ,თავის სტიქიაშია და არც არავის ეტყვის რომც გაიგოსო. ასე დაიწყო ისეთი ამბების მისთვის განდობა რაც სხვა არავინ იცოდა, იმ ემოციებს უზიარებდა რომელთაც ვერავის გაანდობდა. ერთხელ დედაზე უყვებოდა,როგორ აკლდა მისი არ ყოფნა და თვალებამღვრეულმა დაინახა დუდამ როგორ შეწყვიტა ხატვა ის უბრალოდ თავდახრილი იჯდა , თავისუფლებას აძლევდა მშვიდ, უსაფრთხო გარემოს უქმნიდა ისე კი ყველაფერს უსმენდა და არაფერი ავიწყდებოდა. გაახსენდა პირველად რომ მოეხვია, ყველა სხვა დანარჩენიც მაშინ ხდებოდა როცა რაღაც აწუხებდა . ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში მივიწყებული შეგრძნების გახსენებისას, მაშინ ვერ იაზრებდა რამდენად დიდი საგანძური იყო გყოლოდა გვერდით დუდა , მოგხვეოდა მისი გრძელი ,გამხდარი მკლავები და გეგრძნო სიმშვიდე რომელიც მუდამ თან ჰქონდა.
-ვერ ვიტან მაგათ, დაგცინიან და იმიტომ ვეჩხუბები შენ კი ბრაზობ რატომ ექცევი ცუდადო- გაბუტულმა უსაყვედურა ერთხელ
-მათი აზრი არ მადარდებს, ყველა ვინც სხვას დასცინის თავად ამჟღავნებს ბნელ სულს , თავად აქვს კომპლექსი, თავად არის მსხვერპლი და ცდილობს ვინმე დაამციროს რომ თვითშეფასება აიმაღლოს. კარგად დააკვირდი ყველა ვინც დამცინის თავადაა ჩაგრული ვიღაც მაგათზე ბოროტის მიერ , შენ კი ებრძვი და ენერგიას ხარჯავ
-როგორ შეგიძლია დააიგნორო , მე ვერავის ვაპატიებ ჩემზე ამდენი სისულელე თქვას
-ნახე როგორ გიცემს გული- უეცრად მიადო ხელისგული მკერდზე და საკუთარი ხელიც დაადო- სუნთქვა გიჭირს უკვე იმდენი იჩხუბე, ილაპარაკე, იყვირე . ნუ იქცევი ასე, მანერვიულებ - სათვალე ეკეთა, ცისფერ თვალებს მინების მიღმა აკვესებდა და ისეთი გალეული იყო სიმპათიურობას ვერაფრით დააბრალებდით,მაგრამ კირას პატარა სხეულში გამომწყვდეულ სულს ყველაზე მეტად ის აფორიაქებდა, ის და არავინ სხვა.
მუდამ ზედმეტად დინჯი,ნელი და უმოქმედო იყო . არაფრის გამო დაიწყებდა ომს , ეს სისუსტე იყო თუ სიძლიერე დღემდე არ იცოდა კირამ . თავად რომ არ ჰგავდა და მის მსგავსად სწორი გზა არ არგუნა ბედმა ეს ნათელი იყო. დუდამ მისი თხოვნაც არ მიიღო , ვერ დაინახა და ამ სიბრმავეს არ ჰპატიობდა დღემდე.
..............
-რა უგუნურებაა შენნაირ ქალს სახლის კარი ღია ჰქონდეს და თან ამ ფორმაში ხვდებოდეს სტუმარს- სიგარეტის კვამლში გახვეული იჯდა ფანჯრის რაფაზე და ფიქრებით გატაცებული წინ გადაშლილ ქალაქის ხედს უყურებდა დუდა რომ თავზე დაადგა- ზარს ვრეკავდი, ვაკაკუნებდი,მაგრამ არ გამიღე
-გაგითავისუფლდათ დრო თქვენს გადატვირთულ გრაფიკში ბატონო ოქრომჭედელო?- თვალები დააწვრილა ,სიტყვებს კვამლი გამოაყოლა და ღია ფანჯრისკენ ზურგით შებრუნდა
-რაკი ფოტოგრაფად მე ამირჩიე მზად უნდა ყოფილიყავი ამ გარემოებისთვის- სიტყვები ერთს ამბობდნენ, მშვიდ და დინჯ კაცს აჩვენებდნენ თვალები კი ყიდდნენ. ქალის შესწავლას არ წყვეტდდა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მაგრამ პატარა ბიჭივით გაყიდული მალავდა ოფლისწვეთებით დანამულ ხელისგულებს
-ახლა რომ გითხრა თანახმა არ ვარ-თქო, რას გააკეთებ
-ნიტას კონტრაქტზე ხელი ხომ მოუწერე
-გგონია ეგ შემაჩერებს? კანონით დამიჭერ ? - გაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის დატოვა , კუთხეში ჰქონდა მოქცეული , კვამლი ერთ მხარეს მიდიოდა მხოლოდ - ჩემს დაჭერას შეძლებ? - ეს თქვა თუ არა უცნაურად გადაიზნიქა უკან. ღია სივრცისკენ გადაქანდა ნახევარი სხეულით და დუდას სიმშვიდეც ნაცარტუტად აქცია
-ფრთხილად! რას აკეთებ , ასე შეიძლება გადავარდე - ხმაც უთრთოდა, ხელებიც გაეყინა ,სიფრიფანა ნაჭრის მიღმა გრძნობდა წელზე მათ სიცივეს კირა . ახლოს მიიზიდა, მეორე ხელით ფანჯარა დახურა და ქალი მარტივად ჩამოსვა იატაკზე . მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრა რამდენად ახლოს ჰყავდა, ზემოდან დახედა მან კი სიგარეტის კვამლი მისკენ გაუშვა, თვალები აუწვა რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა- ბევრს ეწევი- ღერი გამოაცალა, ბროლის საფერფლეში ჩაასრისა და უკვე გახურებულ ხელისგულს აიძულა ქალის სხეულს მოშორებოდა
-საშინელებაა ,როცა გინდა და ვერ იღებ ? - ორაზროვნად ჟღერდა მისი კითხვა -მოახერხე ასთმის მართვა?
-ერთ-ორ ღერს ვეწევი ,როცა მჭირდება
-ერთი ღერი რისთვის შეიძლება დაგჭირდეს ან გეყოს- კვლავ ჩაიცინა და მანძილის გაზრდის საშუალება არ მისცა, თითები დაძარღვულ მკლავზე ჩამოაყოლა - ბევრი გივარჯიშია, ამ ფორმაში ვერ წარმოგიდგენდი , სიგარეტის ღერით ტუჩებსშორის ქალებს ხიბლავ?- თითები ჯერ ტუჩებზე გადაატარა მერე კი პირის სიღრმეში ნელა შეაცურა, სულ მცირედ ,სულ წამით ,მაგრამ კაცის რეაქციამ არ დააყოვნა - როგორ გგონია ,შეიცვალე თუ ისევ ის ხარ
-ბევრი დრო არ მაქვს, ორი დღით უნდა გამომყვე . მოემზადე, მე მანქანაში დაგელოდები - გამშრალი ყელის ჩასაწმენდად ჩაახველა წამსვე იცვალა მიმართულება, დაბრუნდა დედამიწაზე და გაიხსენა იქ მისვლის მიზეზი
-ფურცლის ნაგლეჯით თუ აპირებ დამიყოლიო არ მოვდივარ. სხვა გამოფინე გარეკანზე
-გარეკანზე ჩემი პირველი განთავსდება. პირველი სიყვარულით ინსპირირებული პირველი სამკაული ,პირველი რომელიც პირველის სხეულზე წარმოვიდგინე ,დავხატე და შევქმენი საკუთარი ხელით... მზად ხარ სხვა შეიმოსოს ზურმუხტის თვლებით, სხვა მწვანეთვალება , ხელოვნური ზურმუხტისფერებით? მაშინ კონტრაქტი ჩათვალე აღარ არსებობს, თავად დავწვავ დღესვე .შენ შემახსენე ჩემი დავიწყებული ნიჭი, ფოტოაპარატიც ვიპოვნე და ყდის ფოტოც აუცილებლად ჩემი იქნება -ბოლოს დაამატა და წავიდა.
თამაშში იყო, დუდამ ანკესი გადააგდო და კირაც უმალვე წამოეგო. ინტერესს მიაწერა ეს თანხმობა,წამებში,რომ ჩალაგდა და ლიფტის კართან შეყოვნდა თავს იმით იმართლებდა ,რომ დუდასთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი, არადა კარგად იცოდა შურისძიების საფუძველი რამდენად მყიფე იყო.
.................
მზის ოქროსფერი ნათება თვალებს წვავდა,მაგრამ მაინც ცისკენ იმზირებოდა. ხელები მაღლა ასწია და მწვანე მინდორში მდგომმა ტრიალი განაგრძო. მსუბუქი თავბრუსხვევა სასიამოვნოდ აბრუებდა. მზის, ცისა და მდელოზე მიმოფანტული ყვავილების ფერები ერთმანეთში ირეოდა, ტყიდან მოსული გრილი ნიავი მღელვარებისგან გახურებულ სხეულს საამოდ ედებოდა. მოულოდნელად დაეშვა ყვავილებით გადაპენტილ ბალახზე და თვალები დახუჭა. კამერები კვლავ აგრძელებდნენ გადაღებას, ხმები ესმოდა , კომენტარები, მითითებები და ის ვერაფერს აღიქვამდა ბუნებრივი შეგრძნებებით მოცული საკუთარ ინსტინქტს მიჰყვებოდა.
-ყველა ფოტო და ვიდეო მაქვს შემონახული იმ გადაღებიდან -დუდას ხმამ გამოაფხიზლა და მიხვდა ამ დრომდე მკერდზე მიბჯენილი ხელით რომ იდგა . ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა, ცოტაც და იტირებდა , ენანებოდა წარსულის ბედნიერი მოგონებების დატოვება , რეალობა ტკენდა- სულ პატარა იყავი და ახლაც მიკვირს როგორ გამოგდიოდა ასე საოცრად
-როგორც ამბობენ, კამერასთან მუშაობა ჩემი ნიჭია . ჩვენ ალბათ შენობას გამოვიყენებთ გადასაღებად... აქ ისევ სასტუმროა?- ძველისძველი ნაგებობისკენ შებრუნდა და ყველაფერს შეავლო მზერა
-არა , აქაურობას სტუმრების დასაბინავებლად ვიყენებ ხოლმე ... შეხვედრებსაც ვმართავ
-ეს ხომ ფულის უაზროდ ფლანგვაა და მეტი არაფერი
-ხომ გითხარი, შეხვედრებისთვის ვიყენებ
-თუ ჩემთან დაკავშირებულ მოგონებებს აგროვებ - შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა, ის ქერა კულულებიანი გოგონა ფეხშიშველი მინდორში რომ დარბოდა ბედნიერებისგან აცეკვდა ,კირა კი ცინიკური მზერით შეჰყურებდა დანაშაულზე წასწრებულივით დაბნეულ დუდას
-სამკაულები სეიფში მაქვს, ყველაფერი იქაა და გარეთ დარჩენას აზრი არ აქვს- გარბოდა, თავადაც იცოდა იმ ადგილის შეძენის რეალური მიზეზი, მაგრამ ამის აღიარებას არავისთან აპირებდა. სათქმელიც რა იყო, ყველაფერი ისედაც ნათელი გახლდათ
სახლში შესვლის მომენტშივე გაიგო ბავშვების კისკისის ხმა, ცარიელ შენობაში მშობლებს ,რომ შეასწრეს და დაჭერობანას თამაშში გართულები ყველა ოთახს შემოირბენდნენ. სულ პატარები იყვნენ, იმ ასაკში ჯერ კიდევ რომ არ იცოდნენ რას ნიშნავს ნამდვილი ცხოვრება და უბედურება შეზღუდული შოკოლადის რაოდენობა ეგონათ, მიზნის მიღწევა კი გადამალული ტკბილეულის ძიება . იმ დროს არაფერი აშინებდა, კომპლექსი არ არსებობდა, სულს ბორკილები არ ჰქონდა, უდიდესი ფრთებით წვდებოდა ბედნიერების მწვერვალებს.
-თათული ბოლოს ამ სახლში ვნახე, მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა . არავისგან მსმენია მასზე, შენ ოჯახს ისევ აქვს ალბათ კონტაქტი... - წარსულის გახსენებისას კიდევ ერთი ბავშვი მოაგონდა, მეგობარი რომელიც წლებმა წაართვა
-იტალიაშია, ერთი თვის წინ დაინიშნა და საქორწილო წვეულებისთვის ამ ადგილის გამოყენება შევთავაზე -ხის დახვეულ კიბეს მიუყვებოდა , მოჩუქურთმებული მოაჯირები კვლავ უცვლელად გამოიყურებოდა. ყველა კუთხეს ეტყობოდა მზრუნველი მფლობელის ხელი
-გახსოვს ამ კიბეზე არასდროს ჩამოდიოდა, სულ მოაჯირზე ჯდებოდა ... შენი აყოლიება არ გამოსდიოდა
-დედა ღელავდა თორემ ხომ ნახე მეც შემეძლო
-ამ დრომდე ისე იცხოვრე ალბათ დედა არასდროს აგიღელვებია
-სამწუხაროდ ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრები ვხდებით და შეცდომებიც მოგვდის , მაგრამ ვცდილობ გავუფრთხილდე
-ბედნიერი კაცი ხარ , იცი რას ნიშნავს როდესაც გყავს ოჯახი ... - უნდოდა ეთქვა ნება არ მომცე შენს ცხოვრებაში შემოვიდე და დედაშენის რისხვა დაიმსახუროო, მაგრამ არ უთხრა . გაჩუმება აიძულა შურისძიებით შეპყრობილმა ბნელმა მხარემ- შენი ძმა , არც კი ვიცი ვიცნობ თუ არა . ისეთი პატარა მახსოვს , შენნაირია ისიც თუ ვერ დაიმსგავსე
-სრულიად განსხვავებულია, დედას ფეხმძიმობა კარგად რომ არ მახსოვდეს ვიფიქრებდი იშვილეს და გენეტიკური სიახლოვე არ გვაქვს-თქო...
-აუცილებლად უნდა გამაცნო, ალბათ წვეულებაზე იქნება
-წვეულების შესახებ რა იცი, ჯერ არ გადამიწყვიტავს
-საუბარს მოვკარი ყური. ნუ ღელავ არაფერს ვიტყვი , ხომ იცი ჭორაობა ჩემი სტილი არაა
-არ ვიცი. მე შენს შესახებ აღარაფერი ვიცი - დანანებით თქვა და კაბინეტის ვრცელ, ორფრთიან, ხის კართან გაჩერდა - შეგიძლია საძინებელი აირჩიო, მოწესრიგდი
-გასაგებია, არ გინდა სეიფი ვნახო და კოდსაც არ გამანდობ - ჩაიცინა და უკან დაიხია. მისი ქონება ნამდვილად არ ადარდებდა, მაგრამ ნდობის მოპოვება კი სჭირდებოდა
-სამკაულები რომლებსაც მოირგებ ჩემი საკუთრება არ არის ,წლების წინ გაიყიდა და ახლა ჩემი პირადი კატალოგისთვის ვითხოვე. დიდი მოლაპარაკებების, თხოვნისა და პატივისცემის დამსახურებით, ნდობის რომელიც ჩემს მიმართ აქვთ
-ასლები არ გაქვს ? განა ფოტოდან ვინ მიხვდება მთავარია მოდელი აჩვენო...შენ ხომ ამ კატალოგში საკუთარ შემოქმედებით გზას აჩვენებ . რაღაც სხვას აპირებ, არა? - მიხვდა, თავიდანვე იცოდა საქმე უბრალო ჟურნალს არ ეხებოდა
-ბევრს ვერაფერს გეტყვი შენ ფოტოსესიისთვის გასამრჯელოს მიიღებ მე კი ჩემს გეგმას განვახორციელებ
-ინტრიგით მიწვევ- ღია კარში მდგომს შეხედა და შემდეგ საძინებლებს მოავლო მზერა- წავალ ,ჩემთვის ოთახს ავარჩევ
-ორი ღამით დავრჩებით
-პრობლემა არ არის, მე აქ გადმოცხოვრებაზეც თანახმა ვარ- თვალი ჩაუკრა და პირველივე კარი გააღო. რაღაცები შეცვლილი ჰქონდათ, განახლებული , მაგრამ მაინც ძველებური ეფექტის მატარებელი ,იგივე შინაარსითა და სულით დატვირთული. ყველა ოთახი მოსწონდა,მაგრამ განსაკუთრებული საოცნებო საძინებელი ჰქონდა ბავშვობაში, მფლობელის უზარმაზარი ოთახი , დიდი აივნითა და ხედით რომელზეც გიჟდებოდა. მუდამ იქ შეღწევას ცდილობდა თათულისთან ერთად. ერთხელ გამოუვიდათ კიდეც, დუდაც აიყოლიეს და ჩუმად შეჰყვნენ დამლაგებელს . თათულიმ გაასწრო თავად კი დუდასთან ერთად გამოკეტილი დარჩა . სახლი დაიცალა, ისინი კი შეშინებულები ისხდნენ იატაკზე . საწოლთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, რცხვენოდათ, წარმოიდგენდნენ კარი რომ გაიღებოდა და გამოიჭერდნენ როგორ უსაყვედურებდნენ . დუდა განსაკუთრებით წუხდა, კირას კი მალე გაუარა სინდისის ქენჯნამ კარადაში შეძვრა და ულამაზესი კაბების დანახვისას გონება დაებინდა.
პატარა გოგონას გაბედნიერება წითელი პომადით ტუჩების შეღებვასაც შეუძლია. ციცქნა ტერფებზე დიდი ზომის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, კაბებს შორის ყველაზე ბრჭყვიალა გადაიცვა და წარმოიდგენდა როგორ უხდებოდა, სჯეროდა რომ ულამაზესი იყო, რომ ეს სჭირდება პრინცესობისთვის. წითელპომადიან გოგონას უნდა დიდი გაიზარდოს, უყურებს თავის პრინცს და მერე კადრი წყდება. ხედავს როგორ დახტის საწოლზე, ძალაგამოცლილი ეცემა რბილ ლეიბზე და იქაურობა ყველაზე კარგი ჰგონია იმის მიუხედავად რომ მის ოთახშიც ზუსტად იგივე ხარისხის ავეჯია იქ ბედნიერი მომავლის სული ტრიალებს, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის ამბავს ინახავენ კედლები და ბავშვი ამ აურას გრძნობს. დუდას ხელს არ უშვებდა აიძულებდა მორცხვობა დაევიწყებინა და ბოლოს ისიც აიყოლია, მშივრებმა კარადაში ნაპოვნი შოკოლადის კოლოფები დააცარიელეს , მაგნიტოფონში კასეტა ჩადეს და ისე იცეკვეს როგორც დიდები ცეკვავენ ხოლმე. იმ წამს ზუსტად მაგიდას გაუსწორა მზერა , რომელიც შეეცვალათ და მაგნიტოფონიც არსად ჩანდა . დუდაც არ იქცა უფლისწულად და ცხოვრებაც არ იყო ამდენად მარტივი, გაზრდილი კვლავ ბავშვობაში დაბრუნებას ნატრობდა , ზუსტად იმ დროში მამას მძინარე რომ ეგულებოდა და საძინებლის ნაცვლად მეგობრების ოთახში იპოვნა . მათ სახეებს ხედავდა და იღიმოდა,ხვდებოდა მკაცრი სახის შენარჩუნება როგორ უჭირდათ და ბოლოს ყველანი ხმამაღლა იცინოდნენ.
-იცოდი ამ ოთახს რომ ავირჩევდი ,არა?- დერეფანში გამოჩენილს მიმართა და სავარძელზე ჩამოჯდა
-გადაღებაც ამ ოთახიდან მინდა დავიწყოთ
-უცნაურია ,თუმცა შენი ნებაა
-გარდერობში ყველაფერია
-მაკიაჟი რომ მჭირდება ?
-მინდა იყო ზუსტად ის ვინც ხარ
კარადაში ისეთი კაბები ეკიდა კირას წლების წინ რომ მოსწონდა და ახლა მათი ჩაცმის უფლებას თავს არ აძლევდა. წამით ხელი შეახო ჭრელ, ფერად ნაჭერს და მაშინვე ხმაურით მიხურა კარი. დერეფანში მიაბიჯებდა, ზემოდან უყურებდა კამერის დამონტაჟებით გართულ კაცს ,მაისური მოიშორა და მისი მიმართულებით ისროლა. დუდამ ფეხებთან დაცემულ ნაჭერს დახედა , შემდეგ მაღლა აიხედა და უკვე საცვლებით მდგომ ქალს თვალი გაუსწორა.
-თავისუფლებას მანიჭებ, გინდა ისეთი ვიყო როგორიც ვარ... შენი ხედვა ასეთია , არა?-კიბეზე მოაბიჯებდა და საცვლებს საფეხურებზე ტოვებდა- შეგიძლია სამკაული მომარგო, შემმოსო და მიჩვენო ლოკაცია
-ამ სამკაულებს ასეთს ვერ მოგარგებ ! - უცნაური იყო,მაგრამ თვალებში უყურებდა და ბრაზი მეტი ჩანდა მის მზერაში ვიდრე ვნება
-იმ კაბების მორგებას არ ვაპირებ! საყვარელი გოგონას როლი არ მინდა , შენი ილუზიები შეგიძლია სხვაგვარად აისრულო
-ჩაიცვამ . სხვაგვარად გადაღება არ გაგრძელდება- მზერა მოარიდა, მოახლოებულს აღარ უყურებდა, მაისური სასწრაფოდ გადააცვა- როგორმე მოერიე საკუთარ თავს, იყავი პროფესიონალი და ტკივილის მიუხედავად გახდი ის ვინც იმ სამოსით იყავი
-რას ამბობ საერთოდ...
-მშვენივრად ვიცით ორივემ შენი პრობლემა რაც არის...აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ , ფოტოებიც პირადი ისტორიისთვის მჭირდება და წლების შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, იქნებ ჩემ გარდაცვალებამდე არც ... მშვიდად იყავი
-გეყოფა ჩემი წარსულში დაბრუნება
-ორი დღე , განა ამდენად სუსტი ხარ ასე მარტივად გამოძვრები ამ ტყავიდან ?-ახლოს იყო, თვალებში უყურებდა და იწვევდა-შენ ხომ მე ამირჩიე ფოტოგრაფად , მე კი სხვაგვარად ვერ გადაგიღებ
- აუცილებლად გადამიღებ ,მაგრამ ამჯერად დაგემორჩილები

პირველივე კაბა მოირგო, ბურუსში გაეხვია და სხვა ყველაფერი ისე შეუხამა,რომ უკვე მთლიანად გაურკვეველი შეგრძნებით იყო გაბრუებული. ფილმის გმირს ჰგავდა, მისტიური მოგონებებით სავსე სახლში დუდას შექმნილი სამკაულებით შემოსილს , კაცმა თავად რომ მოარგო თითოეული მათგანი . მოულოდნელი ,ნაზი ამბორის კვალი ყელზე შემოხვეულ მარწუხებს დაუნდობლად წყვეტდდა. ღრუბლებში მიცურავდა, როლი მოირგო და გარდაისახა იმ ქალად,რომელსაც ბავშვობაში ხედავდა, ყველა მათგანი განასახიერა , ყველა და ვერცერთი დაიტოვა თავისთან. დუდას არაფერი უთქვამს, ერთი მითითებაც კი არ მიუცია, ძველებური მდუმარებით ასრულებდა საქმეს, მხოლოდ წამით კამერას რომ გასწევდა მისი ამღვრეული ცისფერები ხვდებოდნენ კირას მზერის ობიექტში. დრო ისე გადიოდა, ისე სასიამოვნოდ მიჰქროდა დაღლილობასაც ვერ გრძნობდა, უკანასკნელი კაბა რომ ჩაიცვა და აივანზე გამზადებულ ვახშმის სუფრასთან მოთავსდდა უკვე სუნთქვა უჭირდა. სისხლისფერი ქვა სანთლის შუქზე ანათებდა და ყველა კადრს სიკვდილი შლიდა. ჟანგის გემოს გრძNობდა, სუნს და სისხლის თბილ , ბლანტ შეგრძნებას რომელიც ხელებიდან არ შორდებოდა, რომელმაც ყველა ნათელ სხივს გზა დაუხშო, მომავალი ჩაკეტა და იმად აქცია ვინც რეალურად იყო.
-ამათი შესყიდვა მინდა, ვის საკუთრებაშია - ღვინის ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა და წვივზე შემოხვეულ სამკაულს დახედა, კაბის ნაჭერი ისე გაშლილიყო მთელი ფეხი მოუჩანდა - იმედია საკმარისი თანხა აღმომაჩნდება
-შენია- იმდენად სერიოზული ტონი ჰქონდა ქალმა წამსვე გადაიტანა მზერა საკუთარი თითებიდან მის სახეზე- რაკი მოგწონს გამოდის შენ გელოდა
-რომ თქვი მფლობელებისგან ვითხოვეო?
-რამდენიმე ვერ გავიმეტე, ბევრს მთავაზობდნენ ,მაგრამ არ ვყიდი თუ მათ სხეულს არ ეკუთვნის... ესენი , შენია
-და ის ? ზურმუხტები ,გარეკანისთვის რომ გაქვს ?
-მაგაზე ხვალ , დღეს მხოლოდ ჩვენი დღეა - კამერა გვერდით ედო , მშვიდად მიირთმევდა საკუთარ მომზადებულ კერძს
-გგონია,რომ ყველაფერი გახსოვს?- მხოლოდ ღვინოს მიირთმევდა, სიგარეტის კვამლში გახვეული დაჰყურებდა კერძებს,რომლებიც თავად უყვარდა და ცინიკურად ეღიმებოდა -სენტიმენტალური ვინმე ხარ
-როგორი იყო ყველა იმ ქალის ხილვა ვისზეც უარი თქვი
-ოცნებები მხოლოდ შენ აგიხდა, ყველას არ გვარგუნა ღმერთმა მსგავსი ბედნიერება . ჩემი დასასრული სწორედ ესაა სისხლით დაფარული, ბოროტებით სავსე სიბნელეში ჩაძირული- შავი კაბა ეცვა , ღამისფერი ჰქონდა თვალებიც და თმაც მხოლოდ ლალის თვლები ლიცლიცებდნენ განათების ფონზე
-ყველაფერი ჩვენს ხელთაა... მე თავად შევძელი საკუთარი ცხოვრების შექმნა , არავინ
-ვიცი,რომ არავინ ჩარეულა შენს საქმიანობაში ... განა ცხოვრება მხოლოდ კარიერაა? მაშინ მე მიზანს მივაღწიე,ცნობილი ვარ,პოპულარული მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში... სხვა დანარჩენზე რას იტყვი? თუმცა შენი მთავარი ოცნება ხომ მე ვიყავი, მე კი შენი ისევ არ ვარ და ამხელა გეგმა დაგჭირდა ილუზიის შესაქმნელად. ფოტოებს წაიღებ , აქედან გაიქცევი და მერე იოცნებებ , არა? - დამცინავი ტონი ჰქონდა , ხელი კამერისკენ წაიღო,ეგონა დუდა არც უყურებდა მან კი ისე სწრაფად წაავლო თითები მაჯაზე,რომ გაოცებისგან წამოიკივლა კიდეც- არ მაჩვენებ რა გადაიღე?
-როგორც უკვე ვთქვი, პირადია შესაბამისად მხოლოდ ჩემთვისაა
-მაგრამ ფოტოებზე მე ვარ
-შენ ხომ მხოლოდ მოდელი ხარ, მანეკენმა მოირგე სამოსი და სამკაული . შენ არ გჭირდება იმ ქალის ნახვა ვისი სულიც ამ ფოტოებზეა აღბეჭდილი, საშიშია არ დაგანგრიოს- კამერა აიღო, წამოდგა და ზემოდან დახედა- გემრიელად მიირთვი, ვიცი წლებია არავის მოუმზადებია შენთვის მთელი გულით - ნაბიჯი გადადგა, დაიხარა, თავზე აკოცა და კვლავ მოშორდა- ჩემი ოცნება შენი კვლავ ხილვაა, კირას თავისუფალი სულის დაბრუნება ! - ქალი ვერ ხედავდა, ზურგს უკან მდგომის ხრინწიანი, დაბალი ხმით ნათქვამი სიტყვები ესმოდა და ცრემლები ურცხვად მიედინებოდნენ ფერმკრთალ ღაწვებზე.
გაიყინა, კირას ცხოვრება ადგილზე გაქვავდა, ქანდაკებად იქცა და მის ნაცვლად ცხოვრება ვიღაც სხვამ განაგრძო . ეს სიცივე კი დროდადრო შემოუტევდა, მთელ არსებას მოედებოდა და სულს აუწვავდა,მაგრამ ასე ძლიერ არასდროს , ასე დიდხანს არცერთხელ .

მაღლიდან უყურებდა ტბასთან ხის ძელსკამზე მჯდომს . კერძები რომ გასინჯა კიდევ უფრო მეტად ატირდა, ტკივილი მთელს ტანში ტეხდა და ანგრევდა. გაახსენდა მამა როგორ უმზადებდა, მინისტრი რომელსაც უამრავი დამხმარე ქალი ჰყავდა აუცილებლად პოულობდა დროს თავისი ნებიერა ქალიშვილისთვის. დილის საუზმე, საღამოს ვახშამი და ბედნიერებით სავსე წუთები. ეს ხომ უბრალოდ კერძები არ იყო, ეს იყო ემოციები, კადრები რომლებსაც ჰქონდათ ბედნიერება . ემოციები, რომლებსაც კაცი ამ პროცესში ფანტავდა, შვილის დანახული მისი დარდი და ბევრი მოულოდნელი ჩახუტება, სიცილის ხმა, ამბები რომლებსაც მზადების დროს ყვებოდა. შემდეგ სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოხვედრილს ძალით ატენიდნენ პირში საჭმელს რომელსაც ვერ იტანდა, გულისრევამდე მისულს იმდენჯერ უტირია მერე კი ლამის მოკვდა ,როდესაც საკუთარმა დედამ ნუშის ფქვილით დამზადებული ტკბილეულის ჭამა აიძულა. ისევ გრძნობდა როგორ იხრჩობოდა, როგორ უჭირდა სუნთქვა და ზანტად მოცურავდა წყვდიადი,რომელმაც რაღაც დროის შემდეგ მთლიანად შთანთქა. ამ კადრების გამოჩენისას უკვე გარბოდა, სასმელზე მეტად ემოციებმა აურია გონება მთელი დღის დაგროვილმა შეგრძნებებმა ერთად იხეთქა და მიაღწია კიდეც ეზოში მყოფთან.
კაცს თავი უკან ჰქონდა გადაწეული , თვალებდახუჭული ღამის სიჩუმეს უსმენდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა ქალი მთელი თავისი ვნებით უეცრად მოვარდნილი ცუნამივით რომ დაატყდა თავს
-ფხიზელი არ ხარ, გთხოვ - მხურვალე ტუჩების შეხებისგან გაბრუებულმა ძლივს ამოთქვა და თითები მოშიშვლებულ მხრებზე ფრთხილად შეახო , მალევე მოაშორა და განზე გასწია- გთხოვ
-დაივიწყე ეგ შენი პრინციპები და გააკეთე ის რაც ასე ძალიან გინდა -ყურთან აკოცა,ყელზე გადავიდა , კაბის ბოლო მინდორს ეხებოდა, როდესაც კაცის მუხლებზე მოთავსდდა . სამოსს დახელოვნებული აშორებდა და დუდას არეულ მზერას ღიმილით დაჰნათოდა-მოდუნდი
-მაინც ამრიე- ხრინწიანი ხმით ამოთქვა, ხელი კეფაზე შეუცურა და ამჯერად თავად გახდა კოცნის ინიციატორი. უამრავი გრძნობა ერეოდა ერთმანეთში,სიამოვნების კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო ინსტიქტს მიჰყვებოდა მხოლოდ. ქალის სხეულის ნაწილად იქცა, ნახევრად შიშველს ეფერებოდა, კოცნიდა და მაინც არ ჰყოფნიდა მხოლოდ სურვილი უმძაფრდებოდა სურვილი. მისი მზერა ჭკუიდან შლიდა, სულ უფრო მეტად აქტიური და მომთხოვნი ხდებოდა
-ახლა კიდვე უფრო მწყინს მაშინ რომ არ შეგაცდინე - ყელში უკბინა და სიცილით მოშორდა. -გამოვფიხზლდი . კიდევ მინდა , დალევაც და შენც
მსგავსი ურთიერთობები საერთოდ არ იზიდავდა,მეტიც ვერ იტანდა , კირას კი მარიონეტივით ემორჩილებოდა. მოჯადოებულივით მიჰყვებოდა მის ყველა ნაბიჯს , მაგრამ მაინც არაფრით ჰგავდა სხვა კაცებს მისი თითოეული შეხება იმდენად ნაზი , ფაქიზი და ფრთხილი იყო ქალს კონტროლი დააკარგვინა. მოდუნდა და ისე მიენდო თითქოს პატარა გოგონად იქცა. გონებაში იმდენი მოგონება იღვიძებდა,მაგრამ ვერცერთს ხედავდა, ვერაფერს აღიქვამდა დუდას ალერსის გარდა
- მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო
-ლინზები მოიშორე ... მომენატრა შენი მწვანეები - სახეზე მოეფერა და დაელოდა
-თითქოს ასეთი არ გინდივარ
-მინდა მიყვარდე და თან მინდოდე
-რა მოსაწყენია ეს სენტიმენტალურობა ... განცდილ სიამოვნებასაც კი მიქარწყლბს
-დამიბრუნე შენი მწვანეები - მოშიშვლებულ მკერდზე შეახო თითები, დვრილის ირგვლივ წრეებს ხაზავდა. ქალს ფეხებს შორის მოექცა,კოცნით მიუყვებოდა გზას მკერდიდან მუცლისაკენ -დამიბრუნე ჩემი კირა
-მხოლოდ მწვანე თვალები არ დამაბრუნებენ - ზოგჯერ მტაცებელი თავად იხლართება საკუთარ მახეში. ემოციებმა სძლიეს, თვალებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა ,გათავისუფლდნენ და ემოციები ცრემლებად იქცნენ. სიამოვნებისგან ჯერ კიდვე უთრთოდა სხეული, გრძნობდა განცდილს და ყველაფერი ერთად ერეოდა. ვერ გაუძლო , სული შეეხუთა თითქოს ხვდებოდა რომ იმ დღიდან მისი გარდაქმნა დაიწყებოდა და ეშინოდა იმის რაც წინ ელოდა
-კირა ... შენ , რატომ ტირი . რა დაგემართა -ისევ ვერ ხვდებოდა ,ვერ ხედავდა სულის სიღრმეში დატრიალებულ ქარიშხალს, მხოლოდ გარედან აკვირდებოდა და ტკიოდა . მკლავებიდან გამოცლილ ქალს უკან მიჰყვა. სრულიად შიშველი იდგა ღვინის ბოთლით ხელში, სასმელით ახრჩობდა ახმაურებულ აზრებს-გეყოფა ამდენს ნუ სვამ ,გაითიშები
-ასე მარტივად? გგონია ორი ყლუპით ვთვრები და ვითიშები? ეგ ბედნიერი ხალხის ხვედრია...მე დიდი გარჯა მჭირდება ამისთვის ... შემომხედეე ,კარგად დააკვირდი ამ თვალებს და მერე მთლიანად მე და მიპასუხე სადმე ხედავ იმ 15 წლის ბავშვს?
-დიდი დრო გავიდა ... მეც ხომ აღარ ვარ ისეთი როგორიც მაშინ
-როგორი ხარ ...მაინც როგორი ხარ - ისევ მიუახლოვდა, თითები სახეზე შეახო უყურებდა და ეფერებოდა-მე ხომ საშინლად ვარ გაბრაზებული... შენ მე მატკინე და წლებია ვერ გიტან. რატომ მოგიშვი ჩემამდე ახლა
-ვერ მიტან? -მოსმენილმა ისე გააკვირვა,რომ წასვე განიმუხტა
-წარმოდგენა არ გაქვს ...როგორი ხარ, ისიც კი არ იცი რა დამიშავე
-კირა მე რა უნდა დამეშავებინა შენთვის- შეშფოთებული უყურებდა. ვერაფერს იხსენებდა ,თითქოს არც არაფერი იყო მოსაგონებლად . მხოლოდ კირამ იცოდა , სხვა არავინ
-საუბარი გადამინდა, რამე უფრო საინტერესო უნდა შემომთავაზო- თვალები უნათებდა, ამჯერად მწვანედ დუდა კი წუთის შემდეგ ფოტოაპარატითა და ხის სკივრით დაბრუნდა
-რამდენიმე წუთი მჭირდება მხოლოდ და გპირდები, ეს იქნება ფოტო რომელიც მთელს სამყაროს აღაფრთოვანებს
-მე თუ შენი შექმნილი ხელოვნების ნიმუში
-ჩემი ხელებით შექმნილი სამკაულები , ჩემით მოცულ შენს სხეულზე - კირას ადგილიდან დაძვრის უფლება არ მისცა, თავად მოარგო ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები და ამჯერად თავზე გვირგვინიც დაადგა. ვნებაჩამდგარი , გრძნობებარეული მზერა , ღია ფანჯრიდან მონაბერი გრილი სიო, სიცივემორეული სხეული და ერთადერთი ფოტო, რომლის განხილვისას ჰქონდათ უამრავი აზრი რეალობა კი მხოლოდ დუდას შეეძლო დაენახა. საბოლოოდ ყველა დანარჩენ გვერდზე ქალები სამოსთან ერთად ირგებდნენ სამკაულს, მხოლოდ კირა იყო სრულიად შიშველი და თან შემოსილი. ჟურნალს სანამ იხილავდა დიდი დრო გავიდა, საკუთარი ფოტოც პირველად მაშინ ნახა ,როდესაც ყველაფერი დასრულებულად მიიჩნია . ხელებჩამოშვებული , ცარიელი იდგა და გაჩნდა დუდას მიერ შექმნილი ფოტოებით მონათხრობი ამბავი. იქამდე ბევრი რამ მოხდა, იმდენი რომ შესაძლოა ნახევარიც ვერ გიამბოთ...

გელით კვლავ მოუთმენლად



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია.იმდენ ემოციას იწვევს უკვე ეს წყვილი ჩემში რომ არვიცი.რა აწყენინა დუდამ ნეტა.მომწონს უკვე ორივე.თუმცა უფრო დუდა. მარტივი წყვილი არ ჩანდა თავიდანვე და ეხლა საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევთ ასე ვფიქრობ.

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

ალბათ ვერ გაბედა კირას სიყვარული თავის დროზე დუდამ.... ბოლოს იმედია ყველაფერი გაირკვევა და გადარჩება

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან კარგია.იმდენ ემოციას იწვევს უკვე ეს წყვილი ჩემში რომ არვიცი.რა აწყენინა დუდამ ნეტა.მომწონს უკვე ორივე.თუმცა უფრო დუდა. მარტივი წყვილი არ ჩანდა თავიდანვე და ეხლა საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევთ ასე ვფიქრობ.

ვნახოთ თუ გაივლიან
სულ უფრო და უფრო რთულდება ეგ გზა
♡♡

Marikagogolqdze
ალბათ ვერ გაბედა კირას სიყვარული თავის დროზე დუდამ.... ბოლოს იმედია ყველაფერი გაირკვევა და გადარჩება

ძალიან პატარა იყო და ვერ მიხვდა რა ხდებოდა

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფი

ემოციების ზღვაა, მოუთმენლობა მიპყრობს, ველოდები გაგრძელებას

 


№5  offline წევრი Soraya

ყველაზე, ასე რომ ვთქვათ დალაგებული ისტორიაა არა დალაგებული პერსონაჟებით. ვგიჟდები დუდაზე განსაკუთრებით მომეწონა მომენტი რომ შეუვარდა კირა და მან სათვალე მოიხსნა, თითქოს მე შევვარდი ოთახში.(დუდა რომ სიმპათიურია ამაზე აღარ ვლაპარაკობ) მინდა გავიგო რა მოხდა, რამაც კირა, კირას ცხოვრება და მისი მწვანეების ფერი შეცვალა
წარმატებები!

 


№6 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ემოციებით სავსე იყო, ერთმანეთი აშკარად ძალიან უყვართ, ან უყვარდათ მაგრამ წარსული დიდი ხრამივითაა მათ შორის. ორივე თანაბრად მომწონს, კირა შესაძლოა ცუდ პერსონაჟს გავს მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მჯერა რომ ყველაფერი გაირკევა და ვიმედოვნებ ბოლოს ერთად ყოფნას და დიდი სიყვარულის გაზიარებას შეძლებენ ერთმანეთისთვის და ერთმანეთს აღარ დატანჯვენ❤. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაწილს ❤

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი
ემოციების ზღვაა, მოუთმენლობა მიპყრობს, ველოდები გაგრძელებას

როგორ მიხარია ასე რომ იმოქმედა ♡♡♡♡

Soraya
ყველაზე, ასე რომ ვთქვათ დალაგებული ისტორიაა არა დალაგებული პერსონაჟებით. ვგიჟდები დუდაზე განსაკუთრებით მომეწონა მომენტი რომ შეუვარდა კირა და მან სათვალე მოიხსნა, თითქოს მე შევვარდი ოთახში.(დუდა რომ სიმპათიურია ამაზე აღარ ვლაპარაკობ) მინდა გავიგო რა მოხდა, რამაც კირა, კირას ცხოვრება და მისი მწვანეების ფერი შეცვალა
წარმატებები!

ზუსტად , ყველაზე არეული პერსონაჟები არიან და მართლა არ ვიცი როგორ დავალაგებ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები
უღრმესი მადლობა ♡♡♡

სტუმარი ბარბარე
ემოციებით სავსე იყო, ერთმანეთი აშკარად ძალიან უყვართ, ან უყვარდათ მაგრამ წარსული დიდი ხრამივითაა მათ შორის. ორივე თანაბრად მომწონს, კირა შესაძლოა ცუდ პერსონაჟს გავს მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მჯერა რომ ყველაფერი გაირკევა და ვიმედოვნებ ბოლოს ერთად ყოფნას და დიდი სიყვარულის გაზიარებას შეძლებენ ერთმანეთისთვის და ერთმანეთს აღარ დატანჯვენ❤. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაწილს ❤

კირას არასწორი არჩევანი ხდის ისეთად როგორიც ჩანს . ვერ იპოვა პრობლემებისგან თავდაცვის სწორი საშუალება .
მიხარია ასე რომ გულშემატკივრობთ ♡♡♡♡

 


როგორც ჩანს სამწლიანი მცდელობის მიუხედავად დუდამ მაინც ვერ მოახერხა "ძველი" კირას დაბრუნება. მე კი მგონია, დუდას ძველი კირა კი არ უნდა დაებრუნებინა ახალი მიეღო და უკეთესი გაეხადა. ნამდვილად ქონდა დუდას ამის ძალა და შესაძლებლობაც ❤
კირა რომ იძახის შურისძიებაო, რომელ შურისძიებაზეა საუბარი როცა დუდას შეხება კი არა შეხედვაც აფორიაქებს❤
ამ კაცის სიმშვიდე სულ გააგიჟებს კირას❤
დუდამ ალბათ უდროო დროს მიატოვა კირა და ამას ვერ პატიობს. ერთი შეხედვით თითქო კირა ძლიერი ქალია სინამდვილეში კი სუსტია. ძლიერი კირა შეძლებდა შეენარჩუნებინა "ძველი"კირას თვისებები, ღიმილი და გულკეთილობა, მაგრამ ვერ შეძლო ტკივილთან გამკლავება და შექმნა ქალი რომელიც ვფიქრობ არც თვითონ მოსწონს.
მოკლედ, რა ვიბოდიალე მეც არ ვიცი მეც შენი გმირებივით არეული ვარ.
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
როგორც ჩანს სამწლიანი მცდელობის მიუხედავად დუდამ მაინც ვერ მოახერხა "ძველი" კირას დაბრუნება. მე კი მგონია, დუდას ძველი კირა კი არ უნდა დაებრუნებინა ახალი მიეღო და უკეთესი გაეხადა. ნამდვილად ქონდა დუდას ამის ძალა და შესაძლებლობაც ❤
კირა რომ იძახის შურისძიებაო, რომელ შურისძიებაზეა საუბარი როცა დუდას შეხება კი არა შეხედვაც აფორიაქებს❤
ამ კაცის სიმშვიდე სულ გააგიჟებს კირას❤
დუდამ ალბათ უდროო დროს მიატოვა კირა და ამას ვერ პატიობს. ერთი შეხედვით თითქო კირა ძლიერი ქალია სინამდვილეში კი სუსტია. ძლიერი კირა შეძლებდა შეენარჩუნებინა "ძველი"კირას თვისებები, ღიმილი და გულკეთილობა, მაგრამ ვერ შეძლო ტკივილთან გამკლავება და შექმნა ქალი რომელიც ვფიქრობ არც თვითონ მოსწონს.
მოკლედ, რა ვიბოდიალე მეც არ ვიცი მეც შენი გმირებივით არეული ვარ.
შემდეგამდე, მარიამო❤

მე მიგიხვდი რისი თქმაც გსურდა და ზუსტად ეგრეა , კატო სუსტია და თავადაც იცის ეს . საკუთარი თავი ყველაზე მეტად არ უყვარს ალბათ დუდა კი მგონი ერთადერთია ვინც ოდესმე ჰყვარებია
ვნახოთ როგორ მოვა გაგრძელება თქვენამდე ♡

 


№10  offline წევრი თ. ა.

სასიამოვნოა ამ მოლოდინების რეჟიმი საინტერესო და კარგი. მითუმეტეს ასეთი ცეცხლობანი წყვილით, როგორიც კირა და დუდაა.
ჯერჯერობით ვარ დაკვირვების რეჟიმში და ვფიქრობ ორივეს წვლილი ერთნაირი იქნება ურთიერთობაში.
დუდა კარგი ჩანს თუმცა არ ვიცი რას იზამს სამომავლოდ ისეთს რომ კირას ყველაფრის ჩადენის ზომამდე მიიყვანს.
ისეთი ისტორიაა არ მოგადუნებს.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
სასიამოვნოა ამ მოლოდინების რეჟიმი საინტერესო და კარგი. მითუმეტეს ასეთი ცეცხლობანი წყვილით, როგორიც კირა და დუდაა.
ჯერჯერობით ვარ დაკვირვების რეჟიმში და ვფიქრობ ორივეს წვლილი ერთნაირი იქნება ურთიერთობაში.
დუდა კარგი ჩანს თუმცა არ ვიცი რას იზამს სამომავლოდ ისეთს რომ კირას ყველაფრის ჩადენის ზომამდე მიიყვანს.
ისეთი ისტორიაა არ მოგადუნებს.

გამოწვევაა ხემთვის ასეთი ამბის წერა და სწორად გადმოცემა
ვიმედოვნებ ბოლომდე საინტერესო საკითხავი იქნება და გაუგებარი არ დამრჩება არცერთი ქმედება

 


№12 სტუმარი სტუმარი გურანდა

ღმერთო რამდენი ემოციაა და ბოლო წინადადებაში რამხელა ინტრიგა, ძალიან კარგია, მართლა როგორი არეული არიან პერსონაჟები და როგორი საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს

 


№13  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

აცრემლებული ვარ

გული მაქვს ცუდად

კირა იმდენ ტკივილს ატარებს

და დუდა

ᲦმერᲗოოოოოო

ვერ გადავიწყვიტე წავიდე და წავიკიᲗხო რაც მაქვს Თუ დაგელოდო

საერᲗოდ ეს Თავიდან უნდა წავიკიᲗხო

რაᲦაცანაირია

Ძალიან Შენი ნაწერია

მიყვარს

Შემდეგამდე.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

აცრემლებული ვარ

გული მაქვს ცუდად

კირა იმდენ ტკივილს ატარებს

და დუდა

ᲦმერᲗოოოოოო

ვერ გადავიწყვიტე წავიდე და წავიკიᲗხო რაც მაქვს Თუ დაგელოდო

საერᲗოდ ეს Თავიდან უნდა წავიკიᲗხო

რაᲦაცანაირია

Ძალიან Შენი ნაწერია

მიყვარს

Შემდეგამდე.



"ჩემი ნაწერი" თუ გგონია ეს ნიშნავს, რომ გამომივიდა ♡
შემდეგამდე ♡

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გურანდა
ღმერთო რამდენი ემოციაა და ბოლო წინადადებაში რამხელა ინტრიგა, ძალიან კარგია, მართლა როგორი არეული არიან პერსონაჟები და როგორი საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს

უღრმესი მადლობა ♡♡♡ არეულობის მიუხედავად თუ წყობა ჩანს ისტორიის ზალიან კარგუა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent